რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 13)
-განგა- სრული სიჩუმე მეფობდა ჩემს ირგვლივ. ცხვირწინ ვერაფერს ვხედავდი. ხელების ცეცებით მივდიოდი. უცებ, თოთო ბავშვის ტირილი მომესმა და ხმის მიმართულებით სწრაფად მივიკვლევდი გზას. რაც უფრო წინ მივიწევდი, ხმა მით უფრო მცილდებოდა. ვცდილობდი დავწეოდი... ბავშვის ტირილი გულს მიკლავდა, სასიცოცხლო ძალებს მწურავდა... უცებ შედარებით განათებულ ადგილზე ავღმოჩნდი. ცარიელი, მიტოვებული შენობის ერთ-ერთ ოთახში ვიდექი და ჩემს წინ ლადო იდგა. მე არ მიყურებდა, ხელში რაღაც ეჭირა, გულზე ჰქონდა აკრული და დასცქეროდა ღიმილიანი სახით. თითქოს ვიცოდი რას მიშტერებოდა ლადო ასე, მაგრამ დამვიწყებოდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ლადოს მივუახლოვდი. ხელებში ვუყურებდი. ამომხედა და სისხლით დასვრილ ხელებში მოქცეული პატარა ბავშვი დამანახა. მაშინვე მისკენ წავიწიე, მაგრამ გამაჩერა და კედლისკენ გამახედა. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ორი თეთრებში გამოწყობილი სხეული გავინახე მიწაზე გაწოლილი. მივუახლოვდი და მათში ქეთი და ლანა ამოვიცანი. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ქეთი უძრავად იწვა ლანამ კი თვალები გაახილა და აკანკალებული ხელი ჩემსკენ გამოიწოდა. მისკენ წავედი, მაგრამ ისევ ბავშვის ტირილი გავიგე და ლადოსკენ შევტრიალდი. მას ჩემთვის ზურგი შეექცია და მიდიოდა. ორად ვიგლიჯებოდი... ვერც ერთს ვერ ვთმობდი და ამავდროულად ორივე დავთმე, რადგან ორი წამის შემდეგ, როცა ლანასკენ მოვბრუნდი აღაც ის დამხვდა. და უცებ ბავშვის ტირილიც შეწყდა. ლადოს მხარეს შევბრუნნდი და ისიც გამკრალიყო. -არა, არა- არა! -ვკიოდი გამწარებული და აქეთ-იქით დავეძებდი მათ, მაგრამ უშედეგოდ. რეალურ სამყაროში კივილოთ გადმოვედი. საწოლზე სწრაფად წამოვჯექი და აქოშინებული ვსუნთქავდი. გულის ცემა პიკს აღწევდა. ხელები სახეზე ავიპარე და ავტირდი. -განგა, რა გჭირს? -აბაზანიდან გამოსული ცოტნე მხრებში მეცა. -ცუდად ხარ? -არა...-მხოლოდ ეს ამოვიტირე და დაწყნარებისკენ მოვუწოდებდი თავს, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რას ნიშნავდა ჩემი სიზმარი? ნუთუ ლანა და ქეთი... ღმერთო, ოღონდ ეს არა... -რამე გტკივა? ექიმს დავურეკო?-ისევ დამძახოდა თავზე ცოტნე და მის ხმიდან გამოჟღერებულმა შიშმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. -მან ისინი მოკლა... ლანა და ქეთი... ჩემი პატარა და... მოკლა...-შევტირე ხმამაღლა და ცრემლიანი თვალებით ავხედე. -არავის არავინ მოუკლავს დაწყნარდი.-საწოლზე ჩამომიჯდა ცოტნე. ჩემი ხელები ხელებში მოიქცია. -სიძმარი იყო განგა...დედაშენი და შენი და კარაგად არიან... -შენ არ იცი... შენ ვერ წარმოიდგენ...ლადო დამპირდა...- არ დავიჯერე მისი სიტყვები და ისევ ჩემსას ვაგრძელებდი. შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ლადოს ხსენებაზე ხელები უცებ დაეჭიმა ცოტნეს და მის ხელებში მოქცეულ ჩემს ხელებს ძლიერად მოუჭირა თითები. -ვიცი განგა და გპირდები ლადო ამას ვერ შეძლებს. ორივე კარგადაა და საღ-სალამათია. უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახე. დაწყნარდი. თავი ჩავქინდრე და მთელი შერჩენილი ძალებით ცრემლების შეკავებას ვცდილობდი. თავზე ხელის გადასმა ვიგრძენი და შევიშმუშნე... - გეშინია და არ გჯერა ჩემი?-ცოტნეს ხმა გავიგე. იმედგაცრუებამ დააბოხა მისი ხმა. -კი. -მოკლედ ვუპასუხე. -‘კი“ ჩემი გეშინია თუ „კი“ ჩემი გჯერა?-გაეცინა. -მჯერა. მაგრამ რა იცი? იქნებ არ არიან კარგად? -ვერ ვიჯერებდი ლადოს ასეთ უმოქმედობას. -მათთან დაცვაა გაგზავნილი და ვერავინ შეძლებს მათ შეწუხებას. -საბოლოოდ დამამშვიდა. -მართლა?-თვალები გამიბრწყინდა... ნუთუ სიმართლეა? ნუთუ დანებდა ლადო? იქნებ ეშინია, რომ ვუჩივლებ და ამიტომ არ ეკარება ჩემებს? -მათთან წავალ, როგორც კი ფეხზე გავლას შევძლებ. არ მინდა ასე შეგაწუხოთ.-ამოვილაპარაკე. -არა... -ისეთი ხმით თქვა, შიშის ჟრუანტელმა დამიარა. თვალებში შევხედე.-სჯობს ყველაფერი რომ დალაგდება მერე დაბრუნდე სახლში. ახლა საშიშია.-ტონი შეცვალა. -და ეს როდის მოხდება? -მაკვირვებდა მისი სიტყვები. ასე კარგად რატომ მექცეოდა? მე ხომ მისი და ლამის მოვკალი... რით დავიმსახურე მისი ასეთი მზრუნველობა? -საერთოდ იცი რა ვიფიქრე? იქნებ აქ გადმოვიდნენ შენები? მანამდე სანამ ყველაფერს მოვაგვარებ.-ისეთი ხმით წამოიძახა ცოტნემ, რომ მივხვდი კი არ მეკითხებოდა, უბრალოდ თავის გადაწყვეტილებას მაცნობდა. -აქ?-ყბა ჩამომვარდა. ამას უკვე აღარ ველოდი. - კი აქ. სახლი დიდია. ოთახებიც ბევრია. რა პრობლემაა... გადმოვიდნენ, ლანაც აქედან ივლის სკოლაში და ქეთიც სამსახურში. ლადო ვეღარ მისწვდება ვერც ერთ მათგანს და შენც დამშვიდდები.- ჩემს დარწმუნებას ცდილობდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. -არ ვიცი...-მართალს ამბობდა ცოტნე, მაგრამ ვერ ვბედავდი დათანხმებას.-დედა ასე ადვილად არ დათანხმდება.-მიზეზი მოვძებნე მაინც. -ამაზე ვიზრუნებ მე. აუცილებლად დათანხმდება, რადგან სიმართლეს გაიგებს.-მკაცრად თქვა. -რა სიმართლეს? -დავფრთხი. -ყველაფერს განგა. დამალვა აღარაა სწორი. ახლა მათაც საფრთხე ემუქრებათ და შენც. ვუთხრათ ყველაფერი და დავიცვათ. ოდესმე მაინც გაიგებს დედაშენი... -მართალი ხარ.-მივუგე და ისეთმა მონატრებამ დამიარა, მალე რომ არ მენახა ჩემები, ალბათ მოვკვდები... დიდი ბჭობის მერე გადაწყდა, რომ ჩემებს ლილი და ცოტნე ნახავდნენ და დაელაპარაკებოდნენ. შენ სუსტად ხარ და ასეთი საუბრებისთვის არ ხარ ჯერ მზადო, ლილიმ განმიცხადა. ჩემგან ნებართვა აიღო, რომ ჩემს ამბავს ლადოსთან დაკავშირებით, თავად მოუყვებოდა... ოთახიდან გასვლისას კი თბილად გამოღიმა და მითხრა -დედიკო შენ ოღონდ არაფერზე იდარდო და შენს თვალებძე ცრემლი არ დავინახო და რას არ ვიზავ.- ჩემი მადლობების მოგერიაბა ასე სცადა.-აი ნახავ, ლადოსაც მალე მოიშორებ, თიკოც კარგად გახდება და სადარდებელიც ნელ-ნელა მოგაკლდება. შენი ბებელი ლილი იმდენს იზავს, რომ შენს სახეზე ღიმილს ნახავს.-გამოცონა და ლოყიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მომწმინდა. -ცოტნე- განგას სახლიდან დაბრუნებლმა კაბინეტს მივაშურე. ჯონიც გვერდით მომყვებოდა. დაძაბულობისგან ძარღვები რამის დამსკდომოდა. როგორც იქნა ბაჩანას დახმარებით ყველაფერი გავარკვიეთ ლადოს შესახებ. კარები შევაღე და შევედით. მაგიდასთან მოვკალათდით და ბაჩანას ლოდინი დავიწყეთ, რომელიც უკვე აქეთ მოდიოდა და წუთი წუთზე აქ იქნებოდა. მოთმინების ნაგლეჯებს ვაგროვებდი. ჯონი წამოდგა და მარტინი ჩამოასხა სამ ჭიქაში და მაგიდასთან მოიტანა. როგორც კი ისევ მაგიდასთან მოთავსდა ჯონი, კარი ეკამ შემოაღო და ბაჩანა შემოატარა. მე და ჯონი ფეხზე ავდექით და ხელის ჩამორთმევით მივესალმეთ. სამივე მივუსხედით მაგიდას. ხელები ერთმანეთს ჩავავლე და მოსალოდნელ საუბარს დაძაბული დაველოდე, სანამ ჯონი და ბაჩანა ერთმანეთის ოჯახებს „დედაბუდიანად“ მოიკითხავდნენ. -აბა საქმეზე გადავიდეთ. -ჩემი დაძაბული სახისკენ გამოიხედა. -რა გაქვს ბაჩანა? -ნუ მკითხავთ ახალგაზრდებო, ნუ მკითხავთ. საიდან დავიწყო არც კი ვიცი.-თავი დანანებით გააქნია.-მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ ეს უამრავი ბანკის ანგარიშები, ძალიან მაეჭვებდა და არც ვცდებოდი იმაში, რომ ამდენ ფულს ლადო პოლიციის ფორმით სირბილით ვერ დააგროვებდა. მას და მის მეგობარ-მეჯვარე-თანამშრომელ ვატო გახოკიძესთან ერთად აქვს არალეგალური ბიზნესი. ბატონები საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანა-გაყიდვით შოულობენ, საბანკო ანგარიშების გასახსნელ ფულს. ჭკვიანულია ვერაფერს ვიტყვით, ისე ადვილად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ თითის განძრევაც არ სჭირდებათ. ამ საქმეში რამდენიმე პირი ჰქყავთ ჩართული,ვინც საზღვარს უპრობლემოდ აკვეთინებს ასევე გადამზიდები, ვისაც ტვირთი ერთი ადგილიდან გადააქვს მეორე ადგილას და ბოლოს ვინც ყიდის. ისინი მხოლოდ ფულს იღებენ და მეტი არაფერი...ყველა მონაწილე ამ საქმიდან რაღაც წილს იღებს და დანარჩენი თანხა ლადოსა და ვატოს ანგარიშებზე ნაწილდება. -თხრობა დაასრულა ბაჩანამ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. ხელი ჭიქას წამოავლო და გამშრალი ყელი მარტინით გაისველა. -ანგარიშის ნომრები? -ვიკითხე მე. -სულ ცოტა მაკლია და ალბათ ხვალისთვის ესეც მექნება. -წარბი ასწია კმაყოფილებით აღსავსემ. -სხვათაშორის მინდა გითხრათ გამიჭირდა ამ ყველაფრის გაგება. ყველაფერს გადასარევად მალავენ. -იმედია ხვალ უკვე გაირკვევა ანგარიშის ნომრები და დავიწყებ მასთან თანაშს. -ხელები მეპხანება. -ხვალ უეჭველად იქნება. მაქსიმუმ საღამომდე გალოდინო-გამიღიმა ბაჩანამ. -დიდი მადლობა რომ მეხმარები. -ხელი გავუწოდე. -უპრობლემოდ. -ხელი მომაგებდა და წასასვლელად წამოდგა. -წავალ საქმეს მივხედავ. ყველაფერს საღამოს იმეილით გამომიგზავნი. -მადლობა.-თავი დავუქნიე. ჯონიც წამოდგა და გააცილა ბაჩანა. სავარძელში ჩავჯექი და კმაყოფილი ღიმილით მივაშტერდი მაგიდის ზედაპირს. -გაები ნაბი*ვარო, გაები... -ვთქვი ხმამაღლა და ფეხზე წამოვდექი. კაბინეტიდან გავედი და მეორე სართულზე ავედი. ჯერ ჩემს საძინებელთან შევჩერდი, სადაც ახლა განგა იყო შესახლებული. შესვლის სურვილი მკლავდა. დღეს დილის შემდეგ არ მენახა განგა და ვგრძნობდი, რაღაც მაკლდა. მისი სევდიანი და მუდამ ცრემლიანი თვალები მაკლდა, მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერის შეგრძნება მაკლდა... „აზრზე მოდი ბიჭო...“ საკუთარ თავს დავუყვავე და თიკოს ოთახისკენ წავედი. კარი შევაღე და ოთახში შევედი. შევედი და გავშეშდი. საავადმყოფოს სავარძელში იჯდა განგა, რომელიც თიკოს საწოლთად მოეგორებინა. მის აქ ყოფნას არ ველოდი. ხელში თიკოს ხელი ეჭირა და ეფერებოდა. კარის ხმაზე თავი მოაბრუნა და რომ დამინახა უხერხულმა ღიმილმა გაუნათა სახე. თურმე როგორ უხდება ღიმილი... გული სიხარულით ამევსო, მისი მომღიმარი სახის დანახვისას. პირველად ვნახე მომღიმარი და მომინდა სულ ასეთი მენახა, არც იმსახურებდა სხვა რამეს... -აქ რატომ ხარ?-გაოცება ვერ დავმალე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო და მეგონა ეძინებოდა... -მინდოდა მენახა როგორ იყო.-თავი დახარა და მერე ჩურჩულით დააყოლა...-ვერ დავიძინე და... წავალ, უკვე დიდი ხანია აქ ვარ... ხელი სავარძლის ბორბლებს მოჰკიდა. -მე გაგიყვან.-მისკენ გავექანე მაშინვე. სულ მისი დახმარების სურვილით რომ ვიწვი, ეს უკვე მივხვდი და საინტერესოა როდის გავაცნობიერებ იმას, რომ ეს გოგონა იმ ადამიანის ცოლია, ვისაც სამუდამო მტრად მივიჩნევდი? ჩემს თავზე ვბრაზობ მაგრამ ბრაზი მაშინვე სადღაც მიქრება, როგორც კი განგა მორცხვად მადლობას მინდის. საინტერესია, რა მიშვება ეს პატარა გოგო? *** ჩემო ტკბილებოო... ახალ თავს ვამატებ. ცოტა შემაგვიანდა და შეცდომებიც ბევრი იქნება გადახედვას ვერ ვახერხებ, ამიტომ შეცდომებიც იქნება ალბათ... წინასწარ ბოდიშს ვიხდი ამისთვის... ველი შეფასებებს, იმედია არ დაიზარებთ. სიყვარულით, მარიამი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.