შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (18 -19 თავები)


24-10-2015, 12:13
ავტორი murachashvili
ნანახია 3 572

მეთვრამეტე თავი
დათუნას დიდი მონდომებით ელოდნენ ჯიდაში. საკარნავალოდ მორთული დარბაზები. ბევრი ბუშტები, თავი არაბულ ზღაპარში მეგონა. ოჩოფეხებზე შემხტარი ჟონგლიორები, თოკზე მოსიარულე კასკადიორებით. დათუნაზე ნაკლებად არც უფროსები ვერთობოდით. დათუნა ტახტრევანზე დასვეს და ხელში აყვანილი შემოატარეს მთელი სასახლე. თითქოს მართლა პრინცი იყო. ბავშვს უხაროდა, ბედნიერი სახე ქონდა. ომარი ორმაგად კმაყოფილი იყო, როგორც იქნა ერთადერთი ბაბუაა. მოწილე არავინ ყავდა. ნიკა და მაიკი შორს იყვნენ, ვერ შეეცილებოდნენ. ჩემი შვილი ბედნიერია.
- ბოლოს სულ გარყვნიან! - ღიმილით აღნიშნავს მაია.
- ბაბუების დანიშნულებაც ეგაა. უნდა გაანებივრო შვილიშვილები. - არ ეპუება ომარი და ღიმილით უმზერს დათუნას. რომელიც ჟონგლიორთან თამაშობს და მის წითელ ცხვირს ირგებს - შენი ბავშვობა მომაგონდა. - ნაღვლიანად ამბობს ის - ალბათ მამაშენი ხელის გულზე ატარებდა, სულში ჩაიძვრენდა!. - ცრემლებს ვერ იკავებს ომარი.
- კარგი იქნებოდა მოსწრებოდა, მაგრამ... - წინადადებას აღარ ვასრულებ.
სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა. ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. კობასთან შეთანხმების პირობებსაც ვიცავდით. შესაბამისად ნელ-ნელა ხალხსა და სამშვიდობოებს შორის აგრესიაც ჩაცხრა. დათუნაც მშვენივრად შეეგუა ახალ გარემოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ძიებით ვიყავით დაკავებული. მტკიცებულებებიდან იკვეთებოდა, რომ საქმე აშკარად ბინძურად იყო შეთითხნილი. როგორც კი მასალების შეგვოვებას მოვრჩით, გადავწყვიტეთ საქმის გამომძიებელს შევხვედროდით და გავსაუბრებოდით. გარკვეული ინფორმაცია მასაც ექნებოდა. გამომძიებელს დიდად არ ესიამოვნა ჩვენი მხრიდან ინტერესების გამომჟღავნება. შეხვედრაზეც უხალისოდ დაგვეთანხმა. იგი საშუალო სიმაღლის, გახმდარი მამაკაცი გამოდგა. ასაკით ასე 60 წლამდე იქნებოდა. წვრილი ულვაშებით. პირს წარა-მარა აცმაცუნებდა, თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. შეხვედრა კომპანიაში ჩემს კაბინეტში გვქონდა დანიშნული.
- მოგესალმებით, ბოდიშს გიხდით რომ შეგაწუხეთ.
- როგორ გეკადრებათ, ბატონო აბდელ... ბატონო ომარ... - გვესალმება ის - ქალბატონო! - თავს უკრავს მაიას და ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ჯდება.
რამდენიმე წუთით ჩუმად ვართ და ერთმანეთს ვუმზერთ. სიტყვებს ვწონით. არ გვინდა ზედმეტად დავაფრთხოთ.
- სიმართლე გითხრათ, თქვენმა მოპატიჟებამ ძალიან გამაოცა! - დაარღვია სიჩუმე მან.
- მართლა? - გამიკვირდა მე - უცნაურია. თქვენი ნახვა ყოველთვის მინდოდა, მოგეხსენებათ ჩვენი რეჟიმი, სანამ ცოტა არ დავწყნარდით, ვერაფრით მოვახერხე... სიმართლე გითხრათ, თქვენთან ვალში ვართ. - ღიმილით ვეუბნები - ალბათ, გეცოდინებათ მშობლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის მასალები გამოვითხოვეთ. არ დაგიმალავთ თქვენი ნიჭით აღფრთოვანებული დავრჩით!. - გამომძიებელი აშკარად დაიბნა, ვეღარ მიხვდა ვხუმრობდი თუ სერიოზულად ველაპარაკებოდი.
- მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. - უხერხულად იშმუშნება ის.
- დიახ, მართალი ბრძანდებით. - საუბარში ჩაერთო მაიაც. - თქვენთან გასაუბრება ამიტომაც მოვინდომეთ. რამოდენიმე საკითხი საკმაოდ ბუნდოვანი იყო და ძალიან გამიკვირდა, თქვენ როგორ მოახერხეთ ჭეშმარიტების დადგენა, როგორც იურისტი უდაოდ ვაღიარებ, თქვენს ნიჭსა და ალღოს. - მაიამ იმდენად თბილად და მეგობრულად უთხრა ეს სიტყვები, რომ გამომძიებელმა მაშინვე დაიჯერა მისი უნიკალურობა. აშკარად მოდუნდა. მოეშვა შეშინებული და დაბნეული თვალებით აღარ იყურება. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის გამოხედვა მიიღო, თითქოს სამშობლოს წინაშე დიდი გმირობა ჩაიდინა და ეხლა დამსახურებული ჯილდოს მოლოდინში იყო.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. თუნდაც ის მინიშნებები, რითაც ჭეშმატიტება დაადგინეთ! - ღიმილით ეუბნება მაია.
- რა თქმა უნდა ქალბატონო, სიამოვნებით. მოხარული ვიქნები თუ დაგეხმარებით.
მაია საქმის მასალებს მაგიდაზე ისე შლის, რომ დოკუმენტების დანახვა ყველამ შევძლოთ. განსაკუთრებით კი გამომძიებელმა.
- როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, დანაშაული მოხდა 28 წლის წინ. 15 მარტს. ბატონ აბდელის დაბადების დღეს. შეტყობინება პოლიციაში ბატონმა საიდმა გააკეთა. სახეზე იყო ოთხი გარდაცვლილი ადამიანი: მოსამსახურე ქალი, მისი ვაჟი, რომელიც აბდელი გეგონათ და აბდელის მშობლები. დანაშაული ჩადენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით. დაცვის თანამშრომლების გარდა, რომლებმაც შენობაში შესული ბატონი საიდი დაინახეს, საქმის ძიების საწყის ეტაპზე სხვა მოწმეები არ ფიგურირებდნენ.
- დიახ, ქალბატონო.. - ეთანხმება გამომძიებელი.
- როგორც იქვე აღნიშნეთ, შეტყობინება გააკეთა ბატონმა საიდმა, აქვე არის მის პირველი ჩვენებაც, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მისი შემდგომი ჩვენებისგან.
- დიახ, ცდილობდა გამოძიებისთვის კვალი აერია და დანაშაული თავიდანვე არ აღიარა.
- მეც ასე ვიფიქრე, თუმცა თუ ნებას მომცემთ მის ჩვენებას მაინც ხმამაღლა წავიკითხავ.
საიდი დაწვრილებით აღწერდა, თუ როგორ მოვიდა ჩვენთან დაბადების დღის მოსალოცად. აქვე აღნიშნავდა, რომ ბატონთან საუბარი მოსულმა სტუმრებმა შეაწყვეტინეს. ისინი სავარაუდოდ ორნი იყვნენ, რადგან ორი მამაკაცის ხმა ესმოდა. მოსაუბრეები აშკარად კამათობდნენ. რასაც შედეგად გასროლა მოჰყვა. აქვე აკონკრეტებდა, რომ ისროდა რამდენიმე ადამიანი. დაბლა ჩასვლის მომენტსაც დაწვრილებით აღწერდა.
- როგორ ფიქრობთ ეს ორი ადამიანი არ არსებობდა? - ვეკითხები მე.
- თავიდან ძიება ამ მიმართულებით დავიწყეთ, მაგრამ გამოძიებამ აჩვენა, რომ მცდარ კვალს ვადექით.
- მაინც, რამ გამოიწვია თქვენი აზრის შეცვლა?
- ჩვენ დანაშაულის იარაღი ბატონ საიდთან ვიპოვეთ. დაცვის თანამშრომლებიც საკუთარ ჩვენებებში აღნიშნავდნენ, რომ ბოლო სტუმარი, რომელიც ბატონს ესტუმრა საიდი იყო. ამიტომ ეჭვი სწორედ მასზე გაგვიჩნდა და არც შევცდით. - მტკიცე ხმით ამბობს ის.
- კარგია რომ არ შეცდით. - ნამუშევარს ვუქებთ მე და ომარიც.
- თუმცა ერთი რამ მინდა გკითხოთ, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, გარდაცვლილებს მიყენებული ქონდათ მრავლობითი ჭრილობა, რომელთაგანაც ყველა იყო სასიკვდილო, ბავშვი მოკლული იყო საკონტროლო გასროლით, თავის არეში, ალბათ, ამიტომ ვერ მოხერხდა ბავშვის ვინაობის დადგენა.
- ეჭვი, რომ გარდაცვლილი ბავშვი ბატონი აბდელი არ იყო არ გაგვჩენია. საიდი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი ბატონიშვილი იყო.
- გასაგებია... ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხებიც ცოტა ბუნდოვანი ხომ არ არის?
- რას გულისხმობთ? - გაოცდა გამომძიებელი.
- თქვენ ამბობთ, რომ მკვლელი ბატონი საიდია. ამ შემთხვევაში გარდაცვლილებს სავარაუდოდ ერთი იარაღიდან მოკლავდა. ჩვენ კი საქმის მასალებში ორი სახეობის იარაღი გვიჩანს, მაკაროვის სისტემის და კოლტის ფირმის. თქვენს მიერ მტკიცებულების სახით საიდის სახლში ნაპოვნი იყო მაკაროვის სისტემის იარაღი. თუ ჩავთვლით, რომ ის ბატონ საიდს ეკუთვნოდა, ვინ ისროდა კოლტის ტიპის იარაღიდან?
- ქალბატონო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე იარაღი ბატონ საიდს ეკუთვნოდა, თუმცა სავარაუდოდ მეორე იარაღი მოიშორა.
- უცნაურად არ გეჩვენებათ?
- რა?! - დაიბნა გამომძიებელი.
- მკვლელმა, რომელსაც რამდენიმე საათი ქონდა დანაშაულის ჩადენიდან დაჭერამდე არ სცადა მიმალვა და ერთ-ერთი მტკიცებულება, მკვლელობის იარაღი სახლში შეინახა?.
- ჩემი აზრით, იგი დარწმუნებული იყო, რომ მასზე ეჭვს არავინ მიიტანდა.
- მაშინ რატომ მოიშორა კოლტის ტიპის იარაღი? - გამომძიებელმა კითხვაზე პასუხი აღარ გასცა - ერთი რამ გამიკვირდა კიდევ, როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული გარდაცვალების მომენტი დადგა 13,00 სთ-ზე, პოლიციაში შეტყობინება შევიდა 13,03 სთ-ზე. თითქმის მაშინვე. ადგილზე მისულ ეკიპაჟს ბატონი საიდი იქ დახვდა, დაცვა ადასტურებს, რომ მას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. მიუხედავად აღნიშნულისა დანაშაულის ადგილის დათვალიერების დროს, დანაშაულის იარაღს ვერ მიაკვლიეს, ასე იყო?
- დიახ, ქალბატონო. - უდასტურებს გამომძიებელი.
- ეს საეჭვოდ არ მოგეჩვენათ? არ იფიქრეთ, ვინმე ხომ არ ეხმარებოდაო? - გაუკვირდა მაიას.
- ბატონო აბდელ, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით და დღემდე ვართ, რომ აღნიშნული დანაშაული ბატონმა საიდმა ჩაიდინა. მან აღიარა კიდევაც დანაშაული.
მე არაფერი მითქვამს, მდუმარე ომერს მივჩერებოდი.
- გასაგებია რომ გჯერათ! - კბილებში გამოცრა მან - ერთი რამ ვერ გავიგე, თუ ამ ნაძირალამ იმ წუთშივე მოახერხა, რომ დანაშაულის იარაღი ისე დაემალა ვერავის ეპოვა, რატომ არ მოიშორა და შეინახა სახლში? - ცივი, მკაცრი, გამომცდელი მზერით მიაჩერდა ის გამომძიებელს.
- მან დანაშაული აღიარა... - ეკვე მერამდენედ იმეორებდა გამომძიებელი - აღიარა!
- ცუდად ნუ ჩამომართმევთ ცნობისმოყვარეობას. - უყვავებს მაია - მაშინ აბდელი პატარა იყო. ვცდილობთ, ცოტა მაინც გავერკვეთ რა მოხდა ან რამ აიძულა საიდი ასეთი დანაშაული ჩაედინა?. პირველ ჩვენებაში ხომ აღნიშნავდა, რომ ოჯახებით მეგობრობდნენ.
- არ ვიცი ქალბატონო რამ აიძულა ღალატი. ყველამ ვიცოდით, რომ ბატონი სამართლიანი ადამიანი იყო. მას მტრები არ ყავდა.
- ეჭვი არასოდეს გაგჩენიათ, იქნებ სხვისი ჩადებილი დანაშაული დაიბრალა?
გამომძიებელი გაფითრდა: - ბატონო ომარ, თქვენი ახლობლები მოდიოდნენ ჩვენთან და საიდს ხელს ადებდნენ მკვლელი ეგ არისო, შემდეგ იარაღიც ვიპოვეთ. რამდენიმე დღეში დანაშაულიც აღიარა და საქმე დაიხურა.
- ვერ გავიგე ვინ ჩვენი ახლობლები? - გაოცებული კითხულობს ომარი.
გამომძიებელმა რამდენიმე სახელი ჩამოთვალა. სწორედ ის ადამიანები საიდმა რომ დაადო ხელი.
- ისინი უშუალოდ ადებდნენ ხელს ბატონ საიდს, თავიდან მეგონა დამნაშავის პოვნა უნდოდათ და ამიტომ აქტიურობდნენ, საიდმა აღიარა დანაშაული და მტკიცებულებებიც მასთან ვიპოვეთ.
- ამით საქმეც დახურეთ? - კითხულობს მაია.
- დიახ. - დამნაშავის ხმით ამბობს გამომძიებელი.
- ერთი დამნაშავე თუ საიდი იყო, ვინ იყო მეორე ადამიანი ვინც კოლტის ტიპის იარაღით სარგებლობდა, თუ ეს იარაღიც საიდის იყო?
- ქალბატონო, ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მისი დამნაშავეობა დიდად არ მჯეროდა. - თვალი აგვარიდა ყველას და მაგიდას მიაჩერდა.
- არ გჯეროდათ, მაგრამ მაინც დაიჭირეთ?!
- საქმეს გაუხსნელს ხომ ვერ დავტოვებდით?! - გაოცებული გვეკითხება გამომძიებელი.
- აზროვნებთ რას ამბობთ?! - გაბრაზდა ომარი - რადგან დამნაშავე არ გყავდათ, უდანაშაული ადამიანი დაიჭირეთ?!. რას ქვია დარწუნებული არ ვარო? ვინ იყო ნამდვილი მკვლელი, თუ მკვლელები? რა ინტერესი ქონდათ მაინცდამაინც საიდს რომ დაადეს ხელი?
- ბატონო ომარ, საქმის მასალებიდან ამოიღეს ბატონ საიდის თავდაპირველი ჩვენება, სადაც იროვე მკვლელის სახელებს ასახელებდა. როგორც თვითონ აღნიშნავდა ისინი ხმით იცნო.
- ვინ დაასახელა? - თვალებით ბურღავს ომარი გამომძიებელს.
- სულეიმანი და ჯამბული.
ომარი გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა: - ისინი ვინც მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, საიდმა იცოდა, რომ ისინი ამტკიცებდნენ მის დამნაშავეობას?
- არ ვიცი ჩვენთან ოფიციალურად არსად ჩანდნენ, ალბათ ხვდებოდა.
- დღეს ეგ ხალხი ცოცხალები არ არიან. როგორ ფიქრობთ, მათი ლიკვიდაცია ვინ მოახდინა? - ეკითხება გამომძიებელს მაია.
- თუ მაშინდელ მოვლენებს გავიხსენებთ და იმას თუ რამდენჯერ აღნიშნა საიდმა, რომ ბატონის დაღუპვისთვის შურს აუცილებლად იძიებდა, თითქმის დარწმუნებული ვარ, ამ მკვლელობებში მისი ხელი ურევია.
- თითქმის? - გამიკვირდა მე. - ამ საქმეებზე ძიება არის დაწყებული?
- დიახ, მაგრამ საქმეები არ გახსნეს.
- რატომ? - გაუკვირდა მაიას - ეჭვის გამო ადამიანი დაიჭირეთ, ეხლა ამბობთ, რომ თითქმის დარწმუნებული ვარო და არ აკავებთ? - გამომძიებელმა პასუხისგან თავი შეიკავა. ეცადა პირდაპირი პასუხი არ გაეცა, მაგრამ მაია არ მოეშვა - თვლით, რომ სამართლიანი შურისძიებაა?
გამომძიებელმა ომარს გახედა, როცა დაინახა რომ პასუხს ჩვენც ველოდით ხმადაბლა, თითქოს თავის თავს ელაპარაკება, ისე თქვა: - დიახ, მართალია კანონი კრძალავს, მაგრამ შინაგანად, მორალურად მაინც ვამართლებ. ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ჯერიც დადგებოდა და მეც მომაკითხავდა.
- თქვენ რატომ? - გამიკვირდა მე.
- მეც ხომ დამნაშავე გამოვედი, დანაშაულის მონაწილე. სიმართლეზე თვალი დავხუჭე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ შურისძიების წრეც არ დაიწყებოდა. საიდზე მეტი დამნაშავე მე გამოვდივარ. ჩემმა სისუსტემ და არასტაბილურობამ გამოიწვია, რომ დამნაშავეების ნაცვლად ალალ-მართალი ადამიანი გამოცხადდა მოღალატედ, დამნაშავედ. ხშირად მიფიქრია ამ ყველაფერზე. სიმართლეზე თვალი რომ არ დამეხუჭა, ალბათ საიდიც არ მოიქცეოდა ასე. არ იძიებდა შურს, სამართლიანობა და კანონი იზეიმებდა. დღეის - დღეობით მას დამნაშავეს ვერ ვუწოდებ, სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას. რადგან ნამდვილი დამნაშავე მე ვარ. მხდალი ადამიანი! - თავი დახარა გამომძიებელმა.
- გასაგებია, მაგრამ თქვენ ხომ მთელი საგამომძიებლო ჯგუფი არ ხართ? ამ საქმეებს თქვენ იძიებდით?! - გამიკვირდა მე.
- ასეთი საქმეების ძიება დიდად არავის ხიბლავს. როგორც სერიულ მკვლელობებს აერთიანებდნენ და ყველას მე მაწერდნენ, მეც არ ვაპროტესდებდი - იღიმება გამომძიებელი - პირიქით, მიხაროდა კიდევაც.
- გამოდის, ირიბად ხელს უწყობდით ახალი დანაშაულის ჩადებაში?
- შეიძლება ასეც ითქვას. თუმცა არ ვნანობ, პატარა ბიჭი აღარ ვარ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ზოგჯერ თვალის დახუჭვა სჯობს, რაღაცის არ დანახვა. მათ სასიკვდილო განაჩენზე ხელი თვითონ მოაწერეს. სწორედ იმ დღეს და იმ წუთებში, როცა ის შემზარავი დანაშაული დაგეგმეს და შეასრულეს. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმეს, როცა დანაშაული სხვას დააბრალეს. რა ვქნა?! საიდი ადამიანურად მეცოდება. ისინი კი მუწუკები მგონია, რომელნიც თავის დროზე ვერ მოვკვეთე, შემეშინდა. რაც მე ვერ გავაკეთე, საიდმა შეძლო. ამის გამო დავიჭირო?! - ვედრების სავსე თვალებით გვიმზერს.
- სწორისა და არასწორის გარჩევა უკვე გვიანია. - საუბარში ერთვება ომარი - ერთმა სიცრუემ მეორე დაიმატა. შიში, ურგულობა, სამწუხაროდ თქვენისთანებიც არსებობენ. - უბღვერს გამომძიებელს - ხელი არც თქვენ აგიკანკალდათ, როცა უდანაშაულო ადამიანს წაუყენეთ ბრალი. თავხედობაც გყოფნით და ამბობთ თითქოს ეს იმიტომ ჩაიდინეთ, რომ დამნაშავე გჭირდებოდათ, იმ დროს, როცა სახეზე სამი ნამდვილი მკვლელი გყავდათ. მათ ნაცვლად, უდანაშაულო ადამიანი გაიმეტეთ. ბედავთ და თავს იმართლებთ, შემეშინდაო?! რატომ მე არ მომმართეთ? თქვენი დამსახურებით წლები სიცრუეში ვიყავი. დამარწმუნეთ, თითქოს ჩემი ოჯახის დამღუპველი ციხეში იჯდა. ამ დროს კი ჩემთან ტრიალებდნენ. გეკითხებით: რატომ?! - ომარი სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა - მეზიზღებით, მძაგს ყველაფერი რაც ამ სიბილწესთან არის დაკავშირებული! რომ არა საიდი დამნაშავეები დღესაც გარეთ იქნებოდნენ, უდანაშაულო ადამიანებს გაამწარებდნენ და ისედაც ცოდვილ დედამიწას, თავისი არსებობით უფრო დაამძიმებდნენ. თქვენისთანა საზიზღარი, არაფრის გამკეთებელი ადამიანების ბრალია დღეს ასე რომ ვართ. ხალხს აღარაფრის სჯერა. სამართალი უკანონობამ შეცვალა. სიმართლე- სიცრუემ. თქვენ და თქვენისთანებმა აიძულეთ საიდი თვითნებური მოქმედებები დაეწყო, როცა კანონი ვერ იპოვა, თვითონ იქცა ჯალათად. გეკითხებით, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თქვენი თუ საიდის?
- ბატონო ომარ, თქვენი მესმის, მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა. რა ვქნა, ადამიანი ვარ?! საიდი აღიარებდა დანაშაულს. აღარ უარყოფდა, აღარ იბრძოდა. მე ვერაფერი გავაკეთე, ვერაფერი. მეგონა, ასე ჯობდა. თქვენ ქალაქში არ იყავით. მშობლებს პატრონობდით. ეხლა ცვოცხლები აღარ არიან და იოლია ამაზე საუბარი, ბიზნესს ის ხალხი მართავდნენ. მათ ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ძალაც ქონდათ და წონაც. სადაც ბატონი და მისი ოჯახი გაიმეტეს, მე რას მიზავდნენ?. რა ვქნა? ჩემს უკანაც ოჯახი იდგა, შეიძლება ბევრ რამეს ვხვდებოდი, მაგრამ გმირობანას ვერ ვითამაშებდი, როცა საფრთხეში ჩემი ოჯახიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო!.
- საიდმა როგორ დამიმალა, ეს როგორ დამიმალა?! - ცრემლები მოსდიოდა ომარს თვალებიდან - ასე როგორ გამიმეტა?! უფლება არ მქონდა, რომ საკუთარი ოჯახის გაუბედურებისთვის პასუხი მაინც მომეთხოვა? ეს უფლება როგორ წამართვლა? მიხარია, რომ საიდი დამნაშავე არ გამოდგა, რომ ჩემი ძმისთვის არ უღალატია, მეგობრობა სცოდნია. მაგრამ ჩემთან მიმართებით შეცდა. ასე არ უნდა მომქცეოდა. სიმართლე უნდა ეთქვა!
გამომძიებელთან გასაუბრება დასრულდა. არ გვინდოდა ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვემძიმებინა. მისი წასვლისთანავე ომარმა თავს უფლება მისცა ემოციები გამოეხატა. ყვიროდა, გამომძიებელს ლანძღავდა, ლაჩარსა და მხდალს ეძახდა. არც საიდს ინდობდა, მეტიჩარაო ამბობდა. გმირობანას თამაში დაიწყოო, თავი მაგარი ბიჭი ეგონაო. გამომივიდა ეგეც გმირიო! - თუმცა ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ საიდის მოქმედებით მაინც კმაყოფილი იყო. გულის სიღრმეში უხაროდა, რომ მკვლელები დაისაჯნენ, თუმცა წყინდა, რომ „სამართლის აღსრულებაში“ თვითონ ვერ მიიღო მონაწილეობა, ამას წყენა არ ერქვა, უფრო განრისხება ითქმოდა.
მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა: - რატომ მოკლეს ჩემი მშობლები?. კონკურენტების მომრავლება რეალურ მიზეზად არ მიმაჩნდა. ამის გამო, არა მგონია მათივე ბატონი გაემეტებინათ. ვფიქრობდი სხვა მიზეზი არსებობდა. რომელიც არც საიდმა იცოდა და არც მე. ან იქნებ იცოდა და არ ამბობდა?! ვფიქრობდი, პარანოია ხომ არ მეწყება მეთქი? მაგრამ რაც უფრო მეტად ვაანალიზებდი არსებულ ფაქტებს, ეჭვი მემატებოდა, ვრწმუნდებოდი, რომ სიმართლე ბოლომდე არ ვიცოდი. ეს ეჭვები ომარსა და მაიასაც გავუზიარე, ჩემი ვარაუდი მათაც რეალურად ესახებოდათ.
- მამაშენი საიდზე ნაკლებად არც მათ უყვარდათ, დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ სულეიმანმა და ჯამბულმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. ერთი მოღალატე საიდის ნაცვლად ორი შემრჩა. გული მიკვდება ამის გააზრებაზე. ვინ იცის როგორ უჭირდა ჩემს ძმას. როგორ მეძახდა, მე კი .... იქნებ ორგანიზატორი კიდევ არსებობდა?
- არ გიფიქრია, რომ შეიძლება ვინმეს ბრძანებას ასრულებდნენ? ისეთი ადამიანის, რომელსაც მამაშენი ახლოს არ მიუშვებდა. ამიტომაც მკვლელები მის ახლო წრეში მოძებნა? იქნებ ვინმე მტრობდა?
ომარი ფიქრობდა: - არ ვიცი, ძნელია ასე ხელის დადება, საიდი უნდა მოვინახულო, რაღაც ვერსია კი მაქვს, მაგრამ არ მინდა შევცდე. ერთხელ უკვე დავუშვით შეცდომა. არ მინდა იგივე გამეორდეს. თუმცა თუ მათ იმ ადამიანთან ახლობლობას გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული ჩემი ეჭვები გამართლდეს. - ომარს შეწუხებული სახე ქონდა.
- იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი ეჭვები?!. - სთხოვა მაიამ.
- არა, წინასწარ არაფერს ვიტყვი, არაფერს.
თქვა მან და გავიდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ასეთი ჩქარი ნაბიჯებით საიდთან გარბოდა, მასთან მიეჩქარებოდა, თუ რაზე ისაუბრეს და რა გაარკვია მაინც არ გაამხილა, თუმცა მისი სერიოზული და მოწყენილი გამოხედვით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მისი ეჭვები გამართლდა.
- ჯანდაბამდის გზა ქონიათ! - დუდნებდა ხოლმე მისთვის.
- რაო საიდმა, რა გითხრა? - ვეკითხებოდი მე უკვე მერამდენედ.
- რას მეტყოდა?, გამოყეყეჩებული ბებერი!. - თუმცა მისი გაღიზიანებითა და სიბრაზით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საიდმა რაღაც ისეთი უთხრა, რომლის გამოსწორებაც მის ძალებს აღემატებოდა. ეს განსაკუთრებით აბრაზებდა და ახელებდა. საკუთარი უსუსურობით გამწარებული კი სხვებზე ცდილობდა ჯავრის ამოყრას.
- თქვას მაინც, რა უთხრა ამისთანა? -ამბობდა მუსტაფა - დასაბმელი გიჟივითაა, სულ ბორგავს, ადგილს ვერ პოულობს.
არც საიდი იყო ნაკლებ დღეში, როგორც კი ერთმანეთს ნახავდნენ, მაშინვე განცალკევდებოდნენ და ჩურჩულს იწყებდნენ, თუ მივუახლოვდებოდით, ჩუმდებოდნენ. მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდნენ ერთმენეთს. მათი საიდუმლოს გამხელა არც ერთს არ სურდათ. არც ჩვენ ვაძალებდით, ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც გაირკვევა. არ არსებობს ამბავი, რომელიც დაიმალება. საიდი და ომარი ცდილობდნენ არ გაემჟღავნებინათ მათი შერიგების ამბავი. ჩემთვის ესეც გაუგებარი იყო, მაგრამ ორივენი გვარწმუნებდნენ, საქმისთვის ასეა საჭიროო, მეც აღარ ვეწინააღმდეგებოდი.
- როგორ ფიქრობ, რას გვიმალავენ? - ვკითხე ერთხელ მაიკოს, როცა დათუნამ დაიძინა და ჩვენ განცალკევების საშუალება მოგვეცა.
- ვფიქრობ სერიოზული პრობლემა აქვთ. ცდილობენ თვითონ მოაგვარონ. ცოტა არ იყოს მეშინია, ეყოფათ კი ძალები?! ფაქტია, ცდილობენ საფრთხეში არ ჩაგაგდონ, მეშინია თვითონ არ ემუქრებოდეთ ხიფათი!. - შეწუხებული ხმით მეუბნება მაია.
- მეც მაგის მეშინია. თქმა კი არ სურთ.
- მოვითმინოთ, იმედია გაგვიმხელენ.
- იმედი მაქვს!. - ვეთანხმები მეც. mecxrametე თავი
ნეიტრალიტეტის მოთხოვნის შესახებ ხმა ხალხშიც გავრცელდა, კობას დახმარებით დარტყმები ჩემი და საიდის საკუთრებებს აღარ ეხებოდა. ხალხი კმაყოფილი იყო, რასაც ვერ ვიტყოდით მებრძოლ მხარეზე, როგორც გავრცელებული ხმებით ამბობდნენ: - „მე ამერიკის აგენტი ვიყავი და მიწას მტრებს გადავცემდი“. მეცინებოდა ასეთ სისულელეზე. თუმცა ვატყობდი, რომ აღნიშნული ხმები ომარსა და საიდს ძალიან აღელვებდათ.
- არამგონია ეს ყველაფერი შემთხვევით იყოს. ვიღაცას აწყობს ხალხის თვალში აგენტის იარლიყი მოგაკრან. ამას არ დავუშვებ, ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე. შენ ხალხისთვის მხოლოდ კარგი გსურს. მათი კეთილდღეობისთვის იბრძვი, რა შუაშია აქ ამერიკის აგენტობა? ვიცი სადაცაა ძაღლის თავი დამარხული და ეს ძვირი დაუჯდებათ! -ამბობდა ომარი.
- მართალი ხარ! - სერიოზული სახით ეთენხმებოდა საიდი - ეს ყველაფერი ჩვენი ვერსიის სისწორეზე მოწმობს!.
- რა ვერსიის? - უკვე მერამდენედ ვეკითხები მე.
- ეგ ჩვენ ვიცით! - კუშტი სახით ამბობს ომარი - ტყუილად აქვთ იმედი, რომ ყველაფერი შერჩებათ. ჩვენს ოჯახში მოღალატეები არ ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან. ნეიტრალიტეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და დანარჩენი მერე გამოჩნდება! - ჩვენთვის უხილავ მტრებს ემუქრება ის.
ნეიტრალიტეტის შესახებ პასუხს თითქმის ოთხი თვე დაჭირდა. მოლაპარაკებაში ჩართული იყო ინგლისის საელჩო, ოფიციალური არაბული მხარეც და ამერიკის საელჩო, თავის მხრივ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც. დიდი წინააღმდეგობა ნეიტრალიტეტთან მიმართებით არ მიგვიღია, თითქოს გაუხარდათ კიდევაც, რომ ქვეყნის ნაწილი საომარ მდგომარეობაში ჩართული არ იქნებოდა. თუმცა აღნიშნული მოწინააღმდეგე, რეაქციულმა მხარემ სხვაგვარად დაინახა, ჩემი სახით არაბი ბატონის ნაცვლად ინგლისის არშია შემოვლებული, ამერიკის აგენტები ელანდებოდათ, რომელიც ფორმალურად ვითომ ინგლისის სახელით ამერიკის საქმეს ვაკეთებდი და ქონების მათთვის გადაცემას ვცდილობდი. უცნაური იყო, იმის ნაცვლად, რომ ჩემს ქმედებაში დადებითი დაენახათ, ყველაფერი უკუღმა შემოაბრუნეს. არ მესმოდა, რატომ იყო მშვიდობა ასეთი გამაღიზიანებელი?!
- ინგლისის და ამერიკის არაფერი გვინდა! - ცხარობდნენ ისინი.
საბედნიეროდ უხუცესები მხარს მიმაგრებდნენ. ჩემი ხალხის მშვიდად ყოფნა მსურდა და თუ ამაში ჩემი ნახევრად ინგლისელობა წამადგებოდა სიხარულით გამოვიყენებდი. წამოწყების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ წვეულება გაგვემართა, რომელზეც ომარისა და საიდის ოჯახები, კობა და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირიც მოვიწვიეთ. ინგლისისა და ამერიკის ელჩები საპატიო სტუმრების რანგში გახლდნენ მოწვეულნი.
სახლში დიდი სამზადისი იყო. საღამოსთვის დიდი ხანია ვემზადებოდით. სტუმრებიც ასე რვა საათისთვის იყვნენ მოწვეულნი. საიდთან ერთად ფერიდე და ჟანიც მოვიდნენ. მათი ნახვა ძალიან გაგვიხარდა, ჩვენი განქორწინების შემდეგ ფერიდე აღარ მენახა. თვალები უბრწყინავდა, ჩემს წინ სრულიად სხვა ქალი იდგა. თავის თავში დაჯერებული, მომღიმარი. ბედნიერი, ისედაც ლამაზი იყო და ეხლა ბრწყინავდა. ჟანიც ხალისიანად გამოიყურებოდა.
- მიხარია თქვენი ნახვა! - გულწრფელად ეუბნება მაია - ცოტა არ იყოს მწყინდა, ასე რომ გაუჩინარდით! არ მეგონა ასე სწრაფად თუ დამივიწყებდი! - საყვედურობს ის ქალს.
- არ გვინდოდა თქვენი შეწუხება! თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომენატრეთ! - მაიას ეხვევა ფერიდე.
- ფერიდეა დეიდა! - გახარებული მორბის დათუნა.
- ჩემო პრინცო, როგორი დიდი ხარ! როგორი გემრიელი, ცოტას გიკბენ, სულ ცოტას, ხო? - ეკითხება ის და უღიტინებს დათუნას, რომელიც ხმამაღლა კისკისებს და ფეხებს იქნევს.
- როცა გეცლებათ, ჩემს მოტოციკლს გაჩვენებ! - ჟანს თვალს უკრავს.
- უკვე მცალია! - იცინის ჟანიც - განა შეიძლელა, რომ მოტოციკლი არ ვნახო? მე მათხოვებ? - ღიმილით ეკითხება და ეზოში მიყვება აღტკინებულ დათუნას, რომელიც დაწვრილებით უხსნის, თუ რამდენი სიჩქარე აქვს მის მოტოს, როგორი სწრაფია და რა ყოჩაღი მძღოლი ყავს.
- მორჩა ჟანის საქმე ცუდადაა! - ავღნიშნავ მე.
- სამაგიეროდ, სანამ ის ორი ერთმანეთთან ერთობიან, ჩვენ მეტი დრო გვაქვს რომ ვისაუბროთ! - ქალბატონები განცალკევდნენ თავისთვის კუთხეში.

საღამო წყნარად მიდიოდა, სტუმრები ხმადაბლა მუსაიფობდნენ, საიდი და ომარი სერიოზული სახეებით რაღაცაზე მსჯელობდნენ. მოულოდნელად დარბაზში აღელვებული მუსტაფა და ჯემალი შემოვიდნენ, ჯემალი საიდთან მივიდა, მუსტაფა კი - ჩემთან.
- სულ ორიოდე წუთი დამითმე, რა ! - გადმომილაპარაკა მან და ღიმილით მოუბოდიშა კოტეს.
- მოხდა რამე? - ვკითხე მე, როგორც კი დავრწმუნდი, რომ განვცალკევდით და ჩვენი საუბარი სტუმრებს არ ესმოდათ.
- სასახლის გარშემო შეიარაღებული ხალხის მოძრაობა შევნიშნეთ!
- ვისი ხალხია? - დაძაბული ვეკითხები მე.
- ზუსტად თქმა მიჭირს, თუმცა რამოდენიმე მათგანი ჯამბულატის ოჯახიდან უნდა იყოს.
- ჯამბულატის?! - მისი სახელის ხსენება არ მესიამოვნა - არ იციან, რომ აქ ნეიტრალური ზონაა და იარაღ-ასხმულებმა არ უნდა იარონ?! - ვღიზიანდები მე.
- სიფრთხილე გვმართებს, ქალაქი სავსეა შეიარაღებული ხალხით, რაღაც ხდება! აქ ამერიკელების სტუმრობა ბევრს არ მოწონს, შენც ხომ იცი?
- გითხრა მუსტაფამ? - მეკითხება საიდი - სიფრთხილე გვმართებს!
- ვერ ვხვდები რა ხდება?! - ვცხარობ მე - რა კავშირი აქვს ამ ხალხს ჩვენთან ან ჩემი საწინააღმდეგო რა აქვთ?
- მომისმინე აბდელ! - დუმილს არღვევს ომარი - კარგა ხანია ყურს ვიყრუებთ, როგორ ავრცელებენ ხმებს თითქოს ამერიკის აგენტი ხარ. თითქოს სამშობლოს ღალატობ. ეს იარაღ-ასხმული ხალხიც არ არის შემთხვევით მოსული. ძნელი მისახვედრი არ არის ვისი ხელიც ურევია ამ ყველაფერში.
ჩვენთან შეშფოთებული კობაც მოვიდა.
- უნდა დაგტოვოთ! - დაძაბული ხმით მეუბნება ის.
- მოხდა რამე? - ამჯერად კობას ვეკითხები.
- დაცვა მელოდება, მაცნობეს შეიარაღებული ხალხი სახლს ალყას არტყავსო.
- სახლს? - საიდმა და ომარმა ერთმანეთს გადახედეს.
- დათუნა! - პირველივე აზრი მისკენ გამექცა - ბავშვი სად არის? - სწორედ ამ დროს დავინახე ოთახში შემოსული ჟანი და დათუნაც, ცოტა გულს მომეშვა. მაია და ფერიდე ახლოს იდგნენ - იარაღი ხომ გვაქვს? თუ თავდაცვა გახდა საჭირო, მოგერიებას შევძლებთ? - ვეკითხები ომარს.
- ბიჭებს უკვე გავაგებინე, უხუცესებსაც შეატყობინებენ. თუ დახმარება გახდა საჭირო, მოგვეშველებიან, მაგრამ დიდხანს გაძლება გაგვიჭირდება. დახმარებამ, რომ დაიგვიანოს, ცუდად იქნება ჩვენი საქმე. თან სახლში დიპლომატები, ქალები და ბავშვებიც გვყავს.
- დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებზე თავდასხმას მოერიდებიან - ვარაუდობს საიდი - ამდენს ვერ გაბედავენ!
- დახმარება მეც გამოვიძახე! ელჩები უნდა გავიყვანოთ! ვერ ვხვდები რა ხდება, ასე რამ გააღიზიანა? !
- მამაშენი ომის წინააღმდეგი იყო! უარს აცხადებდა მათ დაფინანსებაზე! - მპასუხობს ომარი.
- პარტიზანების ნაცვლად უბრალო ხალხის დახმარებას ირჩევდა. ამიტომაც გაიმეტეს სასიკვდილოდ! შენც სწორედ მისი გზით არჩიე სიარული. დიდად არც ნეიტრალიტეტმა მოხიბლა მათი ლიდერები. ალბათ, შენში მოკავშირის დანახვას ელოდნენ. ამ დროს კი პირიქით აღმოჩნდა. შენი მშობლებივით, უბრალო მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი გახდი. მათ ის მცირედი თანადგომაც კი მოაკლდათ რასაც იღებდნენ, დიდი ხანია ვეჭვობდით, რომ შენს ამერიკის აგენტად გამოცხადებაში სწორედ მათი ხელი ერია. ეხლაც შენი ოჯახის განადგურებას ეცდებიან. სამწუხაროდ მე ისევ აქ ვარ მთელი ჩემი ოჯახით. თუ ჩანაფიქრს აისრულებენ ალბათ, ისევ ორ კლანს შორის ანგარიშსწორებად ჩათვლიან. ოღონდ ამჯერად აღარ გამოუვათ, მირჩევნია გამანადგურონ, აქვე მომკლან, ვიდრე ისევ უდანაშაულო ადამიანების მკვლელად გამომაცხადონ! - საიდს თვალები უელავს, რისხვით აქვს სავსე.
- ჩვენი ხალხი მეც გამოვიძახე. ასე ორმოცდაათი კაცი რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება. - ამბობს ჯემალი.
- ჩვენი დაცვაც მზადაა. იარაღი ჩვენც გვაქვს! - ხელში პისტოლეტს მჩრის მუსტაფა - დახმარებაც მოვა!
- ჩემებიც აქ არიან, საშიში არაფერია. ბავშვებს, ქალებსა და დიპლომატებს მე გავიყვან. ჩემი ბიჭები არაფერს გაუჭირვებენ! - მარწმუნებს კობა, როცა ხედავს რომ ვყოყმანობ. - პირდაპირ ვერ ჩავერევით. ამით ნეიტრალიტეტის პირობებს დავარღვევთ.
- მშვიდობიანი ხალხის დაცვა თქვენი მოვალეობა არ არის? - გაბრაზდა ომარი.
მათ აღარ ვუსმენ, დაძაბული ფანჯრიდან ვაკვირდები სახლის გარშემო შეიარაღებული ხალხი როგორ მოძრაობს. დაცვა ძლიერდება, მათ შორის სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ქართველ ახმახებსაც ვარჩევ. ჩუმად, უხმოდ მოძრაობენ. სიბნელეში იარაღები პრიალებს და ამით თუ მიხვდებით იქ რომ ადამიანები არიან.
- თუ რამე -ვეუბნები მე კოტეს - უკანა კარიდან გადით, ჩვენ ცენტრალურ შემოსასვლელებს გავამაგრებთ!. იერიშზე თუ გადმოვლენ პირდაპირ, შტურმით შემოსვლას ეცდებიან.
დათუნა მაიას ყავს, კარგა ხანია მიხვდა, რომ რაღაც ხდება და შვილს არ იშორებს.

ფანჯრებთან ორ-ორი სამხედრო დგას, ისეთი სიჩუმეა ბუზის ხმასაც კი გაიგებ. კარებთან დიპლომატებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ჩერდებიან. ბოდიშის მოხდით ვემშვიდობები სტუმრებს და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გაწეული დახმარებისთვის.
- მისტერ კლოდ, ვწუხვარ ასეთ დროს რომ გტოვებთ. თქვენ ეხლა ჩემი გვერდში დგომა გჭირდებათ!.
- მადლობელი ვარ ბატონო ელჩო, ჩვენს გამო ნუ იღელვებთ. თქვენი უსაფრთხოება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ თავს დავიცავთ. ხალხიც გვერდში დაგვიდგება. ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება ზოგიერთებისთვის. ის რაც მრავალი წლის წინ ვერ შევძელი, ეხლა უნდა გავაკეთო.
- მისტერ კლოდ, თუ ნებას მომცემთ ქალბატონ მაიას და პატარა ლორდს მაინც გავიყვანთ - მთავაზობს ელჩი, მიხარია კიდეც ამას რომ მეუბნება, ისინი მაინც იქნებიან უსაფრთხოდ, მაგრამ კობა უარს ეუბნება.
- ბატონო ელჩო, მათი თქვენთან ყოფნა სახიფათოა, არ მინდა ტერორისტების სამიზნედ იქცეთ. ქალბატონ მაიას და პატარა ლორდს ჩვენ დავიცავთ! - რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის, იძულებული ვარ დავეთანხმო.
- რა ვქნა?! - ვფიქრობ მე - მარტო რაღაცას მოვახერხებდი, დათუნას და მაიას რომ რამე მოუვიდეს თავს არასოდეს ვაპატიებ. რატომ წამოვიყვანე? რა მინდოდა?
დიპლომატების ავტომობილები სახლს შორდებიან, მათი ფარების სინათლით ვარჩევ რა ტრაექტორიით მიეშურებიან. მათი წასვლისთანავე სახლში მაშინვე მოძრაობა იწყება. დაცვის თანამშრომლები სამხედროებთან ერთად პოსტებს ამაგრებენ.
- მაიკო, თუ სროლა დაიწყეს, იცოდე კობასთან იტრიალე, შენზე და დათუნაზე ის იზრუნებს, სამშვიდობოებს ვერ შეუტევენ.
- გაგიჟდი, გგონია დაგტოვებ?! - გაოცებული მეკითხება ის - რა სისულელეა!
- ნუ ბავშვობ, დათუნა გვყავს, მასზე უნდა იფიქრო!
- ჰო და... კობა დათუნას გაიყვანს. მე მაინც არ დაგტოვებ!
- დედიკო! - შეშინებული ფეხებზე ეკვრის ბავშვი - რა ხდება, დე?
- არაფერი ჩემო სიხარულო, ჩვენ დახუჭობანას ვთამაშობთ. - ეშმაკურად უცინის ის.
- ვის ვეძებთ? - თვალებს აფახუნებს დათუნა.
- ბოროტ ბიძიებს! - მოკლედ უჭრის მაიკო - გვერდიდან არ მოგვშორდე, თუ უცებ ჩვენ ვერ დაგვინახავ, კობა ბიძიასთან გაიქეცი, მისმენ?!
- კი, დე, გისმენ! -თვალები ცრემლებით ევსება ბავშვს.
- ნუ გეშინია, შენ ხომ ყოჩაღი ბიჭი ხარ?
- არ დამტოვოთ, კობა ძიასთან არ მინდა! - ტირის ის.
- არასოდეს დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის შენთან ვიქნებით! - დათუნას ხელში ვიყვან და გულში ვიკრავ - ერთად ვიქნებით!
გარედან სროლის ხმა ისმის. ფანჯრები იმტვრევა. ქალები კივიან, ჩვენც სროლით ვპასუხობთ. შუქები ჩავაქრეთ. ბნელა, ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ, თუმცა ვიცით ვინ სად ვართ. შუქს არ ვანთებთ, არ გვინდა უნებლიე სამიზნედ ვიქცეთ. მაია და დათუნა ჩემთან არიან. ბავშვი ხელში ყავს აყვანილი. ძლიერად იკრავს გულში.
- ჩუ, არ იყვირო. ნუ გეშინია, შენთან ვართ! - ეჩურჩულება ბავშვს. სილუეტით ვხედავ, კობა ფრთხილი მოძრაობით გვიახლოვდება.
- მაიკო, ჩემსა და კლოდს უკან იდექით!
- პირიქით, კლოდისგან შორს დადექით, ჩვენ დავიცავთ. მათი მთავარი სამიზნე ჯერ კლოდია, შემდეგ კი - დათუნა. ერთად არ დადგეთ! - ისმის ომარის ბრძანება.
მიუხედავად მაიას წინააღმდეგობისა, ოთახის მეორე ბოლოში მიყავთ.
- იცოდე, კლოდს არ დავტოვებ, არც კი იფიქროთ! - მესმის მისი ხმა.
- ბავშვზე იფიქრე! კლოდს არაფერი გაუჭირდება!.
გარედან გვიტევენ, სროლა ძლიერდება.
- ქალები და ბავშვები უკან, კარისკენ წაიყვანეთ! - მესმის კობას ხმა, მოულოდნელად თვალთ მიბნელდება. ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში მირტყავს, მაიკოს კივილი მესმის, ვხედავ ძალით როგორ გაყავს კობას, ცენტრალური შემოსასვლელის კარები ტყდება.
- დათუნა გაიყვანეთ, დროზე! დროზე! - მგონია ხმამაღლა ვღრიალებ, მაგრამ საკუთარი ხმა არ მესმის. თითქოს ვიღაც ხრიალებს, ვხვდები ეს მე ვარ. - მაიას შეშლილ, შიშით სავსე თვალებს ვარჩევ. მანქანიდან ისევ უკან იწევს, მაგრამ რამდენიმე სამხედრო ძალით სვავს ავტომობილში.
- კარგად ხარ? - ჩემთან მორბის კობა. ომარი და ბიჭები ცეცხლს იგერიებენ. ფეხი მერევა, წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებ, კობას ვეყრდნობი.
- დაჭრილი ვარ! - ჩუმად ვეუბნები მე - ომარს ნუ ეტყვი, ინერვიულებს!
- სასახლიდან უკანა გზით გავედით, გზები თავისუფალია! - რეკავენ ქართველი ბიჭები.
- ფრთხილად იყავით, ყურადღება არ მოადუნოთ! ბავშვი და მაია ბაზაზე მიიყვანეთ და მარტონი არ დატოვით!
- თქვენ? - ისმის რაციაში კითხვა.
- ჩვენ?! ჩვენ კარგად ვიქნებით. დაჭრილები უნდა გამოვიყვანოთ. პოლიციას გააგებინეთ, სასწრაფოსაც!
როგორც ჩანს ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია, მუსტაფა და ჯემალი ჩემთან არიან.
- ფერი აღარ გადევს, ბევრ სისხლს კარგავ! - წუხს მუსტაფა.
- ბიჭები მატყობინებენ, რამდენიმე სნაიპერი ტრიალებსო. შენ ვინც გესროლა უკვე მკვდარია! - კმაყოფილია ჯემალი - როგორ ხარ? უკან კარიდან გაყვანა ხომ არ ვცადოთ?! - კოტეს ეკითხება ის.
- უკან გზა ღია იყო, თუმცა გამორიცხული არ არის იქაც ჩაეკეტათ. ბოლო ინფორმაცია არ ვიცით.
- გარეთ რომ შემოგვიტიონ, თავს ვერ დავიცავთ, გაგვიჭირდება! - ამბობს მუსტაფა - სახიფათოა! ჯობია სასწრაფოს აქ დაველოდოთ, დამხმარე ძალის მოსვლამდე თავს როგორმე გავიტანთ.
თითქოს დრო ნელა გადის. თვალთ მიბნელდება, ჯანდაბას... ვხედავ საიდი სადღაც მიიპარება. ომარიც მისი მიმართულებით მიძვრება, ასაკი აღარ ახსოვთ, პატარა ბიჭებივით არიან.
- ფრთხილად, არ შეგვამჩნიონ! მაშინვე მიიმალება, ეტყობა დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწია, ნამდვილად ასე ფიქრობს, ეგ ღორი საღორიდან ისე არ გამოვიდოდა.


დარბაზში ვიღაც, ჩალმიანი წვეროსანი შემოდის. სახეზე დიდ იარას წვერი ნაწილობრივ ფარავს, საიდი და ომარი ზურგით დგანან და შემოსულს ვერ ხედავენ. ხელით იარაღს ვსინჯავ. იარაღის ჭერა მაინც შემიძლია. ომარისა და საიდის რეაქციით ვხვდები, რომ ამ ისტორიის მთავარი გმირი სწორედ ისაა. შესულს ამჩნევენ. სვეტებს აფარებიან და მიზანში იღებენ. მომხდური აშკარად დარწმუნებულია, რომ მარტონი ვართ. ჩემი მიმართულებით მოდის. მეც ეს მინდა, მთელი საღამო ისედაც ვიგორავე, საკმარისია! ჩემი მშობლების ვალი მოსახდელი მაქვს. ომარის კმაყოფილს სახეს ვუმზერ. წინასწარ ტკბება იმ სიამოვნებით რაც ელის. იმედი უნდა გავუცრუო. ეს სიხარული ჩემია, მე მეკუთვნის, თუნდაც უკანასკნელი ამოსუნთქვა იყოს. პისტოლეტს ვისვრი და ვხედავ როგორ ბარბაცებს, მეორედაც ვისვრი, მესამედაც მინდა, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის. ბრაგუნის ხმა მესმის, თვალებს ვეღარ ვახელ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ. რომ ეს ჩემი მტერია.
- ესეც თქვენ, ღორებო, ლიდერი მაინც მოგიკალით! - მესმის საიდის ხმა - ეგ მაინც ვქენით.
- ჩემი ბიჭი, ჩქარა, უშველეთ!. - ომარის ტორებს ვგრძნობ, გულში მიკრავს, ჰაერი არ მყოფნის, თითქოს ვიხრჩობი, ისევ თვალთ მიბნელდება.
კობას ხმა სადღაც შორიდან ისმის: - აქეთ, აქეთ, დაჭრილები აქ არიან!
დახმარებამ მოგვისწრო, ექიმებიც აქ არიან, ნიღბები და თეთრი ხალათები ბუნდოვნად მოჩანს. თითქოს სასწრაფოს მანქანების სირენებიც მეჩვენება. ექიმებში მაიას ვხედავ, ეტყობა მეჩვენება. ცხადი და სიზმარი ერთმანეთში აირია, არის ყვირილი, გადაძახილები. მე კი მეძინება და თვალები თავისით მეხუჭება.
- აბდელ გესმის? თვალები არ დახუჭო, არ დანებდე! - მეძახის ვიღაც, ალბათ ომარი.
თითქოს საწინააღმდეგოდ მაინც მეხუჭება, ვცდილობ გავაგონო, რომ მესმის მათი ხმა, მაგრამ ძალა არ მაქვს, ვერაფერს ვახერხებ.
გულმკერდის არეში მტკივა. თანდათან ტკივილიც გადის და სრული სიმშვიდეა. აღარ ისმის ხმები, აღარც მტკივა, გული სიხარულით მევსება. თითქოს ბავშვი ვარ, ის პატარა ბიჭი დარდი რომ არ იცოდა. მივრბივარ, ყვავილებით დაფარულ მზით განათებულ მინდორში, ფეხქვეშ ბალახი წვება, ხრაშუნობს, შრიალებს. თითქოს ნამი მეხება, მსიამოვნებს სიგრილე. ქარი თმებს მიჩეჩავს, კულულები სქლად მაყრია შუბლზე. უცებ უკან ვტრიალდები, უცნაურია, თითქოს სახე შევიცვალე, კარგად ვაკვირდები. ეს მე კი არა დათუნაა, ალალად მიცინის, თვალები უციმციმებს, კისკისებს, მისი სიცილი ჩამესმის, გული შემეკუმშა, თითქოს ერთბაშად ტკივილმა დამიარა, მისი სახე იცრიცება, ფერმკთალდება, გაოცებული, შეშინებული თვალებით მიმზერს, დამფრთხალ შვლის ნუკრს მაგონებს. აქეთ-იქით იხედება. თითქოს ვიღაცას ეძებს. მინდვრის ბოლოში თეთრი კაბით მოჩანს თმებგაშლილი მაია. ღიმილით უმზერს შვილს და ხელს უქნევს. დათუნა მირბის, დედას ეხვევა, დიდ ყვავილების გვირგვინს აწვდის და ხვეულ თმაზე ადგამს. ბედნიერები არიან, ორივენი ჩემსკენ ბრუნდებიან, თბილად მიღიმიან, მაგრამ მაიას თვალები აღარ უცინის, ცრემლებით ევსება. მოწყენილი, დარდიანი სახე აქვს. გვირგვინს იხსის და დათუნას ადგამს თავზე. საყვედურით მიმზერს:
- წამოდი! - მეუბნება. მე კი ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, განა არ მინდა?! მინდა! მაგრამ მაინც, რაღაც მბორკავს, მიჭერს.
- მამა - მეძახის დათუნა - წამოდი!
ვიწევი, მკვეთრად ვიწევი, თითქოს ვეცემი. ისეც ვიწევი და ისევ ვეცემი! რა მჭირს ვერ ვხვდები. მაიას ბედნიერ სახეს ვარჩევ. ისევ წამოვიწიე, ვბარბაცებ, მაგრამ აღარ დავეცი, რაღაცას ვეყრდნობი. ნაბიჯს ვდგამ წინ, ეს დათუნაა. მხარში ამომიდგა, ჩემი საყრდენია. ნელა მივაბიჯებ ბალახებში. მე დიდი ვარ, თითქოს ისიც გაიზარდა. გვერდით ახალგაზრდა ბიჭი მომყვება. ერთმანეთის მხარდამხარ: მამა-შვილი. მაია ბედნიერია, კმაყოფილი, ჩვენ სამნი ვართ ერთად, გვერდი-გვერდ, დათუნა გვირგვინს მაწვდის.
- ეს გვირგვინი შენია! - მეუბნება და მიცინის მისი თბილისი ღიმილით. ორივეს ვუმზერ, შუბლზე მათაც ყვავილების გვირგვინები ადგათ. მეც ვიდგამ თავზე დიამდემას, მინდორში ერთად მივაბიჯებთ. დათუნა ისევ პატარაა, წინ გარბის, მე და მაია უკან მივყვებთ. ბედნიერი ვარ. გახარებული.
ნელ-ნელა ტკივილი მატულობს, თითქოს სისხლი მაწვება. ყურებში შხუილი მესმის. ხალხის ხმებიც წვდება სმენას.
- აზრზე მოდის, პულსი დასტაბილურდა, წნევა ნორმაზეა!
თვალებს ვახელ, ლამპიონები მანათებენ სახეში, ისევ ვხუჭავ ინსტიქტურად, ჩემი ზმანება მინდა. ის სიმშვიდე არ მემეტება დასათმობად. მაგრამ არ მაცდიან, რაღაცას მჩხვლეტენ, რაღაცას მირჭობენ. თავს გვერდზე ვატრიალებ, შუშის გამჭვირვალე ვიტრაჟთან მაიას და დათუნას ვხედავ, გვერდით მაიკი და ნიკა დგანან. სახე ცრემლებით აქვს დანამული, მაგრამ ბედნიერებისგან იღიმის. დათუნა, როგორც ყოველთვის, გაკრეჭილი მიმზერს, მეც ვუღიმივარ. ტკივილი ამდება, ვეღარ ვგრძნობ, მათ ვუმზერ და ყველაფერი მავიწყდება, აღარც მტკივა, აღარც ვკვნესი, სიცოცხლე მინდა, მათთან უნდა ვიყო, მინდა მივწვდე, ხელით შევეხო. თვალებს ვხუჭავ, სახეზე დათუნას ფუმფულა ხელების შეხებას ვგრძნობ, მაიას ტუჩების შეხებას, მაიკისა და ნიკას ძლიერ ტორებს.
- ცოტაც და აზრზე მოვა! - ამბობს ჩემთვის უცნობი ხმა - ტკივილები რომ ვერ იგრძნოს გამაყუჩებლით ვაძინებთ.
- საფრთხე ისევ ემუქრება?
- არა, ორგანიზმი იბრძვის, წინ სწრაფად მიიწევს, ასეთ შედეგს არც ველოდით.
მინდა მეც ხმა ამოვიღო, რაღაც ვუთხრა, მაგრამ სიტყვას ვერ ვძრავ და ისევ მეძინება. ასე ნახევრად ძილ-ღვიძილში პალატაშიც გადამიყვანეს, სადაც საბოლოოდ გავიღვიძე. ნელ-ნელა ძალებს ვიკრეფ, ცოტაც და ალბათ გამწერენ, ყოველ შემთხვევაში მე უკვე მეჩქარება. ასე ვფიქრობ, როცა:
- მამიკო! - მესმის დათუნას ეშმაკური ხმა და მეღიმება, თვალებს ძალით ვხუჭავ, ვითომ მძინავს - ისევ დაიძინა?! - მოწყენილი ეკითხება მაიას.
- კი, ასე თქვა, თუ დათუნა არ ჩამეხუტება და არ მაკოცებს არ გავიღვიძებო!
- მამიკო! - ლოგინზე ძვრება დათუნა და ყელზე მეხვევა - მიყვარხარ! - ყურში მეჩურჩულება ის, გულში ვიკრამ მის ხუჭუჭა თავს.
- ჩემი ვაჟკაცი, როგორ მომენატრე! - დათუნა გვერდით მიწვება, აღარ მშორდება, ცდილობს ზედმეტად არ შემაწუხოს. თუმცა ზოგჯერ ავიწყდება, შემთხვევით ჭრილობაზე მეხება. მინდა ტკივილი არ შევიმჩნიო და საცოდავად ვიჯღანები. მაშინვე ფრთხილად გვერდზე იწევა.
- გატკინე?! - შეშფოთებული მეკითხება.
- არა! - ვიღიმები და მაიას თვალს ვუკრავ.
- მართლა არ ეტკინა? - ამჯერად დედას ეკითხება.
- ცოტა ეტკინა, ფრთხილად იყავი, ხომ იცი მოვლა ჭირდება. ჯერ ისევ სუსტადაა! - დათუნა სერიოზული სახით მომჩერებია: - მე მოვუვლი, წამალს დავალევინებ!
- კარგი, დაალევინე! - ეთანხმება მაია და წამლის ტაბლეტსა და წყლიან ჭიქას აწვდის.
- აბა, მამიკო, დიდი პირი გამიღე! - მეუბნება დათუნა. - ნუ გეშინია, მწარე წამალი არ არის! აი, ნახე როგორ კარგად იქნები, როცა გამოხვალ სასეირნოდ გატარებ და ბევრს ვითამაშებთ!
სიცილს ვეღარ ვიკავებ, წამალს ვსვავ და ვიჯღანები.
- ასეთი უგემური წამლის შემდეგ უნდა ჩამეხუტო. თორემ იცოდე აღარ დავლევ! - დათუნა ეშმაკურად წევს წარბებს, მაიას უყურებს და მემუქრება.
- დე, ექიმს დაუძახე, წამალს არ სვავს და ნემსი გაუკეთონ!
- ოხ, შე პატარა მაიმუნო! - მეცინება ისევ მე და ჭრილობას ხელით ვიჭერ, ტკივილისგან ცრემლები მომდის, ვტირივარ, თუ ვიცინივარ ვეღარ ვიგებ.

როგორც ომარისგან გავიგე, მშვიდი მდგომარეობა იყო, დაჭრილები მკურნალობდნენ, საბედნიეროდ დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებიც უსაფრთხოდ მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, სეპარატისტების ლიდერის გარდაცვალებით, შეტევაც დასრულდა. მიკვირდა მისი დაუდევრობა, იმდენად კმაყოფილი იყო ჩემი განადგურებით, რომ საფრთხის შეგრძნება დაკარგა, გათამამდა და საბედისწერო შეცდომაც დაუშვა.
- მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, შენობაში საკონტროლო ჯგუფს შემოვუშვებდი. მარტო არაფრით არ შევიდოდი! - ამბობდა ნიკა.
- დარწმუნებული იყო, რომ აბდელი მოკლეს! სისხლში ცურავდა, სეიმართლე გითხრათ მეც ასე მეგონა! ხელსაყრელ წუთებს ველოდებოდი, რომ ჩემი ხელით ჩამეძაღლებინა, აბდელმა დამასწრო. საიდისგან ვიცოდი, რომ ჩვენი ოჯახის განადგურებაში მისი ხელი ერია, თურმე დაფინანსება ჭირდებოდა და ჩემმა ძმამ უარი უთხრა, შეიძულა და შეიზიზღა! ასეთ ნაძირალებს, ხომ წყნარად ცხოვრება არ შეუძლიათ, მუწუკები არიან, ამძიმებენ მიწას და ცხოვრებას უწამლავენ სხვებსაც!
- არ მჯერა, ეს კოშმარი რომ დასრულდა, მართლა აღარავინ დარჩა?! - ომარს ეკითხება მაია.
- დამკვეთიან-შემსრულებლებიანად ყველა განადგურდნენ. შეიძლება ითქვას თავისივე ბოროტებამ გაანადგურა უკანასკნელიც. შენი „მოღალატეობაც“ ამით დასრულდა, ისედაც ვხვდებოდით მე და საიდი ვისგანაც მოდიოდა ეს ყველაფერი. დღეის-დღეობით ყველა სიმშვიდით ტკბება!
- ძალიან ძვირი კი დაგვიჯდა ამდენი წვალება! - მოწყენილი ამბობს მაიკო და ჩემს შეხვეულ მკერდს უმზერს.
- კობას ვალიდან ვერასოდეს ამოვალ, ის რომ არა დავიღუპებოდით!. - საუბარში ერთვება მაიკი- სასიამოვნო ახალგაზრდაა, გულითადი მეგობრობა სცოდნია.
- კობა კარგი ბიჭია, ასეთი იყო ყოველთვის, ურთიერთობები არასოდეს ეშლებოდა!. - აქებს ნიკაც.
- მე ძალიან შემეშინდა, მა შენც? - მეკითხება დათუნა.
- მეც! - ვეთანხმები მას.
- შენ რატომ? - ცნობისმოყვარედ მეკითხებოდა ის.
- მეგონა ვეღარ გნახავდი და მაგიტომ. - ხუჭუჭა თმას ვუჩეჩავ.
- დედასაც ასე ეგონა, არ მოგვყვებოდა, იძახდა მარტოს ვერ დავტოვებო! დე, შენც გეშინოდა?! - მაიას ეკითხება, რომელიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- ეხლაც მეშიანია! - ამოიოხრა მან.
- ეხლაც, რატომ?! - უკვირს დათუნას.
- ეტყობა დამრჩა დაძაბულობა, აი, მამიკო სახლში რომ წამოვა, აღარ შემეშინდება.
- დე, იქ ისევ ისვრიან?
- არა, აღარ...
- როგორ ხართ? - პალატაში ბუბუნით შემოდიან კობა და მუსტაფა. კობას ვეებერთელა დათვი უჭირავს ხელში - ეს შენ დათვის ბელო! - აჩეჩებს დათუნას.
- რა მაგარია, ნამდვილ დათვს გავს! - უხარია ბავშვს.
- აბა, გმირო, როგორ ხარ? - მხარზე ხელს მირტყამს კობა, ისე შემანჯღრია ჭრილობა მეტკინა და ვიჯღანები - მაგარი ხარ! გული დამწყდა მთელი ბრძოლა ძირს წევსო და იყოჩარე კიდეც .... - იცინის ის - მაშინღა მივხვდი, თურმე თავს ინახავდი მთავარი მოწინააღმდეგისთვის.
- სხვა რა მეთქმის? - მეღიმება მეც - გამიმათლა!
- დროზე გამოდი, ომობანა გვაქვს სათამაშო! - დათუნას უკრავს თვალს.
- მე არ მომეწონა, აღარ ვითამაშებ! - უარზეა დათუნა.
- აი, მე კი არ მგავს - როხროხებს კობა - დავბერდი და ისევ ვერ ვისწავლე ჭკუა! -სევდიანი სახით უმზერს მაიას.
- კარგი კი იქნებოდა! - იცინის მაია - წარმომიდგენია „პატარა კობები“ რომ ირბენდნენ ავტომატებით ხელში.
კობა გულიანად იცინის: - კარგი იქნებოდა, წინ -დათუნა, და უკან „პატარა კობუნები“ - თმებს უჩეჩავს დათუნას - რას გეუბნებიან, როდის უნდა გამოგწერონ? - სერიოზულდება ის.
- ალბათ ერთ კვირაში, უკვე მომწყინდა აქ ყოფნა, გაძლებაზე ვარ!
- უფლება რომ ქონდეს, დღესვე წამოვიდოდა, ძალით ვაჩერებთ! - აღნიშნავს მაიკი.
- კარგად გამოშუშდი, მოძლიერდი, ავადმყოფი არ გვჭირდები!. - თვალს მიკრავს კობა.
- შენი ამბავი, რომ ვიცი რაღაც გეგმები გექნება? - ეკითხება ნიკა.
- მინდა ყველა ერთად შევიკრიბოთ საქართველოში. ნიკა ძია ჩვენებურად, ძველებურად, ნადირობითა და მწვადებით!
- კარგი იქნებოდა, ასეთ გართობაზე არც მე ვიტყვი უარს! - თავს იპატიჟებს მაიკი.
- პირობა, პირობაა, სამ თვეში საქართველოში დავბრუნდები.
- მეც იქ ვიქნები! - პირდება ნიკა.
- მეც ჩამოვალ, ჟაკლინსაც წამოვიყვან, გაუხარდება!
ყველამ ჩვენ შემოგვხედა.
- მეც მოვდივარ! - იძახის დათუნა, გაგვეცინა - რა, არა?! - გაოცებული გვიყურებს ჩვენ.
- ჩვენც წავალთ. - ვეთანხმებით - სახლში გველოდებიან, თეოც ჩამოვა, თორნიკეც და ვიქნებით ყველანი ერთად.
- აუფ, რა მაგარია! - უხარია დათუნას.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაცის მოლოდინი მაქვს.... უფრო მეტი ცუდის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent