შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 5]


30-10-2015, 10:22
ავტორი Nude
ნანახია 3 793

ზუსტი მეცნიერება.
ნაწილი 5.
მთელი გზა, ძალიან დაძაბული იყო, თმის ბოლოებს ნერვიულად იხვევდა, ხან იწნავდა, ხან რას შვრებოდა და ხან რას.
იცით ყველაზე მეტად რა აფიქრებდა და აწუხებდა? როგორი იქნებოდა მათი ერთობლივი ცხოვრება?! შეცვლიდა, თუ არა მათ პიროვნებებს? რა თქმა უნდა, მამაკაცის ცხოვრების წესს გარკვეულწილად შეცვლიდა, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი არ იქნებოდა ისე, როგორც ადრე იყო, თუმცა, არც ძალიან მკვეთრად გადასხვაფერდებოდა ის, რასაც აქამდე აკეთებდა.
ყველაზე მეტად, რაც უნდოდა შვილის ყოლა იყო და ახლაც არის, თუმცა... თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ აუცილებლად იშვილევდა პატარას, თუ ლაზარე დართავდა ამის ნებას.
– ლაზარე...
არ იცოდა, როგორ უნდა ეთქვა მისი სურვილი, მაგრამ მაინც მოუწევდა ერთ დღეს თქმა და დიდი აზრი არ იდო იმაში, როდის და რა მდგომარეობაში ეტყოდა ამ ყოველივეს მამაკაცს.
ეშინია მისი რეაქციის.
– გისმენ, – ჩვეულებრივად უპასუხა კაცმა ისე, რომ თათასკენ არ შეუხედავს.
– მე... – ცოტა ხანი შეყოვნდა და აზრების დალაგება სცადა. არა, ეს უნდა თქვას, სასწრაფოდ თანაც. – როცა გავიგე რომ აუცილებლად შენი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, ვერც გავააანალიზე მომხდარი და გავაგრძელე ბავშვური ცხოვრების რიტმით სიცოცხლე, თამაში, თამაში და კვლავ თამაში, დაახლოებით ამ წესისამებრ. მაგრამ, როცა წამოვიზარდე, ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი, მათ შორის შვილზე. და მე ვიცი რომ საკუთარი შვილი არასდროს მეყოლება, ნუ იღელვებ, ამას შეგუებული ვარ უკვე. მთავარია შვილი მყავდეს, არ აქვს მნიშვნელობა, მე გავაჩენ თუ არა, მთავარია მე გავზრდი და აღვზრდი ისე, როგორც საკუთარ შვილს. მაინტერესებს შენი აზრი, ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, შენი ცოლი რომ არ გავმხდარიყავი ჯერ, მე არაფერს გეტყოდი ისე ვიშვილებდი პატარას, მაგრამ ახლა... ახლა, ერთად უნდა ვიცხოვროთ და ვალდებულიც კი ვარ, შენი აზრი გავითვალისწინო, რადგან თუ შენ იტყვი რომ ,,არა'', ბავშვს ვერ ვიშვილებ. – ღრმად ამოისუნთქა და გულ ამოვარდნილმა შეხედა თვალებში, იქნებ რაიმე რეაქცია მაინც დავიჭიროო, მაგრამ არაფერი.
მგონი, ასეთი ცარიელი გამომეტყველება, არც არასდროს არ ჰქონია ლაზარეს. აი, ერთი ფაქტორი გამოჩნდა უკვე იმისა, რომ თათას გულს რამდენიმე დარტყმა გამოეტოვებინა.
და მაინც, ისევ სრული სიცარიელეა.
– არ გთხოვ და არ გეუბნები, რომ აუცილებლად ჩემი შვილის მამა იყო, რა თქმა უნდა, ხალხში იქნები, მაგრამ ცხოვრებაში, ჩვენთან, შენ როგორც გადაწყვეტ ისე იქნება. ხალხისთვის თვალის ასახვევად, ხანდახან შენც მოგიწევს ბავშვის მამობა. – განაგრძო ისევ თვითონ საუბარი, როცა მამაკაცმა ხმა არ ამოიღო.
– მაგრამ, შენ ,,მთხოვ'' თუ არა ბავშვის მამობას, მე მაინც მისი მამა გამოვდივარ. ჩემი გვარი ექნება და მეც მივიღებ მის გაზრდაში მონაწილეობას.
ეს თქვა თუ არა ლაზარემ, ცივმა ოფლმა დაასხა გოგონას, იფიქრა, ვსიო, შანსი აღარ მაქვსო და კინაღამ იქვე ატირდა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ძალა დასჭირდა იმისთვის რომ იქვე არ დაეღვარა ცრემლი...
– ისიც იცი რომ ხალხის აზრი არ მაინტერესებს. ასე რომ, როგროც კი ოფიციალურად გავხდებით ცოლ-ქმარი, საბუთები მერე მოვაგვაროთ. – ოდნავ ჩაიღიმა მამაკაცმა, როცა თათას თვალებზე ცრემლი შენიშნა.
ოღონდ ეს ცრემლი არ გამოსძახოდა წუხილს, ბედნიერების ცრემლები კი, არაა სანერვიულო.
– თუ ხალხის აზრი არ გაინტერესებს, რა საჭიროა ის მასკარადი, რაც ქორწილში უნდა მოვაწყოთ და ის ტყუილი, ნათესავებს რომ ვახვევთ თავს? – ასლუკუნებულმა თათამ ათიანში გაარტყა, როცა ამას მიხვდა, ეგოისტურმა ბედნიერებამ მოიცვა მისი მთელი სხეული და გონება.
– მინდა! – მკაცრად გასცა დასმულ შეკითხვაზე პასუხი და ისე შეხედა თათას, პირდაპირ ეუბნებოდა მისი თვალები:
,,ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო''
– 1- 0 ჩემო კარგო! – სარკასტულად შეხედა გოგონამ და თვალი ჩაუკრა.
ამაზე მხოლოდ ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს და სიჩქარეს უფრო მოუმატა.

– ყველაფერი ჩაალაგე? – გასძახა თავის საძინებელ ოთახში კარგა ხნის შესულ თათას ლოდინისგან დაქანცულმა ლაზარემ.
– აჰამ. მოდი, დამეხმარე გამოტანაში – შეეხვეწა მამაკაცს და საყვარლად გაეკრიჭა.
– ბავშვი ხარ. – თვალი შეავლო ლაზარემ აცანცარებულ თათას და ღიმილით დააყოლა სიტყვები.
– არაუშავს, სამაგიეროდ, შენ მყავხარ მოხუცი. ანუ, გამოდის რომ ერთმანეთს ვავსებთ, ვანეიტრალებთ. – ენა გამოუყო კაცს და თავისი ტელეფონი ამოაძრო შარვლის ჯიბიდან.
– ოჰ, როგორ გაქვს ენა მოსაკლები და ვიზრუნებ იცოდე ამაზე, მე! – საყვარლად დაუქნია გოგონას საჩვენებელი თითი, თითქოს გააფრთხილასავით.
აღარაფერი უთქვამს თათას კაცის კომენტარზე, ისე დაურეკა ირაკლის. მე ჩავალაგე ბარგი და უკვე მივდივარ, ჭკვიანადო, - ისე გააფრთხილა ეს, ამხელა კაცი, თითქოს აქამდე ირაკლის მარტოს არ უცხოვრია და მთელი მისი არსებობის მანძილზე, თათა უვლიდა და ევლებოდა თავს.

საწყალი თვალებით უყურებდა ლაზარეს სადარბაზოში, თან თავს კიცხავდა, როგორ ავკიდე ამხელა სიმძიმეო, მაგრამ აბა რა ექნა? თვითონ ვერ ჩაიტანდა და... სხვა გამოსავალი არ იყო. რაც აუცილებელი იყო, მხოლოდ ის ჩადო და კი გამოუვიდა ამხელა ბარგი. თუმცა ლაზარეს საეროდ არ ეტყობოდა რომ ამხელა სიმძიმე რაიმე გავლენას ახდენდა მასზე. ისე ბუმბულივით ააფრიალა ხელში და ისე ჩაიტანა მანქანამდე, ერთხელ არ შეჩერებულა.

როგორც კი შევიდნენ სალხში, ამოუხსნელი სიამოვნება იგრძნო ორივემ, ერთმანეთს შეხედეს და ოდნავ შესამჩნევლად გაუღიმეს.
როგორიც არ უნდა იყოს მათი რეალობა, მათ მაინც მოუწევთ ერთად ცხოვრება მთელი დარჩენილი სიცოცლის განმავლობაში, ამას ვერ გაექცევიან და ვალდებულები იქნებიან ერთმანეთი აიტანონ. არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ისინი ვერ არიან ისეთი ცოლ-ქმარნი, როგორიც უნდა იყვნენ, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება. არავინ არ იცის რა მარცვალი ჩავარდება მათ შორის და არავინ არ იცის ის, თუ, როგორ განვითარდება მოვლენები.
საჭიროა მოთმინება და დრო.
– ჩვენ, ერთ ოთახში უნდა დავალაგოთ ჩვენ-ჩვენი ბარგი. – გამოუცხადა ლაზარენ თათას, რომელიც აწ უკვე მისი სახლის დათვალიერებით იყო გართული.
– ჰო, ვიცი.
აბა, რას იფიქრებდნენ, როდესაც მამაკაცის ნათესავები მოვიდოდნენ, ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი ცალ-ცალკე დახვედროდათ.
როგორი ამაზრზენია ამხელა ტყუილი.
და მაინც, გიწევს რომ აიტანო და გაუძლო.
– მე, იმ საძინებელ ოთახში დავიძინებ ხოლმე. – უთხრა ლაზარემ და ბარგი ,,საერთო საძინებელში'' შეიტანა. – ამოალაგე შენ, მე, შხაპს მივიღებ და უნდა წავიდე, საქმე მაქვს. – გააფრთხილა გოგონა, საჭირო ატრიბუტები შეიტანა სააბაზანოში და მალევე მიიხურა კარიც.
ძალიან დაიქანცა თათა, მართლა არ ჰქონდა იმის ძალა რომ ახლავე ამოელაგებინა ყველაფერი, ამიტომ ეგრევე შეწვა საღამურებითურთ ლამაზ და დიდ ლოგინში.
თუმცა, ბარგის ამოლაგებით ვერც მოიკლავდა თავს, ძაანაც რომ სდომებოდა, რადგან ოთახში მხოლოდ ერთი რამ იდგა და ისიც ლოგინი იყო, სადაც ახლა ეძინა თათას.
სახლის მოწყობა გადაიფიქრა ლაზარემ თავისი გემოვნებით, თათა გააკეთებს ამას, მან უკეთესად იცის რა სჭირდება სახლშიო.

ისე ტკბილად ეძინა მთელი ღამის განმავლობაში, როცა გაეღვიძა, სახე საშინლად უკმაყოფილოდ დამანჭა. არა, მაინც რამ გააღვიძა ამ დილა უთენია?!
მისთვის ნათელი იყო ის ფაქტორი რომ ძილს ვერა და ვერ შეიბრუნებდა, ამიტომაც თხელი ხალათი მოიცვა და ბარგთან ჩაიმუხლა. რაც არ უნდა იყოს, და ვინც არ უნდა იყვნენ ლაზარე და თათა ერთმანეთისთვის, მაინც ძალიან ერიდება, თუნცად ხალათით გასვლა იქ, სადაც მამაკაცი შეიძლება იყოს. ამიტომ, რაც პირველი მოხვდა ხელში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩაიცვა, სააბაზანოში მოიწესრიგა თავი და დიდი შემართებით გავიდა გარეთ, მაგრამ ჰოი საოცრებავ, ლაზარე უკვე წასული დახვდა სავარაუდოდ სამსახურში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, სად არის ლაზარე და სად არა, მთავარი ისაა რომ სახლში არ არის და სავარაუდოდ დიდი ხანი არც იქნება.
მიუხედავად იმისა რომ თათა საღამოს ელოდება გოგონებს, იქამდე მისვლა არ გინდათ?! თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ძალიან ეშინია სახლში მარტო ყოფნის და მითუმეტეს ისეთ სახლში ყოფნის, სადაც ცხოვრებას მიჩვეული არაა, საღამომდე ვერ გახლებს მარტო.
მობუზულმა დაიკავა ადგილი სავარძელში და ლაზარეს დაურეკა, თუმცა იმაზეც კარგა ხანი იორჭოფა, ღირდა თუ არა, დარეკვა.
– ლაზარე, სად ხარ?
მაქსიმალურად შეეცადა რომ ხმაში არ დატყობოდა ის მწუხარება, რასაც ნამდვილად გრძნობდა. უბრალოდ, იმიტომ რომ სცხვენოდა.
– საქმეზე გავედი. რა ხმა გაქვს?
– მარტო არ მინდა ყოფნა. მალე მოხვალ?
– მალე მოვალ. რა სულელი ხარ, რისი გეშინია? – უმალ მიუხვდა მამაკაცი დარეკვის მიზეზს და ამით უფრო უარესად გააწითლა თათა.
– ნუ დამცინიხარ. არ მეშინია! – დაბღვერილმა, მკაცრად უთხრა და ლაზარეს ჩაცინება, უკუ აგდო.
– არა, აბა, შენ როგორ შეგეშინდებოდა. ნტ, ნტ! – ლამის იყო ახარხარხარებულიყო ლაზარე. – კარგი, წავედი მე და ჭკვიანად. დაურეკე შენ დაქალ მარიამს და ამოვა, რას იფრთხობ დილას? – ურჩია კაცმა და პასუხს დაელოდა, რომ მალევე გაეთიშა ყურმილი.
– მარიამი... მოიცადე, შენ საიდან იცი მარიამის შესახებ? – თვალები დაჭყიტა იმხელაზე, ლამის ბუდიდან ამოუცვივდა.
– მეჩქარება, ჭკვიანად! – პასუხს თავი ნაკლებად ოსტატურად აარიდა და არ დაელოდა თათას, ისე გათიშა ტელეფონი.
გამკიცხავად გადაიქნია თავი გოგონამ და წამსვე განახორციელა ქმედება: ,,ზარი ახლობელთან.''

•11•
დილა მშვიდობის! ხალისიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ!
სიმართლე გითხრათ, ამ ისტორიის გაგრძელება გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ჩემმა დაქალმა, N7-მა ,,მაიძულა'' :დ
ნუ, არ ვიცი, საერთოდ როგორ ხართ ამ ისტორიისადმი განწყობილი და რა თქმა უნდა, ველი შეფასებას, როგორც ყოველთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რას ქვია ამ ისტორიის გაგრძელება არ გქონდა გეგმაში? ამდენი ხანია ველოდები და კიდევ კარგი გააგრძელე... ძალიან მომწონს ეს ისტორია... რაც შეეხება ლაზარეს მე მომეწონა ამ თავში ძალიან... ერთი ვერ გავიგე რატომ თქვა თათამ შვილი არ მეყოლებაო?

 


№2  offline მოდერი Nude

უცნობი ქ
რას ქვია ამ ისტორიის გაგრძელება არ გქონდა გეგმაში? ამდენი ხანია ველოდები და კიდევ კარგი გააგრძელე... ძალიან მომწონს ეს ისტორია... რაც შეეხება ლაზარეს მე მომეწონა ამ თავში ძალიან... ერთი ვერ გავიგე რატომ თქვა თათამ შვილი არ მეყოლებაო?

იმიტომ თქვა ასე, რომ ლაზარეს იქით გზა არ აქვს და შესაბამისად არც საყვარელი ადამიანი ეყოლება, არც ბავშვი.
გმადლობ ♥
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

madloba n7 rom aidzule gargdzelebaa♡yochaag dzaan sayvarlebi da kargebi ariaan♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline მოდერი Nude

♡EPICLOVE♡
madloba n7 rom aidzule gargdzelebaa♡yochaag dzaan sayvarlebi da kargebi ariaan♡

მადლობა დიდი!
--------------------
bailey

 


მალე შემდეგი.
მომწონს!
აი ასე.

 


№6  offline მოდერი Nude

nirvana99
Gagijdi? Ras kvia ar gaagrdzeleb! Dzalian momwons da veli meekvse tavs! Cota dids!

ძალიან დიდი მადლობა ♥
უცნობი კრიტიკოსი
მალე შემდეგი.
მომწონს!
აი ასე.

მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№7  offline მოდერი bibo

Au me dzalian momwons da nu shewyvet raaa.yoveltvis ver vakomentareb magram yvelas vkitxulob da nu agvianeb :* :*ise ras ver mivxdi icii babshvis ayavana rato unda am gogos ushviloa tu ra xdeba .....momwons es wyviliii imedia ertad datoveb da tavebs gazrdi eseni pawawkuntelebia da erti amosuntqvit vkitxulob kargi xarr <3

 


№8  offline მოდერი Nude

bibo
Au me dzalian momwons da nu shewyvet raaa.yoveltvis ver vakomentareb magram yvelas vkitxulob da nu agvianeb :* :*ise ras ver mivxdi icii babshvis ayavana rato unda am gogos ushviloa tu ra xdeba .....momwons es wyviliii imedia ertad datoveb da tavebs gazrdi eseni pawawkuntelebia da erti amosuntqvit vkitxulob kargi xarr <3

რატომ და რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენს თათა, რომ ოდესმე მას და ლაზარეს ერთმანეთი შეუყვარდებათ... ნუ, ხომ ხვდები, სტანდარტული აზროვნებაა.
მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№9 სტუმარი რიტა

გააგრძელე რაა ძალიან კარგია მაგრად მომწონს თუ შეწყვეტ მართლა მაწყენინებ აუცოლებლად დაგელოდები

 


№10  offline მოდერი bibo

Imedia gagrdzeleb ra pliz xo xedav vkitxulobt da gagrdzele plizunebii :*

 


№11  offline მოდერი Nude

რიტა
გააგრძელე რაა ძალიან კარგია მაგრად მომწონს თუ შეწყვეტ მართლა მაწყენინებ აუცოლებლად დაგელოდები

ძალიან დიდი მადლობა ♥
bibo
Imedia gagrdzeleb ra pliz xo xedav vkitxulobt da gagrdzele plizunebii :*

გავაგრძელებ, გავაგრძელებ ♥
--------------------
bailey

 


№12 სტუმარი ნიკიტა

აიყვანონ რა ბავშვი ეს უფრო განსხვავებულს გახდის

 


№13  offline მოდერი Nude

ნიკიტა
აიყვანონ რა ბავშვი ეს უფრო განსხვავებულს გახდის

აიყვანენ ♥
--------------------
bailey

 


№14 სტუმარი sofo

ძალიან მომწონსსს <33333333 დიდი თავები დადეე რაა არმყოფნისს :***

 


№15  offline მოდერი Nude

sofo
ძალიან მომწონსსს <33333333 დიდი თავები დადეე რაა არმყოფნისს :***

დიდი მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№16 სტუმარი black

ra kai tavi iyooo raaaa <3:Dmale dade axali tavi raaaa gtxoov raaa sheb am istoriis gagrdzelebas ar apirebddiii???axa wavikitxe bewdvis dros tore ki ar vicodiiii amdeni xania vucdidi daaa

 


№17  offline მოდერი Nude

black
ra kai tavi iyooo raaaa <3:Dmale dade axali tavi raaaa gtxoov raaa sheb am istoriis gagrdzelebas ar apirebddiii???axa wavikitxe bewdvis dros tore ki ar vicodiiii amdeni xania vucdidi daaa

რა კარგი ხარ, ნეტავ იცოდე ♥ ძალიან დიდი მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ნამდვილად უნდა გაგეგრძელებინა. შენი მკითხველი არ გაპატიებდა მერე.
რაც შეეხება ამ ისტორიას და მის შინაარსს. შენც თუ კითხულობ ჩემ ისტორიას მიხვდები, როგორ არ მიყვარს მოვალეობის გამო შექმნილი ოჯახი, რომელიც შესაძლოა შემდეგ მყარი გამოდგეს და მერე გაუღვივდეთ გრძნობები, მაგრამ მანამდე მაინც ძალიან რთულია ასე ცხოვრება, უსიყვარულოდ და გრძნობების გარეშე, ერთმანეთს რომ ცოლს და ქმარს უწოდებენ... არ მიყვარს საერთოდ უსიყვარულოდ თავის მოჩვენებითი ურთიერთობები, ამაზე სარკასტული რამ და ცხოვრების დაცინვა არ მინახავს ჯერ. მათი ცხოვრება არაფერია, მხოლოდ უგრძნობობით გამოწვეული რაღაც შავი ურთიერთობები.
მართალია, ის ძალიან გამიკვირდა, როცა თათას შესთავაზა სხვა ლოგინში დაეძინა, ფაქტობრივად უკვე ცოლ-ქმარნი არიან, მაგრამ ეს ლაზარეს კაცობაზე და პატიოსნებაზე უსვამს ხაზს, რაც ძალიან კარგი ნიშანი იყო. თუმცა მაინც, სანამ ამ თავამდე მივიდოდი, ლაზარე ისეთი ტიპი მეგონა, ცივი და გრძნობებნაკლული, რომ პირველივე შესაძლებლობით ისარგებლებდა თათასთან განმარტოებით... თავიდან რომ უთხრა, დღესვე გადავიდეთ ჩვენს სახლშიო, ვიფიქრე სწორედ ეს ჰქონდა მიზანში ამოღებული. გოგოს დამარტოხელება... მაგრამ ლაზარე კარგი კაცი ყოფილა და მომწონს.
შენი სტილიც ძალიან მომწონს.
გრძნობებს შესანიშნავად აღწერ
სულში ჩამწვდომად და გადასარევად.
მომწოოოოოოონს love love
კიდევ კარგი დაასრულე...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent