одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 8)
კობას ნაამბობი: ნელა მოვშორდი მის მადიან ბაგეებს და თვალებში ჩავხედე, ცრემლები ჩასდგომოდა, მაგრამ ხელებით საყელოზე იყო ჩაბღაუჭებული, რაზეც გამეღიმა, უცებ მომაცილა ხელები და გადავიდა, ავტომობილს აეყუდა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მეც გადმოვედი, ნაყიდ თაიგულს დავავლე ხელი და ნინის წინ დავდექი. -მიყვარხარ!-მგონი ასეთი მკაცრი ხმა ცხოვრებაში არ მქონია. -კობა...-ხმა გაებზარა. -ნინი... შენ?!-თაიგული ავტომობილზე შემოვდე, მისი ხელი ჩემსაში მოვათავსე და დებილივით დავუწყე ყურება. -მეშინია...-დაიჩურჩულა და მანაც გამომხედა. -არაფრის! ჩემს გვერდით არასდროს არაფრის არ შეგეშინდეს! -კი მაგრამ... -მამაშენის რომ მეშინოდეს და მისი აზრით რომ ვაკეთებდე ყველაფერს, აქ არ მეყოლებოდი! ეს კარგად იცი! ასე 2 წუთი უხმოდ იდგა, აი მერე კი ინება და გამაგონა ხმა. -მიყვარხარ...-თავი დახარა და ისე დაიჩურჩულა. -ჩემი ცხოვრება ხარ ტო!-დავიყვირე რაც კი ხმა მქონდა და მაგრად შემოვხვიე ხელები. -მიხარიხარ...-ამაყად გამოაცხადა და მანაც იგივე გაიმეორა. -ჩემი გოგო! ჩემი დიდი ოცნების პატარა გოგო!-შუბლზე ვაკოცე და ღიმილით დავხედე ზემოდან. -რაიყო?-გამიცინა. -ვაფშე არაფერი! პროსტა ვერ ვიჯერებ რომ ჩემი გქვია! -დაიჯერე!-უცებ თვალი მოვკარი ავტომობილზე შემოსკუპებულ გვირილების თაიგულს-აუ ჩემი დამავიწყდა-თავზე ხელი ნერვიულად გადავისვი და გავიცინე. თაიგულს დავსწვდი, მისკენ წავედი და ღიმილითვე გავუწოდე ეს უზარმაზარი ყვავილების ბუჩქი. -რა ლამაზია-წამოიძაა გახარებულმა ლოყაზე მაკოცა და სცადა ხელში დაეკავებინა, მაგრამ ვერ ზიდა, რაზეც მე გამეცინა. -მომეცი თორემ თალიკო მომკლავს, მძიმე რატომ ააწევინეო-გავიცინე და უკან გამოვართვი, ისევ ავტომობილში მოვათავსე, არა უფრო ჩავტენე, ჩვენც დავიკავეთ ჩვენი ადგილები და წავედით სოფლისაკენ. -საიდან გახსოვდა? -ყვავილები?-გავხედე და გავუცინე. -ჰო... -განა მარტო ეგ მახსოვს?-ალმაცერად გავხედე, მისი ხელი ჩემსაში მოვათავსე და მაგრად ვაკოცე-ჩემი ცოლი ტო!-ისევ ვერ დავიმორჩილე ხმა და დავიყვირე სიხარულისგან. -აბა რა გახსოვს კიდევ? -ნახავ დრო და დრო. -კაი. საათნახევარში უკვე თალიკოს მკლავებში ვიყავით მე და ნინო მოყოლილები. -ვაიდე დედიკო რაფერ გამახარეთ თქვენ არ იცით!-სიხარულით გვკოცნიდა თალიკო ბებო, ხან მე ხან კიდე ნინის-უიმეე მამაშენს დეეფსო ბებია თვალები, რა უნახა ჩემს ბიჭს დასაწუნი ერთი ვიცოდე. -გეყოფა ქალო გამოი ასე, მანახე მეც ბაღნები-ნუგზარაც გამოჩნდა ჰორიზონტზე, მეც სწრაფად მასთან გავჩნდი და მაგრად მოვეხვიე მონატრებულ ბაბუას-რავა ხარ ბიჭო?! -შენი აზრით რაფერ ვიქნები?-მეც იგივე კილოთი ვუპასუხე. -იიი შენ მაიმუნო შენა-გაეცინა-რაფერ და მაგრად უნდა იყო, ამფერი გოგო რომ გყავს გვერდით. -ზუსტად მასე ვარ ნუგზარა!-ნინისაც მაგრად მოეხვია. სახლში შევლაგდით, გაბოს, ანრის და გიორგის დავურეკე ჩამოდით თქო, საბამ ისეც იცოდა, ასე რომ დღეს ვქეიფობდით. ზუსტად 7 საათისთვის საბა და მარი აქ იყვნენ, ბიჭები ნახევარი საათის მერე მოვიდნენ, მაგრამ გაბრიელი თან არ ახლდათ, როგორც ყოველთვის ეგ დებილი აგვიანებს. მარის ნაამბობი: როცა საბამ მითხრა კობამ ნინი მოიპარაო, რა დამემრთა არ ვიცი, გახარებულ გულზე კაბინეტი თავზე კინაღამ დავიმხე, სიხახარულისგან ხტუნვა დავიწყე, უცებ ტელეფონზე დამირეკეს, მეც სენსორს ხელი გავუსვი და ვუპასუხე უფროს ძამიკოს. -ხო საბა. -სად ხარ დაი? -სამსახურში სად უნდა ვიყო? -გამოგივლი და იცოდე. -ვ ძერევნიუ იედემ?-ვკითხე სიცილით. -ხო აბა რძალი უნდა გავიცნოთ-გადაიხარხარა. -რა გეშველება. -ხო კაი რო მოვალ დაგირეკავ და გამოდი. -კაი. საბას გავუთიშე და ძალიან კარგ ხასიათზე მყოფმა გავაგრძელე მუშაობა. მერე უფროსის კაბინეტისაკენ ავიღე გეზი, ხომ უნდა გამეფრთხილებინა რომ ადრე მივდიოდი. კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე. -ბატონო გაბრიელ. -შემოდი მარიამ. კაბინეტში ისევ ის ქერა და შავგვრემანი დამხვდნენ, უფროსსაც ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო. -ბატონო გაბრიელ, მინდა გთოვოთ ასე 2-3 დღით გამანთავისუფლოთ, საპატიო მიზეზის გამო. -დაქალი გაგითხოვდა?!-სიცილით მკითხა გიორგიმ. -ხო-მეც გამეღიმა. -აუფ ბიჭოს არ ეღირსა მაგის „ქმარს“ დაწყნარება?! ღამის სატირალი სონატები კალიბელნაიასავით მქონდა რაა-დაიწუწუნა ანრიმ. -აუუუ არ გამახსენო!-აყვა გიორგიც. -კარგი... შეგიძლია წახვიდე. -მადლობა-გავუღიმე და კაბინეტი დავტოვე. ოთახში შევედი თუ არა საბამაც დამირეკა. -მოხვედი? -ხო ჩამო ქვემოთ ვარ. -კაი მოვდივარ. სწრაფად დავავლე ხელი ჩანთას და პალტოს, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და დავტოვე შენობა. -როგორ ხარ?-მკითხა უკვე ავტმობილში ჩამჯდარს. -დავიღალე. -სახლში გავიაროთ და მერე წავიდეთ. -ხო, ეგ უნდა მეთქვა მეც-გავიცინე. -იმას უთხარი სამსახურში რომ ვერ მიხვალ რამოდენიმე დღე? -კი. -კაი წავედით. სახლში მისულებმა სწრაფად ჩავალაგეთ რაც გვჭირდებოდა და დავადექით სოფლის გზას. მალევე ჩავაღწიეთ, ავტომობილიდან რასაც ქვია გადავფრინდი და გადავეხვიე რძალსა და ბიძაშვილს. გავიგე რომ კობას ყველანაერი პრობლემა მოუგვარებია ნინის ოჯახთან და თქვენ წარმოიდგინეთ სასაკლაო არ იქნებოდა, კი დამრჩა პირი ღია, მაგრამ ამ ვირს რას გაუგებ. თალიკო ბებოს დავეხმარეთ სუფრის გაშლაში და ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ, ესენი ხომ არ გაცლიან ადამიანს დაქალთან მარტო ყოფნას და ლაპარაკს. შემოვარდნენ ის ქერა და შავგვრემანი და გადაეხვივნენ კობას და მის ტურფას. -გამარჯობა-დაიჩურჩულა ნინიმ და კობას გვერდით დადგა. -რა საყვარელია ტო!-წამოიყვირა გიორგიმ. -ნუ შეაშინე შენ ვირო-გაიცინა ანრიმ და ძმაკაცს თავზე ხელი წამოარტყა-მე ანრი. -ნინო... -ზდაროვა რავა ხარ?-გაიცინა გიორგიმ და მაგრად გადამეხვია, გეგონება საუკუნეა ვიცნობო. -კარგად ვარ თავად? -ამ ვირმა ცოლი მოიყვანა და რაღა მამკლავს-გაიცინა. -ნუ გადარიე ბიჭო ბავშვი-გაუწყრა კობა ძმაკაცს. -შენ ბავშვს მიხედე-დაუცაცხანა გიორგიმ და გადაიხარხარა-ორივე გაგებით. -დაგამტვრევ ძვლებში ართმელაძე! -ღამისთის შემოინახე ძალები ცუნცულ-არ წყვეტდა ღლაბურცობას გიორგი. ნინის კიდე ეტყობოდა შერცხვა, იმწამსვე აუხურდა ლოყები და სწრაფად აეფარა აწ უკვე ქმრის მხარს, კობამაც არ დააყოვნა და სწრაფადვე მოახდინა რეაგირება, მაგრად ჩაკიდა ხელი ცოლს და გულში ჩაიკრა. რა საყვარლები არიან. -თქვენ მოკეტავთ თუ მოგაკეტინოთ?!-დაუღრინა ძმაკაცებს და ნინის თავზე აკოცა. -ხტყუი, გართობასაც არ გაცლის რაა-აბუზღუნდა გიორგი. -ის დარეხვილი სადაა?-იკითხა დივანზე წამოკოტრიალებულმა საბამ. -გზაში ვარო და რავიცი-უპასუხა ანრიმ და ვაშლი ჩაკბიჩა. -დოუცადოთ ხომ?-იკითხა ბაბუამ. -ხო, მალე მოვა და მერე დავჯდეთ-უპასუხეს ბიჭებდა და საუბარი დაიწყეს. მე კიდე ძლივს ვნახე დრო და წავათრიე აწ უკვე რძალი ოთახში. -აბა, როგორ ხარ?-გავიცინე და აფორიქებულ დაქალს გავხედე. -არ ვიცი...-გაიცინა. -ეგ რანაერად გავიგო? -რანაერად და ეს ბედნიერება, სიხარული, ახდენილი ოცნებები, აღგენილი იმედები სად შევპეჭო და სად დავატიო არ ვიცი-გაბრწყინებული სახით ჩამომირაკრაკა. -მაგარია!-წამოვიძახე და მაგრად მოვეხვიე. -უბედნიერესი ვარ! -აუ ვენაცვალე ჩემს ბიძაშვილს რაა. -გიჟია! -ოოჰ თქვა ამანაც ახალი-გადავიხარხარე-წამო ჩავიდეთ თორე თალიკო იტყვის რძალი უსაქმურიაო. -შემომაკვდები ბარამიძე!-ვითომ დამემუქრა. -მკვლელიცააო იტყვის-გავიცინე და ოთახიდან გავვარდი. ქვემოთ ჩასულს კი ყველანი შეკრებილები დაგვხვდნენ, ოოჰ უფროსიც აქ ყოფილა. -სად ხართ გოგო ამდენ ხანს?!-გვკითხა საბამ. -რა გინდა შენ?-გავიცინე და ვითომ მკაცრ ძამიკოს ლოყაზე ვაკოცე. -გამარჯობა მარიამ!-უცებ გაბრიელის ხმა გავიგე, საბას მოვშორდი და გაბრიელს შევხედე. -გამარჯობა. -ნინი, შენ როგორ ხარ?-ისეთი თბილი ხმით კითხა მე კინაღამ დავდნი. „ეს ღადაობს?! ჩემზე აცრილი თუ რა უბედურებაა?! ბოროტი, დემონი, არაადამიანი!“ დავცოფე გონებაში და ბებიკოსთან სამზარეულოში შევედი. -რაში მოგეხმარო ბებო? -ესენი გაიტანე ჩემო გოგო და დაალაგე ლამაზად მაგიდაზე-თბილად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. -როგორ მომენარე რომ იცოდე!-მაგრად მოვეხვიე დ ყელში მობჯენილი ცრემლები უკან დავაბრუნე. -ჩემი ანგელოზი გოგო. -გავიტან ამათ თორემ დაუდგმელად შესანსლავენ ესენი-გავიცინე და მაგიდის გაშლას შევუდექი, ნინიმაც მალევე შეითავსა რძლობდა, ისე მოეწონა ბებიას ნინი, მეეჭვება ქალაქში გაატანოს კობას. ბოროტი ასეთ ფორმაში ცოტა სხვანაერად მეჩვენებოდა, სპორტულებში გამოწყობილი დემონი სულაც არ გავდა ძველ დემონს, მაგრამ ისევ ისეთი გამოხედვა მარწმუნებდა რომ ჯანდაბას ტანსაცმელი ისევ ისეთი ვირიაო. ხოდა ქართულ სუფრას როგორც შეეფერება სადღეგრძელო სადღეგრძელოზე მიდიოდა, დალოცვას დალოცვა მოყვებოდა და მეც ვისმენდი ყოველივე ამას, ისე ვიყავი დაღლილი საცივში მოვათავსებდი თავს და იქვე დავიძინებდი. -სიყვარულს გაუმარჯოს-ფეხზე ადგა ანრი-სიყვარული დიდიაო ამბობენ, მე მგონია რომ ძალიან პატარაა, აი ამხელაა-ორი თითი მიიტანა მთვრალმა ერთმანეთთან, რომ ეჩვენებინა ამ სიყვარულის ზომა-ამ პატარა სიყვარულს კი გაფრთილება და გაზრდა უნდა იმ დიიიდში ცხოვრებას რომ გვიხალისებს, იმ სიყვარულში ასე მთვრალებს რომ დაგვაჯენს რიგში და გვათქმევინებს სიყავარულს გაუმარჯოსო, ხოდა აი ამას ასეთი გადარეული სიყვარულით რომ უყვარს ეს პატარა გოგო იმ სიყვარულს გაუმარჯოს. -გაუმარჯოს!-შესძახეს სხვებმას. -კაი ბიჭია ბაბუ ეს ვირიშვილი-მოეფერა ბაბუა ნინის-გოუფრთხილდით ერთმანეთს და ყველაფერი კარგად გექნებათ, გაგება და მხარშიდგომა რომ იქნება იქ ყველაფერი იქნება! მთელი ამ დროის განმავლობაში ბოროტ უფროსს თვალი ერთხელაც არ მოუშორებია. მილიონი სადღეგრძელო ითქვა ალბათ, საშინლად დაღლილმა გარეთ გასვლა გადავწყვიტე, მოაჯირს დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე სოფლის ჰაერი. -დაიღალე?-უცებ გავბრუნდი უკან, ხელში კი გაბრიელი შემრჩა. -ხო... -დღეს... შენ... ძალიან ლამაზი ხარ-გვერდით დადგა და მშიერი მზერით ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე. -აჰ... ხო... მადლობა... -არ გცივა?!-მკითხა მკაცრა და კაი მშობელივით დამხედა ზემოდან. -არა! -როგორ არ გცივა?!-მივხვდი რომ უკვე კარგად იყო მთვრალი და ბოდიალობდა. -აი ასე, არ მცივა-გამეცინა მისი სახის გამომეტყველებაზე. -მე... დამცინი?-საჩვენებელი თითი მიიბჯინა გულ-მკერდზე და საწყალი სახე მიიღო. -ნუ, მასეც შეიძლება ითქვას, უფრო მთვრალს დაგცინით-ისევ გავიცინე. -მე... ვარ მთვრალი? -ჰო. -არ ვარ მე მთვრალი! -ხო, არ ხართ-ამოვიოხრე და მივხვდი რომ ამ დემონთან სიმთვრალეში საქმე უფრო რთულად იყო. -არ გჯერ ხომ?-მკითხა დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ, ისე რომ არც შემოუხედია ჩემთვის. -რისი?-გამიკვირდა. -რომ... მეც შემიძლია ვიყო კარგი... -თქვენ ისეც კარგი ადამიანი ხართ-მეც შეუხედავად ვუპასუხე. -მატყუებ ხომ?!-მომიახლოვდა და ზემოდან დამაჩერდა. -არა... -გეშინია ჩემი! -სულაც არა... -კარგი, მაშინ გკითხავ... გეშინია ჩემი?! -მოგატყუოთ?-გამეღიმა ჩემს პასუხზე. -საკუთარ თავს არ მოატყუო მარიამ! აი ამას არ მოატყუო-თითი გულზე მიმადო-საკუთარ თავს არ მოატყუო! მე ისეც ვერ მომატყუებ!-„მგონი გამოფხიზლდა“ გავიფიქრე და ნერწყვი მძიმედ გადავაგორე. -მთვრალიც კი თავდაჯერებული ხართ... -ადამიანი არ იცვლება მარიამ სიმთვრალეში, უბრალოდ მას იმის კეთება შეუძლია, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ფხიზელს, ესაა და ეს. -თქვენ მგონი სულ მთვრალი ხართ და მე ვერ ვამჩნევ-გამეცინა. მისკენ მიმაბრუნა, ჩამოშლილი თმა გვერდით გადამიწია, მისი სპორტიული გაიხადა და მომახურა, ერთი გაიღიმა და ჩუმად დაიწყო. -ცოვრება სასმელია... ხო... აი ჩვენ კიდევ ლოთები ვართ... მაგრამ ამ მსმელსაც გააჩნია, ვიღაცას ვისკი უყვარს, ვიღაცას ღვინო, ვიღაცას ტეკილა, ვიღაცას არაყი, აი ვიღაც კი უბრალოდ ლუდს სვამს... ცხოვრებაც ასეა მარიამ... ისე ვცხოვრობთ როგორც ვსვამთ! -................-უბრალოდ ვიდექი და ვუსმენდი დინჯად მოსაუბრე გაბრიელს. -ისეთი ლამაზი... საყვარელი... პატარა... და ამავდროულად ქალური ხარ...-ახლოს მოიწია, მე კიდევ სუნთქვა გამიჭირდა. -მთვრალი ხართ...-დავიჩურჩულე დაბნეულმა. -ვიცი...! მიხარია ახლა მთვრალი რომ ვარ...! მიხარია, რომ მთვრალი გიყურებ და ვხვდები რომ ჩემთან ხარ, რომ შემიძლია შეგეხო, დავინახო შენი ღიმილი, მიხარია რომ ახლა აქ ხარ! -მაბნევთ...-გულწრფელად ვუთხარი და გადარეული გულის დამშვიდება ვცადე. -აბა მე მკითხე...!-გამიღიმა და ჩვენს შორის მანძილი უფრო შეამცირა-ახლა რომ ეს არ ვქნა მოვკვდები-ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მშიერი მზერით შემამკო. -გაბრი... სიტყვის დასრულება არ მაცადა მხეცივით რომ დამაკვდა ბაგეებზე, გული თუ არ გაჩერდებოდა არ მეგონა, კანკალმა ამიტანა, აზრზე ვერ მოვსულიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს, ან საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდა ბოროტი უფროსი, ახლა კიდევ სიცხეს და სიცივეს ერთდოულად ვგრძნობდი, უცებ მომშორდა, როგორც ყოველთვის ზემოდან დამხედა და ტუჩის კუთხეში ჩატეხა. -იმაზე გემრიელი ხარ ვიდრე წარმომედგინა!-მითხრა ჩახლეჩილი ხმით და ტუჩემი შუბლზე მომაკრო. -ეს... თქვენ... მე... რა...-დავიწყე ბლუყუნი და როგორმე და ისევ ვცდილობდი დაწყნარებას. ადამიანს რომელიც ყველანაერად ცდილობს წყობიდან გამომიყვანოს და შემაშინოს, მოდის და ველურივით მკოცნის, მიდი და მიხვდი ახლა რა ხდება...! -პირველი იყო...-ამაყად გამოაცხადა. ხელი ვკარი და აცრემლებული თვალებით შევხედე. -ვერ გიტანთ!-დავუყვირე და სალში შევედი. ისე ავედი ოთახამდე არავის რომ არ დავენახე, ლოგინზე პირქვე დავემხე და უაზროდ დავიწყე ტირილი. ნინიც იმწამსვე შემოვიდა ოთახში, მაგრად მოვეხვიე და ტირილი დავიწყე. -მარი რა ხდება?!-მეც ყველაფერი მოვუყევი. -დებილი! ვერ მიტანს... ვძულვარ... სულ მაშინებს , არ ვუყვარვარ მაგას! მთვრალია და... მაგიტომ მაკოცა... ერთობა ან თამაშობს რაღაცას ან ისევ ცდილობს რომ წყობიდან გამომიყვანოს! -და რაიცი შენ? იქნებ მართლა უყვარხარ?-ღიმილით მკითხა ნინიმ. არაფერი არ მიპასუხია, საწოლში შევწექი, დაღლილს კი მალევე ჩაეძინა. საკითხავი ის იყო, რა იქნებოდა ხვალ, ზეგ და რა ჯანდაბა მოხდებოდა მერე... - - - - - - - - გამარჯობათ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ვცადე მაინც რომ კარგი გამოსულიყო... ხო, რა მინდოდა მეთქვა, არ ვწევ უკანა პლანზე გაბრიელსა და მარიამს, უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი კარგად აღვწერო, ნუ როგორც ყოველთვის და იმის იმედი მაქვს რომ არ იფიქრებთ საპნის ოპერის წერას აპირებსო. ძალიან გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარი, რომ ვიცოდე რას ფიქრობთ ისტორიასთან დაკავშირებით ასე რომ ველოდები შეფასებას და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.