ბედნიერია გოგონა?! (15)
მოკლედ ჯემოს დაბადების დღის შესახებ: 1. ნათლიაჩემს აუდი უხარია, (უხარია კი არა გიჟდება) მაგრამ ჩემი ნახვა უფრო ახარებს; 2. მოკლე წრეში აღნიშნა დაბადების დღე - ჩემი და თავისი ოჯახი; და 3. ყველა იგებს ჩემი ფეხმძიმობის ამბავს. ---------------- - ლორა წასასვლელი ხარ და ადექი! - ბუბუნებს სებასტიანი. მეც ორსულისთვის შეუფერებელი სწრაფი მოძრაობით ვდგები, სააბაზანოში შევდივარ და უცებ ვემზადები. სებასტიანი უკვე ქვევით ჩადის. - სებასტიან, რაღაც უნდა გითხრა. - დავიწყე, მაგრამ მას ტელეფონმა დაურეკა და ყურადღება აღარ მომაქცია. არაუშავს - გავიფიქრე ჩემსას მაინც მივაღწევ! ოთახიდან გამოვედი და როცა სებასტიანის კაბინეტს ჩავუარე ასეთი რამ გავიგე: - ვერ დავშორდები! - მისი ხმა მკაცრი იყო. დამაინტერესა ნეტავ რა ხდება? ყური მივუგდე. - ვერ მივატოვებთქო არ გესმის შენ? - იყვირა. - ... - ფეხმძიმედაა შე *უკნა! რაო? სერიოზულადაა საქმე! - ამაზე აღარ დამელაპარაკო, თორემ იქვე მიგაკლავ! - თქვა და ნაბიჯების ხმაც გავიგე. უცებ გავშორდი იქაურობას. - ლორა! - მეძახის სებასტიანი. შევტრიალდი. - რაღაცის თქმა გინდოდა , არა? - მითხრა და მეც ამოვისუნთქე. (მეგონა ყურს რომ ვუგდებდი გაიგო.) - ააა... ხო... მინდოდა მეთქვა, რომ ჩემებთან მინდოდა გადასვლა მთელი თვით. *** - ამაზე საღამოს ვილაპარაკოთ. ახლა კი გადადი. - მითხრა სებასტიანმა და "ცუგაცუგაცუგრუმელადან" გადმოვედი. უნივერსიტეტში არაფერი არ იყო საინტერესო... სესილი რაღაც ძალიან აჟიტირებული მეჩვენა. - რა გჭირს შენ? - ვკითხე , "ხვევნა - კოცნა - მტლაშა - მტლუშის" შემდეგ. - იმ ბიჭს ხედავ? - მკითხა და პირველ რიგში მჯდარი ბიჭისკენ გამახედა - ეგ მაწონებს თავს. - ჩაიცინა. - და რაში გამოიხატება ეს? - ვკითხე და გამეცინა. - რაში და ლექტორს ენას უბრუნებს და მერე მე მეკრიჭება. - აკისკისდა. - და შენც შენი ჭკუით აბამ ხო? - თავი გავაქნიე. - ვცდილობ! - გაეცინა. - ფუი, გამოუსწორებელი მეკაცთანე! - ჩავიბურტყუნე და გამეცინა. - ეს ნახე! ის ვინ არის ბასტის დანახვისას თვალები რო უელავს? - მკითხა თვალებმოჭუტულმა. ისე შევხედე ლამის კედელს აეკრო. - მე თუ თვალები მიელავს - ესეც სიბრაზისგან! ჩემო სესი, სიყვარულის გრძნობა მას შემდეგ დავკარგე, რაც გავთხოვდი. მე სიყვარული მძულს! და შენ ეს კარგად უნდა იცოდე! - შევუბღვირე და წიგნი გადავშალე. - ესეიგი... შენ მე... არ გიყვარვარ? - თქვა სესიმ და ცრემლი გადმოაგდო. - შე პიტა მელარკიშვილო! მოდი აქ! - ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე. *** - პაროლი! - ვუთხარი მძღოლს. კარგ ხასიათზე ვიყავი რატომღაც. - ცუგაცუგაცუგრუმელა! - მომიგო და მეც სხა რა გზა მქონდა...ჩავჯექი მანქანაში. - ისა და... ფისო ფიაო ფისუნია არ გაწყობდათ პაროლად? - მე სებასტიანის ბრძანებას ვასრულებ მხოლოდ. - ესღა მითხრა. - აჩუ აჩუ ცხენო არა? - ვთქვი და დავიჭიხვინე. - მძღოლს გაეცინა. გავიგე, რომ დიმა ერქვა და ძალიან საყვარელი გოგონა ნატუკა ჰყოლია. დასკვნა: ამ სახლში ყველაზე ჯიგარი კაცი დიმაა. სახლში მისულს სტუმრები დაგვხვდა. სებასტიანის ბიცოლა და იმისი ჯოგი. - ოღონდ ეს არა! - ჩავიბურტყუნე. სებასტიანი სახლში ყოფილა. - ლოლიტა! როგორ გამიხარდა შენი ნახვა! - მომვარდა და დამდორბლა. ლოლიტა არა ის! შემოვკრავ ამ ქალს! - გამარჯობა. - ესღა ვთქვი. - აბაა! როგორ არისო ჩემი ბასტის ბუბუ? - და მუცელზე დამიწყო ფერება. - ვგრძნობ რომ ბიჭია! უკვე ვიცი რა უნდა დავარქვათ! ჯიმშერი. აქ კინაღამ გული წამივიდა. - არა, მე გოგოს ველოდები და მშობლები გადავწყვეტთ ამ ბავშვს რა დავარქვათ! - ვეღარ მოვითმინე და სებასტიანს გადავხედე. - ბიცოლა, ლორა მართალია! ჩვენთვითონ მოვიფიქრებთ რა უნდა დავარქვათ ჩვენს გოგონას. - სებასტიანმა ხმა ამოიღო. - არ მომწონს ეს იდეა! - თქვა. - ბიცოლა, ეს ჩვენი საქმეა. მე ჩემს შვილს რასაც მინდა იმას დავარქმევ. - თქვა სებასტიანმა. გაღიზიანებული იყო. მივედი და გვერდზე მივუჯექი. - და მაინც რას აიჩემეთ გოგო, გოგო! ან რას არქმევთ? - გვკითხა. - ნენოს ვარქმევთ. - ნენოს? - აღშფოთდა - ნენო რა სახელია! - ლუბუჩკას კი ჯობია! - ჩავიბურტყუნე. სებასტიანის დედას ჩაეცინა. როგორც მე ვატყობდი მასაც არ ეხატებოდა გულზე ლუბა. უკვე ვიწექი, როცა სებასტიანი შემოვიდა. - ძლივს წავიდა! - ბურტყუნებდა. - ჯიმშერი არა ის დემიკო! შეჭამა თავისი ლექციებით ტვინი. - ლორა გძინავს ? - მკითხა. - კიი. - უნდა გელაპარაკო. - ხო, გისმენ. - საბანი მეფარა. - გამოიხედე რაა. მეც გავიხედე. - შენ მითხარი, რომ შენებთან გინდოდა წასვლა . მე გეუბნები: წადი, მაგრამ მალე დაბრუნდი. - თქვა და შემომხედა. - ერთი თვე. - ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე. - ჰო, ერთი თვე გავძლებ. - ჩაიბურტყუნა ისე, რომ არ გამეგო. მაგრამ გავიგე... ------------ ბოდიში ყველას. ტელეფონში მაქვს დაბეჭდილი და ცოტა რთულია აქედან დადება. ამის მერე იქნება რაც იქნება. (დაკრეჭილი სმაილი) თქვენი coco girl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.