შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ(10)


22-10-2015, 14:25
ავტორი sllakhh
ნანახია 3 471

ძვლივს მოწვდა ჩემს ყურთასმენას შეძახილები და ძვლივს შევძელი გონზე მოსვლა, მალევე მოვშორდი და მის სახეს შევხედე თუ არა ძალიან დიდი კმაყოფილება ამოვიკითხე
-ჩემი გემრიელი ცოლი...-არც კომენტარი არ დააგვიანა.
-მოგკლავ ანდრეა-ჩავიქირქილე ჩუმად
-გააჩნია როგორ-ისევ მაცდურად ჩამიკრა თვალი
-შენ ადრე ასეთი გარყვნილი აზრები არ გაწუხებდა როგორც მახსოვს და ახლა რამ გადაგრია?
-რომ გცოდნოდა ცოლად არ გამომყვებოდი ხო?-კიდე აქეთ,რომ დამცინის..აღარაფერი მითქვია, "მომაკვდინებელი"მზერით შევხედე და გასასვლელისკენ ავიღე გეზი, მალევე დამეწია და ხელი წელზე მომხვია
-ასე უკეთესია-ყურთან ჩუმად მიჩურჩულა.

მალევე მივედით ძალიან ლამაზად გაფორმებულ დარბაზში,თვალებს ვერ ვუჯერებდი , იქაურობა ნამდვილ ზღაპარს გავდა.

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ(10)

ყველაფერი ისეთ ფერებში იყო როგორშიც მინდოდა.. ძალიან ბევრ ხალხს მოეყარა თავი,რომლებიც როგორც მივხვდი ჩემი ქმრის ნაცნობები უნდა ყოფილიტვნენ, აბა მე აშკარად არ ვიცნობდი.
-ანდრეაა..-ეგრევე დავიწუწუნე
-რაიყო?
-იმედია ვინც აქ არის ყველას გაცნობა არ მომიწევს-ჩემს სახეზე გაეცინა და ამ ბოლო დროს როგორც მიეჩვია ისე ჩამომკრა ცხვირზე თითი..უარყოფის ნიშნად კი თავი გააქნია.
ჩვენი შესვლა და შეძახილები ერთი იყო, მე ლიკასკენ გავიხედე რომლსაც სიხარულით სავსე მზერა ქონდა.
ჩვენი ადგილსკენ ავიღეთ გეზი, მეგონა როგორც ყოველთვის თამადის 2 საათიანი სადღეგრძელოების მომსმენა და მხოლოდ მთვრალი ხალხის ყურება მომიწევდა,მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი
-რძალო წამო რა ახლა მეც მეცეკვე არ დამწყვიტო გული-როგორც ჩვევია ნიკამ ისე დადგა მინი სპექტაკლი
-როგორ გაწყენინებ ნიკუშ
საცეკვაოდ გავედით ,ნახევარი მუსიკაც კი არ იყო გასული ანდრეამ,რომ გამოაცხადა
-ჩემს ცოლთან მინდა ცეკვა!
-მოკლედ რა ნახე ხო იცის რო სულ გვერდით ეყოლები ,მაგრამ ვერც ახლა გთმობს-ერთი შეუღრინა ანდრეამ- კაი რას მიღრენ ვჩუმდები და მივდივარ-სიცილით გაგვეცალა ნიკა.
ორივე ხელი ჩემს წელზე ქონდა, ტანით კი მთლიანად ვეკროდი მას, ვერ ვაიგნორებდი იმ შეგრძნებებს და ემოციებს რასაც მისი შეხება იწვევდა, გავიყუსე და თავი მის განიერ მხარ ბეჭზე დავადე.
პირველ ცეკვას მოყვა მეორე ,რომელიც სპეციალურად სიძე-პატარძალისთვის იყო გაკუთვნილი, კიდევ უფრო დიდი გრძნობით განვაგრძობდი მოძრაობას და თვალს ვარიდებდი მის მწველ მზერას,როგორც იქნა დამთვრდა მაგრამ არ დააყოვნა თამადის ხმამ მიკროფონში
-"ცეკვა,ბოლოში კოცნის გარეშე?წარმოუდგენელია!" ეგრევე დავქაჩე თვალები ,მაგრამ თამადაას მალევე აყვა სხვებიც
-ნახე როგორ ვითვალისწინებ ხალხის თხოვნას-დაამთავრა თუ არა სიტყვა ისევ ისე მიკოცნიდა ტუჩებს,მონაცვლეობით და დიდი სინაზით ,იფიქრებდი არ უნდოდა რამე დაეშავებინა და მიფრთხილდებოდა,როგორც კი ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება მომეცა ეგრევე მივახალე
-საზიზღარი ვიღაც ხარ ანდრეა-"გაბრაზებულმა" ვაქციე ზურგი და ჩვენი ადგილისკენ წავედი, ის კი სიცილით მომყვებოდა უკან...რაენაღვლება!
საკმაოდ გვიანი იყო ,მაგრამ როგორც ჩანს სტუმრები წასვალს არ გეგმავდნენ მე კი უკვე საშინლად დაღლილი ვიყავი
-ანდრეაა წავიდეთ რა..
-ოჰოო, ასე გეჩქარება?-ისევ მისი უხემსი მზერა...
-მოგკლავთქოო გეუბნებიი..-რაც შემეძლო ტონი დავისერიოზულე,მაგრამ ბოლოს მაიცნ ვეღარ მოვითმინე და სიცილი დავიწყე
-კაი მოიცა და წავალთ
ნიკასკენ და ერეკლესკენ წავიდა, რაღაც უთხრა და მალევე ჩაირთო ყველასთვის სასიამოვნო მელოდია და მთლიანად ჩაბნელდა დარბაზი, ხელი წელზე მომხვიდა და გასასვლელისკენ მიბიძგა
-ახლა იცი სად მივდივართ?
-სად?
-სად და ...თაფლობისთვეში რა..
-აუუ არა... არ მინდა რა, გთხოოვ
-რა არ გინდა ?-გაკვირვებულმა გამომხედა
-რა და არსად წასვლა არ მინდა
-მოიცა დავიჯერო მართლა არ გინდა რიოში,პარიზში ან ვენეციაში წასვლა? ან საერთოდ ნებისმეიერ სხვა ადგილას სადაც იტყვი
-არა არ მინდა
-ა*რაკებ-სიცილით მიპასუხა
-ოოო, არ მინდა სხვაგან და რავქნა?
-აბა სად გინდა მითხარი და იქ წავიდეთ საქართველოს მასშტაბით
-სად და...სვანეთში-გაბრწყინებული თვალებით შევხედე ,ხელები ერთმანეთს შემოვარტყი და სიცილიც ვერ შევიკავე- ჩემს შემხედვარე მასაც გაეღიმა
-ძალიან კაი წავიდეთ სვანეთში, ხვალ დილითვე
კმაყოფილებისგან ფართოდ გამეღიმა და კომფორტულად მოვთავსდი მანქანაში.
მალევე მივედით ჩვენს სახლში
-მანახე რა ჩემი საძინებელი საშინლად მეძინება
-გეთქვა და უფრო ადრე წამოგიყვანდი , ეგ არ გამოგვადგება ..
-ანდრეაათქოო, სერიოზულად გეუბნები!
-მეც, ჰო კაი რა თვალებით მიყურებ წამო აქეთ არის.
ოთახში შევედი თუ არა და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი უკვე ჩემს ტერიტორიაზე მშვიდად ამოვისუნთქე.
დილით ადრე გავიღვიძე , ნივთები არც იყო ამოლაგებული და ამიტომ არ დამჭირდა წვალება მერე ოთახიდან გავედი და სანამ ანდრეა გაიღვიძებდა გადავწყვიტე საუზმე მომემზადებინა.
მომზადების პროცესში ვიყავი როდესაც იკადრა და ჩამოვიდა
-მმ,რა სუნებია...რა ცოლი მყავს რა ცოლი-სიცილით მომეხვია უკნიდან და კისერში სველი კოცნა დამიტოვა
- ამ ბოლო დროს რა გჭირს შენ?
-და რა მჭირს?-ისე გაიკვირვა ვითომ მე ვიყავი წეღან და მანადმეც კოცნების ავტორი, ან თუნდაც ვინმე სხვა
-არაფეერი არა, მოდი მალე და წავიდეთ რა მერე
-როგორც მეტყვი ცოლო-სიცილით დაამთავრა წინადადება.
ჭამის დროსაც არ ჩუმდებოდა და სასაცილო კომენტარებს აკეთებდა
-კარგი რა გაჩერდი აღარ შემიძლია-ძვლივს ამოვილუღლუღე სიცილისგან ცუდად მყოფმა-მაცადე ჭამა და მერე რაც გინდა ის ქენი
-კაი შემოთავაზებაა,მოვრჩი მე...ბარგს ჩავდებ მანქნაში და გამოდი მერე გარეთ-თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი,მაგიდა ავალაგე ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და გარეთ გავედი.
-ანდრეაა სად ხარ წავეეედით-ტელეფონის ლაპარაკით მოვიდა ჩემამდე,მომიახლოვდა თუ არა გათიშა და ჯიბეში ჩაიდო, თვალი ჩამიკრა უფრო ახლოს მოიწია ,ორივე ხელით ჩემი სახე მოიქცია ხელებში და ისევ ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ისევ ისე ამერია გრძნობები ყველაფერი გაქრა ირგვლივ ,მხოლოდ ანდრეას და მის ტუჩებს ვგრძნობდი, ჩემი აჩქარებული გულის ხმა კი მეც მესმოდა და დარწმუნებული ვარ მასაც, წამით მეც ავყევი და ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,მომშორდა თუ არა როგორც მჩვევია ეგრევე შეტევაზე გადავედი
-რას აკეთებ?-საერთოდ არ გავდა ჩემი ხმა გაბრაზებული ადამიანის ხმას
-შენ არ მითხარი მაშინ, ოღონდ ახლა გაჩუმდი და რაც გინდა ის ქენიო? ჰოდა რაც მინდოდა ის გავაკეთე -თვალი ჩამიკრა ,ისევ მაკოცა მოწყვეტით, ხელი უკან წაიღო კარი გამიღო და მისი დახმარებით დამსვა უკვე ჩემთვის განკუთვნილ ადგილას,არც თვითონ დააგვიანა და მეორე მხარეს დაიაკვა ადგილი.

----
უფრო დიდი თავის დაწერას უბრალოდ ვერ ვახერხებ
მადლობთ ვინც კითხულობთ, მოგწონთ და აკომენტარბთ
ამ თავზეც ველი თქვენს შეფასებას <3



№1 სტუმარი darina

ar meyo dzalian momwons me andrea

 


ანდრეა მიყვარს :3 :3 ნატალი იდიოტია!

 


№3  offline წევრი Tako Gogelia

მომწონსსსსს

 


№4  offline წევრი sllakhh

Tako Gogelia
მომწონსსსსს

მადლობა♡

მარტოსული კატა^^
ანდრეა მიყვარს :3 :3 ნატალი იდიოტია!

იმედია შეგიცვლი წარმოდგენას :დდ

darina
ar meyo dzalian momwons me andrea

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent