შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 8


28-10-2015, 10:36
ავტორი sopiko
ნანახია 2 576

მეგონა ახლა მაინც გაგვიშვებდნენ დასაძინებლად, მაგრამ კონკურსის ჩატარება მოესურვილა კონსტანტინეს. თამაშის წესები ასეთი იყო: გოგო და ბიჭი უნდა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ისრის სროლაში. გამარჯვებული კი თვით მეთაურს შეერკინებოდა. მეც მეტი რა მინდოდა! ხელები გავატკაცუნე და ლაშას მშვილდისარი გამოვართვი. კონსტანტინე ჯარისკაცებს და ჯარისქალებს აწყვილებდა. მანამდე მე ვვარჯიშობდი და სამიზნეს ყველა მხრიდან ვუყურებდი, რათა მარცხი არ მეწვნია. ანამარია მათეს გვერდით რომ დავინახე, კინაღამ მათკენ გავექანე და ერთმანეთს ვაჯახე იმ ანთებული თვალებით. ყურადღება სხვა საგანზე გადავიტანე, თუმცა გულით მაინც მათთან ვიყავი.
-ნინე, მიდი! გაისროლე!
ჯავრი თამაშზე ვიყარე და მთელი ძალით მოვუჭირე ხელები მშვილდისარს. ისე, რომ ისარი ხელში შემრჩა. თავიდან ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ცრემლებს გზა მივეცი, როცა დავინახე როგორ იცინოდნენ მათე და ანამარია და თან დამცინავ მზერას არ მაშორებდნენ. არც მიკითხია ისე გავისროლე მეორეჯერ ისარი და ცენტრში მოვარტყი. ''გვრიტები'' პირშიჩალაგამოვლებულები დარჩნენ. ნიშნისმოგებით გავიღიმე და რევერანსი გავაკეთე. ჩემი საქციელით ლაშა ნამდვილად კმაყოფილი დარჩა, მას ხომ გადახრები ჰქონდა საფრანგეთისკენ.
-ყოჩაღ ნინე! ნამდვილად საუკეთესო იყავი! მგონი მეთაურიც ასე ფიქრობს...-ირიბად გადახედა ზედამხედველმა კონსტანტინეს. მანაც თავის დაკვრით დაუდასტურა და ჩანთიდან ისარი ამოიღო.
-ნამდვილად შესანიშნავი იყო, მაგრამ რას იზამს ჩემთან, ვინ იქნება დამარცხებული, ამას ახლა გავიგებთ...-კისერი სწრაფად გადაატრიალა და თანაც ისე მოუქნელად, რომ მგონი მოტყდა კიდეც.
-შენ გითმობ!-მითხრა მან და მეც მოჭუტული თვალით დავაკვირდი ხეს. მერე დაუფიქრებლად გამოვკარი ხელი ძუას და გამნცვიფრებისგან პირზე ხელი ავიფარე. ჩემი ისარი გაქრა... არც სამიზნეზე ერჭო და ვერც ირგვლივ იპოვნეს ჯარისკაცებმა.
-რა საოცრებაა... სად უნდა წასულიყო...-ხვნეშით წამოიძახა ლელკამ. ალბათ ელოდა რომ მე გავიმარჯვებდი და სეირის ყურება უნდოდა.
მტრული მზერით შევათვალიერე არველაძე. მიღიმოდა... ისე მიღიმოდა როგორც მაშინ, კარადასთან აყუდებულს ტყუილში რომ გამომიტყდა.

ადრე დავწექი. ლელკა გაკვირვებული იყო. ამ ბოლო დროს მართლაც ძალიან უცნაურად ვიქცეოდი. თვალებით გამბურღა და მკითხა:
-მეტყვი თუ არა, ვინ არის შენი სატრფო?
დავიბენი... აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დამემალა თუ ნდობა გამომეცხადებინა. მომხდარის შემდეგ აღარავის აღარ მჯეროდა. ვინც მიყვარდა, ვიშიც ეჭვი არ მეპარებოდა მან მიღალატა და ახალგაცნობილ მეგობართან ძაფების გაბმა მიჭირდა.
-მათე არველაძე.-ყოყმანით მივუგე და მოხერხებულად წამოვჯექი.
-ის მათე?-გაოგნებული დარჩა ლელკა.
-ხო... ის მათე!-დავეთანხმე მაშინვე და მის რეაქციაზე გამეცინა.
-ჩერჩეტი ხარ!
-სულ როგორ უნდა მაკრიტიკებდე...-ხელი ავუქნიე და თავი ბალიშზე დავდე. მეც არ მომწონდა ყველა მისი თვისება, მაგრამ ვეუბნებოდი? არა!
-მაგ ბიჭს უყვარხარ, შენ კიდევ სულ სხვანაიარად დამიხატე სიტუაცია. მიმატოვაო... ასე ქნაო, ისე ქნაო...
-რა?-ნამდვილად არ ველოდი, რომ მათეს გაამართლებდა და თანაც მეტყოდა უყვარხარო. ვუყვარვარ და ანამარიას ეარშიყება? ვუყვარვარ და ხევსურეთში წამოვიდა? ვუყვარვარ და ბოდიშიც არ მომიხადა? ვუყვარვარ და ის სიამოვნება წამართვა, რომელსაც მეთაურთან გამარჯვება მომიტანდა? ეს ხომ დაუჯერებელია!
-მგონი გეძინება ლელკა!
თავი მოვიმძინარე და გონებაში საინტერესო და ამავდროულად სახალისო გეგმა დავსახე. პირველ რიგში აუცილებელია ლელკამ დაიძინოს ღრმად და გემრიელად. ამაში კი მე უნდა შევუწყო ხელი. ჩანთაში ხელებს ვაფათურებ და პატარა ცელოფანს ვეძებ. სიბნელეში არაფერი არ ჩანს, თანაც ეს ყოველივე ისე უნდა მივიყვანო ბოლომდე, რომ ჩემმა საწოლის მეზობელმა არაფერი იეჭვოს. ეს კი არც ისე ადვილია. როგორც იქნა მიზანს მივაღწიე და საძილე აბები ხელში ჩავიგდე. კომოდზე დადებულ ჭიქას მივწვდი და ის იყო უნდა ამეღო, რომ დაბლა დამივარდა.
-ჯანდაბა!-ვერ მოვზომე და ხმამაღლა შევყვირე.
-რა მოხდა?-თავი წამოყო ლელკამ. ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებ. სწორედ ამიტომ მჭირდება საიმედო ფაქტორი.
-არაფერი!-ყურებამდე გავიკრიჭე, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს მას არ დაუნახავს. საბედნიეროდ ჭიქა პლასტმასის იყო და არ გატეხილა. იატაკზე დადებული ბოთლიდან წყალი ჩავასხი და სული შევუბერე კარგი ჯადოქარივით. თითქოს ამით მის ძალას გავზრდიდი.
-ეეე, რა გემრილი წყალი ყოფილა ხევსურეთში!-შევძახე მოულოდნელად და შიშისგან ლამის საწოლიდან გადმოვარდა მომავალი მსხვერპლი.-აბა, გასინჯე!
ლელკა მიხვდა რომ სისულელეებს ვბოდიალობდი და ალბათ ჩათვალა, რომ რაღაცამ გამაღვიძა და აზრზე არ ვიყავი, ამიტომ ხელი საბნიდან გადმოყო, ჭიკა გამომართვა და ერთი მოყუდებით გადაყლურწა.
''რა იყო გენაცვალე, უძილობის პრობლემა ხომ არ გაწუხებს?''-გავიფიქრე მე და ცოტა არ იყოს გულზე მომეშვა. სიკეთეს ვაკეთებ ბოლოს და ბოლოს. იმედია ალერგიული არ არის და არაფერი არ მოუვა. თუ რამეა, ეს ცოდვა მათეს კისერზე იქნება.
როცა დავრწმუნდი რომ ლელკას ნაღმის აფეთქების ხმაც ვერ გააღვიძებდა, ფეხის წვერებზე გავიარე კარებამდე დარჩენილი მანძილი და გარეთ გავედი. რაღაც უცნაური ხმა მომესმა, თუმცა საერთოდ არ შემშინებია. მე მხოლოდ არველაძეს ვნებიანი გამოხედვა მაბნევს, თორემ ისე ძლიერი ნებისყოფა მაქვს...
სიფრთხილე გამოვიჩინე და ნელი ნაბიჯებით შევედი მათეს კოტეჯში. ბოროტი ღიმილით გავემართე მისი საწოლისკენ და დავიხარე. ჯიბიდან საგანგებოდ შენახული კბილის პასტა ამოვიღე და თავსახური მოვხსენი. ნამდვილად არ ვიცოდი ხატვა ლამაზად, მაგრამ თუ ჩემ სიყვარულს ჩავაქსოვდი ამ ნამუშევარში, მგონი ცუდი არ გამოვიდოდა. დაუღალავად გავუკეთე ტუჩების ზემოთ ულვაშები... ნუ, ალბათ ტუჩები იყო. ვინანე რომ ფარანი არ წამოვიღე, რადგან წყვდიადის გამო ვერაფერს ვხედავდი. წამწამებიც ჯამბაზივით გავუდიდე და ლოყებსაც სიწითლე შევმატე. არც ფრჩხილის ლაქისთვის დამიწყვეტია გული, ტუჩები წითლად შევუღებე და კმაყოფილმა ჩავიქირქილე.
-ნინე, აქ რას აკეთებ?-უკნიდან მომესმა მათეს ხმა და ტვინმა უმალ შემოჰკრა განგაშის ზარები. ლამის ფეხები მომეკვეთა. აი, რა ვერ გავითვალისწინე. ჩემი შურისძიების ობიექტი სულაც არ ყოფილა არველაძე. მეც დრო ვიხელთე, მათეს დაბნეულობით ვისარებლე და გასასვლელისკენ გავიქეცი, მაგრამ წამიერად გამოფხიზლებულმა მამაკაცმა ხელში ამიტაცა და ტყეში იძულებით წამათრია.
-შენ რა გადაირიე? მგონი ჭკუა სულ დაკარგე ხომ? მიშველეთ!-ვკიოდი ბოლო ხმაზე და ბეჭებზე მუშტებს მორიგეობით ვურტყამდი.

.........................................................
ესეც ასე!
მგონი დროა მათე ბიჭმა ჩვენი ჯიუტი თხა მოარჯულოს, თანაც მაინც რომ არ ნებდება...
ვისაც მოგწონთ და ვისაც არ მოგწონთ! გთხოვთ შეაფასეთ ეს მოთხრობა და მისი პერსონაჟები...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vaimeee:D bolos ver gavige romelma aitaca xelshi da waatria:Dyochaag kai iyoo♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline მოდერი sopiko

♡EPICLOVE♡
vaimeee:D bolos ver gavige romelma aitaca xelshi da waatria:Dyochaag kai iyoo♡♡♡

გმადლობ ♥ მათე! სხვა ვინ იქნებოდა :-D

 


№3  offline წევრი teddy))

ძალიან მაგარი გოგო ხარ ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent