შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 10)

23-10-2015, 23:49
ავტორი chica sol
ნანახია 4 564

-განგა-
უცნობის მანქანაში ისე ჩავჯექი არც კი დავფიქრებულვარ. როგორც კი მანქანა დაიძრა და ლადო და ვატო უკან მოვიტოვეთ, შინაგანი შვება ვიგრძენი. თუმცა დაწყნარებას ვერ ვახერხებდი. ღრმად ვსუნთქავდი, გონებაში ვითვლიდი და ასე ვაკეთებდი სუნთქვით ვარჯიშებს, მაგრამ ეს არ მშველოდა... უკვე დიდი ხანია, ეს აღარ მშველოდა...
მხარზე ვიღაც შემეხო. ისე ვიყავი ნერვებს აყოლილი, ვერც კი ვიაზრებდი. შეშინებულმა შევხედე. ისიც შეკრთა, მგონი... ნორმალურად ვეღარ ვიყურებოდი თვალებიდან, ჩემს წინ არსებული ადამიანი, ისე ბუნდოვნად მეჩვენებოდა, თითქოს ბავშვობაში ნანახ სიზმრის აღდგენას ვცდილობდი და არ გამომდიოდა.
მანქანა გააჩერა. უარესად ავკანკალდი. კოსტუმი გაიხადა და გამომიწოდა. ფრთხილად გამოვართვი და ჩავიცვი. რაღაც ქილა მომაწოდა და დალიეო მითხრა. ხელები მიკანკალებდა და ქილიდამ სასმელი მეღვრებოდა. რამდენიმე ყლუპი მოვსვი და ქილა დავაბრუნე. ვწყნარდებოდი თანდათან და ძალაც მეცლებოდა, ძილს ვუძალიანდებოდი. მთელი ძალით ვცდილობდი, თვალები არ დამეხუჭა.
ჩემს მხარეს კარი გაიღო და ღვედი შემიხსნეს. თვალებს ვატრიალებდი აქეთ-იქით, მაგრამ ყველაფერს ბუდოვნად, გათხაპნილი ნახატივით ვხედავდი. ნმის ხელებში ვირწეოდი უკვე... ისიც კი ვერ გავიგე ხელში როგორ ამიყვანა. თვალებს ვახამხამებდი, იქნებ მხედველობა აღვიდგინო მეთქი.
უცებ თავი სითბოში ამოვყავი. ამან მაიძულა კიდევ ერთხელ გამმეხილა თვალები, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი, ისევ დავხუჭე. რა მჭირდა? ასე რატომ მეძინებოდა?
ქალის შეშფოთებული ხმა მესმოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. მერე უცებ მოვშორდი სხეულს, რომელსაც აქამდე ზედ ვყავდი მიკრული, მე კი მის მკერდზე მისვენებულს ნახევრად მეძინა და ცივ საწოლში ჩამაწვინეს. საშინლად არ მესიამოვნა სიცივის შეგრძნება.
თუმცა, ამ ძილთან ბრძოლის დროს, თავში ქეთი და ლანა ამომიტივტივდნენ. ლადოს მათთვის რამე რომ დაეშავებინა? შინაგანად ავფორიაქდი... ჩემს ირგვლივ სიბნელეც კი ცახცახებდა. მხოლოდ 2 სახელი მიტრიალებდა გონებაში „ ქეთი და ლანა“, „ ლანა... „ „ქეთი...“
ვერც ძილისა და სიბნელის სამყაროს ვაღწევდი თავს, რომ ნორმალურად მეთქვა რა მაწუხებდა. ისევ ქალის ხმა მესმოდა. „ქეთი და ლანა ვინ არიან?“ გავარჩიე სიტყვები. ნუთუ მათ სახელებს ხმამაღლა ვამბობდი?
საბოლოოდ მოვწყდი ყველაფერს. ისევ სიბნელეში ვიყავი. გოგონა დავინახე. გზაზე იწვა და მე მის წინ მუხლებზე ვიდექი. სახეზე თმა ეფარა. ვიცოდი ვინც იყო... ვიცოდი, მაგრამ ხელები წავიღე მისკენ და სახიდან თმა მოვაშორე. გოგონამ მაშინვე თვალები გაახილა და გაბუტული და ნაწყენი მზერა მომაპყრო. ისევ ვედრება დავუწყე, ისევ ვეფერებოდი და გადარჩენას ვთხოვდი ტირილით...
უცებ რაღაც საშინელი ჩავისუნთქე და გოგონამ საზარლად გაიცინა ჩემი გამწარებული სახის დანახვაზე.
თვალები დავაჭყიტე, ამ საშინელმა სიმყრალემ ყელი ჩამწვა. ხველება ამივარდა. სიმწრით ცრემლები წამომცვივდა. ძლივს შევიჩერე ხველა. ოთახს თვალი მოვავლე. ერთი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი დავინახე. ბიჭი ვიცანი, ის იყო... მანქანაში...ვერ ვიცანი ქალი,რომელიც თბილად მიყურებდა, თავზე ხელი გადამისვა. თვალებში ცრემლი ჩამიდგა. არ ვიყავი ამის ღირსი... არ ვიმსახურებდი სითბოს... არადა, როგორ მომნატრებია...
ბიჭი გარეთ გავიდა და ქალს დაავალა აქ დარჩიო... კარი გაიხურა თუ არა, ქალი უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და სითბოთი სავსე თვალებით შემომხედა.
-დედიკო, რა დაგემართა? შენ არაფერზე იდარდო, მალე ექიმი მოვა და ყველაფერი მოგვარდება. მე ლილი ვარ... რა გქვია?
უცებ მუცელში ტკივილი ვიგრძენი და ხმამაღლა წამოვიკვნესე.თვალის გახელისთანავე ვიგრძენი მუცლის ყრუ ტკივილი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ახლა, ასე მწარედ რომ მეტკინა რაღაც, ვეღარ მოვითმინე. საშინელი წვა გაგრძელდა... მუცელზე ხელი მოვიჭირე და საწოლში წამოვჯექი.
-მტკივა...-დავიკივლე გამწარებულმა. უფრო მწარედ ამტკივდა... მოვიკუნტე და კივილი ვერ შევიკავე. ვერ ვიგებდი რა მჭირდა. აქამდე ასეთი არაფერი დამმართნია.
-რა იყო დედიკო? რა მოგივიდა?-საწოლიდან წამოვარდა ლილი და შეშინებული თვალებით მომაშტერდა.
ტკივილი უარესდებოდა. ხელები საბნის ქვეშ შევყავი და მუცელზე მოვიჭირე და რაღაც სითბო და სისველე ვიგრძენი ხალათზე. სწრაფად მოვკიდე ხელი საბანს და გადავიძრე სხეულიდან. ჩემი ხალათი სისხლით დასვრილიყო. შოკში ჩავვარდი.რა მჭირდა? თითქოს ჭრილობა არ მქონდა არსად...
-ვაიმე, შვილო რა არის ეს. რა დაგემართა?-დამძახა ქალმა და კარისკენ გავარდა.
კივილს ვერ ვიკავებდი. ხელი სისხლით მომსვროდა, ისე როგორც სიზმარში. სისხლიან ხელს დავყურებდი და ხმამაღლა მოვთქვამდი. ოთახის გარედანაც ყვირილი მესმოდა, მაგრამ ტკივილი და სისხლიანი ხელები, სხვა რამეზე ფიქრის საშვალებას არ მაძლევდა... ოთახის კარი გაიღო და ის ბიჭი შემოვარდა ოთახში. ბიჭი მანქანიდან... საწოლთან წამში გაჩნდა და ჩემს დანახვაზე გაშეშდა? მე კი ტკივილისგან ვიგრიხებოდი, ერთ ადგილზე გაჩერებას ვერ ვახერხებდი. ასე მეგინა ვიღაც ჩემს შუაზე გაგლეჯვას ცდილობდა. წელი და მუცელი საშინლად მტკიოდა. ვერ ვუძლებდი მეტს და ხმამაღლა ვიკივლე.
-ლილი რა სჭირს?-დაიღრიალა ბიჭმა ისე, რომ ჩემი ხმაც გადაფარა. არაფრის თქმა არ აცალა არავის, მომვარდა და ხელში ფრთხილად ამიყვანა.- ჯონი მანქანა სასწრაფოდ.-დაიღრიალა და კარისკენ გამაქანა.
-მტკივა მტკივა...-ვკიოდი გამწარებული. მის ხელეში ვიგრიხებოდი. ისეთი მწვავე ტკივილს ვგრძნობდი რომ თვალთ დამიბნელდა.
დრო და დრო გონს მოვდიოდი. ტკივილი გონებას მიბნევდა. ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი.თავი ბიჭის კალთაში მედო და ისევ ვიგრიხებოდი ტკივილისგან.საბოლოოდ გავეთიშე სამყაროს.

თვალები თეთრ, ნათელ ოთახში გავახილე. აპარატების ზუზუნი მესმოდა. ოთახს თვალი მოვავლე. კედელზე დაკიდებული საათი დღის 12 საათს უჩვენებდა. აქ მხოლოდ მე ვიყავი და ჩემს გვერდით სკამზე ვიღაც ახალგაზრდა გოგონა ჩამომჯდარიყო და წიგნში ჰქონდა თავი ჩაყოფილი. ხმა არ ამომიღია. უბრალოდ გაშტერებული ვუყურებდი გოგონას, ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და შემომხედა.
-გამარჯობა.-ფართოდ გამიღიმა.-თავს როგორ გრძნობთ? ძალიან შეგვაშინეთ. ხომ კარგად ხართ?-ისევ ჩამეკითხა, ხმა რომ არ ამოვიღე.
არ ვიცი რა მჭირდა, ხმის ამოღება მიჭირდა. ამდენი უცხო ადამიანი, ამდენი ემოცია, ტკივილი... მინდოდა გოგონასთვის მეთქვა, რომ კარგად ვიყავი, მაგრამ არ ან ვერ ვამბობდი... ვხედავდი, თვალებში რაღაცნაირი შიში და სევდა ჩაუდგა. რაღაცას ვგრზნობდი მისგან, არ ვიცი, რას? თანაგრძნობას? ვეცოდებოდი? მაგრამ რატომ? მან ხომ არაფერი იცოდა ჩემს შესახებ? მან ხომ არ იცოდა რა გადავიტანე?
თუ არ იცოდა, აბა რატომ მიყურებდა ისე თითქოს ვეცოდებოდი? რა მოხდა? რამე მჭირდა? რამე სასიკვდილო სენით ვიყავი დაავადებული? მუცელში ისევ ყრუ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ რა შედარება იყო იმ ტკივილთან, რაც მაშინ მჭირდა?... მოიცა, რამდენი ხანი ვიყავი აქ? როდის მომიყვანეს? გუშინ? იქნებ გუშინწინ?
ქეთი? ლანა?
მათ გახსენებაზე თვალები ცრემლით ამევსო. ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი. გოგონა სკამიდან წამოვარდა და გარეთ გაიქცა. რა უქნა ლადომ ჩემებს? ჩემი ლანა ... დედაჩემი... იქნებ აღარც არიან ცოცხლები? იქნებ ლადომ ამისრულა დანაპირები და ორივე მოკლა? ჩემს გამო, ისევ და ისევ ჩემს გამო...ვინ ვიყავი ასეთი? რატომ იყო ჩემზე დამოკიდებული ვინმეს სიცოცხლე? რატომ ვაყენებ ყველას ტკივილს? რატომ არ ვკვდები? არ შემიძლია ამდენის გადატანა... რატომ არ ვშორდები ამ საძულველ სხეულს და არ ვიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში? რატომ?
ოთახში თეთრ ხალათებში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი და ქალი შემოვიდნენ. კაცი მისალმების შემდეგ, მომიახლოვდა და გადასხმის მილები შეამოწმა. მერე მოწიკწიკე აპარატს დააკვირდა, შემდეგ სკამი რომელზეც წეღან ის გოგონა იჯდა, ახლოს მოსწია და წინ დამიჯდა. ხალათის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გამომიწოდა. გამოვართვი და თვალები მოვიწმინდე. ცოტა დავწყნარდი.
ექიმი, რომელსაც სახელი ხალათის ჯიბეზე ჰქონდა მიმაგრებული „ალექსანდრე“, მოთმინებით მიცდიდა. საბოლოოდ როცა დავწყნარდი, მერე დაიწყო ლაპარაკი.
-მე თქვენი ექიმი ვარ ალექსანდრე. ალბათ ბევრი კითხვა გაწუხებთ, ამიტომ ჯერ მე ვისაუბრებ და თუ რამე კითხვა გექნებათ, შემდეგ მკითხეთ.-მითხრა თბილი ხმით.
ხმა არ ამომიღია, ისევ... მხოლოდ მივშტერებოდი... ისეთი დაბნეული სახით ვუყურებდი თითქოს ვერ ვარკვევდი მის სიტყვებს და ჩვენ ერთ ენაზე არ ვლაპარაკობდით.
-ვიცი ალბათ პირველი რაც გაინტერესებთ ისაა, თუ შევძელით ნაყოფის გადარჩენა. ძალიან ვმწუხვარ, მაგრამ ნაყოფის შენარჩუნება ვერ შევძელით. ძლიერი სისხლდენა გქონდათ. ალბათ ნერვიული სტრესის გამო...-ისევ და ისევ აგრძელებდა ექიმი ლაპარაკს, მაგრამ აღარ მესმოდა მისი ხმა.
რაო? ნაყოფი? სისხლდენა ვერ შეაჩერეს? ეს რას ნიშნავს? ნუთუ იმას რომ ორსულად ვიყავი და მუცელი მომეშალა? ბავშვი ჩემს სხეულში? ჩემი ნაწილი? ღმერთო...
მერე აღარაფერი მახსოვს ნორმალურად... ვტიროდი, ვკიოდი... ხელებს ვიღაც მიკავებდა... ვეღარაფერს ვიგებდი, ვერაფერს ვხედავდი, ყველაფერი და აღარაფერი მტკიოდა ერთდროულად... ხელი გამიკავეს და ვიღაცამ ვენაში ნემსი მიჩხვლიტა. კიდევ რამდენ ხანს ვაგრძელებდი წინააღმდეგობას არ ვიცი, მაგრამ შემდეგ ძალა გამომეცალა... ხელებს უღონიდ ვაფართხალებდი. უჩვეულოდ მოვდუნდი, მაგრამ შინაგანად ვინგრეოდი, ვიწვოდი, სახეს ვიხოკავდი, კედლებს ვეხლებოდი, ვიბრძოდი, ვტიროდი, ვგლოვობდი...
ჩემს, ჯერ არ დაბადებულ და უკვე მკვდარ ბავშვს ვტიროდი, ვტიროდი მას, ვისი არსებობაც მისივე სიკვდილამდე არ გამიგია. ვტიროდი მას, ვისზეც ჩემი ცნობიერი არსებობის განმავლობაში ვოცნებობდი...ვის აღზრდაზეც, განათლებაზე, ჩაცმასა თუ კვებაზევ ვოცნებობდი...დედობაზე ვოცნებობდი... მე კი ის აღარ მყავს... ასე დავისაჯე... დედობის უფლება ჩამომერთვა, ბედნიერების უფლება აღარ მქონდა.
ჩემი პატარა... ჩემი ჯერ არდაბადებული შვილი...
რა მნიშვნელობა ჰქონდა როგორ ჩაისახა? ვინ იყო მამა? ის ჩემი შვილი იყო, ჩემი პატარა...

საღამოს 6 საათზე ისევ გამეღვიძა. გოგონა ისევ ჩემს საწოლთან იჯდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა.
-გაიღვიძეთ? არ ინერვიულოთ ისევ რა...ძალიან შემაშინეთ...- გოგონას სახეზე ცრემლი ჩამოუვარდა.
თვალები ცრემლით ამევსო. ხელი ნელა ავწიე, მილებში რომ არ გავხლართულიყავი და ცრემლი მოვწმინდე. ისევ გამიღიმა და ხელზე მაკოცა.
-ის ბიჭი სადაა, აქ რომ მომიყვანა? -ისეთი შეცვლილი მქონდა ხმა, თვითონაც ვერ ვიცანი. ხმა პირველად ამოვიღე, ვინ იცის რამდენი დღის განმავლობაში.
-ვინ ცოტნე? დაკრძალვაზეა. ყველა დაკრძალვაზეა. ლილი დეიდაც იქაა და ამიტომ მე დამტოვეს თქვენთან.-გოგონა გახარებული ჩანდა ჩემი ხმის გაგონებაზე. -მე ეკა მქვია. ბატონ ცოტნესთან ვმუშაობ. ლილი დეიდას დამხმარე ვარ.
ცოტნე ალბათ ის იყო. ბიჭი მანქანიდან.
-ცოტნეს და გარდაეცვალა და იქ არიან... საბრალოს, მანქანა დაეჯახა და...მალე დამთავრდება დაკრძალვა და მოვლენ...-კიდევ ერთხელ დამეცა თავზარი ავარიის გაგონებაზე. გოგონა კი არადა არ ჩერდებოდა. ცრემლები ლოყებზე ჩამოსდიოდა და სლუკუნით ლაპარაკობდა. -ორი თვე კომაში იყო საბრალო და გუშინ დაგვტოვა. ვიღაც დაეჯახა მანქანით და გზაგე დატოვა საბრალო... ძალიან კარგი გოგო იყო, ისეთი ლამაზი...
თვალებიდან ცრემლები მდიოდა გაუჩერებლად... „ოღონდ ეს არა... ოღონდ ეს არა“ მხოლოდ ამას იმეორებდა ჩემი გონება... არ მინდოდა დამეშვა ის ფაქტი რომ ეს ის გოგო იყო, რომელსაც... „ოღონდ ეს არა“...
უცებ გამახსენდა ლადოსა და ვატოს საუბარი რომ მოვისმინე. ცოტნე კორინთელის დის საქმეს, სხვას არავის მისცემდნენო.
-რა გვარისაა ცოტნე?-ბოლო იმედს ჩავებღაუჭე და ხმა ამოვიდგი გაჭირვებით.
-კორინთელი.-მომიგო გოგონამ.
ჯერ გაჩერებული ვიწექი. მერე კი უცებ ხარხარი ამიტყვა. ბედის ირონიაც ამას ჰქვია. როგორაა? ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, ხომ? აი ეს მჭირდა ზუსტად.
არადა სასაცილო იყო რამე? უბრალოდ, ჩემს უიღბლობაზე მეცინებოდა, სხვა არაფერზე... უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული ვიყავი აშკარად. ამ ორი თვის განმავლობაში იმდენი სიმწარე , ტკივილი, შიში, დამცირება, ზეწოლა გადავიტანე, მთელ კოლონია ხალხს ეყოფოდა. კიდევ საღ აზრზე როგორ ვიყავი ეს მიკვირდა. თუ არც ვიყავი საღ აზრზე? ნეტავ გავგიჯდებოდე და სულ ერთი გახდებოდეს ჩემი ცხოვრება... გაქრებოდეს და გაუფერულდებოდეს წარსული და მოგონებები... ნეტავ შევწყვეტდე ჩემს უბადრუკ არსებობას... ნეტავ... ნეტავ...

****
აბა, ჩემო კარგებო აქ ხართ?
მეათე თავს ვამატებ და იმედია მოგეწონებათ.
ველი თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით, თქვენი მარიამი.

№1  offline წევრი vikipiki.

აუჰჰ..კაიი იყოოო რაღაცნაირიი ძალიით დავიმუხტეე..მარიკუნაა არრ ვიცი რა ვთქვაა.. ნამდვილად შესანიშნავიი თავიი იყოო :*** დღეს აღარ გეტყვიი არრ მეყო მეთქი, ნუ არ მეყო მაგრამ :D გკოცნის შენი ვიკა ♥♥♥♥ :***

№2  offline წევრი milangirl

შეიბრალე რა ეს გოგო. ისტორია ძალიან კარგია, მაგრამ ამ გოგოს საცოდავვობით დავიწვი რა. რამე უქენი

№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმეე ვიტირე..... არ შემიძლიაა რაა აი აი რა მალე მთავრდება ((((
არ ვიცი რა გითხრა.. განგა მეცოდება..
მიყვარხარ!

№4  offline მოდერი chica sol

vikipiki.
აუჰჰ..კაიი იყოოო რაღაცნაირიი ძალიით დავიმუხტეე..მარიკუნაა არრ ვიცი რა ვთქვაა.. ნამდვილად შესანიშნავიი თავიი იყოო :*** დღეს აღარ გეტყვიი არრ მეყო მეთქი, ნუ არ მეყო მაგრამ :D გკოცნის შენი ვიკა ♥♥♥♥ :***

კარგი დღეს აღარ მითხრა wink
მახარებ რომ მოგწონს. ჩემი გოგო ხარ love

milangirl
შეიბრალე რა ეს გოგო. ისტორია ძალიან კარგია, მაგრამ ამ გოგოს საცოდავვობით დავიწვი რა. რამე უქენი

მეც როგორ მინდა ვუშველო რომ იცოდე recourse
მალე დავაყენებ საშველს სავარაუდოდ.
მადლობა რომ კითხულობ

№5  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი

შენ ჩემიი გოგო <3 ♥♥♥
milangirl
შეიბრალე რა ეს გოგო. ისტორია ძალიან კარგია, მაგრამ ამ გოგოს საცოდავვობით დავიწვი რა. რამე უქენი

მეც როგორ მინდა ვუშველო რომ იცოდე recourse
მალე დავაყენებ საშველს სავარაუდოდ.
მადლობა რომ კითხულობ

№6  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმეე ვიტირე..... არ შემიძლიაა რაა აი აი რა მალე მთავრდება ((((
არ ვიცი რა გითხრა.. განგა მეცოდება..
მიყვარხარ!

ჩემო საყვარელოო... მაპატიე შენი ცრემლებისთვის, მაგრას ასე ეგოისტურად მაინც გამიხარდა ეს ისტორია ასე ჩემსავით ვიღაცას რომ სწვდება გულში
მიყვარხარ love

№7  offline მოდერი nicol

უკვე ახალი თავი დაგიდია მარიკუნააა love
ძალიან ვისიამოვნე love
უჰ როგორ მომწონს ეს ისტორიააა love
ველოდები შემდეგ თავს, ჩემო თბილო გოგო love
--------------------
თინა ნიკოლ

№8  offline მოდერი chica sol

nicol
უკვე ახალი თავი დაგიდია მარიკუნააა love
ძალიან ვისიამოვნე love
უჰ როგორ მომწონს ეს ისტორიააა love
ველოდები შემდეგ თავს, ჩემო თბილო გოგო love

ჩემი საყვარელი გოგო love
როგორ მომენატრე რომ იცოდე. love
მიხარია თუ მოგწონს ჩემო თბილო.
უყვარხარ მარის love

№9 სტუმარი lile

Aiiiiii ar vici ra gitxra saertod ar vwer komentarebs magram ai supeeeeer gogo xar

№10  offline მოდერი chica sol

lile
Aiiiiii ar vici ra gitxra saertod ar vwer komentarebs magram ai supeeeeer gogo xar

Vaune lilee... rogor gamaxare icii?
Didi madliba am gamonaklisistvis... martla bevrs nishnavs chemtvis tqveni aseti shepasebebi...
Madloba rom kitxulob❤❤❤

№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოკლედ ამ გოგოს საშველი მაინც არ არის სადაც არ უნდა წავიდეს შიში და დანაშაულის გრძნობა ყველგან თან დევს ძალიან მეცოდება გულს მტკენს მისი ასეთი მდგომარეობა... იმედია მალე გამოიყვან სტრესისგან... მე რატომღაც მგონია რომ თიკა მკვდარი არ არის და ეს ცოტნეს გეგმის ნაწილია... მოკლედ ველოდები ახალ თავს და იმედია ცოტნე განგას კარგად მოექცევა და ერთი სული მაქვს განგას ისტორიას როდის გაიგებს ცოტნე და როდის გაიჩნდება უფრო მძაფრად მისი დაცვის და გაბედნიერების სურვილი...

№12  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ

ჩემო კარგო. love
მხოლოდ შენ კი არა მე როგორ დავიტანჯე ნეტავ იცოდე... მგონი ნერვები გამიფუჭდა...
თან ვწერ და თან ვტირი დავიტანჯე.
დიდი მადლობა ასე გულთან ახლოს რომ მიგაქვს და ასე რომ მომყვები.
გკოცნი love

№13  offline წევრი vikipiki.

- ჩემო მარი, პირველი თავი ისე დაიწყე ვიგრძენი რომ რაღაც ცუდიი ელოდა ამ გოგოს.. თუმცა ამდენი არ მიფიქრია... ძალიან მეცოდებააა...იმედს ვიტოვებბ ახალ თავში ცოოტას მაინც შეიბრალებ , თორემ შენი ვიკა ცუდად გახდებაა ♥♥♥ სულ მინდა რომ ვიკითხოო და ვიკითხოო...ახლაც გადავიკითხე და რომ არ დამეწერა ისევ რამე არ შემეძლოო ♥♥უნიჭიერესი , უსაყვარლესი , უთბილესი ადამიანი ხარრ დაა ვიმედოვნებ როგორც დანარჩენი ისტორიები ამასაც შენსავით თბილს და საყვარელს გახდიი .. :*:*:*:*:* გკოცნიიი ბევრს love love

№14  offline მოდერი chica sol

ვაიმე ჩემო საყვარელო გოგო...
ახლა რა დამმართე იცი? ავცეკვდები სიხარულით.
უსაყვარლესი, უთბილესი და უკარგესი ხარ.
ჩემს ვიკას მოუფრთხილდი,მალე ყველაფერი გამოსწორებისკენ წავა... ცოტაც გაუძელი და...
მეტი რაღა უნდა გადაიტანოს ამ გოგომ, დარჩა კი რაიმე სხვა უბედურება? თუმცა მთლად დიდი ბედნიერებას ვერ დავაღვრი თავზე შემდეგ თავში... ნუ ვერც მომავალ თავში... მაგრამ შედარებით მსუბუქი იქნება.
არაფრის მთქმელი კომენტარი გამომივიდა ხომ?
ძალიან უყვარხარ მარის love

№15  offline წევრი vikipiki.

-ვიიცი რომ ასე ერთბაშად არაფერიი იქნებაა..თუმცა მთელიი გულიით ველოდები მოვლენების განვითარებასს !!! ძალიან მიყვარხარრ..♥♥♥

№16  offline მოდერი chica sol

მე ამ ბედნიერებით გაგიჟება მიწერია, რასაც თქვენგან ვიღებ... love
მადლობა ვიკუნია... გკოცნი love

№17  offline წევრი vikipiki.

- შენი გაგიჯება არ შეიძლებაა.. გვჭირდებიი ! <3 ♥

№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ხომ მითქვამს უკვე ათასჯერ, როგორ კარგად წერ?
ხოდა მაინც გავიმეორებ, რა პრობლემაა ^_^ ძალიან კარგად წერ და გულისგამაწვრილებლად.
მთელი ამ განგას ტანჯვა ვიგრძენი, მთელი სინანული და ეს დანაშაულის შეგრძნება.
ბედის ირონიაო, ხო ხშირად ასეც ხდება. ყველაფერი ხდება და რას შეცვლის ეს ყველაფერი არ ვიცი.
საერთოდ მოულოდნელი იყო განგას ორსულობის შესახებ და სწორადაც აღწერე, რა მნიშვნელობა ჰქონდა მამა ვინ იყო, მას მაინც ეყვარებოდა თავისი შვილი და მისით იცოცხლებდა, მაგრამ... რა მტკივნეულია ვაიმე :((
მაინც უყვარხარ ერკეს ძაან ძაან..
ვნახოთ შემდეგი როგორი იქნება love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№19  offline მოდერი chica sol

ერკე
ხომ მითქვამს უკვე ათასჯერ, როგორ კარგად წერ?
ხოდა მაინც გავიმეორებ, რა პრობლემაა ^_^ ძალიან კარგად წერ და გულისგამაწვრილებლად.
მთელი ამ განგას ტანჯვა ვიგრძენი, მთელი სინანული და ეს დანაშაულის შეგრძნება.
ბედის ირონიაო, ხო ხშირად ასეც ხდება. ყველაფერი ხდება და რას შეცვლის ეს ყველაფერი არ ვიცი.
საერთოდ მოულოდნელი იყო განგას ორსულობის შესახებ და სწორადაც აღწერე, რა მნიშვნელობა ჰქონდა მამა ვინ იყო, მას მაინც ეყვარებოდა თავისი შვილი და მისით იცოცხლებდა, მაგრამ... რა მტკივნეულია ვაიმე :((
მაინც უყვარხარ ერკეს ძაან ძაან..
ვნახოთ შემდეგი როგორი იქნება love love

ერკე რა კარგი ხააარ love
ვდგავარ ახლა და მეც შენთან ერთად ვკითხულობ ამ ისტორიას. მინდა ვიცოდე შენი ემოციერი კომენტარები ზუსტად რომელ მომენტს ეძღვნება.
მადლობა შენ... რომ ხარ ასეთი კარგი<3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent