სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 10)
დაახლოებით 4 საათი ვერთობოდით ლინიში. წიგნებიც იქ ჩავათავეთ და შემდეგ ბიბლიოთეკისკენ გავეშურეთ წიგნების დასაბრუნებლად. წიგნებიც დავუბრუნეთ და სახლისკენ გავწიეთ. უკვე საღამოს 9 საათი იყო. – უი გოგო რა გამომრჩა! – სიმშვიდე ნინო დაარღვია, მე და ლიკამ ერთდროულად გავხედეთ – გოგო დღეს დილით ლიზას ტირილმა გამაღვიძა და რო დავინახე ლამის გული წამივიდა! ცალი წარბი არ ქონდა! – ამის გახსენებაზე ნინოს სიამოვნება გამოეხატა სახეზე – ჰოდა ქურდმა ამაცალაო – გვეუბნებოდა! მეთქი ვის აბოლებ! შენ და ლაშა რომ იყავით ვიცი, ლაშამ გვითხრა! – ლიკამ და ნინომ ერთად დაიწყეს სიცილი – ჰოო! თავიდან არ ვიცოდი რას აპირებდა და წარბი რომ ააცალა შემეცოდაააა... – ბავშვუად დავიბღვირე – "ორი წლის ბავშვი!" – გაიმეორა ლაშას სიტყვები ლიკამ და ისევ ატეხეს სიცილი, მეც ჩამეცინა – დღეს ჩავალაგებ ნივთებს! – თქვა ნინომ და სახე უცეფ დაასერიოზულა – მე ჩალაგებული მაქ მაინც ცოტა წამოვიღე! – დაამატა ლიკამ – არ მინდა წასვლა! – თვალები ამოცრემლიანდა – არც მე! – დანანებით თქვა ნინომ ამ დროში სახლამდეც მივედით. გოგოებს დავემშვიდობე და სახლში შევედი. უკვე კარგად ბნელოდა. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი, ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა მომავალში და ვცდილობდი წარმომედგინა როგორი ვიქნებოდი სვანეთის გარეშე მაგრამ ვერ შევძელი. ამ დროს დედა შემოვიდა ოოთახში და შუქი აანთო, მანამდე ჩამქრალი იყო და ოთახში ბნელოდა. – ლილე დღეს არაფერი გიჭამია! – მითხრა დედამ და ფეხებთან ჩამომიჯდა – არ მშია! – ჭერისთვის თვალები არ მომიშორებია – ლილე აქ რომ შემოგიტანო... – არ მეშვებოდა დედა – დედა არ მშია! – გავუმეორე და ცრემლლიანი თვალებით შევხედე – ლილე როდის მოხვალ ხასიათზეე? სულ ასე ხომ ვერ იქნები??– დედამ ხელი ფეხზე გადამისვა – შესაძლოა ვიყო დედა! – ვუთხარი და ცრემლები ვეღარ ჩევაჩერე. დედა მოწყენილი წამოდგა და კარებისკენ წავიდა – შუქი ჩააქრე რაა... გთხოვ! – მივაწიე სანამ გავიდოდა დედამ გამომხედა, შუქი ჩააქრო და კარები გაიხურა. მე ფეხზე წამოვდექი და ჩემი ოთახის ფანჯარასთან მივედი. ფუმფულა თეთრი სავარძელი წვალებით მივაჩოჩე ფანჯარასთან, შემდეგ ფანჯარა ფართოდ გამოვაღე და ფეხებმოკეცილი ჩავეშვი სავარძელში. ვუყურებდი ღამის სვანეთს, აბრჭყვიალებულ ცას და ვცდილობდი თითოეული ვარსკვლავი დამემახსოვრებინა რადგან აქედან წასვლის შემდეგ არ დამვიწყებოდა. ცის ყურებაში გართული იმდენად ვიყავი თითქოს კოსმოსში დავფრინდავდი და დედამიწაზე რა ხდებოდა არ ვიცოდი. უეცრად ჩემ ფანჯარაზე ლაშამ ისე სწრაფად ამოყო თავი და ისე სწრაფად მაკოცა რომ ვერაფერს მივხვდი თავიდან: – ეეე! გაგიჟდიიი? დებილოო! – ცოტაც და ვიტირებდი, ლაშა კი შიგნით შემოძვრა – კაი რაა! – დაიზმუვლა ლაშამ, როდესაც ჩემი დაბღვერილი, აცრემლებულ–თვალებიანი სახე დაინახა – სულ ასე უნდა შემოძვრე ხოლმეეე? – სახე არ შემიცვლია – წამო რაა კოშკზე ან ტყეში! – თითქოს ვერც გაიგო რაც ვუთხარი – შენ გამოდებილდიი? – ისევ გავბეაზდი – კაი ბოდიში გოგონაა! – მითხრა და ლოყების წელვა დამიწყო – ოოო გამიშვი მტკივა! – ხელები გავაშვებინე – კაი წამო! წამო! – მითხრა და საწოლზე დაჯდა – ჩავიცვამ! – ვუთხარი და გარდერობი გამოვაღე. ნაცრისფერი, თბილი კაპიუშონი ჩავიცვი, ქუდი ამოვიფარე და ლაშასთან გავედი რომელსაც ზუსტად ჩემნაირად ამოეფარა კაპიუშონის ქუდი. – წავედით! – ვუთხარი და მასზე ადრე გადავაბიჯე ფანჯრიდან * * * – რა ქაჯივით მირბიხარ ეეე! – დამიყვირა ლაშამ რომელიც უკან გამწარებული მომდევდა მე კი უკვე ტყეში შევრბოდი. ჩემი საყვარელი ადგილამდე მივირბინე და იქ გავჩერდი. – რა დალიე გოგო ასეთი ერთი საათია ვცდილობ დაგეწიო და რა რაკეთასავით მირბიხარ! – ძლივს სუნთქავდა ლაშა – ხოარ გავიწყდება სვანი რომ ვარ და ტყეში ვიზრდები! – გავხედე – კი ხანდახან! – სუნთხვა დაირეგულირა მე ჯერ მიწაზე წამოვჯექი, ბოლოს კი წამოვწექი და ხელები თავქვეშ ამოვიდე. ლაშამაც იგივე მოძრაობები გააკეთა. ისევ ცას ვუყურებდით, ისეთივე კაშკააშა იყო როგორიც გუშინ. ამ სილამაზეს დიდი ხანია ვუყურებ მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო მხიბლავს და მაოცებს. – ლილე რაზე ოცნებობ? – ლაშას ცისთვის არ მოუშორებია თვალი – რაზე და მინდა შემეძლოს განუწყვეტლივ ვუყურო ხოლმე სვანეთის ვარსკვლავებს ისე რომ ხელი არავინ შემიშალოს – მაგარია! – თქვა მან – შენ რაზე ოცნებოობ? – ვკითხე მას – არვიცი! – გამომხედა და მეც გავხედე – არვიცი ამაზე არასდროს მიფქრია ამ წამამდე. – ისევ ცას ახედა – არც მე ვფიქრობ ხშირად ამაზე! – ვთხარი მას ჩაეცინა რატომღაც ვარსკვლავების ყურების დროს არასდროს მეძინებოდა. ვუყურებდით ისე როგორც გუშინ, არ მოგვბეზრებია არცერთს ეს ყველაფერი, ერთმანეთს სიტყვასაც არ ვეუბნებოდით. ისევ გუშინდელივით არ განმეორებულა. ამჯერად ცა მოიქუფა და ვარსკვლავები ღრუბლებმა გადაფარა. ცამ მოიწყინა მაგრამ ისევ არ გამხიარულებულა როგორც გუშინ. მხოლოდ მოიწყინა და ამით დაამთავრა. შემდეგ კი სახეზე ცივი, პატარა წვეთი ვიგრძენი, რომელიც ჩემს თვალთან დაეცა, თითქოს ამჯერად ტიროდა ცა და მეც ცრემლად დამასვა თავისი ცრემლი. – ლილე წვიმას აპირებს! ჯობია წავიდეთ! – ლაშას ხმამ გამომაფხიზლა – კაი! – ვუთხარი, წამოვდექი და კაპიუშონის ქუდი თავზე ამოვიფარე ნელა მივუყვებოდით გზას. არ გვანაღვლებდა დავსველდებოდით თუ არა. და აი გაწვიმდა. ტირილი დაიწყო ცამ, უფროდაუფრო ტიროდა და ყრიდა ცრემლებს. უკვე კოკისპირულად წვიმდა მაგრამ მაინც წყნალად მივაბიჯებდი, მიყვარს წვიმა, სწორედ ამიტომ ქუდი მოხდილი მქონდა, თითქოს ტყეც განიცდიდა ჩემს წასვლას, თმა მისველდებოდა და თითქმის მთლიანად სველი ვიყავი, არააკლებ ლაშაც. – ხოარ გავიქცეთ? – შემომთავაზა მან – ისევ გინდა რომ გაგასწრო? – ღიმილით გავხედე – თუ ამას შეძლებ.... – მანაც გაიღიმა – კაი დავითვლი და გავიქცეთ! – ვუთხარი, მან თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და მეც დავიწყე – ერთი.... ორი.... და სამი! – ვიყვირე და მაშინვე გავიქეცი, თავიდან მან გამისწრო მაგრამ ბოლოს მე გავუსწარი, შემდეგ წამომეწია და უკნიდან ხელები შემომხვია წელზე, ჰაერში ამიტაცა, მის უკან გადამსვა და თვითონ სირბილი განაგრძო. – ეეე! ეგრე არ ითვლება! ითაღლითე! – დავუყვირე გაბრაზებულმა და ადგილზე შევხტი – მართლა რა ორი წლის ხარ დედასვფიცავარ!! – სიცილით მომიბრუნდა – შენ მოიტყუეეე! – სახე ისე დავმანჭე თითქოს ახლა ტირილს ვაპირებდი – აუ ლილე რა ბუტია ხარ! – მომიახლოვდა. მე დრო ვიხელთე და სირბილი მაშინვე გავაგრძელე და გავუსწარი კიდეც – ახლა შენ ითაღლითე! – მანაც დაბღვერილმა მითხრა – მერე რაა! გავთანაბრდით და მე მოვიგე! – დოინჯშემოყრილი დავუდექი წინ – კაი ჰოო! – გაიღიმა – წავედი მე! – მითხრა და კარებისკენ წავიდა – კარგად! – მივაძახე – უი ხოო! კარგად! – სიცილით მითხრა და ჭიშკარში გავიდა მე ჩემი ოთახის ფანჯარიდან ავიპარე რადგან კარი დაკეტილი იყო და რომც შევსულვიყავი მაინც გაიგებდა ვინმე. უკვე საღამოს 12 იყო. თბილ წყალში ჩავწექი. ძალიან მესიამოვნა რადგან მთელი სხეული გაყინული მქონდა. რომ დავიბანე ჩავიცვი ცისფერი და თეთრი ფერებისგან შემდგარი ღამის პერანგი, თმა გავიშრე ჩამოვივარცხნე და შემდეგ ოთახში გავედ. საბანში გავეხვიე და სავარძელში, ღია ფანჯრის წინ ფეხაკეცილი ჩავეშვი. ვიყურებოდი ფანჯარაში როგორ წვიმდა მაგრამ ცოტახანში ჩამეძინა. დილით შვიდზე გამეღვიძა. ფანჯარა ისევ ღია იყო და გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მეცემოდა სახეში, უკვე გამოედარა და მზეც გამოჭყეტილიყო. სავარძლიდან ზლანზვით წამოვდექი, საბანი საწოლზე გადავაფინე და სააბაზანოში შევედი. ხელ–პირი დავიბანე, თმა ჩავიწანი და ჩავიცვი: ნაცრისფერი ტოპი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ვიწრო შარვალი და ლურჯი all star - ის კედები. სამზარეულოში გავედი. ჯერ არავის ეღვიძა. ჩემთვის ჩაი მოვიდუღე და ჭიქით ხელში ჩემს ოთაახში გავედი. ისევ იმ სავარძელში ჩავჯექი. როდესაც ჩაი დავამთავრე თავში კარგ აზრი მომივიდა. სამუშაო მაგიდიდან რამოდენიმე სუფთა თაბახი, უბრალო ფანქარი, საშლელი, სათლელი და ფერადი ფანქრები გამოვიღე. ეს ყველაფერი ზურგჩანთაში ჩავაწყვე. კლეჩატი პერანგი მოვიცვი, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ფანჯრიდან გადავძვერი. არ მინდოდა ვინმეს ჩემი აქ არყოფნის შესახებ გაეგო. ჯერ ნივანორი გამოვიყვანე სადგომიდან შემდეგ კი მოხუცი კაკლის ხის გამოხრუებული ადგილიდან ჩემი მშვილდ–ისარი გამოვიღე და ნივანორს შევაჯექი და გზას დავადექი. ტყისკენ წავედი. ჩემს საყვარელ ადგილას მივედი და ნივანორი იქვე ხეზე მივაბი. ზურგჩანთა იქვე მეორე ხეს მივაყუდე შემდეგ დანით ერთ–ერთ ხეზე რგოლებით ის ნახაზები ამოვკაწრე რაც სამიზნედ გამომადგებოდა. შემდეგ კი ამ ხისგამ დიდი მანძილის დაშორებით დდავდექი და ისრების სროლა დავიწყე, რამოდენიმეჯერ 7–ქულიანში მოვახვედრე, ორჯერ –9ქულიანში, ხუთჯერ კი – 10–ქულიანში გავარტყი. ვარჯიშით თავი რომ გავირთე, მინდოდა დამეხატა მაგრამ თავში მომივიდა აზრი რომ კოშკზე ავსულვიყავი. მაგრამ ცოტახანს.... უფროსწორად დაახლოებით სამი საათი აქ ვიყავი და ამ ტყეს ვხატავდი, ასეთი ლამაზი არასდროს გამომსვლია, ალბათ იმიტომ რომ მალე მივდივარ აქედან და მთელი გულით მოვინდომე ამ ტყის დახატვა და შედეგიც სახეზეა. ამ ნახატს უნდა გავფრთხილებულვიყავი, ზურგჩანთაში შავალაგე ჩემი ნივთები, მშვილდ–ისარი მოვიმარჯვე, ცხენს შევაჯექი და სახლისკენ წავედი. ჩემს ეზოში შევედი და ნივანორი დავაბინავე, კოშკისკენ მივდიოდი გზაში მდგარ ლაშას რომ მოვკარი თვალი, გზისკენ წავედი და ლაშასთან გავედი. – სდარო! – მივესალმე მას – სდარო! – ისიც მომესალმა და ჩემსკენ წამოვიდა – სად იყავიი? – მკითხა როცა დამინახა ზურგჩანთა მეკიდა – ტყეში, ვხატავდი! – ვუთხარი – კოშკზე ავდივარ იქაც უნა დავხატო და თუ გინდა.... – უხერხულად შევხედე – კი! – თქვა და ჩემს ეზოში ჩემზე პირველი შევიდა კოშკზე ავედით. მე სახურავზე ფეხები მოვიკეცე, თაბახი და მყარი პატარა დაფა რომელიც თაბახის გასამაგრებლად გამოვიყენე, მოხერხებულად შემოვიდე ფეხებზე და არემარეს გავხედე რათა დამემახსოვრებინა და დამეხატა. – რატომ მოგინდა დღეს ხატვა? – მკითხა ლაშამ – მინდა ყველაფერი გავაკეთო ამ ბოლო დღეებში რასაც სულ ვაკეთებდი ხოლმე, სანამ წავალ! – მისკენ არც მიმიხედავს – ჰოო! კაი აზრია. – მომიწონა – ხელს აღარ შეგიშლი! – მითხრა და არემარეს გახედა, მე გავუღიმე და ხატვა დავიწყე. დაახლოებით ორ საათს ვხატავდი, ლამაზი კი გამოვიდა მაგრამ იმ ყველაფერს მაინც ვერ ჩავდებ ნახატში რაც ამ ლამაზ სვანეთს აქვს. ამას ვერავინ შეძლებს, მას ისეთი რამ გააჩნია სიტყვითაც რომ ვერ აღწერ. ნახატი რომ დავამთავრე ლაშას ცხვირწინ მივუშვირე და ვკითხე: – როგორიაა? – თან გავუღიმე – ვააა! – თქვა და ნახატი გამომართვა – რა მაგარია! ხატვაზე დადიოდიი? – გაოცებულმა იკითხა – არა ჩემი ვისწავლე! – ისევ ვიღიმოდი – ძაან მაგარია მართლა! – ისევ დააშტერდა ნახატს შემდეგ კი გამომიწოდა – თუ გინდა გაჩუქებ! – თავში აზრი მომივიდა და გავეკრიჭე – მეე! ამასს! – ნახატს დახედა – მინდა! – ბოლოს გამიღიმა – ჰო და გქონდეს! – მეც გავუღიმე – მადლობა! – მითხრა და თავიდან დააშტერდა ნახარს. ცოტახანს ისე ვიყავით კოშკზე შემდეგ კი ლაშამ მითხრა: – არ გინდაა ბიბლიოთეკაში ჩავიდეთ! – და გამომხედა – კაი! ჩავიდეთ! – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. ისიც წამოდგა და კიბეზე პირველი ჩამიშვა. ბიბლიოთეკისკენ სირბილით დავეშივით. ბიბლიოთეკასთან ცოტა დავისვენეთ და შემდეგ ავედით. – ლაშა! ლილე! როგორ ხართ ბავშვებოო? – გვკითხა ბიბლიოთეკარმა როცა შიგნით შევედით, როგორც ჩანს ლაშა ახსოვს – თქვენ როგორ ხართ? – გავუღიმე და ჩავეხუტე – ჩემო გოგო! – მითხრა მან – აქ წაიკითხავთ? – გვკიხა – არა, გავიტანთ და დღესვე მოგიბრუნებთ უკან! – ღიმილით ვუთხარი – კარგი ჩემო ლამაზო! – მითხრა მან. მეორე ბიბლიოთეკარი როგორც ჩანს არ იყო ბიბლიოთეკაში. ცოტახანში ორივემ ავიღეთ წიგნები და გზაში ჩავედით. – ახლა საით? – მკითხა ლაშამ – ან პარკში, ან ბეთქილში შენ აარჩიე – ვუთხარი – კაი ბეთქილში წავიდეთ! – მითხრ მან. მე თავი დავუქნიე და გზას დავადექით. ბეთქილში ერთი სახლი იდგა, შიგ არავინ ცხოვრობს უბრალოდ "მაიტა ნასოსის" გადაღებები ჩაატარეს მანდ. ამ სახლის აივანზე ავედით და სკამებზე ჩამოვჯექით. ბევრი ხალხი იყო ბეთქილზე მაგრამ ჩვენ ხელი არ გვეშლებოდა. ცოტახანში წიგნები ჩავათავეთ და ბიბლიოთეკაში ავიტანეთ და სახლისკენნ დავადექით. უკვე საღამოს 9–ის ნახევარი იყო სახლებამდე რომ ავედით. ნინოს კარებთან ნიკა, ლუკა, ლიკა, ნინო და ცალწარბა ნინო იდგნენ, ლიზას წარბი მიეხატა როგრც ჩანს. – შეყვარებულებო სად ბრძანდებოდით? – ნიკამ ეშმაკურად გვკითხა რაზეც ლიზას გაბრაზებისგან ხელები აუკანკალდა – შეყვარებულები ვართო ვინ გითხრა? – დაბღვერილმა ვკითხე და ლიზასაც მოეშვა მგონი ცოტა – ოჰ კაცო ნუ აქცევ ამას ყურადღებას ნერვების მომშლელადაა დაბადებული! – სიცილით მითხრა ლაშამ. მანამდე მე ყველას მივესალმე ცალ–ცალკე, ლიზას მხოლოდ გამარჯობა ვუთხარი. – ესეიგი! – დაიწყო ნინომ და ლუკას კისერზე ხელი გადახვია – რადგან ხვალ საღამოს მივდივართ ყველა ერთად მიდნდა სვანეთში ბოლო დღე ერთად გავატაროთ, მე და ლილეს ძალიან გვიჭირს აქედან წასვლა და ცოტა რომ მოვეშვათ კაი იქნება. – თქვა და ბოლოში მოიწყინა, მე თვალები ამიცრემლიანდა – კაი ლილე ნუ ტირიხარ რაა, ხშირად ჩამოგიყვანს მამაშენი ხომ იცი! – ლიკა მომეხვია, მეც მოვეხვიე და ცრემლები უფრო წამომივიდა. ნინოსაც აუცრემლიანდა თვალები და ლუკას ჩაეხუტა. – კაით ეხლა ხალხო! – გვისაყვედურა ნიკამ – ნუ ტირიხარტ და მდინარისკენ ჰერი–ჰერი ყველამ! – თქვა და მართლაც წავედით მდინარეზე, იქ კოცონი დავანთეთ და გამხიარულდნენ მაგრამ მე ვერ ვმხიარულობდი, არ მინდა სვანეთიდან წასვლა და რა ვქნა? ვერ გავძლებ ასე! * * * დაახლოებით 00:30 – ზე წამოვედით იქედან. მე გადავწყვიტე ბოლო ღამე კოშკზე გამეტარებინდა და ამჯერად ნინოს და ლიკას შევთავაზე ჩემთანერთად კოშკზე ამოსულიყვნენ რადგან ნინოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე და ბოლო თავისუფალი ღამე სვანეთში, ლაშას კი ისედაც არ ეცალა სადღაც უნდა გავიდე რაღაც უნდა მოვაგვაროო, მაგარი ახსნაა ალბათ დამეთანხმებით. სამივემ ავიტანეთ პლედი კოშკზე, დედა და მამა გავაფრთხილე და დავითანხმე. სახურავზე სამივე პლედებში გახვეულები გავწექით. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ბოლოჯერ ვუყურებდი სვანეთის გაბრწყინებულ ცას, ვხედავდი როგორ იმატებდნენ ვარსკვლავები და ყოველი ვარსკვლავის მომატებაზე იზრდებოდა დანანების გრძნობა. მენანებოდა ეს ცა ასე დასატოვებლად, არ მინდოდა აქედან წასვლა. სამივე ჩუმად შევცქეროდით ცას და მე და ნინოს სულ უფრო და უფო სწრაფად მოგვდიოდა სახიდან ცრემლები. მართლა საშინელი გრძნობააა. აი ამაზე საშინელი მართლა არაფერი გამომივლია ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ისეთი შემთხვევა იყო როდესაც ყველაზე მეტად მომინდა მეყვირა, მეკივლა, მეტირა და მიმელეწა ყველაფერი მაგრამ თავს ვიკავებდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ცეცხლის სღვაში ვიწექი მაგრამ მაინც არ ვიწვოდი, თან ვერც ვყვიროდი და ვერც ვტიროდი ხმამაღლა. * * * ნელ–ნელა გაიკრიფნენ ვარსკვლავები. ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს ახლა ვეცლებოდი იქაურობას. მალევე მზე ამოვიდა, ამ ხნის განმავლობაში არცერთს ჩაგვძინებია და ცას შევყურებდი. მზემ როცა თვალები მოგვჭრა გადავწყვიტეთ ჩავსულვიყავით. ჩავედით და ნინო და ლიკა ნინოსთან გავიდნენ. მე სახლში შევედი. უკვე დილის 8 სათი იყო და დედა და მამა სამზარეულოში ყავას სვვამდნენ, გიო კი ჭამდა. მათთან მივედი ყველამ გამიღიმა, გიო დღეს ცოტა უკეთ გამოიყურებოდა. – ლილე არ გეძინება გოგოო? თითქმის არასდროს გძინავს! – ღიმილით მკითხა მამამ – არა არ მეძინება! – როგორ შემეძლო გავუღიმე – მაა ნივანორს ხომ ჩავყვანთ? – ვკითხე. მინდოდა ის მაინც წამომეყვანა – რათქმაუნდა! – გამიღიმა – ნივთები უკვე ჩაიწყვეეე? – დედამ მკითხა – ახლა შევალ და ჩავიწყობ! – ვუთხარი და მისი დადგმული ჩემთვის განკუთვნილი ჩაი მოვსვი – კარგად დააკვირდი ჩალაგებისას ისეთი რამე არ დაგრჩეს რომ მერე დაგჭირდეს! – მითხრა დედამ და შუბლზე მაკოცა – კაი! – ვუთხარი მე – ლილე ყელზე როომ კულონი გიკეთია საიდაან? – მკითხა გიომ. – სუვენირების მაღაზიაში წავაწყდი და მომეწონა! – ასე მალე როგორ მოვიფიქრე ტყუილი ვერც მე მივხვდი მაგრამ ხომ მოვიფიქრე. – ლამაზია! – თქვა და ჭამა განაგრძო – გიო შენ შენი მანქანით წამოხვაალ დღეს? – ჰკითხა მამამ – კი აბაა! – თავი არც აუწევია – წავალ მე ჩავილაგებ! – ვთქვი და სუფრიდან წამოვდექი. ჩემს ოთახში შევედი თუარა სააბაზანოს მივაშურე, წყალი გადავივლე და ჩავიცვი: შავ–თეთრ ზოლებიანი მუხლს ოდნავ აცდენილი სწორი კაბა, ჭაობისფერი "ჟაკეტი" და ნაიკის თეთრი ბოტასები. ოთახში გავედი, გარდერობიდან სამი დიდი ჩემოდანი გამოვიღე და ერთი გავხსენი. ამ სამში ტანსაცმელები ჩავალაგ მაგრამ ბოლომდე არ მეყო, შემდეგ ერთი უზარმაზარ ჩემოდანში ფეხსაცმელები ჩავალაგე, დამატებითი ჩემოდანი დარჩენილი ტანსაცმლისთვის დედამ მომცა. ბოლოს კი ჩემი ოთახიდან რაც კი რამ მჭორდებოდა ყველაფერი ყუთებში ჩავალაგე და ამ ნივთების ჩაწყობაზე კიდევერთხელ გამახსენდა სვანეთში გატარებული ყოველი წამი, დღე, წელი. ყველაფრის ჩალაგებას რომ მოვრჩი უკვე შუადღის ხუთი საათი იყო და ნინოს ხმაც შემომესმა გარედან. მაშინვე გავედი მათთან და გადავწყვიტეთ სეტის პარკში გავსულვიყავით. იქ ერთობოდნენ დანარჩენები უვე საღამოს 8 საათი იყო. მე ვუთხარი დანარჩენებს რომ ცალკე მინდოდა გასეირნება და წასასვლელად ავდექი. გზაში ჩუმად მივდიოდი და თავლებიდან ცრემლები მცვიოდა. სახლისკენ ავედი. ნივანორი თავლიდან გამოვიყვანე და ახლა დავაკვირდი როგორი ნაღვლიანი მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა მასაც ისევე როგორც მე, მართალია ლურჯი თვალები მქონდა მაგრამ მეც ნაღვლიანი. ნივანორი უკვე ჩემი არამარტო მეგობარი არამედ ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ნივანოსრ შევაჯექი და ტყის ბილიკს გავუყევი, თვალწინ დამიდგა ჩემი და ნინოს ბავშვობა. როგორ მივდიოდით ამ გზაზე ხელჩაკიდებულლები და თავზე ჩვენი აბურდულად, ყვავილებისგან დაწნილი გვირგვინები გვეხურა. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და თავიდან ავტირდი. როგორ შემეძლო ამ ყველაფრის მიტოვება, მე ხომ სვანეთის იქეთ არ გავსულვარ. ვტიროდი.... მწარედ ვტიროდი ისე როგორც ჩემი მოგონებები ტიროდნენ... ჩემს საყვარელ ადგილას მივედი, ნივანორი ხეზე მივაბი და მის გვერდით ჩამოვჯექი, ფეხები სახესთან მოვიკეცე და ხელები მუხლებზე შემოვიწყვე, თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავტირდი. ცოტახანში ცრემლები გამომელია და აღარ ვტიროდი. უბრალოდ ჩუმად ვიყავი და პირდაპირ ვიყურებოდი, თვალებს არ ვახამხამებდი. ალბათ დილამდე ამ მდგომარეობაში ვიქნებოდი დაახლოებით ღამის თერთმეტი საათისთვის ლაშა რომ არ მოსულიყო. – ლილე ამ სიბნელეში რას აკეთებ? – ცხენიდან მაშინვე ჩამოხტა და ჩემთან მოვიდა. – წამო, უნდა წავიდეთ მალე! – მითხრა და წამოდგომაში დამეხმარა. მე ისევ ისეთი გამომეტყველება მქონდა. ნივანორს ჩემით შევაჯექი და ლაშას მივყევი. მალე ჩემს სახლში ვიყავით. – ლილე შვილო ჩამოდი! ნივანორი სატვირთოში უნდა შევსვათ! – როგორცკი ეზოში შევედით მამამ მაშინვე მიმანიშნა. მეც უხმოდ ჩამოვედი და ნივანორი სატვირთომდე მივიყვანე სადაც გიოს წითელი ცხენი და მამას თეთრი ცხენი უკვე შიგ იყვნენ. ნივანორს ვაკოცე, მერე ხელი გადავუსვი ფაფარზე და შევუშვი სატვირთოში. – ლილე შვილო გამოიცვალე! შენსგარდა ყველა მზადაა! – მითხრა უკვე სამგზავროდ გამოწყობილმა დედამ. მართლაც ყველა მზად იყო ჩემს მეტი. ნინო ძალიან მოწყენილი იყო, ცოტაც და იტირებდა. – ჩემი ნივთები ჩააწყვეეთ? – ვკითხე უხასიათოდ დედას – კი ლილე ჩავაწყვეთ! მიდი ეხლა და გამოიცვალე, წასასვლელად რაც აარჩიე ის მარტო დავტოვე ოთახში საწოლზე გიდევს! – მითხრა მე მაშინვე შევედი სახლში. ჩემს ოთახს მივაშურე, ძალიან დიდი სიცარიელე ვიგრძენი ოთახში რომ შევედი რაც ძალიან არ მომეწონა. წყალი გადავივლე და ჩავიცვი: სვიტერის ნაჭრის, მუხლს ოდნავ აცდენილი მთლიანი სწორი კაბა და შინდისფერი კედები, წელზე კი ასევე შინდისფერ და თეთრ კლეჩატიანი პერანგი შემოვიხვიე, თმა სასწრაფოდ დავივარცხნე და ჩავიწანი. მოვრჩი თუარა საქმეებს ჩემს ზურგჩანთას ხელი დავავლე სადაც მეწყო: აიპოდი, ყურსასმენები, დღიური რომელსაც სულ ვავსებდი ხოლმე, რამოდენიმე თაბახი, ფანქრები, საშლელი და სვანეთის სურათი რომელიც 3 წლიდან მაქვს, და კიდევ რაღაც უმნიშვნელო ნივთები. გარეთ გავედი. უკვე მანქანაში ჯდებოდა ყველა, გვანცა დეიდა და მართა ბებო კი გვაცილებდნენ, მათ დავემშვიდობე და გიოს მანქანასთან მივედი. მე და გიო ერთად მივდიოდით, დედა და მამა ერთად, ლიკა, ნიკა და ლიზა ერთად, ხოლო ნინო, ლაშა და ლუკა ერთად მიდიოდნენ. მანქანასთან რომ მივედი შევჩერდი და ჯერ ჩემს ტყეს ავხედე შემდეგ კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ბოლოს კი ჩემს კოშკს. სვანეთო! ჩემო სვანეთო! ჩემო კოშკო და ჩემო ტყეო! მე არასდროს შევიცვლები! არასდროს გავხდები სხვა ადამიანი! დავრჩები ის ვინც ახლა, ამ წამს ვარ! დავრჩები მუდამ სვანი და სვანეთის პატრიოტი! მე მუდამ სვანეთის მთის შვილი მერქმევა! მე მუდამ სვანი ვიყავი! ვარ! და ვიქნები! მე არასდროს შევიცვლები! მე მუდამ ტყის მონადირე ვიქნები! მე მუდამ "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" ვიქნები! – ვფიქრობდი ჩემთვის და ცას შევყურებდი – ლილე დროზე ყველა შენ გიცდის! – გავიგე გიოს ხმა. თავი ვეღარ შევიკავე და მწარედ ავტირდი, ისე როგორცარასდროს, უკვე ძლივს ვსუნთქავდი. – ჩემი სვანეთი როგორ დავტოვო! როგორ დავტოვო! არ შემიძლია! მე სვანი ვარ! – ესღა ამომხდა. მაშინვე ყველა გადმოცვივდა მანქანებიდან და ჩემ შემხედვალე ნინოსაც აუტყდა ტირილი. ლაშა მაშინვე მოვიდა ჩემთან და მაგრად ჩამეხუტა. გიოსაც გადმოუარდა ცრემლები. – ლაშა! ვერ შევძლებ იქ ცხოვრებას! – ამოვიტირე მის მკერდზე – ყველაფერს შეძლებ ლილე! – მითხრა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია – ლილე შენ შეუძლებელსაც შეძლებ. შენ ხომ ძალიან ძლიერი გოგო ხარ ლილე! შენ სვანი ხარ და სწორედ ამიტომ შეძლებ იმას რასაც სხვა ვერ შეძლებს! შენ "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" ხარ ლილე! შენ თავიდან ფეხებამდე სვანი ხარ! – მითხრა და თავიდან ჩამეხუტა. მას მოვშორდი თუარა მამა შამეხუტა. – ლილე გპირდები ვერც იგრძნობ აქედან რომ წახვედი ისე ხშირად ჩამოგიყვან ხოლმე! ჩემო ანგელოზო! – მამამ თავზე მაკოცა – მამა აქედან მარტო ერთი საათითაც რომ გამიყვანო მაშინაც ცუდად გავხდები! – ისევ ვტიროდი. ჩემს შემდეგ მამამ ნინოს ჩაიკრა გულში ძლიერად და დაამშვიდა. დაახლოებიტ ერთ საათი მოგვინდა მე და ნინოს რომ დავწყნარებულვიყავით. შემდეგ კი ყველა ჩალაგდა მანანაში. სვანეთის ცასდ ბოლოჯერ ავხედე ტავისუფლად. "დავბრუნდები სვანეთო! მე ხომ სვანი ვარ! სვანი მონადირე! სვანი გოგო რომელსაც "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" უწოდეს! მე სვანეთის ტყის მონადირე ვარ! " ვუთხარი ჩემს თავს და გიოს მანქანის უკანა ნაწილში ჩავჯექი სადაც ლაშაც ჩამჯდარიყო ჩემს გამო. მანქანები ერთდროულად დაიძრნენ და დავინახე როგორ გადაგვწერა მართა ბებომ პირჯვარი და თქვა "ღეერბათ სი ლაახეშდ ალიარს" რაც ნიშნავს "ღმერთო შენ დაეხმარე მათ" * * * მანქანა მიდიოდა. ლაშა და გიო რაღაცაზე საუბრობდნენ და იმით ირთობდნენ თავს. მე კი ჩემი ზურგჩანთიდან აიპოდი ამოვიღე, ყურსასმენები მივამაგრე, შემდეგ მე გავიკეთე და მუსიკები ჩავრთე. ყველაზე ხშირად Angus and Julia Stone - Big Jet Plane – ს ვუსმენდი რადგან ჩემი საყვარელი მუსიკაა, ეს მუსიკაც სევდიანია და მინდოდა რომ მთელ ხმაზე მეტირა. თავი ჩამოწეულ ფანჯარაში გამეყო და ვუყურებდი როგორ მივქროდით სვანეთსი გზებზე. მალევე გავცდით მესტიას. თვალებიდან ცრემლები მდინარესავით მდიოდა მაგრამ ვერ ვტიროდი, ყვირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვყვიროდი. მინდოდა გადავმხტარვიყავი ამ მანქანიდან მაგრამ მთლად ასეც არ გავგიჟებულვარ. სახე მთლიანად გამყინებოდა მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, ვუსმენდი მუსიკას და ვუყურებდი როგორ ვტოვებდი ჩემს ტყეს და ჩემს სვანეთს. ვუყურებდი როგორ მთხოვდა ჩემი ტყე "დაბრუნდი" – ო - - - - - - - - - ესეც მეათე! დიდი დიდი მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ და კითხულობთ ამ ისტორიას! ძალიან მიხარია თქვენი თბილი კომენტარები! <3 <3 ძალიან მიყვარხართ ყველა! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.