შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


27-10-2015, 00:13
ავტორი lilu7
ნანახია 7 244

სახე მთლიანად გამყინებოდა მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, ვუსმენდი მუსიკას და ვუყურებდი როგორ ვტოვებდი ჩემს ტყეს და ჩემს სვანეთს. ვუყურებდი როგორ მთხოვდა ჩემი ტყე "დაბრუნდი" – ო მაგრამ მე ვერ ვბრუნდებოდი, არაფერი შემეძლო.
* * *
დიდხანსმქონდა თავ ფანჯააში გაყოფილი. მანამ სანამ ზემო სვანეთს გავცდებოდით და ქვემო სვანეთში შევიდოდით. ამ დროს კი გიომ მითხრა:
– შემოყავი ლილე თავი გაიყინები!
– ჰოო ასე ჯობია! – დაეთანხმა მას ლაშა. მეც არ გავჯიუტებულვარ, ცრემლები მოვიშორე და თავი შემოვყავი. მაგრამ ფანჯარა არ ამიწევია. სასიამოვნო იყო გაყინულ სახეზე თბილი ჰაერი მაგრამ ღია ფანჯრიდან მაინც შემოდიოდა ცივი ჰაერი, ასეც მინდოდა ყოფილიყო რადგან მინდოდა სვანეთის უკანასკნელ წერტილამდე სვანეთის სუფთა ჰაერი მესუნთქა.
ვუყურებდი როგორ ვშორდებოდი ჩემს სვანეთს ნელ–ნელა. ვუყურებდი ჩაბნელებულ ქუჩებსა და დიდ მთებს და უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. თითქოს ვეღარ ვსუნთქავდი, თიოთქოს ვიწვოდი.
– გიო გააჩერე ერთ წუთს გთხოვ! – ვუთხარი გიოს
– ლილე კარგად ხაარ? – მკითხა გიომ
– გააჩერე რაა! – უკვე ვტიროდი. გიომაც მაშინვე დაამუხრუჭა და მეც გვერდზე გადავდე ყურსასმენები და აიპოდი და გადმოვხტი მანქანიდან, ხეებისკენ წავედი და ერთერთ ხესთან ჩავიკეცე, ხელები შუბლზე მაგრად შემოვიჭირე და ღრმად სუნთქვა დავიწყე. გიოს მანქანის უკან მოგვყვებოდა ყველა დანარჩენი და ამიტომ ჩვენს გაჩერებაზე ისინიც გაჩერდნენ.
– ლილე კარგად ხაარ? – ჩემთან გიო მოვიდა
– ჰაერი არ მეყო! – ვუთხარი
– ლილე! – ჩემთან დედამ მოირბინა – რა გჭირს დეე? – მკითხა მან
– არაფერი! – მოკლედ ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი
– თუ გინდა ჩემი მანქანით წამოდი – შემომთავაზა მამამ და ზურგზე ხელი ჩამომისვა
– არა გიოსით მირჩევნია! – ვუთხარი და გიოს მანქანისკენ წავედით.
მანქანაში ჩავჯექი. ლაშა და გიოც ჩაჯდნენ და მანქანაც დაიძრა.
ჩანთიდან თაბახი და ფანქრები ამოვიღე და ჩემი ტყის ხატვა დავიწყე მიუხედავად იმის რომ ჩემი ტყე დაახლოებით 100–ჯერ მაინ მექნება დახატული. მართალია ჩემს ტყეში არ ვიყავი მაგრამ 13 წელია იმ ტყეში ვიზრდები და ყოველი კენჭის ადგილიც კი ვიცი და არ გამჭირვებია დამეხატა, თან ვიხსენებდი იქ გატარებულ ყოველ დღეს და ცრემლები მდიოდა, ბავშვივით ვტიროდი.
ხატვას რომ მოვრჩი ისევ გავიკეთე ყურსასმენები. ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ შეცვალა დიდი მთები და ტყები დიდმა შენობებმა და მაღაზიებმა და ვტიროდი. აღარ მახსოვს როგორ ჩამეძინა.
– ლილოე გაიღვიძე მოვედით! – ჩამესმა ლაშას ხმა. თვალები გავახილე.
– ასე მალეე? – ვკითხე
– რა მალე მთელი გზა გეძინა და რას გაიგებდი. – მე ძირს დაგდებული აიპოდი ჯიბეში ჩავიდე, თეთრი ყურსასმენები კისერზე მოხერხებულად მოვითავსე, ზურგჩანთა ცალ მხარზე მოვიკიდე და მანქანიდან სასწრაფოდ გადავედი.
თვალები ლამის გადმომეყარა როდესაც ჩემი უბანი დავინახე სადაც მე უნდა მეცხოვრა. უზარმაზარი ვილები რომელიც წრიულ ფორმაში იდგნენ და პატარა ეზოსავით უბანს ქმნიდნენ, რომელშიც დიდი ტრასიდან 3 დაბალი მანქანის სიგანის გზა შემოდიოდა.
– როგორ მოგწონს ჩვენი უბანი? – მკითხა მოულოდნელად ლაშამ
– ძალიან ლამაზია! – გავუღიმე
– ეს თქვენი სახლია! – მიმითითა ლაშამ დიდ სახლზე რომელსაც იმხელა აგურის ღობე ჰქონდა შემოვლებული კარგად არც ჩანდა სახლი მაგრამ ეტყობოდა უზარმაზარი რომ იყო, დიდ შავ ქვის ღობეში ჩაშენებულ ჭიშკარში კი ოთხი შავებში შაცმული, როგორც შემი ჭკუა მიხვდა დაცვა იდგა.
– დანარჩენი ვილები ჩვენია ყველასი! – მითხრა ლაშამ
– მოიცა და შენ, ლიკა, ნიკა, ლუკა და ლიზა ყველა ამ უბანში ცხოვროობთ? – ვკითხე
– ხოო აბა! – გამიღიმა
– შენი რომელია? – ვკითხე და თვალიერება დავიწყე
– ეს! – მითხრა და ჩვენს ვილის გერდით მდგარ უზარმაზარ ლურჯ ვილაზე მიმითითა რომელიც კარგად მოჩანდა და ოთხსართულიანი იყო, მის კარებთანაც 4 დაცვა იდგა.
– ლამაზია!– ვუთხარი
– ლილე! ლილე! – ჩემთან ბედნიერმა ნინომ მოირბინა – ნახე მე შენი მეზობელი ვიქნები ლაშასთან ვრჩები! – მითხრა
– ხოო ვიცი! – ახლა მათლა გულით გავიღიმე
– ლილე შევიდეთ სახლში – მითხრა მამამ, მე თავი დავუქნიე და სახლისკენ წავედი
– ნახვამდის ბავშვებო! – ღიმილით გადასძახა მამამ დანარჩენებს და დედასთან ერთად მე და გიოს დაგვეწია
კარებთან რომ მივედით ერთერთ დაცვას უთხრა:
– ლევან! ჩემი და გიოს მანქანები გარაჟებში შეიყვანე! – დაცვამ თავი დაუქნია და მანქანებთან ის და კიდევ მეორე დაცვა გავიდნენ
შესვლისას უკან მივიხედე და ლაშა დავინახე, მანაც შემომხედა და ხელი ამიწია დამშვიდობების ნიშნად, მეც ავუწიე და მამას შევყევი.
ახლა მართლა გადმომიცვივდა თვალები. ჩემს თვალწინ უზარმაზარი ვილა იდგა ოთხი სართულითა და უამრავი დიდი ფანჯრებით, კედლები თეთრ და ნაცრისფერ ფერებში იყო. ჭიშკრიდან სახლის მთავარ შუშის შესასვლელამდე გზა ხიდივით იყო გავლებული, და ამ ხიდის ქვევით კიდევ ერთი სართული იყო რომლის კედლებიც ასევე მრავალი ფანჯრისგან შედგებოდა, მამამ თქვა რომ ეს სართული მოახლეებისთვის იყო დათმობილი. ამ მოახლეების სართულზე ჩასავლელი ხიივით გასასვლელიდან იყო. ამ ხიდივით გზაზე ორი პატარა დივანი იყო მოთავსებული, ერთი კალათასავით იყო და ყავისფერი, მეორე კი მრგვალი, ორივეზე უამრავი ბალიში ეყარა და მათ შორის პატარა დაბალი მინის მაგიდა იდგა. ოთხივე სართულს უმოაჯირო დიდი აივნები ჰქონდა სადაც ბევრი ლამაზი სავარძელი იდგა და პუფები ეყარა. ყველგან ლამაზ თეთრ ქოთნებში ჩაწყობილი ბუნებრივი თუ ხელოვნური მცენარეები იდგა.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


ამ დროს დიდი მინის კარებიდან ღიმილით გამოვიდა საშუალო ასაკის გამხდარი ქალი, მოახლის ფორმაში და ჩვენსკენ წამოვიდა:
– გამარჯობა ლელა დეიდა! – მიესალმა მას მამა
– იმედია კარგად იმგზავრეთ! – ღიმილით გამოგვხედა ყველას
– გაიცანი ლელა ეს ჩემმი მეუღლეა ლიდა! – ანიშნა მამამ დედაზე
– ძალიან სასიამოვნოა ქალბატონი ლიდა! – გაუღიმა ქალმა დედას და ხელი გაუწოდა
– ჩემთვისაც ქალბატონი ლელა... ოღონდ თუ შეიძლება უბრალოდ ლიდათი მომმართეთ! – დედამაც ღიმილით ჩამოართვა ხელი
– ესენი ჩემი შვილებია არიან, ლილე და გიორგი! – ანიშნა მამამ ჩვენზე
– რა ანგელოზივით შვილები გყოლია დათო! – გაგვიღიმა ქალმა – გიორგი ძალიან გგავს დათო! – თქვა და გიოს ხელი ლოყაზე ჩამოუსვა, გიომ გაუღიმა
– ეს კი სუფთა ფერიაა! რა ლამაზია! დააფასეთ ასეთი სილამაზე რომ გყავთ! – მითხრა და ხელები მხრებზე მომკიდა, მე გავუღიმე
– ძალიან დიდი მადლობა! – ღიმილით ვუთხარი
– ეს კი ლელააა! წლებია ამ სახლში მუშაობს! – გვითხრა მამამ ის რასაც დიდი ხანია მივხვდი – კარგით! მე წავალ და ბიჭებს ცხენების დაბინავებაში და ნივთების შემოტანაში დავეხმარები, მანამდე კი ლელა დეიდა სახლს დაგათვალიერებინებთ!
– რათქმაუნდა! – ლელა დედიდამ ისევ გაგვიღიმა – ჯერ ჯობია ეზოთი დავიწყოთ! წამმობრძანდით. – გვითხრა და ხიდივით გზას გაუყვა, მე ზურგჩანთა მეორე მხარზეც მოვიკიდე და მას უკან მივყევი. ლელა დეიდა მოახლეების სართულზე ჩასასვლელ კიბეს ჩაუყვა, შემდეგ კი სახლს შემოუარა და სახლის უკანა მხარეს გაგვიყვანა. ყველგან უამრავი დაცვა იდგა.
სახლს უკნიდანაცც ჰქონდა შესასვლელი და პირდაპირ კი დიდი აუზი იდგა, ოდნავ მოშორებით კი ბარი იყო აშენებული, ბარის გვერდით კი 5 დიდი გარაჟი იდგა.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)



აუზის უკან, ოდნავ მოშორებით დიდი ტყესავით ეზო იყო სადაც უამრავი ხე ხარობდა.
– ესეც თქვენი უკანა ეზო! – გვითხრა ლელა დედიდამ და ეზო დაგვათვალიერებინა.
– ძალიან ლამაზია! – თქვა ბოლოს დედამ
– ახლა მოახლეების სართულს დაგათვალიერებინებთ! წამობრძანდით გთხოვთ. – გვითხრა და ისევ სახლის წინა მხარეს გავიდა და მოახლეების სართულზე შევიდა, სადაც უზარმაზარ საზარეულოში მრავალი ახალგაზრდა თუ საშუალო წლოვანები მოახლე ფუსფუსებდა.
– ეს სამზარეულოა სადაც ყოველდღიური საკვები მზადდება! – გვითხრა ლელა დედიამ – აქეთ კი მოახლეების განყოფილებაა სადაც მათი ოთახებია! – მიგვანიშნა კარებს იქეთ დერეფანზე რომელშიც უამრავი ოთახი იყო. ამის შემდეგ კი მოახლეები გაგვაცნო, მათაც თბილად მიგვიღეს.
– ახლა კი დროა მთელი სახლი დაგათვალიერებინოთ! – გვითხრა და ზევით ისევ ხიდიდან აგვიყვანა. მთელი სახლი მოვიარეთ, ძალიან დიდი და ლამაზი იყო, ჩვენი ოთახები არ გვინახავს, მხოლოდ კარებით მიგვანიშნა რომელი იყო ჩვენ–ჩვენი. ჩემს ოთახს დიდი თეთრი კარები ჰქონდა და მის გვერდზე ორი ახალგაზრდა მოახლე გოგონების ოთახი იყო იმ შემთხვევისთვის თუ რამე დამჭირდებოდა, ჩემი ოთახი უკანა ეზოს მხარეს იყო.
ცოტახანში როდესაც მთელი სახლი მოვათვალიერეთ, დედა გადაიღალა და ლელა დედიდას სთხოვა თავის და მამას ოთახამდე მიეცილებინა, ჩვენც მას მივყევით რადგან ჩვენც გვეძინებოდა, დედას ოთახი მესამე სართულზე იყო, ძირითადად კრემისფერა შავ ფერებში იყო მოწყობილი და ძალიან ლამაზად და მყუდროდ გამოიყურებოდა, მისი ოთახის გვერდზეც იყო ორი მოახლის ოთახი, თუ რამე დასჭირდებოდა.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


დედას დაბინავების შემდეგ გიოს ოთახის მივაშურეთ, მისი ოთახი მეოთხე სართულზე იყო, წინა ეზოს მხარეს, ისიც ძალიან ლამაზი იყო და მისი ოთახის გვერდიტაც იყო მოახლეების ოთახი.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


ბოლოს კი მე და ლელა დეიდამ ჩემს ოთახს მივაშურეთ.
– ესეც შენი ოთახი ფერია! – მითხრა და ჩემი ოთახის კარებამდე მიმაცილა
– ძალიან დიდი მადლობა რომ მომაცილეთ! – გავუღიმე
– ეს ჩემი საქმეა და უნდა შევასრულო! – მითხრა და გამიღიმა – იციი.... ამ სახლს სანამ დათო იყიდიდა მანამდე სხვა ოჯახი ცხოვრობდა, ისინი ძალიან თბილები იყვნენ, მე მაშინაც აქ ვმუშაობდი, შენი ხნის გოგო ყავდათ ნინა, ისიც შენსავით ლამაზი და მხიარული იყო, ეს ოთახი მისი იყო მაგრამ საზღვარგარეთ გადასვლის შემდეგ ამ ოთახის დატოვება მოუწია! ძალიან უკვარდა და რომ შეხვალ ერთი რამ ძალიან მოგეწონება მისი დანატოვარიდან, დანარჩენი ყველაფერი შცვალეს! – ღიმილითვე დაასრულა – აბა ძილინებისა ფერია! – მითხრა და გამიღიმა
– ძილინებისა და დიდი მადლობა კიდევერთხელ მეც გავუღიმე.
– ნახვამდის! – დამემშვიდობა და წავიდა ჩემი საძინებელი მეოთხე სართულის ბოლოს იყო თითქოს უფრო შეუმჩნეველი რაც ძალიან მომეწონა.
დაინტერესებულმა შევაღე კარები და მართლაც დიდი სიხარული დამეუფლა იმითი რაც დავინახე. ოთახში შუქი ჩამქრალი იყო და კარგად ჩანდა ჭერზე ფოსფორით მიხატული ვარსკვლავები რომლებიც ძალიან ჰგავდა ნამდვილს. პირი ღია მქონდა, როცა ჭერის ყურებას მოვრჩი სინათლე ავანთე, ძალიან ლამაზი ოთახი იყო, ღია ცისფრად შეღებილი კედელით რომელიც თეთრისკენ მიდიოდა, პირდაპირ კედელთან შუაში საშუალო ზომის თახტი იდგა ლურჯი გადასაფარებლით და ბევრი ბალიშით. მის მარჯვნიდან და მარცხნიდან პატარა თეთრი ტუმბოები იდგა, მარცხენა კედელზე დიდი კარები იყო რომელიც აივანზე გადიოდა, ამ კარების გვერდით კი დიდი ფანჯარა.
აივანი საშუალო ზომის იქნებოდა და დაბურული სქელი თეთრი მინის მოაჯირები ჰქონდა, იჯ ორი სავარძელი, ერთი პატარა მინის მაგიდა და ორი პუფი იდგა. აივანზე გასასვლელ კარებთან კი დიდი ფუმფულა სავარძელი იდგა.
ოთახში შესასვლელი კარების მარცხნივ სამუშაო მაგიდა, და წიგნების თარო იდგა სადაც მრავალი წიგნი ელაგა.


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)

მარჯვენა კედელზე ორი კარი გადიოდა, ერთი გარდერობში რომელიც უზარმაზარი იყო და ჩემი ნივთები მოახლეებს უკვე დაელაგებინათ საკიდებსა და დიდ სარკიან კარადებში.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


ხოლო მეორე კარი კი სააბაზანოს ეკუთვნოდა რომელიც ძალიან დიდილ და ლამაზი იყო.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)



მე ზურგჩანთა იქვეც სავარზელზე დავდე, გარდერობში შევედი და თვალები ამიჭრელდა იმდენი ტანსაცმელი იყო, მგონი ჩემი ტანსაცმელის გარდა აქ კიდევ იყო ახლები. პიჟამა შევარჩიე და გარდერობიდან პირდაპირ სააბაზანოში შევედი რადგან გასასვლელი იყო. ცხელი წყალი მესიამოვნა, დავიბანე და ჩავიცვი ნაცრისფერი პიჟამის ზედა მაისური და ამ მაისურისვე შორტი რაღაც ნახტებით. თმა დავივარცხნე, გავიშრე და ოთახში ფეხშიშველი გავიქეცი.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


აივანზე გავედი და მოაჯირს ხელებით დავეყრდნე. ჩემი აივნიდან ჩემი უკანა ეზო მოჩანდა. როგორ მინდოდა ახლა ჩემს კოშკიდან გადამეხედა მთელი სვანეთისთვის და მეგრძნო ის ბედნიერება რასაც იმ მომენტებში ვგრძნობდი ხოლმე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვინმე მბოჭავს, ეზოს ხველა ზუთხეში რამოდენიმე დაცვა იდგა და თავისუფლებას ბლოკავდა.
ოთახში შევბრუნდი და ფუნფულა საწოლში შევძვერი, შემდეგ შუქი ჩავაქრე და ნინას მიერ დატოვებულ ვარსკვლავებს დავაკვირდი რომლებიც ლამაზად ანათებდნენ. როგორ მინდოდა ახლა ჩემი კოშკის სახურავზე ვწოლილვიყავი და მეცქირა ნამდვილი ვარსკვლავებისთვის. როგორ მინდოდა ახლა სვანეთში, ჩემს ლამაზ ტყეში ვყოფილვიყავი, როგორ მინდოდა ახლა ჩემი პატარა სვანეთის სახლის ფაანჯარასთან ვმჯდარვიყავი და მეყურებინდა დაუსრულებლად ჩემი ტყისთვის მაგრამ არა... ახლა თბილისის დიდ და მდიდრულ ვილაში ვიყავი რომელსაც ეზოში უამრავი დაცვა იცავს და გაყოფ თუარა სახლიდან თითს გაკონტროლებენ. მინდოდა ჩემს სვანეთში მაგრამ მაინც აქ ვიყავი. თბილისის არ მძულს ამის გამო. პირიქით მიყვარს, ეს ხომ საქართველოს უძველესი დედაქალაქია სადაც მრავალი წმინდა ეკლესიაა. აქაც ხომ არიან კეთილები. მე მიყვარს თბილისი მაგრამ ყველას ყველაზე მეტად ალბათ თავისი კუთხე ურრჩევნია და ალბათ გამოგებდნენ რომ ვინმე მისმენდეს.
ამ ყველაფრის გახსენებაზე ტირილი მომინდა და ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. ვტიროდი.... ვტიროდი მაგრამ ჩემი ცრემლები რას უშველიდა? აღარ მყავს ისეთი ვინმე ვისაც ყველაფერს მოვუხვები და გულს გადავუშლი, მართალია მყავს მეგობრები მაგრამ ნამდვილ სათქმელს ვერავის ვერ ვეუბნებოდი. სვანეთში კი მყავდა სვანეთი, ტყე, კოშკი რომლებსაც ყველაფერს ვუყვებოდი და რომლებიც ჩემს საიდუმლოებს არავის არ უმხელდნენ.
ტირილში დაახლოებით ღამის 2 საათზე ჩამეძინა კიდეც.
დილით შედარებით კარგ ხასიათზე გამეღვიძა. უკვე 9 საათი იყო. ოთახში ნინო და ლიკა შემოვარდნენ.
– გაიღვიძე შე ძილისგუდა ბავშვო! – ნინო დამახტა თავზე
– აეეეუუუუუბბაააააუუუუუფფფფფ!! – დავიყვირე გაურკვეველი სიტყვა რომლისთვისაც ჯერ მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ
– რაააა? – გაკვირვებულმა მკითხა ნინომ
– ადე ფეხი მეტკინა–თქოოოო! – დავიყვირე და ტკივილისგან სახე დავმანჭე
– აააააააა! – თქვა ნელა და რაცშეეძლო ნელა წამოდგა
– კაი ადე ეხლა, ჩაიცვიიი და წავედიიიით! – მითხრა ლიკამ როცა ნინო აივანზე გავიდა
– სად მივ.... – შემაწყვეტინა სათქმელი ნინომ რომელიც აივნიდან ვიღაცას უყვიროდა:
– აეეეეეე! თქვე დებილებო არ ჩახვიდეთ აუზში მივდივართ მალეეეეე! – გამეცინა და სათქმელი გავაგრძელე
– სად მივდივართ? – ვკითხე ლიკას
– მთაწმინდაზე და ადე მალე! – მითხრა და ისიც აივანზე გავიდა
ფეხზე წამოვდექი და გასასვლელ კარებთან მივედი. კარი გამოვაღე და დავიყვირე:
– ვინმე დამეხმარეებაა? – ამ დროს ჩემ ოთახის გვერდზე მყოფი მოახლეების ოთახიდან ერთი გოგონა გამოვიდა დაახლოებით ჩემხელა იქნებოდა
– გნებაავთ რამეე? – ღიმილით მკითხა
– კი! შეგიძლიაათ ჩემი ოთახის გასაღები მომცეეთ? – მეც ღიმილით ვკითხე
– კი ახლავე! – თქვა და ჯიბეში ქექვა დაიწყო. ცოტახანში კი ორი ერთნაირ, ერთად აკინძული გასაღები გამომიწოდა
– მადლობა და ბოდიში! – ღიმილით ვუთხარი
– რას ბერძანებთ! – გამიღიმა. შესვლას ვაპირებდი მაგრამ უკან მივბრუნდი და ვუთხარი
– თქვენობით არა რაა! ლილე მქვია! გავუღიმე
– კარგი ლილე! – მანაც გამიღიმა და თავის ოთახში შევიდა
მე ოთახში შევედი და კარები გამოვკეტე. ფუმფულოა ლურჯი ხალათი და ლურჯი დიდ პირსახოცი ავიღე და სააბაზანოში შვედი.
დავიბანე, თმა პირსახოცით ავიკარი და ხლათი შემოვიცვი შემდეგ გარდერობში გადავედი და გამოსაცვლელები ავარჩიე. ჩავიცვი თეთრი ბრეტელიანი მაისური, ჯინსის მოკლე შორტი, მუქი ყვითელი პერანგი და ALL STAR - ის მუქი წითელი კედები. თმა გავიშრე დავივარცხნე და გაშლილი დავიტოე და გოგოებთან გავედი აინვანზე.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)







– ბააა! გვეღირსა ლუილემ თმა დაიშალა! – ჩემი დანახვისასთქვა ნინომ – რა ლამაზი ყოფილხარ გოგო! – მითხრა და ამათვალიერა
– ლილე სად გქონდა გოგო ეგ თმა აქამდე! – ახლა ლიკამ ამათვალიერა
– კაი წავედით ახლა! – თქვა ნინამ და აივნიდან ოთახში შევიდა.
კარები გავაეღე. გასაღები ისევ ჩავაბარე მოახლეს და კიბეებზე სირბილით დავეშვი. ლიკა და ნიბო უკან მომყვებოდნენ.
მისაღებში სირბილით და სიცილით შევვარდი და მაშინვე გავჩერდი ოთახიში ორი უცნობი ქალლი და კაცი რომ დავინახე.
– ლილე გაიღვიძეე? მოდი ჩვენთან ერთწუთს! – მითხრა მამამ. მეც მივედი მასთან.
– ლილე გაიცანი ესენი ლაშას მშობლები არიან: ბატონი გეგა და ქალბატონი თაკო! – მიმანიშნა ერთ შავგრემან კაცზე რომელსაც ძალიან გავდა ლაშას და ერთ ქერა თმიან დახვეწილ ქალზე
– სასიამოვნოა! – გავუღიმე
– ჩვენთვისაც! რა ლამაზი შვილი გყოლია დათო! – უთხრა მამას ქერათმიანმა ქალმა და გამიღიმა
– მადლობა! – მეც გავუღიმე
– ესენი კი ლიკას მშობლები არიან: ბატონი საბა და ქალბატონი ქეთი! – მიმანიშნა მამამ ერთ ქერა კაცზე და ყავისფერთმიან ქალზე.
– სასიამოვნოა! – გავუღიმე მათაც
– ჩვენთვისაც ლილე! – გვითხრა თბილად კაცმა და გამიღიმა, ქალმაც გამიღიმა
– მამა დედა აქ ხარრთ? გეგა ბიძია თაკო ბიცოლა გამარჯობათ! – ოთახში ზუსტად ჩემნაირად ჩემოვარდა ლიკაც რაზეც ყველას გაეცინა
– გამარჯობა საყვარელო! – უპასუხალაშას დედამ
– კაი წავიდეთ! – ვუთხარი ლიკას და კიბეებზე მომავალ ნინოსთან ერთად გავედიტ ხიდივიტ გზაზე, შემდეგ მოახლეების სართულზე ჩავედით.
– თქვენ გადით და მე მოვალ მალე! წვენს ავიღებ! – ვუთხარი გოგოებს
– კაი! – გამიღიმა ლიკამ და თვითონ და ნინო სახლის მეორე მხარეს, აუზთან გავიდნენ.
მე მოახლეების სართულზე შევირბინე.
– ლელა დედიააა! – დავიყვირე
– აქეთვარ ჩემო ფერია! – მომესმა მისი ხმა სამზარეულოდან
იქ შევედი და მოფუსფუსე უამრავი მოახლე დავინახე. ყველას მივესალმე და ლელა დედიდასთან მივედი
– გამარჯობა! – ვუთხარი და მოვეხვიე
– დილამშვიდობის ჩემო ლამაზო! – მითხრა და ისიც მომეხვია
– გეთქვა რამე თუ გინდოდა და თუნდაც შენს ოტახში ამოგიტანდნენ მოახლეები! – მითხრა ღიმილით
– ესენიც ხო ადამიანები არიან დაიღლებიან! – ვუთხარი მე – წვენი სადარიიის?
– მაცივარშია აი იქეთ! – მანიშნა კუთხეში მდგარ დიდ სამ ერთმანეთზე მიდგმულ მაცივაერზე, ერთერთი გამჭირვალე იყო და წვენები ელაგა, მეც ის გამოვაღე და კოკაკოლას პატარა ბთლი გამოვიღე
– წავედი! – გავძახე ლელა დეიდას და სართულიდან გავედი
აუზთან მივედი და ყველას მივესალმე.
– გიხდება ასე თმები! – მითხრა ლაშამ როდესაც კოკა–კოლას ვსვამდი
– მადლბა! – ძლივს ვუთხარი იმდენი ყლუპი გადავკარი ერთად რაზეც მას გაეცინა
– ეეე! წავედით აბა! – ლუკა მოვიდა და ჩვენც მას გავყევით, გასასვლელში დაცვას მივესალმე და გიოს მანქანაში ჩავჯექი.
მთაწმინდასზე ავედით. მანქანიდან გადმოვედი და მთელ თბილისს გადავხედე. ძალიან ლამაზი იყო და კიდევ უფრო შემიყვარდა მაგრამ არა ისე როგორც სვანეთი. სასტიკად მომინდა ახლა სვანეთში მხოლოდ ორი წამო მაინც მმამყოფა მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ყველა ადამიანს სხვა ადამიანის ოცნებები უსრულდება. მაგალითად ახლა სვანეთში რომელიმე ბავშვს აუცილებლად უნდა რომ იცხოვროს თბილისში დიდ ვილაში, ისე როგორც მე მაგრამ მე ძალიან მინდა სვანეთში ვიყო და იქ გავატარო ჩემი მთელი დარჩემილი ცხოვრება, ასეა. ხანდახან ცხოვრება ძალიან უსამართლოდ გვექცევა მაგრამ ამას ჩვენ ვერ შევცვლით, გააჩნია როგორ ვარსკვლავზე ვართ ადამიანები დაბადებულები.
– ძალიან ლამაზია არაა? – გვერდში ლიკა ამომიდგა
– კი! ძაან ლამაზია! – ვუთხარი მე
– გენატრებაა სვანეთიი? – მკითხა მან
– ყველაზე მეტად იქ ყოფნა გამახარებდა! – ვუპასუხე
– ვიცი რასაც განიცდი! ვწუხვარ! – თანაგრძნობით შემომხედამან მე გავუღიმე
– ეეე! ლიკა, ლილე! მოდით! – დაგვიძახა გიომ. ჩვენც მივედით.
– პირველი საშინელებათა გამოქვაბულში თუ გვირაბში თუ სადღა შევდივართ! – მითხრა ნინომ აღტაცებით
– საშინელებათააა? აუ არ მინდა რააა მე! – დავიწუწუნე მე
– კაი ახლა ნუ ბუზღუნებ! ყველა შევდივართ და შენ დარჩებიიი? – გამიბრაზდა ნინო, მე შიშით შევხედე იმ გვირაბს რომელშიც უნდა გამევლო
მე და ლაშა ერთად დაგვსვეს რაღაც სავარძელივით სკამზე, რომელიც მატარებლის ლიანდაგივით გზაზე უნდა გასულიყო, და აი დაიძრა სავარძელი.
– ლაშა მეშინიააა! – ვთქვი და ჩაბნელებულ გვირაბს გავხედე
– რისი კაცო! არაფერია დედასვფიცავარ სშიში! – ვითომ დამამშვიდა. ცოტახანში წინ რაღაც ადამიანის ჩონჩწი ჩამოგვიხტა
– ვაააიმეეე! – შევკივლე ლაშას გაეცინა მე კი ფეხები სავარძელზე მოვიკეცე
ამის შემდეგ რაღაც ცელიანი კაცი ჩამოგვიხტა წინ.
– აუ ლაშა მეშინიაააა! – ვუთხარი და მისი ზურგის უკან გავწიე თავი რომ დანარჩენები არ დამენახა
– კაი გავალთ მალე! – სიცილით მითხრა. კიდევ რარააცეები ჩამოგვიხტა მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევა მათთვის და ვცდილობდი პანიკაში არ ჩავვარდნილვიყავი.
– კაი გამოვედით! – მითხრა ლაშამ და მეც თვალები გავახილე, გაჩერებული ჯერ კიდევ არ იყო ეს სავარძლისმაგვარი იქედან რომ ჩამოვხტი.
– რააარი გაჩერებამდე ვერ გაძელიი? – დამიბღვირა ლაშამ
– ვერა! – ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.
საღამოს 11 საათამდე მთაწმინდაზე ვიყავით, შემდეგ კი სახლებში დავბრუნდით.
მე და გიო სახლში შევედით და გიომ დაცვას დაავალა რომ მაქანა შემოეყვანათ.
სახლში შევედიტ სადაც მისაღებ ოთახში დედა და მამა ტელევიზორს უყურებდნენ.
– მოვედით! – უთხრა გიომ მათ
– როგორ გაერთეთ ბავშვებო? – გვკითხა დედამ
– კაი იყო! – ისევ გიომ უპასუხა
– მე ნივანორთან წავაალ რაა მომენატრა! – გავხედე მამას
– კაი ოღონდ ვინმე ბიჭი გაიყოლე! – მითხრა მამა, მე თავი დავუქნიე და გარეთ გავედი. უამრავი დაცვა ირეოდა ერთმანეთში. ეერთერთთან მივედი და ვუთხარი:
– შეგიძლია თავლაში გამომყვეეე? მამამ მითხრა ვინმე გაიყოლეო თორემ არ შეგაწუხებდი! – ქვედა ტუჩი უხერხულად მოვიკვნიტე. ბიჭს ჩაეცინა
– რას ამბობთ! ეს ჩემი საქმეა ტყუილა ხომ არ მიხდიან! წამობრძანდით! – მითხრა და ხიდის მეორე მხარეს მიშენებულ კიბეს დაუყვა, არა იმას რომელიც მოახლეებისკენ ჩადის არამედ მის საპირისპირო მხარეს მყოფზე. მეც უკან მივყევი.
– შეგიძლია ლილე დამიძახო არ მიყვარს როდესაც თქვენობით მომმართავენ! – ვუთხარი
– ვაფასებ თქვენში.... უფროსწორად შენში! – გამიღიმა. სიმპათიური ბიჭი იყო – მე ილია მქვია! – გამეცნო
– სასიამოვნოა ილია! – გავუღიმე და ამ დროს ტავლასაც მივადექით
თავლაში შევედი და როგორცკი ნივანორი დავინახე მაშინვე მისკენ გავიქეცი.
– ნივანოოოორ! ძალიან მომენატრე! – კისერზე მოვეხვე და მაგრად ჩავეხუტე, თითქოს მასაც მოვენატრე და გამხიარულდა, ჭიხვინებდა.
– მასაც მოენატრე! – მომესმა უკნიდან ილიას ხმა
მე მისკენ შევტრიალდი და ღიმილით ვუთხარი
– გამიხარდება თუ მართლა ესეა! – ვუთხარი და ნივანორს ფერება დავუწყე შემდეგ კი შევაჯექი – ამ ეზოდან გასვლის საშუალება არ მომეცემააა? – ვკითხე
– როცა აქ იქნებით არამგონია! მამათქვენ აგარაკი აქვს თბილისიდან ოდნავ მოშორებით და იქააა საჯირითო გეცოდინება! – ეს მართლაც ვიცოდი მამამ გვითხრა ერთ დღეს.
– ჰოოო! ვიცი მაგრამ იმედია როცა მამა იქ წასვლას მოინდომებს გადავაფიქრებინებ და სვანეთში წავალთ! – ვუთხარი და თავლიდან გავედი – მიდი შენც გამოიყვანე რომელიც მოგწონს და წამოდი ჩემთნერთად! – ვუთხარი და მანაქ გამოიყვანა ცხენი
დიდი ხანი ვჯირითობდი და ილიაც მადევნებდა თვალს. დიდი ეზო იყო მაგრამ მინდოდა რომ უფრო შორს გამექროლებინა ჩემი ნივანორი მაგრამ ამ ფუფუნებას უკვე დავემშვიდობე.
დაახლოებით ორსაათიანი ჯირითის შემდეგ ნივანორი დაღლილმა შევიყვანე თავლაში და ტავისი ადგილი მივუჩინე, შემდეგ წყალი დავალევნეა ცოტა ვაჭამე.
– არგეწყინოს მაგრამ როგორც ყოველთვის მდიდარი მამების შვილები ასეთები არარიან როგორიც შენ ხარ! ცხენი არ ეფადრებათ მარტო ფერაფერი! და თუ მოხდა სასწაული და ცხენს გაეკარნენ იმათი ცხენებიც ისეთივე "ძერსკები" არიან როგორებიც თვითონ! შენ მათნაირი არ ხარ! – მითხრა ილიამ
– და რატომ გგონია რომ ეს მეწყინებოდა? – ღიმილით გავხედე
– რავი მაინც ყოველი შენთხვევისთვის! – მითხრა და გამიღიმა
– მე სვანი ვარ ილია! და სვანები "ძერსკები" არ ვართ! – ღიმილითვე ვუთხარი
– სვანეთი გენატრება არაა? – მკითხა და თივის შეკვრაზე გვერდით მომიჯდა
– კი ძალიან! – ვუთხარი და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა
– მართლა ბავშვური ხარ! მამაშენი ამბობდა ძალიან ბავშვურიაო! – სიცილით მითხრა
– ალბათ! ყველა მაგას მეუბნება! – ვუთხარი და ცრემლები სწრაფად მოვიშორე – წავიდეთ კარგიი? – ვკითხე
– როგორც გინდა! – მითხრა და წამოდგა, მეც წამოვდექი და სახლისკენ გავეშურეთ.
სახლში ძალიან ოფლიანი და აწითლებული შევედი. უკვე ყველას ეძინა მაგრამ შუქები ზოგან ანთებული იყო. რამოდენიმე მოახლე დაფუსფუსებდა მხოლოდ.
ჩემს ოთახთან გოგონებთან შევიხედე რომლებიც ჩემს დაძინებას ელოდებოდნენ რომ თვითონაც დაესვენათ და ლამის ლაპარაკში ჩაძინებოდათ.
– გოგოებოოო! – დამნაშავე სახე მივიხე
– დიახ! – ორივე ფეხზე წამოხტა
– ჯერ თქვენი სახელები მითხარიით? – მავშვურად გავეკრიჭე
– ელენა! – მითხრა იმ გოგონამ დილით რომ ვნახე
– ლინდა! – მითხრა მეორემ
– კარგით! მე ლილე ვარ ალბათ იცით და გამიხარდება თქვენობით თუ არ მომმართავთ ხოლმე და ახლა აბაზანას რომელი მომიმზადეებთ! – ორივეს გავხედე
– მე ლილე! – გამიღიმა ლინდამ
– მადლობა! ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიძინოთ! – გავეკრიჭე
მე და ლინდა ლაპარაკიტ შევედით ჩემს ოტახში რომელიც მოახლეებს მიელაგებინათ. მე გარდერობში შევედი პიჟამის ასარჩევად ლინდა კი სააბაზანოში შევიდა. ბოლოს პირსახოცი და ხალათი მოვიარჯვე და სააბაზანოში გავედი სადაც ლინდას უკვე ყველაფერი მოესწრო.
– შეგიძლია დაიძინო! ძილინებისა! – ვუთხარი ლინდას
– თუ რამე დაგჭირდა აქვე ვიქნებით! – გამიღიმა
– არა! არა! დაიძინეთ! მე აღარაფერი მინდა! – გავუღიმე და ისიც ღიმილით გავიდა ოთახიდან
ცხელი ყალი დაღლილ სხეულზე ძალიან მესიამოვნა. რომ დავიბანე თმა პირსახოცით ავიკარი, ხალათი ჩავიცვი და ჩემს ოტახში ფუმფულა ბაჩუჩებიტ გავირბინე. ჩავიცვი პიჟამის მიჯიმაუსის მოკლემკლავიანი ნაცრისფერი მაისური და ამ ზედისვე შორტი. თმა გავიშრე, დავივარცხნე და საწოლში შევწექი.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


ვერაფრით ვერ ვიძინებდი. მინდოდა ერთი რამ გამეკეთებინა ისეთი რასაც ჩემს სვანეთში ვაკეთებდი. მინდოდა ლაშასთვის რაღაც მეთქვა. ბოლოს დამკრა თაში კარგმა აზრმა და საწოლიდან მაშინვე წამოვხტი.
გარდერობში შევირბინე და გამოვიცვალე. ჩავიცვი: მოკლე ტოპი შავ–თეთრ ზოლებიანი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ვიწრო შარვალი, კლეჩატი კაპიშოუნის "ჟაკეტი" და ნაიკის თეთრი, მაღალძირიანი ბოტასები. თმის ჩაწვნის დრო არ მქონდა ამიტომ უბრალოდ კოსად ავიკარი, კაპიშოუნის ქუდი ამოვიფარე და ოთახში გავედი.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


პირველსართულზე ჩუმად ჩავიპარე ისე რომ არავინ გამიღვიძებია. შემდეგ გარეთ გავედი ჩუმად და იქვე ბევრ დაცვაში არეულ ილიას მოვკარი თვალი. მასთან ჩუმად ვიდექი და სავარძლის უკან დავიმალე.
– ილია! – ჩუმად გავძახე ილიას – ოეეე! ილია! – ისევ გავზახე და როგორც იქნა შემობრუნდა სკამისკენ
– ლილე რას აკეთეე? – სიცილით მოვიდა სკამამდე
– უნდა დამეხმარო და ამ კედლის იქეთი ისე უნდა გადავძვრე ამათმა რომ ვერ დამინახონ! – ვიგულისხმე ის კედელი რომელის იქეთაც ლაშას სახლი მეგულებოდა
– რააა? იცოდე დამსჯიან შენს გამო! ან რა ჯანდაბა გინდა გეგას სახლში? – გაკვირვებულმა მიკითხა
– შენ დამეხმარე და დანარჩენს მე მივხედავ! – ისევ გავუმეორე. დიდიხანი ვეხვეწებოდი და ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე. კედელტანაც მივედით
– სანამ არავინააა გადაძვერი მალე! – აღელვებულმა მითხრა ილიამ
– კაი! – ვუთხარი და არცისე მაღალ კედელზე ავძვერი.
– აბა ჰე! – გავუღიმე ილიას და ლაშას ეზოში ჩავძვერი
ამ კედელის პირდაპირ იყო ლაშას ოტახი, ოღონდ მეორე სართულზე. ფანჯრების დახმარებით შევძელი და ავძვერი მის ფანჯარამდე. კიდევ კარიგი ღია ჰქონდა და შიგნით შევძვერი ლაშას კვალობაზე ლამაზად გამოიყურებოდა.
ფანჯრის რაფაზე ქოშინით ჩამოვჯექი ისე როგორც თვითონ ჯდებოდა ხოლმე ჩემსაზე. ლაშას ჩემდაგასაკვირად მაშინვე გამოეღვიძა და საწოლიდან წამოხტა.
– ლილეეე! – გაკვირვებულმა წამოიძახა და მაისური გადაიცვა. ჩემდაგასაკვირად შარვალი უკვე ეცვა
– შშშშშშშშ! – საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე და ვანიშნე გაჩუმებულიყო. ისიც მიხვდა თავის შეცდომას და გაჩუმდა.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 11)


მე კაპიშოუნის ქუდი მოვიხადე და მასთან მივედი.
– აქ როგორ ამოძვერი? შენთან რამდენი დაცვა იდგა როგორ გამოეპარეე? – გაკვირვებას ვერ მალავდა
– მეგობარი დამეხმარა! ახლა წამო უნდა წავიდეთ! – ვუთხარი მე
– კაი მაცალე ერთ წუთს! – მითხრა და გარდდერობთან მივიდა და მანაც მოიცვა კაპიშოუნი, შემდეგ კი ქუდი ამოიფარა, მეც ამოვიფარე ქუდი და ფანჯრიდან გადავძვერი. ლაშაც გადმოძვრა და ახლა კედელზე ავძვერი.
– რა მაკაკა ხარ! – სიცილით ამომხედა ლაშამ, მეც გამეცინა და კედლის მეორე მხარეს მდგარ ილიას ხელი დავუქნიე, მანაც დამიქნია და ჩემს ეზოში გადავხტი. ლაშაც მალე გადმოხტა
– ვააა ილოო! – ლაშამ ილიას ხელი ჩამოარტვა
– ლაშაა! – ილიამაც იგივე გააკეთა
– ვააა! იცნოოობთ ერთმანეეეთს? კაია! ახლა კი ძალიან დიდი მადლობა ილო და ჩვენ წავალტ კარგიიი? – ილიას გავეკრიჭე
– წადიტ ოღონდ ჩუმად! – გაგვიღ4იმა და ჩვენც ჩემს ოტახამდე ისე ავედით არავის გაუგია.
– წამო! – ვუთხარი ლაშას და აივანზე გავედი. ჩემი ოტახი მოგეხსენებათ ბოლო სართულზე იყო ამიტომ სახურავზე ავძვერი და ლაშას ჩავძახე.
– ამოო ეეე! ადვილია! – ცოტახანში ისიც ამოვიდა
– აქამდე ესეთი სიგიჟეები არასდროს გამიკეთებია! – სიცილით მითხრა მან
– შენ წარმოიდგინე და არც მე! – მეც გამეცია
– ნადირობაც სიგიჟეა! – გამომხედა და სახურავზე ჩამოჯდა. მეც მას მივბაძე ბოლოს კი წამოვწექი და თბილისის ცას ავხედე. ლაშაც წამოწვა.
– აქაც ძალიან ლამაზი ცააა! – არც გამიხედავს ლაშასთვის
– ჰოოო! ყველგან განსხვავებულად ლამაზი ცააა! – მითხრა და ცას ახედა.
დიდხანს ვუყურებდიტ ცას შემდეგ კი გადავწყვიტე ლაშასთვის რაღაც მეთქვა რაც აქამდეც უნდა მომეფიქრებინა და გული საშინლად ამიჩქარდა.
– ლაშა რაშვრები სახლში როგორ ხარ? – ლაშას სრული სერიოზული სახით გავხედე
– ლილე კარგად ხაარ? – გამომხედა ლაშამ
– გაახსოოვს იმ დღეს ბაჩომ რომ დამარტყა, შენ მითხე რა უთხარი ბაჩოსო? – გავუღიმე
– კი და შენ ეგ მიპასუხე! – ლაშასაც გაეღიმა
– ჰოდა რასშვრები სახლში როგორ ხარ? – ისევ გავუმეორე
– ანუ? – ლაშა დაიბნა
– ლაშა მეც მიყვარხარ! – ვუთხარი და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

საყვარელიიი♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2 სტუმარი nino k.d.

აუუ ბოლო რა მაგარი იყო. წინა თავებთან შედარებით აქ ბევრი გრამატიკული შეცდომა იყო.
მალე დადე ძალიან ძალიან კარგია

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუუ ძალიან მომეწონაააა ძალიან ძალიან მაგარი თავი იყოოო... საოცრება ხარ და ძალიან მაგრად მიყვარხარ ასე რომ გვანებივრებ სასიამოვნო და განსაკუთრებული თავებით... მომწობს ლილე რომ არ შეიცვალა და ისევ ისეთი უბრალო და ბავშვური რომ დარჩა და კიდევ ძალიან მომეწონა ილია... ვფიქრობ ამ ისტორიაში მას დიდი ადგილი უნდა ეჭიროს ლილეს რომ ძალიან ჭირდებოდა ისეთი მეგობარი რომელსაც გულისნადებს გაიმხელდა ვფიქრობ ილია ამისთვის შესაფერისი ადამიანი არის.. აბა წარმატებები და იმედია მალე დადებ ახალ თავს...

 


№4 სტუმარი lana

au ramagarii gogo xarr uzomod miyvarxarr dzann magaria kide minda ver davkmauyogildii uf liles ra otaxiii aqvs ess iliacc magarii vinmea xoo ici shenn dzann momewina ugmesi madloba

 


№5  offline წევრი Li Zi

კაი იყოოოოოოო ველი შემდეგს ^^

 


№6 სტუმარი N1

არ უნდა წამოსულიყვნენ სვანეთიდან...

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Auuu es iyoo ragaca giji tavi lile aris sauketesoo ai ar vicii dzaan magarii gogoa warmomidgenia lasha ra gaxarebuli ikneboda liles otaxi momewona dzalian da saxli iyo shokii dzaan ♥♥♥es ubanii magari ikneba yvela ertadaa magram liza ar mexateba gulzee

 


№8 სტუმარი black

Vaimee Ra magroba iyooo dz. Momowonaamm.

Ra biwuri gogoaa liliieee rac yvelaze metad momwons am personajshiii:D:D

 


№9  offline წევრი vikipiki.

ესეიგი ლილუუ.. წინა დღეს წავიკითხე 9 თავი , თუმცა კომენტარის დატოვება ვერ მოვახერხეე..ეხლა რა ხდებაა,ძალიან კარგად წერ ჩემო კარგიი..იმდენად სულში ჩამწვდომია რომ , თითქოს მეც ამ ისტორიის გმირი ვარ...არ ვარ სვანი თუმცა სვანეთზე მეც ვგიჯდები და ოცნება მაქვს რომ ვიცხოვრო სვანეთში, რამდენად ამიხდება არ ვიცი მაგრამ .. :D ხოო რა მინდა კიდე გითხრა,კარგად ,რომ წერ უკვე გითხარი..შენც კარგი ხარ და უკვე მიყვარხარ ასე კარგად რომ ღწერ სვანეთს და ლილეს სვანეთისადმი სიყვარულს ♥♥♥წარმატებებიი და ყველაფერიი კარგი შენ :***

 


№10  offline წევრი lilu7

♡EPICLOVE♡
საყვარელიიი♡♡♡

<3 <3 მადლობა რომ კითხულობ

nino k.d.
აუუ ბოლო რა მაგარი იყო. წინა თავებთან შედარებით აქ ბევრი გრამატიკული შეცდომა იყო.
მალე დადე ძალიან ძალიან კარგია

ხოო ვიცი ისე მეჩქარებოდა გადასწორება ვერ მოვასწარი და ეგრევე გამოვუშვი. :) ძააან დიდი მადლობა! <3

უცნობი ქ
აუუუუ ძალიან მომეწონაააა ძალიან ძალიან მაგარი თავი იყოოო... საოცრება ხარ და ძალიან მაგრად მიყვარხარ ასე რომ გვანებივრებ სასიამოვნო და განსაკუთრებული თავებით... მომწობს ლილე რომ არ შეიცვალა და ისევ ისეთი უბრალო და ბავშვური რომ დარჩა და კიდევ ძალიან მომეწონა ილია... ვფიქრობ ამ ისტორიაში მას დიდი ადგილი უნდა ეჭიროს ლილეს რომ ძალიან ჭირდებოდა ისეთი მეგობარი რომელსაც გულისნადებს გაიმხელდა ვფიქრობ ილია ამისთვის შესაფერისი ადამიანი არის.. აბა წარმატებები და იმედია მალე დადებ ახალ თავს...

აი ძალიან დიდი მადლობა! აუ უდიდესი და უღრმესი! <3 მეც ძალიან მიყვარხარ შენი კომენტარებით რომ მანებივრებ! <3 <3 ძალიან დდი მადლობა! <3 <3 love

lana
au ramagarii gogo xarr uzomod miyvarxarr dzann magaria kide minda ver davkmauyogildii uf liles ra otaxiii aqvs ess iliacc magarii vinmea xoo ici shenn dzann momewina ugmesi madloba

ვაიმე მეც ძალიან მიყვარხარ! <3 <3 პირიქი თ მადლობა შენ ასეთი კომენტარისთვის და იმისთვის რომ კითხულობ და მოგწონს ეს ისტორია. <3 <3 love

Li Zi
კაი იყოოოოოოო ველი შემდეგს ^^

მადლობაააა! ^_^ <3 <3

N1
არ უნდა წამოსულიყვნენ სვანეთიდან...

ხო მაგრამ ცვლილებებიც გვინდა :დ wink მადლობა რომ კითხულობ

gvanciko_gvancunia
Auuu es iyoo ragaca giji tavi lile aris sauketesoo ai ar vicii dzaan magarii gogoa warmomidgenia lasha ra gaxarebuli ikneboda liles otaxi momewona dzalian da saxli iyo shokii dzaan ♥♥♥es ubanii magari ikneba yvela ertadaa magram liza ar mexateba gulzee

ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია რომ მოგეწონა! <3

black
Vaimee Ra magroba iyooo dz. Momowonaamm.

Ra biwuri gogoaa liliieee rac yvelaze metad momwons am personajshiii:D:D

ძააან დიდი მადლობა! <3 <3 <3 <3

vikipiki.
ესეიგი ლილუუ.. წინა დღეს წავიკითხე 9 თავი , თუმცა კომენტარის დატოვება ვერ მოვახერხეე..ეხლა რა ხდებაა,ძალიან კარგად წერ ჩემო კარგიი..იმდენად სულში ჩამწვდომია რომ , თითქოს მეც ამ ისტორიის გმირი ვარ...არ ვარ სვანი თუმცა სვანეთზე მეც ვგიჯდები და ოცნება მაქვს რომ ვიცხოვრო სვანეთში, რამდენად ამიხდება არ ვიცი მაგრამ .. :D ხოო რა მინდა კიდე გითხრა,კარგად ,რომ წერ უკვე გითხარი..შენც კარგი ხარ და უკვე მიყვარხარ ასე კარგად რომ ღწერ სვანეთს და ლილეს სვანეთისადმი სიყვარულს ♥♥♥წარმატებებიი და ყველაფერიი კარგი შენ :***

მე ძალიან მიყვარხარ უკვე! <3 ძალიან გამიხარდა როცა წავიკითხე რომ მოგეწონა! <3

 


№11  offline მოდერი Tako Tako_2

ვაიმე რა მაგარიაააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent