შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ თქვა ოცნებას ახდენა არ უწერიაო? (5)


20-10-2015, 15:05
ავტორი daydreamer^^
ნანახია 2 267

დილაადრიან ჭყიტა თვალები ნიამ. ხმაური შემოესმა,თავი სწრაფად წამოწია და მარიამი დაინახა. ჩემოდანს კრავდა, უკვე გამზადებული იყო წასასვლელად.
- შენ რა არც აპირებდი ჩემს გაღვიძებას ?
- რა საჭიროა ასე ადრე გამეღვიძებინე.
- ნორმალური ხარ გოგო შეენ?
- რა ხდება ? ემილიმაც წამოყო თავი.
- თბილიში გვეპარებოდა ეს ქალბატონი. ადექი მალე გავაცილოთ.
სახლი ერთად დატოვეს. ბათუმის ცენტრალთან მიაცილეს. ეძნელებოდა ნიას დის გაშვება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ იყო.
უკან დაბრუნდნენ. თავიან ოთახში დააპირეს ასვლა გამოსაცვლელად და მერე სანაპიროზე აპირებდნენ გასვლას.
- ნია ეს ჩემოდანი ვისიაა? იკითხა ემიმ.
- რა ჩემოდანი გოგო, რაგაცეები გელანდება მგონი შენ.
- რა დაი აი ის, შავი ცემოდანი. ჯერ არ გავგიჯებულვარ. ლოგინზე დევს.
ნიამ მოათვალიერა ოთხარი და მანაც დაინახა ჩემოდანი.
- ღმერთო ჩემო ამათ ხომ არ ეგონათ რომ ჩვენც წავედით და ახალი მდგმური ხომ არ მოიყვანეს? ეხლა გავაფრეენ.
- კარგი ემ დაწყნარდი, ჩავიდეთ და გავარკვიოთ რა ხდება.
პირველ სართულზე დაეშვნენ, მარია ბებო მოძებნეს.
- ბავშვებო თქვენმა დაქალმა არ გაგაფრთხილათ რომ ჩამოდიოდა? მოიცა რა ერქვა იმ ქერა გოგოს? ვეღარ ვიხსენებ. სკლეროზი დამეწყო მგონი. მითხრა რომ იცოდით ყველაფერი. აბა სხვანაირად არც შემოვუშვებდი შვილო თქვენს ოთახში.
- ქერა გოგოს?? ერთად იყვირეს გოგოებმა.
- შემთხვევით ხვეული თმაც ხომ არ აქვს, გრძელი? დაახლოეით ჩვენ სიმაღლე.
- კი შვილო ზუსტად ეგეთია.
- ელენე?! ემოცია ვერ დამალეს.
- ეხლა სადაა ?
-გარეთ გავიდა შვილო, ალბათ მალე დაბრუნდება.
- კარგი.
ჯერ კიდევ გაოცების პიკზე მყოფნი დაბრუნდნენ მეორე სართულზე. აივანზე, დივანში ჩაეშვნენ.
- ნეტა მართლა ჩვენი ელე ჩამოვიდა? ვერ ვიჯერებ ნია.
- აბა სხვა ვინ უნდა იყოს გოგო.
- ხო, მაგრამ ელემ საიდან იცოდა ამ სახლის მისამართი ჩვენ ხომ არ გვითქვია.
- ეგ მეც მაფიქრებს.
კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა, გეგა და გუგა ამოვიდნენ. გოგოებს მიესალმნენ და ადგილები დაიკავეს კრესლოებში.
- რომეო მოგიყვანე ნია. გადაიხარხარა გუგამ. სიცილში სხვებიც აყვნენ.
- ეს ხო ჭკუას ვერ ისწავლის რაა. გირჩევნია შენს ჯულიეტას მიხედო. წაკბინა გეგამაც.
- შენი თქმა რაში მჭირდება ერთი. თქვა და ნიასა და ემის შუაში დაჯდა. ისე რომ ნიას თითქმის აიძულა გადასულიყო და გეგასთან დამჯდარიყო.
- რა საზიზღარი ხარ. გაუგიმა ემიმ. ხოდა შენმა საზიზღარმა ბიჭმა სნიკერსი მოგიტანა და თუ არ დაიმსახურებ არ გაჭმევს.
- რააა? როგორ?
- მაგას ცალკე გეტყვი. თუ გინდა აქა არა პრობლემა ჩასჩურჩულა გუგამ ემის.
გეგამ ნიას შემოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
- იცი როგორ მინდა სულ ესე რომ ვიყოთ ხოლმე?
- მეც. პირველად თქვა ნიამ რაღაც, დათანხმების მაგვარი. გეგას სასიამოვნოდ გასცრა ტანში.
აივანზე გიოც ამოვიდა.
- გიო მოსულააა.. რაო და უნდა გვითხრაო? რარაცას ამბობდი შენ ტელეფონში.
- რა და დღეს ძალიან მაგარი დღე მაქვს.
- მიდი მერე მოყევი, ამათთან რა გაქვს დასამალი თქვა გუგამ.
- ესეიგი დღეს ჩემი გოგო ჩამოვიდა ბათუმში.
- ვაა. მერე გინახავს ჯერ?
- არა მალე ვნახავ. ეხლახანს გავიგე, ვუთხარი სადაც მოვდიოდი და მითხრა მანდ იყავი არსად არ წახვიდეო. ერთი სული მაქვს როდის ჩავიკრავ გულში. ვახ ჩემი, ძაან შევიჭერი.
მალე აივანზე „დაუპატიჟებელი“ სტუმარიც გამოჩნდა.
- ხომ ვთქვიიიიიი ! იყვირა ნიამ და წამოხტა. მას ემიც მიჰყვა, ისე შემოახტნენ ელენეს რომ გოგონამ ძლივს ამოისუნთქა.
- შე საზიზღარო, რატომ არ გვითხარი რომ ჩამოდიოდი?
- დამპალო შენ. როგორ მომენატრე. აჰყვა ემიც.
- სამაგიეროდ ხომ მაგარი სიურპრიზი გამომივიდა? აკისკისდა ელე.
მიმიშვებთ ჩემს შეყვარებულთან? იკითხა გიომ.
-რაააააააააააააააა? მოიცა მოიცა. თქვენ ერთად ხართ?
ელე განტავისუფლდა დაქალების ხელებისაგან და გიოსენ გაიქცა. გიომ ხელები შემოხვია მონატრებულს, ხელშია ასწია და დაატრიალა. მერე ძალიან ძალიან მაგრად ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა.
- უმაგრესი გოგო მყავს მე.
- ჩვენ კი საუკეთესო დაქალი. ნია და ემილიც მათ შემოეხვია.
ექვსივე ერთად იყო და საუბრობდა . მთელი დღე ერთად გაატარეს. საღამოს კლუბში გადაწყვიტეს წასვლა.
* * *
ნიამ მოკლე შავი კაბა და მაღლები ჩაიცვა. ემის დიდად არ ეხატება გულზე კაბები, ამიტომ შორტითა და მაიკით წამოვიდა, ელემ კი თეთრი მოკლე კაბა ჩაიცვა. ბიჭები ეზოში ელოდებოდნენ. სამივე ერთად ცავიდა ქვემოთ. ერთხანს გაშტერებულები უყურებდნენ. ბოლოს გუგა გამოფხიზლდა. მხოლოდ ეს თქვა: ვაუ.
გეგა ნიასკენ წავიდა. ხელები შემოხვია და ყურში ჩასჩურჩულა: ულამაზესი ხარ.
კლუბის წინ უამრავი ადამიანი ირეოდა. ერთად შევიდნენ და წინასწარ დაჯავშნილ მაგიდას შემოუსხდნენ. ცოტა ხანში ნიასთვის ნიასთვის უცნობი გოგონა მოუახლოვდა მაგიდას. გეგას უკნიდან მოეპარა თვალებზე ხელი ააფარა და ყურში ჩასჩურჩულა ვინა ვარ? ნია გაოცებული უყურებდა ამ სანახაობას. ჯერ აზრზე ვერ მოდიოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. გეგა შეტრიალდა, მისი დანახვისას გაბრაზება ვერ დამალა.
- აქ რა გინდა?
- მომენატრე და მოვედი, ურცხვად თქვა უცნობმა.
- ნინა, მისმინე ეხლა გამშორდი აქედან.
- რატო ვითომ? შენს მეგობრებს არ გამაცნობ?
გეგამ ხელი ჩასჭიდა და გვერძე გაიყვანა.
- გამაცანი რა ის ორი სიმპატიური.
- გოგო შენ სულ გამოშტერდი? წადი სანამ ბოლომდე არ გადამეკეტა.
ნინამ გადაიხარხარაა, მერე სახე ძალიან ახლოს მიუტანა ტუჩებთან და უთხრა არ გინდივარ?
გეგა სასწრაფოდ მოშორდა, მისი ხელებიც მოიშორა კისრიდან. თვალებით ნია მოძებნა, რომელიც მათ უყურებდა. მართალია კარგად არ ჩანდა, შუქები აქა- იქ ანათებდა, მაგრამ მაინც შეამჩნია მის თვალებში ჩამდგარი სევდა. ნინას შეუტრიალდა და უთხრა: აღარასოდეს გემსმის? აღარასოდეს მოხვიდე ჩემთან. დაივიწყე რაც იყო. მე შენ არ შეგპირებივარ რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით, ეს უბრალოდ ღამის გართობა იყო და აღარ ვაპირებ შენთან საქმის დაჭერას. თქვა და მოშორდა გოგონას. ნიასკენ წამოვიდა. ნიაკო დაინახა თუ არა მისკენ წამოსული გეგა ფეხზე ადგა, მოცეკვავე ხალხს შეერია. გეგა მიუახლოვდა ხელი უნდა მოეკიდა ნიასთვის როცა ვიღაცამ მოკიდა ხელი გოგონას და უთხრა: ვიცეკოთ ლამაზო? ნიამ გეგას გამოხედა და თქვა: დიდი სიამოვნებით. ნაძალადევად გაუღიმა და გაჰყვა. უცნობმა ხელი წელზე შეუცურა, ხელები კისერზე დაადებინა, ნაზი მიმოხვრით აყოლებდნენ ტანს მუსიკას. გეგა შორიახლოს ბართან იჯდა და უყურებდა ჩაწითებული თვალებით. უკვე 5 ჭიქა რომი გამოცალა და ბარმენს გასძახა: დაასხი. ცოტაც და ეცემოდა უცნობს და სიცოცხელს გამოასალმებდა. ისინი კი ცეკვას აგრძელებნენ. გოგონა შეხტა, როცატუჩები ტუჩების შეხება იგრძნო ყელთან, მისი მოშორება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მაგრად უჭერდა ხელებს. გეგამ ამდენს ვეღარ გაუძლო გიჟივით წამოვარდა სკამიდან, უცნობს მივარდა, მოაშორა ნიას. და მუშტი მოუქნია. უცნობი უგონოდ დაეცა იატაკზე. გეგა გაიწია და ახლა ძირს მწოლიარეს დაუწყო ცემა. ბიჭები მივარდნენ და სასწრაფოდ მოაშორეს გონწასულს. მალე კლუბის დაცვაც გამოჩნდა, მათ არ გაუგიათ გეგას გამო რომ ატყდა ერთი ამბავი, თორე აუცილებლად გააგდებდნენ გარეთ. სიტუაცია მიწყნარდა. ის უცნობიც მოასულიერეს მისმა მეგობრებმა. გეგა სავარძელში ჩაეშვა. ხელები სახეზე აიფარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. ასე იყო ერთხანს. ნიას გოგოებიშემოეხვივნენ. ისიც სასვეს. ეკითხებოდნენ რა მოხდაო, მაგრამ ის დუმდა. მერე ელეს გადაუჩურჩულა საპირფარეშოში შევალ სახეზე წყალს შევისხავო. - წამოგყვეთ ჰკითხა ემიმ. - არა, იყავით, მალე დავბრუნდები. გრძელი დერეფანი მოძებნა და მიაკვლია საპირფარეშოს. შევიდა, წყალი მოუშვა, ხელებში დაიგროვა და შეისხა. მერე ხელებით ნჟარას დაეყრდნო და საკუთარ ანარეკლს შეხედა სარკეში. მიხვდა რომ დააშავა, არ უნდა ეცეკვა უცნობთან, მაგრამ გეგამაც ხო იგივე გააკეთა. ხო შეიძლება ის გოგოშეყვარებული ყოფილიყო, სხვა ესე ვინ მოიქცეოდა აბა. მე სულელს მეგონა რომ რაღაც გრძნობა ქონდა ჩემს მიმართ. შევცდი. ცრემლები გადმოუყგორდა თვალებიდან. არც მოუწმენდია, ნება მისცა სახე დაესველებინათ. კარის გაღების ხმა მოესმა. ყურადღება არ მოუქცევია ვინ იყო.



№1 სტუმარი good

ai yvelaze magari istoriaaa :* gaagrdzele da mal male dade xolme <3

dzaan dzaan magariaa gaagrdzelee :**

 


№2 სტუმარი nino k.d.

უმაგრესია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent