სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 12)
– ლაშა მეც მიყვარხარ! – ვუთხარი და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა – ლილე მართლა გეკითხები კარგად ხააარ? – ლაშა სახურავზე წამოჯდა – ძალიან კარგად ვარ ლაშა! თუ არ ჩავთვლით იმას რომ სვანეთში მინდა ვიყო და ამას იქ გეუბნებოდე! – ვუთხარი და მეც წამოვჯექი – ვაიმე! – უემოციოდ თქვა მან და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი ნერვიულად დაიწყო სიარული. მეც წამოვდექი ფეხზე. ლაშა დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით ჩემგად ზურგით იდგა. – "სვანეთის ტყის ბნელო ანგელოზო" მიყვარხარ! – ისე უცეფ შემოტრიალდა და ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა რომ ვერაფერის გააზრება მოვასწარი ხელები წელზე მომხვია და ჰაერში ამიტაცა. მეც კისერზ მაგრად მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე, ფეხები კი მაკაკასავით მოვხვიე წელზე. – მეც "რასშვრები სახლში როგორ ხარ" ლილე! – სიცილით მითხრა ისე რომ არ დავუსვივარ და მაბზრიალებდა – მეც ლაშა! – მაგრად ჩავეხუტე – კაი დამსვი! – ვუთხარი როცა თვითონ ისევ ვერ მოეფიქრებინა გაჩერება. მანაც დამსვა და თავიდან ჩამეხუტა, მე მის საქციელზე გამეცინა. – ჯობია ჩავიდეთ! – ხელები კაპიშოუნის ჯიბეებში ჩავიწყვე – როგორც გინდა! – გამიღმა და გამატარა. მე ჯერ ჩემს აივანზე ჩავხტი, ლაშაც მალე ჩამოხტა. ჩემი ოთახიდან ჩუმად გავედით და კიბეებს დავუყევით. ჩემი და ლაშას სახლის საერთო კედელთან ისე მივედით დაცვას არ დავუნახივართ. – კარგად ანგელოზოო! – მითხრა ლაშამ, ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და კედლის მეორე მხარეს გადაძვრა – რამე ხომ არ გჭირდებათ ქალბატონო ლილე? – თავზე ერთი ჯეჯგვი დაცვა დამადგა, გული კინაღამ გამისკდა – ააა.... არა არაფერი უბრალოდ ეზოში ვსეირნობდი! – უცეფ დავიბენი – და კიდე ქალბატონო არა რაა.... უბრალოდ ლილე! – შევუსწორე – როგორც გნებავთ.... გნებავს! – შეასწორა, და ღიმილით დამტოვა. ღრმად ამოვისუნთქე შვებისგან. ილოს ვერსად ვხედავდი, ალბათ მისი მორიგეობის საათები ამოიწურა. მოახლეების სართულზე შევედი, საშინლად მწყუროდა, არც მანდ იყო ვინმე. მაცივარი გამოვაღე და ანანასის ფანტა გამოვიღე შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი. ტანზე წყალი გადავივლე, ხელპირი დავიბანე და თმა დავივარცხნე შემდეგ კი საწოლში შევწექი. შუქი ჩავაქრე და ვარსკვლავებს დავაკვირდი.ისეთ შეგრძნებას მიტოვებდნენ რომ ცოტაც და ჩამოცვივდებოდნენ, მაგრამ ეს გრძნობა ძალიან სასიამოვნო იყო. თან იმაზე ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუარა ლაშას სიმართლე რომ ვუთხარი. მაგრამ ბოლოს იქამდე მივედი რომ სწორად მოვიქეცი ამის გაკეთებით. დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამეძინა. დილიტ ჩემს ოტახში მამას ხმა მაღვიძებს. – ლილეეე! – ფრთხილად მისვამდე ზურგზე ხელს – ლილე – და მეც ძლივს გავახილე თვალები – ლილე მამა! მე, ლიდა და გიორგი რაღაც საქმეებზე მივდივართ და შენ სახლში უნდა დარჩე, თუ რამე მოგინდა ხომ იცი ყველა მოახლე შენს ხელშია! – მითხრა და გამიღიმა – აააააააააჰამ! – დავეთანხმე. მამამ თავზე მაკოცა და ოტახიდან გავიდა. საათს დაწვრილებული თვალებით შევხედე ტუმბოზე. უკვე დილის 11 იყო. კარგად ჩამძინებია. რატომღაც ცუდ ხასიათზე დავდექი მაგრამ ფეხზე მაინც წამოვდექი და სააბაზანოში გავედი. ხელ–პირი დავიბანე და გარდერობში ფეხებისთრევით გავედი. გამოსაცვლელები ავარჩიე და ჩავიცვი: თეთრი მოკლე და გაშვებული სარაფანი, ნაცრისფერი "ჟაკეტი" და ALL STAR - ის ტეთრი კედები. თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე. ლაშას ნაჩუქარი კულონი შევიმოწმე მეკეთა თუარა და რომ დავინახე თავის ადგილზე იყო გამიხარდა. როგორც ოველთვის ასეთ რაღააცეებს სწრაფად ვკარგავ ხოლმე. ოთახში გავედი და ჩემი საწოლი დავალაგე, მოახლეების შეწუხება არ მინდოდა და იმიტომ. შმდეგ კი ისევ საწოლზე წამოვწექი. როგორ მომენატრა სვანეთი. აქ ისე ვგრძნობ თავს როგორც თევზი ხმელეთზე. ზეგ უკვე უნივერსიტეტის პირველი დღეა ჩემთვის და ნინოსთვის. ლაშა ლუკა და ნიკა მესამე კურსელები არიან, ლიკა კი მეორე კურსელია, ლიზაც მისი კურსელია. ყველა ხელოვნებათ მცოდნეობის უნივერსიტეტში დადიან. ამ დროს კარი ლაშამ შემოაღო. –= მომენატრე უკვე და მოვედი! – მითხრა, გვერდით მომიწვა და ყელზე მაკოცა – ლაშააა! – გამიხარდა მისი დანახვა – წამო რაა! აუზში ჩავიდეთ! დაბლა არიან სასტავი და უკვე იციან ჩვენზე. მიდი გამოიცვალე და ჩავდივართ – აუ! არ ჩავალ მე წყალში ცურვა არ ვიცი და! – დავიწუწუნე – მითუმეტეს თუ ცურვა არ იცი უნდა გასწავლო! – მითხრა და ისევ მაკოცა – ლაშა მრცხვენია! – აწითლებულმა გავხედე – ახლა გცეეემ! – დამიბღვირა – რა გრცხვენია გოგო გაგიჟდიი? ქვემოთ ჩაიხედე, ნინო და ლიკა ნახევრად შიშვლები არიან მაგრამ არ სრცხვენიათ! – შემომიბღვირა – ლაშა ისინი სხვები არიან! შენ არ მითხარიი "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" ხაროოო? – გავხედე – კი მაგრამ საჭირო არააა მონაზონივით იარო. ადე! ადე! ახლა! – თქვა და საწოლიდან ძალით ამაგდო. – კაი ჰოო! – ვუთხარი და დავუბძღვირე – შედი, შედი! – ხელით მანიშნა შევსულვიყავი გარდერობში და მეც შევედი. თეთრი საცურაოები ავარჩიე და ჩავიცვი. ზედა საცურაო ტოპი მაისურივით იყო ამიტომ უბრალოდ თეთრი შორტი ამოვიცვი, თმა კოსად ავიკარი და ლაშასთან გავედი. – ვუუუუუჰუუუ! რა შეყვარებული მყავს... – ამათვალიერა ლაშამ, მთლიანად გავწითლდი – კაი წავედით! – სავარძლიდან წამოდგა და ჩემთან მოვიდა – გინდა სანამ ჩავალთ დაჭერობანა ვითამაშოთ? – გაბრწყინებული სახით ვუთხარი – კაი მგელი შენ ხარ! – მითხრა და გაიქცა. მე მთელი ძალით მივდევდი. კიბეზე ადვილად შემეძლო დავხტომოდი თავზე, არც დამიყოვნებია, მასზე ზევით ვიდექი და თავზე გადავაფრინდი და ზურგზე შემოვაჯექი მაიმუნივით, უკვე მესამე სართულზე ვიყავით. – აეეეეე! ქაჯ! – მიყვიროდა ლაშა მაგრამ მე სიცილით ვსკდებოდი – დაგიჭირე! – ვუთხარი და გავანთავისუფლე – ახლა შენ ხარ მგელი! – დავუყვურე და კიბეებზე დავექანე, უკან გამომეკიდა და მაშინვე მისაღებში შევვარდი. – ვერ დამიჭერ! – ენა გამოვუყავი და დი მაგიდას ავეფარე – დაგიჭერ! – მითხრა და მარჯვნიდან მოუარა მაგრამ მე გავიქეცი და გარეთ გავვარდი, ხიდიდან მოახლეების სართულზე ჩავვარდი და შიგნით შევირბინე. – ლელა დედიდააა! – დავიყვირე და სამზარეულოსკენ გავიქეცი – დამმალეთ რააა! – ვუთხარი და ბარს ავეფარე უკან, ლელა დედიდა ჩემს წინ იდგა. – რაიყო შვილო? – სიცილით დამხედა ლელა დეიდამ – ლაშა მომდევს! – წავიჩურჩულე – პატარა ფერია! – თქვა მან და გაიცინა – ლელა დეიდა ლილე აქ ხომ არ შემოსულააა? – მომესმა ლაშას დაღლილი ხმა. ლელა დეიდამ ჩამომხედა. მე თავი გავუქნიე უარყოფის ნიშნად. – არა! ვერ პოულოობ? რამე ხომ არ მოუვიდააა? – ნამდვილი მსახიობივით აღელვდა ლელა დეიდა – არა! არა! მე მემალება! კაი გავალ მე! – თქვა ლაშამ და გავიდა – გავიდა! – ჩამომხედა ლელა დეიდამ – უუუუფ! მადლობა! – შვებისგან ამოვისუნთქე და ლელა დეიდას ჩავეხუტე – პატარა ფერია ხარ! – ისიც ჩამეხუტა, შემდეგ კი მე მე გარეთ გავიქეცი. დავინახე ლაშა ომ აუზს გაჰყურებდა, დანარჩენებს თითის ტუჩთან მიტანით ვანიშნე რომ ხმა არ ამოეღოთ და ისინიც გაჩუმდნენ. ლაშას უკნიდან მივეპარე და წელზე თითებით წამიერად ვატაკე. – აეეეუუუუუ! – დაიყვირა და ჩემსკენ გაბრაზებული შემოტრიალდა – ახლა აქედან გისვრი! – მითხრა გაბრაზებულმა როდესაც დამინახა რომ სიცილისგან მუცელი მტკიოდა. – მან წელზე ჩამავლო ხელები და აუზში ჩაგდება დამიპირა მაგრამ ხელი მაგრად ჩავავლე და ჩემთანერთად ჩამოვარდა წყალში. – ქაჯანა! – სიცილით მითხრა უკვე კარგად დასველებულს – ლაშააა.... – ტრილი დავიწყე – ღმერთი დიდებულო! ახლა რა გატირებს! – თვალები გადაატრიალა – რადა ტანსაცმლით ჩამაგდე შე დებილო! – ვუთხარი და ტირილი განვაგრძე – ვაიმე შორტის მეტი რა გაცვია ისეთი რაც არ დაგისველდებოდა შტერო? – მითხრა და დამცინა – კედებიიი! და ნუ დამცინი! – უფრო დავიწყე ტირილი – აღარ ამოხვააალთ? – დაგვიყვირა ლიკამ – წამო! წამო! – მითხრა ლაშამ და ერთად ავედით აუზიდან. – გილოცავ ლაშას! – გამიღიმა ნინომ – მარა მერვებს მოგიშლის ტირანია! – მითხრა და ლაშას გახედა – მიშლის უკვე! – ვუთხარი და შორტი, კედები გავიხადე და თმა ჩამოვიშალე. ლაშამ რომ შემომხედა თვალები გაუფართოვდა რაზეც ლამის თავიდან ვიტირე. – წამო რა დამეხმარე! ცურვა უნდა მასწავლო! არ გახსოოოვს? – ლაშასთან მივირბინე – კაი! – ისევ მე დამშტერებოდა ბოლოს გამოფხიზლდა და წყალში ჩავედით. ისე სასაცილოდ ვფართხალებდი ხელს რომ მიშვებდა რომ ორივეს გვეცინებოდა. არა ორივეს კიარა ყველა მე დამცინოდა. – დაგტოვებტ ჩვენ საყვარლებოოოო! – გვითხრა ნინომ და გასასვლელისკენ წავიდა. დანარჩენებიც მას მიჰყვნენ – წავიდნენ! – მომიბრუნდა ლაშა. მე აუზის ერთერთ კედელს მივყუდებოდი და ლაშას ვაკვირდებოდი რომელიც ჩემსკენ მოიწევდა – რას აპირეებ? – ვკითხე – ნახავ! – თქვა და ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა, მაგრამ მაშინვე ტუჩებზე ავიფარე ხელები – ეეეი! – ხელები ჩემს მარჯვენა მარცხენა მხრებთან შემოაწყო. – არ გაკოცნინებ! – ვუთხარი და თავი გავაქნიე – რატო? – გაკვირვებულმა მკითხა – უზრდელობაა! პატარა რომ ვიყავი ხელს ვიფარებდი თვალებზე რომ ვხედავდი ტელევიზორში ვიღაცეები რკომ კოცნიდნენ ერთმანეთს! – ვუთტხარი და შეშინებული თვალებით შევხედე – ახლაც ბავშვი ხარ და... დედასგეფიცები პირველად რომ დაგინახავს ვინმე იფიქრებს " რა გოგოა ნახე" – ო მარა რომ გაგიცნობს ისე ვერ იქნება შენთან როგორც სხვა 18 წლის გოგოებთან. ძალიან ბავშვური ხარ. – მითხრა მან – მაგრამ ძალიან მომწონს ეს! – ბოლოს გამიღიმა და ტუჩების ნაცვლად მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა – ჯერ 17–ის ვარ დებილო! – მარტო იმას მივაქციე ყურადღება რომ თქვა: ვინმემ რომ გაგიცნოს ისე ვერ ვერ იქნება შენთან როგრც სხა 18 წლის გოგოებთანო. – ოოოჰ! რამ გაყო! ავიდეთ ჩვენც! – მითხრა და ასვლაში დამეხმარა. შემდეგ კი იქვე მიდებული ლურჯი პირსახოცით ჯერ თმა ავიკარი, ხოლო მეორე, თეთრი პირსახოცი ტანზე შემოვხვიე. – ოთახში ავიდეთ! ვიყინები! – უკვე ვკანკალებდი თან მოღრუბლულიყო – კაი! – მითხრა ცოტახანს ჩამეხუტა შემდეგ კი ჩემი ოთახისკენ გავეშურეთ. – შედი გამოიცვალე, დაიბანე და სკეიტზე ტარება უნდა გასწავლო! – მითხრა ლაშამ და უკვე გამშრალი და გამოცვლილი სავარძელში ჩაეშვა. – რააა! ოოოო! მეშინია! – სახე დავმანჭე – ნუ გეშინია და მიდი გამოიცვალე ახლა! – მითხრა და მეც შევედი სააბაზანოში. დავიბანე და გარდერობში გავედი. ჩავიცვი: თეთრი ჩვეულებრივი მაისური, შავი მაღალწელიანი ქვედაბოლო, მაღალყელიანი, პეპი გრძელიწინდას შავი გეტრები და შავი ALL STAR – ის კედები. თმა დავივარცხნე, გავიშრე და ორ რქასავით კოსად გავიკეთე შემდეგ კი ლაშასთან გავიქეცი. – წავედიიით? – ვკითხე და გარდერობის კარი გამოვიხურე – კარგად გამოიყურები! რამაგარი კოსები გიკეთია! წავიდეთ! – მითხრა და წამოდგა – სკეიიც გქონია! – მითხრა და ერთად ჩავირბინეთ პირველსართულზე – ვააა! დედა, მამა, გიო! მოხვედიიიით? – გავუღიმე მათ – ლილეე! რა თხას გავხარ გოგო! გამარჯობა ლაშა? როგორ ხააარ? – იკითხა დედამ – კარგად გმადლობთ! თქვენ? – თავაზიანობა გამოაჩინა – სდარო ლაშა! – გაუღიმა გიომ – რას გავხარ გოგო! – ახლა მე დამცინა – სდარო! – ლაშამაც ჩაიცინა – საით ბავშვებოო? – დაინტერესდა მამა – სკეიდზე სრიალი უნდა ვისწავლო! – ღიმილით ვუთხარი – კაია! კაი! – თქვ მამამ – წავედი! – ვთქვი, ლაშას ხელი ჩავავლე და გარეთ გავედით – საიდან ვიწყეეებთ? – ვკითხე როდესაც სახლიდან გავედით – პარკში წავიდეთ! – მითხრა ლაშამ და მეც მას გავყევი 15 წუთში ერთ ძალიან ლამაზ პარკში ვიყავით, ამ პარკის დანახვაზე ჩემი, სეტის მესტიიის პარკი გამახსენდა და ხასიათი შემეცვალა. – ჰგაავს არააა! – მიმიხვდა ლაშა – ჰო! – თავი დაბლა ჩავხარე – არ მოიწყინო რააა! – მითხრა ჩემს გვერდზე მდგარმა ლაშამ, ხელი წელზე მომხვია და გვერდულად მიმიხუტა – არ მოვიწყენ! – თავი მაღლა ავწიე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე * * * დიდიხანი ვსწავლობდი სკეიდს და ბოლოს დავამუღამე. ისეთი ძნელი არ ყოფილა როგორიც ჩანდა. მე და ლაშა ერთად ვსრიალებდით ბოლოს კი ძალიან დავიღალეთ. – დამღლელია! – ვთქვი და სკაზე დავეშვი – ის უფრო დამღლელია როდესაც შენი შეყვარებული ორი წლის გოგოა და სკეიდზე სრიალი არ იცის! – გვერდზე მომიჯდა – აუფ! რა შუაშიააა! ან ვინგითხრა რომ შენი შეყვარებული ვარ? – ვკითხე ღიმილით – შენ არ იყავი რომ მითხარი "რას შვრები სახლში როგორ ხარ?" – ოო? – ბავშვური იყო – აქ სად ურევია სიტყვები "თანახმა ვარ შენი შეყვარებული ვიყო" – ისევ გამეცინა – ყველა სიტყვა ამას ნიშნავს ანგელოზო! – მითხრა და ლოყაზე მაკოცა – ბიბლიოთეკა არ იცი საითააა? – ვკითხე ლაშას – კი წამო! – მითხრა და ფეხზე წამოდგა. ტროტუარზე მივდიოდით ჩუმად და ორივეს ჩვენ–ჩვენი სკეიდები გვეჭირა ცალ ხელში. – ესააა! – მიმანიშნა ლაშამ მინისკედლებიან დიდ შენობაში ჩასმულ პატარა ოთახზე რომლიდანაც უამრავი წიგნი იჭყიტებოდა – რამაგარია! – ვთქვი და შევვარდი ბიბლიოთეკაში – გამარჯობა! – მივესალმე ღიმილით არცთუისე ხანშიშესულ ქალს, დიდი მწვანე თვალები ჰქონდა – მობრძანდით ბავშვებო! ლაშა როგორ ხარ შვილო? – თბილად მიესალმა ლაშას, როგორცჩანს იცნობს. – კარგად ევა დეიდა! თავად? – ლაშამაც გაუღიმა – ასე! არავინ შეემოდის ჩვენს ბიბლიოთეკაში! ახლა წიგნები არავის აღარ აინტერესებს! ყველა იმ უიპონებით თუ რაღაცით არის დაკავებული! – სასაცილოდ თქვა – აიფონია ის ევა დეიდა! – სიცილით შეუსწორა ლაშამ – რაცაააა! რავიცი მე! – ლაშა გვერდით დამიდგა და იმ წიგნს ჩააშტერდა მე რომ ხელში მეჭირა, შემდეგ კი ჩვენს უკან მოთავსებულ ტყავის ძველ სავარძელში ჩაჯდა. ცოტახანში წელცზა ქაჩვა ვიგრძენი და გააზრებული არ მქონდა ლაშას კალთაში რომ ვეჯექი. – ეეეი! რას აკეთებ? – გაკვირვებულმა შევხედე – აქ იჯექი! მითხრა, ჩემსკენ გადმოიხარა თა ტავი ნიკაპით მხარზე ჩამომადო – თუ არ გაწუხებ... – ჩავიბუტბუტე და წიგნის კითხვა განვაგრძე ცოტახანში წიგნები ავიღე. მე ავიღე ერთერთი სვანეთთან დაკავშირებული წიგნი, ლაშამაც აიღო რაღაც და გარეთ გამოვედით. ტროტუარზე მივდიოდით როდესაც ლაშამ ვიღაც ბიჭი დაინახა, გზაზზე უნდა გადავსულვიყავით, მივაბიჯებდიტ ერთად გადასასვლელზე როდესაც დავინახე ჩემსკენ ვიღაც ტოიოტას ჯიპით მთელი სისწრაფით მოდიოდა, შემდეგ მწარე ტკივილი ვიგრძენი მხარში და გონება დავკარგე, ბოლოს კი ძალიან მეტკინა თავი და ბოლომდე გავითიშე. – – – – –– – –– – –– დიდი არაფერი მაგრამ ეგეც ძლივს მოვასწარი. ბოდიში ცოტა პატარა თავია! :( უბრალოდ ვერ ვასწრებ და... და კიდევ მინდა გითხრატ რაღაც. ხვალ მეთიშება ინტერნეტი და არვიცი რამდენად შევძლებ მომდევნო თავების ატვირთვას. თუ მომეცემა ატვირთვის საშუალება მაშინ აუცილებლად ავტვირთავ მაგრამ ისე ვერაფერს შეგპირდებით. მე მაინც ყველანაირად ვეცდები. :) ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობტ და მოგწონთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ მართლა! <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.