შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 11)


26-10-2015, 00:00
ავტორი chica sol
ნანახია 4 540

-განგა-
საღამოს პალატაში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. მანამდე ჩუმად მჯდარ ეკას და მე გადმოგვხედა.
-საღამო მშვიდობის.-ორივეს მოგვესალმა და მერე მე მომიბრუნდა. მე ჯონი ვარ, ბატონი ცოტნეს დაცვის უფროსი. ახლა ექიმი კიდევ ერთხელ გაგსინჯავთ და გაგწერთ. მე დერეფანში დაგელოდებით. ეკა ჩაცმაში დაეხმარე ქალბატონ განგას და თუ დახმარება დაგჭირდებათ, დამიძახე.
ეკამ უბრალოდ თავი დაუკნია. სახეზე გაწითლდა, დაიმორცხვა... ჯონიმ კი უხმოდ გაიხურა კარი.
ექიმის მოლოდინში ისევ ფიქრებმა გამითრია. ახლა რა იქნებოდა? მთელი დღე ემოციების ცვალებადობამ ძალა გამომაცალა. არ ვიცი ფეხზე დგომას როგორ შევძლებდი. რა იქნებოდა როცა ცოტნე კორინთელის სახლში ავღმოჩნდებოდი? იმ ადამიანის სახლში თავშესაფარი ვპოვე, ვის დასაც საკუთარი ხელით გავუთხარე საფლავი. დასაკარგი მქონდა კიდევ რამე? ჩემი თავი უკვე დიდი ხანია მე აღარ მეკუთვნოდა, აღარც შვილი იყო ჩემს სხეულში, და იქნებ არც ჩემები? ვერ ვბედავდი ამაზე ფიქრს... ვერ დავუშვებდი რომ ლანა და ქეთი...
საწყალი ცოტნე... მასაც როგორ დასცინოდა ბედი... დაეხმარა გოგოს, სახლში მიიყვანა გზააბნეული, სამკურნალო ხარჯები დამიფარა და ახლა გაიგებს რომ მისი და, რომელიც დღეს დაკრძალა, მე მოვკალი... რომ სასიკვდილოდ დაშავებული, მარტო დავტოვე...
ემოციები აღარ გამაქნდა, უბრალოდ ფიქრს ვერ ვწყვეტდი. არც მეშინოდა მომავალი შეხვედრის, არც ვნერვიულობდი, არც განვიცდიდი... მოხდეს რაც მოსახდენია, თუნდაც მომკლას...არც გული მოჩქარდება ამის წარმოდგენაზე. დამტოვა ყველა ადამიანურმა ემოციამ.
და აი ვარ ის, ვისად გადაქცევასაც ამდენი ხნია ვცდილობ. მე ზომბი ვარ, უსულგულო, უგრძნობი, უემოციო...


პალატაში ექიმი შემოვიდა. გამსინჯა. მელაპარაკებოდა, მაგრამ რომ მიხვდა მისი არც ერთი სიტყვა არ მესმოდა ნორმალურად, მერე რჩევა დარიგებები ეკას მისცა და წამლების რეცეპტიც მას გადასცა. უბრალოდ დაგვემშვიდობა და გავიდა. ეკა წამოდგომაში დამეხმარა. უძრავად წოლით არ მტკიოდა დიდად არაფერი, მაგრამ მოძრაობა მაინც ტკივილს მგვრიდა... დერეფანში ეკაზე დაყრდნობილი გავედი. ფეხებს გაჭირვებით ვადგამდი. დერეფანში ჯონი ეტლით ხელში დაგვხვდა და მეც უსიტყვოდ ჩავჯექი მასში.


უკვე სახლში ვიყავით... ისევ იმ ოთახში ვიწექი სადაც გუშინ... ისევ იმ საწოლში... ის სადაც ჩემი პატარა დავკარგე... ხელი მუცელზე მივიდე. ისეთი სიცარიელე და სიმარტოვე ვიგრძენი, როგორც არასდროს. ერთი დღის წინ ჩემი პატარა ისევ ჩემთან იყო, ჩემში იყო და მე არც კი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. ამაზე როგორ არ დავფიქრდი? ყველა სიმპტომი მქონდა... რატომ მივაწერე ნერვიულობას ყოველი თავბრუს ხვევა და ცუდად გახდომა? რატომ გავიმარტივე ცხოვრება? ჩემი „ზომბ-ნიღაბი“, რომლისაც ხანდახან მეც მჯეროდა, სადღაც გაქრა. ნეტავ მართლა დამეკარგა ყველა ის ემოცია, რასაც ახლა განვიცდიდი... რაც ასე მტკიოდა.

ოთახის კარის იქით ხმაური იყო. ალბათ დაკრძალვიდან დაბრუნდნენ. ახლა მათ დანახვას სიკვდილი მერჩივნა...სინდისი ქენჯნა მკლავდა...მრცხვენოდა, სიკვდილამდე მრცხვენოდა ცოტნეს თვალებში შეხედვა, ხმის ამოღება მკლავდა და მით უმეტეს სიმართლის თქმა. მაგრამ ვეტყოდი... ამას ვეღარ დავმალავდი....
კარი გაიღო და ცოტნე შემოვიდა, გადაღლილი სახე ჰქომდა. შემომხედა თუ არა, მაშინვე მზერა ავარიდე, თავი დავხარე. ახლოს მოვიდა და სკამზე ჩამოჯდა. გავხედე და გამიღიმა. გავოცდი, საიდან ჰქონდა ამ ადამიანს ამხელა ძალა? დის დაკრძალვიდან მოსულმა სტუმარი მოინახულო და თან დამამშვიდებელი ღიმილი აიფარო სახეზე?
-თავს როგორ გრძნობ?-თბილად მკითხა.
-კარგად, გმადლობთ?-ამოვილუღლუღე. ხმა ჩამხრინწვოდა, ჩავახველე.
-ძალიან ვმწუხვარ, შენი შვილის გამო.-სევდიანი ხმით მითხრა. თვალები ისევ ცრემლით ამევსო. ისევ ჩამწყდა, ისევ მეტკინა.
ხმა არ ამომიღია მხოლოდ უხმოდ დავუქნიე თავი. მარცხენა ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი სწრაფად მოვიშორე.
-მე გავალ, დაისვენე.- ფეხზე წამოდგა ცოტნე.
-არა.- სასწრაფოდ წამოვიძახე.-ახლა რომ არ მეთქვა ყველაფერი, მოვკვდებოდი, აღარ შემეძლო... ვეღარ გავჩუმდებოდი...
-რა მოხდა?-ცოტნემ გაკვირვებულმა აზიდა წარბები.
-უნდა ვისაუბროთ... მე რაღაც მაქვს სათქმელი...- არ ვიცოდი როგორ და რა მეთქვა.ავკანკალდი-ეს მე ვიყავი, ეს მე გავაკეთე... მე მოვკალი თქვენი და... მე ვიყავი...მაპატიეთ... მე მოვკალი...-ტირილი ამივარდა. როგორ მინდოდა არ მეტირა, როგორ მინდოდა არ შევბრალებოდი და მის გადაწყვეტილებას მშვიდად შევხვედროდი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. იმდენი ხანია ამ დარდს გულით ვატარებდი, რომ ძლივს ამოვთქვი...
ის მიყურებდა და ადგილიდან არ იძვროდა... უბრალოდ მიყურებდა... თავი როგორღაც მოვთოკე და ცოტა დავწყნარდი.
-პატიებას არ ვითხოვ თქვენგან, ამის უფლება არ მაქვს და არც ვიმსახურებ. მე რაც გინდათ ის მიქენით, თუ გინდათ დამასმინეთ და ციხეში ამომალპეთ, თუნდაც მომკალით, მაგრამ გთხოვთ მხოლოდ ერთ რამეს... დედაჩემი და ჩემი და საფრთხეშია, გთხოვთ დაეხმარეთ... გევედრებით...-მოვთქვამდი გაუჩერებლად. არ მინდოდა ტირილი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი...
-ავარია როგორ მოხდა?-ისეთი ცივი ხმით მკითხა, რომ უნებურად თავი წამოვწიე და შევხედე.
-მე და ჩემი ქმარი ვიყავით მანქანაში, ვკამათობდით... ვერ შევნიშნეთ გოგონა... გზაზე გადადიოდა...- ამ ღამის თავიდან ამოგდებას ვცდილობდი, მხოლოდ სიზმრები მახსენებდნენ ყველაფერს. ახლა რომ გავიხსენე, შეჯახების ხმა, გოგონას სახე, სისხლში ამოსვრილი ჩემი ხელები და... მიწა სისხლით გაჟღენთილი... მისი პულსი... ჯერ კიდევ მფეთქავი პულსი... -მე შემეძლო გადამერჩინა, შემეძლო მაგრამ ვერ გადავარჩინე... არ გადავარჩინე, ძალა არ მეყო...- ხმამაღლა ავკივლდი, დავკარგე ის თვითკონტროლი,რის იმედადაც წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი. -მე მოვკალი გესმით? მომკალი და დაამთავრე ეს ჯოჯოხეთი, გთხოვ... მომკალი! ოღონდ ჩემებს დაეხმარე გთხოვთ... გევედრებით...
ჭკუა აღარ მომეკითხებოდა, ადამიანს აღარ ვგავდი... ვეღარ ვუძლებდი... ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლები... ტკივილს და სინდისს ვეღარ ვუმკლავდებოდი...
ვერც კი შევნიშნე როგორ, მაგრამ ცოტნემ წამში საბანი გადამაძრო, ხელი დამავლო და საწოლიდან ამიტაცა. შებრუნდა და ოთახის კარისკენ წავიდა. კივილნარებ ტირილს ვერ ვიჩერებდი...
არადა მიხაროდა... მის ხელში რომ ავღმოჩნდი, გონებაში გამიელვა „ყველაფეს მალე დაასრულებს, მომკლავს და ეს წამებაც დამთავრდება“
ერთადერთი სადარდებელი რაც წამყვებოდა დედა და ლანა იქნებოდა...
ოთახიდან გავიდა და ამავე სართულის დერეფანს გაუყვა , შემდეგ მარჯვნივ გაუხვია და ოთახის კარი გააღო. ასე ხელში აყვანილი შემიყვანა ოთახში, სადაც გოგონა იჯდა და მას მიმართა ცოტნემ.
-კარი გააღე.-უბრძანა და გოგოც მაშინვე ეცა კარს და გააღო. გაოცებული მზერა გამოგვაყოლა,როცა ოთახში შემიყვანა ცოტნემ.
უკვე შედარებით დაწყნარებული ვიყავი. ოთახს თვალი მოვავლე. თვალებში ცრემლები მქონდა ჩამდგარი და ხელის გულით ამოვიწმინდე,ყველაფერი უკეთ რომ დამენახა. ეს უბრალოდ ოთახი არ იყო, ეს პალატა იყო. ყველაფერი თეთრი და იზოლირებული იყო. წამლების საშინელი სუნი იდგა და აპარატებიც გამაყრუებლად წიკწიკებდა. ბოლოს საწოლს შევხედე. გოგონა იყო პაციენტი.
ცოტნემ ფეხზე ფრთხილად დამაყენა. ხელს მაშველებდა რომ არ წავქცეულიყავი. აკანკალებულმა გადავდგი საწოლისკენ ნაბიჯები. ნელ-ნელა მივიწევდი მისკენ და ვხედავდი მის სახეს, მაგრამ თვალებს არ ვუჯერებდი... ახლოს მივედი და სახეზე კარგად დავაკვირდი. ეს ის იყო, ისევ ისეთი ლამაზი, როგორც პირველად ვნახე, ისევ ისეთი სუსტი და უსუსური. თვალებ დახუჭული და სახე გაფითრებული იწვა საწოლზე და ჩუმად სუნთქავდა. რაღაც უამრავი მილი და ჟანგბადის ნიღაბი ჰქონდა მიმაგრებული.მკერდი ფრთლილად აუდ-ჩაუდიოდა, სუნთქავდა... ხელი ძალიან ნელა, კანკალით წავიღე მისკენ და სახეზე დავუსვი, ერთხელ, ორჯერ... ხელები პირზე ავიფარე და ჩუმად ვქვითინებდი, ეს ხომ ის იყო... ნამდვილად... ეს ცოტნე კორინთელის და იყო, თიკო კორინთელი, რომელსაც 2 თვეა ვგლოვობდი. ის ცოცხალი იყო...
სიხარულისგან მუხლი მომეკვეთა, ცოტნემ წელზე წამავლო ხელი და დაცემას ამარიდა. ვქვითინებდი, გოგონას თვალს არ ვაშორებდი...უკან მედგა ცოტნე და ხელს არ მიშვებდა.
-თიკო ცოცხალია, არავინ მოგიკლავს... ცოცხალია, დაწყნარდი! -ჩემსკენ დახრილმა ყურთან მიჩურჩულა. მისკენ შევბრუნდი და კისერზე გაუაზრებლად ჩამოვეკიდე. თვითონაც მომხვია ხელები წელზე და მოხერხებულად ამიკრა სხეულზე.
სულ რამდენიმე წამში მივხვდი რაც გავაკეთე და მოვშდი. თუმცა ხელს არ მიშვებდა და წონასწორობის დაცვაში მეხმარებოდა.
ისევ თიკოსკენ შევბრუნდი და დავაკვირდი. ასეთი დასუსტებული და გაფითრებულიც ულამაზესი იყო. თავზე ხელები გადავუსვი და ისევ ცრემლები ჩამომვარდა.
-რა სჭირს?-ამოვიჩურჩულე ხმაგაბზარულმა.
-კომაშია. თუმცა კომის გამომწვევი სიმპტომები თითქმის აღარ არსებობს. წესით უნდა გაიღვიზოს, უნდა გამოფხიძლდეს, მაგრამ არადა არ იღვიძებს...
მის ხმაში იმხელა ტკივილი ვიგრძენი, გული ჩამწყდა. ცოცხალია თიკო მადლობა ღმერთს, მაგრამ ისევ სიკვდილის პირას იყო... ახლა, იმის შემდეგ, რაც ცოცხალი ვნახე, რამე რომ დამართნოდა, თავს არ ვიცოცხლებდი..
მუხლებში ისევ სისუსტე და საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი. ხელებით საწოლს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე. გონს ვერ მოვედი ისე ავღმოჩნდი ისევ ცოტნეს ხელში.
-შენც სუსტად ხარ და უნდა დაისვენო.-მითხრა და გასასვლელი კარისკენ წავიდა. კისერი მოვიღერე და ისევ გოგონას გადავხედე. ახლა როცა ის ჩემს წინ ცოცხალი იწვა, მისი თვალთახედვიდან დაკარგვა აღარ მოინდოდა. თუმცა მალევე გამოვედით ოთახიდან და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდით. საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და საბანი გადამახურა.
-ეს სიტუაცია არ ცვლის. თქვენი და ისევ ცუდადაა და რომც გამოჯანმრთულდეს, რისი დიდი იმედიც მაქვს, მაინც მე ვარ დამნაშავე. აქ ვარ, არსად გაქცევას არ ვაპირებ, ისე მოიქეცით როგორც გინდათ.
გაოცებულმა შემომხედა.
-მე ყველაფერი ვიცი, არ ვაპირებ რამე დაგიშავო. და საერთოდ, მორჩი ამ თქვენობით ლაპარაკს.- აშკარად გააღიზიანა ჩემმა სიტყვებმა.
-რატომ გამოაცხადე შენი და მკვდრად, როცა ის ცოცხალია? რატომ გყავს აქ?-საშინლად გავღიზიანდი და ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველად გამოვთქვი გაღიზიანების გამომხატველი ხმა.
მეტკინა ის 2 თვე როცა თავი მკვლელი მეგონა... მეტკინა ის დარდი და ტკივილი რაც გადავიტანე.
-ასეა ალბათ საჭირო.- დამიღრინა.
-რატომ?
-იმიტომ რომ ვაზღვევინო იმას, ვინც თიკოს ეს დამართა, ვინც სასიკვდილოდ განწირული მოატოვა შუა გზაზე.-დამიღრიალა ისე რომ სახლის ფანჯრებმა ზანზარი დაიწყო.
შევკრთი. დავიბენი,ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდა... 2 წუთის წინ ხომ მითხრა, რომ არ აპირებდა ჩემთვის არაფრის დაშავებას? არ შემშინებია მისი... მე ხომ უკვე დიდი ხანია სული აღარ გამაჩნდა და არ მაშინებდა მოკლავდა თუ არა ჩემს სხეულს.
-ასე ნუ მიყურებ განგა. მე ყველაფერი ვიცი, ვიდეო ვნახე...ქუჩის კამერებმა ყველაფერი გადაიღო. ყველაფერი ვნახე. ვიცი ვინ იჯდა საჭესთან და ვინ მიატოვა ჩემი და ასეთ მდგომარეობაში. ვიცი და არ მოვეშვები. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.შემს ქმარს მუხლებზე ვახოხებ, შემევედრება შევიბრალო, მაგრამ ბოლოს იქ გავუშვებ სადაც მისი ადგილია... -კბილებში გამოსცრა და კარი გაიჯახუნა.


***
ჩემო კარგებო...
დაგვიანებისთვის დიდ ბოდიშს ვიხდი და ამის ფონზე პატარა თავისთვისაც დიდი ბოდიში. უფრო დიდის დადებას ვფიქრობდი, მაგრამ არ გამომივიდა...
თქვენი შეფასებები ძალიან მაინტერესებს. გამიზიარეთ რას ფიქრობთ რა..
მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა რომ კითხულობთ.
თქვენი მარი.



№1  offline წევრი Masho 123

დღეს წავიკითხე თერთმეტივე თავი და სიტყვები არ მყოფნის, უმაგრესია. თქვენ კიდე არ გიცნობთ, თქვენ ისტორიასაც პირველად ვკითხულობ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ამის ავტორი ძალიან ძალიან მაგარი ადამიანი არ იყოს... მოუთმენლად ველი შემდეგ თავს love

 


№2  offline მოდერი chica sol

Masho 123
დღეს წავიკითხე თერთმეტივე თავი და სიტყვები არ მყოფნის, უმაგრესია. თქვენ კიდე არ გიცნობთ, თქვენ ისტორიასაც პირველად ვკითხულობ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ამის ავტორი ძალიან ძალიან მაგარი ადამიანი არ იყოს... მოუთმენლად ველი შემდეგ თავს love

ვაიმე როგორ გამახარე ჩემო კარგოო love
ძალიან ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ კითხულობ და იმისთვის რომ ასე გამახარე ახლა love

 


№3  offline წევრი kora

vaime mariam, es ra emociuri tavi iyo. am shuagamisas vkitxulob da uneburad cremlebi momdis. tikos ambavi dzalian gamixarda. mecodeba ganga da cotnec,mesmis misi tkivili magram gulisigrmeshi dzalian metkina misii griali, roca gangas ase yvirilit elaparaka, martalia lado namdvili goria da yvelaze sashinel sasjels imsaxurebs, magram ganga ar imsaxurebs xmamagal tons...
rogorc yoveltvis sheudarebeli xar da madloba aseti emociuri tavistvis <3
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი chica sol

kora
vaime mariam, es ra emociuri tavi iyo. am shuagamisas vkitxulob da uneburad cremlebi momdis. tikos ambavi dzalian gamixarda. mecodeba ganga da cotnec,mesmis misi tkivili magram gulisigrmeshi dzalian metkina misii griali, roca gangas ase yvirilit elaparaka, martalia lado namdvili goria da yvelaze sashinel sasjels imsaxurebs, magram ganga ar imsaxurebs xmamagal tons...
rogorc yoveltvis sheudarebeli xar da madloba aseti emociuri tavistvis <3

ჩემი თბილი გოგო... ხო, როცა საქმე მომაკვდავ დას ეხება, რთულია მოთოკო თავი. თანაც განგას ამბავო ხომ ჩვენ ვიცით და არა ცოტნემ? ცოდოა ბიჭიც...
ჩემი განგა კი საოცრებაა. მე თვითონ ვგიჟდები მასზე...
და კიდევ შენზე love

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

Shokshi var sxvas arafers vitkvi :o
Dzaaaaalian kargixar!!!!!!!!!!! Mikvarxar

 


№6  offline მოდერი chica sol

MariamG
Shokshi var sxvas arafers vitkvi :o
Dzaaaaalian kargixar!!!!!!!!!!! Mikvarxar

ჩემო პატარა.. მუყვარხარ ძალიან ძალიან❤❤❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რომ იცოდე როგორ გამიხარდა განგამ სიმართლე მაშინვე რომ უთხრა და არ დამალა ამით კიდევ უფრო დაიმსახურა ცოტნეს ნდობა და ამიტომაც აჩვენა ალბათ თიკა... ძალიან მაგარი თავი იყო... განგა ნამდვილი საოცრებაა ყველაფრის მიუხედავად ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ცოტნე ძალიან მეცოდება იმედია მალე აზღვევინებს ლადოს ყველაფერს და განგას შესახებ სიმატთლეს გაიგებს... ძალიან ძალიან მომწონს ეს წყვილი და რა ვქნა?

 


№8  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე რომ იცოდე როგორ გამიხარდა განგამ სიმართლე მაშინვე რომ უთხრა და არ დამალა ამით კიდევ უფრო დაიმსახურა ცოტნეს ნდობა და ამიტომაც აჩვენა ალბათ თიკა... ძალიან მაგარი თავი იყო... განგა ნამდვილი საოცრებაა ყველაფრის მიუხედავად ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ცოტნე ძალიან მეცოდება იმედია მალე აზღვევინებს ლადოს ყველაფერს და განგას შესახებ სიმატთლეს გაიგებს... ძალიან ძალიან მომწონს ეს წყვილი და რა ვქნა?

ჩემო ძვირფასო❤❤❤❤
გამახარე ზუსტად რომ ჩასწვდი იმას,რისი თქმაც მინდოდა...❤❤❤❤❤❤❤

 


№9  offline მოდერი nicol

მარიკუნა რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო... (შეუძლებელია შენი ისტორია გრძნობით არ წაიკითხო) თან ახლა იწყება ჩემი საყვარელი ეტაპი, ნელ-ნელა რომ დაუთბებათ ურთიერთობა. ♥♥♥

ველოდები შემდეგს ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№10  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო... (შეუძლებელია შენი ისტორია გრძნობით არ წაიკითხო) თან ახლა იწყება ჩემი საყვარელი ეტაპი, ნელ-ნელა რომ დაუთბებათ ურთიერთობა. ♥♥♥
ჩემი თბილი გოგოო... უჰ როგორ მიყვარხარ რომ იცოდე...❤❤❤❤❤❤❤

ველოდები შემდეგს ♥♥♥


მარიამ ზაქარაშვილი
nicol
მარიკუნა რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო... (შეუძლებელია შენი ისტორია გრძნობით არ წაიკითხო) თან ახლა იწყება ჩემი საყვარელი ეტაპი, ნელ-ნელა რომ დაუთბებათ ურთიერთობა. ♥♥♥
ჩემი თბილი გოგოო... უჰ როგორ მიყვარხარ რომ იცოდე...❤❤❤❤❤❤❤

ველოდები შემდეგს ♥♥♥

ჩემო თბილო და საყვარელო გოგო love
დათბება აბა რაა... love
უყვარხარ მარის

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

მმმ... მეც მიყვარხარ მარიამ <3
ძალიან კარგი თავი იყო და მესიამოვნა თიკო რომ ცოცხალი იყო.
საოცარი გოგო ხარ <3
ძალიან მომწონს და მაგიჟებს.
ცოტნე ხომ მაგარი პერსონაჟია ყველაზე ^_^
განგას მერე :D :D
კარგად მიდის ^^^ გამომაშტერააა. რა მაგრად წერ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline მოდერი chica sol

ერკე
მმმ... მეც მიყვარხარ მარიამ <3
ძალიან კარგი თავი იყო და მესიამოვნა თიკო რომ ცოცხალი იყო.
საოცარი გოგო ხარ <3
ძალიან მომწონს და მაგიჟებს.
ცოტნე ხომ მაგარი პერსონაჟია ყველაზე ^_^
განგას მერე :D :D
კარგად მიდის ^^^ გამომაშტერააა. რა მაგრად წერ

ერკე ერკე...
რა კარგი ხარ შენ...
მიხარიხარ და რა ვქნა? რაღაც ძალიან მხვდება და მაბედნიერებს შენი კომენტარები და აწი იძულებით ხომ არ წაგაკითხო ჩემი ისტორიები? wink

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარიამ ზაქარაშვილი
ერკე
მმმ... მეც მიყვარხარ მარიამ <3
ძალიან კარგი თავი იყო და მესიამოვნა თიკო რომ ცოცხალი იყო.
საოცარი გოგო ხარ <3
ძალიან მომწონს და მაგიჟებს.
ცოტნე ხომ მაგარი პერსონაჟია ყველაზე ^_^
განგას მერე :D :D
კარგად მიდის ^^^ გამომაშტერააა. რა მაგრად წერ

ერკე ერკე...
რა კარგი ხარ შენ...
მიხარიხარ და რა ვქნა? რაღაც ძალიან მხვდება და მაბედნიერებს შენი კომენტარები და აწი იძულებით ხომ არ წაგაკითხო ჩემი ისტორიები? wink

დავფიქრდები მაგაზე wink მაგრამ თუ იძულებით იქნება დაფიქრების საშუალებაც არ მექნება :D მეც ვისიამოვნებ და შენც:დდ წამაკითხე! :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent