შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ(12დასასრული)


29-10-2015, 21:55
ავტორი sllakhh
ნანახია 3 478

დილით როდესაც მკვირი სხეული და მისგან მომავალი სითბი ვიგრძენი ეგრევე წამოვწიე თავი და ანდრეას სახე დავინახე თუ არა გულში სითბო ჩამეღვარა, ჩხუბის აღარ დამიწყია, არც გამიღვიძებია და ის მიკითხავს ჩემს გვერდით რატომ იწვა, უბრალოდ ვუყურებდი როგორ ეძინა, მისი ნაკვთები...ტუჩები, ჭკუიდან გადავყავდი, ნელა დავიხარე იმისგან გათამამებულმა ,რომ ეძინა და ფრთხილად ვაკოცე, ის იყო უნდა ავმდგარიყავი ხელით,რომ დამიჭირა, სახე მის სახესთან ახლოს მიმატანინა და ახლა თვითონ დამეწაფა ტუჩებზე, არც ეს გამიპროტესტებია, პირიქით სულ განაბული,სიამოვნების მორევში მყოფი ვყვებოდი მის ალერეს...
-ანდრეაა, გეყო... ადექი და წავიდეთ ,რომ შემპირდი...-ყოჩაღ მე, ამხელა წინადადების თქმა როგორ შევძელი მიკვირს.
უხმოდ კიდევ ერთხელ მოწყვეტით მაკოცა და მომცა ნება ავმდგარიყავი.
მისაღებში გასულს ნიკაც და ერეკლეც უკვე იქ დამხვდნენ
-პრივეტ ბიჭებო
-ვა რძალო,აუ მიდი რა გეხვეწები რამე გააკეთე მშია საშინლად
-აბა რას ვიზამ, მერე თქვენ წამოხვალთ?
-წავიდეთ?-კითხვის ნიშნით სავსე მზერით გადახედა ნიკას..მანაც მხრების აჩეჩვით უპასუხა
-რავი კაი.
მალევე გავაწყვე მაგიდა,ვიზაუზმეთ. საჭირო ნივთები წავიღეთ და გავუდექით გზას.
მთელი გზა ვწუწუნებდი, არა მართალია მთელი სულით და გულით მინდოდა,მაგრამ მართლა დამღლელი და ცუდი სასიარულო გზა იყო
-მე,რომ არ მოგყვებოდე უკვე დამტვრეული იქნებოდი-შემომიბღვირა ანდრეამ
-ნუ მამადლი რა შენი ჭირიმე, თუ გეზარება გადი წინ და მივხედავ ჩემ თავს როგორმე-ამას გონია ჩამოვრჩები ?? არამც და არამც!
არაფერი აღარ უთქვამს , ხელი მომკიდა და ისე გავიარეთ დანარჩენი გზა.
ნამდვიალად მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან.როდესაც ჩემს წინ გადაშლილ ხედს შევხედე, ერთიანად გაქრა დაღლილობა და მთლიანად ბედნიერებით ავივსე
გაღიმებული ვუყურებდი არემარეს და ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს.
-აუუ ანდრეა ფოტო გადამიღე რა- არადა ვერ ვიტანდი ფოტოების გადაღებას ,მაგრამ ახლა რამ გადამრია არ ვიცი, ან უბრალოდ იმან ,რომ ვერ ავიტანე ანდრეა ერთ ადგილას დასვენებული ,რომ დავიანახე.
კიდევ რამოდენიმე ხანი დავყავით იქ , და ახლა უფრო შემართებით გავუყევით გზას ისევ უკან სახლისკენ, თითქოს გზა უფრო მალე დაილია მაგრამ როგორც კი სავარძელში დავჯექი ერთიანად ამტკივდა ყველა კუნთი, არა ვარჯიში უნდა გავაგრძელო!
-აუ თქვენ გშიათ ხო?-საწყლად გადავხედე ბიჭებს, არა მეც კი მშიოდა უბრალოდ იმდონემდე მტკიოდა ყველაფერი მეზარებოდა ჩემი თავისთვისაც რამის მომზადება
-კაი ნუ გაქვს ეგეთი სახე,წამო დაგეხმარებით-ხელი გამომიწოდა ნიკამ,მეც გავყევი და ერთიანი ძალებით გავამზადეთ ყველაფერი.
დანაყრებულები და ცოტა დასვენებულები ერთად ვიყავით და ძველ ამბებს ვიხსნებდით საღამომდე, მხიარულება ანდრეას ტელეფონის ზარმა დაგვირღვია
-ჰო მიშა რახდება მშვიდობაა?
-რამდენად მშვიდობა ეთქმის შენთვის არვიცი, ხვალ როგორმე უნდა შეძლო და ჩამოხვიდე, მერე გაგარკვევ საქმის ვითარებაშო-ცოტა არ იყოს დაძაბული ხმა ქონდა უფროს გელოვანს ,მაგრამ მაინც ცდილობდა მხიარული ნოტა შეერია მის ტემბრში
-შევეცდები-ხასიათწამხდალმა დააგდო ტელეფონი იქვე მაგიდაზე, მთლიანად გადაწვა სავარძელზე და ხელებით თვალები მოისრისა
-რახდება *ეჩემა?
-მიშა იყო, ხვალ როგორმე მოახერხე და ჩამოდიო
-რატო მშვიდობაა?
-გაგარკვევო მერე..
-კაი წავიდეთ მაშინ ხვალ და ზაფხულში ჩამოვიდეთ მერე ისევ რა პრობლემაა-უდარდელად თქვა ერეკლემ
-ბაზარი არაა, წავედი ახლა მეც საშინლად დავიღალე რა..
მხოლოდ ანდრეა და ნატალი დარჩნენ მარტო
-შენ არ დაიღალე?-თბილი ხმით უთხრა ნატალის
-ისე რა...ანდრეა-შეპარული ხმით დაიწყო-კოშკზე სანამ წავალთ ისევ ამიყვან?
-წამო...-ღიმილით ეგრევე ადგა ფეხზე და მასაც იგივე მოუწოდა.
მალევე მივიდნენ იგივე კოშთან, ისევ ისე უყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,რომლის ფონზე სვანური კოშკები კიდევ უფრო გამოიკვეთებოდნენ,ბოლომდე ავიდნენ და ახლა იქიდან გადახედა ღამის მესტიას
-კიდევ ჰო ჩამოვალთ?
-კი აბა რას ვიზამთ-თბილი კოცნა დაუტოვა შუბლზე და მის სხეულზე აიკრა-შეგცივდება.
დილით ადრევე დაადგნენ თბილისის გზას, საკმაოდ ჩქარობდე დღესვე უნდოდა გაერკვია თუ რახდებოდა. ბიჭები რადგან თავიანთი მანქანით იყვნენ ცალკე წამოვიდნენ
-სახლში დაგტოვებ და გავიგებ მერე რახდება ხო?-ნატალისკენ გადაიხარა და თითქოს არაფერი ამ ფაქტში გასაკვირი ან გასაოცებელი ისე დაუკოცნა ბაგეები
-ძალიან ხომ არ გათამამდი შენ ამ ბოლო დროს?
-რაში გამოიახარება ჩემი გათამამაბა?ცოლს ,რომ ვკოცნი?
-ცოლსაც გააჩნია-კიდევ ერთხელ იმის გააზრებაზე თუ რის გამო ატარებდა ახლა ამ სტატუს ისევ მოეწყინა და წაუხდა ხასიათი
-ოხ ნატალი...როდის მიხვდებიი-ჩუმად მისთვის ჩაიბუტბუტა
-რას?-გაკვირვებული მზერა მიაბყრო
-არაფერს მიდი...როდის მოვალ არ ვიცი არ დამელოდო
-რომ არ გეთქვა ხო იცი ვაპირებდი დალოდებას

-------------
ანდრეასთან.
მიშა უბრალოდ მიზეზის გამო არ დამირეკავდა, ერთი სული მქონდა მივსულიყავი და გამეგო რახდებოდა,როგორც იქნა მივაღწიე
-ადნრეა დედა როგორ ხარ?-თბილად შეეგება მისაღებში მაია(დედამისი) ნატალი ხომ კარგად არის? ეს დღეები არ შეგაწუხეთ მერე აუცილებლად გამოიყვანე
-კარგად დედა კარგად..გამოდი მერე ხვალ, სულ სახლში რომ ხარ ცოდო ხარ გაუხარდება
-კი დედა მასე ვიზამ
-მამა სად არის?
-კაბინეტში , მიდი და შემოგიტანთ რამეს
მეც მიშას კაბინეტისკენ ავიღე გეზი
-ოჰ, ბატონ მიშას ვახლავარ, რახდება აბა?
-მოდი მოდი-მის წინ სავარძელზე მიმითითა-გიორგის უწევს საფრანგეთში სასწრაფოდ წასვლა ეგ უეჭველია, შეხვედრა იმართება ჯერ აქ ხვალ, აუცილებლად უნდა დაესწროთ ორივე, ფრანგებთან ერთად მათი გერმანელი კომპანიის წარმომადგენელი იქნება და მათთან შეხვედრის მერე გადაწყდება შენც მოგიწევს გიორგისთან ერთად წასვლა თუ არა, ვიცი ახლახანს მოიყვანე ცოლი მაგრამ ხო ხედავ არ გამოდის... ვეცადე მხოლოდ გიორგი გამეშვა მაგრამ...თან ვანხოთ შეხვედრა როგორ ჩაივლის
-კაი კაი არ ინერვიულო მაგაზე...ვიზამთ რამეს-გამამხნევებლად ბეჭზე დავადე ხელი,ჩემზე მეტად ის განიცდიდა ,ცოლს რომ უდა მოვშორებოდი გაურკვეველ ვადით, სულ ასეთია ყველას პრობლემა გულთან ახლოს მაიქვს, რაც ნამდვიალდ არ აისახება მის ჯამრთელობაზე კარგად.
მალე გიორგიც მოვიდა და ისიც გაერკვა სიტუაციაში.
-საღოლ შენს გაძლებას, მე წინასწარ ვგლოვობ ლანა და გამო მარტო ,რომ უნდა დავტოვო და შენ რა აძლებინებს
-არც მე მინდა მაგრამ მგონია,რომ უკეთესი იქნება ახლა ასე
-რა იქნება უკეთესი?-გაკვირვებულმა გამომხედა
-დავტოვებ ცოტა ხანი ამრტო, სასწაულებიც ხდებაო გამიგია ,ჰოდა იქნებ მოვენატრო ან გაერკვეს მის თავში რა...
-ვერ ხარ შენ, უბრალოდ ნატალი არის ჯიუტი ,თორე მის მზერაშიც ჩანს ყველაფერი
-იქნება რა რამე...დავლიოთ?
-რატომაც არა, ოღონდ მერე ცოლი არ გაგიბრაზდეს-ანდრეასაც გაეცინა ,მაგრამ როგორც კი წარმოიდგინა ნატალის სახე და მისი სიტყვები გაახსენდა ერღთიანად მოეშხამა გონება.
გვიანობამდე სვამდნენ, ლანასგან მერამდენე ზარი შევიდა გიორგისთან,რომ ნერვიულობდა და მის გარეშე ძილი არ უნდოდა, ვერც იძინებდა და მალე მისულიყო, ამის გაგონებაზე ისევ თავიდან მეორდებოდა ყველაფერი.
-ორივე ძმა ერთმანეთზე უარესები ხართ რა-გაჯავრებული ხმით უთხრა მაიამ,მაგრამ მაინც ვერ გაძლო და თბილად გაეღიმა-დე ვეტყვი მიშას მძღოლს და ისინი წაგიყვანთ რა სახლში, არ მანერვიულოთ გეხვეწებით და ასეთი ნასვამები არ დაჯდეთ საჭესთან,ხვალ გამოდით ორივე და წაიყვანეთ თან ცოლებიც და ბებოს სიცოცხლეც მომიყვანეთ
-ვინ ეკითხება ამათ, სად მაქვს ნერვიულობის თავი გარეთ არის გურამი გელოდებათ და გაყევით-გარედან შემოვიდა მიშა და ცოლ-შვილს მიუგო სიცილით.
უღიმღამოდ შეაბიჯა სახლში, შუქი რომ დაინახა გაუკვირდა მაგრამ იფიქრა უბრალოდ დატოვაო, მისაღებში შესულს კი ტელოვიზორიც ჩართული დახვდა, ჩუმად და ნელა მიიწევდა წინ,როდესაც ნახევრამ მძინარე ნატალი დაინახა
-ანდრეაა, როგორც იქნაა-ეგრევე გამოფხიზლდა მის დანახვაზე და ენერგიულად წამოფრნდა ფეხზე, მაშინვე მასთან მივიდა და მაგრამ მოხვია-ყარხარ სასმელის უნით-სახე მომანჭულმა უთხრა და სიცილიც დააყოლა
ანდრეას მისი ყურება და იმის გაცნობიერება ,რომ მისი საყვარელი ადამიანი მას ელოდებოდა გვიან ღამემდე და მის გამო ნერვიულობდა უდიდედს სიხარულს ანიჭბდა.შეამჩნია თუ არა ხელიდან დასხლტომას ,რომ უპირებდა უფრო მოხვია ხელები და არსად არ გაუშვა
-ანდრეაა...წამო დაწექი, არაფერი აღარ უთქვია მის ნებას დაყვა და უხმობ აირეს კიბეები ანდრეას საძინებლამდე.
რომ კითხო გაუზრებლად,მაგრამ ძალიან გააზრებულად აკეთებდა ყველაფერს, მართალი იყო ალკოჰოლიც მიღებული ქონდა,მაგრამ მაინც ვერ იძინებდა, ვერ ისვენებდა მის საწოლში ნატალის გარეშე.
არანკლებ დღეში იყო ქალბატონიც ისე მიეჩვია მის მკლავებში ძილს. ფიქრობდა ახლა ავდგები და შევალ მის ოთახში ,ორჭოფობდა არ იცოდა რა ექნა და ზუსტამ ამ დროს შემოვიდა მის ოთახში ანდრეა
-რამე მოხდა?-გაუკვირდა ,ძალიან უნდოდა რომ შესულიყო მაგრამ იშვიათად უხდება ის რაც უნდა და სანამ მიზეზს გაიგებდა ყველაფერი წარმოიდგინა
-არაფერი-იმ ღიმილით გაუღიმა მას რომ აგიჟებს,მაგრამ როგორღაც რომ იკავებს თავს
-აბა?
-ჩშ...-უკვე მის საწოლთან იყო მისული,ტუჩებზე თითი მიადო,ჯერ უყურებდა მერე ნაზად დაეწაფა,მისი ნაზი კოცნა ნელ-ნელა უფრო მომთხოვნი და ვნებიანი ხდებოდა,გაუჭირდა ამჯერად თვითონ მოშორება,მაგრამ სხვა გზა არ ქონდა..არ უნდოდა დაეფრთხო და ის ურთერთობაც დაენგრია რაც ახლა აქვთ.
ბოლოს შუბლზე მიაკრო ტუჩები-დავიძინოთ...და ტკბილად ერთმანეთზე ახლართულებმა მიცეს თავი ძილს.
დილა აღარ შუა დღე იყო ,ორივემ რომ ინება და გაიღვიძეს
-რომელი საათია?
-1 საათი სრულდება
-არაააა...ამდენი ხანი როგორ მეძინა
-ჩემი დამსახურებაა-სიცილით უთხრა ანდრეამ
-ხუმრობის ხასიათზე ვართო?
-ნწ, კოცნის-ის ფაქტი რომ აღარ აპროტესტებდა მის კოცნებს და საერთოდ ,რომ ყვებოდა უფრო ათამამებდა.-ახლა მიდი გაემზადე და ჩემებთან წავიდეთ
-კაიიიც-მალევე გაემზადნენ და წავიდნენ.
მიშა სიყვარულით უმზერდა ამ დიდ ოჯახს და სიამაყით ივსებოდა.
-ნატალიი, დღეს შეხვედრაზე უნდა წავიდეთ აუცილებლად, გიორგიც და ლიკაც ჰოდა შენ და ლიკა წადით ახლა კაბების ასარჩევად და საღამოსთვის მზად იყავით,სადაც იქნებით იქ გამოგივლით-ჩუმად უთხრა ყურთან ახლოს და არც კოცნის დატოვება დავიწყებია.
-კაი და შენ ეგრე აპირებ წასვლას?-წარბ აწეულმა გახედა მის ჯინსის შარვალს და უბრალოდ მაისურს
-რა მზრუნველი ცოლი ხარ-შეიფერა მისი სიტყვები-მაქვს აქ და გამოვიცვლი.
გიორგის მანქანა წაიყვანა ლანამ და წავიდნენ მაღაზიების დასალაშქრად
-რადგან ცოტა დრო გვაქვს ჩემს საყვარელ მაღაზიაში მივიდეთ, აუცილებლად ექნებათ იქ ისეთი კაბები ,რომ მოგვეწონოს
-მანამდე ლიკას გავაფრთხილებ,რომ მასთან შევივილით, ვარცხნილობა და მაკიაჟიც ხომ გვინდა-თვალი ჩავუკარი და გადავიკისკისე, ტელეფონიც მოვიმარჯვე და გავართხილე,რომ მივიდოდით.
-ნამდვილად მართალი ყოფილხარ
-ჰო,აი ეს კაბა ნახე აბა, როგორია?
-ვაუუ, ძალიან გიხდება...გააგიჟებ გიორგის-ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად, ლანამც შეიფერა
-შენ ნახე რამე?-ნატალისკენ გაიხედა რომელმაც ზუსტად ამ წუთაის იპოვა მისი მოსაწონი კაბა-ვიღებთ!
-მოიცა ჯერ ვნახო
-ჰო ჰო რათქმაუნდა მაგრამ აქედანვე ეტყობა ,რომ ძალიან მოგიხდება და უნდა ვიყიდოთ.
არც იყო მცდარი ლანა, კაბა მოიზომა თუ არა ბევრი ფიქრის გარეშე აიღეს.
-ლიკა დეიდა როგორ ხარ?-სალონში მივიდნენ თუ არა თბილად მოიკითხეს ერთმნეთი
-კარგად ჩემო კარგებო თქვენ როგორხართ?...შენ რაიყო გოგო სულ,რომ დამივიწყე
-მეე დეე?-გავიკვირვე..კაი რას მკადრებ დღეში რამოდენიმე საათი შენ გელაპარაკები
-ჰო ლაპარაკით ისე თუ არ დაგჭირდი არ გამოხვიდე
-ვსო ვეღარ მომიშორებ!-დავემუქრე ჩემი ჭკუით
-მოიცა კაცო ეგრეც არ გინდა...-სიცილით მითხრა...აბა როგორი სტილი გინდათ? ან ჯერ მაჩვენეთ კაბები და გადავწყვიტოთ.
ორივე კაბა მოგვიწონა და შესაბამისი ვარცხნოლაც გაგვიკეთა,მაკიაჟი სვეტამ აიღო მის თავზე და ვსი მზად ვართ!

-თავიდან შეუყვარდებით თქვენს ქმრებს ისეთი კარგები ხართ-სვეტამ თბილად და გულიდან წამოსული სიტყვებით შეგვაფასა,მაგრამ თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა..თავიდანო, ახლაც რომ არ არის ეგრე , ეგ არის უბედურება... უბედურება? ჰო ჰო ეგრეა...ჯერ კიდევ ბოლომდე და ხმამაღლა არ ვამბობ ,მაგრამ აშკარაა გულის დიდი ნაწილი დაიკავა ანდრეამ.
-ვააუუუვ ნახე ძმაო რა მაგარი ცოლები გვყავს-მხარი გაკრა გიორგიმ ნატალიზე მიშტერებულ ანდრეას-ეჰე, შენ ...გამოფხიზლდი აწიი...
-ა ჰო ისა... რალამაზები ხართ
გიორგი და ლანა წინ გავიდნენ და ახლა უფრო თამამად მოხვია მის ცოლს ხელი წელზე და მოწყურებული დაეწაფა ბაგეებზე , კიდევ უფრო ვნებიანი და ხრინწიანი ხმით აღნიშნა-ძალიან ლამაზი ხარ-არც ის გამოპარვია როგორ გაუხარდა მისი სიტყვები და როგორ გამოიწვია მისი ლოყების აწითლება,მართალი გაუკვირდა მაგრამ...
შეხვედრაზე ლანასთვის და ნატალისთვის სრულიად გაუკრვევლად საუბრობნენ, ბოლომდე არანაირ დეტალს არ უღრამვდებოდნენ, მართალია ლანა მათი იურისტიც იყო მაგრამ არც მისთვის იყო ჯერ სიტუაცია ცნობილი გიორგის მოთხოვნით.
ძმებმა ერთი ამოიხვნეშეს მძიმედ და ხელი მოაწერეს საბუთს და სტუმრები გააცილეს, თვითონ კი მალევე მიბრუნდნენ რესტორანში
-როდის ეტყვი?-გიორგი მიუბრუნდა ჩაფიქრებულ ანდრეას
-ხვალ დღისით
-კაი რას ამბობ...ხვალ ღამით ისედაც მიდიხარ და
-რა გაცინებს მერე რა... მე თუ მივდივარ შენც კი მოდიხარ
-ჰო ჰო შემახსენე არ დამავიწყო
-ოთხივემ ერთად არ დავლიოთ? ცოტა მაინც-წამოაყენა მისთვის სასურველი იდეა გიოგიმ
-ცოოტა! -დაუზუსტა ლანამ
ცოტახნით დაივიწყეს ,რომ მთელი ორი თვით უწევდათ წასვლა და რაც შეეძლობ ბოლომდე ერთობოდნენ.
ცოტა არ ვიცი მაგრამ ,ცოტაზე მეტი რომ დალიეს ეგ აშკარა იყო
-ყველაფერთან ერთად გამალოტე კიდეც რაა- ბუზღუნით და ძვლივს არეული ნაბიჯებით შევიდა ნატალი სახლში-ცუდი ბიჭი ხარ !-სასაცილობ აუფრიალა ცხვირ წინ თითი
-ჰოო?-წარბ აწეულმა დახედა ცოლს
-ჰოო!
-ცუდი ბიჭი თუ ვარ მაშინ მაინც არაფერი არ მიდის ჩემი...(ეს ახლა ვერ ძლებს მისი კოცნის გარეშე და 2 თვე..? რავიცი რავიცი..)
-ახლა უფრო ცუდი ბიჭი ხარ!-როგორც კი ანდრეამ მიცა საშუალება ჩაესუნთქა ჰაერი მაშინვა ამოილუღლუღა
-ჰოო?წავედი მაშინ მე -გაბუტული ბავშვის სახე დაკერა და კიბეებისკენ დაიძრა
ალკოჰოლი ბამბედაობას მატებსო,მართალიც არის მთელი ძალით დაექაჩა ხელზე და პირველად მისი ინიციატივით ეძგერა ანდრეას ტუჩებს
გაკვირვებული იყო მისი ამ ქცევით ,მაგრამ ნატალიმ მისი ნებით კოცნიდა თან ასე მომთხოვნად და არ აყოლოდა ან არ ემოქმედა? არაა!
-ჩემი ტკბილი ცოლი ხარ!
გრძნობები ? ერთმანეთში არეული, მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ მთელი მისი არსით უნდოდა მასთან და ამაში არაფერ შუაში იყო ალკოჰოლი, ალკოჰოლმა უბრალოდ გამბედაობა მიცა, თორემ ფიქრით როგორც ფხიზელი ისე ფიქრობდა და გააზრებულიც ქონდა რას აკეთებდა.
აგიჟებდა ანდრეას ხელები მის სხეულზე, კოცნა რომელიც თავგზას უბნევდა და უფრო და უფრო იზიდავდა ბურუსში,საიდანაც გამოსვლა არ უნდოდა არც ერთს!
სინაზითო,რომ გითხრათ მოგატყუებთ, სად ქონდა მაგის თავი...მთავარია მალევე მოშორდა მის სხეულს კაბა მომენტალურად შეჩერდა და თვალებში ჩახედა თითქოს იქ უნდოდა პასუხის გაგება, ხელით სახეზე ეფერებოდა,ვეღარ მოითმინა და ფეხის წვერებზე აიწია და მთელი გრძნობით კოცნიდა,სიჩუმეს ოთახში და სახლში მხოლოდ მათი ხშირი სუნთქვა და ხმები არღვევდა, არც ტკივილისთვის მიუქცევია ყურადღებდა,ვნებით გაგიჟებული დააცოცებდა ხელებს მის განიერ მხრებზე და როგორც შეეძლო ისე ყვებოდა.
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, უყურებდა მის სახეს და ფიქროდა რა ეშველებოდა ადმდენი ხანი მის გარეშე, ან როგორ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი.
მთელი ღამე დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი ,მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, დილით ანდრეას სახე დავინახე თუ არა კიდევ უფრო ავივსე ბედნიერებით და უფრო მაგრად მივეკარი მის სხეულს ,როგორ მინდოდა მეთქვა ის ყველაფერი რასაც ვგრძნობდი,მაგრამ ვერ ვბედავდი...
ზარის გაგონებაზე გაკვირვებული შევხედე
-ვინ იქნება ასე ადრე?
-არვიცი ვნახავ, მანამდე ჩაიცვი და ისე გამოდი-ღიმილით დააყოლა და გასვლამდე კიდევ მაკოცა მოწყვეტით.
-რახალხი, რახდება მშვიდობაა?
-კი კი, ლან მიდი რა ყავა გაგვიმზადე მანამდე და გამოდით მერე
მარტო დარჩნენ თუ არა ეგრევე კითხრა
-რახდება ჰე თქვი ახლა
-არ ჯობია ერთად ვუთხრათ?-ისეთი მზერა ქონდა მომენტში შეგეცოდებოდა კიდეც, ჩაფიქრებული უყურებდა ერთი მომენტი ბოლოს მხრებზე მოხვია ხელი და ისე შევიდნენ შიგნით
-ჯობია ,ბარემ ერთად მოვკდეთ
-კიდე სიცილის თავი გაქ?
რძლებმა გაკვირვებული შეხედეს ფერგადასულ ძმებს რომლებსაც მოუსვენრობა ეტყობოდათ
-თქვით აწიი
-მოკლედ გუშინ შეხვედრის მერე გადაწყდა,რომ...მივდივართ რა.. ორი თვით მე საფრანგეთში, ანდრეა კიდე გერმანიაში, სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის...-წართმეული ხმით ძვლივს ლაპარაკობდა გიორგი.
მომენტალურად შემომიტია ყველანაირმა გრძნობამ, მე ანდრეას გარეშე მთელი ორი თვე? საშინელებააა, არც ლანა ჩანდა უკეთეს დღეში
-როდის მიდიხართ?-ძვლივს ამოვიხირხილე
-დღეს საღამოს-დამნაშავესავით ჩახარა თავი ანდრეამ
მალევე ვიგრძენი სისველე ჩემს კანზე და მთელი ძალით ჩავეკარი, მის მკლავებში ვტიროდი
-მალე ჩამოდი რა..-პასუხს ვერ მცემდა,ვიცოდი მასზე არ იყო დამოკიდებული ეს და ვერც მაიმედებდა.
მთელი დღე ოთხივე ერთად ვიყავით და ბოლო საათებს ვირგებდით,
-აღარ იტირო რა შენს თავს ფიცავარ შევეცდები მალე ჩამოვიდე, ნუ ხარ ეგრე თორემ მეც ცუდად ვარ რა..-სად მქონდა ხმის ამოღების თავი? გაყუსულმა ძვლივს შესამჩნევად დავუქნიე თავი და კიდე უფრო მაგრად მივეკარი.

მთელი დღეები უნივერსიტეტში ვატარებდი, ძალიან კი მეზარებოდა მაგრამ ვერ გავაცდენდი,ლანაც ვიცოდი ჩემს დღეში ,რომ იყო მაგრამ მას გაბო ყავდა რომელიც ახერხებდა და ორივეს გვართობდა, დაღლილი გამოვედი უნივერსიტეტიდან ლანამ ,რომ დამირეკა
-ჰო ლაან
-მიდი რა გამო ჩვენთან მე და გაბრიელი ვართ და გავიდეთ მერე ლიკასთან ან მაიასთან
-უი სულ დამავიწყდა მაიამ გამოდით ჩემთან რომ მოიცლითო და გავიდეთ მაშინ
-კაი მიდი გელოდები.
დიდი დრო არ დამჭირვებია გზაში ჩემი ბიჭის საყვარელი შოკოლადები ვიყიდე და ისე მივედი
-ჩემიი ბიჭიი მოდი ჩაგეხუტო- ჩემს დანახვაზეც გაბო მთელი ძალით გამოიქცა და მომეხვია, ეს რომ არ გვყავდეს გავაფრენდით , თან როგორ გავს ორივე ძმებს
-ჩემი საყვარელი შოკოლაადი !
-წავიდეთ?
-კი კი..
გზაში გაბოს ვეფერებოდი და ვფიქრობდი ამ სამ კვირაზე ,რომელის ანდრეას გარეშე გავატარე, ვერ ვიტანდი ხოლმე სახლში მისვლას ,როცა ვიცოდი მარტო უნდა ვყოფილიყავი ამიტომ უმეტესაც ან ლიკასთან ვიყავი ან ლანასთან ერთად.
-ჩემი გოგოებიც მოვიდნენ, ბებოს სიხარულო მოდი ჩემთან
-ბებოო, ის ნამცვარი არ გაქვს მე რომ მიყვარს?
-უხ შე გაფუჭებულო... ისე არ უნდა მოხვიდე ბებოსთან?
-სუ შენთან არ ვარ?-არა კაი აფერისტია ესეც
-ყავას გავამზადებ
-არ გიდნა აქეთ გამოტანა, ვიყოთ სამზარეულოში
-ბებო ეს რომელი ნამცვარია?
-დედიკოს და ნატალისაც დავახვედრე საყვარელი ნამცხვარი-ამის გაგონებაზე ბავშვივით დავცქვიტე ყურები.
-ვაიმეე რა მაგარიაა
-ჰო ჰო მიდი ჭამე ისედაც გასუქდი ამ ბოლო დროს- ენა გამომიყო ლანამ, მეც ინსტიქტურად ტანზე დავიხედე
-არაფერიც რა-გავიბუსე მის ნათქვამზე და მაინც გემრიელად შევექეცი ჩემს ნამცხვას
-მაია დეიდა ეს თქვენი დამცხვარია?
-კი დედა აბა
-კვერცხიის გემო აქვს..-უცებ დავამთავრე წინადადება და ეგრევე სააბაზონესკენ წავედი
სარკეში ვუყურებდი ჩემს ფერ წასულ სახეს ლანა რომ მოვიდა ეშმაკური ღიმილით
-შენ და ანდრეას ურთიერთობა გქონდათ?
-რა ურთიერთობა?
-ოხ, გამოშტერდი ახლა... რა უნდა გქონოდათ
-კიი-დარცხვენილმა ვუპასუხე ,მაგრამ რისი მრცხვენოდა...
-წავედით
-მოიცა სად?
-წამო წამო
-მაია დეიდა წავედით ჩვენ და გამოგივლით კიდევ
-კარგით მიდით- თბილად დავემშვიდობეთ და წამოვედით.
ლანასთან მივედით და სულ სირბილით ამარბენინა კიბეები, ეგრევე სააბაზანოში შემიშვა
-იტყვი აწი რახდება?
-მე რა გითხრა ეს ნახე...-ორსულობის ტესტი გამომიწოდა და თვალებ გაფართოებულმა დავხედე
-რას უყურებ მიდი მალე
ორი წითელი ხაზის დანახვაზე მეგონა თავიდან დავიბადე, იმხელა ბედნიერება ვიგრძენი იმის გააზრებაზე ,რომ მუცლით ჩემი და ანდრეას პატარას ვატარებდი.
-რაშვები ამდენი ხანი? რახდებაა?-ჩემი სახის დანახვაზე ისედაც მიხვდა ყველაფერს-მართლა?-უბრალოდ თავი დავუქნიე-ვაიმე რამაგარიაა!
სიცილით გავედით, მაშინვე სახეზე შეგვახმა როცა ხმაური გავიგეთ და ერთმანეთს გადავხედეთ , არა გაბრიელი ვერ იქნებოდა მაიასთან დავტოვეთ , გვერდით მივიხედეთ და ხელში რაც მოგხვდა ის ავიღეთ და ჩუმად წავედით იქითკენ საიდანაც ხმა მოდიოდა
-სად არის ახლა ეს ორი ბატი გაიგე რა...ამათ ხო სიურპრიზს ვერ მოუწყობ-გიორგის ხმის გაგონებაზე ლანას სახეზე იმდენი ემოცია იკითხებოდა ვერ გეტყვით, მე გადმომხედა აცრემებული თვალებით, არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში იქვე დავდეთ ისინი რაც ხელში გვეჭირა და კივილით გავედით მეორე ოთახში,როგორ მომნატრებია მისი ყველაფერი! როცა ვიკადრეთ და მოვშორდით ერთმანეთს მერე შევხედეთ გაკვირვებულებმა
-თქვენ აქ ჯერ რაგინდათ?
-რადა მაგარი ქმრები რო გყავთ ეგ
-მიყვარხარ შე ყველაზე მაგარო ქმარო-იმხელა სითბოთი უთხრა ლანამ გიორგის წამით მომინდა იგივე მექნდა და ის ამბავი რომელიც ახლახან გავიგე ზედ მიმეყოლებინა
-შენ არა?-ღიმილით დამხედე ანდრეამ
-რაა?
-წამო-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა , უბრალოდ დაპროგრამებულივით მივყვებოდი
სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდით მანადმე დაღამდა კიდეც, იმ ადგილას მიმიყვანა სადაც პირველად, ისევ ისე მოჩანდა განათებული თბილისი მაგრამ ნელ-ნელა გულის ფორმის ფრანები იჭრებოდნენ ჰაერში,ქვემოთ როცა ჩავიხედე შენობებზე ისე იყო შუქი ზოგან ჩამქვრალი ზოგ ადგიალს კი ანთებული საბოოლოდ წარწერას ქმნიდა"მიყვარხარ"
-ბოდიში რა..არასდროს ვიყავი რომანტიკოსი ან რაიმე მსგავსი, შეიძლება ესეც ზედმეტი ბანალურობა გეჩვენოს,მაგრამ გამოვისყიდი...მიყვარხარ, არვიცი ასე როგორ მაგრამ ფაქტი სახეზეა-ვუსმენდი და გულში უდიდესი სითბო და სიყვარული მეღვრებოდა-აღარ შემეძლო შენს გარეშე, ნახე რა გამიკეთე ამხელა კაცს,ორითვის საქმე ასე მალე მოვაგვარე რაც შეიძლება მალე ,რომ ჩამოვსულიყავი და შენთან ვყოფილიყავი,სიგიჟემდე მიყვარხარ!
ვუსმენდი საყვარელ ადამიანს და თვალებიდან სიხარულის ცრემლები მომდიოდა
-ჩშ-კოცნით გავაჩუმე
-მმმ,ამაზე მაგარი პასუხი რაგინდა-სიცილით მომხვია ხელები
-მიყვარხარ ანდრეა
მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა მისაში, გზა და გზა კოცნებს მიტოვებდა
-აუუ აქ გააჩერე რა...
-აქქ?-გაკვირვებულმა გადმომხედა
-ჰოო
-რაგვინდა აქ?ახლა არ თქვა მშია და ხინკალი მინდაო
-რაიყო არ შეიძლება?-ეგრევე წყენა გამერია ხმაში და ტუჩები გავბუსე
-კი კი როგორ არა უბრალოდ...
-უბრალოდ შენსავით ღორმუცელა ბიჭი გვყავს-გავაწყვეტინე და დავასრულე მისი ნათქვამი
-რააა?რა გვაყავს?..გაიმეორე...არმჯერა..ვაიმე როგორმიყვარხართ-უცებ გააჩერა მანქანა და ხან მუცელზე მკოცნიდა ხან კი სახეზე-წამო მალე კიდე რაუნდა ჩემს ბიჭს ან გოგოს?-ადრე ხომ იყო მხიარული და აცერცეტებული, ახლა იმასთან შედარებით კიდევ უფრო ემოციებში იყო.
ახლობლები ყველა ერთად ვიყავით და ისე გამოვაცხადეთ ახალი ამბავი, ყუველასგან მილოცვებს ვიღებდით და იმხელა სითბო მოდიოდა მათაგან გული სიხარულით მევსებოდა.
მთელი ცხრა თვე გმირულად იტანდა ანდრეა ჩვენს პრიკაზებს.
ლანა იყო ჩემთან გამოსული, უი ისიც ორსულადაა მეოთხე თვეშია უკვე და გაბრიელს ისე უხარია ორი და ან ძმა მეყოლებაო ჭკუაზე არ არის
-ვაიმე ლანაა-ძლიერი ტკვილი ვიგრძენი თუ არა ძვლივს დავიყვირე
-რახდება?ვაიმე დაგეწყო? მოიცა ახლავე, ფრთხილად ისუნთქვე....ახლავე მივალთ ..ანდერასაც ვურეკავ, ახლავე , ახლავე-ისეთი დაბნეული იყო წამით გამეცინა კიდევაც მაგრამ მალევე შემეცვალა ისევ სახე ტკივილისგან.
შუა თათბირიდან გამოიქცა ანდრეა საავადმყოფოში და ეგრევე ცოლის გვერდით გაჩნდა, როდესაც მათი სიყვარულის ნაყოფი დაუწვინეს გულზე მაშინ იგრძნო უდიდესი სიყვარული და ყელა სხვა გრძნობა ერთად მის მიმართ, ამაზე მეტი ბედნიერება ქალისთვის რაღა უნდა იყოს
-ძალიან მიყვარხართ!-ფრთხილად დაიხარა ანდრეა და ჯერ ცოლს მერე კიმის ალექსანდრეს მიაკრო ნაზად ტუჩები,. შეეშინდა მისთვის რამე არ დაეშავებინა.
ჰო ალექსანდრეს ასე ქონდათ გადაწყვეტილი.
ერთი სული ქონდა ყოველდღე რაც შეიძლება მალე მისულიყო სახლში,საშინლად უჭირდა რამოდენიმე საათიც კი მათ გარეშე, თამამად ვიტყვი საუკეთესო მამა არის, ხანდახან მე ვერ ვაწყნარებ და ვაძინებ ისე როგორც ის, ახლაც ისეთი დაღლილი იყო მაგრამ ჯიუტად არ იძინებდა საათს გავხედე და როცა უვკე მისი მოსვლის დრო იყო მშვიდად ამოვისუნთქე
-რაო დე, მამას ველოდებითო?-გავაგრძელე ჩემს ჭირვეულ ბიჭთან თამაში,მანაც თანახმობის ნიშნად რაღაცეები ამოილუღლუღა,რამოდენიმე წუთში კი ოთახის კარი ანდრეამ შემოაღო
-რატო არ ძინავს ჩემს ვაჟკაცს?-თბილი ხმით კითხა და ახლა ისიც შემომიერთდა
-მამიკოს ელოდებოდა-პასუხს კოცნაც დავაყოლე და დავტოვე ერთი ჭკუის მამაშვილი ერთად.

სამზარეულოში ვიყავი უკნიდან რომ მომეკრო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი,ის რომელიც წამში მითბობს გაყინულ სხეულს და შეეძლო მის ერთ შეხებაზეც პულსი საშინლად აეჩქარებინა
-ასე მალე დააძინე?-ღიმილით მივბრუნდი მისკენ
-კი და იცი რავიფიქრე?
-რა?-მოჭუტული თვალებით გადავხედე
-რა და ცოდო არის ასე მარტო, აუცილებლად ჭირდება და! ჰოდა აუცილებლად ახლავე ვიწყებ მუშაობას-თვალი ჩამიკრა და ისევ ისე დაეწაფა ჩემს ბაგეებს.

----------
ამ თავს ვდებ მეორედ რადგან პირველად როცა ავტვირთე რაღაც პრობლემები იყო რის გამოც ფოტოც შეიცვალა და რაც მთავარია არც ერთ თქვენს კომენტარს არ მიხსნიდა, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება არ დაიზაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი <3
მიყვარხართ ყველანი ძალიან <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent