შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 15


26-10-2015, 00:00
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 949

გულმოსულმა გადავწყვიტე დაძინება,მაგრამ რა დამაძინებდა,მთელი ღამე ვფიქრობდი.დილით ჩემმა ძმამ დამირეკა,გუშინ ვერ მოვახერხე მოსვლაო,ლეჟავა და მე ვსვავდით ბარშიო.ნერვები მომეშალა,მე მთელი ღამე გავათენე და ესენი კი ბარში სვავდნენ,ახლა ჩემს ძმაზე გავბრაზდი,რატომ შეხვდა საერთოდთქო.ვაღიარებ, მაინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ,რადგან სვავდნენ გამოდის დაძაბული ლაპარაკი არ ქონიათ.მშვენიერია!მიხაროდა,რომ ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთმანეთს კარგად უგებდნენ.ამ ფიქრებით კმაყოფილმა,გემრიელად გავიზმორე.აბაზანაში წავკუსკუსდი და წყალი გადავივლე,მერე სამზარეულოს მივაშურე და ღიღინით დავიწყე ყავის გაკეთება,მუსიკა ჩავრთე და ხმა ავაყოლე.ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი,რამდენი ხანია ასე კარგად არ მიგვრძნია თავი,უკანალის ქნევით გავედი მისაღებში,სავარძელში ჩავეშვი.ყავაც უზომოდ მესიამოვნა.მთელი დღე ვიკოტრიალე და ხან კატოს ველაპარაკე,ხან მაგდას.მაგდამ ლაშას გამო მისაყვედურა,რა დაგემართაო,რატომ აწყენინეო,აღარ დამიწყია ახსნა,კარგი განწყობის გაფუჭება არ მინდოდა და სიცილში გავუტარე.კატომ მომიწონა საქციელი,ჭკვიანი ხარო ნიკას რომ არ შეურიგდიო,მერე იმ დაკარგულ ერთ კვირაზე გამიბრაზდა.მოკლედ სასიამოვნო დღე მქონდა,მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ.საღამოს გარეთ გავდიოდი,კოკა შემხვდა,აი ის სიგარეტით რამის სახე,რომ დამიწვა.მეგობრებთან ერთად მივდივარო და წამოდიო.არ ვიცი რამ მომიარა და დავთანხმდი.ბარში წავედით,შესვლისთანავე მომეწონა გარემო,სხვა ხმაურიან და მომაბეზრებელ ბარებს არ გავდა.ერთ დიდ მაგიდასთან მივედით,3გოგო და ოთხი ბიჭი იჯდა,ტეკილას სვავდნენ.
-გაიცანით ეს ემილია,ემილი ესენი ჩემი მეგობრები არიან-წარმადგინა თავის მეგობრებთან,მიუხედავად იმისა რომ უცხოები იყვნენ,თავი უხერხულად არ მიგვრძნია,ტეკილაც დავლიე და საუბარშიც ჩავერთვე,კოკა აღფრთოვანებით შემომყურებდა,მივხვდი რომ კოკას მოვწონდი.უკვე ვგრძნობდი სასმელი მომეკიდა,კოკაც თანდათან თამამდებოდა-ულამაზესი ხარ ემილი,თანაც ძალიან ჭკვიანი-მიჩურჩულა ყურთან.
-მეფლირტავები კოკა? -თვალები ავუფახულე და გადავიკისკისე.
-კიდევ დალევ?-კითხვა აიცილა.
-კი,მაგრამ მე თვითონ მოვიტან-ავდექი და მოხდენილად მივედი ბართან.ბეილისი ავიღე და უკან,რომ ვბრუნდებოდი დავინახე,როგორ შემოვიდნენ ბარში ლეჟავა,თემო და ლექსო,გული შემიხტა,ავკანკალდი,მაგრამ არ შევიმჩნიე,ისევ უკან დავბრუნდი,კოკას გვერდით მივუჯექი და ჭიქა მივუჭახუნე,როგორც სასმელი პირთან მივიტანე,ვიღაცამ ხელი მტაცა და ჩემი ბეილისი ხმურით დადგა მაგიდაზე.მეგონა ლაშა იქნებოდა და შიშით მოვიხედე,მაგრამ მის მაგივრად კოპებშეკრული თემო იდგა. -ვაა თემო?-გამეცინა და გულზე მომეშვა,ისევ დავწვდი სასმელს,ისევ გამომართვა.ამ ყველაფერს კოკა გაოცებული უყურებდა და.
-რა ხდება ძმაო?-ფეხზე წამოდგა კოკაც.
-საშენო არაფერი-ცივად მიუგო თემომ და მე მომიბრუნდა-ემილი წავედით!-ხელი ჩამავლო და წაყვანა დამიპირა,მე გავჯიუტდი
-გამიშვი ხელი,არსადაც არ წამოვალ!
-წამოხვალ.
-ეეე ძმაო,რა ხდება?-ემილი ჩვენთანაა?რა პრობლემაა?-ახლა კოკა და კოკას ძმაკაცებიც ჩაერთვნენ საუბარში.
-ემილი ჩემთან ერთად წამოვა.-კბილებში გამოსცრა თემომ და მუშტები შეკრა.ისე შემეშინდა რამე არ მომხდარიყო ჩანთას ხელი დავავლე-მაპატიე კოკა მე უნდა წავიდე,მადლობა ყველაფრისთვის-კოკა გაოცებული მიყურებდა.თემომ მაჯაში ჩამავლო ხელი და გარეთ გამიყვანა.
-შენ სულ გააფრინე არაა?რა გინდა?მაგდაში ხომ არ გეშლები?-მივაყარე გაცეცხლებულმა.
-ემილი ჩაჯექი!-მანქანის კარი გამოაღო და მიმითითა ჩავმჯდარიყავი.
-რა გინდა?რას გადამეკიდე,ვინ გამოგგზავნა?სადაა შენი ნაძირალა ძმაკაცი?სადღაც აქაა ხო ვერ გაბედა თვითონ მოსვლა და შენ გამოგგზავნა არაა?
-ემი ჩაჯექი -რაღაცნაირად მითხრა და მეც უცებ მოვტყდი,ჩავჯექი და მივაშტერდი.მანქანა უხმოდ დაძრა.
-თემო ეხლა მაინც მითხარი რა ხდება?რატომ წამომიყვანე?
-ასეა საჭირო -არც შემოუხედავს ისე მიპასუხა.
-კარგი რა თემო,ჩემი მეგობარია,რა მოხდა თუ დავლიე.-ავწუწუნდი.
-ემილიი,შენ საერთოდ რას ფიქრობ ჰაა?რატომ იქცევი ასე?-ყელში ამოსულივით იღრიალა თემომ-არ გესმის საერთოდ ვისთან ერთად იყავი.
-ვისთან ერთად ვიყავი,რანაირად იქცევი-უკვე გაბრაზებით შევხედე.
-არ დაგინახო მეორედ მაგათთან გაკარებული გაიგე?-კბილებში უსიამოდ გამოსცრა.
-შენ არ გაკითხებ საერთოდ ვისთან ერთად ვიქნები.
-მაკითხავ,თანაც როგორ.გეუბნები და გაიგე.მეორედ არ გნახოთქო,თორემ მერე რაც მოხდება შენს თავს დააბრალე.
-შენი ძმაკაცივით დამპალი ხარ,რა გინდათ საერთოდ ჩემგან?ავსლუკუნდი.
-კაი მაპატიე რაა-უხერხულად გაიღიმა და გადმომხედა-ვიცი უხეშდ მოგექეცი,მაგრამ ლაშას მოსვლას ჩემი მოსვლა ჯობდა დამიჯერე.
-ვაიმე მაგას საერთოდ ნუ მიხსენებ!
-რატომ რა დაგიშავა?
-არაფერი უთქვია,თუ თავს ისულელებ?-მართლა გულწრფელად შემეპარა ეჭვი ჩემს თავში,იქნება თემო მართალია,რა დამიშავა?
-მომისმინე ემი,სანამ დასკვნებს გამოიტან ჯერ დაფიქრდი,მოუსმინე რას გეუბნებიან.გაქცევა და დამალვა არ გარგებს.-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,რომ ტელეფონმა დაურეკა.-ხო ლექსო
-....
-რა მოუვიდა?
-.....
-მერე გაუკეთე ეს დედა აფეთქებული-ხელი ნერვიულად დასცხო საჭეს.
-....
-კარგი,ემილის მივიყვან და მოვალ.
-რა მოხდა თემო?
-არაფერი.
-ლაშაა ცუდად?იმდღესაც ცუდად იყო მე რომ ვიყავი.-თემომ გაიცებულმა შემომხედა-რაო, ლომკა აქვს ბიჭს?-გავაგრძელე ირონიულად,უეცრად თემომ მკვთრად დაამუხრუჭა.
-რაა გოგოო?
-ოჰ, ვითომ არ იცოდი,შენს ნარკომან ძმაკაცს წამალი გაუთავდა და მიდი დაძარი მანქანა მიუტანე,ცოდოა.
-ემილი რას ლაპარაკობ აზრზე ხარ?-უფრო და უფრო გიჟდებოდა თემო.
-არ გინდა თემო,ჩემი თვალით დავინახე შპრიცით ხელში.
-გავგიჟდები ეხლა,უხ ჩემი კაი-ხელს გამეტებით ურტყავდა საჭეს და კბილებს ახრჭიალებდა.-წამოდი.
მანქანა ადგილს მოსწყვიტა,გიჟივით მიჰქროდა,ვერც გავბედე მეკითხა სად მივდიოდით.ცოტა ხანს აფთიაქში შეირბინა და იქიდან წამლებით და შპრიცებით გამოვიდა.გაოცებული ვუყურებდი.მალე წავკისში ამოვყავით თავი.დიდი სახლის წინ გავჩერდით-გადმოდი.სახლში შესვლისთანავე დავინახე ლექსო და გიგი,ლაშას თავთან იდგნენ,გაფითრებული ლეჟავა კი დივანზე იწვა. თემომ სასწრაფოდ გაამზადა შპრიცი და ლაშას მიაწოდა.გული რამის გამისკდა,ვერ ვუყურებდი,როგორ გაიკეთებდა ლაშა ნემსს და თვალები დავხუჭე.
-რა იყო ემი შეგეშინდა?-მომესმა ლაშას დამთბარი ხმა და თვალები ნელნელა გავახილე.ლაშა წამომჯდარიყო,ხელში ჯერ კიდევ ეჭირა ცარიელი შპრიცი,ამის დანახვაზე გამაცია.
-შენ...შენ ნამდვილი იდიოტი ხარ-ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი.-მე წავედი,ვაჟბატონო როგორც მომიყვანე,ისე წამიყვანე-ახლა თემოს მივუბრუნდი,ის კი ამ დროს ეშმაკურად გვიყურებდა.
-აქმდე მოხვედი და ერთხელ არ მაკოცებ ემი?-ლაშა წამოდგა,შპრიცი მაგიდაზე მიაგდო და ჩემკენ წამოვიდა.
-არც გაბედო!არ მომიახლოვდე!ვიყვირე შემცბარმა და უკან დავიწიე,ლაშა ისევ მოდიოდა და მიღიმოდა,მე ისევ უკან ვიხევდი,ბოლოს უკვე გასაქცევი აღარ იყო,უცებ შევბრუნდი და კიბებზე ავირბინე,ვიგრძენი რომ ისიც მომყვებოდა.ახლა რა უნდა ქნა ემილი,სად გაიქცევი?დერეფნის ბოლოს გავიქეცი და ღია კარში შევედი, დახურვას ვაპირებდი,რომ ლაშამ შემოგლიჯა კარები.
-სად მირბიხარ გაქცეულო?სულ როგორ გარბიხარ?
-თავი დამანებე,არ შემეხო-ვიძახდი და გამწარებული ვცდილობდი მომეშორებინა.
-ჩუ,პატარავ ნუ გეშინია,მე არაფერს არ დაგიშავებ-ხელები მომხვია და ისე საყვრლად მელაპარაკებოდა სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა.რომ იგრძნო აღარ ვფართხალებდი,ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა.-ჩემი ნარკოტიკი ხარ ემილი.
-იდიოტო გამიშვი,რატომ ხარ ასეთი, რატომ მომატყუეე ხომ გენდობოდი?-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და მის ხელს ეწვეთებოდა,ამის დანახვაზე საშინლად დაიბნა.
-რას ამბობ ემილი?
-ნარკომანი ხარ და ნაციხარი,კიდევ შეყვარებულიც გყავს და კიდევ მეკითხები რა მოხდა?-ამ სიტყვებზე ჯერ გაეღიმა,მერე მოიღუშა,ხელი შემიშვა,საწოლზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.-რაღაცას გეტყვი,ოღონდ ბოლომდე მომისმინე,არ გამაწყვეტინო,რადგან ამას მეორედ აღარ გავიმეორებ,მომისმინე და მერე შენ გადაწყვიტე რას იზავ დამიჯერებ თუ წახვალ,მე არ დაგაკავებ.
გაოცებული შევყურებდი,ასეთი სევდიანი არასდროს მენახა.
-22წლის ვიყავი ია ალავიძე, რომ გავიცანი,დანახვისთანავე შემიყვარდა-დაიწყო მძიმედ მოყოლა,მე კი გაოცებული ვისმენდი-არც ის იყო გულგრილი,ერთმანეთს ვხვდებოდით ბედნიერები ვიყავით,მერე მე სწავლის გამო 6თვით გერმანიაში მომიხდა წასვლა,ია კი ჩემს მეგობრებს ჩავაბარე,ყოველდღე ველაპარაკებოდი,მაგრამ ბოლოს თვითონ იმიზეზებდა რაღაცეებს და თავს მარიდებდა,მერე ბიჭებმა დამიწყეს ჩამოდი,მანდ რა გინდაო,ისე მელაპარაკებოდნენ ვიეჭვე რომ საქმე იას ეხებოდა.მაშინვე ჩამოვედი,თემომ ვეღარ დამიმალა და მითხრა იას და ჩემს კურსელს რაღაც რომ ჰქონდათ,გავგიჟდი,წამიერად მოვკვდი.მეგონა ცხოვრება დამთავრდა.მაშინვე იასთან გავიქეცი,სახლში არ დამხვდა,მისმა დამ მითხრა კლუბშიაო,მეც იქ მივედი,ყველგან ვნახე არ იყო,ბოლოს გოგოების საპირფარეშოში შევიხედე-ამ სიტყვებზე ლაშა დაიძაბა,ძარღვები დაებერა და სუნთქვა გაუხშირდა. -ია ხელსაბანზე იჯდა,წინ ის ნა.... არი იდგა,ფეხზე უჭერდა ხელს და დანით ემუქრებოდა,იას ხმა გავიგე.ეუბნებოდა გამიშვი,რაც მოხდა შეცდომა იყო,არ მიყვარხარ ლაშა მიყვარსო,აქ კი გადამეკეტა,იმ ახ...რს მივვარდი და ცემა დავუწყე,ია კიოდა ცდილობდა გავეშველებინეთ და ამ დროს დანა მოხვდა,მაშინვე უგონოდ დაეცა, ის ს...ი გაიქცა მე კი საავადმყოფოში ძლივს მივიყვანე...მერე დამაკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობა დამდეს ბრალად და 6თვე ვიჯექი.შენი ძმა ჩემი ადვოკატი იყო,ია რამდენიმე თვეში გამოკეთდა და ჩვენება მისცა.მერე გამომოშვეს.სულიერად გავნადგურდი,სიცოხლე არ მინდოდა,არ ვჭამდი მხოლოდ ვსვავდი,სიყვარული ტკივილად მექცა,იას დანახვა არ შემეძლო.მძულდა.გავიგე შინაგანი ორგანოები დაზიანებული ჰქონდა,სასწრაფოდ საზღვარგარეთ იყო წასაყვანი.მის ოჯახს არქონდათ შესაძლებლობა,ამიტომ მე წავიყვანე-ამ სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა-ვერ ვპატიობდი,აღარ მიყვარდა, მაგრამ არ შემეძლო მისი ასე დატოვება.წავიყვანე,ვუმკურნალე,მაგრამ ვერ ვუშველე,გარდაიცვალა.ამან ბოლო მომიღო,ცუდად გავხდი,ნერვიულობისგან შეტევებს მაძლევდა,ექიმებმა დიაბეტი დამიდგინეს.თავიდან იოლ ფორმებში,მერე კი გართულდა,ამიტომ ახლა ინსულინს ვიკეთებ,იმდღესაც შენ რომ მოხვედი უნდა გამეკეთებინა,შენ კი შენ...-ტუჩებზე ხელი ავაფარე,თვალებიდან ცრემლები მდიოდა,ღმერთო მადლობა ღმერთო,ვიძახდი გულში და თმებზე ვეფერებოდი.
-გვრიტებოოო,ბოდიში მაგრამ უნდა შეგაწყვეტინოოთ-გიგიმ შემოყო თავი და გაგვიცინა-ლაშა ჭამა დაგავიწყდა,ჩამოდით სუფრა გაშლილია რძალო.შერიგების უნდა დავლიოთ.



№1 სტუმარი nino k.d.

კარგია რატონღაც ლაშა ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი black

chemi looree

Vaimee ar velodi namdvilad magrm is vicodi ro narkomani ar iyooo

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
chemi looree

Vaimee ar velodi namdvilad magrm is vicodi ro narkomani ar iyooo

ჩემი black,ვეცადე იმედები არ გეცრუებინა.

nino k.d.
კარგია რატონღაც ლაშა ძალიან მომწონს

გმადლობ,კარგი იქნება პერსონაჟებზე თუ დამიტოვებთ კომენთარებს,რომელი მოგწონთ და რატომ

 


№4 სტუმარი black

Dedaa chemi loree eseigi chemi txovna gaitvaliswineee?!mmpuaa*_*

Shen isec ici ro yvela pershonaji momwons shens istoriashi tu ginda cudii iyos

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Dedaa chemi loree eseigi chemi txovna gaitvaliswineee?!mmpuaa*_*

Shen isec ici ro yvela pershonaji momwons shens istoriashi tu ginda cudii iyos

ხო ჩემო ერთგულო მკითხველო.ჩემი გუშინდელი ისტორია თუ წაიკითხე?''სიკვდილის შემდეგაც შენი ვარ ნიკ''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent