შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე,თავი 17)


20-10-2015, 11:04
ავტორი Linna
ნანახია 2 799

ექიმი უმწეოდ დარჩენილს დანანებით უყურებდა ზურას, მის წინ საკაცეზე დაწოლილ თორნიკეს მოშორდა, გვერძე გაიხედა, საიდანაც ორ კაცს წვეთოვანი მოჰქონდა.წელში გასწორდა და მზერას არ აშორებდა ზურას.ააზრებდა რომ ეს ორი ადამიანი გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს და ეს აკვირვებდა. საბოლოოდ ექიმმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დაინახა ზურა მუხლებზე როგორ დაემხო. ტუჩები შუაზე გააპო და მძიმედ დაილაპარაკა:
-ჯერ ისევ ცოცხალია.
ბიჭმა ჩახრილი თავი ნელნელა ამოწია და იმედის ნაპერწკალი ჩაესახა. სანამ გაანალიზებდა რახდებოდა, თორნიკე მარიამის გვერდით შეიყვანეს მანქანაში. სირენების ხმა უფრო და უფრო აბრუებდა. წითელი და ლურჯი ნათებები კი თვალებს უჭრელებდა. ლანამ მხარზე ხელი დაადო და ეცადა წამოეყენებინა. იცოდა ზურას რეაქციები ასეთ ნერვიულობაზე.
- თავს როგორ გრძნობ?
ზურამ მხოლდო თავი დაუქნია. მართალია იმაზე ცუდად იყო ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და ეტყობოდა. ხველასაც ძლივს იკავებდა და მთელი ძალით ლანაზე დაყრდნობილი ცდილობდა ნაბიჯების გადადგმას. დაინახა როგორ დაიკეტა სასწრაფოს კარები და როგორ ჩაჯდნენ წინ ექიმებიც. ზურა ნერწყვს მძიმედ ყლაპავდა. ძირს დაგდებულ პიჯაკს ხელი დაავლო და მანქანაში ჩაჯდა.
- უკან გავყვები. - ძლივს ამოილაპარაკა და ხელის კანკალით დაქოქა მანქანა. ლანა გვერძე ჩაუჯდა და ღვედი შეიკრა. ზურა უკან მიყვებოდა სასწრაფო მანქანას. ხელს უფრო დ აუფრო უჭერდა რულს, მომენტებში თვალებს მაგრად ხუჭავდა და თავს აქნევდა. თვალებში უბნელდებოდა და გამოსახულებაც ემღვრეოდა თუმცა არაფერს იმჩნევდა. როდესაც საკმარისად ჩამორჩა წინ მსვლელ მანქანას, ლანამ საჭეზე ხელი დაადო.
- გადმოდი მე წავიყვან. - ზურამ ტუჩები შუაზე გააყო, თვალებ დახუჭულმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ადგილი გაუცვალა. სახეზე ნერვიულად აკანკალებულ ხელებს უსმევდა. ლანა შეძლებისდაგვარად ატარებდა. მართალია ართვის მოწმობაც არ ჰქონდა და არც წესიერად იცოდა ტარება, თუმცა ლაშას რამდენიმე გაკვეთილის შედეგად რამეს მაინც ახერხებდა.
დაახლოებით 10 წუთში ორივე მანქანა საავადმყოფოსთან გაჩერდა. ლანა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და წინა მდგომთან მიირბინა. მანქანიდან ჯერ თორნიკე გადმოიყვანეს, რომელსაც უამრავი ექიმია დაესია და რომელიღაც განყოფილებაში მიაგორებდნენ. შემდეგ მარიამი რომელსაც უკან ლანა გაყვა.
ზურამ მანქანის კარბეი გააღო და ცალი ფეხი გადადგა, პერანგის პირველი რამდენიმე ღიილი შეიხსნა, სუნთქვა უჭირდა და თვალებს ძლივს ახელდა. ძალა ეცლებოდა. იხსენებდა, წლების წინაც იგივე რომ მოხდა. თორნიკეს გონების დაკარგვა და ზურას ასთმა. თითქოს რაღაც კავშირი მათ შორის. საბოლოოდ მოახერხა და მანქანიდან გადავიდა. ძლივს გაიმართა და ძლივსვე მიაღწია შესასვლელამდე.
ერთერთმა მორიგე ექთანმა ბიჭის ცუდად ყოფნა შეატყო და გვერდით ამოუდგა. გოგონა რაღაცას ელაპარაკებოდა თუმცა ზურას არაფერი არ ესმოდა. მხოლოდ ბუნდოვანი ბგერები გაურჩევლად. ექთანმა მოსაცდელში სკამზე დასვა და სადღაც გაქრა. სანამ ზურა გონზე მოვიდოდა მანამდე რამდენიმე აბით და წყლით ხელში დაბრუნდა. ბიჭს არ უკითხავს რა წამლები იყო, პირდაპირ გადაყლაპა და ერთი ჭიქა წყალი წვეთის დაუტოვებლივ დალია. დაახლოებით 2 წუთი და უკვე საღად აზროვნება, თვალების ბოლომდე გახელვა და წესიერად სუნთქვა შეეძლო.
როცა საბოლოოდ მოვიდა გონზე საინფორმაციოში მივიდა, ჯერ გოგონას სახელი და გვარი უთხრა.
- გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, შინაგანი სისხლჩაქცევები აღენიშნება რამდენიმე ორგანოში, თუმცა გონს ჯერ არ მოსულა.
- რო..როდის მოვა გონს?
- დაახლოებით 3 საათში.
- დ..და.. ჩემი ძმა..? ცოცხალია? - ბოლო სიტყვები ძლივს ამოილაპარაკა
- გვარი?
- მიქაბერიძე.. - ბიჭი ნერვიულად ისმევდა თმევსა და თვალებზე ხელს. ლაპარაკის უნარი ჯერ ბოლომდე ვერ აღედგილა და დახლს მთელი ძალით ეყრდნობოდა.
- კუჭი დაუზიანდა, ოპერაციას უკეთებენ.
- ანუ ცოცხალია.. კარგად არის?
- ბატონო.. კარგად იქნება, თქვენ გამოიყურებით ცუდად, რამეს ხომ არ ინებებთ?
- არა არა.. მადლობ. - ხელი აუქნია ზურამ და ბარბაცით გავიდა გარეთ. იქვე მდგომ ხის სკამზე ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა. თვალები აეწვა, ხველა აუტყდა. ხვდებოდა რომ ამით მდგომარეობას იუარესებდა, თუმცა არადა არ მოეშვა სიგარეტს. ერთი ღერი მაინც ჩაამთავრა უნაპასოდ.
ლანაც მალევე გამოვიდა გარეთ და ზურას მიაგნო.
- როგორ ხარ?
- უკეთესად..
- ნუ ეწევი, ხომ იცი უარესია.
- მაწყნარებს
- ზურა!
- აუ ლანა შემეშვი რა. მარიამი როგორაა?
- გადასხმას უკეთებენ, მალე გამოკეთდება. - ბიჭს გაგონებისას გაეღიმა
- თორნიკეზე მითხრეს ოპერაციაო..
- ხო ძლიერი დარტყმისგან მინის ნამსხვრევებმა დაუზიანა ორგანოები.
- ეგრე ღრმად ამის დედავატირე? - ამოიხვნეშა ზურამ და ბიჩოკი უხეშად მოისროლა.
ლანამ ვეღარაფერი უპასუხა. სიჩუმემ დაისადგურა, თუმცა ზურა ადგილზე ვერ ისვენებდა. მერე გაახსენდა რომ თათიაც მისახედი ყავდა. ტელეფონი ამოიღო და ლაშას გადაურეკა.
- რა ხდება გამაგებინე - ტელეფონში ხმის ამოღება ლაშამ დაასწრო.
- თ..თორნიკე და მარიამი.. - ძლივს დაილაპარაკა ზურამ.ყელში გაჩხერილი ბურთი ჯერ კიდევ არ აძლევდა წესიერად მეტყველების საშვალებას.
- ზურა რა ხმა გაქვს, კარგად ხარ? - ლაშა მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ ისიც კარგად იცოდა ასეთ მდგომარეობაში ზურასგან ვერაფერს გაიგებდა.
- ხხო.. მანდ რახდება?
- დაიბადა.. - ამის გაგონებისას ზურას თვალები გაუფართოვდა და გული აუჩქარდა. თითქოს დედამიწა მართლაც მხოლოდ მის გარშემო ტრიალებდა, ოღონდ არა სასიკეთოდ, პირიქით
- მმერე?
- ბიჭია.. თათია ვერაა კარგად, ბევრი სისხლი დაღვარა და რეამინაციაში ყავთ, არ იციან გადარჩება თუ არა
- მოიცა.. რრატო? რა? - მუშტს რითმულად აყოლებდა სკამს და ნერვების დაოკებას ცდილობდა, ერთდროულად იმდენი რამ მოსდიოდა თავში, რომელ ერთზე ეფიქრა აღარ იცოდა.
- სუსტადაა ძალიან.. ზურა რაღაც უნდა იცოდე, მაგრამ ახლა ვერ გეტყვი.
- აბა როდის? - ბიჭი უკვე თვალდახუჭული, კბილებში სცრიდა სიტყვებს.
- ზურა ბავშვი..
- რამე სჭრის? ჯანმრთელია? ჩემი შვილი კარგადაა? - ყურმილში აკნკალებულმა იკითხა.
- ზურა, ბავშვის სისხლის ანალიზი შენსას არ ემთხვევა.
- ანუ? რამე შეცდომაა? ეგ რას ნიშნავს? - დაბნეული ბიჭი ფეხზე ადგა, თუმცა პასუხმა ისევ სკამზე დაჯდომისკენ უბიძგა
- ბავშვი შენი არაა.

-----------
ბოდიშით დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის, ქალაქგარეთ ვარ და რასაც ვახერხებ იმას ვდებ <3
კრიტიკა და გელით ! <3



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Auu ra kargiaa rom misi shvili araa magram zura dzalian mecodeba ramdeni rame moawva ertdroulad chemi usayvarlesi toka da mariami imedia kargad gaxdebian vitom tatia mokvdeba??tu mokvdeba zuras mouwevs memgoni gazrda im bavshvis ar vicii jer ase rom veli shemdeg tavebs sulmoutkmelad

 


№2  offline წევრი kora

vai jer macale emociebidan gamosvla, aseti mdzime tavi rom gvajaxe cota rtulia satqmels mouyaro tavi, magram mjera rom yvelaferi kargad iqneba. me sheni mjera! :)
ai ertaderti siaxle ramac bolos gamaxara bavshvis ambavia. tuunmca, is azri rom shesadzloa zuras da mariams mouciot misi agzrda dzalian ar momcons. zogadad ar msiamovnebs xolme msgavsi faqti, es chemtvis ertgvar bariers qmnis. amitom moxaruli viqnebi tuki tatia gadarcheba da amieridan zuras gareshe ganagrdzobs shviltan da tavis sindistan cxovreba.
imedia amieridan zuras da tatias shesaxeb naklebi adgili daetmoba istorias.
moutmenlad vucdi gagrdzelebas...
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი mzia feradze

kora
vai jer macale emociebidan gamosvla, aseti mdzime tavi rom gvajaxe cota rtulia satqmels mouyaro tavi, magram mjera rom yvelaferi kargad iqneba. me sheni mjera! :)
ai ertaderti siaxle ramac bolos gamaxara bavshvis ambavia. tuunmca, is azri rom shesadzloa zuras da mariams mouciot misi agzrda dzalian ar momcons. zogadad ar msiamovnebs xolme msgavsi faqti, es chemtvis ertgvar bariers qmnis. amitom moxaruli viqnebi tuki tatia gadarcheba da amieridan zuras gareshe ganagrdzobs shviltan da tavis sindistan cxovreb
http://4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent