რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 14)
-ცოტნე- უკვე 20 დღეა რაც განგა ჩემს სახლშია. ის პირდაპირ საოცრებაა. უკვე ხშირად ვხედავ მის სახეზე ღიმილს. მართალია ამ ღიმილების უმეტესობა მე არ მეკუთვნის, მაგრამ ისიც მაბედნიერებს რომ თვითონაა ბედნიერია. მისი პირველი გულწრფელი ღიმილი მაშინ დავიმსახურე როცა დედამისი და და მივუყვანე ოთახში. ისეთი გახარებული იყო, პირდაპირ ბრწყინავდა და მისი ბრწყიბვალებიტ ყველა მონუსხულები შევყურებდით. პირველად ვნახე მის სახეზე ბედნიერების ცრემლები და ეს ისეთ სიამოვნებას მანიჯებდა ვერ გადმოვცემ. შემდეგი ღიმილი მაშინ მაჩუქა როცა თავისი დაქალი, ნანკა მოვიყვანე. ისევ ცრემლები... ბედნიერების ცრემლები... დედამისი საოცარი ადამიანი აღმოჩნდა. და ლანა... პირდაპირ საოცრებაა. ფიზიკურად განგას ასლია. ძალიან შემეჩვია და როცა სახლში ვარ, დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ვატარებ. მიუხედავად იმისა, რომ განგას უკვე ირგვლივ ჰყავს საყვარელი ხალხი, თითქმის მთელ დღეს თიკოს ოთახშია. რაც გამოჯანმრთელდა თვითონ განგა, იმის მერე თიკოს მოვლაც დაიწყო. ბევრჯერ ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო და ამას მომვლელი გააკეთებდა მაგრამ არ იშლიდა თავისას. რაც შეეხება თიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისევ უცვლელია. უკვე სამი თვეა რაც კომაშია. მისი ყურება აუტანელ ტკივილს მაყენებს და შურისძიებას უარესად მაწყურებს. ხან უბრალოდ ლადოს მოკვლის სურვილი მკლავს, მაგრამ რომ ვფიქრდები რა იქნება მომავალში ისევ ჩემს გეგმას ვუბრუნდები, რომელიც სხვათაშორის ადგილიდან ვერ იძვრის. ისევ ბაჩანას ველოდები. ძალიან გაუჭირდა საბანკო ანგარიშების გაგება.მაგრამ ნელ-ნელა წინ მივიწევთ. ახლა მხოლოდ მადრიდის ერთ-ერთ ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომრის გარკვევა დარჩა და მერე დაიწყება ლადოსთვის ჯოჯოხეთი. ჩემს კაბინეტში ვიჯექი და პატარა ლანას ვესაუბრებოდი, ლილიმ კარი რომ შემოაღო და შემოვიდა. ხელში ჩემი ტელეფონი ეკავა და გამომიწოდა, ხელში აღებისთანავე ვიბრაჩია ვიგრძენი. ბაჩანას ნომერი წამში ვიცანი. -ბაჩანა ერთი წუთით დამელოდე.-ყურმილის აღებისთანავე ვუთხარი და ლანას გავხედე.- პრინცესა ლილის გაყევი ცოტა ხანს, მე ცოტა საქმე მაქვს, მოვაგვარებ და მეც შენთან გავჩნდები, კარგი? -გავუღიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე. -კარგი, ოღონდ არ დაგავიწყდეს მათემატიკაში უნდა დამეხმარო, ხომ დამპირდი? -ფეხზე მაშინვე წამოხტა და ლილის ჩაჰკიდა ხელი. -არ დამავიწყდება პატარავ. -გავუცინე. ის კი ლილის გაჰყვა გვერდზე კუნტრუშით. დაველოდე სანამ კარს გაიხურავდნენ და ისევ ტელეფონს მივუბრუნდი. -ბაჩანა გისმენ. -ცოტნე მორჩა, მადრიდის ანგარიშის ნომერიც შენს იმეილზეა, ძმაო.-ომახიანად ჩამძახა ყურში. -როგორც იქნა...-ამოვიხვნეშე.- დიდი მადლობა. -არაფრის. ხვალ დილით გამოდით შენ და ჯონი და მოვამთავროთ ეს საქმე ბოლომდე.-აზარტში შესულივით წარმოთქვა. -დილის რვაზე შენთან ვიქნებით. -ხვალამდე. -მითხრა და ყურმილი დამიკიდა. რვას ათი წუთი აკლდა, როცა ბაჩანას კარზე ძარი დავრეკეთ მე და ჯონიმ. უკვე მესამე ზარზე ჯონიმ ტელებონი მოიმარჯვა და უყურადღებო მასპინძელთან დარეკა. -გძინავს ბიჭო?.. ასწიე ტრ**ი და გააღე კარები... მალე ბიჭო...-გაბრაზებული ჩაჰყვიროდა ტელეფონში ჯონი, მე კი ნერვიულად დავხედე მაჯის საათს. კარის საკეტის ხმა მოგვესმა. წელს ზევით შიშველმა და სპორტულ შარვალში გამოწყობილმა ბაჩანამ კარი გაგვიღო და უკმაყოფილოდ შეუბღვირა ჯონის. -რა გაყვირებს შეჩ**ა, ადამიანი დილით ცოტა ნაზი ხმით რომ გააღვიძო, არ შეიძლება? დამიხეთქე ყურის ბარაბნები.- სახლში საყვედურებით შეგვიშვა და კარი მიხურა. -დედა, დედა!-ხმამაღლა ასძახა მეორე სართულზე ქალს. -რა გაყვირებს ბაჩანა?- მოაჯირს გადმოეკიდა 50 წელს მიღწეული ქალი და ჩვენს დანახვაზე გაიღიმა.- გამარჯობა. ჯონი როგორ ხარ შვილო? -კარგად ლალი დეიდა. თქვენ როგორ ხართ?-ჯონიმაც მოიკითხა ქალი და მეც მისალმების ნიშნად თავი დავუკარი. -ეეჰ, ამ გიჟის ხელში როგორ უნდა ვიყო.-ხელი ჩაიქნია ლალიმ. -დედა მაისური ჩამომიგდე რა ჩემს ოთახშია.-ბაჩანა ჩაერია საუბარში. ქალი უსიტვყოდ შებრუნდა, მაისურით ხელში ისევ მოაჯირთან მოვიდა და ჩამოუგდო ბაჩანას. მანაც უცებ გადაიცვა და ჩუსტების პრატუნით გაუყვა დერეფანს, მე და ჯონიც უკან გავყევით. სარდაფის კარი გამოაღო და კიბეებს ჩაუყვა. ჩვენც ჩავყევით და თვალები გამიშტერდა. ეს სარდაფი კი არა ნამდვილი ჰაკერის ოთახია. უამრავი კომფიუტერული მოწყობილობით... მაგიდაზე კომპიუტერის ეკრანები ოვალურად განეთავსებინა და თვითონ მათ შუაში შესრიალდა სკამით. ჩვენსკენ შემობრუნდა და დივანზე მიგვითითა. -დასხედით. ხო, ამ ყველაფრის საყიდლად ბაბუაჩემის დანატოვარი სახლი დავყიდე.-ჩემი გაოცებული სახის დანახვის შემდეგ მიპასუხა გაუხმოვანებელ კითხვაზე. -მაგარია.-ვთქვი და „სარდაფი“ კიდევ ერთხელ მოვათვალიერე. განათებებიც კი ისე იყო გადანაწილებული, შესწორებებს ვერ შეიტანდა კაცი. -აბა რით ვიწყებთ?- თქვა ჯონიმ რომელიც აქამდე ჩუმად იყო. როგორც სჩანს აქ ბევრჯერაა ნამყოფი და აღარ უკვირდა არაფერი. ჯერ ლადოს იმეილზე გავუგზავნეთ ვიდეო... და ჩემი ტელეფონის ნომერი მივაწერეთ, რომელიც 2 დღეა რაც შევიძინე და მისი პატრონის ანონიმურობაზე უკვე იზრუნა ბაჩანამ, მაგრამ მაინც მიაერთა ტელეფონი კომპიუტერებს და არ ვიცი რა გაუკეთა, მაგრამ 2 წუთში კმაყოფილმა განაცხადა „ ახლა ყველა შუაზე რომ გაიხეს, ვერავინ გაიგებს ამ ტელეფონის პატრონის ადგილსამყოფელს". ათი წუთი ვიცადეთ ვიდეოს გაგზავნის შემდეგ და ზარიც შემოვიდა. -გისმენთ! -ვუპასუხე მშვიდი ხმით. ტელეფონს ისე ვუჭერდი თითებს, ცოტაც და შემომატყდებოდა. ჯონის და ბაჩანას ყურსასმენები ეკეთათ და ორივე ისმენდა ჩვენს საუბარს. -ვინ ხარ?-ისეთი აღელვებული ხმა მომესმა, ძალაუნებურად გამეღიმა. -ამაზე ბევრს ნუ იფიქრებ ლადო. მთავარი კითხვა არასწორად დასვი.-ღიმილი არ მშორდებოდა სახეზე.-კიდევ სცადე. -ვინ ხარ და ეს ვიდეო საიდან გაქვს?-ბრაზი და თავშეუკავებლობა ჯღერდა. -ისევ არასწორი კითხვაა ნაბი*ვარო, გინდა დაგეხმარო? მინიშნებას მოგცემ. მე რაღაც მინდა შენგან და აბა ახლა ამ წინადადებას კითხვა დაუსვი...-ვაღიზიანებდი. -რა გინდა?- კბილებში გამოსცრა ლადოს. -ოო, ბევრი რამ. არც კი ვიცი რით დავიწყო. მინდა რომ ამ ვიდეოს სამართალდამცავებმა უყურონ. ოღონდ არა შენი და შენი ნაბი*ვარი თანამზრახველი ვახტანგის მსგავსებმა, არამედ სხვებმა, ვინც სამართალს აღადგენენ და ადგილს მიგიჩენენ ორივეს. აბა? გააკეთებ ამას? -დამცინი?-ნერვიულად გაიცინა. -რა თქმა უნდა დაგცინით ბატონო ლადო.-მეც გავიცინე, მაგრამ ვაი ამ სიცილს, მისი ხმა ისე მაღიზიანებდა, ძლივს ვფარავდი თავს, რომ ბოლო ხმაზე არ ავღრიალებულიყავი. -რა გინდა თქვი.-ბოლო ხმაზე იღრიალა. -ამას მალე გაიგებ . საღამოს ისევ დარეკავ ზუსტად 6საათზე, იგივე ნომერზე. თუ არადა ეს ვიდეო იქ გადაიგზავნება სადაც საჭიროა. საღამოს ვატოც შენს გვერდით იყოს. ნუ ეცდები ამ საქმეში ვინმე სხვა გარიო. ხო მართლა, ჩემს ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებ ზარის მეშვეობით და ტყუილად არ იწვალო. - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. -ჰაჰა... მაგარი ხარ რა... -ფეხზე წამოხტა ბაჩანა და მხარზე ხელი დამიტყაპუნა. ტელეფონი გამომართვა და ნაწილებად დაშალა. -განგა- სამი კვირა ,იყო რაც ცოტნეს სახლში ვიყავი. ამოვისუნთქე... მისი ძალიან მერიდებოდა. არ მინდოდა ასე ძალიან შემეწუხებინა. ვხედავდი, როგორ უჭირდა თიკოს ასეთ დღეში რომ ხედავდა და გული მტკიოდა. ამაში ხომ მეც მიმიძღვოდა წვლილი? ძალიან დიდ სითბისა და ყურადღებას ვგრძნობდი მისგან და მეც უზარმაზარ პატივისცემით ვეპყრობი. ვცდილობ თვალებში მალ-მალე არ მოვდებოდი და ოთახიდან იშვიათად გავდიოდი. მით უმეტეს ტკივილებს ისევ ვგრძნობდი. ერთი კვირის შემდეგ, ოთახში შემოვიდა ცოტნე და კარი ფართოდ გააღო. კარს მიღმა რომ დავინახე ქეთი და ლანა, თვალებს არ დავუჯერე. ცოტნეს გავხედე და მანაც თავის ქნევით დამიდასტურა მართლა აქ არიანო. ბედნიერების ღიმილმა გამინათა სახე. სულზე მომისწრეს. შემდეგ ნანკას ნახვამ გამაოცა. საიდან გაიგო ცოტნემ მის შესახებ? უზომოდ მიხაროდა ჩემების ნახვა. ყველას საღ-სალამათს ვხედავდი, მეც მათ გვერდით ვიყავი და ცხოვრებისკენ მობრუნებას ვცდილობდი. გამიარა ტკივილებმა. გამიქრა ჩემი პატანას კვალი სხეულიდან. აღარ იგრძნობოდა მისი დაკარგვა. მაგრამ არავინ იცოდა რა ხდებოდა ჩემში. შიგნიდან ვინგრეოდი, ვიცლებოდი, ვიფიტებოდი. ფიზიკურად კი გამოვჯანმრთელდი. სახეზე ფერი მომივიდა, აღარც გადაადგილება მიჭირდა. გარდა ჩემი პატარასი, გულში კიდევ ერთი დიდი ტკივილი მქონდა, თიკო. ყოველი დილა და საღამო მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. დილით ადგომისთანავე მის ოთახში გავრბოდი, იმ იმედით რომ რაიმე უკეთესობისკენ შეცვლილი დამხვდებოდა, თუმცა არაფერი იცვლებოდა. შუადღის 12საათი იყო. დედა სამსახურში იყო წასული, ლანა კი სკოლაში. ლილი და ეკა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, როგორც სჩანს არც ცოტნე იყო სახლში. ოთახიდან გამოვედი და თიკოს ოთახისკენ წავედი. მთელი ღამე არ მეძინა, ეს სიზმრები გამუდმებით მაწვალებდნენ და ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ... -როგორ ხარ ჩემო კარგო?-თიკოს ოთახში შესულმა როგორც ყოველთვის ლაპარაკი დავიწყე, სკამი საწოლთან მივდგი და ჩამოვჯექი.- ისეთი იმედით მოვდიოდი შენთან, მეგონა იქნებ დღეს მაინც გამახაროს თქო, მაგრამ არა... ისევ ხვალინდელ დღეს დაველოდები...- ავსრუტუნდი. ლოყებიდან ცრემლები მოვიწმინდე.- როგორ მინდა გაიღვიძო თიკო, რომ იცოდე როგორ მინდა... რომ იცოდე... გაიღვიძებდი... მოვკვდები, რამე რომ დაგემართოს...- თავზე ხელი გადავუსვი და როგორც ყოველთვის მისი ხელი მოვიქციე ხელში. თლილ თითებზე მოვეფერე და მის საწოლზე თავი ჩამოვდე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ ჩამეძინა. ხელზე შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე. მეგონა თიკოს ექთანი შორენა შემოვიდა და მაღვიძებდა, მაგრამ ის ოთახში არ დამხვდა. ხელზე დავიხედე სადაც შეხება ვიგრძენი და მხოლოდ ჩემი და თიკოს თითებს წავაწყდი. სწორედ ამ დროს აამოძრავა ისევ ხელი თიკომ. გაოცებულმა მზერა მის სახეზე გადავიტანე და დავინახე სახის მიმიკები როგორ შეეცვალა შუნთქვაშეკრული წამოვვარდი ფეხზე და ექთანთან გავვარდი. კარი მთელი ძალით გამოვგლიჯე და მეორე ოთახში შევვარდი კივილით. -იღვიძებს , მგონი იღვიძებს. თითები გაანძრია. შუბლი შეკრა...-სწრაფად მივახალე და მეორე კარს ვეცი. დერეფანში გავვარდი და კივილი ავტეხე -ლილი დეიდა, ლილი დეიდა... თან თავპირისმტვრევით ჩავრბოდი კიბეებზე. ამ დროს კარი ცოტემ შემოაღო და ჩემს ასეთ მდგონარეობაში დანახვამ სახეზე შიში გადააკრა. მე კი გაუაზრებლად ჩავირბინე კიბეები, მისკენ გავქანდი და გახარებული კისერზე ჩამოვეკიდე. *** ჩემო კარგებო იმედია მოგეწონებათ ახალი თავი. დღეს ცოტა მაწვალა ჩემმა მუზამ, რამდენი საათია ვწვალობ ვერ გეტყვით და იმედია გამომივიდა რამე. თქვენ შეაპასეთ. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და შეფასებებს არ იზარებთ სიყვარულით, მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.