შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 12)


27-10-2015, 00:06
ავტორი chica sol
ნანახია 4 317

-განგა-
სრულიად შოკირებული და თავზარდაცემული დავრჩი. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ არ მეგონა, რომ ის, რაც ცოტნემ მითხრა ქუჩის კამერების შესახებ, სიმართლე იყო. გავიგე ლადომ ვატოს როგორ დაავალა ამ ვიდეოების წაშლა. როგორ მოახერხებდა ვიდეოების ნახვას ცოტნე? მაგრამ ფაქტი იყო, რომ სიმართლეს ამბობდა. მე, ამ ყველაფერში ჩემს თავს ვდებდი ბრალს, მაგრამ ცოტნეს ლაპარაკიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ იცოდა ვინ იჯდა საჭესთან, ვინ მაიძულა მისი დის მიტოვება... იცოდა და ბრალს არ მდებდა...
ან იქნებ აპირებდა ჩემზე შურისძიებასაც? იქნებ უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა და მე ჩემს რიგს უნდა დავლოდებოდი?
ახლა ამაზე ფიქრს აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი თავი უკვე უკანასკნელ ადამიანად მიმაჩნდა, ვიცი სიცოცხლეც მნიშვნელოვანი იყო... აღარც მინდოდა მეცოცხლა, ახლა ჩემს დაზე და დედაზე უნდა მეზრუნა და მერე დავლოდებოდი ჩემს რიგს...
ცოტნეს უნდა დაველაპარაკო... უნდა ვთხოვო მათი დაცვა... უნდა შევევედრო, თუ საჭირო იქნება მუხლებში ჩავუვარდები და ისე ვთხოვ... სხვა არაფერი შემიძლია...
საბანი გადავიძრე და წამოვჯექი საწოლში. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი. საწოლს დაყრდნობილი გაჭირვებით წამოვდექი. გავსწორდი თუ არა თვალთ დამიბნელდა. საწოლს დავეყრდენი და ველოდი როდის გამივლიდა ეს საშინელება. კარის ხმა გავიგე, მაგრამ ვერ დავინახე ვინ იყო.
-ვაიმე შვილო, რატომ ადექი დედიკო, რამე მოხდა?-ლილის ხმა გავიგე და სიბნელეც ნელ-ნელა გაიძურწა ჩემი მხედველობის არედან... ქალმა ჩემთან მოირბინა და ხელი მომაშველა, საწოლზე ჩამომსვა.- რამე გჭირდება შვილო? მითხარი და მე მოგიტან დედიკო. შენთვის ადგომა არ შეიძლება. -თავზე ხელი გადამისვა და თმაზე მაკოცა.
-ლილი დეიდა, ცოტნეს უნდა დაველაპარაკო... სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო ასე არ შემიძლია... მეტი აღარ შემიძლია...-ტირილი ამივარდა.
-ვაიმე შვილო, დაწყნარდი დედიკო... რა მოგივიდა? უთხარი ლილის... დაწყნარდი და მომიყევი... -მხრებზე მომხვია თავისი თბილი ხელები და ზედ ამიკრო.
მეც მის სითბის შეფარებული, უარესად ავტირდი. ლილი არაფერს არ ამბობდა, უბრალოდ ჩუმად მეფერებოდა და მელოდა როდის გადამივლიდა შემოტევა.
მისი მხრის დანამვა რომ დავამთავრე, წელში გავსწორდი და თვალებში შევხედე. მასაც უტირია... საყვარელი თეთრი ლოყები ცრემლით ჰქონდა დანამული. ლოყებიდან ცრემლები მოვწმინდე და ხელზე ვაკოცე. მისი სითბო რომ ვიგრძენი, ადამიანურმა გრძნობებმა ისევ იჩინეს თავი. გამახსენდა, რომ ამ ქვეყნად კიდევ არსებობს სითბო, სიყვარული, თანაგრძნობა...
-რა გადაგხდა ასეთი, რამ მოგშალა ასე? რა გტანჯავს ჩემო გოგო? მითხარი ჩემო გოგო, ამოიღე გულიდან და დაისვენე შვილო. ასე მთელი სიცოცხლე ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს...-სევდიანი თვალებით შემომხედა. ისეთი სითბო იღვრებოდა მისი ხმიდან, მომინდა მეთქვა ყველაფერი. ვეღარ ვინახავდი უბრალოდ. მინდოდა მელაპარაკა, ვინმესთვის გამეზიარებინა. იქნებ ვინმეს ესწავლებინა ჩემთვის სწორი გზა? მიეთითებინა რა იყო არასწორი?
-ლილი დეიდა, რომ იცოდეთ... რომ იცოდეთ.- თვალები ისევ ცრემლით ამევსო და თავი დანანებით გავაქნიე...
-მოუყევი ლილიკოს და დაწყნარდები ცოტას...-ლოყაზე ხელი მომკიდა და იმ წამს ჩამოვარდნილი ცრემლი მომწმინდა.- აღარ იტირო...
-ლილი დეიდა, არც კი ვიცი, ღირს ამით თქვენი დამძიმება? არც ის ვიცი, რით დავიწყო...- ამოვისრუტუნე. არ მინდოდა ჩემი პრობლემები მისთვის მომეხვია თავს. არადა ამოსათქმელად გამზადებული სიტყვები, ენაზე მაწვებოდა.
-შენ თუ დაგეხმარება ამის თქმა და ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებ დარდს, ღირს დამიჯერე შვილო... დაწყებით კი სულ თავიდან დაიწე, რომ მე, ჩერჩეტმა ლილიმ ყველაფერი ერთმანეთში არ ავურიო...
-ლილი დეიდა, ეს რაც მჭირს ჩემი ბედნიერებით დაიწყო. მიყვარდა და გავყევი ცოლად ლადო იოსელიანს. თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამომძიებელს. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ის ვიპოვე ვისაც ვეძებდი. თუმცა, იმედები და სიყვარული რასაც ლადოსთან ჰქონდა კავშირი, ქორწილის ღამესვე დამემსხვრა... მან ჩემზე ძალა იხმარა... მცემა, გამაუპატიურა და წამართვა ყველაფერი რაც გამაჩნდა, სული... სხეული... გამთელა, გამანადგურა... -ტირილს ვერ ვწყვეტდი და ხმადაბლა თითქმის ჩერჩულით ამოვთქვამდი სათქმელს, ვიცლებოდი...- არ დამანება არც სიკვდილი, არც წასვლა, არაფერი... დამემუქრა რომ დედაჩემს და ჩემს პატარა დას მოკლავდა, ვინმეს რამეს თუ ვეტყოდი და საკუთარ თავს თუ რამეს დავუშავებდი... მძულდა, მაგრამ არაფერი შემეძლო... მასთან დავრჩი... მეორე დღეს დედას და ლანას სანახავად წავედი. მეგონა სანამ ლადო სამსახურიდან დაბრუნდებოდა, უკან დაბრუნებას მოვასწრებდი და ვერ შეამჩნევდა ჩემს გაპარვას. მაგრამ ადრე დაბრუნდა, სახლში რომ არ დავხვდი, დამირეკა და დედასთან მომაკითხა. მათთან ისე იქცეოდა როგორც ადრე... არაფერს იმჩნევდა. უკანა გზაზე, სახლში რომ ვბრუნდებოდით მანქანაში მეჩხუბებოდა, ყურადღება მოადუნა და...-ხმა ჩამიწყდა... პირველად შევხედე თვალებში. სევდა ჩამდგარი თვალებით მიყურებდა და ჩემის ხელს თბილად ეფერებოდა რომელიც მის ხელებში ჰქონდა მოქცეული.ნერწყვი დაჭირვებით გადავყლაპე. -ჩვენ გზაზე გადამავალ გოგონას დავეჯახეთ...-გავჩუმდი და სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ჩუმი ქვითინი არღვევდა.-ის თიკო იყო, ლილი დეიდა... თქვენი თიკო... ცოტნეს და...
ქალს ხელები გაუშეშდა. თვალებში დაბნეულობა და ტკივილი ეხატა... თუმცა ისევ ისეთი სახით შემომყურებდა, რამაც თხრობის გაგრძელება მაიძულა... ახლა რომ ეთხოვა ვეღარც გავჩუმდებოდი... ახლა ბოლომდე რომ არ დავცლილიყავი, უბრალოდ მოვკვდებოდი.
-მანქნიდან რომ დაგმოვედი და გოგონას მივუახლოვდი... ის ცოცხალი იყო, პულსი ჰქონდა. ლადოს ვუკიოდი რომ სასწრაფოში დაერეკა, მაგრამ არაფერი გააკეთა. ხელი წამავლო და მანქანაში ჩამტენა. შოკირებული ვიყავი ლილი დეიდა... გეფიცებით ყველაზე წმინდას, ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ლადო თიკოს დახმარებას არ აპირებდა, ღვედი შევიხსენი და სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადავხტი... ვცდილობდი მასთან მისვლას, მაგრამ ვერ შევძელი... ვერ გავუძელი... გონება დავკარგე... სახლში მოვედი გონს. და ჩემი ქმრისა და მისი თანამშრომლის საუბარი მოვისმინე. ისიც პოლიციელია. ლადომ ვატოს დაავალა, რომ ეს საქმე არ უნდა გამოძიებულიყო და მითითებები მისცა... ვიფიქრე, რომ გოგონა რომელსაც დავეჯახეთ, დაიღუპა და ლადო ამას იმიტომ სთხოვდა ვატოს.
ჩვენ კი წყნეთში ავედით. მთელი 2 თვე იქ გავატარეთ. მე ფაქტიურად აღარ ვცოცხლობდი. ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი, აღარ მეძინა. ლადო ისევ აგრძელებდა ჩემზე ზეწოლას. საჭმელს ძალით მაყრიდა, რომ არაფერი დამმართნოდა... ერთხელაც ვატო მოვიდა და მოვისმინე მათი საუბარი. ლადოს უთხრა, რომ გოგონა როგორც იქნა დაიღუპა და ახლა ამ საქმეს დახურავდნენ. ამის გაგონებაზე ლამის ადგილზე მოვკვდი. მეორედ გადავიტანე ის სტრესი, რაც პირველად ვიგრძენი, როცა მეგონა რომ თიკო მოვკალი.
იმდენად საშინლად განვიცადე რომ ყველაფერი დამავიწყდა. დამავიწყდა, რატომ ვიყავი ეს ორი თვე ლადოს გვერდით და გამოვიქეცი... დამავიწყდა დედაჩემი ქეთი და ჩემი და ლანა... მე ხომ მათთვის ვარსებობდი? მათთვის ვიტანდი ყველაფერს...მეორე სართულის აივნიდან გადმოვხტი, მერე კი ცოტნეს მანქანაში ავღმოჩნდი. აქ მომიყვანა და მერე... მერე მე დავკარგე ის, ვინც სიცოცხლის ხალისს დამიბრუნებდა, ვისაც მე ვაჩუქებდი სიცოცხლეს და ის ასევე მე მაჩუქებდა სიცოცხლეს. ისე დავკარგე რომ ვერც კი გავიგე მისი არსებობის შესახებ. ისე წავიდა ჩემგან, ვერც კი შევიგრძენი მისი არსებობა... ვერ შევინარჩუნე... ვერ დავიმსახურე და დამტოვა... თუმცა არ მიკვირს, ლილი დეიდა... არ ვიმსახურებ მე სიკეთეს, სითბოს, სიყვარულს... მე ცოდვილი ვარ და დედობას არ ვიმსახურებ... უნდა გამეძლო მაშინ... უნდა დავხმარებოდი თიკოს... უნდა გამეძლო...
ხმა ჩამიწყდა, ვეღარაფერს ვამბობდი... უბრალოდ ცრემლებს ვიწმენდდი, რომლის ნაკადიც არ მიწყდებოდა თვალებიდან. ლილიმ ხელი ნიკაპში მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა.
-თიკო ცოცხალია. -მითხრა ლილიმ.
-ვიცი ლილი დეიდა, მაგრამ ეს ცვლის რამეს? მაშინ ლადოსთვის რომ დამეჯერებინა და დედასთან არ წავსულიყავი, ახლა თიკო კარგად იქნებოდა...
-ეს მეორედ აღარ გაიმეორო! ყველაფერი დამთავრდა. ის არაკაცი ვეღარაფერს დაგიშავებს, თიკოც გამოჯანმრთელდება, აი ნახავ... მე მჯერა... უნდა დაწყნარდე და ეცადო ყველაფერი დაივიწყო...-თბილად მირჩია ქალმა.
-როგორ დავივიწყო ლილი დეიდა? დედაჩემი და ჩემი და საფრთხეში არიან. მე არ შევასრულე ლადოს მოთხოვნა და გამოვიქეცი. მათ რომ მიაკითხოს? ან იქნებ უკვე... ამას ვერ გადავიტან... მათ რამე რომ დაემართოს, მოვკვდები. უნდა წავიდე ცოტნეს უნდა დაველაპარაკო. ვიცი შურისძიება უნდა თიკოს გამო,მაგრამ ჩემი და და დედაჩემი არაფერ შუაში არ არიან... მე დამსაჯოს ცოტნემ ოღონდ ისინი დაიცვას... ოღონდ მათ მიხედოს... ოღონდ ლადოს ხელით სიკვდილი ააშოროს თავიდან...-ისევ და ისევ... ხმამაღალი ქვითინი ამივარდა.
-შენ ახლა არაფერს იზავ, დაწვები და დაისვენებ.-გადაჭრით მითხრა ლილიმ. ფეხზე ადგა და ჩემი წამლის აბი მომიტანა.- ეს დალიე მიდი დაგაწყნარებს და მერე შეგეძლება ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგო...-ხელში წყლიანი ჭიქა და წამალი შემომაჩეჩა და მეც დავლიე. საწოლში ჩავწექი და ლილიც თავთან დამიჯდა.
თვალებ გაშტერებული ვიწექი და არაფერზე ვფიქრობდი. გულში რაღაც მელოდიას ვღიღინებდი, მაგრამ არც კი დავფიქრებულვარ რას. ვერ მივხვდი როდის დამეხუჭა თვალები, მაგრამ უკვე ჩაძინებულივიყავი, როცა მივხვდი, რომ წეღან გულში იავნანას ვმღეროდი. ჩემს პატარას ვუმღეროდი... ჩემს არ არსებულ შვილს...

-ცოტნე-
განგას ოთახიდან გაგიჟებული გამოვვარდი. არადა როგორ ვცდილობდი თავის შეკავებას... არაფერი გამომდიოდა.
ეს გოგო ძალიან მოქმედებდა ჩემზე, თუმცა ჯერ ვერ ვარჯვევდი დადებითად თუ უარყოფითად. ცხადი მხოლოდ ის იყო, რომ მისი სევდიანი თვალები გულს მიკლავდა. მისი დაცვის სურვილი მკლავდა. მისი ყოველი დაღვრილი ცრემლი მტკიოდადა, გულიდან სისხლს მიწურავდა. მისი სევდა მწვავდა... მანგრევდა...
ჩემს მაგიდას მივუჯექი, დავიხარე და სათავსოდან დისკი ამოვიღე. ლეპტოპში ჩავდე და ყურება დავიწყე. ისევ თიკოს ავარია ვუყურებდი, ნეტავ მერამდენედ უკვე? გეგმას უნდა მივყოლოდი, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა დამელაგებინა, ყველასთვის თავისი ადგილი მიმეჩინა.
ისევ ეკრანს მივშტერებოდი. შავი მანქანის კარი გაიღო და განგა გადმოხტა. თვალი ავარიდე. ვუყურებდი როგორ ცდილობდა, როგორ წვალობდა... მაწაზე დავარდა თუ არა, ლეპტოპს ვეცი და დავხურე.
ნერვები ტვინში სასიკვდილო იდეებს მიგზავნიდა. თვალები დავხუჭე და სავარძელზე გადავწექი. თითქოს ჩამეძინა. მაგრამ უცებ კარი გაიღო და ოთახში დაუკაკუნებლად ვიღაც შემოვიდა. გავღიზიანდი. ამას ვერასოდეს ვიტანდი. წარბშეკრულმა გავახილე თვალები და სავარძელზე წამოვიწიე. ხელში ლილი შემრჩა.
-რას მებღვირები?-შემომიტია.-ახლა დაკაკუნება არ ახსენო, თორემ ისე გაგტყეპ, როგორც ბავშვობაში გაგტყიპე ერთხელ.
გამეცინა, ეს საიდან გაახსენდა? მეც მახსოვდა ეს ამბავი. მხოლოდ ერთხელ დავიმსახურე ასეთი რისხვა ლილისგან. მაშინ 8 წლის ვიყავი, თიკო კი 1ის. ძალიან ჭირვეული ბავშვი იყო. მისი ტირილი მთელი ღამე არ მაძინებდა. ერთხელაც გაღიზიანებულმა, პატარა თიკო მოვიპარე ღამე და მეზობელ სახლში გადავიყვანე. კარზე კაკუნი ავტეხე და როცა მძინარე ცოლმა და ქმარმა გაიღვიძა და კარი გამიღეს მაშინვე გავუწოდე ჩემი ერთადერთი და...
-ნათია დეიდა, ჩემი და ხომ ძალიან გიყვართ თქვენ და გყავდეთ რა აქ... მეძინება, ეს კი ტირის და არ მაძინებს. თქვენ გაზარდეთ და მერე მოიყვანეთ რა...-ისე ვუთხარი ქალს, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ნატია დეიდამ სიცილით გამომართვა ხელიდან თიკო, რომელსაც ძლივს ვიკავებდი იმდენს ფართხალებდა, ნათიასკენ კივილით იშვერდა ხელებს და ხელში აყვანას სთხოვდა.
მაშინვე მეც ჩამკიდა ხელი და ჩვენს სახლი დამაბრუნა. ლილი კი ამაზე ისე გამიბრაზდა კარგად გამტყიპა და მთელი თვეც დამსაჯა და თიკოზე მზრუნველობა დამაკისრა. ამის შემდეგ კი ისე გავიზარდეთ წამით აღარ შემიწყვეტია, ჩემს პატარა დაიკოზე ზრუნვა.
-რა მოხდა ლილიკო?-ამ ამბის გახსენებამ ხასიათი გამომიკეთა.
-მე მეკითხები? ეს შენ მითხარი,ცრას ერჩი ამ საბრალო გოგოს?-ტონი უფრო გაიმკაცრა ძიძამ.
-ვის ლილი, ამიხსენი ნორმალურად.
-ვის და განგას. თავისი გაჭირვება არ ეყოფა, შენც რომ არ დააშინო? გეკითხები ერთი...
-თიკოზე ვუთხარი ლილი. იცის რომ ცოცხალია. მეტი რა ვქნა? ვმწუხვარ რომ ბავშვი დაკარგა,მაგრამ...
-ბავშვს არ ვგულისხმობ მე... -გამაწყვეტინა გაბრაზებულმა.- გოგო რა დღეშია ვერ ხედავ? სანამ ბავშვს დაკარგავდა, მაშინ ვერ ხედავდი? რატომ არ ეკითხები, რა უჭირს? რატომ არ ეკითხები, რატომ გამოექცა თავის მოძალადე ქმარს?-მისმა ბოლო სიტყვებმა, ტვინში სისხლი ჩამიქცია.
-რა თქვი? რა მოძალადე ლილი, რას ამბობ?-ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი.
-რა მოძალადე და გააუპატიერა იმ მხეცმა საბრალო და მერე დედის და დის სიკვდილით აშანტაჟებდა, რომ არ წასულიყო მისგან. ვერ ხედავ რა განადგურებულია? ვერ ხედავ მის ჩამკვდარ თვალებს? 20 წლის ბავშვი ასე უნდა იტანჯებოდეს, შენ რომ არ უშალო ნერვები თავისი დარდი არ აქვს?-ენა ჩამოვარდა. სიმწრით მუშტებს ისე ვკრავდი, კუნთები მეტკინა. გულში პირობას ვდებდი, რომ თიკოსა და განგას დატანჯვისთვის, პასუხს მწარედ ვაგებინებდი. სულ ცოტა რჩებოდა ლადოს აღსასრულამდე...
-მომისმინე ჩემო ბიჭო, გოგო დედაზე და დაზე ნერვიულობს, იტანჯება, დაეხმარე იმ ხალხს იმ ნადირმა არაფერი დამართოს.- თვალებიდან ცრემლები გადმოუშვა ლილიმ.
მაშინვე მოვუახლოვდი და მოვეხვიე ქალს.
-ნუ ტირიხარ ლილიკო. ამ ხალხს იმ დღიდან ვეხმარები, რაც განგა ჩვენთანაა. დედამისსაც დაცვა მივუჩინე და თავის დასაც. ორივე კარგად არიან.
-მართლა ცოტნე?- ამომხედა ჩემმა ფუნფულა და საყვარელმა აღმზრდელმა.
-მართლა ლილი მართლა. განგასთან შევალ და დაველაპარაკები.
-სძინავს, დამამშვიდებელი მივეცი და სძინავს. არ გააღვიძო.
-კარგი ლილი. წადი დაისვენე დაღლილი ხარ.
-კარგი ჩემო ბიჭო.-მითხრა და გავიდა ოთახიდან.
გამწარებულმა, ცოტა ხანს ოთახში ვიბოდიალე და მერე განგა სადაც მეგულებოდა იმ ოთახს მივაშურე.
ჩუმად შევედი ოთახში და გოგონას დავხედე, საწოლთან მისულმა. სახეზე ფერი არ ჰქონდა. ისეთი ნატანჯი იყო, ისეთი ტკივილი ეხატა სახეზე გული სიბრალულით ამევსო. ხელი მისკენ წავიღე და სახეზე ჩამოშლილი თმა, გადავუწიე ყურს უკან. არც კი განძრეულა, ღრმად ეძინა. პატარა და უსუსურ ბავშვს ჰგავდა, რომელსაც დაცვა სჭირდება, და მე მას დავიცავ,,, სიკვდილამდე დავიცავ...



***
ჩემო უსაყვარლესებო.
უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ, რომ კითხულობთ და რომ მიზიარებთ აზრს...
მიყვარხართ ძალიან, ჩემო პოზიტივებო...
თქვენი მარიამი



№1  offline წევრი kora

sul ufro da ufro miyvardeba cotne, saocrad ketili bichi da mjera gangas bolomde daicavs im urchxulisgan. uzomod sayvarelia lilikos personaji <3
axla dzalian mainteresebs lado ras shveba mas shemdeg rac ganga gaeqca..
mariam, dzalian emociuri tavi iyo <3
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი chica sol

kora
sul ufro da ufro miyvardeba cotne, saocrad ketili bichi da mjera gangas bolomde daicavs im urchxulisgan. uzomod sayvarelia lilikos personaji <3
axla dzalian mainteresebs lado ras shveba mas shemdeg rac ganga gaeqca..
mariam, dzalian emociuri tavi iyo <3

ჩემო ოქროს გოგო მოვიდა love
მახარებ და მახარებ... სულ...
ვაიმე, ერთი-ორი ლილი როგორ მინდა მყავდეს რომ იცოდე... ასეთივე ფუტკუნა და საყვარელი...
მიყვარხარ მე შენ. love

 


№3  offline მოდერი nicol

ვგიჟდები მარიკუნა შენზე love
მაგარი გოგო ხარ და იმიტომაც ვგიჟდები love
გვეყო ახლა ამათი ცალ-ცალკე ჩამოდნობა wink ჩართე გრძნობების კორიანტელიც wink wink wink

ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline მოდერი chica sol

nicol
ვგიჟდები მარიკუნა შენზე love
მაგარი გოგო ხარ და იმიტომაც ვგიჟდები love
გვეყო ახლა ამათი ცალ-ცალკე ჩამოდნობა wink ჩართე გრძნობების კორიანტელიც wink wink wink

ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ love

ჩემი თბილი, ტკბილი და უსაყვარლესი გოგო ხარ love
ეშველებათ ნელ-ნელა winked
უყვარს მარის თავისი ნიკოლი love

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი თავი იყო... როგორც იქნა სიმართლე გაირკვა და ახლა იმედია ამ წყვილის ურთიერთობაც დათბება... როგორ გამახარე შენ ვერც წარმოიდგენ სიმართლე რომ გაარკვიე... ახლა ველოდები ახალ და სასიამოვნო თავს...

 


№6  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო... როგორც იქნა სიმართლე გაირკვა და ახლა იმედია ამ წყვილის ურთიერთობაც დათბება... როგორ გამახარე შენ ვერც წარმოიდგენ სიმართლე რომ გაარკვიე... ახლა ველოდები ახალ და სასიამოვნო თავს...

da mere me rogor gabixare da amovisuntqe?
Didi madloba chemo kargooo❤❤❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი MariamG

საუკეთესო თავი იყო <3 არ ვიცი რა ვთქვა.. მიყვარს ჩემი ცოტნე <3
განგა კიდევ ძალიან დამეტანჯა((( მიყვარხარ!

 


№8  offline მოდერი chica sol

MariamG
საუკეთესო თავი იყო <3 არ ვიცი რა ვთქვა.. მიყვარს ჩემი ცოტნე <3
განგა კიდევ ძალიან დამეტანჯა((( მიყვარხარ!

chemi dilis ......❤
me ki miyvarxar shen

 


№9  offline წევრი vikipiki.

- ჩემო მარიი , მაპატიე წინა თავზე არ ვიყავი შენ გვერდით <თუმცა როგორც ყოველთვის წავიკითხეე, მაგრამ კომენტარი ვერ გავაკეთე... უუხ ძანნ კარგი თავი იყოო ორივეე ჩემო კარგოო..ბედნიერებით, სიხარულით და ცრემლებიით სავსეე ♥♥♥ ახლას უფროო უფროო ბედნერებით გადაჭედილს ველოდებიიი ♥♥♥ ეს ლადოო მალეე გააქრე რა გთხოოვ ძალიან ძალიან ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა love love

 


№10  offline მოდერი chica sol

vikipiki.
- ჩემო მარიი , მაპატიე წინა თავზე არ ვიყავი შენ გვერდით <თუმცა როგორც ყოველთვის წავიკითხეე, მაგრამ კომენტარი ვერ გავაკეთე... უუხ ძანნ კარგი თავი იყოო ორივეე ჩემო კარგოო..ბედნიერებით, სიხარულით და ცრემლებიით სავსეე ♥♥♥ ახლას უფროო უფროო ბედნერებით გადაჭედილს ველოდებიიი ♥♥♥ ეს ლადოო მალეე გააქრე რა გთხოოვ ძალიან ძალიან ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა love love

Chemi vika chemi gogo❤
Shens chemtan yopnas isedac vgrdnob, amaze ar idardo sayvarelo.
Miyvarxar xom ici?

 


№11  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
- ჩემო მარიი , მაპატიე წინა თავზე არ ვიყავი შენ გვერდით <თუმცა როგორც ყოველთვის წავიკითხეე, მაგრამ კომენტარი ვერ გავაკეთე... უუხ ძანნ კარგი თავი იყოო ორივეე ჩემო კარგოო..ბედნიერებით, სიხარულით და ცრემლებიით სავსეე ♥♥♥ ახლას უფროო უფროო ბედნერებით გადაჭედილს ველოდებიიი ♥♥♥ ეს ლადოო მალეე გააქრე რა გთხოოვ ძალიან ძალიან ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა love love

Chemi vika chemi gogo❤
Shens chemtan yopnas isedac vgrdnob, amaze ar idardo sayvarelo.
Miyvarxar xom ici?

ვიციი ვიციი მეც მიყვარხარ ძალიანნ ♥♥♥♥

 


№12  offline მოდერი chica sol

vikipiki.
მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
- ჩემო მარიი , მაპატიე წინა თავზე არ ვიყავი შენ გვერდით <თუმცა როგორც ყოველთვის წავიკითხეე, მაგრამ კომენტარი ვერ გავაკეთე... უუხ ძანნ კარგი თავი იყოო ორივეე ჩემო კარგოო..ბედნიერებით, სიხარულით და ცრემლებიით სავსეე ♥♥♥ ახლას უფროო უფროო ბედნერებით გადაჭედილს ველოდებიიი ♥♥♥ ეს ლადოო მალეე გააქრე რა გთხოოვ ძალიან ძალიან ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა love love

Chemi vika chemi gogo❤
Shens chemtan yopnas isedac vgrdnob, amaze ar idardo sayvarelo.
Miyvarxar xom ici?

ვიციი ვიციი მეც მიყვარხარ ძალიანნ ♥♥♥♥

love ჩემო ლამაზოოო

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

ლადო მართლა რა ნადირია... ბოლოს გამოაჩინა კლანჭები, როცა უკვე მისი ცოლი იყო განგა და... ღმერთო, რა დამართა ამ საწყალ და საყვარელ გოგოს.
ცოტნე კი ჩვენი გმირია.
სახალხო და ძალიან მაგარი გმირი...
აი, მარიამიც გმირია... ისა ჩვენი ზაქარაშვილი. ამას ზუსტად ისე, რომ აღწერს, როგორც სინამდვილეში იყო და ერთ დეტალსაც რომ არ ტოვებს.
მე ვგიჟდები შენზე love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14  offline მოდერი chica sol

ერკე
ლადო მართლა რა ნადირია... ბოლოს გამოაჩინა კლანჭები, როცა უკვე მისი ცოლი იყო განგა და... ღმერთო, რა დამართა ამ საწყალ და საყვარელ გოგოს.
ცოტნე კი ჩვენი გმირია.
სახალხო და ძალიან მაგარი გმირი...
აი, მარიამიც გმირია... ისა ჩვენი ზაქარაშვილი. ამას ზუსტად ისე, რომ აღწერს, როგორც სინამდვილეში იყო და ერთ დეტალსაც რომ არ ტოვებს.
მე ვგიჟდები შენზე love

ერკეეეე...
მადლობა ჩემი თბილო ადამიანო. მიხარია რომ კითხულობ და უფრო მიხარია თუ მოგწონს. მიხარუა რომ ზუსტად მოდია შენამდე ამ უსტორუაშუ ჩადებული მესიჯი ... და საერთოდ მიხარიხარ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent