შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (19) დასასრული


30-10-2015, 00:45
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 165

***ელენე
მხარზე ვიღაცის ცხელმა ხელმა გამომაფხიზლა და ატირებული წამოვხტი ფეხზე როდესცა საშინლად ნაცნობ მზერას გადავაწყდი რომლის დავიწყებასაც დიდხანს ვცდილობდი, ნელ ნელა ჯანდაბაში ვაგზავნიდი ყველა ფიქრს და მოგონებას მაგრამ ბოლოს ისევ დააბრუნა, თვითონაც დაბრუნდა და ყველა მოგონებაც დააბრუნა რაც მასთან მაკავშირებდა და ისევ ეს საშინელი, აუტანელი იარაღის ხმა , გასროლა და ისევ ჩახშა ყველაფერი ჩემს ყურებში..
გონს რომ მოვედი დიდ მისაღებში თეთრ დივანზე ვიყავი წამოწლილი, თვალები ფრთხილად გავახილე და იქაურობას მოვავლე არავინ დამეგულა ამიტომ წამოდგომა ვცადე როდესაც მამაკაცის ხრიწიანმა ხმამ ადგილს დამაბრუნა
-არ ადგე.
ბუხრის წინ იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და რაღაცაზე ფიქრობდა, ცოტახანს ასე ვიჯექი, ხელებით დივანს ვეყრდნობოდი, მერე როგორც იქნა გონებასთან ერთად ჩვეული გამბედაობაც რომ დავიბრუნე მაისურის მკლავები დავქაჩე ხელის გულებში მოვიქციე და მის გერდით ავიტუზე.
-რას მიპირებ. ისე ვკითხე არ შემიხედავს. მეც ცეცხლის ალს გავუყარე თვალი, იმდენად მომტაცა სანახაობამ რომ მთლიანად ცავიძირე მასში. ნარინჯისფერი ალი რამოდენიმე ხის ტოტს მოსდებოდა და იმხელა გიზგიზებდა მეგონა გადმოვა და მეც თან შთანმთქანვსთქო. მაგრამ სულ სხვა რამემ მშთანთქა. ჩემს წინ რამოდენიმე თეთრი ფურცელი აფრიალდა
-ეს რა არის? გამოვართი გამოწვდილი ფურცლები და ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე
-ეს.. რას ნიშნავს? ძლივს ამოვილუღლუღე და მამაკაცს გავხედე რომელსაც ამჯერად მტკიცე და მედგარი გამომეტყველებდან კვალი აღარ დარჩენოდა, მის თვალებში სევდას დაებუდებინა ადგილი და ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით როგორ ღრღნიდა შიგნიდან ეს გრძნობა. შემეცოდა, საშინლად შემეცოდა იმ წამს, წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ადგილას, წარმოვიდგინე თუ როგორ მიკლავდნენ მამას ჩემს თვალწინ, თუ როგორ ღაფავდა სულს ჩემს მკლავებში და ვერაფრით ვეხმარებოდი რადგან პატარა ვიყავი და ტირილის მეტი ძალა აღარ შემწევდა, მერე უცებ გამახსენდა მიწაზე დაჩოქილი გუგა და დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს მივადე
-არ მჭირდება ეს ყველაფერი. ამოიოხრა და ჩემსკენ შემობრუნდა
-იცი რა მამძიმებს და მაშინებს ყველაზე მეტად? ხლი მკლავზე ჩამჭიდა, ოღონდ ფრთხილად..-ასეთი თვალებით რომ მიყურებ, მიყურებ და ვხვდები რომ შენს თვალებში ჩემდამი ზიზღი არ ჩანს. ეს მამძიმებს რომ არ გეზიზღები და ყველაფერი ბევრა რთულია. ძლივს წარმოთქმული სიტყვები ჩაამთავრა და სახე უფრო ახლოს მოსწია
-ნუ გეშინია.. დაიჩურჩულა როდესაც ჩემს შიშისგან ათრთოლებულ ტუჩებს დახედა.-გუგა არ იყო ღირსი რომ მამამისი ცოდვებისთვის პასუხი ეგო.... ვიცი ვიცი რომ მაგარი ნაბი*ვარი ვარ , ვიცი რომ გვიან ვხვდები და ეს არაფერს ცვლის, მისი უსულო სხეული სასაფლაოზე წევს, ვცი რომ წაგართვი ადამიანი რომლისგამოც სისოცხლეს დათმობდი და ვიცი რომ მისი სიკვდილით ათიოდე წელი მოგაკელი.
ჩუმად და გაოგნებული ვუსმენდი მის სიტყვებს, ის კი არ წყვეტტდა ლაპარაკს, ყველაფერს იხსენებდა და მახსენებდა, იმდენად სეცვუნებული ვიყავი რომ ვეღარაფერს ვფიქრობდი, შიში სიკვდილისა სადღაც გამქრალიყო
-შენ შეგეძლო ის არ მოგეკლა, მაგრამ შურისძიება და შენი გრძნობები ადამიანის სიცოცხლეზემაღლა დააყენე. ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ ვინ მოკვდება და ვინ იცოცხლებს. შენ პირველად მაშინ შეცდი როდესაც გუგასადმი ზიზღი ჩაიდე გულში. ამჯერად ვეღარ გავუძელი მოზღავვებულმა ემოციებმა თავისი ქნა და ცხელმა სითხმებ იწყო დენა ჩემს ლოყებზე.
საბუთები ხელში კარგად დამაჭერინა
-ეს სენია, ყველაფერი სენია, ის რაც შენ და შენს ქმარს გეკუთვნოდათ, და დანარჩენი ყველაფერიც, შენ ბევრად მეტის ღირსი ხარ ვიცი , ვიცი რომ მატერიალურად ვერასდროს გამოვისყიდი იმ ცოდვებს რაც ჩავიდინე, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი შენს განკარგულებაში გადმოვიდეს.
გაოგნებული ვიყავი მისი სიტყვებით ადგილზე გავიყინე მაგრამ მისი შემდეგი ქმედება ამაზე უფრო გასაოგნებელი იყო, უკნიდან შავი იარაღი ამოიღო , ჩემს თვალწინ გადატენა და საფეთქელთან მიიდო, პირველად ვხედავდი კაცი რგორ ტიროდა, ტიროდა და ითხოვდა რომ მეპატიებინა
-მითხარი რომ მპატიობ , და მშვიდად დავასრულებ სიცოცხლეს.
"პატიება წარსულს ვერ დაგავიწყებს მაგრამ მომავალს შეცვლის,უფლება მაღლა-შეწყალებაა, სამართლიანობაზე მაღლა კი პატიება. შეცდომა ადამიანურია , პატიება კი ღვთაებრივი.. " მელოდიის ჰანგებივით ჩამესმა დედის სიტყვები ყურში, თვალები მივნაბე და კარგად მივუყურადე, აპატიე, აპატიე მიხმობდა იგი და ვიცოდი რომ დრო იყო ყველა ის საშინელი გრძნობა აქვე დამემარხა.. სასხლეტზე თითი წაიღო
-გთხოვ არ გინდა.. ხმამაღლა შევკივლე და მისკენ გავიწიე მაგრამ გამოშვერილმა ხეკმა შემაჩერა
-თქვი რომ მპატიობ, მაპატიე არა სიტყვით არამედ გულით.. .
-დაუშვი იარაღი და გაპატიებ, მე ყველაფერს გაპატიებ მაგრამ ღმერთი ვერასდროს გაპატიებს იმას რასაც ეხლა გააკეთებ. დაუშვი იარაღი გთხოვ..
-გაიმორე.. ცდილობდა ეს სიტყვა კიდევ მოესმინა
-გაპატიე ,გაპატიე დაუშვი იარაღი გთხოვ.. სიტყვები ყვირილში გადამდიოდა, და ცრემლებს ვერ ვიჩერებდი. კარზე საშინელი ბრახუნის ხმა გაისმა და წამებში რკინის კარი კიბეებს შეელეწა. არ მეგონა ასეთ საშინელ ხმას თუ გავიგებდი კიდვ მაგრამ... დასჭექა კიდევ ერთმა ხმამ და ჩემს წინ უსულოდ დავარდნილი სხეული შევნიშნე
-არა , არა გთხოვ. მის წინ ჩავიმუხლე და მიბნედილ თვალებს მივაჩერდი, თავიდან სისხლმა ფანტანივით დაიწყო დენა, , ვეხვეწებოდი მაგრამ არ ახელდა თვალებს, ვთხოვდი მაგრა... წამებში წელზე მხურვალე შეხება ვიგღძენი და მოვცილდი გიორგის დასისხლიანებულ სხეულს.. ცრემლიანი თვალებით ძლივს გავარჩიე ალექსანდრეს გაშმაგებული მზერა და ვიგრძენი თუ როგორ მომხვია ხელები წელს
-ვერ დავეხმარე.. ამოიკნავლე და არაადამიანრი ხმით ავბრღავლდი.

***ალექსანდრე
იარაღებით ხელში ნელი ნაბიჯით მივუახლოვდით სახლს, ჭიშკართან ორი დაცვა იდგა და რაღაცას გამალებით არჩევდნენ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იმოქმედა ვატომ, თავი მოითვრალიანა და ბარბაცით წავიდა მამაკაცებისაკენ, მაღალ ღობეს ამოფარებულები გავუყევით გზას კარისაკენ ისე ვრომ ვერ შევენიშნეთ დაცვას, ვატო როლს შესანიშნავად ასრულება
-ერთი მომაწევინა ძმურად. ბარბაცით მისულმა მამაკაცის პიჯაკს დაატანა ხელი.
-რას აკეთებს ეს ს**ი. გაუცინა მეორემ და ხელის კვრით გადააგდო ვატო ძირს
-ასე არ შეილება ძამა. უთხრა ვატომ თთისქნევით და ვითომ ძლივძლიოვობით წამოიდგა ფეხზე, ამასობაში დაცვაის უკან აღმოვჩნდით, ირაკლიმ ერთს იარაღი თავში ჩაარტყა და ისე გათიშა, მეორე კი ჩხუბზე წამოსული მიწაზე გაიშოტა უგონოდ. მათი თავიდან მოშორებდა იმაზე ბევრად ადვილი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. ეზოში ახალი შესულები ვიყავით როდესაც ელენს ხმამ ჩემს ყურთასმენას მიაღწია. სიტყვები ვერ გავარჩიე მაგრამ მისი ატირებული ხმა ყურებში მომმხვდა თუ არა რკინის კარს ვეძგერე წიხლებით და მკლავებით და ბოლოს კარი კიბეს მიენარცხა, შესულმა კიდევ ერთი შოკი მივიღე, მისაღებში ჩამუხლული ელენეს წინ გიორგი ნებიერიძის სხეული ეგდო, იარაღი ხელში ეჭირა, თავიდან კი სისიხლი სდიოდა, ელენე განწირული ხმით ტიროდა, ითხოვდა შველას, აკანკალებული სხეული ავითრიე და მის აცახცახებულ ხელებს მოვხვიე. მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოები ამიწვა და უფრო მაგრად ჩავიხუტე როდესაც დავრწმუნდი რომ უვნებელი იყო. მაგრამ ფიზიკურად...
-ის,.. ის მოკვდა, ალექს, ვერ დავეხმარე.. ალექს მოკვდა... კივილნარევი ხმით ტიროდა და გაურკვეველ სიტყვებს აყოლებდა.
-გაიყვანე აქედან სადააცა პოლიცია მოვაა. მიჩურჩულა ირაკლიმ. ელენეს სხეული ხელში ავიტაცე და მანქანისკენ გავემართეთ, ცოტახანში იქაურობა პოლიციის სირენებმა გააბრუა. აღარ დაველოდე, მანქანა დავძარი და ქალაქის გზას დავადექით..
იმდენად იყო დაღლილი მალევე მიეძინა, მაგრამ ძილის მერეც არ წყდებოდა ცხელი სითხე მისი თვალებიდან, ძილშიც შფოთავდა. ბოლოს ღრმად რომ მიეძინა, უკვე მისულები ვიყავით მის სახლთან., ფრთხილად ავიკარი მისი სხეული და თმების სურნელი კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე. აყვანამდე გოგოებს სმს მივწერე რომ კარი გაეღოთ რადგან ლაპარკის თავი აღარ მქონდა. ისინიც კარებთნა იდგნენ და მიცდიდნე, როდესაც ელენე დაინახეს ჩემს ხელებში ერთმანეთს გადაეხვივნენ და შეგვატარეს.
საწოლზე ფრთხილად ჩამოვაწვინე რომ არ გაღვიძებოდა, ფეხებზე გავხადე და საბანი გადავაფარე..
-არაფერი მკითხოთ. მისაღებში გამოვედუ და ნათია სმომზადებული ცხელი ყავა გადავუშვი ორგანიზმში
-მიუწექი ელენეს და შენც დაისვენე სანდროო. გვერდით ნონა მომიჯდა და თავი მხარზე ჩამომადო
-მადლობა. ამჯერად ნათიამ გადმომხედა და მომეხუტა
-ჩემი გოგოები.. დაღლილი ხმით ამოვიხავლე და მეც ოთახისკენ გავემართე, ელენე საწოლის კიდეზე ემბრიონის ფორმაში მოკუნტულიყო,დაძაბული იწვა მაგრამ ეძინა, ძილში ისევ კოშმარებს ხედავდა რადგან ხელფეხს აკანკალებდა. გვერდით მივუწექი ხელი მუცელზე მოვხვიე და უკნიდან ავეკარი.ცხვირი მის მოშიშვლებულ მხარს გავუხახუნე და როდესაც დამშვიდდა მეც მშვიდად მიმეძინა..
***
ახალი წლის ღამეს როგორც გეგმავდნენ ისე გამოუვიდათ, ყველა ალექსანდრესთან ბინაში შეხვდნენ,ღამის 12 საათზე აივანზე გავიდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს ახალი წელის დადგომას. ერთმანეთსი ირეოდნენ . მერე ჩაწყნარდნენ სახლში შევიდნენ და მთელი ღამე სვეს, რათქმაუნდა ნონას გარდა , განტირთვა ყველას სჭირდებოდა მეთანხმებით..

დანარჩენმა დღეებმაც დატვირთულმა ჩაიარა, ნონას ქორწილის სამზადისი, და ქორწილს დღეც როგორც იქნა, ულამაზესი პატარძალი მოაბიჯებდა თეთრ ფილიქანებზე, გვვერდს მაღალი და ახოვანი მეუღლე უმშვენებდა, თოვლისავით თეთრ კაბაზე ოდნავ დასჩნეოდა გამობურცული მუცელი და დროდადრო თლილ თითებს მუცელზე ათამაშებდა. .
ღამისორ საათზე დარბაზიდან გაიპარნენ და მტელი ორი კვირა მალდივებზე ერთმანეთს ეჟღურტულებოდნენ..

-ცოლად გამომყევი.. მის წინ დაჩოქილი სანდრო რომ დაინახა ერთიანად წასკდა თვალებზე ცრემლი, -იყავი ჩემთან და იყავი ჩემი, მინდა დღე და ღამე ვიგრძნო შენი სურნელი რომელიც ასე მაგიჟებს , მინდა მთელი ცოხვრება და სიბერე შენთან გავატარო, რადგან შენ ხარ სწორედ ის ქალი რომელმაც სეძლო და გამიმრავალფეროვანა ცხოვრება, მიყვარახრ ელი. გახდი ჩემი ცოლი.
-კი, კი თანახმა ვარ. შეჰკილა გახარებულმა გოგონამ და თითი გაუწოდა ბეჭედი ჩამოსაცმელად..

-ცოლობა მთხოვა ალექსანდრემ..
-რაა? მეც მთხოვა ვატომ.. კივილით უთხრა ნათიამ და ორივე ხელი წელზე შემოაჭდო
-ვაიმე რამაგარია დაიკო, ვთხოვდებით. იხმელაზე გადაიკისკისა მთელი კორპუსი გააღვიძა, რათქმაუნდა ხუმრობით ...

ყველაფერი სხვანაირად დაიწყო და ისე დამთვარდა როგორც ბევრი ყველა მაგრამ გიორგი ნებიერიძის სიკვდილი მაინც ვერ გადაიტანა ელენემ. ერთადერთ ნუგეშს ის გვრიდა რომ იმ ქვეყნად დამშვიდებული წავიდა, რადგან მამაკაცის თხოვნა პატიება იყო და ელენემ მას მთელიგულით აპატია.. აღარ ფიქრობდა და თავს აღარ იტანჯავდა მოგინებებით, აღარც გასროლის ხმა იყო და აღარც სისხლიანი ხელები, ყველაფერი ალექსანდრეს ალერსმა ჩაახშო, მამაკაცის ამობურცულმა ტუჩებმა რომელიც დროდადრო ქალის სხეულზე დათარეშობდნენ და ელენეს კვნესის ხმას გამოსცემდნენ..

----------------
ბავშვებო ნამდვილად მისაღები მიზეზი მაქვს იმისა რომ მაპატიოთ დაგვიანებისათის, არვიცი დასასრული კარგი გამოვიდა თუ არა, ეს რამოდენიმე დღე ვერც ვასწრებდი დაწერას და თან გულსაც ევრ ვუდებდი, არც კი ვიცი რატომ... მაგრამ დრეს გადავწყვიტე დამესრულებინა, ისევე მალე როგორც დაიწყო, ყველას ძალიან, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობდით, თითოეულ თქვენგან უღრმესი მადლობა ვინც ღირსად ცათვალეთ ჩემი ნაჯღაბნი რომ აზრიი გამოგეთქვათ. ყველა ძაალიან მიყვარხართ!



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kargi iyoo namdviladd momeconaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent