შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე? (თავი 7)

19-10-2015, 23:42
ავტორი chica sol
ნანახია 4 898

-ცოტნე-
კაბინეტში შესულმა ცოტნემ და ჯონიმ კარი შეიკეტეს და მაგიდას მიუსხდნენ. კომპიუტერს მიუსხდნენ და ბაჩაბას გამოგზავნილ ვიდეოების ყურება დაიწყეს. ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა... შავი მერსედესის მარკის ჯიპი, დიდი სისწრაფით მოდის. ეჯახება გზაზე გადამსვლელ გოგონას... მანქანა მოშორებით ჩერდება და მანაქნიდან გადმოსული გოგონა, სირბილით მიდის თიკოს მომაკვდავ სხეულთან. შორიახლოს ჩერდება, რამდენიმე წამის შემდეგ, უახლოვდება იმუხლება და ეხება. კაცი რომელიც საჭესთან იჯდა მანქანას არ შორდება. მერე გოგოს უახლოვდება და მანქანაში იძულებით სვამს. მომაკვდავ გოგონას მარტო სტოვებენ. მანქანა ადგილს სწყდება და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კარი იღება და გოგონა მანქანიდან ხტება.როგორღაც ისევ ახერხებს ადგომას და თიკოს მიმარრთულებით მიდის. თუმცა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, გულწასული ვარდება მიწაზე. მას მამაკაცი უახლოვდება ხელში იყვანს და მანქანაში აბრუნებს, შემდეგ თვითონაც ჯდება საჭესთან და კამერის ობიექტიდან უჩინარდება...
ბიჭებმა ყველაფერი გარკვევით დაინახეს, მაგრამ მაინც რამდენჯერმე უყურეს ვიდეოს.
ტვინში სისხლი ჩაექცა ცოტნეს, სახეზე ფერი აღარ ედო. როგორია უყურო იმ მომენტს, სადაც შენი და,ლამის მოკლეს და შემდეგ, თითქმის მკვდარი მოატოვეს.
-ვინ არიან გაარკვიე?-ისევ ეკრანს მიშტერებულმა, კრიჭაშეკრულმა იკითხა ცოტნემ.
-კი გავარკვიე. კაცი, ლადო იოსელიანია, ქალი- განგა დოლიძე, სულ რამდენიმე დღის წინ შეუღლდნენ. ლადო იოსელიანი თბილისში ერთ-ერთი ძლიერი გამომძიებელია. გოგონა კი 20 წლის სტუდენტია. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 2 კურსის სტყდენტი. ოჯახი სიყვარულით შექმნეს. გოგონას დედა და და ჰყავს, მამა წლების წინ გარდაეცვალა. ლადოს არავინ ჰყავს განგას გარდა. თუმცა... არის ის რაც ძალიან მაბნევს. ვერ გავიგე ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან რა კავშირშია...-თავზე ხელი გადაიტარა ჯონიმ.
-რა?-ინტერესით მიაჩერდა ცოტნე.
-შენ ხომ მთხოვე რომ იმ ვატოზეც გამერკვია? ხოდა, ამასაც მივხედე და აღმოვაჩინე, რომ ვატო და ეს ნაბი*ვარი ლადო, ერთმანეთს იცნობენ. თანაც უბრალო ნაცნობები კი არ არიან, ვატო ლადოს ხელის მომკიდე იყო ქორწილში.
ცოტნე ფეხზე წამოდგა, ოთახში რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა, სახეძე არაფერი ეხატა. ეკატერინეს შემდეგ კარგად ისწავლა გრძნობების შენიღბვა. თუმცა ჯონიმ იცოდა რომ ახლა ზღვარძე იყო ცოტნე და ციტაცდა აფეთქდებოდა. არც შემცდარა, რამდენიმე წამში ცოტნე მაგიდას მივარდა და განრიხებულმა, ყველაფერი ერთი ხელისმოსმით დაბლა გადმოყარა.
-ვერ გავიგე რა ხდება? ესენი ვინ არიან ბანდაა და ჩემი ოჯახის განადგურება უნდათ? არც ერთს ვაცოცხლებ, თიკოს რომ რამე მოუვიდეს. სამივეს მწარედ ვაზღვევინებ. ყველაფერი გამიგე მაგ ლადოს შესახებ. სადაა, რას აკეთებს, რას ლაპარაკობს, რას ჭამს... ყველაფერი... მწარედ ვაძღვევინებ თიკოს ამბავს. ეს ვიდეოები წაიღე და რამდენიმე ასლი გააკეთე.
-რა აპირებ? -ჯონი ანერვიულდა. არ უნდოდა თავისი მეგობარი რაიმე შარში გახვეულიყო.
-არ ვიცი ჯონი. გააჩნია რა ამბავს მომიტან. საღამოს ყველაფერი მაგიდაზე მედოს.- ახლა უკვე ბატონი ცოტნე ლაპარაკობდა.
-გასაგებია - ოთახი დატოვა ჯონიმ.
ცოტნე სავარძელში ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ თიკოს ასეთ დღეში ჩაგდებისთვის, ყველას აზღვევინებდა. სამივეს მწარედ მიუზღავდა.

-განგა-
უკვე მეორე დღე გათენდა, რაც წყნეთში ვართ მე და ლადო. არაფერი შცვლილა, ერთ ოთახში ვიყავით ორივე, ერთ საწოლში ვიწექით. ვხვდებოდი, რომ არა მარტო მე, თვითონაც ცდილობდა არ შემხებოდა.
ლადოს დაძინებისთანავე ავდექი საწოლიდან და მთელი ღამე სავარძელში გავათენე ნახევრად მძინარემ. დილით კი ისევ საწოლში დავწექი. გაყინული ვიყავი და სითბოს შეგრძნებისთანავე ჩამეძინა.
ვგრძნობდი, რომ სიზმარში ვიყავი, ვიცოდი, მაგრამ ვერ ვიღვიძებდი... გოგონას ვხედავდი, რომელიც ბნელ გზაზე, ჩენგან ზურგით იდგა და ტიროდა. მასთან მისვლა მინდოდა, მინდოდა დამეწყნარებინა, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი. პირს ვაღებდი, დაძახებას ვცდილობდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა... მხოლოდ დაჟინებით მივშტერებოდი და ადგილიდან დაძვრას ვცდილობდი.
უცებ ბნელ გზაზე მანქანა გამოჩნდა. მთელი სისწრაფით მტირალი გოგონასკენ მოდიოდა. „ფრთხილად“ მინდოდა მეკივლა მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. მანქანა გოგონას სხეულს შეასკდა და გოგონას უსულოდ დავარდა მიწაზე. მანქანა სადღაც გაქრა. ამჯერად ადგილიდან განძრევა შევძელი. გოგოსთან მივედი და სახეზე დაფარებული თმა გადავუწიე. ჯერ უძრავად იწვა სხეული, მაგრამ მოულოდნელად თვალი გაახილა და შემომიბღვირა. „შენ მომკალი“ მითხრა თვალმოუშორებლად. „არა, არ მინდოდა“ ხმაც ამოვიღე. განზე გავხტი. გოგონა წამოიწია და მხრებში მტკივნეულად ჩამავლო ხელები „ შენ მომკალი“ გამიმეორა უმეტყველო თვალებით. „არა, არა...“ ვკიოდი გაუჩერებლად. მისი თითები უფრო მტკივნეულად ჩამესო მკლავებში. „გამოფხიზლდი. განგა“ მითხრა და კიდევ ერთხელ შემანჯღრია.
თვალები დავყიტე. თავზე ლადო წამომდგომოდა, ხელები მხრებში ჩაევლო და მანჯღრევდა, რომ გავეღვიძებინე. გაუცნობიერებლად, შეშინებულმა კივილნარევი ტირილი დავიწყე. სახე სულ სველი მქონდა, ოფლში ვცურავდი. ნერვებმა მიმტყუნა, ისტერიკა დამეწყო, ვტიროდი, ვკიოდი, ვყვიროდი. საწოლიდან წამოდგომას ვცდილობდი, მაგრამ ლადო ხელს არ მიშვებდა. ვფართხალებდი, ვიბრძოდი, მისი ხელებიდან დასხლტომას ვცდილობდი, რომელიც რკინის გისოსებად ქცეულიყო.
ლადოს ხმა მესმოდა, მაგრამ საკუთარი კივილის ხმა ისე ხმამაღლა ჩამესმოდა , ვერ ვიგებდი რა მეუბნებოდა.
ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ძალა... ყელი კივილისგან როგორ მტკიოდა... ნელ-ნელა ვწყვეტდი წინააღმდეგობას... კივილი-ტირილად მექცა, ტირილი-ქვითინად. საბოლოოდ შეწყვიტა წინააღმდეგობა ჩემმა სხეულმა და ლადომაც ხელი გამიშვა. უსიტყვოდ ვტიროდი...
ლადო გაშტერებული მიყურებდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა. რა მჭირდა. არც მე ვიცოდი ასეთი ისტერიკა რატომ დამემართა? რა მითხრა გოგონამ ისეთი, რაც არ ვიცოდი? რაშიც საკუთარ თავს არ ვადანაშაულებდი? მე მკვლელი ვიყავი, მე ის მოვკალი...
ლადო ფეხზე წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. შიგადაშიგ გამომხედავდა და ისევ აგრძელებდა წინ და უკან სიარულს.
-რა გაწუხებს?- მკითხა მას შემდეგ, რაც ტირილი შევწყვიტე და ახლა ტირილისგან დაღლილი, სპაზმებს ვებრძოდი. ვცდილობდი ისევ ჩემი უემოციო ნიღაბი დამებრუნებინა, ისევ უსულგულო ზომბი გავმხდარიყავი... უგრძნობი არსება, რომელიც არავის პატივისცემას, ყურადღებას და მით უმეტეს სიყვარულს არ იმსახურებდა.
მისი სიტყვები რომ გავიგე, ხმამაღალი სიცილი ამიტყდა, გაუჩერებლად ვხარხარებდი, თავს ვერ ვიკავებდი, ვერ ვჩერდებოდი... ყურადღებას არ ვაქცევდი მის გაშტერებულ მზერას, რომელიც აშკარა შეშფოთებას გამოხატავდა...
წარმოუდგენელია, რას მეკითხებოდა? ისეთი მეამიტო სახით იყურებოდა, თითქოს ორი დღის წინ ჩვენ არ მოვკალით გოგონა,რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. არაფერი, რა უნდა მაწუხებდეს? ერთი ადამიანის სიკვდილი რა სალაპარაკოა?..
არ ვიცი რამდენ ხანს ვხარხარებდი,მარგამ მუცელი რომ მეტკინა ცოტა დავწყნარდი. ასე სიცილ-სიცილით ფეხზე წამოვდექი, ხალათი შემოვიცვი და სააბაზანოში შევედი. თავის კანტურით გვერდზე ისე ჩავუარე, მისთვის არც შემიხედავს. შეშფოთებული მზერა გამომაყოლა. აბაზანის კარი დავხურე თუ არა, ისტერიკული სიცილი, ისევ ტირილში გადამეზარდა. იატაკზე ჩავჯექი და ისევ ქვითინი ამიტყდა. რა ჯანდაბა მჭირდა? ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი. თუმცა, ვიცოდი რაც მჭირდა, მე ხომ ფსიქილოგიას ვსწავლობდი... ნერვიული შოკი მქონდა... მაგრამ არ მაინტერესებდა. საღ აზრზე ყოფნას ისევ ასე მერჩივნა...

საღამოს სამზარეულოში ვიყავით ორივე. უხმოდ ვვახშმობდით. ვხვდებოდი ლადო როგორ მადევნებდა თვალყურს. დილანდელმა ჩემმა საქციელმა აშკარად დააფრთხო. მთელი დღეა ცდილობს დამელაპარაკოს, მაგრამ მე მხოლოდ დუმილით ვპასუხობ. ბაზობს, მაგრამ ხმას არ იღებს... ცდილობს თავი შეიკავოს, მაგრამ ამას რამდენ ხანს შეძლებს არ ვიცი. იმედია, მალე მობეზრდება ჩემი ყურება და ჩემს უბადრუკ არსებობასაც ბოლოს მოუღებს.
ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთი ყლაპვას მიშლიდა, მაგრამ მექანიკურად მაინც ვჭამდი... ლადოს ტელეფინი აწკლიალდა.
-ვატო. -ურეაქციოდ უპასუხა ლადომ, თან ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. -წყნეთში. რა იყო რა ხმა გაქვს? -წარბი შეკრა ლადომ. ვატოს ხმა მესმოდა. ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ სიტყვები არ გაირჩეოდა. -რატომ ბიჭო რა მოხდა?.. ხო მოდი, გელოდები.- წარბშეკრულმა დაკიდა ყურმილი და ჭამას თავი დაანება. სკამიდან წამოხტა და სამზარეულოში მარტო დამტოვა.
მაშინვე შევეშვი ჭამას. მაგიდა ავალაგე და თეფშები დავრეცხე. მისაღებში გავედი და სავარძელში მჯდარ ლადოს და ვატოს შევეჩეხე. რაღაცას გამწარებულები განიხილავდნენ. ჩუმად საუბრობდნენ, ამიტომ არ გამიგია ვატოს ხმა და მოსვლა.
-რძალო როგორ ხარ?-მითხრა ვატომ როცა დამინახა და გადამეხვია.
-შენ?-მისთვის არც შემიხედავს,მექანიკურად ვიკითხე.
-კარგად.ისე შენს გაკეთებულყავას კი დალევდა კაცი.-გამიღიმა ვატომ.
გულის რევა ვიგრძენი, ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ხდებოდა... თითქოს მან არ გააქრო ყველა სამხილი... რა თქმა უნდა ასე იქნებოდა, რადგან მე და ლადო ისევ თავისუფლად დავიარებოდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი შეასრულა რაც ლადომ დაავალა... უხმოდ მივბრუნდი სამზარეულოსკენ.
-განგა,-ლადოს ხმამ გამაჩერა. -ჩემს კაბინეტში მოგვიტანე. იქ ვიქნებით. -მითხრა და ორივე კაბინეტში შევიდნენ.
ყავა გავაკეთე, ლანგარზე დავაწყვე ჭიქები და კაბინეტის კართან მისულმა, მათი ხმა გავიგონე და გავჩერდი.
-ბიჭო რა ვქნა ახლა მითხარი. ის საქმე როგორ გამოვიძიო, რომელიც თვითონვე ჩავფარცხე? რომლის სამხილებიც მე გავაქრე?-ვატოს აღელვებული ხმა გავიგე.
-უარი რომ უთხრა ასე დავიწვებით. ამას ვვარაუდობდი... ან მე მომცემდნენ ამ საქმეს ან შენ... ცოტნე კორინთელის დის საქმეს, სხვა დეტექტივს არც მისცემდნენ. ახლა ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდოდა. -ლადოს საქმიანი ხმა მომესმა. -აუ მაგრად გამიტყდა რა, რაღა ეგ გოგო აღმოჩნდა... პატარაა თბილისიო რომ ამბობენ, მართალია ამის დედაც...
-ამ სიტუაციიდან რომ გამოვძვრებით ამაზე პასუხს მერე გაგებინებ შე . ეგ გოგო მართლა მომწონდა... ოღონდ, ახლა აქედან გამოვძვრეთ და...
მეტის მოსმენა აღარ შემეძლო... უნდა მოვშორებოდი აქაურობას... კარი გავაღე, შევედი ლანგარი უხმოდ დავდე მაგიდაზე და გამოვედი კაბინეტიდან. ოთახში სირბილით ავედი და ოთახის კარი ჯახუნით მივხურე...
ვინ იყო ეს უსულგულო ხალხი? ადამიანის სიკვდილზე ისე ლაპარაკობდნენ თითქოს კურდღელი ყოფილიყოს. რა გამეკეთებიდა აღარ ვიცოდი... ახლა უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ რამე რომ დამეშავებინა, ლადო ჩემებს მართლა მოკლავდა. აქამდე თუ ვამბობდი, რა გარანტია მაქვს, იქნებ მართლა რამე დაუშაოს ლანას და ქეთის მეთქი, ახლა სრულიად დარქმუნებული ვიყავი, რომ ორივეს მოკლავდა, ჩემი ნებისმიერი დაუფიქრიბელი საქციელის გამო. და ისევე არ იდარდებდა მათ სიკვდილს, როგორც არ დარდობდა, იმ საბრალო გოგონას სიკვდილს...
ჯოჯოხეთი გინახავთ ვინმეს? მე მასში ვცხოვრობდი.ჩემი ცოდვისთვის დედამიწაზევე ვისჯებოდი...

***
ბავშვებო მოვედი ახალი თავით.
ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. ველი შეფასებებს ჩემო კარგებო.
თქვენი მარი.

№1  offline წევრი vikipiki.

პირველიი ვაარ...რაღააცც ძალაინნ მეპატარავააა ... დიდიიი ძალიან გთხოოვვ მარიკუნაა რააა..თორემმ გავთავდიიი ქალიი :D: ♥♥! გკოცნის შენი ვიკაა :*:**:

№2  offline მოდერი chica sol

vikipiki.
პირველიი ვაარ...რაღააცც ძალაინნ მეპატარავააა ... დიდიიი ძალიან გთხოოვვ მარიკუნაა რააა..თორემმ გავთავდიიი ქალიი :D: ♥♥! გკოცნის შენი ვიკაა :*:**:

ჩემი ვიკუნია love
ნახევრად მზინარე ვწერდი. არც გადამიკითხავს. იმედია წინადადებები მაინც იყო გამართული.
ვეცდები შემდეგი თავი უფრო დიდი იყოს love უფრო გაჯერებული.
მიყვარს მე ჩემი ვიკა love

№3  offline წევრი vikipiki.

vikipiki.
პირველიი ვაარ...რაღააცც ძალაინნ მეპატარავააა ... დიდიიი ძალიან გთხოოვვ მარიკუნაა რააა..თორემმ გავთავდიიი ქალიი :D: ♥♥! გკოცნის შენი ვიკაა :*:**:

მარიამ ზაქარაშვილი

მეც მიყვარხარრრ ♥♥♥ ველოდებიი მაშ შემდეგ თავს :*

№4  offline მოდერი chica sol

love
ჩემი გოგო love love

№5  offline მოდერი nicol

ჩემი მარიკუნა.... ახალი თავი დაგიდია უკვე... წავედი წავიკითხო love
--------------------
თინა ნიკოლ

№6  offline მოდერი chica sol

nicol
ჩემი მარიკუნა.... ახალი თავი დაგიდია უკვე... წავედი წავიკითხო love

ჩემი გოგო. love ჩემი ნიკოლი

№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა სადისტია ეს ორი ადამიანები არიან თუ მხეცები... მეცოდება განგა ერთ მხარეს არაკაცი ქმარი ყავს რომლისაც ეშინია და მეორე მხარეს ცოტნე რომელიც მას ადანაშაულებს და ისევ განგა უნდა დაისაჯოს მისი ქმრის გამო... რა საშინელებაა... მომეწონა ეს თავი ძაოიან ძალიან ველოდები შემდეგს მოუთმენლად...

№8  offline წევრი kora

ეს რა საშინელი ხალხია, იმედია ვინმე უშველის განგას თორემ ამათ ხელში საწყალი გოგო სულ შეიშლება.
მარიამ, საოცრად გადმოსცემ სათქმელს, ყოველ ჯერზე, როცა შენს ისტორიას ვკითხულობ მგონია რომ იქვე ვარ და ჩემი თვალით ვუყურებ მომხდარს.
ძალიან მაგარი და ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ შენ! love
--------------------
kira.G

№9  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე რა სადისტია ეს ორი ადამიანები არიან თუ მხეცები... მეცოდება განგა ერთ მხარეს არაკაცი ქმარი ყავს რომლისაც ეშინია და მეორე მხარეს ცოტნე რომელიც მას ადანაშაულებს და ისევ განგა უნდა დაისაჯოს მისი ქმრის გამო... რა საშინელებაა... მომეწონა ეს თავი ძაოიან ძალიან ველოდები შემდეგს მოუთმენლად...

უუღემესი მადლობა ჩემო კარგო. love
რა გითხრა? მახარებ, მაბედნიერებ რომ კითხულობ და გამოთქვამ შენს აზრს love

kora
ეს რა საშინელი ხალხია, იმედია ვინმე უშველის განგას თორემ ამათ ხელში საწყალი გოგო სულ შეიშლება.
მარიამ, საოცრად გადმოსცემ სათქმელს, ყოველ ჯერზე, როცა შენს ისტორიას ვკითხულობ მგონია რომ იქვე ვარ და ჩემი თვალით ვუყურებ მომხდარს.
ძალიან მაგარი და ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ შენ! love

ჩემი კორა love
ვცდილობ, და მიხარია თუ გამომდის. ორმაგად მიხარია, რომ მოგწონტ და კითხულობთ.
გკოცნის შენი მარი love

№10  offline აქტიური მკითხველი grafo

აკი ჩანაწერებს რამდენჯერმე უყურეს ყურადღებითო და ხომ ჩანს, რომ ეს გოგო არაფერ შუაშია და პირიქით განიცდის კიდეც ამ ამბავს?! რატომ ამბობს ცოტნე, რომ სამივეს აზღვევინებს. ამხელა გოგო მანქანიდან ხტება, ამასაც უყურებს და ბოლოს ასკვნის, რომ მისი და მომაკვდავი მიატოვეს. შეცდომას აქვს ადგილი მგონი :))).

№11  offline მოდერი chica sol

grafo

გამწარებულ გულზე რას არ იტყვის კაცი... დაველოდოთ რა მოხდება ჩემო კარგოო❤

№12  offline აქტიური მკითხველი grafo

გამწარებული გული რა შუაშია, ამხელა გამომძიებელია კაცი და იმას უნდა მიმხვდარიყო ნამდვილად, რომ ეს გოგო განიცდის ამას. შენ ხომ წერ ბოლოს, კიდეც "ახლა უკვე ბატონი ცოტნე ლაპარაკობდაო". ასეთი რამე არ უნდა შეეშალოს. მე მეგონა პირიქით, როგორც იმ ავარიის ამბები აღგვიწერე, ცოტნეს ამ გოგოს დაცვის სურვილიც გაუჩნდებოდა და ამაზე იქნებოდა ისტორია. აქ კიდევ...

№13  offline მოდერი chica sol

ზუსტად ამაზეა ისტორია და ეს შემდრგ თავებში გამოჩნდება. გამომძიებელი ლადოა, აუ ახლა მომიწევს შემდეგი თავების კომენტარებში დადება და არ მინდა. გპირდებით, რომ მალე დალაგდება ყველაფერი❤

№14  offline წევრი kora

მარიამ ზაქარაშვილი
ზუსტად ამაზეა ისტორია და ეს შემდრგ თავებში გამოჩნდება. გამომძიებელი ლადოა, აუ ახლა მომიწევს შემდეგი თავების კომენტარებში დადება და არ მინდა. გპირდებით, რომ მალე დალაგდება ყველაფერი❤

იცოდე დღეს ახალი თავით უნდა გაგვახარო. მოუთმენლად ვუცდი და აუცილებლად დადე დღეს, გთხოოვ ❤
--------------------
kira.G

№15  offline მოდერი chica sol

ჩემი ტკბილი გოგოოო...
არ ვგეგმავდი,მაგრამ შენ როგორ გაწყენინებ?
დავდებ ოღონდ ცოტა გვიან. ❤

№16  offline აქტიური მკითხველი grafo

მარიამ ზაქარაშვილი
ზუსტად ამაზეა ისტორია და ეს შემდრგ თავებში გამოჩნდება. გამომძიებელი ლადოა, აუ ახლა მომიწევს შემდეგი თავების კომენტარებში დადება და არ მინდა. გპირდებით, რომ მალე დალაგდება ყველაფერი❤

ძალიან კარგი თუ ამაზეა ისტორია. მე უბრალოდ,არ მინდა რომ მსგავსი "შეცდომები" გაგეპაროს. სულ ესაა. გაგიკვირდება ამ ისტორიის კითხვა შუიდან დავიწყე,ავარიიდან ანუ და ლადოზე მარტო ის ვიცი რომ ღორია:)). ცოტნეს კიდევ თვალები აუხილე დროზე და ეგაა. არ მინდა სიუჟეტი შურიძიებისგან დაბრმავებულ კაცზე განვითარდეს, რომელიც ამ გოგოს უსამართლოდ დასჯის, მერე ინანებს და ა.შ. თორემ, ლადო ყველაფრის ღირსია. რაც უნდ ის უქნია ლადოსთან.

№17  offline წევრი kora

მარიამ ზაქარაშვილი
kora
მარიამ ზაქარაშვილი
ზუსტად ამაზეა ისტორია და ეს შემდრგ თავებში გამოჩნდება. გამომძიებელი ლადოა, აუ ახლა მომიწევს შემდეგი თავების კომენტარებში დადება და არ მინდა. გპირდებით, რომ მალე დალაგდება ყველაფერი❤

იცოდე დღეს ახალი თავით უნდა გაგვახარო. მოუთმენლად ვუცდი და აუცილებლად დადე დღეს, გთხოოვ ❤

ჩემი ტკბილი გოგოოო...
არ ვგეგმავდი,მაგრამ შენ როგორ გაწყენინებ?
დავდებ ოღონდ ცოტა გვიან. ❤

რომ იცოდე როგორ ძალიან შემაყვარე თავი, აი რაღაც საოცრად ❤ მახარებ ძალიან და მადლობაა ❤❤❤
--------------------
kira.G

№18  offline მოდერი chica sol

რა კარგი მყავხარ შენ მე...
საყვარელი ხარ და ჩემი გოგო ხარ❤

grafo
მარიამ ზაქარაშვილი
ზუსტად ამაზეა ისტორია და ეს შემდრგ თავებში გამოჩნდება. გამომძიებელი ლადოა, აუ ახლა მომიწევს შემდეგი თავების კომენტარებში დადება და არ მინდა. გპირდებით, რომ მალე დალაგდება ყველაფერი❤

ძალიან კარგი თუ ამაზეა ისტორია. მე უბრალოდ,არ მინდა რომ მსგავსი "შეცდომები" გაგეპაროს. სულ ესაა. გაგიკვირდება ამ ისტორიის კითხვა შუიდან დავიწყე,ავარიიდან ანუ და ლადოზე მარტო ის ვიცი რომ ღორია:)). ცოტნეს კიდევ თვალები აუხილე დროზე და ეგაა. არ მინდა სიუჟეტი შურიძიებისგან დაბრმავებულ კაცზე განვითარდეს, რომელიც ამ გოგოს უსამართლოდ დასჯის, მერე ინანებს და ა.შ. თორემ, ლადო ყველაფრის ღირსია. რაც უნდ ის უქნია ლადოსთან.

ვეცდები იმედები არ გაგიცრუო. გეთანხმები, ლადოს თაობაზე. შენ თავიდან წაიკითხე და ნახე მართლა რა საშინელი ვინმეა ეს ლადო. მეც კი მიკვირს ასეთი სიბოროტე

№19  offline წევრი gabun1a

ეე აკი არაფერი ისეთიო? ძალიან მაგარია და ძალიან კარგი ხარ მარიამო <3 :)))

№20  offline მოდერი chica sol

gabun1a
ეე აკი არაფერი ისეთიო? ძალიან მაგარია და ძალიან კარგი ხარ მარიამო <3 :)))

კი ისევ ასე ვფიქრობ... მაგრამ მიხარია თუ არ მეთანხმები.
დიდი მადლობა

№21  offline ახალბედა მწერალი MariamG

ჩემი გოგო love როგორ ველოდები ცოტნეს და განგას შეხვედრის ამბებბსს love ძალიან მომწონს ხომ იცი ეგ?^^ რა უსულგულო ხალხია angry ვერ გავუგე ამ ლადოს ვერაფერი.. საცოდავი განგა, ლადოს შეცდომის გამო დაისჯება sad
მიყვარხარ love

№22  offline მოდერი chica sol

MariamG
ჩემი გოგო love როგორ ველოდები ცოტნეს და განგას შეხვედრის ამბებბსს love ძალიან მომწონს ხომ იცი ეგ?^^ რა უსულგულო ხალხია angry ვერ გავუგე ამ ლადოს ვერაფერი.. საცოდავი განგა, ლადოს შეცდომის გამო დაისჯება sad
მიყვარხარ love

ჩემო გოგო როგორ გელოდი...
ყველაფერი მოგვარდება...
გკოცნი და მიყვარხარ❤

№23  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჯერ მაინც საიდან გამოჩხრიკა იმ ჰაკერმა ეს წაშლილი ვიდეო :D მერე იყო, რომ გოგონასაც აბრალებს დის მკვლელობას :( განგას, ხოდა არ მომეწონა ეს...
პირიქით, ვიდეოდანვე ჩანდა რომ გოგონა არაფერ შუაში იყო და რომც არ წამეკითხა წინა თავები მაინც იმას ვიფიქრებდი, რომ გოგონა დამნაშავე არ იყო!
მაინც რამ დააბრმავა ჩვენი ცოტნე?!
ესეთი უგულოები უნდა გაქრნენ საერთოდ, მაგრამ არც ეგ უშველის ამ საქმეს, მერე სხვა უგულოები დაიკავებენ მათ ადგილს და ვერაფერი ნაშველი ვერ გამოვა...
ხოდა როგორ შეცდა განგა ამ ლადოში, როგორ შეუყვარდა, უფრო სწორედ ეს ლადო როგორ მალავდა თავიდან ამ თავის პირუტყვობას მიკვირს...
ძალიან მაგარი ისტორიააა. და ველიი :P ოღონდ მე იმას ველი შემდეგს როდის წავიკითხავ და არა როდის დადებ :P ისე მაგარია. ლოდინი არ მიწევს :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent