შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი პარტია (სრულად)


26-10-2015, 10:27
ავტორი murachashvili
ნანახია 7 775

პარტია


- როგორ არის? -იკითხა ოთახში შემოსულმა სანდომიანი სახის თეთრ ხალათიანმა ქალმა.
- ცუდად, ექიმო, ძალიან ცუდად ! - დაქანცული ხმით უპასუხა ვაჟმა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რამოდენიმე ღამის უძილობა.
ექიმმა არაფერი უპასუხა, გამამხნევებელ სიტყვებსაც ვეღარ პოულობდა, ან კი რა უნდა ეთქვა, როცა გოგონა უკვე მეოთხე დღეა, გონს არ მოსულა?!
-იცით, მგონი აბოდებს კიდევაც ...
- მართლა?!- ექიმს სახე გაუბრწყინდა, თითქოს იმედი მიეცა.
- დიახ. თითქოს ვიღაცას ეკამათება, ეჩხუბება.
- ყოველივე მასზეა დამოკიდებული ! -იმედით გაუბრწყინდა ექიმს თვალები - და თქვენზეც ....
- ჩემზე?! ხომ იცით, ექიმო, მე მზად ვარ სიცოცხლეც კი დავთმო მისთვის...
- ყოველივე თქვენს სიყვარულზეა დამოკიდებული, მას თუ უყვარხართ, თქვენი გულისთვის მოინდომებს სიცოცხლეს.
ბიჭმა ეჭვით შეხედა ექიმს. ეტყობა არ სჯეროდა მისი სიტყვების, მაგრამ ექიმმა ყურადღება არ მიაქცია მის გამოხედვას და ავადმყოფის საწოლთან დაიხარა.
- „როგორი ახალგაზრდაა, როგორი ლამაზი! ცოდოა სიკვდილისთვის!“-ექიმის სახეზე დიდმა ტკივილმა გაიელვა-„ღმერთო, რა იქნება, რომ იბრძოლოს სიცოცხლისთვის?!“
- მისი ოჯახისწევრები არ მოსულან? -ჰკითხა მან დადარდიანებულ ბიჭს.
- როგორ არა, უკვე მეორე ღამეა აქ არიან, დედ-მამა, მისი მეგობრებიც კი...
- ბავშვი არ მოიყვანეს?
ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ბავშვი, რომ შემოიყვანა მისმა დაქალმა, ალბათ, გულმა უგრძნო, თითქოს ოდნავ გაიღიმა, თუმცა ვერ გეტყვით ვის გაუღიმა, შვილს თუ მოჩვენებას, რომელიც ამ ერთი დღის განმავლობაში არ ანებებს თავს.
- მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
- თქვენ გჯერათ საკუთარი სიტყვების, ექიმო?
- ერთად-ერთი იმედი ეგღა დაგვრჩა...
მათ საუბარი ავადმყოფის სიცილმა შეაწყვეტინა, იგი თითქოს ნაძალადევად იცინოდა. ორივეს დაბურძგლა ამ ხმის გაგონებაზე. გარედან ხალხი შემოვიდა. საოცარი სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, მიუხედავად ხალხმრავლობისა კრინტს არავინ ძრავდა, ყველა რაღაცას ელოდა.
- შენ ვინ ხარ ?!- დუმილი დაარღვია ავადმყოფმა, რომელსაც კვლავ აბოდებდა - სიკვდილი ?! - შემოსულებმა ერთმანეთს გადახედეს გაოგნებისგან. - მე სხვანაირი მეგონე. არ ყოფილხარ ისეთი მე რომ წარმოგიდგინე... - განაგრძობდა ავადმყოფი - რატომ მიღიმიხარ?! მე შენი არ მეშიანი! არა.... აი, ხომ ხედავ, არც კი ვკანკალებ, რომ გიყურებ .... მოიცადე! ნახე, რამდენი ხალხია ქვემოთ! რამდენი....ყველა მე მიყურებს... ნეტა რატომ?! უთხარი, ნუ მიყურებენ! შენ ისევ იცინიხარ?! რატომ ეშინიათ ხალხს შენი?! ალბათ, არ იციან როგორი კარგიც ხარ...- ავადმყოფი იღიმებოდა - ნახე, ზემოთაც ხალხი ყოფილა! ჩემი ძმა, ბაბუა, ბებია... მოიცადე, ისინი ხომ დაიღუპნენ?! - მას სახიდან ღიმილი გაუქრა - რატომ არ მიღიმიან?! რატომ არ მიქნევენ ხელს?! განა კახას არ მოვენატრე?! რატომ არ მოდის ჩემთან ?! ნახე, ქვემოთ ისევ დგანან, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! სახეებს ვერ ვხედავ, რამდენი ხალხია, რამდენი... თან ნიღბებიც უკეთიათ, ზემოთ კი - არავინაა ნიღბიანი, ნუთუ ყველა ნიღბიანია ქვემოთ?! ნუთუ არავინ არ არის გულწრფელი, კეთილი?! არ მინდა, არ მინდა ამდენი სიბოროტე !!! რატომ არ იხსნიან ნიღბებს, ნუთუ არც დედას ვუყვარდი?! მაგრამ, მოიცადე, აი ჩემი დედაც, ის ნაპირში დგას, ნახე! ნახე! მას ნიღაბი არ უკეთია, არა! ჩემი დედა კეთილია, გესმის კეთილი .... აი, მამაც, ისიც უნიღბოა! - ავადმყოფს დიდმა სიხარულმა სახე გაუბრწყინა. - მაგრამ, ზურა სად არის? ჩემი ზურა, ჩემი მეუღლე?! მე რატომ ვერ ვხედავ, რატომ?! თუმცა, აი ისიც, არც მას უკეთია ნიღაბი, არც მას!!!! მაგრამ, რატომ ტირის, რატომ მიყურებს ასეთი თვალებით?! ის მეხვეწება, დაბრუნდიო, ჰმ! მან ხომ არ იცის აქ რა კარგია, ჩემი პატარა ბიჭიც მას ყოლია, ნახე, კალთაში უზის და ხელებს იწვდის ჩემკენ, ჩემი პატარა... ჩემი სიცოცხლე, როგორ მომენატრა, ნახე, როგორი ლამაზია, ხომ ლამაზია, ჩემი პატარა?! - ავადმყოფმა ხელით მოხაზა სივრცეში, თითქოს ბავშვს მოეფერა, - ისიც ტირის! ჩემთან უნდა, მომეცი, ზურა, მე დავიჭერ, ხომ ხედავ ტირის! - მან ხელები გამოიწვდინა ჰაერში, მაგრამ უღონოდ დაუცვივდა საწოლზე- რატომ ვერ მივწვდი ჩემს შვილს?!- იგი ატირდა - კახა, ძამიკო, მიშველე! მითხარი რამე! რატომ იქნევ თავს დანანებით? ვითამაშოთ?! რა ვითამაშოთ?! ჭადრაკი?!... რატომ?!--- მერე მე თუ მოვიგე? გამიშვებ ჩემ შვილთან?!... ნუ იღიმები ასე ცივად, ახლა კი მივხვდი, რატომაც ეშიანიათ ხალხს შენი, ჰმ, შენც ნიღაბი გკეთებია, მე კი ახლაღა შევნიშნე, კახა, ძმაო, რა ვქნა?! მიშველე, შენ მაინც დამეხმარე! წადიო, რომ მეუბნები, როგორ წავიდე, როგორ?! ხომ ხედავ, ჩემი სიცოცხლე ამ პარტიაზეა დამოკიდებული, მე კი თამაში აღარც მახსოვს, „გაიხსენეო“, რომ მეუბნები, რომ ვერ ვიხსენებ?! ხომ ხედავ, როგორ ბოროტად იცინის?! გგონია გამიშვებს? გთხოვ, კახა, მიშველე! მე ჩემს ქმარს ვჭირდები, ჩემს პატარა ბიჭუნას, დედას, მამას, ჩემს მეგობრებს, გთხოვ, კახა, შენი პატარაც ხომ იქ არის? განა გინდა, რომ მანაც დაკარგოს მამიდა? მიშველე, კახა, გთხოვ! შენ ხომ გახსოვს თამაში! ნახე, დაფაზე ფიგურების დააწყო, როგორ სადისტურად მეუბნება: - „სიცოცხლეც ჭადრაკიაო“! როგორი ბოროტია, როგორი! ღმერთო შენ დამიფარე, შენ მიშველე, შენ გადამარჩინე!...“ეს დედოფალი ხარო შენ!“, ვიცი მე ვინც ვარ, ვიცი! ღმერთო შემეწიე! ერთი სვლა!...
იგი ქვემოთ იყურება, ზურას უყურებს, კვლავ მე მაკვირდება .... ცოტაც და... ცოტაც და....
- ერთი, ორი, სამი...
- ქიში.....
- როქი......
- შამათი....
- მოვიგე!!!!... მოგიგე!!!!....გესმის?!..... მოგიგე!!!.... შვილო, დედა, ზურა, მამა!... კახა. ძამიკო...
ავადმყოფმა საუბარი შეწყვიტა, რამოდენიმე წითით სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭს მისი ხელი ეჭირა და ცრემლებით ულბობდა, დედა მამას ჩაკვროდა და ქვითინებდა, მეგობრები ელოდნენ...
და, შეირხა... ხელი ამოძრავდა..... მეუღლეს ხელი მოუჭირა... თვალები გაახილა.... ავადმყოფი გონს მოვიდა.
ავტორი: ანა მურაჩაშვილი-ონიანი
1998წ.

ეს ჩემს ძველ ჩანაწერებში ვნახე, იმედია მოგეწონებათ.
ერთი პარტია (სრულად)



№1 სტუმარი mea

Ar gewyinos magram ver gavige erti da igve cevrjer rato dawere?

 


№2  offline წევრი anukiana008

მეც ვერ გავიგე ისე კაია არაუშავს

 


№3  offline წევრი tarashi

რა ქიში , როკი და შამათი კარგად თუ ხარ ? ზედმეტი ფანტაზიაც არ ვარგა

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mea
Ar gewyinos magram ver gavige erti da igve cevrjer rato dawere?

ბოდიშს ვიხდი გაურკვევლობისთვის, უბრალოდ დამატების დროს პროგრამამ აურია და ერთი და იგივე ტექსტი რამოდენიმეჯერ დამემატა.

anukiana008
მეც ვერ გავიგე ისე კაია არაუშავს

ბოდიშს ვიხდი გაურკვევლობისთვის, უბრალოდ დამატების დროს პროგრამამ აურია და ერთი და იგივე ტექსტი რამოდენიმეჯერ დამემატა.

 


№5  offline წევრი magdamargia

ძალიან მომეწონა.. მივხვდი რისი თქმაც გინდოდა გულშიჩამწვდომი იყო ყოჩაღ

 


№6 სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგი იყო....

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესო და დამაფიქრებელი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent