სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 9)
– ლილე ერთ კვირაში სწავლა იწყება და თბილისში მივდივართ! – გამომიცხადა მამამ ლამის ცუდად გავხდი და გული წამოვიდა. თბილისში ჩემი სვანეთიდან? ვერ შევძლებ – მამა რაა? – მინდოდა ახლიდან მომესმინა და მემედოვნა რომ ახლა რაც გავიგე უბრალოდ მომესმა, მოლოდინში ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან – ლილე უნდა წავიდეთ გესმიის? უნდა ისწავლოთ, ყველა ერთად უნდა წავიდეთ! - მამა ჩამეხუტა – მამა არ მინდა წასვლა, არა! მე აქ მინდა ჩემს სვანეთში, ჩემს ტყეში მინდა მამა! აი უთვალავვჯერ მირჩევნია ჩემი კოშკი იმ ვილას, მამა ვერ გავძლებ არ გესმიის? შენ როგორ გგონა გავძლეებ? არა მამა! მე ამას ვერ გავუძლებ! არ შემიძლია უბრალოდ აქაურობის გარეშე! მე ეს ხალხი მიყვარს მამა! ეს სუფთა ხალხი მიყვარს, ამათმა ბოროტება არ იციან! – უკვე ისტერიკულად ვტიროდი – მისმინე ლილე! – მითხრა მამა, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია, ცრემლები მომაშორა და განაგრძო – ნინოც მოდის თბილისში! შენ ლიკა, ნინო, ლუკა, ნიკა, ლაშა და გიო ერთ უნივერსიტეტში ისწავლით! ნინოსა და გიოს გარეშე აქ დარჩებიი? შენს ოცნებაზე ამბობ უარს? ხომ გინდოდა მხატვარი გამხდარიყავი და გეხატა და გეხატა შენი სვანეთი და სვანები! მერწმუნა მალე მიეჩვევი გესმიის? – თვალებში შემომხედა – სწორედ ამის მეშინია რომ მვეჩვევი! მე არ მინდა იქაურობის მიჩვევა! მე მინდა სულ სვანი ვიყო მამა მინდა ნამდვილი სვანი ვიყო! – ისევ ტირილი დავიწყე – ლილე გპირდები აქ ძალიან ხშირად ჩამოვალთ! შენ აქედან წასვლასაც ვერ იგრძნობ დამიჯერე! ამას გპირდები! ახლა კი ეს ცრემლები მოიშორე და გაიღიმე კარგიი? აბა დამანახე შენი ჯადო ღიმილი.... – მამამ გამიღიმა, მეც ძალით გავუღიმე – ხომ წამოხვალ? ხომ აღარ იტირეებ? – ისევ გამიღიმა, მე მხოლოდ თავი დავუქნიე და ცრემლები შევიმშრალე, მამამ ლოყაზე მაგრად მაკოცა და სკამიდან წამოდგა. – შეჭამ რამეს ლილეე? – მკითხა დედამ რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებდა – არ მშია! – განვუცხადე და ჩემი ოთახისკენ წავედი. ლურჯი oll star - ის კედები ამოვიცვი და გასასვლელი კარებისკენ წავედი. გარეთ გავედი. მინდოდა ლაშაც გამოსულიყო მაგრამ დაძახება ვერ გავბედე, ტელეფონი კი არ მქონდა და არც მინდოდა. ჩემი ცხენისკენ წავედი რომლის სახელადაც უკვე შერჩეული მქონდა. მას "ნივანორი" დავარქვი, არვიცი რატომ მაგრამ თავში მომივიდა ეს აზრი და მეც დავარქვი სადგომიდან ფერებ–ფერებით გამოვიყვანე და თან ცრემლები მდიოდა. თითქოს რაღაცას მიხვდა ნივანორიც მოწყენილი იყო. ზედ შევაჯექი და ტყისკენ გავწიე. ტირილიტ მივუყვებოდი ტყისკენ მიმავალ ბილიკს, ვიცოდი ამ სილამაზეს უნდა დავმშვიდობებულვიყავი მაგრამ არ ვიცი როგორ, როგორ უნდა წავსულვიყავი აქედან ეს ხომ ჩემი ნაწილია, სვანეთი და ტყე ჩემი ნაწილია, როგორ წავიდე თბილისში ჩემი ნაწილის გარეშე. ტყეში შევედი და იქაურობის თვალიერება ისე დავიწყე თითქოს პირველად ვყოფილვიყავი იქ, არადა უკვე 13 წელია აქ ვიპოვე ჩემი სახლი. ჩემს საყვარელ ადგილას ვიჯექი როცა უკნიდან რაღაც ხმა მომესმა. უკან შევტრიალდი და ლაშა ცხენით დავინახე. – ვიცოდი აქ რომ იქნებოდი! – გაიღიმა, ცხენი იქვე ნივანორის გვერდით დააბა, შემდეგ კი გვერდით მომიჯდა, მე ცრემლები მაშინვე მოვიწმინდე. – ტიროდიი? – გამომხედა ლაშამ – ლაშა... – ტირილიტ გავხედე – ლილე რა მოხდა? – მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა – თქვენთან ერთად მეც მოვდივარ თბილისში იქ უნდა ვისწავლო! – ვუთხარი და დაუფიქრებლად მოვხვიე კისერზე ხელები – აა! ეგ ვიცი! – ცოტა დაიბნა მაგრამ ბოლოს თვითონაც მომხვია წელზე ხელები – არ შემიძლია ხომ იცი? ვერ გავძლებ იქ ხომ იცი შენ მაინც? – ვტიროდი მის მხარზე. – ვიცი! – მითხრა და ხელები უფრო მაგრად მომხვია. ბოლოს მოვშორდი – მიეჩვევი მართლა! ალბათ თავიდან გაგიჭირდება მაგრამ ნელ–ნელა მიეჩვევი დამიჯერე! – მითხრა მან – არ მინდა იქ! – ცრემლები მოვიშორე – მე რაღაც მოგიტანე! – მითხრა ლაშამ და მუშტით რაღაც გამომიწონდა, მაგრამ ვერ ვხედავდი რა ეჭირა – რაარიიის? – დაინტერესებულმა დავხედე ხელზე – "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" დავარქვი – მითხრა. ამის გაგონებაზე მთელ ტანში გამაჟრჟოლა. ლაშამ ხელი გაშალა და მის ხელში ძალიან ლამაზი კულონი დავინახე. – ეს.... – სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს – ესე შენ დაგარქვი, შენ ხარ "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" – მითხრა ღიმილით – მე მისი ხელიდან კულონი ავიღე. ძალიან ლამაზად იყო გამოკვეთილი მთები, მთებში ტყე და ცენტრში ლამაზი, კოშკზე შემდგარი ფრთებიანი გოგონა იდგა რომელსაც დიდი ნაწნავი წინ გადმოეგდო და თავი დაბლა ჩაეხარა. – ლაშა რალამაზია! – ესღა ამომხდა – შენია ლილე! შენ ხარ "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" – მითხრა მშვიდად. მე ლაშას ისევ მაგრად მოვეხვიე და მოხვევის მომენტში შევამჩნიე რომ კულონს უკნიდან ეწერა "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" ლაშაც მომეხვია. მე მას ლოყაზე ვაკოცე და მოვშორდი. არვიცი ეს რამ გამაკეთებინა მაგრამ არ მინანია რადგან ლაშამ ისეთი რამ მაჩუკა მადლიერებას ვერაფრით ვერ გადავუხდიდი. – ლაშა არ ვიცი რა გითხრა მართლა! – ვუთხარი ისე რომ კულონისთვის თვალი არ მომიშორებია – არაფერი არ მითხრა! – მითხრა მან – საიდან მოიტანე? – დამაინტერესა – მეგავაკეთე! – მითხრა ღიმილით – მართლა ძალიან ლამაზია ძააან დიდი მადლობა! – ცრემლი წამომივიდა – ოღონდ არ იტირო! –გამაფრთხილა – კაი! – ის ცრემლი უცეფ მოვიშორე – გპირდები არასდროს მოვიხსნი, სულ მეკეთება! – ღიმილით ვუთხარი და კულონი ყელზე მოვირგე – გიხდება! – გამიღიმა – ძალიან ლამაზია! – ვუთხარი და ყელზე დავიხედე – იმედია კარგ ხასიათზე დადექი....– – სიცილით თქვა. მე თავი დავუქნიე. – გავისეირნოოთ? – შემომთავაზა – კი! – მეც დავთანხმდი და ფეხზე წამოვდექი. ცხენებს შევაჯექით და თავი ცხენებით ჯირითით გავირთეთ. * * * – დავიღალე! – მითხრა ორი საათის შემდეგ გაოფლილფმა ლაშამ – ჰოო მეც! – არანაკლები ვიყავი მე – დავბრუნდეეთ? – მკითხა – ხოო! ცოტა დაისვენე და მერე ჩემს კოშკზე ამოდი ჩემთანერთად თუ გინდა! – შევთავაზე – კაი! – დამთანხმდა და სახლისკენ წავედით * * * ლაშას ცხენი და ნივანორი სადგომებში შევიყვანეთ. შემდეგ ლაშა წავიდა და მეც სახლში შევედი. ჩემს ოთახში შევედი და მაშინვე სააბაზანოს მივაშურე ცხელი შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, ჩავიწენი და ჩავიცვი: თეთრი–მოკრემისფრო, მუხლს ოდნავ აცდენილი სარაფანი. შემდეგ კი მთლიანად გათიშული საწოლზე დავეგდე და მაშინვე ჩამეძინა. დაახლოებიტ ორ საათში ნაცნობმა ხმამ გამაღვიძა. თვალები გავახილე და ფანჯარაზე მოკალათებული ლაშა დავინახე რომელიც მე დამყურებდა. – ვაა! – ესღა ვთქვი და ისევ ჩავყავი თავი ბალიშში – ადე ადეე! ხო მითხარი კოშკზე ავალთო! – მხარზე შემანჯღრია ლაშამ – უიი ხოო! – მაშინვე წამოვხტი, კარადა გამოვაღე, შაბიამნისფერი ALL STAR - ის კედები გამოვიღე და ფეხებზე ამოვიცვი, შემდეგ კი ლაშას ფანჯარიდან გავყევი. – ფანჯრიდან რატო გადმოვძვერით არ ვიცი მაგრამ ჩემს კოშკს ასასვლელი წინიდაანააქ! – ვუთხარი ლაშას – შენი ოთახის კარებიდან თუ გავიდოდით როგორ გაიგებდა დედაშენი იმ ამბავს რომ სახლში არ შევსულვარ და ისე გამოვედი? – მშვიდად მკითხა ლაშამ – უი ჰოო! კიდე ფანჯრიდან შემოხვედი ხოო? – ახლა მართლა ბავშვური დაჭყანვით გავუღიმე – ადი შენ პირველი! – სიცილით მითხრა ლაშამ და კოშკის კიბეზე მანიშნა – კაი! – სახე დავასერიოზულე და კოშკზე ასვლა დავიწყე. კოშკის სახურავზე ისე ავედი არც დავკვირვებულვარ ლაშა მომყვებოდა თუარა უკან. მაგრამ მალევე ქოშინით ამოვიდა სახურავზე. – აუჰ! ძაან დავიღალე დედასვფიცავარ! – დაღლილობისაგან სახე დამანჭა და სახურავზე ისიც ჩემნაირად ფეხზე დადგა – ვაააააუ! – ესღა ამოხდა ამ სილამაზისგან – რა მაგარი ყოფილა! – თვალებგაფართოებული ათვალიერებდა იქაურობას – აბა რას გიხსნიდი მთელი ერთი საათი წინაზე! – ღიმილით ვუხარი და ამაყად გადავხედე ამ ულამაზეს ხედს და კიდევერთხელ დამეუფლა სიამაყის დიდი გრძნობა. – აქაურობას თუ მიეჩვევი გაგიჭირდება აქედან წასვლა! – გამომხედა – მიჭირს! – ვთქვი და სახურავზე ფეხებმოკეცილი დავჯექი – თან ძალიან! – დავამატე. ლაშაც ჩემს გვერდით ზუსტად ჩემნაირად დაჯდა. სიმაღლეზე ვიყავით ამიტომ ქარი სასიამოვნოდ ქროდა და სახეზე დიდი სიამოვნებას ვგრძნობდი. მიყვარს ჩემს კოშკზე ყოფნა. აქ და ჩემს ტყეში შემიძლია საათობით ვიჯდე და უბრალოდ ამ სილამაზით ვტკბებოდე. – ლილე რა ფერი გიყვარს? დამავიწყდა.... – მკითხა მოულოდნელად – ლურჯი! – გავხედე და ჩემი ნაწნავიდან გამოყოფილი თმის ნაწილი პირდაპირ სახეზე შემომეტყეპა, მე სიცილი დავიწყე და თმა უკან გადავიწიე, ლაშასაც გაეცინა. – აა ჰოო! მეც! – თითქოს აქამდე არ ეთქვას – ვიცი მითხარი უკვე! – ღიმილით გავხედე – არ მახსოვდა! – ჩაილპარაგა. უკვე საღამოს რვა საათი იყო და მზეც ჩადიოდა, ძალიან ლამაზი იყო. მე სახურავზე სახით – ცისკენ დავწექი და უღრუბლო ცას დავაშტერდი. ამის გაკეთების შესაძლებლობა დიდხანს არ მექნება ამიტომ გადავწყვიტე ეხლა დავკავებულვიყავი ამით, სვანეთის ცის ყურება არასდროს მომბეზრდება. ლაშაც ჩემს გვერდით გადაწვა, ხელები კი თავქვეშ ამოიდო და ისიც დააშტერდა ცას. ცაზე თავიდან მხოლოდ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდა, შემდეგ ორი, შემდეგ ხუთი, ათი და ცა მთლიანად ვარსკვლავებით გადაიჭედა, თითქოს ცა ბრწყინდებოდა და ბედნიერდებოდა, თითქოს მასში სიხარული უფრო და უფრო იმატებდა, უფრო და უფრო მდიდრდებოდა და ლამაზდებოდა, ყველა ვარსკვლავი გამორჩეულად.... განსხვავებულად ანათებდა, თითქოს ყველას რაღაც უხარია მაგრამ სხვადასხვა რაღაც.... თითქოს ტყუპები არიან მაგრამ ძალიან განსხვავებულები, ამას სვანები ხვდებიან. ვარსკვლავებს უხაროდათ მაგრამ მთვარე არ ჩანდა, და აი მთვარეც გამოჩნდა, დიდი მრგვალი მთვარე და ვარსკვლავებიც თითქოს უფრო აბრჭყვიალდნენ. ძალიან სასიამოვნოა როდესაც ამ ყველაფერს შენი თვალით უყურებ, თან სვანეთში და სვანური კოშკიდან. ეს ყველაფერი ისეთ შეგრძნებას გიტოვებს თითქოს ცერებზე აიწევი და მისწვდები პატარა ვარსკვლავებს რომლებიც სინამდვიეში ძალიან დიდია, კოშკიდან ყველაფერი ესე მოჩანს, აიწევი ცერებზე და მზეს და მთვარეს მოკიდებ ხელს, ეს ისეთი სასიამოვნოა.... ამასთ განშორება კი არ მინდა, აქ მინდა, ჩემს სვანეთში! – დღეს აქ დავრჩეეთ! – გამომაფხიზლა ფიქრებიდან ლაშას ხმამ და ცრემლებიც ისე წამომსვლია თვალებიდან ვერ შევამჩნიე, მააშინვე მოვიშორე სახიდან ცრემლები და ლაშას გავხედე. – მე პრობლემა არ მაქ. – ამის შემდეგ ხმა არავის ამოგვიღია, ლაშას ტელეფონი ძალიან ბევრს წიკწიკებდა მაგრამ ბოლოს გამორთო ლაშამ და სრული სიჩუმე გამეფდა. დიდი ხანი ვუყურებდით ცას ჩუმად და ვერც სიცივეს ვგრძნობდით და არც გვეძინებოდა. ვუყურებდი როგორ გაქრა მთვარე ციდან, ნელნელა ვარსკვლავებიც ქრებოდნენ მაგრამ მე არ მეძინებოდა, თითქოს ცა ისევ იწყენდა მაგრამ უცეფ მზის სხივები მისწვდა ლამაზ, მწვანედ შეფერადებულ მთებს და თითქოს ცა ისევ თავიდან მხიარულდებოდა მზესთან ერთად. მზის საოცარ ამოსვლას შევხედეთ და გადავწყვიტეთ დავბრუნებულვიყავით სახლებში. კოშკიდან ჩავედით და ლაშა სახლში წავიდა. მეც შევედი სახლში თუარა მაშინვე დედა მომვარდა აცრემლებული თვალებით – ლილე სად იყავი გოგო? იცი როგორ ვინერვიულეე? – ატირდა დედა – აუ ბოდიში დეე კოშკზე ვიყავი და ცის ყურებაში გავერთე! – ვუთხარი დედას და ჩავეხუტე – კაი! ახლა გაპატიებ მაგრამ ხანდახა გამაფრთხილე ხოლმე! – დედამ ცრემლები მოიწმინდა – კაი! – ძალით გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე – ლილე სად იყავიი? – ახლა მამა გამოვარდა მისაღებიდან – კოშკზე მა! – მოკლედ ვუპასუხე – რა გინდოდა გოგო კოშკზე? – გაბრაზებული იყო – მამა რაღაც დღეებში თბილისში მივდივართ და ასეთი ადვილი გგონია ამის შეგუება ჩემთვიის? მამა მიჭირს და ეცადე გამოგო, სასტიკად არ მინდა აქედან წასვლა! ამას სიკვდილიც კი მირჩევნია რომ ჩემს სვანეთს მოვშორდე მაგრამ ასე მომიწევს და დრო მომეცით შესაგუებლად! – ცრემლები წამომივიდა – არარის ჩემთვის ადვილი წავიდე იმ ადგილიდან სადაც დავიბადე და სადაც დღემდე ვცხოვრობ და ისე მიყვარს როგორც არაფერი! – ვტიროდი – ლილე გპირდები ყოვლ შაბათ–კვირას თუარა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოგიყვან აქ. – მითხრა მამამ და ჩამეხუტა. დიდი ხანი მეხუტებოდა და მეც გული რომ დავიმშვიდე ჩემს ოთახში შევედი, და შხაპი მივიღე, შემდეგ ჩავიცვი: თეთრი ბრეტელიანი მაისური, ჯინსის შორტი და ჭრელყვავილებიანი ნაიკის ბოტასები, თმა გავიმშრალე და ჩავიწენი. ჩემს ოთახში გავედი, საწოლზე წამოვწექი მაგრამ ისევ არ მეძინებოდა, თვალებიდან ცრემლები მდიოდა, არ მინდოდა აქედან წასვლა. ამ დროს კარზე კაკუნი მომესმა, შემდეგ კი კარებიდან დედა შემოვიდა. – ლილე არაფერს არ შეჭააამ? – მკითხა. მე საწოლზე წამოვჯექი და თავი გავაქნიე უარის ნიშნად. – ლიილე დეე... – დაიწყო მან, შემოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა – ვიცი გიჭირს აქედან წასვლა მაგრამ რა ვქნათ სწავლა ხომ გინდაათ? გიოც შენსავითაა.... არც მას უნდა აქედან წასვლა და რამდენიხანია ან სახლში არაა ან სულ თავის ოთახშია. მამა ხომ დაგპირდა აქ ძალიან ხშირად ჩამოვალთ. ზეგ უკვე მივდივართ და დაიწყე შენი ნივთების ჩალაგება! – მითხრა დედამ, ლოყაზე მაკოცა და გავიდა. – ზეგ! – გავიმეორე და ცრემლები წამომივიდა. არ მინდა ზეგ არა! აბა ერთი კვირაოო! ერთ კვირას რატომ არ დამაცალეს აქ ყოფნა რა უნდათ ჩემგან? მაშინვე გავვარდი ჩემი ოთახიდან და ნინოსთან გავედი. დავუძახე და ისიც გამოვიდა, არც ის იყო კარგ ხასიათზე. – ნინო ზეგ მივდივართ! – ტირილით ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე. მასაც წამოუვიდა ცრემლები – ხოო! დღეს მითხრა დათო ბიძიამ რომ ზეგ ღამით მივდივართ! – ამოიტირა – წამო ჩვენს ლინიში წავიდეთ! – შევთავაზე და "ლინიში" ბეთქილში ერთერთ ჩვენ ხე ვიგულისხმე, ესე ჩვენ შევარქვით, ჩვენი სახელების ნაზავია. – კაი ოღონ ლიკაც წავიყვანოთ რაა! – მითხრა – ხო! ხო! გამოიყვანე! – ცრემლებისმოწმენდით ვუთხარი. ნინოც შევიდა ცოტახანში ნინო ლიკასთან ერთად გამოვიდა. – ვიცი რომ გიჭრს! – მითხრა ლიკამ და ჩამეხუტა – მადლობა ლიკა! – ვუთხარი და მეც მოვეხვიე – ჯერ ბიბლიოთეკაში რაა! – თქვა ნინომ – ხოო აბა! – გავიღიმე და ბიბლიოთეკისკენ დავიწყეთ სვლა – მოდი ბიბლიოთეკამდე ვინც გაასწრებს! – წამოვაყრანტალე – როდის გაიზრდებიი? – ნინოს გაეცინა – მიდიიით რა მაგარია! – ვცდილობდი გავმხიარულებულვიყავით – კაი ვითამაშოთ! – თქვა ლიკამ და მე გამისწორდა – არ მაქვს პრობლემა! – ნინოც გაგვისწორდა – ერთიი... ორი.... დაა.... სამი! – დავიყვირე და მაშინვე მოვწყდი იქაურობას. ჯერ სამივე თანაბრად მივრბოდით მაგრამ ლიკა ცოტახანში ჩამოგვრჩა, ტყიურებმა გზა გავაგრძელეთ, ცოტახანში ნინოც ჩამოვიტონე და ბიბლიოთეკამდეც მივედი და უკვე კარგი სიჩქარით მორბენალმა ძლივს დავატურმუზე ბიბლიოთეკის კართან. ლიკა და ნინო რომ წამომეწივნენ ბიბლიოთეკაში ერთად ავირბინეთ. იქ კი როგორც ყოველთვის ორი ბიბლიოთეკარი დაგვხვდა, ერთი წიგნებს აფორმებდა, მეორე კი გვაძლევდა ხოლმე. დავაკაკუნეთ და შევედით – გამარჯობა ჩემო ლამაზო გოგოებოოო! – გვითხრა მათგან ერთერთმა – გამარჯობათ! – ღიმილით ვუთხარით ერთად – ლილე! ნინო! როგორახართ? – გვკითხა მეორემ – ამ ლამაზ გოგონას ვერ ვცნობ! – მიგვანიშნა ლიკაზე – ეს ჩამოსულია, აქაური არაა! ლიკა ქვია! – განუმარტა ნინომ – ძალიან კარგი! რას წაიღებთ აბა დაძებნეთ! – თბილად გვითხრა ბიბლიოთეკარმა მე გავიტანე ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქები" ნინომ გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი" ხოლო ლიკამ ჯეიმს დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" ამის შემდეგ კი ჩვენს საყვარელ ადგილას ავედით სადაც ხალხი არასდროს დადიოდა ამიტომ ეს ტერიტორია ჩვენს განკარგულებაში იყო. ამ ადგილას ძალიან კარგად ისმოდა მდინარის ხმა და ფონს გვიქმნიდა წიგნის კითხვის დროს. დაახლოებით 4 საათი ვერთობოდით ლინიში. წიგნებიც იქ ჩავათავეთ და შემდეგ ბიბლიოთეკისკენ გავეშურეტ წიგნების დასაბრუნებლად. წიგნებიც დავუბრუნეთ და სახლისკენ გავწიეთ. უკვე საღამოს 9 საათი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.