შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (17 თავი)


23-10-2015, 10:01
ავტორი murachashvili
ნანახია 3 367

მეჩვიდმეტე თავი
მეორე დღეს ისე ვარ თითქოს კარგად მცემეს. ყველაფერი მტკივა, თუმცა წინა დღის ტკივილთან ახლოსაც ვერ მოვა. ემოციები თითქოს ჩაცხრა. ვცდილობ გონების თვალით გადავხედო. მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც მრჩება. გადავწყვიტე ომარი მოვინახულო. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემი კითხვების ნაწილზე მაინც ექნება პასუხი.
ომარს გაუკვირდა დილიდანვე ჩემი სტუმრობა.
- მოხდა რამე?
- არაფერი, ცოტა მოვიწყინე და შენი ნახვა მომინდა.
- მოიწყინე? - ყურადღებით მაკვირდება ის.
- მშობლებზე ვფიქრობდი, გუშინ ხომ ფერიდეს ოჯახს ვხვდებოდი განქორწინებსთან დაკავშირებით.
- მერე? -ინტერესით მისმენს ის - რაო დაგეთანხმა?
- კი, დამეთანხმა.
- რა თქმა უნდა, ფულის ღორი, ოღონდ გარანტია მიიღოს და წინააღმდეგი როგორ იქნება?. - ზიზღით ამბობს ის.
- ბიძია ომარ, რაღაც მინდა გკითხოთ. გუშინდელ შეხვედრაზე ფერიდეს მამამ საინტერესო რაღაც თქვა. თურმე მამაჩემთან მეგობრობდა.
- ნაძირალა! - ტკივილისგან სახე მოეღრიცა ომარს - ამას ამბობს კიდეც? მაგარი მეგობრობა სცოდნია!.
- რაც თქვა მართალია?
- ეს თემა დღემდე მტკივნეულია ჩემთვის. როცა საიდზე გვიქრობ, არ მინდა დავიჯერო რაც მან ჩაიდინა. ჩემი ძმა რომ მოკლეს, მაშინვე დაიჭირეს. არ მჯეროდა მისი დამნაშავეობის. ვამბობდი ამას არ იზამდა, ასე არ გაიმეტებდა მეთქი. თურმე შევცდი, მერედა როგორ შევცდი! ძაღლი, ძაღლიც არ ქვია, თურმე ტურა ყოფილა. საზიზღარი კოიოტი. ლომს როგორც კი მიწვდა დაგესლა და მოსპო. საიდს მშობლები არ ყავდა. ობოლი ბიჭი ბებიაშენს ეცოდებოდა, ტანსაცმელებს ყიდულობდა, საჭმელად ისე არ დავჯდებოდით, მისთვის რომ არ დაგვეძახა. სამნი ვიყავით: მე, მამაშენი და საიდი. პაპაშენს არ უყვარდა საზღვრების წაშლა. დიდად არ მოსწონდა საიდთან ჩვენი მეგობრობა, მაგრამ ბებიაშენს ხათრს არ უტეხდა. თუმცა ზღვარს არც საიდი არღვევდა. მისთვის მამაშენი ყველაფერი იყო, მეგობარიც, ძმაც, ბატონიც, ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მის სიყვარულში იყო რაღაც ფანატური, ავადმყოფური. მე ასე მეგონა. - ომარი გაჩერდა, ალბათ უჭირდა ამბის მოყოლა, შემდეგ კვლავ განაგრძო - ბავშვები გავიზარდეთ. საიდმა საკმაოდ ახალგაზრდამ იქორწინა. რა თქმა უნდა ოჯახის რჩენა უჭირდა. მამაშენი ყოველთვის ხელგაშლილი იყო. დედაშენიც სხვანაირი ქალი იყო, ხალისიანი, კეთილი. სხვისი ტკივილი ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა. მათი ხელგაშლილობა სალაპარაკო იყო: ზოგს მოწონდა, ზოგს - არა. ხშირად აკრიტიკებდნენ. თუმცა მამაშენი ღიმილით ამბობდა: - „ფული და ქონება საკმარისი მაქვს, დაე სხვასაც ქონდეს. ამით არაფერი დაშავდებაო!“ საიდისთვის არაფერი ენანებოდა, მან კი.. დღემდე ვერ გავიგე, რატომ? ასე რატომ გაიმეტა? ასე რატომ შეგვიძულა? - ბავშვივით ზლუქუნებდა ომარი, გული შემეკუმშა, ტკივილი ისევ გაცოცხლდა. - როგორ შეეძლო ასეთი უმადური და ბოროტი ყოფილიყო?
- გამოძიებაში იყავი ჩართული?
გაოცებულმა შემომხედა -რა გამოძიება, საერთოდ არ მაინტერესებდა მათი ძიება! ეწერათ და ეკითხათ რაც უნდოდათ. მე ჩემი ძმა აღარ მყავდა, აღარ იყო დედაშენი და აღარ იყავი შენ. ფაქტიურად აღარც მე არ ვიყავი! თავს ვიდანაშაულებდი, გაჭირვების დროს მამაშენს რომ ვერ დავეხმარე. ვერ გადავარჩინე. ეს წურბელა ასე ახლოს მივუშვი! შენი დაბადების დღე იყო. მაიკი უკვე ჩამოსული იყო, შენ როცა მაიკს დაინახავდი, ირგვლივ ვეღარავის არჩევდი. მეც მაიკზე ვეჭვიანობდი. მისი საჩუქარი მოგეწონა, ამიტომ მე აუცილებლად უკეთესი უნდა მომეტანა. ეხლა მეცინება ჩემს სისულელეზე, შენი გაყოფა მიჭირდა. მინდოდა ყველაზე მეტად მე გყვარებოდი! სანამ მე საჩუქარს ვარჩევდი, ბედისწერამ ისეთი საჩუქარი მომიმზადა, მთელი ცხოვრება მეყო! - მწარედ ფაიღიმა მან - შემდეგ იყო დიდი დარდი, მოუშუშებელი ჭრილობით, საიდისთვის არ მეცალა. ასეთ არარაობაზე დროს როგორ დავკარგავდი. წურბელა იყო და წურბელადვე დარჩა. მე შენ გეძებდი. ერთად - ერთი ჩემი საფიქრალი შენ იყავი.
- არ გიფიქრია, რომ შეიძლება საიდი მკვლელი არ იყო?
- მიფიქრია კი არა, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ის არ ყოფილიყო მკვლელი, როცა აიყვანეს სისულელე მეგონა, გაურკვევლობა, მაგრამ მართალი გამოდგა. იარაღიც იპოვეს და თვითონაც აღიარა დანაშაული.
- ჩვენი კლანიდან ვინ იყო ჩართული გამოძიებაში?
- დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან. ზოგი მოკლეს, ისევ საიდმა ან მისმა ხროვამ, ზოგი ავარიაში დაიღუპა. ამ ადამიანმა ბევრის სისხლში გაისვარა ხელები. იმედია ღმერთი ისე არ გამწირავს, რომ მისი აღსასრული ვერ ვნახო! - ზიზღით ამბობს ის.
- როგორ ფიქრობ, მამა ასე რატომ გაიმეტა?
გაოცებულმა შემომხედა: - ამას მე მიკითხები? მაგის პასუხი მხოლოდ ნაძირალა საიდს ეცოდინება. რა ვიცი მის ავადმყოფ ტვინში რა ტრიალებდა.
- თუ ავადმყოფი არ იყო, მაშინ? - არ ვეშვებოდი მე. ომარი გაღიზიანდა.
- ასეთი მიზეზი არ არსებობდა, შეუძლებელია ყოფილიყო. ამას მხოლოდ გიჟი თუ იზამდა.
- ვხვდები, რომ გიჭირთ ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გამიგოთ. ბევრი კითხვა მაქვს, პასუხს კი ვერავინ მეუბნება.
- ის უფრო მეწყინებოდა, კითხვები რომ არ გქონოდა.
- წეღან თქვი, მამაშენი ეხმარებოდაო და ეს არ მოსწონდათო, მაინც ვის არ მოწონდა?
- რა ვიცი, ბევრს. ოჯახის წევრებს ეჩვენებოდათ, რომ ასეთი დახმარებით ჩვენი იმპერია სუსტდებოდა. თანხები იფლანგებოდა. დიდად არ მოსწონდათ საიდის მსგავსები რომ ძლიერდებოდნენ და ნელ-ნელა ფეხს იკიდებდნენ. ალბათ, მართლებიც იყვნენ. ამისთვის საიდის მაგალითიც კმარა.
- როგორ ფიქრობ, რომ არა საიდის ნამოქმედარი, ვინ იქნებოდა მართალი მამა თუ ისინი?
ომარმა თვალებში შემომხედა: - მიუხედავად საიდის უნამუსობისა, მამაშენი სწორად იქცეოდა. ის ბედნიერი იყო, ყავდა დედაშენი, ყავდი - შენ. მას ყველასთვის კარგი უნდოდა, ცოლ-ქმარი, ორივენი ცხოვრებით ტკბებოდნენ და სურდათ მათ ირგვლივ ბედნიერი ხალხი ყოფილიყო. ასეც იყო, სანამ ისინი ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, მეც ბედნიერი ვიყავი, წავიდნენ და მეც გავქრი, ომარიც გაქრა. ზუსტად ვიცი ხელახლა, რომ მისცემოდათ ცხოვრების საშუალება, მაინც იგივეს გააკეთებდნენ, მეც მხარში ამოვუდგებოდი. სხვა ძმა არ მინდოდა. ის მიყვარდა და ის მჭირდებოდა.
- იმ ამბების შემდეგ, როდესმე საიდთან გილაპარაკია?
- არა, ეგ ადამიანი მეზიზღება. პრინციპში ის ადამიანიც არ არის, საზიზღარი წურბელაა, ვხედავდი როგორ ანადგურებდა ყველას, მხოლოდ ის მაინტერესებდა, ჩემს მოკვლას თუ გაბედავდა. მე რას მეტყოდა? მაგრამ არა, ყველას შეეხო ჩემს გარდა, ყველას! მხდალია, მშიშარა და ამიტომ!.
- იქნებ სხვა მიზეზი ქონდა, რის გამოც არ შეგაწუხა? იქნებ არც ჩემი მოკვლა უნდოდა?
- ვერ გავიგე რისი თქმა გსურს, თითქოს ბოლომდე არ ამბობ სათქმელს?
- ვითომ? არც შენ იმალებოდი, არც ის გეძებდა.... შენი მესმის, ამბობ წურბელააო, მისთვის არ მეცალაო. მაგრამ იმ დროს როცა შენს გარშემო ამდენი ადამიანი მოიშორა, შენთან შეხვედრასაც კი არ ეცადა?!.
- ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია, მგონი გულის სიღრმეში ოდნავ მაინც ვუყვარდით. ალბათ, სულ ოდნავ!. - ის გაჩუმდა - ამდენი წლების შემდეგ ყველაფერს რომ ვუყურებ, ბევრი რამის გაგება მიჭირს, დღემდე მიჭირს. ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარებოდა. იქნებ მან არ მოკლა?. ზოგჯერ, საიდს როცა ვხედავდი უცნაური გამოხედვა ქონდა, მის მზერაში სინანული არ ჩანდა, უფრო სევდა იყო, ვიდრე სინანული. ბევრჯერ ეჭვი შემპარვია, ისე იქცეოდა თითქოს მართალი იყო. შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ ჩემი სურვილი უფრო იყო, ჩემგან შექმნილი ილუზია.
- დარწმუნებული ხარ?
- მამაშენს მტრები არ ყავდა. თუმცა არც საიდი იყო მისი მტერი. რა ვიცი, არ ვიცი. მინდოდა მკვლელი საიდი არ ყოფილიყო, მაგრამ ----
შემეცოდა ომარი, საინტერესოა სიმართლე რომ გაეგო რას იზამდა, იქნებ?... მაგრამ ვერ გავბედე, ვერ ვუთხარი. მისი ჭრილობები იმდენად ღია იყო, რომ ვეღარაფერი ვეღარ ვთქვი.
- თქვენ რაც მომიყევით, ბევრი რამ მაინც ბუნდოვნად მეჩვენება. ჩვენ გუშინ დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან მძიმე იყო მოსმენილი. ოღონდ მე ვერაფერს გეტყვი. იმედი მაქვს ადრე თუ გვიან შენ და საიდი ილაპარაკებთ, თუ ოდნავ მაინც დაგეხმარება, ოდნავ მაინც შვებას მოგცემს, გეტყვი, რომ საიდი არ ყოფილა წურბელა. არც ისეთი უმადურია შენ რომ გგონია. გუშინ ჩემთვის მძიმე დღე იყო. მგონია ამ ყველაფრის მოსმენა არც შენთვის იქნებოდა ცუდი, ოღონდ ჩემგან - არა.
- მაგ წურბელას თავი არ მოატყუებინო, შენს ცხოვრებაში არ შეუშვა? - გაცოფდა ის - ახლოს არ მიუშვა, გესმის?! არ მიუშვა!
- მესმის, ნუ გეშინია. მე ვერაფერს დამიშავებს, უფრო სწორად არაფერს დამიშავებს.
- რაღაც უცნაურად ლაპარაკობ, არ მომწონს. საიდი არ მოვსპე. მივეცი შანსი ეცოცხლა. თავისი საზიზღარი სიცოცხლე აქ გაეტარებინა, მაგრამ შენთან ახლოს არ მოვუშვებ. არც კი იფიქროს, მეტიც არ მინდა, ღამის კოშმარივით მოვევლინები, მისგან აღარაფერს დავტოვებ!. - ცოფებს ყრიდა ომარი. საიდი იქ რომ ყოფილიყო ალბათ ხელიც არ აუკანკალდებოდა ისე მოსპობდა. დაველოდე სანამ დამშვიდდებოდა - ვერ ვიტან მაგ ადამიანს, რასაც ეხება ყველაფერს სპობს და ანადგურებს!.
- დამშვიდდი, გთხოვ. აქ იმიტომ არ მოვედი, რომ გაგაღიზიანო, მაგრამ.. შენც ხვდები, რომ სიმართლეს გეუბნები. ამ ამბავში ბევრი კითხვის ნიშანია. რისხვამ არ მინდა გონება დაგვიბნელოს. შავი და თეთრი ვეღარ გავარჩიოთ. გთხოვ, ერთმენეთს მხარში ამოვუდგეთ და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე გავიგოთ, გემუდარები!
- სიმართლე მხოლოდ ერთია და ის ყველამ ვიცით!. - ყრუდ მითხრა მან.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. ამის დასამტკიცებლად იმ წურბელასაც შევხვდები. ოღონდ როცა სიმართლეს დაგიმტკიცებ, ჩემი ხელით ჩავაძაღლებ. იმას გავაკეთებ, რაც წლების წინ უნდა გამეკეთებინა. იმისთვის გავაკეთებ, რომ ვეღარასოდეს ვერ გაბედოს სულის მოწამვლა, ვერასოდეს.
ნაღვლიანად გამეღიმა: - ჩემთვის ყველაფერი ხარ ბიძია ომარ, მინდა ეს არ დაივიწყო. ერთმანეთს თუ შეხვდებით, იქ სისხლი არ დაიღვრება. ამას მე არ დავუშვებ. ერთმენეთის მხარდამხარ დავდგებით ბიძა-ძმის შვილი და სიმართლეს ისე დავადგენთ, მე და შენ. სათითაოდ შევხვდებით იმ ოჯახებს, საიდმა რომ გაანადგურა. ყველას აზრს გავიგებთ და დასკვნებს ერთად გამოვიტანთ. შემდეგ გადავწყვიტოთ მოვუსმინოთ თუ არა საიდს!.
- კარგი, იყოს შენებურად. ვნახოთ რას გავიგებთ განსაკუთრებულს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ვინც ბრძანდება!
როგორც შევთანხმდით იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი ძალებით დავიწყეთ საქმის ძიება. მასალებს ჩუმად ვიკვლევდით: მე, ომარი, მუსტაფა და მაია. მიმართულებას თუ საიდან უნდა დაგვეწყო ცხადია მაია გვაძლევდა. საქმე იმაზე ბუნდოვანი აღმოჩნდა ვიდრე წამომედგინა. არც ერთი მტკიცებულება ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ომარიც კი დარწმუნდა საიდის უდანაშაულობაში. თუმცა საბოლოო დასკვნისგან თავს ვიკავებდით.

სწორედ მასალების მოკვლევით ვიყავით დაკავებული, როცა კობასგან მოსაწვევები მივიღეთ. მე და ჩემს მეუღლეს გვეპატიჟებოდა. რა თქმა უნდა მოწვევა სიამოვნებით მივიღეთ და ორივენი წავედით. მაია, როგორც ყოველთვის მომხიბვლელი იყო. საღამოს შავი კაბა ეცვა. თმები აიკეცა და მისი ბროლივით თეთრი ყელი კიდევ უფრო მიმზიდველად ჩანდა. ვფიქრობდი, მე რომ მიყვარს მისი სილამაზე ამიტომ მოქმედებდა ასე?! არ ვიცი, თუმცა საკუთარი ფიქრების სისულელეში მისვლისთანავე დავრწმუნდი. მაია მამაკაცების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მათი შემხედვარე კმაყოფილი ვიყავი, რომ ეს ულამაზესი ქალი ჩემი მეუღლე იყო. თუმცა მათი ყურადღება მაინც მაღიზიანებდა. ვცდილობდი არ გამომემჟღავნებიდა, მაგრამ არ გამომდიოდა. მაიას ეღიმებოდა. ხელკავი გამომდო და გვერდიდან არ მშორდებოდა.
- ასეთი უტიფრობა არ მინახავს!. - ვბრაზობდი მე - მარტო ხომ არ ხარ? გვერდს მე „გიმშვენებ“! - ხუმრობა ვცადე.
- ამიტომაც გვიყურებენ, უკვირთ ასეთი ლამაზი წყვილის დანახვა! - იცინის მაია.
- აბა, ხომ არ მოიწყინეთ? - ღიმილით გვიახლოვდება კობა. მინდა ვაღიარო, რომ სამხედრო ფორმის გარეშე ბევრად უკეთესად გამოიყურება. მაღალი, ახოვანი ვაჟია. ფრაკში გამოწყობილი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებულ მოდელს უფრო გავს ვიდრე სამხედროს.
- არა, აქ მოწყენა შეუძლებელია. - იღიმება მაია.
- ხომ არ გაბრაზებს? - მეგობრულად მეკითხება კობა. ბავშვობაში სისხლს გვიშრობდა, სადაც მაია იყო, ყოველთვის თაყვანისმცემელები ტრიალებდნენ. ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა, ვიგერიებდით. მაგარი დრო იყო!
- მართალია, კარგი დრო იყო! - ეთანხმება მაია - რამდენჯერ მომნატრებია ჩვენი ბავშვობა! - ნაღველი შეერია ხმაში.
- ოთარს ყველა იცნობდა, თან ნიკას ნათლული იყო, სულ ერთად იყვნენ, და - ძმასავით. ერთხელ გივისთანაც კი მოგვივიდა ჩხუბი. მაშინ ქმარი არ იყო. იცოცხლე კარგად ვბეგვეთ! - ამბის გახსენება აშკარად კარგ განწყობაზე აყენებს.
- ეგ არ ვიცოდი, არასოდეს დასცდენია! - მაიამ უხერხულად გამომხედა.
- მაგას როგორ იტყოდა? ოთარს შორიდან იცნობდა, ჩემზე კი ეჭვიანობდა, თურმე შეყვარებული ვეგონე. მეგობრებთან ერთად ჩემი შეშინება მოინდომა. ჰოდა პირიქით კი მოხდა. თვითონ დარჩა ნაცემი! - კობას თვალებში სევდა ჩანს - ალბათ, სისულელეა ეხლა ამაზე ლაპარაკი!
- „არა მგონია გივი შემცდარიყო!“ - გამიელვა მე, თუმცა თავი შევიკავე და არაფერი ვთქვი. ვუმზერდი მათ, მაია იცინოდა, ისევ სკოლის ამბებს იხსენებდა, კობაც იღიმოდა, თუმცა თვალები დარდით ქონდა სავსე - „ნამდვილად უყვარდა“ - ვფიქრობდი მე - „იქნებ ეხლაც უყვარს?“ - კობა მიხვდა რომ ვაკვირდებოდი, თვალებში შემომხედა. ერთმანეთს რამდენიმე წამით ვუმზერდით. მისი გამოხედვა არასოდეს დამავიწყდება. ყველაფერი ნათქვამი იყო. – „უყვარდა, თავდავიწყებით, მთელი არსებით! ქალი კი ვერაფერს ხვდებოდა. ალბათ, ვერც ვერასოდეს მიხვდებოდა, მისი სიყვარული წრფელი იყო, ვერ გაბრაზდებოდი, ვერ იეჭვიანებდი!“
- ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ! - თითქოს ჩემს ფიქრებზე მიპასუხა, მტკიცე ხმით მეუბნება კობა - და ასე იქნება ყოველთვის.
მაია იცინის - კიდევ კარგი თქვი, თორემ ეჭვი შემეპარა!
- ასე იქნება. - სერიოზული ხმით მეუბნება - აქ შემთხვევვით არ მოგიწვიეთ. გავიგე შუამდგომლობისთვის მიგიმართავთ საელჩოსთვის. ეგ საკითხი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. მე კი ჩემი წინადადება მინდა შემოგთავაზოთ. ის რაც უშუალოდ ჩემზეა დამოკიდებული. სანამ თქვენი შუამდგომლობები შესაბამის ინსტანციებს გაივლის თვეები გავა, შეიძლება მეტიც...
- ისე დაგვაიმედე, რომ სიხარულს ვეღარ ვიკავებ! - ირონიით აღნიშნა მაიამ.
- რა ვქნა, სიმართლე ასეთია. კარგად იცით, ბიუროკრატია ყველგან არის. ამას დრო ჭირდება. მე აქ ექვსი თქვე მაინც ვიქნები თუ მეტხანს არა. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, მე ვიქნები თქვენი უსაფრთხოების გარანტი.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, მეგონა მომესმა.
- შენ?! - გაოცებას ვერ მალავს მაია.
- ჰო, მე. როგორც ძველი მეგობარი, თქვენი ტერიტორიების სიებს თუ გადმომცემთ, დანარჩენს მე მოვაგვარებ. იმედია ექვსი თვე გეყოფათ ნეიტრალიტეტის მისაღებად.
კობას ვუმზერდი: -„როგორ შეუძლია საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება? ნეტა თუ აცნობიერებს რას გვპირდება?“
- მერწმუნეთ ისეთს არაფერს დაგპირდებით, რასაც ვერ შევასრულებ!. ოღონდ, თქვენც თქვენის მხრივ უნდა დამეხმაროთ. ხალხის მხრიდან აგრესია არ უნდა იყოს. ცალმხრივად ცეცხლს ვერ შევაჩერებთ!.
- თავისთავად! - ვეთანხმები მე - ნეიტრალიტეტი ჩვენს ინტერესებში შედის.
- ძალიანაც კარგი. ოთარმა ძალიან გაქოთ, ვიცი მაიას ცუდი კაცი არ შეუყვარდებოდა. ბედნიერებას გისურვებთ, მე თუ დაგჭირდით თქვენს გვერდით მიგულეთ!. - თავი ოდნავ დაგვიკრა მან.
- რომ იცოდე როგორ მიყვარხარ! - მაია ჩაეხუტა. კობა დაიბნა, მე შემომხედა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. ხმა არ ამომიღია. გულში ძლიერად ჩაიკრა მაიკო. ხელები უკანკალებდა - ერთმანეთი წლობითაც რომ ვერ ვნახოთ, ნუ დაივიწყებ, რომ ჩემი ძმა ხარ!
- ვიცი მაიკო, ვიცი! - ხმა ჩაუწყდა კობას, მე მოწყენილმა შემომხედა. დევივით კაცი ცახცახებდა - ბოდიშს გიხდით, სტუმრებს უნდა მივხედო! - გვემშვიდობება და სწრაფად გვშორდება, თითქოს გარბის. ორივენი მიმავალ კობას ვუმზერთ.
- ბავშვობიდან ასეთია - ამბობს მაია - ასეთი გულჩვილი იყო.
- კარგი ბიჭია!. - ვაქებ მე.
- კი, მეგობრობა იცის.
მაიას ვაკვირდები: -„ ვერაფერს ხვდება?“ არაფერს ვეუბნები. რა აზრი აქვს? თუ აქამდე ვერ გაუმხილა მისი გრძნობები, მე რატომ ვუთხრა?
- ცოლი ყავს? - ვეკითხები მე.
- არა, ამბობდა ვიღაც გოგო მიყვარსო, მე და ოთარი ვეხვეწებოდით ჩვენთვის გაეცნო, მაგრამ არ ქნა. შემდეგ გაუთხოვდა, კინაღამ გადაირია ისე დარდობდა. ამ ამბის შემდეგ ჯარში წავიდა, წავიდა და წავიდა. უმეტესად საზღვარგარეთაა, საქართველოშიც იშვიათად ჩამოდის.
- ანუ დღემდე არ იცი ის გოგო ვინ იყო?
- არ ვიცი, თუმცა მინდა გითხრა, იმ გოგოს გემოვნება არ ქონია. კობა კარგი ბიჭია. ბავშვობაში კიდევ უკეთესი იყო. ის გოგო ბედნიერი იქნებოდა მასთან.
- რა იცი, იქნებ ისედაც ბედნიერია?
- შეიძლება. თუმცა მგონია, როცა ბიჭა ასეთი ძლიერი სიყვარული შეუძლია, მასთან ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნებოდა. რას გაიგებ? ალბათ მის ქმარსაც ძალიან უყვარდა. - იღიმის მაია - თუმცა მე, როგორც კობას მეგობარი, ცოტა ეგოისტი ვიქნები და ვიტყოდი, რომ ის ბიჭი კობაზე უკეთესი ვერ იქნებოდა.
- მართალი ხარ, ალბათ ვერ იქნებოდა! - მეცინება მე.
- კარგია შენ რომ მყევხარ! - მხარზე მეხუტება მაია - შენთან როცა ვარ, მინდა ყველა ბედნიერი იყოს. მინდა ყველას გვერდით საყვარელი ადამიანი ყავდეს!.
გული სიხარულით მევსება: - „როგორ გამიმართლა, კობა რომ არ შეუყვარდა!“- მიხარია მე.


სახლში გვიან დავბრუნდით. რამდენიმე დღეში თბილისში სტუმრობა გვქონდა დაგეგმილი. რადგან საფრთხემ გაიარა დათუნას წამოყვანა გადავწყვიტეთ, შვილთან შეხვედრის მოლოდინში გული სიხარულით მევსებოდა. მაიკმა შეიტყო თუ არა ჩვენი გეგმების შესახებ, ის და ჟაკლინიც შემოგვიერთდნენ. თეოს არდადაგები ქონდა და ისედაც ბებიასთან და ბაბუასთან იყო სტუმრად. ამდენი ხნის შემდეგ ოჯახი პირველად იკრიბებოდა.
- რაზე ფიქრობ? - ვეკითხები მაიას, რომელიც ილუმინატორიდან ღრუბლებს უმზერს.
- კონკრეტულზე არაფერზე. ბავშვების ნახვა მიხარია, თბილისიც მომენატრა. გული სიხარულით მევსება. იყო დრო როცა თბილისიდან ერთი კვირითად კი ვერ გავდიოდი. მაშინვე მენატრებოდა სახლი, დედ-მამა. სკოლას ვამთავრებდი, როცა ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა სოფელში. ხევსურეთი ულამაზესი იყო, მთებით გარშემორტყმული არაგვის ხეობა, მოლივლივე, ლურჯი ჟინვალ ჰესით. ფეხით შემოვიარეთ მთელი ფშავ-ხევსურეთი. შეუძლებელი იყო ასეთ ადგილას მოწყენა. სტუმართმოყვარე ხალხი. ყველანი სიხარულით გვიღებდნენ. არც იცოდნენ უცნობი სტუმრისთვის პატივი როგორ ეცათ. ჩვენს საპატივცემულოდ დოღი მოაწყვეს, სათევზაოდაც კი დავდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან მეთევზე ვერასოდეს დადგებოდა.
- შენ თევზაობდი? - გამიკვირდა მე.
- არა, ბიჭები, ჩვენ ვგულშემატკივრობდით. - იცინის ის.
- იმ ბიჭებში თაყვანისმცემლებიც იყვნენ? - ვეჭვიანობ მე. მაიას ეღიმება.
- ალბათ, იყვნენ... იმის თქმა მინდოდა, რომ მიუხედავად ასეთი გართობისა, ერთ კვირაში სახლში დავბრუნდი.
- მგონი, ნანობ მე რომ გამომყევი! - გულდაწყვეტილმა ავღნიშნე მე.
- არა, ამას არასოდეს ვინანებ. - მეხუტება მაია - შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ჩემი ოჯახი შენ და ჩემი შვილები ხართ, სადაც შენ იქნები მეც იქ ვიქნები.
თვითმფრინავიდან ჩამოსულებს ოჯახი აეროპორტში დაგვხვდა. თბილი შეხვედრა გვქონდა. ქალები იცინოდნენ თუ ტიროდნენ ვეღარ გავიგე. დათუნა ნიკას ეკავა ხელში. ყურადღებით გვაკვირდებოდა, როგორც კი მაიამ თავი ნინოსა და ჟაკლინის მკლავებიდან გაინთავისუფლა, ნიკასთან მივიდა.
- ჩემი პატარა ბიჭი! - ხელები შვილისკენ გაიშვირა მან, მაგრამ ბავშვი ბაბუას ჩაეხუტა. ახლოს არ გაიკარა. - დათუნა, შვილო! - ხმა აუკანკალდა მაიას და ცრემლიანი თვალებით თეოს გახედა, რომელიც გვერდით ედგა დედას.
- დათუნა, მიდი დედიკოსთან! -სთხოვა თეომ.
- არა! - გავიგონეთ ბავშვის გაჯიუტებული ხმა.
- პატარა ბიჭო, არც მამიკოსთან მოხვალ? - თბილად ვეკითხები მე.
- შენ ჩემი მამიკო არ ხარ! - არც მე მიკარებს ახლოს. გული შემეკუმშა. მაიას გავხედე. გაწბილებული ვიყავი, გულდაწყვეტილი.
- კარგით, აქ დროს ნუ დავკარგავთ, სახლში წავიდეთ, გული ნუ დაგწყდებათ, მოგეჩვევათ და მოვა. - გვამშვიდებს ნინო.. ხმას არ ვიღებთ.
ბარგი უკვე საბარგულშია ჩალაგებული. ყურში მაიას სიტყვები მიდგას: -„მეშინია არ შემიძულოს!“. ვაი თუ მართლა შეგვიძულა?! რომ არ მიგვიღოს?! დათუნას ცრემლებით სავსე თვალებს ვუმზერ, ბებიას და ბაბუას ხელს არ უშვებს. თეოს ეხუტება. მე და მაიას ზედაც არ გვიყურებს. თითქოს ცარიელი ადგილია. თეო მაიას ესაუბრება, მისი სწავლის შესახებ უყვება.
- დედა, მისმენ? - ეკითხება ის, როცა შეამჩნია, რომ ფიქრებში წასული უგულისყუროდ უსმენდა.
- ეგ ქალი დედა არ არის! - დათუნას ხმა გავიგონე. ბავშვთან ჩავიცუცქე, მაია გაფითრდა, ხმა ვერ ამოიღო.
- დედა არ არის? - ვცდილობ არ შევიმჩნიო მღელვარება. თბილად ვეკითხები.
- არ არის! - ჯიუტად მიდასტურებს ის - ჩემი დედა კომპიუტერშია. - ეკრანისკენ იშვერს ხელს.
- კომპიუტერში? - გამიკვირდა მე. მაიაც ჩვენსკენ დაიხარა, ყურადღებით გვისმენს.
- მამა? მამა სად არის? - ჩაეკითხა ის.
- მამაც კომპიუტერშია. - დათუნა კომპიუტერთან მივიდა და ჩართო, სკაიპის ეკრანი გახსნა - მალე დამირეკავენ და გაჩვენებთ!. -კმაყოფილი ხმით ამბობს ის. ერთმანეთს დაბნეულებმა გადავხედეთ.
- რა ბავშვის ბრალია? მშობლებს კომპიუტერით იცნობს!. - ცრემლები ვერ შეიკავა ჟაკლინმა.
- დედა, ტელეფონი მათხოვე. - ტელეფონი გამოართვა მაიას თეომ, სკაიპში ნიკას მისამართი იპოვა და დარეკა.
- აი რეკავენ! - უხარია დათუნას - დედიკო, მამიკო! - ვიდეო თვალი ჩართო მან. გამეღიმა, ბავშვს ვირტუალურად, ეკრანიდან ვუყვარდით. თეოს ტელეფონი გამოვართვით. მე და მაია გვერდი-გვერდ ვიდექით. დათუნა ეკრანზე ორივეს გვხედავდა.
- როგორ ხარ, ჩემო ბიჭო? - ხმა უკანკალებდა მაიას.
- კარგად, დე, შენ როგორ ხარ? - გვეკითხება წინ მჯდომი დათუნა.
- იცი, რომ ძალიან მიყვარხარ? - ეკითხება მაია და მასთან ჯდება.
- ვიცი! - ეთანხმება დათუნა - ნახე, ორივენი ერთად ვჩანვართ! - ტელეფონის ეკრანზე საკუთარ გამოსახულებას უმზერს ის, ცრემლიანი თვალებით ორივეს გვაკვირდება. ხან გამოსახულებებს უმზერს, ხან - ჩვენ. ეკრანზე ჩემს გამოსახულებას ეფერება. მეც მათთან ჩამოვჯექი, სამივენი გვერდი-გვერდ ვზივართ და ეკრანზე ასახულ ჩვენ გამოსახულებებს ვუმზერთ. სიჩუმეს არ ვარღვევთ, დაძაბულები მოგვჩერებიან, დათუნას ცრემლები მოსდის. ხან მე მიმზერს და ხან - მაიას.
- ჩემი პატარა ბიჭი ! - ცრემლებს ვერ იკავებს მაიაც და შვილს გულში იკრავს.
- დედიკო! - ეხუტება დათუნა - ჩემი დედიკო! - მისი ტკბილი ხელებით სახეზე ეფერება მაიას.
- მე არ ჩამეხუტებით? - ხელებს ვუწვდი დათუნას, ბავშვი ჩემთანაც მოდის.
- მამიკო! - მეხუტება მეც, მაგრამ დედას ხელს არ უშვებს, თითქოს ეშინია არ წავიდეს. ორივეს გულში ვიკრავ. დათუნასაც და ატირებულ მაიკოსაც.
- ჩემი ვაჟკაცი, ჩემი ბიჭუნა!.
არ ვიცი რამდენად შევძელი ემოციების გადმოცემა. დღემდე ამ წუთების გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის. გული სიხარულითა და ბედნიერებით მევსება, რამდენადაც თავიდან გაუჭირდა ჩვენთან მოსვლა დათუნას, იმდენად აღარ გვშორდებოდა არც ერთს. განსაკუთრებით კი მაიას. თეოზეც კი ეჭვიანობდა.
- შენ დედას ნუ ეძახი, მაია მხოლოდ ჩემი დედააო! - ხმამაღლა აცხადებდა დათუნა. ამის გაგონებაზე მეცინებოდა.
- მამასავით ეგოისტია, არ უნდა შენი გაყოფა! - ვეუბნები მაიას.
- ღამითაც თუ ოთახში შემოგისახლდათ, ცუდად არის თქვენი საქმე! - იცინის ნიკა.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ცოლი დაკარგე! - თვალს მიკრავს მაიკი.
დათუნა მაიას დაჯდომის საშუალებას არ აძლევდა: - ეს ჩემი დათვია, ეს ჩემი მეგობარია...
მაიკის და ნიკას წინასწარმეტყველება ახდა, რამით დათუნა თავისი პიჟამოებითა და სათამაშოებით ჩვენს ოთახში გადმობარგდა. რა თქმა უნდა ორივეს ისე გვიხაროდა მისი ჩვენთან ყოფნა, რომ გაპროტესტება აზრადაც არ მოგვსვლია.
- მისი მშურს. - ღიმილით ამბობს თეო - ჩემი ბავშვობა გამახსენდა.
- მართალი ხარ, შენც გიყვარდა ჩემთან წოლა! -იცინის მაია, თეოს ეხუტება და კოცნის.
მსიამოვნებდა მათი ყურება, ორი ულამაზესი ადამიანი, ტკბილები, ვუმზერდი როგორ ეფერებოდა მაია შვილებს. თეოს თმებზე ეალერსებოდა. დათუნა შუაში ეჩხირებოდა, რომ დედა მხოლოდ მას დარჩენოდა.
- პატარა გოჭივითაა, მხოლოდ მას უნდა მიეფერო! - იცინის ნინო.
აპარატი ავიღე და ფოტო გადავუღე, მაია და თეო ერთმანეთს ჩახუტებულები და შუაში შემძვრალი დათუნა.
- მიდი შენც მათთან და ოთხივეს გადაგიღებთ! - მეუბნება ჟაკლინი, მეც სიხარულით ვეთანხმები. ამ ფოტოს ნახვაზე დღემდე გული ბედნიერებით მევსება. მე და ჩემი ოჯახი.
- ულამაზესები ხართ, ულამაზესები! - გვეუბნება ნინო დეიდა.
- ასეთი ხალისიანი არ მინახავს! - მაიკს ეუბნება ნიკა - ცელქი არის, მისი წყნარად გაჩერება შეუძლებელია. ეხლა კი ორმაგად გადაირია. ვეღარ ვაოკებ! - ხუჭუჭა თმებს უჩეჩავს დათუნას.
- ბაბუ, დახუჭობანა ვითამაშოთ? - ეშმაკურად ეღიმება მას.
- ეხლა? - იცინის ნიკა. ბავშვი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- კარგი, მიდი დაიმალე და კლოდი მოგძებნის! - აგულიანებს მაიკი. უცებ ყველა გამოცოცხლდა. მე თვალებზე ხელები მაქვს აფარებული და ვითვლი, დანარჩენები იმალებიან, სასაცილოა. მაიკისა და ნიკას ძებნა ყველაზე იოლია. სავარძლის უკან არიან ჩაცუცქულები, მათი ზორბა ტანის დამალვა შეუძლებელია. სიცილით გამოდიან ორივენი, ბაბუების პოვნით გახალისებული დათუნას ჩუმი სიცილი მესმის. ფარდის უკან იმალება. ფარდის პატარა ნასვრეტებიდან ვხედავ, როგორ იჭყიტება, ფეხებიც უჩანს. თუმცა მის ბედნიერ სახეს რომ ვხედავ, თავს ვიკატუნებ. ვითომ ვერ ვამჩნევ. როგორ მეპარება ჩუმად. ზურგით ნიკასკენ ვდგები. მას ვესაუბრები, დათუნა მორბის. კედელთან მასწრებს და გახარებული კივის: - დაგასტუკე, დაგასტუკე!
- ოხ. შე ხულიგანო! - ხელში ვიტაცებ და ვუღიტინებ, მისი სიცილი ექოსავით ისმის, კისკისებს და მეხუტება. დახუჭობანას თამაში ბევრად უფრო სახალისოა ვიდრე წარმომედგინა. ამჯერად ერთად ვეძებთ დანარჩენებს. მაია და თეო კარადაში დამალულან. ჟაკლინი და ნინო სამზარეულოში დახლის უკან. ყველაზე მოხერხებული ოთარი გამოდგა. მისაღებ ოთახში მაგიდის ქვეშ შემძვრალა. სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავთ, მისავათებულები ვზივართ. დათუნას კი ისევ თამაში სურს.
- კარგით, უკვე ძილის დროა! - ახსენებს ნინო - წამოდი დავიძინოთ!.
- მე დედიკოსთან ვწვები! -აცხადებს დათუნა.
- მართლა?! - უკვირს ნინოს და მაიას უმზერს.
- მეც წამოვალ, ჩვენთან დაწვეს.
- მა, შენ არ გეძინება? - არ ვავიწყდები მეც, იძულებული ვარ დავემორჩილო, მეც მივყვები.
- დაიძინებს და ჩამოვალ! - ვპირდები დანარჩენებს.
- ესე იგი დილამდე ვერ გნახავთ! შენ მაგის ამბავი არ იცი! - იცინის ნიკა, მისი სიტყვების სინამდვილეში მალევე ვრწმუნდები. ოთახში შესვლისთანავე დათუნა ტიკტიკს იწყებს. ენას არ აჩერებს. პიჟამოებს ლაპარაკით იცვამს. ლოგინში შუაში წვება. მე და მაიას ორივე ხელს გვხვევს.
- მა, შენი ცხენი უფრო მაგარია თუ ჩემი? - მეკითხება მე.
- შენი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენია.
- მართლა? - ეჭვი ეპარება ჩემს სიტყვებში და მაიასთან ამოწმებს.
- რა თქმა უნდა, შეიძლება ბაბუს საჩუქარი ცუდი იყოს?
- დე, შენ არ გყავს ცხენი?
- არა! - ეღიმება მაიას.
- რატომ, ბაბუმ არ გაჩუქა?
- პატარაობისას ვაბრაზებდი და არ მაჩუქა! - თავს ისაწ....ბს მაია - შენ მათხოვებ ხოლმე შენს ცხენს?
- არა. - უარზეა დათუნა.
- რატომ? - უკვირს მაიას.
- ჩემი ცხენი პატარაა, გაუჭირდება შენი ტარება, მამამ გათხოვოს! - გამოსავალს პოულობს ის.
- ვერც მე ვერ ვათხოვებ. - უარზე ვარ მე.
- რატომ? - გაოცებული მეკითხება დათუნა.
- ჩემი ცხენი დაბერდა, ცოდოა! - სერიოზული სახით ვამბობ მე, დათუნა ყურადღებით მაკვიდრება. შემდეგ მაიას უმზერს, რომელსაც მოწყენილი სახე აქვს, ვითომ სატირლად ემზადება.
- არ იტირო! - შეწუხდა ბავშვი - მამა თუ არ გათხოვებს, მე გათხოვებ!
მე და მაია ვიცინივართ. დათუნას ვუღიტინებთ, მისი კისკისი ოთახს იღებს.
- მა, როგორი მანქანები გიყვარს? - ახალ კითხვას სვამს.
- სპორტული. შენ?
- მე - ჯიპები. - კმაყოფილი სახით მეუბნება ის.
- რატომ ჯიპები? - საუბარში ერთვება მაიაც.
- დიდი და სწრაფია!
- და, რა ფერის უნდა იყოს შენი ჯიპი? - ვეკითხები მე.
- შავი.
- რატომ შავი? - უკვირს მაიას.
- ბაბუს ჯიპი შავია და იმიტომ!.
- ბოდიში არ ვიცოდი. ბაბუს ყველაზე მაგარი ჯიპი ყავს? - ღიმილით ეკითხება მაია.
- კი, ყველაზე მაგარია, ოთარი ყველა უსწრებს.
- მამაშენს მაინც ვერ აჯობებს! - არ ეთანხმება მაია.
- ვითომ? - დაეჭვდა დათუნა - მა, შენი მანქანა როგორია?
- ყველაზე მაგარია! - პასუხს არ მაცდის მაია თვითონ პასუხობს - წითელი იაგუარია და ძალიან სწრაფი!
- წითელი? - გაოცებული მეკითხება დათუნა - მე დამსვამ ხოლმე?
- არა! - უარზე ვარ მე.
- რატომ? ოთარი მსვავს...
- ჩემს მანქანაზე მხოლოდ დედიკო ჯდება ხოლმე. მხოლოდ მას ვენდობი. - სერიოზული სახით ვეუბნები მე და ბათუმის საღამო მახსენდება, მაია რომ მართავდა ჩემს ავტომობილს.
- შენ რომ სთხოვო, მაინც არ დამსვამს? - ეხვეწება მაიას დათუნა.
- მოდი ყურში გიჩურჩულებ. - მაია რაღაცას ეჩურჩულება, ბავშვს უხარია, შემდეგ ჩემსკენ ბრუნდება და ძლიერად მეხუტება.
- მა, ხომ დამსვამ? - ყურში მიჩურჩულებს და მკოცნის, გულში ვიკრავ, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, ბედნიერი ვარ.
- რა თქმა უნდა დაგსვამ. - ვეთანხმები მე და გახარებული დათუნა უფრო ძლიერად მეხუტება.
- მე ჩემ კვადროციკლს გათხოვებ! - მპირდება ის.
- კვადროციკლიც გყავს? - გამიკვირდა მე - პედლებს წვდები?
- კი, ბაბუმ მიყიდა. ოთარმა გადამიკეთა და მივწვდი. ვეჯიბრებით ხოლმე და მე ვიმარჯვებ. - კმაყოფილი ამბობს ის.
- ესე იგი მრბოლელიც ყოფილხარ!. - ეღიმება მაიას.
- დე, შენ იცი კვადროციკლის ტარება?
- არა.
- რატომ? მამამ არ გასწავლა?
- არა. - თავს აქნევს მაია.
- გინდა მე გასწავლო? - თვალები უციმციმებს დათუნას.
- კი, მინდა. ოღონდ, ეხლა ძილი უფრო მინდა. - ამთქნარებს მაია.
- შენც? - მეკითხება დათუნა. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
- მალე გათენდება? - არ ჩუმდება დათუნა.
- თვალებს თუ დახუჭავ, კი. - ბავშვი თვალებს ხუჭავს და მელევე ახელს.
- ისევ ღამეა!. - გულდაწყვეტილი ამბობს ის.
- მასე არა, უფრო დიდხანს დახუჭე. - ეუბნება მაია - მოდი ჩამეხუტე, თან ზღაპარს მოგიყვები და გათენდება კიდეც. - დათუნა მისკენ ბრუნდება, ეხუტება დედას.
- იყო და არა იყო რა... - იწყებს მაია - იყო სამი გოჭი, ნაფნაფა, ნუფნუფა ....
- და დათუნა. - ერთვება ბავშვიც.
- კი, დათუნა. - ეღიმება მაიას - ერთხელ გადაწყვიტეს აეშენებინათ სახლი - აგრძელებს მაია.
- მე ყველაზე ყოჩაღი ვარ. - ნახევრად ძილში ლაპარაკობს დათუნა - მგელს ვაჯობე! - დუდუნებს.
- კი, აჯობე! - შუბლზე კოცნის მაია.
მსიამოვნებს მათი მზერა, პატარა, ბუნჩულა ხელებით დედას არის ჩაბღაუჭებული, მისი მშვიდი სუნთქვა მესმის. მეც ძილი მერევა. მაიას და დათუნას ვეხვევი და მეძინება. დილით რაღაც დამეცა და მეღვიძება. თავიდან აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა, შემდეგ დათუნას სიცილმა გამომაფხიზლა. მხიარული და კმაყოფილი სახით მკერდზე მაზის.
- დედაც გავაღვიძო? - ეშმაკურად მეკითხება მე.
- არა, ეძინოს, ნუ შეაწუხებ. ჩვენ ჩუმად ავდგეთ და გავიპაროთ. ვნახოთ თუ გვიპოვის.
წინადადების ბოლო ნაწილი აშკარად მოსწონს. თვალებში ჭანჭიკები უხტის, მძინარე მაიას გადახედა.
- კარგი! - ჩურჩულებს დათუნა - მოდი, შევეჯიბროთ ვინ პირველი ჩაიცვამს!.
მეცინება: - კარგი, შევეჯიბროთ.
უხმაუროდ ვემზადებით, განგებ ფეხსაცმელების ჩაცმას ვაგვიანებ, ველოდები.
- მე გაჯობე!. - კმაყოფილი მეუბნება. მძინარე მაიასთან მიირბინა, ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გაიქცა. მაიას ეღვიძება, ნამძინარევი მიმზერს.
- უკვე ადექით, რომელი საათია?
- ჯერ ადრეა, შენ დაიძინე, ჩვენ ვითამაშებთ.
- სულ ცოტა ხანს და მეც ავდგები. - მეთანხმება მაია და გვერდს იცვლის.
- უკვე ადექით? - უკვირს ნინო დეიდას -ეს მაიმუნი არ მოგასვენებდათ!. - ქოჩორს უჩეჩავს კმაყოფილ დათუნას.
- ჩემი კვადროციკლი უნდა ვაჩვენო.
- დიდი გეგმები გქონნიათ. - საუბარში ერთვება სამზარეულოში შემოსული ჟაკლინიც.
- კი, დიდი, ოღონდ დედას ველოდებით, უნდა შევეჯიბროთ.
- ნამდვილი მოღალატე ხარ! - ბუბუნებს ნიკა - თხასავით გამყიდე, აღარც კი მკოცნი!.
დათუნა ბაბუს უყურებს. თვალები უციმციმებს, ჭანჭიკები უხტის. საკოცნელად მაინც არ მიდის. მე მეხუტება. ბედნიერი ვარ, კმაყოფილი. - მოხვალ ისევ ჩემთან, მოგინდება რამე. - წყინს ნიკას.
- მიდი, ჩაეხუტე ბაბუს, თორემ გაგებუტება!. - ვთხოვ მე.
- მამა მიყიდის. - ჯიუტობს დათუნა, გვეცინება, ნიკაც ბუბუნებს.
მაიკი აშკარად კმაყოფილია დათუნას ქცევით: - ეგეც, შენ. აქამდე მხოლოდ შენ გეფერებოდა... - ამბობს ის.
ყოველი დღის აღწერა შეუძლებელია. დათუნას გადამკიდე ორი წუთიც ვერ ვისვენებდით, მუდმივად რაღაც ქონდა მოფიქრებული. გაგიღიმებდა, გაგიცინებდა და წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი.
- დედა, შეყვარებული ვინ არის? - ეკითხება ერთ დღეს სადილის დროს მაიას.
- შეყვარებული? ეს ის ადამიანია ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გინდა გაატარო.
- მამა შენი შეყვარებულია?
მაიას ეღიმება და მე მიმზერს: - კი, მამა ჩემი შეყვარებულია.
- ესე იგი თეოსაც ბავშვი გაუჩნდება? - გაოცებული კითხულობს ის.
თეოს წვენი გადასცდა, კინაღამ დაიხრჩო, სახეზე გაწითლდა.
- თეოს?! - გაოცდა მაია - თეოს შეყვარებული ყავს? - მართალია დათუნას ეკითხებოდა, მაგრამ თეოს მისჩერებოდა. რომელიც დუმდა, ხმას არ იღებდა. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ.
- ძალიან კარგი ბიჭია. - დუმილი დაარღვია ნინომ.
- შენ იცნობ? - გაუკვირდა მაიას, ისეთი სახე აქვს აშკარად ეწყინა, თვალები ცრემლებით აევსო.
- დე! - მუდარა შეურია თეომ ხმაში - მინდოდა თქმა, მაგრამ შემრცხვა!.
- შეგრცხვა, ვისი? ჩემი? - უფრო განაწყენდა მაია - არ მეგონა ჩვენს შორის საიდუმლო თუ იქნებოდა!.
- აუფ. ხომ გითხარი ეწყინება მეთქი!. - ბებიას უმზერს თეო, თითქოს მიშველეო ეხვეწება.
- კარგით ეხლა, დიდი რამე. ვერ გითხრა ბავშვმა. - იცავს ნინო, მაია მოწყენილი უმზერს შვილს, ხმას არ იღებს, მაგრამ ისეთი თვალები აქვს, ალბათ, ასი საყვედური რომ უთხრას, ის ჯობია.
- ვერ გავიგე ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? - უკვირს ნიკას - დიდი რამე თვრამეტი წლის გოგოს თუ შეყვარებული ეყოლება, პატარა ხომ აღარაა?, იცის როგორც უნდა მოიქცეს.
- მართალია. - ეთანხმება ჟაკლინიც - ახალგაზრდა გოგონას შეყვარებულიც უნდა ყავდეს.
მაია ჯიუტად დუმს, ხმას არ იღებს, ეტყობა დათუნაც მიხვდა, რომ ზედმეტი წამოცდა, თეოს დამნაშავე სახით უმზერს.
- არ მინდოდა მისი გაბრაზება. - ბოდიშობს ის - მე შეყვარებული კარგი მეგონა.
- ნუ ნერვიულობ. - ვკოცნი მე - ნახავ შენც რომ გეყოლება, როგორ მოგეწონება. სულ ერთად იქნებით, მერე ცოლად მოიყვან და ბევრი შვილებიც გეყოლებათ.
- მაშინ დედას რატომ ეწყინა? - უკვირს დათუნას.
მაია მოწყენილი იღიმება: -არ მეწყინა, უბრალოდ არ ველოდი, არ მეგონა თეო თუ არ მეტყოდა, საყვედურით სავსე თვალებით უმზერს შვილს.
- ვერ გითხარი, შემრცხვა. - წითლდება თეო.
- რატომ? - უკვირს მაიას - ვინ არის? დიდი ხანია იცნობ? რა იცი მასზე? იქნებ ქურდია ან ნარკომანი?
თეო უფრო წითლდება, მუდარით სავსე თვალებით ისევ ბებიას მისჩერებია.
- კარგი რა დღეში ხარ! - საყვედურობს ნინო მაიას - საიდან მოიტანე, რომ ქურდი ან ნარკომანია?
- შენ რატომ ხარ ასე დარწმუნებული? იცნობ?
- ნუ შეგვაწუხეთ უკვე! - ცხარობს ნიკა -ყველა ვიცნობთ, უცხო კი არ არის.
მაია კითხვის თვალით უმზერს შვილს.
- თორნიკეა, დე. - როგორც იქნა ამოღერღა თეომ და კიდევ უფრო გაწითლდა.
მაიას მოწყენილ სახეზე გაოცება გამოესახა, შემდეგ სიხარული.
- თორნიკე? ჩვენი თორნიკე? კი მაგრამ როგორ? როდის? - კითხვები მიაყარა შვილს - ლიკამ იცის, რატომ არაფერი მითხრა?
როგორც გაირკვა, თორნიკე თეოს კლასელი იყო. მაია და მისი დედაც მეგობრობდნენ.
- რა ვიცი, ზუსტად არც ვიცი როგორ მოხდა. - ამბობს თეო - თითქოს თავისთავად, თორნიკე გაზაფხულზე ჩამოვიდა ლონდონში. კარგა ხანია ცდილობდა წამოსვლას. როცა ჩამოვიდა დამიკავშირდა და ერთმანეთს შევხვდით. თითქმის ერთი წელი არ გვენახა ერთმანეთი. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. მის დანახვაზე მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია. - თეო გაწითლდა - როგორც მითხრა თვითონაც ასე მოუვიდა, ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვჩერდებოდით, თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით.
- ლიკამ იცის?
- კი, იცის, ძალიან გაუხარდა როცა გაიგო, სულ გვეხვეწება დროულად დაქორწინდითო.
მაიას გაეღიმა: - გასაგებია, თვითონ რა ენეღვლება, უკვე ერთად ცხოვრობთ?
თეო უფრო გაწითლდა - არა, დე - უცებ იუარა მან - უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებით.
- ხომ არ გადაირიეთ? - აღშფოთდა ნიკა - რა დროს ერთად ცხოვრებაა? ქმარი ეგ არ არის და არაფერი.
- ადამიანს თქმას არ აცდის, პირდაპირ ფეთქდება! - ბრაზობს ნინო - როდის თქვა, ერთად ვართო?!
- კარგით, დამშვიდდით. - აჩუმებს მაია - მაინც რა გეგმები გაქვთ?
- ჯერ - ჯერობით არაფერი, ვსწავლობთ. როცა დავასრულებთ ალბათ ვიქორწინებთ, ჯერ ამ თემაზე არ გვისაუბრია. - მსიამოვნებს შეყვარებული თეოს მზერა, მაია მახსენდება.
- შენი შვილი ჭკვიანია, სანამ რამეს გააკეთებს ყველაფერს კარგად წონის!. - აქებს ნინო შვილიშვილს.
- კარგი თეო, მართალია წყენამ არ გადამიარა, მაგრამ დავმშვიდდი მაინც. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
- დე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? - ეხვევა თეო - შემრცხვა და ვერ გითხარი.
- სიყვარულში სასირცხვილო არაფერია. - გულში იკრავს მაია. - გთხოვ, გრძნობებს არ აჰყვე. არ მინდა თავი დაკარგო. შეყვარებული ქალი ზოგჯერ ემოციებს ვერ იოკებს. იმპულსებს ყვება, შემდეგ კი გვიანი იქნება სინანული.
- იმედია შენს თავს არ გულისხმობ? - ეჭვი შემეპარა მე.
- არა, მე ბედნიერი ვარ. - იღიმება მაია. - ასეთი სიყვარულის უნარი თუ ექნებათ, გამიხარდება!. - მისი სიტყვები ძალიან მახარებს.
- ასეა. - იცინის ჟაკლინი - საკუთარი რჩეული ყველას განუმეორებელი გონია. მეორე ასეთი არავინაა! - მაიკს უკრავს თვალს.
- კარგი გოგონა ხარ, მჯერა შენი რჩეულიც საუკეთესო იქნება, იმედია მალე გაგვაცნობ კიდეც! -თეოს მიმართავს მაიკი.
- მართლაც კარგი ბიჭია, ოღონდ რაც შეყვარებული დაარქვა, ჩვენთან სტუმრად აღარ მოდის, თურმე ჩვენი სცხვენია, სანამ მეგობრობდნენ, თეოს აქ ყოფნის დროს, სულ აქ იჯდა, ეხლა კი ახლოს აღარ გვეკარება.
- მართლა? - კისკისებს მაია - არც შენ მიდიხარ მასთან?
თეო უარის ნიშნად თავს იქნევს.
- რატომ ლიკა შეგჭამს? - თეო ისევ წითლდება - კარგით, კარგით, როგორმე შევიკრიფებით და ამ კომპლექსსაც გადავლახავთ, იმედია ლიკასაც არ ერიდება მოსვლა.
- აუფ, დე, რამე არ უთხრა! - ეხვეწება თეო. თუმცა მაია შვილს არ უსმენს და მეგობარს ურეკავს.
- არა გრცხვენია? - მისალმების შემდეგ, საყვედურზე გადადის ის. - ამდენი ხანია თბილისში ვარ და ტელეფონზეც კი არ დარეკე!. - მართალია ლიკას პასუხი არ გვესმის, მაგრამ მაია მხიარულად კისკისებს - კარგი, როგორმე გაპატიებთ. მოგიწყვიათ ოჯახში არდადაგები, ჩვენც ვგეგმავთ ერთი კვირით ჩამოსვლას. კარგი, შეგეხმიანები და შეწვხვდეთ, მომენატრე ძალიან! - ემშვიდობება ლიკას.
- ისინი ბათუმში ყოფილან ოჯახით იქნებ ჩვენც წავიდეთ? სასტუმროშიც გაუხარდებათ ჩვენი ჩასვლა. მაიკი და ჟაკლინიც ნახავდნენ. იქ ყოფნას არაფერი სჯობს!. აბა, რას ფიქრობთ? თანახმა ხარ? - მეკითხება მაია.
- რა თქმა უნდა!. მეც მინდოდა შემომეთავაზებინა, თუ ნიკა და ნინოც შემოგვიერთდებიან მთელი ოჯახი ერთად ვიქნებით. ზღვაც, იახტაც... არ მეგონა თუ როდესმე ბათუმი მომენატრებოდა.
ნინო და ნიკა სიამოვნებით დაგვეთანხმენ და რამოდენიმე დღეში ჩვენც ბათუმში წავედით.
ერთ დროს ჩემი წყნარი სასტუმრო, დათუნას ყიჟინამ გამოაცოცხლა. ჩვენ იმდენნი ვიყავით, რომ სტუმრები აღარ გვჭირდებოდნენ. მაიამ ლიკა და მისი მეუღლეც დაითანხმა და ისინიც ოჯახით ჩვენთან გადმოვიდნენ. ბავშვობის დაქალების ერთად ყოფნა რთული გამოდგა. თუ სუფრასთან ერთმანეთისგან შორს აღმოჩნდებოდნენ, მათი გადაძახილების გამო ვჩუმდებოდით. ამიტომ ვცდილობდით ისინი გვერდი-გვერდ დაგვესვა. ამ შემთხვევაში ორ სუფრის წევრს ოფიციალურად ვკარგავდით. ერთმანეთის გარდა ვეღარავის ხედავდნენ. იხსენებდნენ ბავშვობას. თითქოს ისევ პატარა გოგოები იყვნენ. მაია ასეთი ხალისიანი არ მენახა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო მისი ღიმილი მენატრებოდა. სახე უბრწყინავდა, სულ იღიმოდა, თვალები უცინოდა. ერთ დროს ჩემს წყნარ სასტუმროს ვერც კი იცნობდი. ბავშვების ჟივილ ხივილი ისმოდა. თორნიკე სასიამოვნო ახალგაზრდა გამოდგა, ცოცხალი, მხიარული. ის და დათუნა თითქოს ერთი ჭკუისანი იყვნენ, მოსვენებას არ აძლევდა. ჩვენ გვიხაროდა, ,როგორც იქნა ცოტა დავისვენეთ, მაგრამ საბრალო თეოს და თორნიკეს წუთით არ ტოვებდა ერთად, როგორც კი თვალს მიეფარებოდნენ, მაშინვე ეძებდა. არც ისინი აპროტესტებდნენ დათუნას მომეტებულ ყურადღებას, პირიქით სიამოვნებით ასეირნებდნენ. ასე სასიამოვნოდ წლები არ დამესვენა. ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა. ერთმანეთს ვეფერებოდით, ვესიყვარულებოდით. ნიკამ და მაიკმაც კი შეწყვიტეს მუდმივი ჯიჯღინი, ამდენი დაძაბულობის შემდეგ მოვეშვით, მოვდუნდით.
ბათუმში ორ კვირაზე მეტ ხანს დავრჩით. შემდეგ კვლავ თბილისში დავბრუნდით. რამდენიმე დღე დაგვჭირდა კომპანიაში დოკუმენტების გასაცნობად. თანამშრომლებსაც შევხვდით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნიკა და ოთარი საქმეს წარმატებით უძღვებოდნენ. ნელ-ნელა ჯიდაში დასაბრუნებლად მზადებაც დავიწყეთ. რაც უფრო ახლოვდებოდა წასვლის დრო მით უფრო მოიწყინეს ნინომ და ნიკამ. მათთან განშორება არც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ვერც დიდხანს დავრჩებოდით. დაძაბულ სიტუაციაში ომარის მიტოვება არ მინდოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ხომ ასეა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent