მი სი მალატ (სვანურად) "9 თავი"
გული შედარებით დავიმშვიდე და მანქანის უკანა სავარძელზე დავჯექი. გეგას მომლოდინე თვალები მივაპყარი, მაგრამ რატომღაც საუბრის დაწყებას აჭიანურებდა და მეც ნელ-ნელა მეცლებოდა მოთმინების უნარი. -მართა ბებიას სჭირს რამე? - ნერვიულად ამოვიჩურჩულე და აღელვებულ ზღვისფერ თვალებში ჩავაშტერდი. წამით კვლავ სიჩუმე გამეფდა, მაგრამ მალევე გეგამ ერთი ღრმად ამოისუნთქა, ნერვიულად გადაიტარა თითები თმაზე და თითქმის ჩურჩულით დაიწყო. -იცი, მე ბოდიშის მოსახდელად და შენს მართა ბებიას სახლში დასაბრუნებლად დავბრუნდი. ამ სიტყვებზე წამიერად გამეთიშა გონება, მაგრამ რეალობაში კვლავ მისმა ხმამ დამაბრუნა. -ვიცი, ძნელია, მაგრამ მაშინაც და ახლაც იმდენად გაღიზიანებული და გაბოროტებული ვიყავი, რომ მინდოდა ჩემი ბოღმა, უბედობა ვინმეზე გადმომეფრქვია და საუკეთესო ვარიანტად შენ შემრჩი... ალექსანდრე და მართა არ მყვებოდნენ, შენ კი მეპასუხებოდი, არ მანებებდი ჩემს ქცევას და ეს მე უფრო მახელებდა შენი გაღიზიანებისკენ. გეფიცები, არცერთი სიტყვა, რომელიც მაშინ გითხარი გულიდან არ მოდიდა, მესმის, შენთვის ძნელია არსებულის დავიწყება, მაგრამ იქნებ შევძლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენს სახლშიც იმიტომ განგათავსეს, რომ მართას მარტო ყოფნა აღარ უნდოდა და შენ მართლაც სულ სხვა, ფერადი სხივი შემოიტანე მის ცხოვრებაში.... დაბრუნდები მართა ბებიასთან თეკლე?!... ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეუბნებოდა გეგა და ვხვდებოდი, თუ რაოდენ უჭირდა თითოეული სიტყვის ამოთქმა. ‘’დაბრუნდები მართა ბებიასთან თეკლე?!“ ამ სიტყვებში ერთნაირად ვკითხულობდი დიდ თხოვნასაც და მოთხოვნასაც, იმდენად დიდს, რომ გონება მთლიანად ამირია. დაბნეული ვუყურებდი და მისი ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი, რომ წინანდელისგან განსხვავებით ახლა უკვე მტკიცე და მხიარული ხმით მომიგო: - მე გეგა, მართა ბებიას შვილიშვილი... შენც ჩვენთან ცხოვრობ ხომ? ჯერ კიდევ არეული ფიქრების დალაგებას ვცდილობდი, როდესაც გეგას ჩაშტერებულმა და მომლოდინე მზერამ იმდენად დამძაბა, რომ თავი ფანჯრის მხარეს მივატრიელე და პასუხის გაცემა დავიწყე. მინდოდა? სიგიჟემდე მინდოდა გეგას და მართა ბებიასთან, მაგრამ ერთ მხარეს ჩემი პრინციპები მექაჩებოდნენ, მეორე მხარეს კი გეგასთან ცხოვრების შიში, გრძნობების კონტროლი შორს მყოფსაც კი მიჭირდა, ახლოს კი ,ალბათ, მთლიანად გამოვიფიტებოდი. ან რა მეთქვა ელენესა და გაბრიელის მშობლებთან, ვითამაშე, კარგად გავერთე თქვენთან და ახლა მივდივარო. -იცი... სიტყვა გამიწყდა, როდესაც მისი თვალებიდან მომავალი იმედის სხივი დავინახე. მადლობა დღევანდელი სიტყვებისთვის, მართა ბებიაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, მაგრამ ახლა დაბრუნება დირექტორის, ელენესა და გაბრიელის მშობლების წინაშე სრულიად უპასუხისმგებლობა იქნება. ვიგრძენი, როგორ ჩაკრთა მის თვალებში სხივი, ჰაერიც უფრო მძიმე ნაწილაკებით დაიმუხტა და ორივე შესაფერის სიტყვებს ვეძებდით, როდესაც ალექსანდრემ შემოაღო კარი და თან ჩემი ჩემოდანი ეჭირა... - ესეც ასე, ვიცოდი, რომ თეკლეს მასპინძლებთან საუბარი გაუჭირდებოდა და ყველაფერი მე მოვაგვარე. ჩვეული მხიარული ხმით მოგვიგო და ჩემი და გეგას გაოცებისაგან შუბლზე ასული თვალები დააიგნორა. -აბა, დაემშვიდობები ელენეს და გაბრიელს ? ვითომც არაფერი გაეკეთებინა, ჩვეულებრივ მომიბრუნდა და კარისკენ მიბიძგა. ამ ამბით დაშოკილმა რობოტივით შევაბიჯე სახლში და ტყუპებს დავემშვიდობე. მათ მშობლებსაც მადლობა გადავუხადე მასპინძლობისთვის და კარისკენ მივდიოდი, როდესაც მათი საუბარი შემომესმა: - არა რა, მართა ბებიამ უნდა თქვას ბიჭმა იმედები გამიმართლაო. დაბნეული ჩავჯექი მანქანაში და ალექსანდრეს მივუბრუნდი საყვედურის სათქმელად, რომ გამაჩუმა და თვითონ ჩაირთო: -ახლა საყვედურებს არ ვიყოთ. მართა ბებიასა და ჩვენს უკვე დამტკბარ უჭმურთან გაბრუნებ და შენ მადლობის მაგიერ, უნდა მეჩხუბო. ეჰ, როგორ არც გეგა და არც შენ არ მაფასებთ. - იმდენად არტისტულად გამოუვიდა, რომ რამის ოსკარი გადავეცი. აი გეგამ კი დამტკბარ უჭმურზე წარბები ისე საყვარლად შეკრა, რომ კიდევ უფრო გამეცინა, მის გაბრაზებულ სახეზე. -ბებია, დამიბრუნდი. - მართა ბებია მეხვეოდა და თან ჩემი ოთახისაკენ მივყავდი. - ხედავ, ბებია, ჩემი გეგა იმ სიტყვებს გულიდან არ გეუბნებოდა. -გულში მიკრავდა და თან ალექსანდრეს უხდიდა მადლობებს. ვახშმამდე ჩემი ნივთების დალაგებას მოვუნდი, ოთახიდან გამოვდიოდი, რომ კაკუნის ხმა შემომესმა და კარებში ალექსანდრე დამხვდა. -აბა ჩამოხვალ, თუ ოთახიდანაც ძალათ გამოგიყვანო. კვლავ მხიარულ ხასიათზე იყო ალექსანდრე, ნეტავ ეს ორი ერთმანეთს როგორ უგებს, ალექსანდრე მასხარა და გეგა სერიოზულობის განსახიერება... მართა ბებიას მაგიდა გაეშალა. წამიერად შევავლე გეგას თვალი და მაშინვე მოვაშორე, როდესაც მანაც ჩემკენ გამოიხედა. -აუ, როგორც დღევანდელი დღის მშვიდობის მტრედი მოვითხოვ, გადაღლილი და დასაძინებლად მივდივარ, ვახშმობიდან მალევე გაიკრიფა ალექსანდრე. მართა ბებია იქვე ბუხართან მდებარე სავარძელში ჩაჯდა და მალევე ჩასთვლიმა. მე და გეგა კი თითქოს კი დუმილის თამაშს ვთამაშობდით. ბოლოს დუმილი ისევ დავარღვიე,ალბათ, ყველაზე სულელური კითხვა დავუსვი: -რა წიგნს კითხულობ? (არადა, ყდაზევე ეწერა...ეჰ, სულ გამოვშტერდი). მეგონა, გეგას რაიმე ირონიული პასუხი ექნებოდა, მაგრამ მისმა პასუხმა გამაკვირვა. -ტრიუმფალურ თაღს, იმდენჯერ წავიკითხე და მაინც ვერ ხვდები, როგორ არ შეუძლია ადამიანს იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის, სანამ მისი დაკარგის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება. როგორ ფიქრობ, რატომ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ბოლო წუთამდე? ინტერესიანი თვალებით ჩამაჩერდა და მეც პასუხი დავუბრუნე: -ალბათ, იმიტომ რომ სიკვდილის და დაკარგვის საფრთხის წინაშე ჩვენ ყველანი ვივწყებთ სიამაყის, საზოგადოების, პიროვნების მიერ გავლებულ საზღვრებს. იკარგება ზღვარი აკრძალულს შორის და ჩვენც ვცდილობთ, სულ ოდნავ მაინც გავიხანგრძლივოთ წამები, რომელსაც ჩვენი სულის ნახევართან გავატარებთან...ხანდახან არ გინდა შენი გულის მიყოლა და შენ მაინც ჯიუტად მიჰყვები გონების გზას. - ხო, მაგრამ ხომ უნდა შეგვეძლოს იმდენი ძალის მოკრებვა, რომ საყვარელ ადამიანს თვალებში ჩავხედოთ და მას სულის ყველა ნაწილი დავანახოთ? -არ ფიქრობ, რომ გულის გადაშლა გარკვეულწილად იმედის დაკარგვაცაა, უფრო რომ დავშორდეთ იმ ადამიანს? და ჩვენც ამ რისკს გავურბივართ. საუბარს განვაგრძობდით და ვერც ვიგრძენით, ისე შემოგვაღამდა. საათს რომ დავხედე, უკვე 12-ს უჩვენებდა. მართა ბებია უნდა გამეღვიძებინა, როდესაც ოთახში მიმოვიხედე და იქ აღარ დამხვდა, გეგამ ისევ დივანზე იჯდა და მეც არ ვიცოდი რა მექნა, დახმარებას შევთავაზებდი, მაგრამ მის რეაქციის მეშინოდა და არ მინდოდა ამ საღამოს მიღწეული მყუდროება დამერღვია. ისევ გეგამ მიხსნა: -მიდი ალექსანდრეს დაუძახე, მაინც ეღვიძება - თბილად შემომხედა და გამეღიმა, ღმერთო, რა მაგარი ღიმილი აქვს, მგონი თავიდან ჩამივარდა გულში... ძილი ნებისა - მეც გავუღიმე და და ალექსანდრეს კარზე დავაკაკუნე, რომელიც მალევე გამოვიდა და სულაც არ ჰგავდა ახალგაღვიძებულს. -გეგამ დაუძახეო. ალექსანდრეს დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მივიღე და ფანჯრიდან შემომავალ ვარსკვლავებს მივაპყარი მზერა... ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა, რომ გააზრებას ვეღარ ვასწრებდი. დილით ვიზიტი მართა ბებიასთან, გეგას კომენტარი, ტირილი, მართა ბებიასთან დაბრუნება... ჩემი და გეგას ბოლო ლიტერატურული საუბარი კი საერთოდ არანიარ ჩარჩოში არ ჯდებოდა, შემდეგ მისი ღიმილი, მისი თბილი თვალები... მოჩვენებებიც დამეწყო. ღრმად ამოვისუნთქე და ვეცადე, ფიქრების ზვირთი გამეჩერებინა, სანაც მთლიანად მის ტალღებში ჩავიკარგებოდი და ჩემს გულს უაზრო იმედებით ავავსებდი. რა მოხდა, უბრალოდ ადამიანურად ვისაუბრეთ, მე კი ასე მგონია გეგას სამყაროს კარი გაიღო ფართოდ და მისი სულის რაღაც მხარე ვნახე. *** -გეგუშ, რა ლიტერატურის მოყვარული მყოლიხარ და არ ვიცოდი. - ალექსანდრე სიცილით კვდებოდა და თან გეგა მისი ოთახისკენ მიჰყავდა. - უხ, რა გრძელი ენა და ყურები გაქვს, ისმენდი ხომ ყველაფერს?. - მოჩვენებითი სიბრაზით მიუგო გეგამ ძმაკაცს. - მე კი არა მართაც ისმენდა და რაღა მე მომდექი. - სასაცილოდ დაიჭყანა ალექსანდრე და გეგაც სერიოზულად გაბრაზდა. -------------------------------------------------------- ბავშვებო მადლობა კომენტარებისთვის მოგვიანებით გაგეცით პასუხი და არ გეგონოთ, რომ პასუხს არ გცემთ ♥ ფეისბუქ კომენტარებზე ვერ გწერთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ვნახულობ და ძალიან მახარებთ :* რაც შეეხება სვანურად "მი სი მალატ"-ს, ერთმა გამისწორა და მე როგორც ვიცი, მი სი მალატხი ქვემო სვანურადაა... დიალოგები ვეცადე გამომეყო და მგონი, ყველა გამოვყავი, მავიწყდება ხოლმე :( მადლობა თქვენი თბილი სიტყვებისთვის და,იმედია, ეს თავიც მოგეწონებათ... ♥ ხვალ გამოცდა მაქვს და ამაზე დიდს ვერ დავწერდი :( აბა, მოგეწონათ ჩვენი "ლიტერატურაზე" შეყვარებული გეგა ? :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.