შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (8)


20-10-2015, 23:59
ავტორი ერკე
ნანახია 2 553

ერთ სივრცეს თვალმოუცილებლად აშტერდებოდა. გრძნობდა სხეულის სიმძაფრეს. ერთ პატარა გოგონაში, როგორ იყო ყველაფერი თავმოყრილი. რამდენი რამ გადაიტანა ბოლო თვეებში, რამდენჯერ იგრძნო ფრენის ძალა, მაგრამ ამდენჯერვე მწარედ დაენარცხა მიწაზე, იმედგაცრუებისგან. სიტყვებს ვერ პოულობდა. ან რა ჰქონდა სათქმელი? თურმე მისი საუკეთესო მეგობარი ნამდვილი და ყოფილა, გუგა კი ის არ იყო, ვინც ეგონა. ბოლოს ნათქვამი სიტყვები გულს უთბობდა, იმედს აძლევდა, მაგრამ ემოციების ზღვა ეტაკებოდა. ცრემლები მის წითელ ღაწვებს ასველებდნენ და კვალს უტოვებდნენ. ყველაფერი სიყვარულთან ასოცირდებოდა მისთვის, ყველაფერი გუგას ახსენებდა. რა ექნა, ვერც კი მიეჩვია მისი ნამდვილი სახელით მოხსენიებას, რადგან მისთვის გუგა იყო და სხვა სახელი ნამდვილად არ მოსდიოდა თავში. გულის ფეთქვები უმძაფრდებოდა, მისთვის ახლა მთავარი ბავშვი უნდა ყოფილიყო და მის გამო მაინც უნდა შეეწყვიტა ნერვიულობა. მისთვისვე აჯობებდა ცოტა ხნით დაევიწყებინა თავს რაც გადახდა ყველაფერი, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა.
გუგას სიტყვები მის გულამდე ბასრი დანასავით ერჭობოდა. უპობდა გულს და შემდეგ კვლავ უმთელებდა. ჯერ სულ პატარას, უკვე რამდენი ტკივილი ჰქონდა განცდილი, რამდენი ტანჯვა. ჯერ მამამისი, შემდეგ დონ კორლეონე. ღმერთის მადლიერი უნდა ყოფილიყო ბავშვი ჯერ კიდევ, რომ სუნთქავდა და მის გულისცემას გრძნობდა. მწარე იყო... დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე, იმაზეც კი ჩაფიქრდა ბავშვი გავაჩინო თუ არაო, მაგრამ მალევე გაკიცხა საკუთარი თავი.
„აბა რას ამბობ? ბავშვი შენი ერთადერთი იმედია, მან შეგინარჩუნა სიცოცხლე და მას უნდა უმადლოდე ახლა ცოცხალი რომ ხარ. ის რაც არ უნდა მოხდეს არასდროს მიგატოვებს, არასდროს გაგიჩენს წუხილის მიზეზს და შენ მაინც ისე გაზრდი, როგორც საჭიროა და არა დედაშენივით სულ ცრემლებში და ქმრის სიმკაცრით შეშინებულს ნებას, რომ რთავდა რაც მოუნდებოდა მათთვის ის გაეკეთებინათ. შენ ღირსეული დედა უნდა იყო!“ - ეუბნებოდა საკუთარ თავს. იცოდა რამხელა ტკივილი იყო, იცოდა თუ კვლავ გუგას ვეღარ ნახავდა სულ მას გაახსენებდა, მაგრამ ეს მაინც უნდა გაეკეთებინა და უნდა გაეჩინა ის. ბიჭი თუ გაუჩნდებოდა იცოდა, გუგას დაარქმევდა, გოგოს კი... ეს ყველაფერი უცნაური იყო. რამდენიმე დღის წინ დარწმუნებული იყო, გოგოს რასაც დაარქმევდა. ლიზი. უნდოდა მის მეგობარს და საუკეთესო ტყუპს, რომელიც შემდეგ რეალური აღმოჩნდა, საკუთარ შვილში ეცხოვრა, მის შემხედვარეს რომ მუდამ ლიზი გახსენებოდა, ვინც დაკარგა, მაგრამ ახლა... როცა ის ცოცხალია, თან ნამდვილად მისი ტყუპისცალი და, რომელიც არ ჰყავდა, უკვე საფიქრალად ექცა თუ რას დაარქმევდა გოგონას.
-ნინო. ფეხზე ამდგარხარ უკვე. - როცა ბანაკში დაბრუნდა ლიზი მაშინვე დასთან მივიდა, სულ ტალახიანი იყო, სახეზეც წერტილები აჩნდა შავად მიკრული. ნინო მაინც გადაეხვია. კვლავ შეიგრძნო სიყვარული, შეიგრძნო თუ როგორ სჭირდებოდა კიდევ ვინმეს, თავისი შვილის მსგავსად.
-კი. უკვე კარგად ვარ და ახლაც თავი სიზმარში მგონია. - დანაღვლიანდა. ლიზიმ თავი ააწევინა და ძალით გააღიმა. - უბრალოდ ამ ბოლო დროს იმდენი რამ გავიგე, იმდენი ინფრომაცია მაქვს გადასახარში, ჩემი ტვინი ვეღარ უძლებს. და სიმართლე გითხრა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ შენ ჩემი ნამდვილი და ხარ.
-გენები მაინც რას შვრება არა? - ჩაეღიმა ლიზის. - მაინც ერთმანეთისკენ მივიწევდით, ერთმანეთი გვიყვარდა და თავი დებად მიგვაჩნდა.
-შენ ეს იცოდი? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა ლიზის და მის სახის ცვლილებას კარგად დააკვირდა. გულწრფელად გაუკვირდა ასეთი კითხვა მისგან და რაღაც მხრივ ეწყინა კიდეც.
-არა, რა თქმა უნდა. - უცხო მზერა მიაპყრო საკუთარ დას, რომელიც ერთი წელი არ ენახა. სინამდვილეში კი ნინოს არ ენახა მთელი ერთი წელი, ნინომ რა იცოდა ეს ერთი წელი რომ სულ მასთან იყო, მაგრამ არა ფიზიკურად. მის გვერდით იყო, მაგრამ ნინო ვერასდროს ხედავდა მას. - ეგ რომ მცოდნოდა საიდუმლოდ შევინახავდი?
-უკვე აღარაფერში ვარ დარწმუნებული. წარსული არ მაძლევს გაღიმების საშუალებას.
-შენც იმაზე იფიქრე, რაც ან ვინც გაგაღიმებს.
-არ შემიძლია. - ძალაუნებურად აღმოხდა.
-შეძლებ. შენ ყველაფერს შეძლებ...
-მომიყევი ყველაფერი. მე ეს ერთი წელი მკვდარს დაგტიროდი, მეგონა იმ ავარიის დროს მოკვდი, მაგრამ თურმე ცოცხალი ხარ, დადიხარ, სუნთქავ და ამ ტყეში ცხოვრობ ამდენი ხანი. - თვალი გარემოს მოავლო და თავისთვის უკმაყოფილო სახე მიიღო.
-დამიჯერე. შენი გულის ტკენა ნამდვილად არ მინდოდა. არ მინდოდა დამეტანჯე, ეს განზრახვად საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ბოლოს რაც გავიგე იმდენად დამაწვა მთელ სხეულზე, რომ მსრესდა. მამძიმებდა და საშინლად მხდიდა. ვერ გადავიტანე გესმის? ეს ყველაფერი შენს დასაცავად...
-არ მჭირდებოდა მე შენი დაცვა. მე ის მინდოდა, რომ ჩემთან ყოფილიყავი! - დაუღრიალა გამწარებულმა. - გუგას სიტყვები გაახსენდა. „მიყვარხარ.“ ამოუტივტივდა უეცრად გონებაში და საშინლად ეტკინა გული, რომ მასთან არ იყო. თან მუცლით მის ბავშვს ატარებდა. - სად არის გუგა? - მაინც იკითხა, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მშვენივრად იცოდა.
-გუგა? აჰ... ხო. - უხერხული დუმილი ჩამოწვა რამდენიმე წუთს. - ის ვერ გადავარჩინეთ. ისევ მასთან არის...
-რა? - ბოლო იმედიც კი ამოეწურა მას, რომ უსაფრთხოდ იყო და აქედან შორს, თუნდაც ვერასდროს ენახა, მაგრამ უსაფრთხოდ. - ახლავე უნდა ვიხსნათ რას ველოდებით? - პანიკაში ჩავარდა და ხელების ქნევა დაიწყო.
-დაწყნარდი... დაწყნარდი გთხოვ... მან ეს შენს გადასარჩენად გააკეთა... არ უნდოდა ისე გეტანჯა, როგორც მან იტანჯა მთელი ოცდაორი წელი. ეს ყველაფერი შენთვის გააკეთა ნინო. იქ თუ წავალთ ვერც ჩვენ გამოვძვრებით. საკმაოდ ბევრი ხალხი ყავს, აქ კი ვერ მოგვაგნებს.
ნინოს არაფრის გაგება არ სურდა.
-შენ თუ არ გინდა, მარტო წავალ და ...
-ეს თვითმკვლელობაა. გაიგე, ერთ დროს მეც მიყვარდა ის, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი იყო თორნიკეც, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო, მაგრამ მას მე არ ვყვარებივარ ისე ძლიერ, როგორც ახლა შენ უყვარხარ.
ნინო გაჩერდა. დამშვიდდა და ლიზის ცრემლიან თვალებში ჩახედა. - გაიმეორე! - თითქმის ბრძანების კილოთი უთხრა.
-იმ დღეს, როცა დაგირეკე. როცა შენი მოტყუება დამჭირდა, რომ თორნიკემ ხელი მთხოვა... გთხოვ მაპატიე. საფრთხის არიდება მინდოდა შენთვის და ამას ყველაზე კარგად შენგან შორს ყოფნით გავაკეთებდი.
-გაიმეორე! - კიდევ თქვა მან. - თორნიკე, რომელიც შენ გიყვარდა და რომელიც ყოველთვის თავს მარიდებდა გუგა იყო?
-კი...
-ღმერთო, ეს ფაქტი როგორ ამომვარდა გონებიდან, როცა იმ ურჩხულმა მითხრა ამის შესახებ.
-ბუნებრივია. დიდი სტრესი გადაიტანე და ტყვედ ყოფნის პერიოდიდან ყველაფერი არ გეხსომებოდა, მაგრამ ახლა იცი სიმართლე. გუგა.... ის.... - ენა დაება იმის გამო, რაც უნდა ეთქვა, მაგრამ კვლავ გაჩუმება არჩია და მის მაგივრად რაც უნდა ეთქვა, მხოლოდ ეს უთხრა. - თორნიკეა, რომელიც მე საშინლად მიყვარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისთვის მხოლოდ ერთი რიგითი დავალება ვიყავი, დონს ჩემი თავი რომ მიეღო. თუმცა ეს მაშინ, როცა ყველაფერი დაიწყო. როცა დაგირეკე, უკვე ვიცოდი ჩემი და რომ იყავი, ვიცოდი რომ სახლისგან შორს გავიზარდე და სხვა ოჯახში, ყველაფერი ვიცოდი, რადგან ეს დონის კაბინეტში ჩუმი შეღწევით და ჩემი საქმის გადახედვით გავიგე.
ნინო გაცოფდა. - მე რატომ არავინ არაფერი მითხრა?!
-მაპატიე.
-ნუთუ არ მქონდა იმის უფლება სიმართლე მცოდნოდა? - ცრემლები გადმოყარა და ლიზის ასევე ცრემლიან თვალებში ჩახედა. ორი და, რომელსაც ერთმანეთი უყვარდათ იდგნენ ერთად და ცხოვრებას იყოფდნენ, ერთმანეთს სიყვარულის ნაცვლად ტკივილით ესაუბრებოდნენ. როგორ მივიდნენ აქამდე, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ახლა ნინო მხოლოდ ტკივილს და უარყოფას გრძნობდა. ცხოვრებისგან უარყოფას, რომელიც ბედისგან ერგო.
-გქონდა. - ლიზი უხმოდ დაიძრა და ნინოც გაჰყვა. მეტი ვეღარაფერი თქვეს. ცრემლებში იხრჩობოდნენ და ხმის ამოღებისთანავე უწყდებოდათ შუაზე სიტყვა ორივეს. ზევიდან ჩანჩქერი გადმოჩქეფდა, სუფთა, კრიალა, მაღალი კლდიდან და დაბლა ძლიერად ეშვებოდა, ხმაურით. ლიზიმ ხელი შეუშვირა და სახე წყლით დაიბანა. გეზი კი თავისი კარავისკენ აიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა იქმყოფთაგანის ჟრიამულის ხმა ისმოდა, იარაღების ლესვისა და მათი გამოყენების, ერთმანეთზე დაკვრის ხმა. მისდა გასაკვირად მათ ხელში ხმლები ეჭირათ, კარგად ალესილი ხმლები, ზოგი მშვილდ-ისრით ვარჯიშობდა და მიზანს ესროდა, ზოგიც კი იარაღს ამოწმებდა. ისინი ბავშვები იყვნენ, ბავშვები, რომლებიც სამყაროს მოწყვეტით ცხოვრობდნენ, ცივილიზაციისგან შორს, თითქოს ყველასგან გარიყულებს მხოლოდ შურისძიება ამოძრავებდათ. რაც არ უნდა ყოფლიყო მათთან ურთიერთობას მაინც ერიდებოდა, შიშის გრძნობა უჩნდებოდა, მათი გამომეტყველების დანახვაზე.
ლიზი კარავში შევიდა. ნინიც შეჰყვა. სურნელმა მაშინვე თავბრუ დაახვია. რაღაც უცნაურ და სასიამოვნო სურნელებას გრძნობდა, რაც აქამდე არასდროს შეხვედრია. რაღაც არაამქვეყნიური სურნელება ტრიალებდა. იქვე საწოლზე, რომელიც მიწაზე იყო გაშლილი, ჩამოჯდა. თან აკვირდებოდა, როგორ იცვლიდა ტანსაცმელს, როგორ შიშვლდებოდა, აქამდე პირველად ხედავდა მის სხეულს ტანსაცმლის გარეშე და მოხიბლა, საოცრად მოიხიბლა. ისიც კი გაიფიქრა, ნეტავ გუგა და ლიზი თუ იწვნენ ერთადო, ამის დაჯერება არ სურდა, კითხვაც ეუხერხულებოდა მისთვის, შეიძლება ტყუპისცალი იყო, მაგრამ მაინც უცხო თითქოს და შორეული. მთელი ერთი წლის განმავლობაში ისე გაუცხოებოდა, რომ საერთო ენასაც ვერ ნახულობდა მასთან და წარსული კითხვების გარდა სხვა რამ თავში არ მოსდიოდა. რატომ მიატოვა? სად იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში? ან რატომ იყო ასე გამწარებული დონ კორლეონე და რატომ სურდა ლიზი. დროის მანქანა? რაზე ლაპარაკობდა მაშინ? ნუთუ ამ ყველაფერს ჩვენთან აქვს საერთო? - ფიქრობდა და ვერ მიმხვდარიყო ვერაფერს. უჭირდა ამის წარმოდგენა.
-უნდა გამოვიხსნათ... - დაიწყო ნინომ და ლიზის მკერდს თვალი შეავლო. ის ისეთი სავსე იყო, შეშურდა კიდეც. ყოველთვის ლიზის მასზე ლამაზად თვლიდა, მაგრამ ვერ მიმხვდარა რატომ შეუყვარდა გუგას ის, და არა ლიზი? ყოველთვის უნდოდა ლიზისნაირი სილამაზე, არ შურდა, თუმცა უნდოდა ლამაზი ყოფილიყო, ჰყოლოდა საყვარელი ბიჭი, რომელსაც გულში ჩაიკრავდა და მოესიყვარულებოდა. თავიდან ამას თავის თავსაც არ უტყდებოდა და ცივს თამაშობდა, მაგრამ გულში რა ხდებოდა ეს მხოლოდ მან იცოდა.
-ვერ შევძლებთ. - კიდევ გაუმეორა. - მე მას პირობა მივეცი.
-რა პირობა? - თვალები გაუფართოვდა ისე გაუკვირდა.
-პირობა იმისა, რომ დაგიცავდი და დონ კორლეონეს ხელში არ ჩაგაგდებდი. და კიდევ ის, რომ დავივიწყებდი მის შესახებ... მანვე იცოდა შეუძლებელი იქნებოდა იქიდან გამოყვანა, ამიტომაც მითხრა ჩემთან არ მოხვიდეთ, არავითარ შემთხვევაშიო.
-შენ არ გესმის. მე ის მიყვარს და მისგან ბა... - ხმა ჩაუწყდა. ვეღარაფერი თქვა, თითქოს დანა დააჭირეს და ხმის ამოღებაც კი აუკრძალეს. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა შედეგს გამოიწვევდა მისი სიტყვები, ამიტომ გაჩუმება არჩია.
-მისგან რა?
-უბრალოდ, ძალიან მიყვარს, მეც ვერ გადავიტან მისგან შორს ყოფნას, როცა ვიცი რასაც გაუკეთებს მას ის პირუტყვი.
-ნინო? წარმოგიდგენია მაინც რას მთხოვ?
-ახლა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანის დაბრუნება მინდა და სხვა არაფერი.
-ვიფიქრებ...
-დრო არ ითმენს! - დაუბღვირა და ჯერ კიდევ მის სხეულს ათვალიერებდა, როგორ ისხამდა ზედ წყალს და ჭუჭყს, ტალახს იცილებდა. - ვერ გაპატიებ ამას, იცოდე ნამდვილად ვერ გაპატიებ. ისიც არ გითქვამს მე როგორ მიხსენით მისგან.
-შენ? - გაეცინა. - შენ ლაბორატორიაში მიჰყავდი, მანქანაზე თავდასხმა და შენი წამოყვანა არ გაგვჭირვებია, მაგრამ მის ციხესიმაგრეში შეღწევა და მთელი მისი დაცვის განიარაღება? ეს ხომ შეუძლებელია.
-რწმენა აძლიერებს ადამიანს. რწმენა და ერთობა. არაფერი არ არის შეუძლებელი, როცა ეს ორი რამ გაქვს. არ მინდა მკვდარი გუგა. შენც გიყვარს როგორც ვხედავ, კიდევ გიყვარს და ამას შენს თვალებში ვხედავ.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს მე რას ვგრძნობ. გრძნობამ არ უნდა გადაგძალოს და სისულელე არ ჩაგადენინოს. რასაც შენ ავლენ, ეს სწორედ გრძნობების გამარჯვებაა. თან მას შენ უყვარხარ, მე კი არ ვაპირებ თქვენ შორის ჩადგომას. - გული მოულბა მისადმი და წამსვე ინანა ასე უხეშად, რომ დაუწყო საუბარი. ლიზიმ სუფთა შარვალი და მაისური გადაიცვა, იარაღი აიღო და გარეთ გავიდა.
-ყველამ მომისმინეთ! - განცხადებასავით გააკეთა თავიდან და მაშინვე ყველას ყურადღება მიიპყრო. მის გარშემო შეგროვდნენ ბავშვებიც, კაცებიც, ქალებიც, ესენი ის ადამიანები იყვნენ, ვინც დონ კორლეონეს წყალობით დაზარალდნენ და საერთო მიზანი აერთიანებდათ. ნინოს შეხედა სანამ დაიწყებდა. მასთან კავშირმა გაჭრა, იგრძნო, თვითონ განიცადა მისი სიტყვები, ყველაფერი. - ყველას დიდი ხანია ერთი რამ გვინდა. იმ კაცის სიკვდილი, ვინც ამდენი ზიანი მოგვაყენა და ვის გამოც ასე გვიწევს დამალვა, ყოველ გაფაჩუნებაზე წამოხტომა და შიში. ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. ახლა ჩემი ტყუპისცალი, ჩემი საყვარელი და ჩემთან არის, მას არაფერი ემუქრება და შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი ჩვენს მალვას, შიშს, ასე უპატრონოებივით გდებას გარეთ. დროა მორჩეს ჩვენი ტანჯვა, დაე დონ კორლეონემ იტანჯოს სიკვდილის ბოლო წამებში.
მის სიტყვებს ჟრიამული და იარაღების ზევით აწევა მოჰყვა. გაოგნებული შეჰყურებდა და მათში რწმენით აღვსილ ხალხს ხედავდა, ვინც მზად იყო შეეწირა თავიანთი სიცოცხლე იმისთვის, რომ თავისუფლება მოეპოვებინათ. მათთვის საერთო ხომ ტყვეობა იყო, სულიერი ტყვეობა, რომელსაც ვერასდროს გაურბოდნენ, ნინომაც იგრძნო იმედის ნაპერწკალი, რომელიც გამარჯვებას უქადდა.
-შეიძლება ამ ბრძოლაში დავიხოცოთ კიდეც, შეიძლება არა, ეს მხოლოდ უფლის ნებაა, მაგრამ როდემდე ვაპირებთ მალვას? როდემდე უნდა ვიკვებოთ ნარჩენებით და მოპარული საკვებით, ან ჩავიცვათ რასაც სხვას წავართმევთ? დროა ჩვენი ადგილი გვეკუთვნოდეს ამ სამყაროში და დროა ჩვენც გვერგოს საკუთარი წილი ბედნიერება. ასე არ არის მეგობრებო? - ნინო უყურებდა თავის დას და მასში იმ გოგონას კი არ ხედავდა, ვინც ერთი წლის წინ იყო, არამედ სრულიად შეცვლილ ლიზის, რომელიც თითქმის არაფრით ჰგავდა მას. უყურებდა და ხვდებოდა, რამდენი ტკივილი მიაყენა მას ცხოვრებამ, რამდენი ტანჯა. თვალზე ცრემლი მოადგა, ამ ბოლო დროს ხშირად ტიროდა და ამის მიზეზი გადამეტებული გრძნობები და ემოციები იყო. ძალიან უყვარდა ლიზი, უფრო მამაციც გამხდარა, თავდაჯერებული, თავის თავში ლიდერიც კი იპოვა, წინამძღოლი, რომელმაც მთელი ერთი წელი ტყეში გაატარა და სულ არ დავიწყებია გრძნობა სიყვარული. მხოლოდდამხოლოდ სიმკაცრისკენ შეიცვალა, ცხოვრებამ შეცვალა და უფრო მეტად მკაცრი გამომეტყველება შესძინა სახეზე, ჯარისკაცის გამოხედვა, მებრძოლი სული, რაც თავის გატანაში ნამდვილად დაეხმარა. უყურებდა, მის საუბარს ისმენდა და საკუთარი დით ამაყობდა.
ყველა ადვილად დაითანხმა, ამაში ნინოს სიტყვებიც დაეხმარნენ. მან დააჯერა ბოლომდე, რომ უნდა ებრძოლათ და ეს მხოლოდ სიტყვებით არ გაუკეთებია.
-ყველაფერი რაც გაქვთ ბრძოლით მოიპოვეთ, მაგრამ ეს თქვენთვის საკმარისია? თქვენ მეტი გეკუთვნით და იბრძოლეთ, რომ მიიღოთ ის. თავისუფლება მარტივად არ მოდის, ის უნდა დაიმსახურო. დამსახურებას კი ნამდვილად შრომა უნდა.
-ხვალ გამთენიისას გავდივართ. მოემზადეთ. - თქვა ლიზიმ და ნინოს ანიშნა კარავში შეყოლოდა. - სალაპარაკო გვაქვს! - ბრძანება გასცა და ამას წყალი არ გაუვიდოდა.
***
თავი როცა მარტო დაიგულა და მიხვდა, რომ უკვე ყველა სამზადისს მორჩა და დასაძინებლად ემზადებოდნენ, მაშინღა დაიწყო საუბარი, გადაწყვიტა ბრძოლის დაწყებამდე ყველაფერი სცოდნოდა, რადგანაც ასე უფრო მეტი შანსი ექნებოდათ გადარჩენის.
-ნინო, რასაც ახლა გეტყვი ეს ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩეს, მხოლოდ ჩვენ შორის გასაგებია?
მან უხმოდ დაუქნია თავი და შიშისგან და აღელვებისგან ნერწყვი გადაყლაპა ხმაურით.
-ჩავთვალე, რომ ამის ცოდნა ახლა აუცილებელია შენთვისაც. ყველაფრის ცოდნის უფლება გაქვს, მაგრამ ამას როგორ მიიღებ და გამოიყენებ შენი გადასაწყვეტია. მე რაც ვიცი, ეს მამაჩვენის მონაყოლიდან, სხვადასხვა საიტების გადაქექვიდან და ამ საქმეში პროფესორების შეწუხების გამო ვიცი. ძალიან დიდ ინტერესს ვიჩენდი, რადგანაც მეც მაინტერესებდა, რატომ მეძებდა დონი, იმ საბედისწერო დღეს, ყველაფერი რომ არ გამეგო... როცა ის სხვა მეცნიერს ელაპარაკებოდა, მე კი ხმაური შემომესმა. წვიმდა... ქუხდა. საშინელი დღე იყო, გუგამ ლაბორატორიაში რომ მიმიყვანა მაშინ გავიგე შემთხვევით ყველაფერი და იქიდან გაქცევა გადავწყვიტე.
-ამ შესავლის გაკეთებას დროზე მოყვე რა ხდება ჩემ თავს ჯობია. მოთმინების ძაფი გამიწყდა. - დაუღრინა ლიზის, მაგრამ არც თუ ისე შესამჩნევად. არ უნდოდა კიდევ უხეშობა გამოეჩინა მის მიმართ, მისთვის ის რამდენ რამეს აკეთებდა და უმადურობად რომ არ ჩათვლოდა.
-კარგი. ყველაფერს თავიდან დავიწყებ, თუ რა მოხდა ჩვენი დაბადების ჟამს. სულ რაღაც 20 წუთით ვარ შენზე დიდი, შენზე ადრე გავახილე თვალი და ამ სამყაროში აღმოვჩნდი, ისე რომ არავინ მკითხა. შენ კი შემდეგ მოევლინე, ოცი წუთის შემდეგ. ყველაფერმა ერთი შეხედვით კარგად ჩაიარა, ჩვენი ძმა, ამ დროს პალატაში არ იმყოფებოდა. მხოლოდ რამდენიმე ექთანი და მამაჩვენი. მე მამაჩემს ვეჭირე ხელში, შენ კი მაშინვე არ დაგიწყია ტირილი, რამაც ყველა შეაშფოთა, მეც კი. რამდენიმე წუთი დასჭირდა იმას, რომ შენ სუნთქვა დაგეწყო, თავიდან მკვდარიც კი ეგონე ექიმებს, მაგრამ ბოლო წამს თვალი გაახილე, ხელების ქნევა და ტირილი დაიწყე. ამ დროს მამას იმდენად გახარებია, რომ შენი ხელში აყვანა მოუნდა და დედაჩემს დააჭერინა ჩემი თავი... მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა არ სუნთქავდი და როცა ექიმებს მკვდარი ეგონე, მაშინ ვტიროდი, მაგრამ შენ როცა ტირილი დაიწყე, ვიგრძენი... თითქოს ვიგრძენი, რომ ცოცხალი იყავი და მაშინვე დავმშვიდდი, პირი უაზროდ დავაღე და ვიცინოდი. ხელები კი შენკენ გამოვიშვირე.
-ეს რას ნიშნავს? - გააწყვეტინა ნინომ, რაც ლიზის სახეზე აისახა.
-გთხოვ დამამთავრებინე და კითხვები მერე.
-კარგი. განაგრძე.
-ექიმები ამას იმპულსს უწოდებენ. მაშინ იმპულსი გამომიგზავნე გონებით, რამაც მიმახვედრა რომ ცოცხალი იყავი. აი ეს მოხდა. ბევრი წავიკითხე ამის შესახებ და ტყუპებში ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა. ჩვენ არ ვართ ერთკვერცხისეული ტყუპები, სხვადასხვა ზიგოტაში ვიყავით, ამიტომ არ ვგავართ ერთმანეთს ასე და ამიტომაც ეჭვიც არ შეგვპარვია, თუმცა ამას ყოველთვის ვგრძნობდით ხომ ასეა? - თავი დაუქნია, რადგანაც გრძნობდა მისთვის იყო შექმნილი, ან ლიზი მისი ნაწილი იყო, მისი არსება. თავის ტყუპისცალად მიაჩნდა მაინც, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდნენ და ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავდა და ნინო ჩაფიქრდა, თუმცა ლიზისაც ყურადღებით უსმენდა. - გავიდა რამდენიმე წუთი, მამამ ისევ მე ამიყვანა ხელში, მეფერებოდა და მეთამაშებოდა, მაგრამ ის იყო ექთანს უნდა გამოერთმია უკვე, რომ რაღაც მოხდა, რაღაც რამაც ძალიან შეაშფოთა და ეს შემდეგში თამუნა დეიდ... დედასთვისაც არ გაუმხელია (მაპატიე, დედაჩვენად რომ მოვიხსენიებ, მაინც დედაჩემად ვთვლი თამუნა დეიდას, რადგან დედაჩემიც არის), მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო. - გაფაციცებული აკვირდებოდა, თვალებში უყურებდა მას და ეჩქარებოდა სიმართლეს როდის გაიგებდა. ის კი ნერვებს უშლიდა ასე რომ წელავდა მაინც და ყველაფერს ერთბაშად, რომ არ ამბობდა, მაგრამ მისთვის დემონური თვალებით ჩახედვაც კი ვერ აასწრაფებდა ამბის მოყოლას, სხვა რა გზა ჰქონდა, უბრალოდ ელოდა, როდის მივიდოდა მთავარ სათქმელამდე. - მამაჩემმა ცხადად დაინახა, მეორედ თუ როგორ იბადებოდი კვლავ. რამდენიმე წუთით წარსულში დაბრუნდა, რამაც მასზე ასე იმოქმედა. იდგა და შორიდან უყურებდა მეორედ შენს დაბადებას, ეს კი მისთვის ნამდვილად შოკი იყო. - ნინოსთვისაც. ხმა ვერ ამოიღო იმდენად გაოცდა, დუმდა... სიტყვებს ეძებდა, მაგრამ გადაწყვიტა დაესრულებინებინა, რაც არ უნდა სიგიჟე ყოფილიყო მაინც დაეჯერებინა, თუმცა როგორ გინდა დაიჯერო, რომ მის დას ასეთი რამ შეუძლია, დროში გადაადგილება, ტელეპორტაცია? - არაფერს არ ვიგონებ, როგორ მიყურებ. - შეშინდა ლიზი. - გიას თვალები უნდა გენახა, როცა ამას მიყვებოდა, და მოკლედ მათქმევინე ბოლომდე. გიორგი ნაკაშიძე შეშფოთდა, ვერავის ვერ ეუბნებოდა ამას, რადგან ექიმებს არანაირი უცნაურობა არ შეემჩნიათ, დედას უკვე ეძინა. აბა როგორია თქვა, რომ ახლახანს წარსულში ვიმოგზაურეო? ხო, მაშინვე გიჟად შერაცხავდნენ, შეეშინდა. გია კი ისევ იქ იდგა რაღაც დროის შემდეგ, სადაც წარსულში დაბრუნებამდე და აწმყოში მას ფეხიც არ მოუცვლია. თავის უახლოეს მეგობარს დაუკავშირდა ერთი თვის შემდეგ, როცა კიდევ ამჩნევდა ჩვენს კავშირს. როცა საერთოდ ჩუმად ვიყავით, მაგრამ ხანდახან ერთდროულად ვიცინოდით, ან ვტიროდით. ერთხელაც თურმე ის საკუთარი თვალით დაინახა, იმდენად ძლიერი ველი იყო, რომ ხილულიც კი გახდა და მან დაინახა. დედა სად იყო ამ დროს? ის საწოლში იწვა და თავს სუსტად გრძნობდა, ასეთი მშობიარობის გადატანის შემდეგ. ის მეგობარი იმის მამა იყო, ვისაც ახლა დონ კორლეონეს სახელით იცნობ... ხო, ისინი საუკეთესო მეგობრებიც კი იყვნენ. ბატონი მამუკა დვალი, მეცნიერი, ფიზიკოსი, რომელსაც სწამდა ასეთი ზებუნებრივი ძალების არსებობის და როცა სახლში დაიბარა, ის მაშინვე გვეახლა. გახარებული იყო, მეტიც გაგიჟებული, როცა ეს გაიგო. მამაჩვენს ეგონა, ამას მხოლოდ მე ჩავდიოდი და მთელი ეს გამოხტომები ჩემი ჩადენილი იყო, მაგრამ ის ცდებოდა და ეს კარგად იცოდა მამუკამაც. ჩვენ როცა ერთად ვართ ახლოს, ჩვენი კავშირი ძლიერია, როგორც ტელეპათიური, ანუ აზრების გადაცემის, ასევე ტელეკინეზი, ერთად ტელეპორტაციაც შეგვიძლია, დროში, ადგილიდან ადგილზე და საგნების გადაადგილება გონებით, ეს ყველაფერი მაშინ მამაჩვენის თვალით მონსტრად გვაქცევდა, მას რადგანაც მე პირველი დავიბადე, უფრო ძლიერი ამ მხრივ მე ვეგონე, მამუკამ კი ჩვენს სანაცვლოდ ფული შესთავაზა, ისე რომ არც უთქვამს რას გვიპირებდა. გია მაშინვე არ დათანხმებულა, მხოლოდ ჩვენი განკურნება უნდოდა და არ მოეწონა მისი შეთავაზება. იმიტომ მიმართა, რომ სხვა არც არავინ დაიჯერებდა, ასე კი ბავშვები დედასთან შესაძლოა სრულიად მარტო დავრჩენილიყავით. კიდევ ვიფიქრებო, იქნებ გაუაროთო, მაგრამ ეს არადა არ გადიოდა. არ იცოდა რაზე იყო წამსვლელი მამუკა, რადგან ის მეცნიერების გამო არაფერს უშინდებოდა და ყველაფერს უშვებდა. მისთვის თავისი შვილის საექსპერიმენტო კურდღლად ქცევაც არ იყო ემოციური. ყოველთვის ამბობდა... „მეცნიერება, მსხვერპლს მოითხოვსო!“.
-ღმერთო, ჩემო. - შეკრთა ნინო. - მაპატიე, ვეღარ შევძელი მეტის ატანა და გაჩუმება. ეს ყველაფერი ახლაც შეგვიძლია?
-კი. ახლაც. სუსტი იყო კავშირები, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში სიზმრებში მოვდიოდი შენთან. ჩემზე გაფიქრებინებდი, ვიცოდი ეს ხდებოდა და ამას არ ვაკეთებდი ისე, რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი შეტყობინება არ მოგივიდოდა. მხოლოდ ...
-ის სიზმრები... ფიქრები... ჩემი არ იყო? - ვერ აეტანა, გონებაში ამდენი რამის გადახარშვა უწევდა და ძალიან დაიბნა კიდეც. არ იცოდა რა უნდა მოესმინა კიდევ და კიდევ, ამიტომ წინასწარ შეემზადა საშინლად ამაზრზენი და განსაკუთრებულად ზღაპრული ამბის მოსმენისთვის და ყური კვლავ დაუგდო.
-გაჩუმდი კარგი? ხელს მიშლი ამ ინფორმაციის ზუსტად ისე გადმოსაცემად, როგორც იყო. აზრებს მიფანტავ, ისედაც რთულია ამ ყველაფრის თქმა შენ კიდე....
-უბრალოდ დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი.
-მესმის. ჩემთვისაც ასე იყო ერთ დროს, მაგრამ ყველაფერი დავიჯერე, რადგანაც სიმართლეა. ბევრს ვეძებდი ჩვენნაირ შემთხვევაზე ინტერნეტში, ბევრი ვეძებე წიგნებში, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არასდროს. ადამიანებს შეუძლიათ თუ მოინდომებენ ერთმანეთს აზრები გაუცვალონ და ამას უბრალოდ ვარჯიში სჭირდება გარკვეულად, მაგრამ ჩვენ ეს დაბადებიდან მოგვყვება, აზრების გაცვლა და ყველა სხვა რამ, რაც გონებით ხორციელდება, როგორც არ უნდა დაუჯერებელი იყოს. ვცადე და ყველაფერი გამოდის.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ, როცა ლიზის ნინო გულში ჰყავდა ჩაკრული, ცრემლები მკერდზე ეცემოდა და სისველესაც გრძნობდა. როცა ნინი დამშვიდდა და დარწმუნდა, რომ კიდევ ღირდა თქმა, მოყოლა განაგრძო: - მამას გაახსენდა მამუკას ერთ დროს ნათქვამი სიტყვები. როცა მისი ოცნება გაუნდო. ბატონი მამუკა დროის მანქანის შექმნაზე ოცნებობდა, მასზე იყო ორიენტირებული და როცა მას ეს გაუმხილა მიხვდა, რომ საკუთარი ხელით გაუნადგურა ბავშვებს ცხოვრება, მაგრამ ეს არ უნდა დაეშვა. მას ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა. - თვალზე ცრემლის გადმოგდება არ დარჩენია უყურადღებოდ ნინოს, ლიზი ტიროდა და გულაჩუყებულს ხმა ეცვლებოდა თხრობის დროს. - მას უნდა განვეცალკევებინეთ, უნდა დავეშორებინეთ, რადგან კავშირი დასუსტებულიყო და კიდევ იმიტომ, რომ დავეცავით. შენ რომ არაფერი გითხრა და ჩვენ რომ დაგვაშორა, ეს ჩვენ გამო გააკეთა გესმის? ეს რომ არ გაეკეთებინა, ჩვენ თავს წაართმევდა მამუკა გიას, ექსპერიმენტებს, ცდებს ჩაატარებდა როგორ გადავდივართ წარსულში. ფიქრობდა ამის გაკეთებით საბოლოოდ მიაგნებდა პასუხს და შექმნიდა დროის მანქანას. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, წარსულში დაბრუნება და მთელი მსოფლიოს ხელში ჩაგდება. არ ვიცი ამას როგორ აპირებდა, ან რომელ დროში უნდოდა წასვლა, თუმცა ვფიქრობ ესეც გათვლილი ჰქონდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა ვერ მოახერხა, რადგან ვერ მომაგნო. ახლა კი, როცა თბილისშიც დავბრუნდი, მისი შვილი აგრძელებს ამ საქმეს და მასაც იგივე მიზნები აქვს. - ახლა ორივეს აუჩუყდა გული და ერთმანეთს გადაეხვივნენ. მიეხუტნენ და იმ დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობდნენ, იმ დაკარგული სითბოს, სიცარიელის შევსებას ლამობდნენ. - თვითონვე შეარჩია კარგი ოჯახი, თავიდან თვალს ადევნებდა ჩემს გაზრდას, მაგრამ მერე კატეგორიულად მოსთხოვა მათ, თბილისი დაეტოვებინათ, ან საერთოდ საქართველო. ფულიც კი მისცა იმისთვის, რომ გამგზავრებულიყვნენ და გამქრალიყვნენ. დედაჩვენს კი მოატყუა, უთხრა რომ დავიღუპე, შენ კი მარტო დარჩი, ჩემ გარეშე.
გეფიცები, ყველაზე მეტად ამას ვერ ვპატიობდი თავიდან მას და ამის გამო ვერიდებოდი კიდეც ურთიერთობას მასთანაც და შენთანაც. ჩემი სიკვდილი გავითამაშე, ყველა დავაჯერე ამაში, სანამ ერთხელ მამამ არ შემნიშნა ისევ შენთან სიახლოვეს. არ გცილდებოდი, ვერ გაცილებდი მაინც თვალს, რადგან ჩვენ კავშირს მოვყავდი შენამდე, ვგრძნობდი შენ დარდს, ტკივილს, ყველაფერს რასაც ამ ერთი წლის განმავლობაში განიცდიდი და ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. ისევ დასაწყისს მივუბრუნდები, ჩემი მშობლები გაემგზავრნენ კიდეც, ერთი პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდით, თუმცა დედა ქართულად ლაპარაკს მაჩვევდა, ქართულად ვთქვი პირველი სიტყვა, ქართულად დავიწყე ლაპარაკი, რადგან ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდნენ მშობლები. იქ, რუსეთში, სრულიად მარტო ვიყავი, ვერავისთან ვნახულობდი საერთო ენას, ჩემს ოჯახშიც რაღაც მენაკლულებოდა, შენ მაკლდი და ამას მთელი სხეულით ვგრძნობდი, არ ვიცი როგორ აღგიწერო რას ვგრძნობდი მაშინ, გულში სრულ სიცარიელეს, არაფერი მახარებდა თითქოს, კი რაღაცები ნამდვილად მიხაროდა და ჭკუიდან გადავყავდი, მაგრამ ეს სიხარული გულში დიდ მწუხარებად მეზრდებოდა და ვერ გამეგო რატომ. ბოლოს დედას მივეჭერი და ყველაფერი ვუთხარი. ვუთხარი რას ვგრძნობდი, ვუთხარი რომ მეგონა და ან ძმა უნდა მყოლოდა, მაგრამ ვერ გამეგო, რატომ ვიყავი მარტო. ჩუმად მისმენდა, ცრემლები სცვიოდა, მაგრამ არაფერი მითხრა. გეჩვენებაო, უბრალოდ ასაკის ბრალიაო, აი რა მითხრა! - გაბრაზებულმა თვალები დააბრიალა. - ამის შემდეგ კვლავ თბილისში ჩამოვედით, იქ შენც გაგიცანი და ის სიცარიელე ამომივსე, რაც მქონდა, ის მწუხარებაც ბედნიერებად მიქციე და ამას უნებლიეთ აკეთებდი, ერთმანეთი მაინც ვიპოვეთ ხვდები? ეს ჩვენი კავშირი ამდენად იყო ძლიერი, რომ ერთმანეთთან რაღაც გვიზიდავდა და გვწევდა. - ნინო თვალცრემლიანი უსმენდა და ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს თავის ისტორიას ისმენდა, ისიც გრძნობდა თავს უცხოდ, გრძნობდა ამ სამყაროში რომ ზედმეტი იყო და არავის სჭირდებოდა, რაღაც დროის მანძილზე ის ყველაზე უბედური ადამიანი იყო მთელ სამყაროში, როგორც ლიზი ამბობდა, მასაც აკლდა ვიღაც და ფიქრობდა ეს ბიჭის არყოლის ბრალიაო, მაგრამ შეცდა. ვერცერთმა ბიჭმა დააინტერესა და ვერავინ შეძლო მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, ვერავინ გარდა იმ დღისა, როცა ლიზის თვალები დაინახა, მას თვალებში უყურებდა და ხვდებოდა რომ მისი იყო, რაღაც მისეული ჰქონდა, რომელიც გულში სასიამოვნოდ ედებოდა, მაგრამ ამ გრძნობას ვერ უძებნიდა ახსნას. - ამის მერე რაც მოხდა ჩემზე უკეთაც იცი.
-აი, რატომ მიკრძალავდა მამაჩემი შენთან კონტაქტს. რატომ ჩავუკეტივარ ხშირად სახლში იმის გამო, რომ შენ არ მენახე. მაგრამ მაშინაც კი ბედნიერი ვიყავი, ვგრძნობდი სისავსეს და ვიღაცის არსებობას ჩემ გონებაში. ხშირად უმიზეზოდ, მარტო ვმჯდარვარ და გამღიმებია, არ ვიცოდი რისთვის დამებრალებინა ეს.
-მეც ანალოგიურად. - უთხრა ლიზიმ და ნინოს თვალებისკენ წაიღო ხელი, რომ ცრემლი გაემშრალებინა. - ნუ ტირი. - ჩაიხუტა. - ახლა ერთად ვართ... აქ ვართ და ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენ განცალკევებას, გპირდები!
-ვერასდროს? - საწყლად ჰკითხა მან, ასეთი სიყვარული როგორსაც მის მიმართ გრძნობდა არავისთან ჰქონდა. გუგამ თავი კი შეაყვარა, მაგრამ ის სიცარიელე მაინც ჰქონდა გულში, რაც ლიზის დაკარგვით იყო გამოწვეული.
-ვერასდროს! თავს შევწირავ და შენ არ დაგთმობ, რადგან ჩემი ნაწილი ხარ და ჩემთან უნდა იყო. ჩვენ ერთი მთლიანი ვართ, ერთი სხეული ორ ნაწილად, ჩვენი ერთად ყოფნით კი ეს უდიდესი ძალა გვაქვს. მისი სულაც არ უნდა გეშინოდეს... არა, პატარავ. საშიში მაშინ არის ხალხისთვის თუ ამას ცუდი მიზნებისთვის გამოვიყენებთ, მაგრამ შეგვიძლია სულ არ გამოვიყენოთ, თუმცა უბრალოდ ხომ არ მოგვენიჭა არა? რაღაც მიზნით გვებოძა ეს და იმის დროც მოვა, როცა ამას გავიგებთ. მანამდე ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ჩვენ შორის და არავინ უნდა გაიგოს... არც გუგამ.
-კარგი. მაგრამ მაინც იქამდე ვერ დავიჯერებ, სანამ არ დავინახავ ჩემი თვალით.
-მოდი ჩემთან. - ხელით მოსწია ლიზიმ. - კარგად შეხედე. - უკვე ჩამობნელებულიყო, მაგრამ კარავში სანთელი ენთო და ყველაფერს არა, მაგრამ რაღაც მანძილზე მაინც დაჰნათოდა სინათლე და საგნები ჯერ კიდევ მკრთალად ჩანდა. ნინომ ლიზის ხელს გააყოლა თვალი, რაღაც გამოძრავდა. დაინახა და გაოცებისგან პირი დააღო, დაინახა შავი, მოოქროვილი ყუთი ჰაერში როგორ აიწია. თვალი გააყოლა და მერე მოისრისა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ ის ნათლად ხედავდა სანთლის შუქზე მოლაპლაპე შავ ყუთს, რომლის სიმკვეთრეც უფრო მატულობდა, როცა სინათლეს უახლოვდებოდა. თავი ზღაპარში ეგონა, რომელსაც ბავშვობაში უკითხავდნენ, ფიქრობდა ეს ყველაფერი სიზმარი იყო და არაფერი მეტი, უნდოდა დაეჯერებინა, რომ გრძელი სიზმარი დაესიზმრა, ტყვეობა, გუგა, ლიზის ეს არაჩვეულებრივი და დაუჯერებელი მონაყოლი მაშინ გაქრებოდა, როცა გაიღვიძებდა, მაგრამ გაღვიძება ადრე იყო. ვერაფრით ახერხებდა ამას, რეალობის შეგრძნება დაკარგა, ვერ ხვდებოდა რა იყო სიზმარი და რა რეალური. შავი ყუთი, როგორც აიწია, ისევე ნელა დაეშვა დაბლა და თავის ადგილზე დაბრუნდა. - ახლა გჯერა?
„ან ახლა? - გაისმა მის გონებაში და ეს ისეთი ამაღელვებელი იყო, თან უცნაური, რომ წამოხტა და შეშინებული კარავიდან გარეთ გავარდა. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და მინდორს ანათებდა, საოცარი სილამაზე დაინახა ცაში, ვარსკვლავები მოძრაობდნენ, რაღაცას ანიშნებდნენ თითქოს, მაგრამ თვალი მალევე მოაცილა და მაღალი ნაძვებისკენ, სადაც უსიერი ტყე იწყებოდა, საოცრად ბნელი, იქითკენ გაუყვა. ლიზი მას დაედევნა. – „გაჩერდი. ეს საშიში არ არის, შენც შეგიძლია.“ - თავში სხვისი ხმა გაიგო კიდევ. – „მომისმინე“ - და კიდევ.
ლიზი მივარდა და გააჩერა. ხელი მხარზე დაადო, შემოატრიალა.
-შენ არ გესმის... ეს არ არის სიზმარი, ეს რეალობაა. არც რაიმე ფილმის გმირი არ ხარ ნინო. ყველაფერი მართლა ხდება და რაც მალე მიიღებ ამას, მით უფრო მზად იქნები ხვალინდელი დღისთვის. ვერ გადავიტან შენ რომ რამე დაგემართოს... მაშინ შენ აქ დარჩები.
-არა. - მიტრიალებულს ხელი ჩაავლო ნინომ. თავისკენ შემოატრიალა და მისი სახე ხელებში მოიქცია. ვარსკვლავების სინათლეზე ცრემლები ბრწყინავდნენ და კრისტალებივით ბრიალებდნენ ზღაპრულად. - მეც იქ უნდა ვიყო... შენ არ თქვი, ერთად თუ არ ვართ ეს კავშირი სუსტიაო? ვაიდა შენ დაგკარგო მერე?
-ჩემი სიცოცხლე. - კვლავ გადაეხვია, ამ საღამოს უკვე მერამდენედ. სიამოვნებდა მისი სითბო და თავი ახლა მაინც იგრძნო, ამ ტყეშიც კი, როგორც საკუთარ სახლში, იგრძნო რომ საკუთარი ადგილი იპოვა, მასთან, როგორც მაშინ გრძნობდა თავს ბედნიერად, გუგასთან საწოლში, თუმცა ახლა ორმაგად ბედნიერი იყო, რადგანაც საკუთარი ტყუპისცალიც გვერდით ჰყავდა და გახლეჩილი გულის ნაპრალები კვლავ შევსებოდა.
-და როგორ გაითამაშე სიკვდილი არ მესმის. ჩემი თვალით გნახე სრულიად დასახიჩრებული, გული რომ მომეწურა და საშინლად ავკივლდი. მაშინ ისეთ პანიკაში ჩავარდი, რომ...
-შენ იქ არ ყოფილხარ.
-რა?
-იქ არ ყოფილხარ - მეთქი. ის ყველაფერი არ გინახავს, რასაც ახლა ამბობ. - ლიზის გამარჯვებულის ღიმილით გაეღიმა. - ეს ყველაფერი არარეალური იყო. შთაგაგონე, ისე უნდა გცოდნოდა, რომ მოვკვდი, ამის გაკეთება არ გამჭირვებია. მახლობლად იყავი, მაგრამ არა ჩემთან. იქ კი ვიყავი, მაგრამ არა მკვდარი. მოვახერხე და ამით ყველას დავანახე ჩემი დასახიჩრებული სხეული, თუმცა ასეც არ იყო. ჩემი სიმართლის დამალვაში კი ერთი მეხმარებოდა.
ნინომ მუცელზე ხელი დაიდო. თვალებში ამოიკითხა, ვინც დაეხმარა გაქცევაში, თავის მკვდრად გამოცხადებაში და იმდენად უჩვეულო იყო ამის გაგება, ჩაიკეცა, დაეცემოდა ლიზის რომ არ დაეჭირა და ხელი მაგრად არ ჩაევლო. იმდენი მოახერხა, რომ ხელშიც აიყვანა და კარავისკენ წაიყვანა.
-გუგა?
-კი... - უთხრა და ლოგინში ჩააწვინა. - დანარჩენს ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებ. არ მინდა ძალიან დაგტვირთო. - გადააფარა საბანი, თვითონ კი ბალახზე თხელი ნაჭერი დააფინა და ზედ დაწვა. - დაიძინე... ხვალ დიდი ბრძოლა გველის. თო... გუგასაც გამოვიხსნით და დონ კორლეონესაც მოვკლავთ, საბოლოოდ რომ დაგვანებოს თავი, ჩვენ ყველას.
-ძილი ნებისა საყვარელო დაიკო... - უკვე ძილში ამბობდა ნინო. - მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ... ნურაფრის შეგეშინდება, შენთან ვარ. - თქვა და თვითონაც გადაბრუნდა დასაძინებლად.

_______
დაგვიანებისთვის დიდი ბოდიშით.
აბა შემიფასეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ <3 <3



№1  offline წევრი Ignifex

დაგვიანებაზე მე რა ნამუსით უნდა გეწუწუნო,მაგრამ ისეთი თავი იყო,გეპატიება დაგვიანება:დ
გავგიჟდი. მოულოდნელობებით აღსავსე,უჩვეულო ისტორიაა. კარგად იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს ამ ისტორიისადმი და კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ მიყვარს. მიყვარს იმის გამო,რომ სხვანაირია,თავისებურია,მოულოდნელია. ყოველ წინადადებას ეტყობა,გულით რომ არის დაწერილი და ამისთვის ყოჩაღ და მადლობა შენ <3 ისიც კარგად იცი,როგორი ვკითხულობდი ამ თავს:დ გამოვშტერდი,კარგი გაგებით:დ არ ვიცი რა გითხრა,სიტყვები არ მყოფნის,მხოლოდ ის ვიცი რომ შემდეგი თავი მინდა!:D გუგუნა მომენატრა,ნეტავ რას იზამემ..უხ! ველი,ველი,ველი<3 <3 ^^

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
დაგვიანებაზე მე რა ნამუსით უნდა გეწუწუნო,მაგრამ ისეთი თავი იყო,გეპატიება დაგვიანება:დ
გავგიჟდი. მოულოდნელობებით აღსავსე,უჩვეულო ისტორიაა. კარგად იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს ამ ისტორიისადმი და კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ მიყვარს. მიყვარს იმის გამო,რომ სხვანაირია,თავისებურია,მოულოდნელია. ყოველ წინადადებას ეტყობა,გულით რომ არის დაწერილი და ამისთვის ყოჩაღ და მადლობა შენ <3 ისიც კარგად იცი,როგორი ვკითხულობდი ამ თავს:დ გამოვშტერდი,კარგი გაგებით:დ არ ვიცი რა გითხრა,სიტყვები არ მყოფნის,მხოლოდ ის ვიცი რომ შემდეგი თავი მინდა!:D გუგუნა მომენატრა,ნეტავ რას იზამემ..უხ! ველი,ველი,ველი<3 <3 ^^

დიდი მადლობა შენ უსაყვარლესო ^_^ ხო, აი ახლა საბოლოო შეჯახება იწყება და მერე თქვენი ნერვიულობაც შეწყდება <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline ადმინი შამანი

ჩემი აზრი კი მოგახსენე პირადში,მაგრამ აქაც გეტყვი,რომ სესანისნავი თავი იყო!!
ამ თავმა მოლოდინს გადააჭარბა,ასეთ ამბებს ნამდვილად არ ველოდი.
ბოლო-ბოლო გავერკვიე რაღაცეებში და ძალიან მიხარია :დ
ახლა კიდე დაძაბული ველოდები შემდეგ თავს.
საშინლად არ მინდა გუგა და ნინო ერთად არ იყვნენ და გაითვალისწინე გთხოვ :'(
სხვა რა გითხრა,ძალიან მაგარი ხარ და წარმატებები. ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

შამანი
ჩემი აზრი კი მოგახსენე პირადში,მაგრამ აქაც გეტყვი,რომ სესანისნავი თავი იყო!!
ამ თავმა მოლოდინს გადააჭარბა,ასეთ ამბებს ნამდვილად არ ველოდი.
ბოლო-ბოლო გავერკვიე რაღაცეებში და ძალიან მიხარია :დ
ახლა კიდე დაძაბული ველოდები შემდეგ თავს.
საშინლად არ მინდა გუგა და ნინო ერთად არ იყვნენ და გაითვალისწინე გთხოვ :'(
სხვა რა გითხრა,ძალიან მაგარი ხარ და წარმატებები. ♥

რაც შემდეგ თავებში იქნება წინასწარ გადაწყვეტილი მაქვს... გაიხარე, ასეთი ემოციებით რომ კითხულობ... როგორ მიხარია <3 <3
ხო, უკვე დასასრული ახლოვდება და ისე არ მინდოდა დამესრულებინა, რომ არაფერი გაგეგოთ მაინც და ისევ გაურკვევლობაში დამეტოვებინეთ. გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ცხოვრებაში არ არის ხოლმე ხშირად ყველაფერი კარგად, მაგრამ როცა გწამს საკუთარი თავის მაშინ იმისიც გწამს რომ კარგად დასრულდება რაიმე :დდ <3 <3
ძალიან მასიამოვნებთ ბავშვებოოო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline მოდერი nicol

ყბა ჩამომივარდა... გავგიჟდი... რამდები ჟანრი გაგიერთიანებია ამ ერთ ამბავში?! თავიდან ვიფიქრე რომანია-მეთქი, მერე მძაფრ სიუჟეტიან ფილმს დაემსგავსა ყველაფერი, ახლა კი, მისტიკა... ვაღიარებ ყველა ჟანრში კარგი ხარ. სავსე სიუჟეტია და სასიამოვნოდ იკითხებს.

ველიდები შემდეგს. ვიცი ისიც ასე მოულოდნელობებით იქნება სავსე.

წარმატებებს გისურვებ. .
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
ყბა ჩამომივარდა... გავგიჟდი... რამდები ჟანრი გაგიერთიანებია ამ ერთ ამბავში?! თავიდან ვიფიქრე რომანია-მეთქი, მერე მძაფრ სიუჟეტიან ფილმს დაემსგავსა ყველაფერი, ახლა კი, მისტიკა... ვაღიარებ ყველა ჟანრში კარგი ხარ. სავსე სიუჟეტია და სასიამოვნოდ იკითხებს.

ველიდები შემდეგს. ვიცი ისიც ასე მოულოდნელობებით იქნება სავსე.

წარმატებებს გისურვებ. .

შენ კი, როგორც ყოველთვის ერთგული მკითხველი ხარ ჩემი და ეს მახარებს ისევ და ისევ.. <3
მადლობა ასევე ნდობისთვის... აუცილებლად. ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ მეცხრე თავიც დაძაბული იქნება ^_^ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი nucikela

როგორ დამაინტრიგე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent