შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 10


26-10-2015, 20:53
ავტორი gabun1a
ნანახია 1 995

მათე საწოლიდან ადგა, სააბაზანოს მიაშურა მანამდე კი სამზარეულო ოთახი გაიარა და მობილური ტელეფონი მაგიდაზე დადო თვითონ კი სააბაზანოში ხელ-პირის დაბანას შეუდგა, სახე ნელა შეიმშრალა მერე სარკეში საკუთარ თავს რამოდენიმე წამს უმზერდა, კბილის ჯაგრისზე კბილის პასტა დაასხა და კბილების გახეხვას შეუდგა მაგრამ იმ წამსვე ტელეფონის ზარის ხმა მოესმა, კბილები სწრაფად გაიხეხა და ჩქარი ნაბიჯებით სამზარეულოსკენ წავიდა და ტელეფონს უპასუხა

-ხო დათო გისმენ
-ბიჭო სად ხარ?
-სახლში სად უნდა ვიყო ტო
-ბიჭო გამო რა საქმე მაქვს უნდა გელაპარაკო
-რა მოხდა?
-გამო და გეტყვი რა
-ხო მშვიდობაა ?
-რო გნახავ მერე გეტყვი, ჩამო შენს სახლთან სკვერი როა მანდ ვარ
-კაი ხო..მათემ ტელეფონი გათიშა, აშკარად რაღაც ხდებოდა დათოს ხმა არ მოეწონა, საძინებელი ოთახისკენ გასვლა დააპირა მაგრამ ტელეფონის ზარი კვლავ გაისმა, მათემ სწრაფად აიღო ტელეფონი ისე რომ ნომრისთვის არც დაუხედავს

-ხო მოვდივარ დამაცადე ვახ
-გამარჯობა მათე!-ტელეფონში ნაზი ხმა გაისმა
-გამარჯობა, რომელი ხარ?
-თათა ვარ
-რომელი თათა?
-ალბათ აღარ გახსოვს კლუბში გავიცანით ერთმანეთი მერე კი..
-ა ხო გამახსენდა-არ დაამთავრებინა მათემ-ჩემი ნომერი საიდან?
-კლუბში ყოფნის დროს ერთმანეთს ნომრები გავუცვალეთ, შენც ხომ გაქვს ჩემი ნომერი? მეგონა დამირეკავდი
-ა ნომერი, ხო ისა , კი მაქვს აბა რა-დაბნეულად უპასუხა მათემ
-გასაგებია
-რა არის გასაგები?
-არაფერი დაივიწყე, მისმინე მათე შენი ნახვა მინდა რაღაც უნდა გითხრა
-რა უნდა მითხრა? ხო შევთანხმდით მე და შენ რომ ის რაც მოხდა დაგვევიწყებინა?
-არა სხვა საქმე მაქვს ეგ არაფერ შუაშია მათე
-კარგი, როდის გნახო და სად?
-ახლავე შეგიძლია შემხვდე?
-არა ისა ახლა არ შემიძლია გასასვლელი ვარ და საღამოს შევხვდეთ ოქეი?
-კარგი საღამოს „ლიზის ტბასთან„ შევხვდეთ
-კარგი დროებით

„ვა რა ხდება ტო, დათომაც შემხვდიო ესეც შეხვედრას მთხოვს დღეს რა ფეხზე ავდექი ამის დედა ვატირე„ ჩაილაპარაკა მათემ, მერე ნერვიულად საძინებლისკენ დაიძრა გარდერობი სწრაფად გადაქექა და სწრაფადვე შეიმოსა და სწრაფად სკვერისკენ წავიდა, სკვერში დათოს თვალი მოჰკრა სკამის საზურგეზე შემომჯდარიყო და მობილურ ტელეფონში თავი ჩაერგო, მათე უკნიდან მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაჰკრა დათომაც სწრაფად ასწია თავი

-რა მოხდა რო გამომაქცუნე?-ღიმილით კითხა მეგობარს და სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, დათომ თვალებში შეხედა და უხმოდ იჯდა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ამბობდა
-ჰა რა იყო ბიჭო ამოღერღე
-„კაროჩე პიზდეც„ რაა
-ჰა თქვი თუ ამბობ რას დამძაბე
-ბიჭო ანალიზის პასუხზე რო დამირეკეს გუშინ ხო იცი?
-ხო. მერე?
-მერე ცუდი ამბავია
-რა გჭირს ე?
-მე რა მჭირს , ხო გითხარი ლევანის შარდი ჩავაბარეთქო-ნერვიულად დაჰკრა სკამს ხელი დათომ
-აა და ლევანას რა ჭირს ?
-„კაროჩე@ ექიმმა შარდში სისხლია აღმოჩენილიო და ან კიბოა ან რამე ანთებითი პროცესიო და ეხლა როგორ ვუთხრა ეს ლევანის ჰა?
-ვაახ-თავზარი დაეცა მათეს-ბიჭო და იქნებ არ ჭირს კიბო რამე ანთება აქ იმკურნალოს და გაუაროს?
-ბიჭო და კიბო რო იყოს როგორ ვუთხრა ჰა?-ცრემლი მოადგა დათოს
,ცოტახანს ბიჭები გაჩუმებულები ისხდნენ , ბოლოს მათემ დაარღვია სიჩუმე

-ყველა ვარიანტში უნდა ვუთხრათ
-ხო მარა როგორ?
-ორივე ერთად ვეტყვით რა
-კაი, ბაზარი არაა

******************

ნინის მშვიდი ძილით ეძინა ოთახში სამარისებური სიჩუმე იდგა თუმცა სიმშვიდე ტელეფონის ზარმა დაარღვია, გოგონა საწოლში შეიშმუშნა ტელეფონის აღებას არ აპირებდა მაგრამ ზარი არ წყდებოდა თვალები მძიმედ გაახილა თუმცა ჯერ ისევ ბინდი გადაკვროდა თვალზე მერე ძლიერად მოიფშვნითა თვალები და ტელეფონს დახედა, ტელეფონზე ბაჩოს სახელი ეწერა

-გისმენ ბაჩო
-გამარჯობა ნინ, აუ ხოარ გაგაღვიძე?
-არა არა, მეღვიძა უკვე
-აუ კიდე კაი მეთქი გავაღვიძეთქო, ისა დღეს ხოარ შევხვედროდით ერთმანეთს?
-ვა უკვე დადიხარ ჩვეულებრივად?
-ნუ ბოლომდე ვერა მაგრამ ხელჯოხების თანხლებით შევძლებ კომპანიონობა გაგიწიო თუ წინააღმდეგი არ იქნები-ჩაიცინა ბიჭმა
-ნუ რატომაც არა-ღიმილით უპასუხა გოგონამ
-ვა ასწორებს, ესეიგი შევთანხმდით
-შევთანხმდით-მიუგო გოგონამ
-კარგი მაშინ დღეს 4 ზე „ლურჯ კაფეში„შევხვდეთ
-კარგი
-დროებით
-დროებით

გვერდით ოთახში შალვა უკვე ამდგარიყო და ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა , მერე უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა

-ამ „კონგრესთა მოძრაობამ„ და „თეოკრატიულმა ალიანსმა„ ხო გაატრაკეს რა საქმე, ამათი კინკლაობის მეტი არაფერია ტელევიზორში, ნათელა..ნათელა
-ხო რა იყო?
-მომშივდა რა გვაქვს საჭმელი?
-გაზზე ლობიო დგას და დაისხი
-აუუუუ ლობიო ლობიო ლობიო, გავსკდებით სულ ლობიოთი სხვა რამე რო გააკეთო არ შეგიძლია ?
-იყიდე სხვა რამე და გავაკეთებ
-ხო ხო აეწყობა ჩემი ბიზნესის საქმე და თუარ ვიყიდი მაგასაც დაგანახებ, ჩიტის რძეც არ მოგაკლდებათ
-ხო კი როგორ არა
-მაგასაც ნახავთ მე არ ვიყო შალვა გოგუაძე თუ რძის აბაზანებში არ გაცურაოთ

*********************

მათე და დათო სადარბაზოსთან იცდიდა მალევე სადარბაზოში ფეხის ხმა გაისმა ლევანი კიბეებზე ჩამორბოდა , გარეთ გამოვიდა და მეგობრებსაც ხელისჩამორთმევით მიესალმა მერე უცაბედად ხველება აუტყდა, მათემ და დათომ ერთმანეთს გადახედეს ლევანის ხველა ცუდად ენიშნათ

-რა ხდება აბა?-იკითხა ლევანიმ როდესაც ხველებას მორჩა
-ბიჭო როგორ ხარ?-იკითხა მათემ
-კარგად ტო როგორ უნდა ვიყო რა სახეებით მიყურებთ?
-არაფერი დაიკიდე-მათეს ამ ნათქვამზე დათოს სახეზე უკმაყოფილება დაეტყო თითქოს მზერით ეუბნებოდა რა არაფერი უთხარიო
-ბიჭო ლევან მათემ რაღაც უნდა გითხრას-მიმართა დათომ მერე კი მათეს გახედა , მათეც ერთხანს დაიბნა მერე კი წამოიწყო
-ბიჭო იმ დღეს შენი შარდი რო ჩააბარეთ ხო გახსოვს ?
-ხო მერე? არ თქვა რო მაინც ამოუგდო რამე ამ ჩემისას და "სტროგავენო" - სიცილით მიუგო ლევანმა
-არა ბიჭო, "კაროჩე" შარდში სისხლი აღმოჩნდა რა და უნდა ჩაიტარო გამოკვლევა
-რაა?
-ხო რა, მარა ნუ დაიზმენდები ეხლა რამე უმნიშვნელო იქნება "პროსტა„ გამოკვლევა ჩაიტარე და ეგაა რა
-აუ არა-თავზე ხელები შემოირტყა ლევანმა და ადგილზე ჩაიმუხლა
-რა გჭირს ?
-ბიძაჩემს, დედაჩემის ძმასაც ესე ქონდა ჩემს ასაკში და კიბო აღმოაჩნდა, მერე 3 თვეში დაიღუპა-ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს
-კაი ღადაობ? რა კიბო რამე ანთება გექნება და გაგივლის რა მალე
-ხო რა რას იგრუზები ტო, ექიმთან მიხვალ და გაიასნდება მანამდე ნერვიულობა არ ღირს რა იცი რა ხდება, წავიდეთ ექიმთან და ეგაა რა -დათოც აჰყვა მეგობარს, ლევანიც ფეხზე წამოდა და თავი დააქნია თანხმობის ნიშნად , ლევანი ბიჭებს გამოემშვიდობა და სახლში დაბრუნდა , ბიჭები დამწუხრებულები უხმოდ მიაბიჯებდნემ ქუჩაში, ამ დროს მათეს ტელეფონი აწკრიალდა

-გისმენ..უკვე მანდ ხარ? .. კარგი მალე მოვალ
-ვინ იყო ტო?
-აუ ამას რაღა უნდა რა დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი მგონი, ერთია რა არ იცნობ
-და რა უნდა?
-არაფერი დაიკიდე, კაი დავიშალოთ და მერე ლევანის გავუაროთ და წავიდეთ გამოკვლევაზე
-კაი „ზბოგამ„ .



№1  offline მოდერი chica sol

ვაიმე როგორც იქნა... მეგონა დაგავიწყდა აქ რომ ველოდებოდით შემს ისტორიას wink
გამიხარდა რომ დავინახე love

 


№2  offline წევრი gabun1a

მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე როგორც იქნა... მეგონა დაგავიწყდა აქ რომ ველოდებოდით შემს ისტორიას wink
გამიხარდა რომ დავინახე love



ხო ეს დღეები არ მეცალა და ეხლა დავბრუნდი :დ მადლობა რო კითხულობ :)

 


№3  offline წევრი nucikela

თათას გამოჩენა გამიხარდა wink თათას ველოდებოდი თუმცა ლევანის რას ერჩი? ნუგაისტუმრებ იმქვეყნად winked კარგი იყო ძაან love

 


№4  offline წევრი gabun1a

nucikela
თათას გამოჩენა გამიხარდა wink თათას ველოდებოდი თუმცა ლევანის რას ერჩი? ნუგაისტუმრებ იმქვეყნად winked კარგი იყო ძაან love


მადლობა ნუციკელა <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

თათა ძალიან კარგი გოგო ჩანს. მათეა გამოთაყვანებული, რომ ყველაფერი დაივიწყა და ნომერიც გადააგდო. ჯერ ხო მაშინ მომეშალა მაგაზე ნერვები wink wink მოკლედ ლევანი სიკვდილის ღირსი არაა ძმაო, კაი ბიჭია, სწავლობს და რამე. უსაქმური დავითა ჩააძაღლე :D :D თუ ჩაძაღლებააა.
აი აქ კი ნამდვილად ვიგრძენი ინტრიგაააა ^^
საღოლ საღოლ.
იმედია ისეა, როგორც ვფიქრობ და თათა ორსულად აღმოჩნდება ან თუ უფრო უკეთესი მაშინ რა ჯობია მაგას :D love აბა განაგრძე.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent