შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (16)


21-10-2015, 23:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 4 422

დრო ყველაფერს შველის,ხვდები რომ სულიერი ტკივილი გინელდება,იმ იარების მოშუშებას ცდილობ,რომელიც მან დაგიტოვა,რთულია,მაგრამ მაინც ცდილობ,სიყვარული სიბრაზეში გადაგდის,ემოცია საერთოდ არ გაგაჩნია,მხოლოდ იმიტომ იღიმი,რომ გარშემომყოფებს თავს არ მოახვიო შენი ტკივილი.საოცარი არსებაა ადამიანი ამბობს მიყვარსო,მაგრამ მაინც ტკენს,უნდა ისიც იტანჯოს ისევე,როგორც თვითონ იტანჯა.ყველაზე ცუდი შერძნება მაშინ გეუფლება,როდესაც საკუთარი თავის შეცოდებას იწყებ,ბრაზი გახჩობს,გული გერევა მთელ სამყაროზე. როცა მას ვუყურებდი ხანდახან თვალებს დავხუჭავდი და გავიღიმებდიხოლმე,მერე რა ხანდახან წყვილად ცრემლიც თუ გადმოგორდებოდა ლოყებზე. ალეკო დანელიას და მე უკვე სიყვარულთან არანაირი კავშირი აღარ გვქონდა.ბავშვებსაც ჩამოვშორდი,ვცდილობდი ნაკლებად მქონოდა მათთან კონტაქტი,განა იმიტომ რომ არ მინდოდა,მხოლოდ იმიტომ რომ იქ უკვე ჩემი ადგილი აღარ იყო.სადაც დანელია იქნებოდა იქ უკვე ნიას ადგილი აღარ რჩებოდა.თუმცა გიგა და სალომე მაინც ცდილობდნენ ურთიერთობის შენარჩუნებას.
პალატაში უხმოდ იჯდა ნინო და მიყურებდა,მისი სევდიანი თვალები გონებიდან არ ამომდის,ხედავდა შვილი როგორ ეცლებოდა ხელებიდან და ვერაფერს შველოდა.ეცადა ცრემლები დაემალა,მაგრამ მე ხომ მაინც დავინახე
-დე,კარგად ვარ-გავუღიმე
-როდემდე ნია? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?რამდენჯერ გაგაფრთხილა ექიმმა ყოველ კვირას მოდიო? მე გენდობოდი და მეგონა მართლა მოდიოდი,არ გეცოდებით მე და მამაშენი?
-მაპატიე,უბრალოდ
-უბრალოდ ფეხებზე გკ*დია შენი თავი მეტი არაფერი!-გაბრაზებული გავარდა პალატიდან
ვიცოდი ნინო მართალი იყო,სულ ორჯერ არ გამოვცხადდი სისხლის გადასასხმელად და ამან უკვე შედეგიც გამოიღო.სულიერი მდგომარეობა სხეულზეც აისახა,უჭმელობა უძილობა დაემატა და შედეგად ანემიის საშიშროება მივიღე,თუმცა ვმკურნალობდი და კარგადაც ვიყავი,არც ახლა ვარ ცუდად,უბრალოდ ნინო ძალიან მშიშარაა,ვერც გაამტყუნებ დედაა და ცდილობს შვილი კარგად ყავდეს. მეორე დღე იყო აქ ყოფნის და უკვე სახლში გაქცევაზე ვოცნებობდი. ტელეფონს რომ დავხედე გიგას და სალომეს შეტყობინებები დამხვდა,პასუხი რომ მივწერე გიგამ გადმომირეკა
-სად დაიკარგე?
-ბათუმში წავედი 2 დღით
-როდის ჩამოდიხარ?
-ხვალ
-მომენატრე პაწუწ,ბავშვებმაც მოგიკითხეს,ხვალ ხო მოხვალ?
-კი,კი მოვალ
ცოტახანში ლიკა და დათოც მოვიდნენ,როგორც ყოველთვის საყვედურების გარეშე,ამ ორ ადამიანს მართლაც,რომ უსიტყვოდ ესმოდათ ჩემი.საღამოს უვე სახლში ვიყავი,არ მინდოდა ჩემი ამბავი ვინმეს გაეგო,თუმცა ჩაშავებული უპეები და დალურებული ვენები ამის მტკიცებულება იყო,გაცრეცილი ტუჩები და წონაში საოცარი კლება.ნუთუ სიყვარულს ამდენი შეუძლია? დავუსვი საუთარ თავს შეკითხვა,რომელზეც თვითონვე გამეცინა. დილით ადრიანად ავდექი,მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წავედი,სუსტად ვიყავი,მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია,ღიმილით შევედი აუდიტორიაში.
-ნია როგორ იქნა!-ჩემსკენ წამოვიდა სალომე და გადამკოცნა
-სადაა ლექტორი?
-პირველი გვიცდება,წამო რა კაფეში,ვკვდები ისე მინდა ყავა
კაფეში ვისხედით და ყავას ვსვამდით
-იცი ლიტერატურა?-მობეზრებულმა გადმომხედა
-კი გოგო,ადრე მაქვს წაკითხული და მახსოვს რაღაცეები
-რა ძლიერი ხარ ნია,როგორ შეგიძლია მიკვირს,აბა მე ლაშას რომ დავშორდი 1 თვე საწოლიდან ვერ ვდებოდი ისე ცუდად ვიყავი,შენ კიდევ დაჟე სემინარებსაც კი სწავლობ-თავი გააქნია
-ვცდილობ,ადვილი არაა,მაგრამ ვცდილობ-გავუღიმე
-ისე რა უნამუსო არსებაა რა!
-კაი სალომე,ნუღარ მიხსენებთქო რამდენჯერ გითხარი?
-ის იქიდან ეს აქედან! მოკლედ რა!
მეორე ლექცია 10 წუთში იწყებოდა ზარი დაირეკა და აუდიტორიაში შევედით. დანელიაც ბრძანდებოდა. ლიტერატურის სემანინარი გვქონდა,თემა ერიხ მარია რემარკის "ტრიუმფალური თაღი" საოცრად მიყვარდა ეს რომანი,მგონი მესამედ მქონდა უკვე წაკითხული.ქალბატონმა ნინომ სია ამოიკითხა და როგორც ყოველთვის პირველს მე მომწვდა.
-ნია,მზად ხარ?-სათთვალეები მოიხსნა და ამომხედა
-დიახ-ღიმილით ვუპასუხე
ზედმიწევნით და დაწვრილებით მოვყევი,მოეწონა,შემაქო როგორც ყოველთვის,ახლა ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო ეტაპზე გადავიდა,კითხვების დასმაზე.განა იმიტომ მეჯავრებოდა ეს ეტაპი,რომ ვერ ვუპასუხებდი,არამედ იმიტომ,რომ ზოგად კითხვებს სვამდა ხოლმე,მაგალითად შეეძლო ეკითხა რამდენად ღმა იყო რავიკის სიყვარული ჟოან მადუსადმი? ამას კიდე მოაყოლებდა სიყვარულზე უამრავ კითხვას,ეს თემა ხომ მისი საყვარელი განსახილველი იყო,არც მისმა კითხვამ დააყოვნა
-შენი აზრით რა მცნებაა სიყვარული?-ყურადღებით დამაკვირდა,ახლა ამ კითხვის დასმის დრო იყო?
-სიყვარულია,როდესაც მისი ერთი გამოხედვაც კი გულს გიჩქროლებს-არვიცი რამდენად ემთხვეოდა ეს მის დასმულ კითხვას მაგრამ,ვეცადე ლაკონურად მეპასუხა
-და შენ გიჩქროლებს ვინმე გულს?-გაღიმებულმა მკითხა და თან დანელიას გადახედა,მანაც იცოდა ჩვენი ამბავი
-კი,ლეონარდო დიკაპრიო-ამაზე ყველას გულიანად გაეცინა
ნინომ შენ გაიხარეო რამდენი ხანია აე გულიანად არ მიცინიაო. ზარი დაირეკა,ამის მეტი აღარ გვქონდა ლექცია და სახლში წამოსვლა დავაპირე,გზაში გიგა ამედევნა და ხელკავი გამომდო
-რაო,ლეონარდოო? გულს გიჩქროლებს ხო?-გაეცინა
-ნუ ხარ შენ გველი-მეც გამეცინა
-წამო რა კაფეში
-უნდა წავიდე
-სად გაექცევა ეგ სახლი,რა იყო ცოტახანს დაჯექი ჩვენთან მოენატრე სასტავს
-სხვა დროს,წადი მიდი არალოდინო ბავშვები-გადავკოცნე და სახლში წამოვედი
ნინოს ჩემი საყვარელი ხორცის ბილინები მოუმზადებია,ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა.გახარებული დავაძგერდი
-რამდენი ხანია ასეთი მადიანი არ მინახიხარ-ჩემსწინ ჩამოჯდა
-აწი სულ ასეთს მნახავ დე-გავუღიმე
-ხშირად უნდა დაგიცხო ეს ბლინები-სიცილით გავიდა სამზარეულოდან
სამეცადინო არაფერი მქონდა,ვიფიქრე რამე კარგ ფილს ვუყურებთქო,საღამოს 7 საათი იყო.ფილმის არჩევის დროს გიგამ დამირეკა
-ჰო გიგა
-პაწუწ,რასაკეთებ?
-არაფერს ფილმის ყურებას ვაპირებ,შენ?
-მიდი მოემზადე და 15 წუთში გამოგივლი
-რატო?
-რესტორანში მივდივართ და ახლა არ დამიწყო ვერ წამოვალ და რაღაცეები,იცოდე თუ არ წამოხვალ ჩათვალე რო დამკარგე
-შენ ხო არ გაკლია რა რესტორანი აგიტყდა,მეზარება მე
-იცოდე მართლა ხმას არ გაგცემ!
-ხო კარგი! 30 წუთში მზად ვიქნები
-ისე მე 15 წუთი გითხარი,მარა არაუშავს დაგელოდები
მართლა ძალიან მეზარებოდა იქ წასვლა,თანაც არც ხალისი მქონდა,თუმცა გიგას უარი ვეღარ ვუთხარი,შავი მაღალწელიანი ჯინსი ამოვიცვი,თეთრი შიფონის გრძელმკლავიანი ტოპი გადავიცვი და ქუსლიან ფეხსაცმელებში ჩავყავი ფეხები,თმა კოსად გავიკეთე,მაკიაჟიც ვეცადე ზედმეტად გადატვირთული არ ყოფილიყო,მოკლედ არამიშავდა. ამასობაში ნახევარი საათიც მიილია,გიგამ დამირეკა ვიყინები მალე ჩამოდიო,მანტო მოვიცვი,ცანტა და ტელეფონი ავიღე,ნინოს დავუბარე და სირბილით ჩავედი
-რალამაზი ხარ გოგო!-დამატრიალა
-ნეტა შენ რა! ლამაზი არა იხვის ტოლმა,მიდი დროზე ქენი რამე გავიყინე
ტაქსი გავაჩერეთ და 15 წუთში უკვე რესტორანში ვიყავით.
მეგონა ადგილზე მოვკვდებოდი აკოს გვერდით მჯდომი უცხო გოგო რომ დავინახე,გიგას მაგრად მოვუჭირე მკლავზე ხელი,სუნთქვაც კი დამავიწყდა ერთიანად ავკანკალდი
-რა დაგემართა?-გაოცებულმა შემომხედა
-ის გოგო,აკოს გვერდით-ძლივს მოვაბი სათქმელს თავი
-ეგ ელენეს დაქალია გოგო-გაეცინა
სუფრასთან მივედით,მე სალომეს გვერდით დავჯექი
-როგორც იქნა ნიამაც გვიკადრა-თქვა ლადომ
-გაგვირბის-მხარი აუბა თეკომ
-რა სისულელეა-თავის მართლება ვცადე
დანელია იჯდა და მაკვირდებოდა,ეტყობოდა რომ უკვე მოუსწრია დალევა.
-ნია,გაიცანი ეს ჩემი დაქალია ნინი-გადმომხედა ელენემ
-სასიამოვნოა-გავუღიმე
-ჩემთვისაც-არც მას დაუკლია თავაზიანი ღიმილი
იქ ყოფნა საშინლად მთრგუნავდა,ალბათ ისევ მიჭირდა მის გვერდით ყოფნა,აივანზე გავედი ჰაერი აღარ მყოფნიდა.სახე ცივ ნიავს მივუშვირე და თვალები დავხუჭე,კარების ხმა გავიგონე,არ გამიხედავს ის იყო,ჩემს გვერდით დადგა,მოაჯირს ცალი ხელით დაეყრდნო,ცალით კი სიგარეტს გაუკიდა,არ შემიხედავს,უხმოდ ვიდექი.გული საგულეს აღარ მქონდა,ცოტაც და პანიკებში ჩაავვარდებოდი,ციოდა,მაგრამ მე სულში უფრო მციოდა
-გაიყინები-მონატრებული ხმა,1 თვის თავზე მისი ნათქვამი სიტყვა
-არ მცივა-ისე ვუპასუხე არც შემიხედავს,რა შემამცივნებდა ერთიანად ვხურდი
-სხეული არ მიგულისხმია,სული ვიგულისხმე
-ვერგავიგე?-ჩამეცინა გაოცებულს და გავხედე
-დაიკდიე,უბრალოდ გაცივდები
-ნუ ღელავ
-ბრაზობ?
-არა
-არ გეტყობა
-ალბათ
-ბრაზობ-ჩაეცინა
-სულერთია-მხრები ავიჩეჩე
-ვაბშე არაა
-კარად ვარ,მთავარი ესაა
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად
-არ მინდა ცუდად იყო
-სისულელეა
-რა?
-შენი ნათქვამი ყველა სიტყვა
-ვითომ?
-მათლა
-ტყუი
-სიმართლის დამალვის საუკეთესო ხერხია
-ისევე გტკივა როგორც მე მტკიოდა
-გამოგივიდა-ორინიით სავსემ გავხედე და ჩამეცინა
-მწარეა?
-წარსულზე ლაპარაკს არ ვაპირებ
-მომავალზე ვილაპარაკოთ
-მომავალი წარსულშივე დავასრულეთ
-შეგვიძლია აღვადგინოთ
-და იმ ტკივილს რა ვუყოთ?
-ერთად ვუმკურნალოთ
-წარსული არ ბრუნდება,შეეჩვევიო,ჰოდა შევეჩვიე-გავუღიმე და შიგნით შესვლა დავაპირე,თუმცა მაჯაში ჩამავლო ხელი
-გამიშვი
-აღარ ვაპირებ
-სისულელეა-გამეცინა,ვცადე თავი გამენთავისუფლებინა და დავეჯაჯგურე
-საკმარისია უკვე,მეტისმეტია
-გვიანია უკვე,თანაც ძალიან,შენს ნათქვამს ხომ არ გადახვალ?
-ვიცი რომ გაბრაზებული ხარ,მეც ასე მჭირდა
-არა,ამას გაბრაზება არ ქვია,გილოცავ,მაგარი ბიჭი ხარ! რაც ჩაიფიქრე ის გამოგივიდა,თუმცა მაინც ვერ გამტეხე ბოლომდე-ძალიან ამაყი ვიყავი მაშინ
-მეპრინციპები
-არა,მე ისევ მიყვარხარ,ისევ ისე ძლიერად,მაგრამ წარსულის დაბრუნება არ მინდა
-ვიცი ორივეს გვინდა,ეს ბოლო შანსია
-წადი ახლა,ის გოგო გელოდება ვიზეც ცდილობდი ჩემს ეჭვიანობას
-სისულელეა,სხვა გოგო არარსებობს და არც არსებობდა
-მაგრამ იარსებებს
-შენს მეტი არავინ
-საკმარისია,უკვე შევეგუე
-საკმარისი არასოდესაა, თუ სიყვარულია მაშინ მითუმეტეს
-გამიშვი,მცივა
-მატყუებ
მოვახერხე და ხელი გავინტავისუფლე,აკანკალებული შევედი ჰოლში,ყველა ჩვენ გვიყურებდა,ყველას აინტერესებდა რა მოხდა,რაზე ვილაპარაკეთ და რა შედეგი მოჰყვა,თუმცა არავის გავეცი პასუხი,მაშინვე საპირფარეშოში შევვარდი,უკან გამომყვნენ გოგონები
-ნია,რა ხდება?-გაოცებულები მიყურებდნენ
-რაო,რა გითხრა? ან შენ რა უპასუხე?-არ ცხრებოდა თეკო
-სისულელეები-თმები უკან გადავიყარე და ნერვიულად გამეცინა
-ვაიმე,დროზე მოყევი გოგო აღარ შემიძლია!
-მოუნდა ბიჭს!
-ანუ? აი ვიცოდი! ვიცოდი ! ხომ გეუბნებოდი მოვათქო?! -სიხარულით ცას ეწივნენ გოგონები
და მე რას ვგრძნობდი? საერთოდ არაფერს,მხოლოდ სიარიელეს.









____________________________
დაგპირდით სიახლის შემთხვევაში აუცილებლად დავწერდი,არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი,მაგრამ იმ მომენტში რაც მიკარნახა გულმა ის გავაკეთე.



№1 სტუმარი სტუმარი

გენაცვალე შენ, გამოხარდა ძალიან

აღარ გინდა წინააღმდეგობა, მართლა ერთად უნდა მოერიოთ ორთავე ტკივილს.

ასე ჯობია, შეურიგდი

 


№2 სტუმარი elene

dzalian dzalian gtxov sheurigdi ici rogor velodebodi shens raime siaxles ai dzalian da me gtxov dzalian ucnobi var ratqmaunda magram mteli hulit ro amdeni itanje nugar daitanjav tavs da orivem ertad dadzliet gtxov!!!! da siaxles velodebi tore movkvdebi albad mec

 


№3 სტუმარი ცირა

აუუ რა მაგარიაა

 


№4  offline წევრი kora

ვიცი ახლა ბევრი ისურვებს ჩამქოლოს ამის თქმის გამო, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გითხრა, ძალიან არასწორად იქცევი, შენ გჯერა მაინც რომ ოდესმე თავს დააღწევ ამ ტკივილს, დამიჯერე ტკივილზე მეტად სინანული შეგჭამს შიგნიდან. სანამ ჯერ კიდევ გაქვს შანსი ჯობია გამოასწორო ყველაფერი, საკლუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, შეიძლება იმდენად დაიგვიანო რომ მერე აზრი დაკარგოს ყველაფერმა. შენც ახლა მას ბაძავ და მისნაირად იქცევი ეს კი ისევ შენ გავნებს. კარგად დაფიქრდი და აუცილებლად გაგვაგებინე რა მოხდება.
--------------------
kira.G

 


№5  offline მოდერი Anye-Any

ვიცი და მესმის რასაც გულისხმობთ,უბრალოდ ადამიანური ფაქტორია,რთულია განიცადოთ ის რასაც მე ვგრძნობდი იმ მომენტში ასე ადვილი არაა ყველაფერი დაივიწყო. დავდებ შემდე თავს და გაიგებთ მოვლენებს. მადლობა თქვენ <3 აკოს მომხრეებო :)))

 


№6 სტუმარი ცირა

შენიიც მესმიის რასაც გრძნოობ,როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეცი მაშიინ :-) მარა აჯობებს მაინც შეურიგდე :-(

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

შენი კარგად მესმის მაგრამ უკეთესი იქნება პრინციპებს და სიამაყეს თუ გადააბიჯებ და შეურიგდები...ბედნიერებას იმსახურებთ ორივე.

 


№8  offline წევრი kora

Anye-Any
ვიცი და მესმის რასაც გულისხმობთ,უბრალოდ ადამიანური ფაქტორია,რთულია განიცადოთ ის რასაც მე ვგრძნობდი იმ მომენტში ასე ადვილი არაა ყველაფერი დაივიწყო. დავდებ შემდე თავს და გაიგებთ მოვლენებს. მადლობა თქვენ <3 აკოს მომხრეებო :)))

ცხადია შენი მესმის და სწორედ ამიტომაც გეუბნები, დამიჯერე იმაზე რთული რამეებიც არსებობს ვიდრე ეს შენ გგონია, შენ შანსი გეძლევა დაიბრუნო სიყვარული და უნდა დაივიწყო სხვა დანარჩენი, რთულში კი დაგვიანებას ვგულისხმობ. მე პირადად ეს განმიცდია და მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ, არ გისურვებ განიცადო მსგავსი რამ, ეს იმ ტკივილზე უარესია, რადგან მაგ შემთხვევაში საბოლოოდ კარგავ სიყვარულს. შენი მდგომარეობაც განმიცდია და მაგის იქითაც, ამიტომ კარგად დაფიქრდი და მხოლოდ ისე მიიღე გადაწყვეტილება.
--------------------
kira.G

 


№9  offline წევრი ebe

shen xo ar ici rogor gamixarda siaxle ♡ vici da mesmis dznelia sheurigde da daiviwyo is tkvili mec shensadgilas ese moviqceodi xo ici sxva sxvis saqmeshi brdzenia, magram mere upro ro ar getkinos sheurigdi scadet mainc . veli gagrdzelebas ♡♡♡

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე შენ ვერ წარმოიდგენ ეს ისტოტია რომ ვნახე როგორ გამიხარდა... თუ მიიღებ ერთ რჩევას მოგცემ... მე ადრე გითხარი სიამაყე სიყვარულს ანადგურებს მეთქი და ახლაც ამ აზრზე ვარ ყველაფერს ჯობია შეურიგდე და ორივემ შეწყვიტოთ საკუთარი თავის ტანჯვა... იქ სადაც სიყვარულია არ არსებობს ზღვრები და არანაირი ადამიაბური ფაქტორი არ უნდა გიშლიდეს ხელს სიყვარულით ტკბობაში... ჯობია ახლა საკუთარ თავს გადაახტე და სიყვარული აირჩიო ვიდრე მერე კიდევ ერთხელ სანანებელი გაგიხდეს ისევე როგორც ადრე ნანობდი...

 


№11 სტუმარი salo

Vsio shearige Ra exla

 


№12 სტუმარი დუდა

ეხლა ამან დაიწყო....რა ჯანდაბააა :@:@:@:@
ხალხნო,როცა სიყვარულია,როცა ყველაფერი ნათელია აი მომკალით და არ მესმის უბრალოდ რა საჭიროა თავის ფასება,ძაილთ რატომ იტანჯავთ თავს?სიმართლე გითხრა?დიახაც გასჭავლა ჭკუა...მის ადგილას ერთხელ მაინც წარმოგიდგენია თავი?ერთხელ გიპიქრია რამდენად მტკივნეულია ის,რომ ერთი კვირა გიყვარს და მეორე კვირას ეუბნები რომ იცი რა შევცდი,სხვა თვალით გიყურებდი და ა.შ.....როცა ადამიანის გრძნობებზე თამაშობ ეს რამდენად მტკივნეულია მმე მხოლოდ თეორიაში ვიცი...
თავის დაფასება გინდა?დაიფასე...მაგრამ მაშინ ჩუდად არ უნდა იყო....სიყვარულს სიამაყე და თავის დაფასება არ უხდება...ეს ორი რამაა რაც კლავს გრძნობას...
როცა იყო ხომ ნანობდი შენს საქციელებს???ხო და ეხლაც სანამ გვიანი არაა მორჩი ამ თავის დაფასებას და შეურიგდი,თორემ მერე უფრო უარესად იქნები...გგულშემატკივრობ მაგრამ ასეთ სისულელეს თუ გააკეტებდი მართლა არ მეგონა.....მე არც შენი და არც აკოს მხარეს არ ვარ.....მე თქვენი სიყვარულის მხარეს ვარ....თუ ისევ თავის ფასებას დაიწყებ და არ შეურიგდები მოდი მაშინ საქერთოდ დაანებე აქ წერას თავი....(უუუუხ ნეტა გიცნობდე დაგაწიწკნიდი მაგ თმებს :* :* :* :*)))))ცოტა ვიმკაცრე თუ რაც არის მაგრამ მართლა გავბრაზდი.....მაინც მიყვარხარ და იმედია გამოფხიზლდები :*გკოცნი

 


№13 სტუმარი tat

Yvelaperi unda gairkves bolomde. Yvela emocia unda iyos gaxsenebuli da axsnili. Cjemi azrit marto ase ageidzleba apatio. Zustad igive gadavitane da vici. Tqven gchirt ertmaneti. Nu ichqareb ar ginda agresia. Exla ggonia ro dacarieldi magram uars tu etyvi dro gava da dzalian mogenatreba

 


№14 სტუმარი nat-nat

love ვაიმე როგორ გამახარა ამ ისტორიიიამ,დზაან მინდა სჰერიგდეტ,სჰენ სჰანსი გაქ დაიბრუნო სჰენი სიკვარული,დამიჯერე ამაზე დიდიი გრზნობა არარსებობს ქვეკნად,ეს რო არ გააკეტო საკუტარ ტავს მტელი ცხოვრება ვერ აპატიეეეეებ,ველოდები მოვლენების განვიტარებას,კინაგამ გავგიჟდი სიხარულიტ ეს ტავი რომ ვნახეეეე.ცარმატებებიი[/b][b]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent