ბედნიერია გოგონა?! (14)
- ლორა რა ხდება? – მკითხა მკითხა სებასტიანმა უშფოთველად. არაფერიც არ მოხდა! იდიოტი ადამიანი! – ააა... აღარაფერი. – ვუთხარი და შევტრიალდი. – ლორა, გამარჯობა არ გასწავლეს? – ჩაიცინა კარინამ. ნერვები მომეშალა. – ბო*ებს არ ვესალმები! – უკანმოუხედავად ვუთხარი და ვერ დავინახე კარინას გაავებული "როჟა". *** – რა საქციელი იყო ეს? – ცოტა ხნის შემდეგ კარები როგორც ყოველთვის შემოანგრია სებასტიანმა. მაგრამ უეცრად გაშრა, რადგან საწოლზე წამოგორებული ხელებგადაჯვარედინებული მე დაინახა. – გეკითხები რა საქციელი იყო ეს? – შენი ნერვები დიდიხანია ჩამიწყდა და თავი დამანებე სანამ აღვადგენ. – კიდე აქეთ რომ მეტლიკინება! ლორა მეორედ ასე იზამ და... აღარ დავაცადე: – შენთვის რაღაც უნდა მეთქვა და უცებ ... – წარბები უფრო შევყარე და გაბუტული ბავშვის როჟა მივიღე. – დარწმუნებული ვარ უმნიშვნელო რაღაც იქნებოდა! – უდარდელად გაიქნია ხელი. – ხო, ხო უმნიშვნელო იყო! – თვალები დავუბრიალე. – ახლა გისმენ! – ახლა არ მჭირდება შენი მოსმენა! – ლორა მითხარი დროზე! – აუ გადი რაა! – დავუყვირე. წარბი აწია და კარები გამოაღო. ენა ვერ გავაჩერე და ვუთხარი: – ფეხმძიმედ ვარ! – და ბალიში მივიხუტე. კარებში "გაიჭედა". მერე მოტრიალდა და ლოგინზე დაჯდა. – ვა... – ეგღა თქვა. სახე დავმანჭე. – ბიჭია თუ გოგო? – მკითხა უეცრად. – შენ ნორმალური ხარ? დღეს გავიგე პასუხი! – თვალები გადავატრიალე. – კაი გავალ მე. – თქვა და გავიდა. – თორე რო შემოხვედი მარგე რაა! – ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე. *** – სესი როგორ ხარ? – ვკითხე სესის, როცა დავურეკე. – რაო ტესტმა? – უცებ მომაყარა. – კიო – ამოვისუნთქე. ტელეფონი გაითიშა. ხელახლა გადავრეკე. – რატო გამითიშე? – ვუსაყვედურე. – ემოციებში ვარ მეგობარო! მალე ნათლია გავხდები! – თქვა სიცილით. – და ვინ გითხრა რო ნათლია გახდები? – ვუთხარი და გამეცინა. – რა წამოგიღო? – მითხრა უცებ. – როგორც ყოველთვის! – ბევრი ყოყმანის გარეშე ვუთხარი და გამეცინა. *** სესი მალე მოვიდა. პარკი გამოვართვი. – ჩემი "კიბორჩხალები"! – წამოვიკივლე. – ლორა, ასე ძალიან თუ გინდოდა დედა, უკეთეს კანფეტებს გიყიდდით! გეთქვა მაინც! – მითხრა "დედამთილმა". – დედა, ამას როშენი არ უყვარს. – თქვა სიცილით სებასტიანმა – გოიმობა კანფეტები უყვარს. დავეჭყანე. – სესილ, რა ხდება აბა თბილისში? – ჰკითხა "დედამთილმა" სიცილით. – რა და ყველაზე მაგარი ამბავი გავიგე დღეს! ლორა ფე... უცებ მე და სებასტიანმა ყვირილი დავიწყეთ. – აააააააააააეეეეეიიოოოუუუუუ! – მე. – ააააააააააარაააააააააააააააა! – სებასტიანი. უცებ სებასტიანის დედამაც შეჰკივლა. – რა ხდება? სესი მიხვდა თავის შეცდომას და პირი დააღო. – ლორას კანფეტი გადასცდა და ჩავარტყი, იმან მიპწკინა... – თქვა სებასტიანმა. – უჯიშო! ფეხმძიმე ქალს ვინ ურტყამს? – გაბრაზდა დედამთილი. – აბა მომეკლა ჩემი გოგო? – თქვა და მოულოდნელად მომეხვია. (საყუარლად) *** – ლორა, წავედით აბა! – მითხრა ცოტა ხნის შემდეგ სებასტიანმა. – სად მიგყავარ? თუ ჯოჯოხეთში მივდივართ მითხარი და მოვემზადები მაინც! – ნუ მაიმუნობ! რა დღეა დღეს არ გახსოვს? – მკითხა და ჩაიცინა. – შენი გასვენების დღე გამომეპარა? – ზიზღით შევხედე. – ნათლულიც ასეთი უნდა! – ახლა ხმამაღლა ახარხარდა. ნათლული? რა შუაში იყო ახლა ეს? მოიცა, ჯემოს შვილი ეყოლა? არა! ვარიანტი არ არის! დეა ხომ მეოთხე თვეშია! აბა რაა? უცებ ტელეფონს დავტაცე ხელი და კალენდარი ვნახე. დღეს ჯემოს დაბადების დღეა! *** ლოგინზე დავჯექი. ტირილი დავიწყე. – რა გატირებს გოგო? – მკითხა გაკვირვებულმა სებასტიანმა. – უფრო ადრე რატო არ მითხარი? – ღნავილი დავიწყე. სებასტიანი გვერდზე მომიჯდა. – კაი რაა, ამაზე ტირიხარ? არ გრცხვენია? – მითხრა და ცრემლები მომწმინდა. – გაწიე შენი ხელები თორე ისეთს გიკბენ... – გავბრაზდი და ანთებული თვალები მივანათე – საჩუქარს მაინც ვუყიდდი ნორმალურს! – ეგ არ არის პრობლემა. – გამიღიმა – მიდი უცებ გაემზადე და წავედით. *** – თვალები დახუჭე! – მითხრა სიცილით. – ცოცხლად მმარხავ? – შევეკითხე და ასეც მოვიქეცი. სადღაც წამიყვანა. – შენი კუბო თუ არ გინდა დავდგა დროზე მიმიყვანე! – ვუთხარი. – ნუ ღნავიხარ! და გაახილე თვალი. – მეორე თვალს წყალი დავალევინო თუ შვებულებაში გავუშვა? – ცინიზმი. ორივე თვალი გავახილე. აუდი დავინახე. მერე? მერე... *** ჩემი დაგვიანებული ფიქრები აი ის მომენტი, შენს ქმარს იმდენი ფული რო აქვს, და არ იცის რაში დახარჯოს! რამდენი ოცნებობს შენს ადგილას ყოფნას... აი შენ კი გირჩევნია იყო სახლში, ისეთ სახლში სადაც გაღვიძებაც არ დაგეზარება, იმიტომ რომ იქ შენი საყვარელი ადამიანები არიან! სახლში კი სადაც შენმა "ქმრის დედიკუნამ" არაფერი იცის თავისი შვილის და შვილის ცოლის მამის გარიგებაზე ცხოვრება ჯოჯოხეთია! როდემდე უნდა გაგრძლედეს ასე? მგონი ცხოვრება მასწავლებლებივითაა... ამოიჩემებს ერთს და ახარებს ბოლომდე... ანდა, ამოიჩემებს მეორეს და ცხოვრებას უწამლავს! უიღბლობას + მეგობარი, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოიარე, რომლის გამოც გერმანიაში წახვედი, რათა პირველს დაგენახა მისი თვალები! ასეთი მეგობარი ოპერაციის წინ რაღაცას გეუბენაბა – შენ კი სისულელე გგონია... თურმე სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. მეგობარმა ამდენი ტანჯვის სანაცვლოდ რა გაგიკეთა? – ადგა და უბრალოდ მოკვდა! ჰაჰ... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... მერე უცებ იგებ რომ ფეხმძიმედ ხარ... მუცლით ატარებ ბავშვს, რომელსაც ნენო უნდა დაარქვა და რომლის სქესიც კი არ იცი! შენი იდიოტი "ქმარი" კი რას აკეთებს ამ დროს? "–ვა..." ესაა და ეს... მისგან არც არაფერს ველი... ვალდებულიც არაა ასე მოიქცეს. მერე უფიქრდები იმას, რომ შენი ცხოვრება ერთ დიდ განტოლებას ჰგავს და ცდილობა ამოხსნა. ბოლოს პასუხიც არ აყოვნებს... შენი დაბადება + დედის გარდაცვალება + მამიდის გათხოვების შედეგად ნაწყენი შენ + შენი უეცარი გაზრდა და ბაბილინას სამყაროს მიტოვება + შენი გათხოვება უცნობ ადამიანზე + საუკეთესო მეგობრის სიკვდილი + შენი ფეხმძიმობა... = უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებულ გოგონას, რომელსაც ლორა დაარქვეს. –––––––––––––––––––– ეს პატარა თავი ჩემგან ;) coco girl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.