შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად) "8 თავი"


19-10-2015, 23:31
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 961

მართა ბებიას სახლისაკენ მიმავალ აღმართზე ვიგრძენი, თუ როგორ ამიჩქარდა გულისცემა, იქნებ მოვბრუნდე, გამეფიქრა და პასუხის მოლოდინში ტელფონის ეკრანს დავაჩერდი, მონიტორი 14:08 მიჩვენებდა, 01 - მოვბრუნდე, 02 - არ მოვბრუნდე, პატარა ბავშვივით თვლას განვაგრძობდი, მაგრამ დროც კი ჩემს წინააღმდეგ იყო... ღრმად ამოვისუნთქე და აღმართს ნელ-ნელა ავუყევი, შორიდანვე მოვკარი ეზოში მოფუსფუსე მართა ბებიას თვალი და ნაბიჯს ავუჩქარე. ბებია - შორიდანვე დავუძახე და ჩემკენ მომავალ ბებიას მთელი ძალით ჩავეხუტე.
ბებია, არ მჯერა - გულში მიკრავდა მოხუცი და ღიმილიანი თვალებით შემომცქეროდა - იცოდე, სადილზე დარჩი, არსად არ გიშვებ - იმედიანი თვალებით შემომხედა მართა ბებიამ და მეც დავეთანხმე. ბებია სახლამდე მიგაცილებ და მერე ცოტახანს ისევ გარეთ უნდა გამოვიდე, საქმე უნდა მოვითავო. - კარგი, ბებია - გამიკვირდა, რომ მართა ბებიამ შეცილება დამიწყო, მაგრამ მალევე მივხვდი მიზეზს და თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა. კარის ურდული როგორც კი ჩამოსწია მართა ბებიამ, მაშინვე საუბარი დაიწყო: - გეგა, იცოდე შენი ხმა არ გავიგო, არანაირი მწარე კომენტარი, არ გადამრიო - ქოთქოთს განაგრძობდა ბებია და მისაღებში შევედით, როცა დივანზე მძინარ გეგას მოვკარით თვალი. ბებია მაშინვე დატკბა და მძინარე შვილიშვილს იქვე ჩამოცურებული პლედი გაუსწორა. -ბებია, კი მერიდება, მაგრამ მე გვიან შემოვალ და სამზარეულოში რომ სადილია გააწყობ ? - მართა ბებია მომიბრუნდა და პასუხის მოსმენისთანავე ეზოსკენ გაემართა.
მაგიდას გაწყობას ვამთავრებდი, როდესაც მოშტერებული მზერა ვიგრძენი და დივნის მიმართულებით მივტრიალდი. ზღვისფერი თვალები იმდენად გადიდებოდა, თითქოს მოჩვენებას უმზერდა, არ უნდა მოვსულიყავი, გამეფიქრა და მცდელობის მიუხედავად, მაინც აკანკალებული ხმით გამომოვიდა: - გამარჯობა. ჩემს ხმაზე უფრო მეტად შეკრთა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ძლივს გასაგონად მომიგო: - მეჩვენები ხო ?
ნეტავ რას მეთამაშება, ვიგრძენი, როგორ მომიცვა გაბრაზებამ და პასუხის დაბრუნებას ვუპირებდი, რომ ოთახში მართა ბებია შემოვიდა, გეგას მუქარის თვალები შეავლო და შემდგომ მე მომიბრუნდა, ძლივს მოვრჩი ბებია, იმდენი საქმეა ეზოში, რომ სახლში შემოსასვლელად დრო აღარც მრჩება. მაგიდას უხმოდ მივუსხედით და სადილობას ვიწყებდით, რომ გარედან ხმა შემოგვესმა და ოთახში გაღიმებულმა ალექსანდრემ შემოაჭრა. - ვაიმე, ეს რა ამბები გამომიტოვია. არ მჯერა, ნუთუ - მხიარული ხმით წამოიძახა და თან ჯერ გეგა აათვალიერა, მერე კი მე... საუბრის დასრულება არც აცადა ისე დაქაჩა გეგამ ალექსანდრე და რაღაც უჩურჩულა. სადილისას მხოლოდ ალექსანდრეს, ჩემი და მართა ბებიას საუბარი ისმოდა. გეგა ისე მომშტერებოდა, რომ ერთიანად მძაბავდა, აშკარად არ სიამოვნებდა ჩემი ყოფნა და ცდილობდა, მზერით გავებურღე, რა გინდა გამოსდიოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართა ბებიასთან სახლში ფეხის მიმდგმელი არ ვიყავი. სადილის შემდეგ მე და მართა ბებიამ მაგიდა ავალაგეთ, მართა ბებია მაშინვე ჩაიდანს მიუბრუნდა და მეც საწყალი სახით მივუგე: - ბებია, ჩემს გამო თუ აკეთებ ჩაის, ხომ იცი ვერ დავლევ. - არა ბებია, რამდენიმე ცხელი შოკოლადი დაგრჩენია და ის დავლიოთ. ისე გამიხარდა ჩემი ცხელი შოკოლადების ამბავი, რომ ხმა ვერ მოვზომე და ხმამაღლა წამომცდა:- ვაიმე, რა მაგარია. მე უკვე კარგა ხანია გამთავებოდა და ჩემებიც ვეღარ შევაწუხე. უჯრაში ზუსტად 4 ცალი პაკეტი აღმოჩნდა და ჩვენც ალექსანდრესა და გეგასთვისაც გავაკეთეთ, ბებიას თხოვნის მიუხედავად, რომ ისინი ჩაისაც დასჯერდებოდნენ. აი, აიღე - ღიმილით მივაწოდე ალექსანდრეს და ჩემი ფინჯნით ხელში ბუხრის მახლობლად მდებარე სკამში ჩავეშვი. გეგას ჩაი კი მართა ბებიამ გამოიტანა, წამიერად მომეჩვენა, რომ რაღაცნაირი მწუხარება გაუკრთა ზღვისფერ თვალებში როგორც კი ალექსანდრეს გავუღიმე, მაგრამ მაშინვე გამეფანტა ფიქრები, როგორც კი კვლავ უხეში ხმა მომესმა: - ნეტა, ეს ამ თავის ცხელ შოკოლადებს ყველას არ გვატენიდეს.... -თუ არ გინდა ნუ დალევ, უჟმურებისთვის ცალკე სასმელი გამოუგონიათ მეცნიერებს და იმას მოგიმზადებეს ალექსანდრე! - მეც ვეღარ შევიკავე თავი და ბოღმაზე ბოღმით ვუპასუხე. მართა ბებიამ მაშინვე სიტუაციის გამოუხტვას შეეცადა და ალექსანდრეც თავის ხუმრობებს მოჰყვა. წასვლისას მართა ბებია და გეგა გადავკოცნე, გეგასთანაც მინდოდა დამშვიდობება, მაგრამ მხოლოდ შორიდან ვუთხარი: - ნახვამდის....
გორაკს ცენტრალური გზისკენ ჩავუყევი და ნელ-ნელა სახე ცრემლებით დამეცვარა... გეგა ასე ვერ მიტანს, არასოდეს ერთი თბილი სიტყვაც კი არ უთქვამს, მე სულელს კი ასე უსაზღვროდ შემიყვარდა, ის მაინც გამაგებინა, როდის შევძელი ასე მისი შეყვარება... როგორი საყვარელი იყო, როდესაც დივანზე უშფოთველად ეძინა... გაღვიძებისას კი კვლავ თავის უხეშ სახესა და ხასიათს დაუბრუნდა.
***გეგას ფიქრები***
მართამ სადილობამდე გარეთ საქმეებს მოვითავებო, ალექსანდრეს მოსვლამდე ასჯერ შევამოწმე ტელეფონი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ არ ჩამოვიდოდა. კვლავ უაზროდ მივაშტერდი ჭერს და წარსულის ლაღი პერიოდი გავიხსენე, ვერც ვიგრძენი ისე ჩამეძინა. გაღვიძებულს კი ნამდვილად ჰალუცინაციები დამეწყო... ზანტად გავახილე თვალები და გაოცებული მივაშტერდი ჩემს წინ მდგარ თეკლეს, რომელიც თეფშით ხელში სუფრას აწყობდა, არ ნამდვილად მეჩვენება, კვლავ გაშტერებული მივშტერებოდი, როდესაც მისი ხმადაბალი და აკანკალებული გამარჯობა შემომესმა, ჯერ კიდევ ბურუსში გახველმა თითქმის ჩურჩულით წარმოვთქვი: მეჩვენები ხო? - ვიგრძენი, როგორ აუკიაფდა სიბრაზისგან თვალები და ჩემს თავზე გავბრაზდი, რომ მასთან შერიგების მაგივრად, კვლავ კონფლიქტი მომდიოდა. სიტყვებს ვეძებდი რამის სათქმელად, როდესაც მართა მიხსნა და სახლში შემოაბიჯა.სადილობას ვიწყებდით, როდესაც შორიდან ალექსანდრეს ხმა მომესმა და გულში ვინატრე კალათა მასთან არ ჰქონოდა, მაგრამ კინაღამ ალექსანდრემ თავისი ეჭვები გაამჟღავნა, მაშინვე დავქაჩე სკამზე და ყურში ჩავჩურჩულე: - კრინტი არ დაძრა ამაზე, თორემ ვერ გადამირჩები... მანაც ერთი ჩაიცინა და სულ სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. თვალს ვერ ვწყვეტდი თეკლეს იმდენად მომნატრებოდა მისი სახის ნაკვთები, მისი ხმა, მისი თითოეული მიხვრა- მოხვრა, ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა უხერხულ მზერას გაჰქცეოდა, რაც კიდევ უფრო მართობდა და უფრო მეტი მონდომებით ვუცქრედი მონატრებულ თეკლეს.
ცხელ ყავაზე იმხელა წამიყვირა, რომ ტუჩები თავისით გამექცა ღიმილისაკენ, ჩემი ბავშვი, გამეფიქრა და მაშინვე მოვიღუშე, როგორც კი ალექსანდრეს მიაწოდა ცხელი შოკოლადი და თან გაუღიმა, იმ ღიმილით, რომლითაც ჩემთვის არასოდეს გაუღიმია, ან კი გაუღიმია შენთვის, გამომეპასუხა კიდევ უფრო ეჭვიანი მე... საკუთარი ფიქრები ვერ მოვთოკე და ჩემს ეჭვებზე ნერვებმოშლილი კვლავ ვეუხეშე....წასვლისას კიდევ უფრო გავბრაზდი, როდესაც მე მხოლოდ ნახდვამდის მომიგდო, დანარჩენები კი თბილად გადაკოცნა.
თეკლეს გასვლა და ალექსანდრეს ხარხარი ერთი იყო...
-ვაიმე, აღარ შემიძლია. ბიჭო ძმაკაცზე რა გაეჭვიანებს - სიცილისაგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეუბნებოდა ალექსანდრე და თან ვერ ჩერდებოდა. - არა, ასეთი ხისთავიანი როდიდან გახდი, ჰა, შევურიგდეო და შენ კვლავ ეუხეშე... მე არა, მაგრამ იცოდე, მაგ გოგოს ვინმე თვალს დაადგმას და დამრჩები პირში ჩალა გამოვლებული.
ენას არ აჩერებდა ალექსანდრე და მეც ნელ-ნელა მისი მოხრჩობის სურვილი მიპყრობდა. -გეყოს ახლა, უღიმღამოდ მივუგე ალექსანდრეს, მაგრამ ის ენას არ აჩუმებდა.
-ახლა, მე და შენ თეკლეს იმ სასტუმროში მივაკითხავთ. ბოდიშს მოუხდი, თან შოკოლადებს გადასცემ და სახლში დაბრუნებაზეც დაითანხმებ. არა შეგიძლია, შენს გრძნობებშიც გამოუტყდე.- ბოლოს მაინც გამეღადავა, მე კი სულ არ მცხელოდა მისი უკბილო ხუმრობებისთვის.
მე, თეკლე, ბოდიში - თავში მიტრიალებდა და ვცდილობდი, როგორმე სიტყვები დამელაგებინა. ბოლოს ალექსანდრემ სულ ძალით შემათრია ოთახში და ჩემი ყველაზე საყვარელი ტანსაცმლის კომბინაცია გადმომიღო: შავი შარვალი და ღია ზღვისფერი პერანგი, რომელიც ჩემს თვალების ფერს უფრო გამოკვეთდა. თმას ვისწორებდი, როცა კარი ალექსანდრემ შემომიღო და კვლავ აკაკანდა: - დედაა, მომესწრო გოგო, რავა პატარძალივით იპრანჭები. ბოლოს მაინც იმერულად გამეხუმრა და თან ჩემს მიერ ნასრული ბალიში აიცილა, მანქანაში ოფლმა დამასხა, როგორია, როცა პირველად უხდი გოგოს ბოდიშს და თან მართალა სერიოზულად დავაშავე მის წინაშე.
ალექსანდრემ ელენესა და გაბრიელის სახლთან გააჩერა და მანქანიდან გადავიდა. მალევე დაბრუნდა თეკლესთან ერთად, რომელიც გაფითრებული მოჰყვებოდა.

***
სახლში დაბრუნებისთანავე ცრემლები კვლავ მომერია, ჯერ გეგა, მერე ოჯახისა და მეგობრების მონატრება ვიგრძენი და ყველაფერზე ერთიანად ავტირდა, რატომ ჩამოვედი სვანეთში, ახლა სულ არ მეცოდინებოდა გეგა და ჩემთვის წყნარად ვიცხოვრებდი... ახლა კი ყოველ წამს მისი მონატრება და სიშორე მაგიჟებს. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომიღვანა, ელენემ ვიღაც გელოდებაა და მეც მისაღებისკენ წავედი, სადაც ალექსანდრე დამთხვდა. - მშვიდობაა? - შეწუხებულმა ვკითხე და მის პასუხს დაველოდე. - ისე რა, წამო გარეთ და გაიგებ - ოდნავ აღელვებულმა მითხრა და მეც უფრო ანერვიულებული გავყევი, მანქანასთან მისულმა შიგ მჯდომ გეგას შევავლე თვალი, რომელიც ასე დაბნეულად გაიყურებოდა. - ხომ კარგადაა, რამე სჭირს?- მაშინვე საზარელმა ფიქრებმა შემიპყრო და მეც ნაბიჯს ავუჩქარე, რომ მალევე გავრკვეულიყავი სიტუაციაში.

-------------------------------------------------------
ბავშვებო, წინა თავზე კომენტარებით იმდენად გამახარეთ, რომ მთელი დღე აჟიტირებული ვიყავი. მადლობა რომ გახსოვდათ და დაგვიანების მიუხედავად, მაინც გამოხატეთ თქვენი აზრი. ♥
ამ თავზეც ველი თქვენს აზრს, შემდეგი თავიდან უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები, თეკლე თუ არ გაგვიჯიუტდა. ამაზე დიდს ვერ ვწერ და არ მიწყინოთ, ყოველთვის ვცდილობ, დიდი თავები დავწერო, მაგრამ დროში ჩატევა რთულია :( ^_^

#სოფი მი სი მალატ ♥ პირველი მოთხრობიდან მომყვები და მათბობ შენი კომენტარები ♥



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ რა კარგია მალე დადე რა

 


№2  offline მოდერი ლილიანა

გამათბე და ამადუღე❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი nana

ძალიან კარგია.....მალე განაგრძე....გელით...:))

 


№4  offline წევრი Be_the_ONE

uchveulo
აუუ რა კარგია მალე დადე რა

მადლობა :*

ლილიანა
გამათბე და ამადუღე❤❤❤

დიდი მადლობა ლილიანა <3

nana
ძალიან კარგია.....მალე განაგრძე....გელით...:))

მადლობა და მალევე დავდებ :)

 


№5 სტუმარი chanchura

ძალიან მაგარი გოგო ხარ ისტორია ხო საერთოდ...ვგიჟდები სვანეთზე და სვანებზე ...უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს დიალოგები გამოყავი რა...მაშინ ისტორიაც უფრო მარტივი და სასიამოვნო წასაჯითხი იქნება...მი სი მალატ!

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რა კარგი იყოოო მაგრამ რა დროს შეწყდაა .. მალე დადე რა ძაან მაგარი ხარ

 


№7 სტუმარი nino k.d.

ძალიან კარგია..
გეგა მალე გამოაჯანმრთელე მეცოდება :( ..
მალე დადე არ გვალოდინო

 


№8 სტუმარი guranda

Vaime dzan magariaaaaa.. male dadee raaa:-)

 


№9  offline მოდერი sopiko

მარიამ ♥ ერთი სიტყვა:შესანიშნავია!

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

იმედია ახლა მაინც დაადგებათ საშველი ამ წყვილს და გეგა კიდევ რამეს არ აურევს... მაგარი თავი იყო და ველოდები როგორ მოუხდის ბოდიშს გეგა და დააბრუნებს სახლში თეკლას... ვფიქრობ ამათი ურთიერთობის დათბობის დრო მოვიდა... აბა შენ იცი წარმატებები...

 


№11  offline წევრი Elenikoo

უმააგრეესიი გოგოო ხარ,ძალლიან კარგად გამოგდიის წერაა.ესს ისტორიია ძალიან მომმწონნს.

 


№12 სტუმარი დუდა

ამას რას ვხედაააავ :*ჩემი სვანები დაბრუნებულან :*
როგორ გამახარეეეე,და რა მარწყვი თავი იყოოო,ოღონდ ვერ მეყო პატარაა :(
აი ძალიან მაგარი გოგო ხარ და მართლა მი სი მალატ :*

ჩასაყლაპო :* :*:*ველოდები ახალ თავს :*

 


№13  offline წევრი coco girl

აბა მოვიდა სვანი :D♥
დიდი მუქარის , ხვეწნის დ ასე შემდეგ და ასე შემდეგ როგორღაც დაგვიბრუნდი! :D ლოდინი ჯანმრთელობას მიფუჭებს (ნერვებსაც) გაითვალისწინე :D
მომეწონა ბოლო ორი თავი ^^ ♥
თბილი და დაძაბული თავები იყო.
ალექსანდრე ყველაზწ კაია ^^♥
მართა ბებოს ნოი მომიკითხე , სულ დაგვივიწყა :D
აბა შენ იცი ^^ ♥
გეელი გელი მოოგელი :D
♥♥♥♥♥♥
coco girl

 


№14  offline წევრი Be_the_ONE

t i k o
♥ მი სი მალატ ♥ მი სი მალატ ♥მი სი მალატ ♥ მი სი მალატ ♥ მიყვარსმიყვარს მე ეს ისტორია და არ მყოფნის რამხელა თავიც არ უნდა იყოს :))) <3 ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ ♥ ♥ ♥

მადლობა თიკო ♥
chanchura
ძალიან მაგარი გოგო ხარ ისტორია ხო საერთოდ...ვგიჟდები სვანეთზე და სვანებზე ...უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს დიალოგები გამოყავი რა...მაშინ ისტორიაც უფრო მარტივი და სასიამოვნო წასაჯითხი იქნება...მი სი მალატ!

კარგი დავიწყებ გამოყოფას ^_^ სულ მავიწყდება :( მი სი მალატ♥
sameone crazy girl
ვაიმეე რა კარგი იყოოო მაგრამ რა დროს შეწყდაა .. მალე დადე რა ძაან მაგარი ხარ

მადლობა :* შეწყვეტაზე ცოტა ინტრიგაც ხო უნდა :D
nino k.d.
ძალიან კარგია..
გეგა მალე გამოაჯანმრთელე მეცოდება :( ..
მალე დადე არ გვალოდინო

დღეს ვიმეცადიებ თუ არა დავდებ ;)
guranda
Vaime dzan magariaaaaa.. male dadee raaa:-)

დღეს საღამოთი ან ღამე დავდებ ;)
sopiko
მარიამ ♥ ერთი სიტყვა:შესანიშნავია!

სოფი ხო იცი მი სი მალატ♥
უცნობი ქ
იმედია ახლა მაინც დაადგებათ საშველი ამ წყვილს და გეგა კიდევ რამეს არ აურევს... მაგარი თავი იყო და ველოდები როგორ მოუხდის ბოდიშს გეგა და დააბრუნებს სახლში თეკლას... ვფიქრობ ამათი ურთიერთობის დათბობის დრო მოვიდა... აბა შენ იცი წარმატებები...

მადლობა და ძალიან მინდა ამათ თბილ ურთიერთობაზე ვწერო :*
Elenikoo
უმააგრეესიი გოგოო ხარ,ძალლიან კარგად გამოგდიის წერაა.ესს ისტორიია ძალიან მომმწონნს.

მადლობა დიდი :* ვცდილობ, წერით ჩემი ემოციები გამოვხატო და ძალიან მიხარია, თუ შენამდე მომაქვს ეს განცდები ^^
დუდა
ამას რას ვხედაააავ :*ჩემი სვანები დაბრუნებულან :*
როგორ გამახარეეეე,და რა მარწყვი თავი იყოოო,ოღონდ ვერ მეყო პატარაა :(
აი ძალიან მაგარი გოგო ხარ და მართლა მი სი მალატ :*
ჩასაყლაპო :* :*:*ველოდები ახალ თავს :*
ვაიმე , მართლა ნეტა დაგანახა რამდენი ემოცია მიაქვს თუნდაც პატარა თავის წერას :) ამაზე მეტს ვერ ვახერხებ და არ გამიბრაზდე ♥
coco girl
აბა მოვიდა სვანი :D♥
დიდი მუქარის , ხვეწნის დ ასე შემდეგ და ასე შემდეგ როგორღაც დაგვიბრუნდი! :D ლოდინი ჯანმრთელობას მიფუჭებს (ნერვებსაც) გაითვალისწინე :D
მომეწონა ბოლო ორი თავი ^^ ♥
თბილი და დაძაბული თავები იყო.
ალექსანდრე ყველაზწ კაია ^^♥
მართა ბებოს ნოი მომიკითხე , სულ დაგვივიწყა :D
აბა შენ იცი ^^ ♥
გეელი გელი მოოგელი :D
♥♥♥♥♥♥
coco girl

გოგო , შენც გეგას გზას ნუ დაადექი სულ რომ ეჩხუბება თეკლეს :D პირველი ხარ, რომელმაც ალექსანდრე საყვარელიაო :D არადა, მართლა მაგარი პერსონაჟია
მი სი მალატ♥ და იცოდე, სხვა სვანური სიტყვების სწავლა შენზეა ^^

 


№15  offline წევრი vighaca

Vuugenacvale

 


№16  offline წევრი Gvancii♥

მმ მომეწონაა

 


№17  offline წევრი Be_the_ONE

vighaca
Vuugenacvale

მადლობა feel
Gvancii♥
მმ მომეწონაა


მადლობა ^_^

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია მომეწონა ძალიან საინტერესოა მადლობა გენაცვალე ♥️????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent