შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 6


25-10-2015, 15:35
ავტორი sopiko
ნანახია 2 492

ლელკა საწოლს ალაგებდა. ჩემ ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე პირზე ხელი აიფარა და მხარზე ხელი ჩამავლო. ამ მწუხარებას მარტო ვერ გავუძლებდი, ტკივილი მისთვის უნდა გამეზიარებინა. იქნებ ასე მაინც განვთავისუფლებულიყავი.
-ნინე, რა გჭირს?-ოდნავ შემანჯღრია და დაეჭვებული მზერა მომაპყრო.
-მგონი მართლა არ უნდა წამოვსულიყავი...-დავიწყე, მაგრამ ვინ დამაცადა. გაანჩხლებულმა კიდევ უფრო დამაწყვიტა ნერვები.
-ნუ სულელობ! ვიცი, სხვა მიზეზია. ჯერ მხოლოდ მეორე დღეა და რატომ ცდილობ ყველაფრის აქაურობისთვის დაბრალებას?
არა! არ უნდა დააწიკწკნო ეს წითური თმა ამ ვითომ მეგობარს? საცემია ნამდვილად! ჯერ იქნებ მომისმინოს და მერე გამოიტანოპს ახსნა-განმარტებები? მაგრამ ქალები ხომ ყველას პირში ვუვარდებით და გონებაში სულ სხვანაირად მიგვყავს წინადადების დასაწყისი. ქალები? თუმცა რა... მე ხომ განსაკუთრებული ვარ!
-იცი და შენთვის შეინახე! იქნებ სათქმელი დამასრულებინო?-ლელკამ ჭოჭმანით დამიქნია თავი და მეც განვაგრძე.-ჩემი ყოფილი შეყვარებული აქ არის!
-იდიოტი!-თითი კარისკენ გაიშვირა მან, თითქოს იქ მათე ყოფილიყოს. როგორც ჩანს ყველა ჩემნაირი მართლმხედველი არ არის!
-ხეპრე!-გაბრაზებულმა სიტყვა არ ჩავაგდე. მე ხომ ყოველთვის ვიმარჯვებ გასართობ თამაშობებში.
-არაკაცი!
-თავხედი!
-კრეტინი!
-საყვარელი!-ჩავიბურტყუნე უნებურად. მართლა არ მინდოდა, მაგრამ არევაძე ვერ იტანს უსამართლობას და მათე ხომ ძალიან, ძალიან საყვარელია. უდანაშაულო ბატკნის თვალებით მივაცქერდი ლელკას, მგონი პატიებას ვთხოვდი... კი, მაგრამ რატომ? მაშინვე პირქუში სახე მივიღე და თქაფა-თქუფით ავლაპარაკდი.
-ერთი ბიჭია რა... ჩვენ გვერდით რომ კოლეჯია, იქ ცხოვრობს.
-მოხალისეა?-ნამდვილად რაღაცას ერჩოდა მათეს. მოიცა, ესეც ხომ არ მოსწონს?
ვიცი რომ უღირსად მოიქცა, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ მათეს მიწასთან განწორებას. მაინც პატივსცემით ვარ გამსჭვალული მის მიმართ. ალბათ იმიტომ რომ მიყვარს... ისევ მიყვარს...
-არა! მე მას ვუყვარდი და მოხალისედ რატომ წამოვიდოდა? სხვა გზა არ ჰქონდა!-ამ სიტყვებით საკუთარ თავსაც ვარწმუნებდი და ლელკასაც.
-ვთქვათ, რომ ასეა! მერე სად მიდიხარ? არ შეიძლებოდა, რომ ეთქვა რატომ შორდებოდით? ამას დიდი საქმე სჭირდებოდა? თუ ის უფრო ადვილი იყო რომ გამოეცხადებინა, ერთმანეთს არ შევეფერებითო!
-ერთმანეთს არ ვეკუთვნითო ქალბატონო, ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს!-შევუსწორე და ცხვირის ფშუტუნით ჩამოვჯექი საწოლზე.
-ხო, აბა რა! გაამართლე! გაამართლე!
გაბუტულმა ტუჩები გავბუშტე და ბალიში გულზე მივიკარი. განა დამამშვიდა, პირიქით ცეცხლზე წყალი დაასხა. რაც სიბრძნე ჰქონდა, ყველაფერი გადმომილაგა. ასე, ამრიგად შენი მათე მიტევების ღირსი არ არისო. ამაყი ვარ! თავმოყვარე, მაგრამ ის ჩემგან ორ ნაბიჯზეა, არ გინდა აიტანო მისი სიახლოვე? თუნდაც შორეული სიახლოვე? მით უმეტეს როცა გეუბნებიან, რომ აღარ უყვარხარ. გაბრაზება აცხრობდა ჩემ გრძნობას, მაგრამ სულ ცოტათი... აქ იმიტომ გამოვიქეცი, რომ მას გავშორებოდი. ის კი უკან გამომეკიდა, თუ მე გამოვეკიდე... ნუ, როგორც იყო...
-რას აპირებ?-ღიმილით შემომაპარა ლელკამ.
-არაფერს! საერთოდ ნურაფერს ნუ ელით ჩემგან! თავი დამანებეთ!-უხეშად მივუგდე რამდენიმე სიტყვა და კედლისკენ გადავბრუნდი. იმ წუთას მთელ ქვეყანაზე ვიყავი გაბრაზებული! მხოლოდ საკუთარი თავი მახსოვდა...

ძილიც არ დამაცადეს! თხუთმეტ წუთში საყვირის გამაყრუებელმა ხმამ მაიძულა გარეთ გავსულიყავი. მე ხომ ბედი არ მაქვს! ისე ახლოს აღმოვჩნდი მეთაურთან, რომ ლამის ცხვირზე ვაკოცე. ...და გვერდით გაპარებულმა თვალმა იცით ვინ დაინახა? ტყუილად არ იჭყლიტოთ ტვინი, მაინც ვერ გამოიცნობთ. არველაძეს ძარღვები დაჭიმოდა, ცოტაც და გასკდებოდა. ჩავიცინე, მაგრამ გემრიელად ვერა. წინ მისტერ ქვის გული მეჭიმებოდა. აქაო და მასზე უკეთესი მე ვარო. ისემც შენ რა გითხარი!
-არევაძე! ყველა მზადყოფნაშია, შენ კიდევ ჯერაც აქ დგახარ და ღმერთმა იცის რა გიტრიალებს თავში.-მისმა გამოშლილმა ხელებმა კუთხეში მიმიმწყვდია. დამცხა! უხერხულობის გრძნობას ვერ ვიშორებდი. ნეტავ, რატომ? ო, არა! ჩემი გულამოღებული მაისურის გახდა დამვიწყებია, ის კი მეტად ჩამომქაჩვია და ახლა სწორედ ბატონი კონსტანტინეს ხარბი მზერა მასვია მკერდზე.
უმალ შევისწორე ტანისამოსი და ისევ მათეს გავხედე. მისი ირონიული ღიმილი სასტიკად მამცირებდა და მეც შურისძიების მიზნით მეთაურს თბილად გავუღიმე.
-დიდი ბოდიში ბატონო, ხმა ვერ გავიგე, გუშინ ძალიან გადავიღალე და...-მლიქვნელურად მივუგე და თმის ერთი ნაწილი თითზე დავიხვიე.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დაიმორცხვა. ულვაშები აეპრიხა და მეც ხეირიანად გადაკისკისება მომინდა. ეჰ, დრო ამოიწურა! ახლა ამ კაცთან დაახლოვება ჩემი ბოლო შანსია. რისი? მმმ, გადარჩენის!
-რადგან ასეა... მიდი! სხვებს შეუერთდი!
ამ სიტყვებით ნიშნსმოგებით გადახედა ჯარისკაცებს. აი, რა გოგო ჩავიგდე ხელშიო. მე ასე ვფიქრობ და მგონი ეს იგულისხმა.
ლელკასთან მივირბინე და საყვედურით შევხედე. ვითომ რატომ არ გამაღვიძა, მეთაურის ხელში ჩაგდებაც უნდა? ა ტა ტა ტა! ისე ლაზათიანად ავიქნიე ფეხები, ლამის ორ მეტრში მდგარ მათეს მივარტყი. პირდაღებული შემომჩერებოდა და ხელებს მთელი ძალით მუშტავდა. ვერ გავიგე ჩემი მოკვლის სურვილი კლავს თუ მოფერების...
ვარჯიშმა შესანიშნავად ჩაიარა. კონსტანტინემ უზარმაზარი, მძიმე ჯოხები გადმოგვცა. ჩემამდე რომ მოვიდა განგებ მომიჭირა თითებზე ხელი და თან რაღაც მანიშნა. ამჯერად მართლა ვერაფერს მივხვდი. არც მისი მოქმედება გამორჩენია არველაძეს. ხელში დაჭერილი მორი გაუვარდა და ფეხში ჩაეცა. ესეც შენ!
-ღმერთო ჩემო!-სწრაფად მიირბინა ჩემ გვერდით მდგომმა გოგომ.-ძალიან გტკივა?
მათე ხის კუნძზე იჯდა და ტერფს იზილავდა. მეცოდებოდა, მაგრამ თან გაბრაზებული ვიყავი.
''ძალიან გტკივა''-გულში გამოვაჯავრე იმ არამკითხეს და ფეხებმა თავისით გაიწიეს დაშავებულისკენ.
-სამედიცინო კომფლექტი მაქვს, იქნებ ტკივილი ცოტა დაგიამდეს.-მისთვის არ შემიხედავს, მეშინოდა რამე საშინელება არ ჩამედინა.
-არ არის საჭირო! ჩვენც შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ, თანაც ისეთი არაფერია...-კონსტანტინეს ეჭვიანობისგან თავზე რქები ამოეზარდა, მაგრამ მისთვის არ მეცალა. მათე კოჭლობით გამომყვა უკან. აღელვება საიმედოდ მივჩქმალე და მამაკაცს ოთახში შევუძეხი.

.........................................................
ინტრიგანი მე!
ალბათ ხვდებით, რა საინტერესო თავი გელით წინ და არ დაიშურებთ შეფასებებს...
ყველას გაფასებთ, ვინც ცდილობთ სტიმული მომცეთ და გამახაროთ.
სიყვარულით სოფიკო <3



ველოდები ახალს,დიდს და გემრიელს!
მოგკლავ იცოდე,მალე თუ არ დადებ!
ხი-ხი-ხი! როგორ მინდა.რომ ამ კრეტინმა იეჭვიანოს!
შენიშვნა მაქვს...
აი,ცოტა აბლარდულად წერ. ეცადე,დაალაგო ხოლმე და,
ისე გამოაქვეყნო. თანაც,მოვლენებს გაწელვა მოუხდებოდა...

 


№2  offline მოდერი sopiko

უცნობი კრიტიკოსი
ველოდები ახალს,დიდს და გემრიელს!
მოგკლავ იცოდე,მალე თუ არ დადებ!
ხი-ხი-ხი! როგორ მინდა.რომ ამ კრეტინმა იეჭვიანოს!
შენიშვნა მაქვს...
აი,ცოტა აბლარდულად წერ. ეცადე,დაალაგო ხოლმე და,
ისე გამოაქვეყნო. თანაც,მოვლენებს გაწელვა მოუხდებოდა...

მიხარია თუ მოგწონს ♥ შენიშვნებს ვიღებ, მაგრამ არ ვთვლი რომ აბლანდულად ვწერ უცნობო კრიტიკოსო :-D ჯობს უფრო დამიკონკრეტო რომ შეცდომა გამოვასწორო. ხვალ იქნება შემდეგი თავი...

 


№3  offline წევრი Firefly

ვგიჟდები მეშენს ისტორიებზე ხალისიანი და განსხვავებულია.ველიდებიი შემდეგ თავს ♥
--------------------
M.T

 


№4  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
ვგიჟდები მეშენს ისტორიებზე ხალისიანი და განსხვავებულია.ველიდებიი შემდეგ თავს ♥

დიდი მადლობა საყვარელო ♥

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარი ყოჩააღ მათე მომწონს ძალიან ნუ რავქნა ეხა მაინც მგონია რო ნინეს გამო მოიქცა ესე ვფიქრობ ეგონა ეო დაივიწყებდა და აღარ დაიტანჯებოდა ნუ ეს ჩემი აზრია და იმედია შერიგდებიან კონსტანტინე კიდე არ მომწონს რაღაც ცუდი ჩანს
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6  offline მოდერი sopiko

♡EPICLOVE♡
ძაან მაგარი ყოჩააღ მათე მომწონს ძალიან ნუ რავქნა ეხა მაინც მგონია რო ნინეს გამო მოიქცა ესე ვფიქრობ ეგონა ეო დაივიწყებდა და აღარ დაიტანჯებოდა ნუ ეს ჩემი აზრია და იმედია შერიგდებიან კონსტანტინე კიდე არ მომწონს რაღაც ცუდი ჩანს

გმადლობ ♥ რატომ მოიქცა ასე მათე მალე გაიგებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent