შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერია გოგონა?! (12)


19-10-2015, 20:30
ავტორი coco girl
ნანახია 3 768

ესეიგი ნინიკო დღეს თვალების ოპერაციას იკეთებს! გერმანიაში მიდის... მეც უნდა გავყვე! ბოლოსდაბოლოს ის ჩემი საყვარელი ადამიანია და თავს ვალდებულად ვთვლი. თვალებით სებასტიანი მოვძებნე. ბევრი ძებნა არ დამჭირდა , პირველივე მაგიდასთან იდგა და კარინას ელაპარაკებოდა. თავიდან ვაპირებდი მისთვის მეთქვა ჩემი გეგმის შესახებ, მაგრამ ახლა ისე წავალ, რომ არავის არაფერს არ ვეტყვი!
ნაცნობებს, რომლებიც მესალმებოდნენ და მილოცავდნენ გიჟივით ჩავუქროლე და გარეთ გამოვედი. ეზოში არავინ არ ოყო. ესეც ხელს მიწყობდა. მაგრამ შემდეგ რა მექნა? მანქანა არ მყავდა... მომიწევს ტაქსის გამოძახება. ამას არც ვჩივი ისეთი ბედნიერი ვარ.
ბედნიერია გოგონა?! (12)

გამოძახებული ტაქსი მალე მოვიდა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იჯდა.
- სად მივდივართ? - მკითხა და გამიღიმა.
ჩემი სახლის მისამართი მივეცი. ცოტაოდენი ტანსაცმელი არ მაწყენდა.
- გთხოვ დაიცადე რაა! - ვუთხარი და სახლში ავირბინე. უცებ ჩავალაგე ტანსაცმელი. გასვლას ვაპირებდი , რომ უცებ სინდისმა მომიღიტინა და ჩამეცინა. ფურცელი და კალამი ავიღე და დავწერე: "არ მიმიტოვებიხარ. ლორა"
საძინებლის კარები გამოვიჯახუნე და რაღაცას შევეჯახე.
- გაგიჟდი შენ? - თქვა. უი, ვიღაცა ყოფილა, თან ჩემი ქმარი.
- ოო, არ მცალია შენთვის, გადი რაა! - ვუთხარი და მოცილება ვცადე.
- ქალბატონო ლორა, მაპატიეთ - მომშორდა და შუქის ჩამრთველისკენ წავიდა - ცარიელ სახლში შუქი რომ ვნახე ვიფიქრე ვინმე შემოიპარათქო... - თქვა და შუქი აანთო.
მე დაბნეული ვიყავი. რატომღაც მეგონა, რომ ეს სებასტიანი იყო. თანაც ხმაც რომ ჰგავდა თავიდან!
- კარგი აკაკი ბიძია, არაუშავს - ვუთხარი ჩვენს მებაღეს. - გთხოვ, რომ მნახე არავის უთხრა, საქმეზე მივდივარ. - გავაფრთხილე.
სახლიდან გამოვედი და ტაქსში ჩავჯექი.
- ახლა საით? - მკითხა ტაქსისტმა.
ამჯერად ნინიკოს სახლის მისამართი მივეცი.
- ძალიან დიდი ბოდიში რაა, ამ შუაღამისას ძილის საშუალებას რომ არ გაძლევ! - მოვუბოდიშე ტაქსისტს - ცოტა არ იყოს სინდისი მქენჯნის...
ტაქსისტს გაეცინა.
- კარგი რაა... ეს ჩემი სამუშაოა! - სარკეში გამოიხედა - ასე რატომ ნერვიულობ? -მკითხა უცებ.
- მეგობარი იკეთებს თვალის ოპერაციას და გერმანიაში მივყვები... - გულახდილად ვუთხარი.
- გასაგებია... - მითხრა - წარმატებები! - დააყოლა და ნინიკოს სახლთან მივედით.
- აი ინებეთ 30 ლარი გავუწოდე.
- რა ამბავია ამდენი? ათიც არაა საჭირო! - მითხრა.
ბოლოს დავიყოლიე და ფული მივეცი.
- ცოლ-შვილი მყავს და მათი გულისთვის გართმევ! - მითხრა დანებებულმა.
ნე დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი.
არ ვიცი რა მელოდა.
***
- ლორა? შენ ხარ? - როცა ნინიკო გადავკოცნე - აქ რა გინდა?
- მოგყვები გერმანიაში! - ვუთხარი.
- რაა? ლორა ფეხმძიმეებისთვის მგზავრობა არ არის რეკომენდირებული! - თქვა ნინიკომ, მაგრამ მივხვდი რომ გაუხარდა.
- ოჰ, როდის აქეთ ერკვევი ფეხმძიმეების ფსიქოლოგიაში? - ვუთხარი და ორივეა გაგვეცინა.
- მოიცა, მართლა მოდიხარ? - სერიოზულად მკითხა.
- მეტყობა რამე არასერიოზულის?
- გიჟი ხარ შენ! - მითხრა და მაგრად მომეხვია.
- გული დამწყდა ჩვენთან რომ არ მოხვედი რესტორანში. - ვუთხარი ღიმილით.
- აწი ვივლი ხოლმე. - მითხრა და სიხარულისგან ტაში შემოსცხო.
- დეეე! ნახე ვინ მოვიდა ჩვენთან!
ოთახში ლამაზი ქალი შემოვიდა, აშკარად ეტყობოდა ნაადრევად დაბერება.
- გამარჯობა - მივესალმე.
- ნინიკო, ეს ვინაა? გამარჯობა ლამაზო! - გამიღიმა.
- მე ლორა ობოლაძე ვარ, ნინიკოს ჯგუფელი - ვუთხარი ღიმილით.
- დეე ისაა, ფულს ვინც გვაძლევს!
ნინიკოს შევუბღვირე. შემდეგ მივხვდი, რომ ვერ დამინახავდა და წამოვწითლდი.
- ააა, ლორა! - გაიღიმა ნინიკოს დედამ - მე მაია ვარ, სასიამოვნოა! - მითხრა და ხელი გამომიწოდა.
- ჩემთვისაც! - ვუთხარი.
- დედი საპირფარეშოში გავალ მე. - თქვა ნინიკომ და ხელის ცეცებით გაუყვა კედელს.
გავოცდი.
- ჰაჰ, - გამიღიმა მაიამ, - ნაბიჯები დათვლილი აქვს... ყველაფერი იცის.
- ნამდვილად ხო გამოიხედება თვალებში? - ვკითხე და შემაჟრჟოლა იმის გაფიქრებაზე, რომ ნინიკოს ყველანაირი იმედები დაემსხვრეოდა.
- 100%-დან 95%-გამოჯანმრთელებაა, 5%-კი... - აღარ დაასრულა და აქვითინდა.
- ქალბატონო მაია, დამშვიდდით რაა! იმისთვის მივდივართ, რომ ყველაფერი მოვაგვაროთ! დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! - ვუთხარი და მოვეხვიე.
- შენ რომ არა ლორა, ახლა ალბათ სახლი დაგირავებული გვექნებოდა...
- ქალბატონო მაია... - დავიწყე მაგრამ მაიამ გამაჩერა.
- ლორა, ძვირფასო, მაია დამიძახე.
- კარგი. მაია დეიდა, გერმანიაში სასტუმროში ვჩერდებით?
გაოცებულმა შემომხედა.
- მოიცა შენც მოდიხარ?
მე თავი დავუქნიე.
მერე ისევ ვისაუბრეთ.
მალე მაია დეიდას მობილურმა დაურეკა.
- გისმენ ზურა!
- ...
- კარგი გამოვდივართ. - უთხრა და წასასვლელად გავემზადე.
როცა მაიას მანქანაში ჩავჯექით , სწორედ მაშინ აწრიპინდა ჩემი მობილური. სებასტიანი იყო.
ოჰ, როგორ მოხდა რომ გავახსენდი?!
ტელეფონი გავთიშე და თავი ფანჯარას მივადე.
აეროპორტში ნინიკოს მამა გველოდა.
- შენ ვინ ხარ? - მკითხა ღიმილით ზურა ბიძიამ.
ნინიკომ დამასწრო და უცებ მოახსენა ყველაფერი.
ზურამ გამიღიმა და თვითმფრინავში ავედით.
***
თვითმფრინავში ცხელოდა. ყველა მოტიტვლებული იყო და ყველაფრის სუნიც იდგა. (!!!) ნინიკოს და თავის სახლობას ჩაეძინათ.
მათ შესახებ გავიგე, რომ ისინი მდიდრები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ნინიკოს ჯანმრთელობა შეირყა. გულის მანკი ჰქონია პატარაობაში. მერე უბედური შემთხვევის შედეგად დაბრმავდა...
ოჯახმა ყველაფერი გაყიდა სახლისა და ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც მაია დეიდასთვის მამას უჩუქებია. ზურამ კი არ გააყიდვინა. მე რომ არ მომესწრო (როგორც ამბობენ) სახლსაც დავაგირავებდითო...
ნეტა ასეთ კარგ ადამიანებს რატომ ემართებათ ყველაფერი ცუდი? არ ვიცი, არ ვიცი... მერე მეც ჩამეძინა...

***
ნინიკო მაღვიძებს - ჩამოვედიოთო.
გახარებული ჩანდა.
იქ ზურა ბიძიას ახლობლები დახვდნენ. ჩავჯექით მანქანაში და იმათი სახლისკენ წავედით.
ჩემს შესახებ ყველაფერი უთხრეს.
- ზურა, სასტუმროში დარჩენას არ ვაპირებდით? - იკითხა მაიამ.
- მაია არ გრცხვენია? აქ არ ვართ? - თქვა ახლობელმა და გაიღიმა.
მალე მივედით და დაგვაბინავეს.
მე ცალკე ოთახი გამომიყვეს.
ტელეფონი ჩავრთე. მილიონი SMS სესისგან, მილიონი ნარეკი ბებესგან და 1 ზარი სებასტიანისგან.
ვაა! მიღწევაა ესეც ხო იცი შენ!
აჰა კიდევ რეკავს
- გისმენ. - მშვიდად ვუთხარი.
- ჩემი გაგიჟება გინდა შენ თუ რა გინდა? - მითხრა სებასტიანმა.
- ჰო რაიყო რამოხდა ვაა!
- სად ხარ გოგო! - მიყვირა.
- ნუ მიყვირიხარ, შენი გაზრდილი არ ვარ!
- ლორა დროზე მიპასუხე დროზე! - წარმომიდგენია სებასტიანის აახე ამ წამებში.
- გერმანიაში. - მშვიდად ვუთხარი.
- საად? - იღრიალა ბოლო ხმაზე - გაგიჟდი შენ? რესტორნიდან დაუკითხავად წახვედი, არავინ გაგიფრთხილებია და ახლაც მაიმუნობ! სად ხარ დროზე მითხარი.
- დამელოდე ერთ წუთს! - ვუთხარი და გავუთიშე.
ისე გადავიღე სელფი, რომ ფანჯარაში უცხო კორპუსები გამოჩენილიყო და სებასტიანს გავუგზავნე.
- შენ მართლა იქ ხარ? - ლამის ამოიხავლა .
- ხო აბა ტყუილისთვის მცალია?
- რა გინდა გერმანიაში? - მგონია წნევამ აუწია.
- რა იყო შენ წნევა გაქ?
- წნევა მექმება შენს პატრონს! ახლავე ვაგზავნი კაცს და ჩამოყვები დროზე! - იღრიალა.
- ეეე, აქ საქმეზე ვარ მე! არ მცალია და დაგირეკავ მერე. - ვუთხარი და გათიშვას ვაპირებდი რომ უცებ...
- მამაშენი ცუდად გახდა დღეს... - მითხრა მობეზრებული ხმით.
- რა? სებასტიან მართლა? რა დაემართა? - ერთი წამით საქართველოში დაბრუნებაც კი ვიფიქრე.
- რა დაემართებოდა? ვინმესთვის მაინც გეთქვა! ლორა ჩამოვალ და წამოგიყვან რაა! - უკვე მუდარაზე გადავიდა.
- სებასტიან საქმეზე ვარ!
- მე მაინც რატომ არ მითხარი რომ მიდიოდი? - თქვა რაღაცნაირი ხმით.
- კარინა მომიკითხე. - ვუთხარი და ტუჩები მოვპრუწე.
ჩემი მარჯვენა ყურუ გამაყრუებელმა სიცილმა მოიცვა.
- აჰ ლორა! ეჭვიანობა დაგბრიდავს... - თქვა სიამოვნებაშეპარული ხმით.
- მშვიდად რომეო, ეგეთები არ მაწუხებს, და გთხოვ შენს ფანტაზიას ამდენის უფლებას ნუ აძლევ! - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
რამოდენიმე წამში მესიჯი მომდის. ვხსნი. სებასტიანია. კოცნის სმაილები , მინაწერი - მანიკასგან.
მე მეგონა თვითონ გამომიგზავნა და ვაწყევლინებდი თავბედს!
პასუხი დავუბრუნე და ტახტზე წამოვწექი.
***
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართვრლო დავტოვეთ. ექიმებმა ოპერაციის თარიღი გადადეს. ორი დღეა ნინიკო საავადმყოფოში წევს. ჩემები ყოველწამს მირეკავენ და ტვინს მიბურღავენ. სებასტიანი კი მემუქრება მოვდივარო. რამდენიმე დღეა თავს შეუძლოდ ვგრძნობ, თავი მტკივა და ცუდად ვხედავ.
ახლა ეს არ არის მთავარი. დღეს ნინიკოს ოპერაციას უკეთებენ.
დილიდანვე მასთან ვართ. მშობლები რაღაც საკითხებს აგვარებდნენ. მე და ნინიკო პალატაში მარტო ვიყავით. 1 საათში ოპერაციას უკეთებდნენ.
- აუ ნინჩიკ! რა მაგარია მალე გვნახავ! - ვუთხარი და მოვეხვიე.
მან უბრალოდ გამიღიმა და ბალიშს ზურგი მიადო.
- ლორაა... - მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.
- გისმენ ჩემოვ! - ვუთხარი სიცილით.
- გთხოვ არ გამაწყვეტინო! - ტუჩებს ნელა ამოძრავებდა - ლორა, ჩემო ერთადერთო მეგობარო, ყველაზე კეთილო ადამიანო! ალბათ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ! არა, კი არ მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე! გთხოვ ერთი სურვილი შემისრულე!
- ოღონდ შენ თქვი! - ვუთხარი შეშფოთებული ხმით.
- მე... მე თუ რამე მომივა... გთხოვ... თუ გოგო გეყოლა... ნენო დაარქვი... - ცრემლი ჩამოუგორდა.
- ოოო, კაი რაა ნინჩიკ რას ამბობ? შენ ჩემი შვილის ნათლია იქნები რა უნდა მოგივიდეს? გთხოვ ასეთ სისულელეს ნუღარ გაიმეორებ. - დავამშვიდე და ხელი მაგრად მოვკიდე.
- ლორა პირობა მომეცი! - გაბრაზებულივით იყო.
- კაი, ნინჩიკ, გპირდები თუ გოგო მეყოლა ნენოს დავარქმევ... - გავიმეორე.
მან გამიღიმა.
- იცოდე ბავშვი რაც არ უნდა იყოს არ მოიშორო! მე იქიდან დავიცავ მას! გპირდები! - მითხრა.
კინაღამ ცუდად გავხდი. მალევე დავმშვიდდი და მისი ასეთი საუბარიც მღელვარებას მივაწერე.
- მიდი ცოტა ხნით დაისვენე. - ვუთხარი და ნინოკოც მეორე მხარეს გადატრიალდა.
***
- მალე, მალე გიცდით! - ვუყვირე ნინიკოს შესვლისას და ძალიან მაგრად მოვეხვიე.
– ლორა არ დაგავიწყდეს რაც გითხარი... – მითხრა და ოდნავ გამიღიმა.
– ჩვენ მას სახელს ერთად დავარქმევთ... – ვუთხარი და ისევ მოვეხვიე.
– ნახვამდის ლორა... – მითხრა. – მომავალ შეხვედრამდე დეე და მაა! არ იჩხუბოთ იცოდეთ! – უთხრა სიცილით.
დედ–მამა ისევ მოეხვივნენ ნინიკოს.
– აბა თქვენ იცით! – თქვა და კარებისკენ წაიყვანეს.
– გელოდებით! – დავუყვირე და კარები გაიღო,
ნინიკომ ხელი აწია. გვემშვიდობებოდა. მერე კარი ხმაურით დაიხურა...
***
1 საათის შემდეგ...
მაია და ზურა მოსაცდელში იჯდნენ და სახეზე ლოდინი ეწერა.
მე ტელეფონი მეკავა და სესის ვემესიჯებოდი დრო რომ გამეყვანა.
2 საათის შემდეგ...
ისევ იგივე... უბრალოდ ამჯერად ზურა ჭამდა, მეც ძალით მაჭმევდნენ ფეხმძიმედ ხარ და სავალდებულოაო... მაიამ პირი არაფერი დააკარგა.

3... 4... 5...
ველოდით... მაიამ პირი არაფერს დააკარა. მოსაღამოვდა... უკვე უნდა გამოეყვანათ.
სახეზე ყველას შეშფოთება ეწერა...

6 საათის შემდეგ...
როგორღაც კარები გაიღო და ექიმი გამოვიდა.
– როგორაა ექიმო? – მივარდა მაია, შემდეგ კი ჩვენ მივყევით.
ექიმმა ამოიოხრა.
მაიას სახე წაეშალა.
– ექიმო რა ხდება? – ვიკითხე მე. (ქართველი იყო).
– ჩვენ უძლურნი ვიყავით... – თქვა და ცრემლები გადმოყარა.
ექიმი ტიროდა... ამხელა მთასავით კაცი ტიროდა... ტიროდა ნინიკოს გამო...
მაიას გული წაუვიდა. ვერ აღვწერ იქ რა მოხდა...
მე ძალაგამოცლილი ვიყავი და საცაა წავიქცეოდი.
– სიკვდილის წინ... – დაიწყო ექიმმა ტირილით – მითხრა, რომ არ ჰქონდა გადარჩენის იმედი... თქვა რომ მალე პატარა სეხნია ეყოლებოდა... რომელსაც მუდამ დაიცავდა...
მე მივხვდი... ეს ჩემი ჯერ არც ჩასახული შვილი იყო. გულისრევის შეგრძნება მქონდა. მინდოდა მთელი ეს დღე ჩემი ცხოვრებიდან ამომეშალა. ცრემლები მოგორავდნენ და ყელს მისველებდნენ...
ვერ გეტყვით მოსაცდელში რა ამბავი იყო... სიტყვებით ვერ აღვწერ...
ჩემი ტელეფონი რეკავდა.
– ...
– ლორა, რა ხდება, როგორაა ნინიკო? – მკითხა სებასტიანმა.
– აღარ არის... – ვუთხარი ტირილით.
– რაა? არ ისმის. გაიმეორე. – თქვა.
– სებასტიან, ნინიკო მოკვდა... – ვუთხარი და გონება დავკარგე.
ბედნიერია გოგონა?! (12)



------------–––––––--------
მოვედი...
ძალიან დიდი ბოდიში ...
ბოლოს არც ვაპირებდი დადებას. უბრალოდ იმიტომ გავწყვიტე, რომ ბევრი აქტიურობა არ იყო...
მაგრამ მერე კომენტარები ვნახე და გადავწყვიტე დამეწერა...
დაწერეთ ყველაფერი რაც გინდათ! (ეს თქვენი საქმე)...
მუდამ თქვენი coco girl .



№1  offline წევრი maaashka

Vaimee gamochndii ai ramdeni xania ar dagidia sheni gamichena verc warmoidgen rogor gamixarda da imedia axla male dadeb xolme shemdeg tavebs miyvars es motxoroba dzan da avtoric <3

 


№2  offline წევრი lilu7

უუუუუუუ! <3 რა იყო გოგო მაიიი? ნინოკოოოოოოოო! ახლა ვიყვირებ და გამოგაგდებ სახლიდან! <3 მაგარი იყო, არა უმაგრესე, არა ყველაზე მაგარიიიიიი! <3 ხო იცი რომ ძალიან მაგარი ხარ და რაღა თქმა გინდა მეტი? <3 მიიიიიყვარხააააააარ მთელი სულით გულით! wink wink love
ნენოოოოოოო! <3

 


№3 სტუმარი liza liza

აუ! რამდენ ხანს ველოდებოდიი. ძალიან მაქარი ხარ coco girl ძალიან მიყვარს ეს ისტორია! ნინიიკოოო! მეც ცუდად ვარ! <3 ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა! <3 ძალიან მაგარი იყო რათქმაუნდა! <3 იცოდე მალე დადე შემდეგი რაა თორე მოვკვდები მალე! <3 <3 <3

 


№4  offline წევრი teke08

Auuuu guli damwyda ninikoxcc rom gardaicvala imedia es gulis shegrdznebebi imis mimanishnrbelia..... Mashin rom gaqri ise ar gaqre exla toree gadavireviii

 


№5  offline წევრი lilu7

t i k o
Dzalian gamuxardaa romm dabrundii <3 magrad miyvarda es istoria da dadeba ro shewyvite gavgizhdi :dd yoveldge shens landzgvashi viyavi :dd xshirad warmovidgendi rogor gaxrchobdi:D :D :D(miuxedavad imisa rom piradad ar gicnob :d warmosaxviti coco girl myavda:D:D ) icodee agar shewyvito imis gamo rom bevri aqtiuroba ar iyoo ..! Warmatebebii !! Kargi gogo xar shen <333

მაგას მართლა ვერ დაახრჩობ! :D wink

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე როგორც იქნა დადე კარგია გააგრძელე

 


№7  offline წევრი MaaRii

Au Xo Dade ra dzaaan momewona

 


№8  offline წევრი coco girl

მადლობა ყველას <3 არ იცით როგორ გამახარეთ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent