შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 10 (დასასრული)


30-10-2015, 19:15
ავტორი sopiko
ნანახია 3 008

ღამით საერთოდ არ მძინებია და ჩამოვლაზე ფეხზე ძვლივს ვიდექი. კონსტანტინემა შეამჩნია ჩემი ცვლილება და ვინ იცის რა არ იფიქრა. თანაც შარვალზეც კი ნათლად მეტყობოდა, შიგნიდან ბინტი ათასჯერ მაინც რომ მქონდა დახვეული. საბედნიეროდ მხოლოდ ძარღვები აღმოჩდა დაჭიმული და სიარული საერთოდ აღარ მიჭირდა. რამდენიმე წუთს უსიტყვოდ მიყურა, მერე ქვემოდან ზემოთ ამაყოლა თვალი. უსიამოვნოდ გამაკანკალა. მოპირდაპირე რიგში მათე იდგა, ეს თუთიყუში კიდევ უხეში მზერით მბურღავს. არ უნდა ჩააფეთო ის ქუდი, თავზე რომ ახურავს?
-რამე პრობლემაა ბოს?-ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა შევძახე.
მეთაურმა მაშინვე უარყო და ტანსაცმელი შეისწორა. ტყუილად ირჯებით ბატონო კონსტანტინე! მე ისეთი მცველი მყავს, ცხრათავიანი დევი რომ იყო, მაინც დაგამარცხებს. ამ შედარებაზე თვითონვე გამეცინა და ისევ მივიქციე ჩემგან ოდნავ დაშორებული მამაკაცის ყურადღება.
-არევაძე! თავი საკუთარ სახლში ხომ არ გგონია?-დაიგრგვინა მან. მგონი არ იცის რომ ასე ჩხუბით და დავ-დარაბით საქმის მოგვარება შეუძლებელია. მაინც არასდროს მოვიხიბლები მისით და იქნებ როდისმე მიხვდეს ამას.
-რა უცნაური მასპინძელი ხართ... მე აქ სტუმარი ვარ, სტუმრებს კი ეუბნებიან ხოლმე, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლშიო.-შევაკამათე მე და აშკარად დაძაბულ არველაძეს გავხედე. შემეშინდა არ ეფეთქა და საუბარი აღარ გავაგრძელე, თორემ მშვენიერი სიტყვებით შევამკობდი ამ უცოდინარ მეთაურს, რომელსაც ზრდილობის წესების არაფერი გაეგება.
-გუშინდელი შეჯიბრი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. გადავწყვიტე ცოტა გამეხალისებინეთ და თავადაც გავნთავისუფლებულიყავი ამ ოფიციალურობისაგან და თავში ერთი ჭკვიანური აზრი მომივიდა.-ღიმილით განგვიცხადა კონსტანტინემ. ისე ღიმილი თუ იცოდა აქამდე ვერ გვითხრა? ესეც კი დაენანა ჩვენთვის... ნეტავ, ვის უნახავდა უკეთესს... თანაც ჭკვიანური აზრიო... რატომღაც ჭკუას და მეთაურის თავს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ.
-შემოიყვანეთ!-ხელი აუქნია რამდენიმე ბიჭს და მალე დავინახე როგორ მოაქროლებდნენ ისინი ცხენებს. რბოლა! მიუხედავად იმისა რომ ცხენი არასდროს გამიჭენებია, საოცრად გამიხარდა. მგონი დღეს მარჯვენა ფეხზე ავდექი და ბედიც ამიტომ მწყალობს. სახეგაბადრულმა ლელკას ყურში გადავუჩურჩულე:
-რომელი მოგწონს?
ლელკამ ცოტა იფიქრა, მერე კი თეთრ ცხენზე მიმანიშნა.
-ხომ ლამაზია?-მკითხა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მორჩილი ცხოველი, რომელიც ცუდ გუნებაზე იყო და უგემურად იქნევდა კუდს.
-აი, მე კი წაბლისფერი მომწონს!
ცხენი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა, ხან იქით გადახტებოდა, ხან აქეთ. ნამდვილად არ სურდა ჩვენთან მეგობრობა. ეტყობა არც კომუნიკაბელური არ იყო. პატრონი ძვლივს იჭერდა სადავით და თან რაღაც უცნაური სიტყვებით ცდილობდა მის მოთვინიერებას.
დაუკითხავად გავემართე იმ ადგილისკენ და ცხენს მიუახლოვდი. ის იყო ცხვირთან უნდა მიმეტანა ხელი მოსაფერებლად, რომ ჩაიფრუტუნა და მეც შემცბარმა დავიხიე უკან.
-შეიძლება დავჯდე?-გაუბედევად ვკითხე ახალგაზრდა ბიჭს. მან ჯერ დაეჭვებულმა შეხედა ცხენს, თუმცა ჩემ მავედრებელ მზერას ვერ გაუძლო და უფლება მომცა გამესეირნებინა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, უნაგირზე შევჯექი და სადავე მოვწიე.
-ხელ-ფეხი მიკანკალებს...-ჩავიჩურჩულე ძვლივსგასაგონად და უფრო ძლიერ მივაჭირე ფეხი ცხენს, რათა არ გადმოვვარდნილიყავი.
-ეგ არ ქნა!-ჩემი გაფრთხილება სცადა პატრონმა. მისი ხმა შორიდან მომესმა, რადგან ცხენი უკვე დიდი სისწრაფით მირბოდა და ჩემ კივილს ყურსაც არ უგდებდა. უკან გამოვიხედე და დავინახე როგორ მომდევდა უკან შავი ცხენით ჩემი რაინდი. რა დროს ეს იყო, მაგრამ თავი ''უთავო მხედრის'' გმირად, მერიენად წარმოვიდგინე, ის მუსტანგერი კი, რომელიც მეტრფოდა, მათე იყო. ფეხი უზანგიდან გამისხლტა და კინაღამ გადმოვვარდი. მთელი ძალით ჩავებღაუჭე ტოტს და წონასწორობა შევინარჩუნე.
-მათეეე...-ვტიროდი განუწყვეტლივ და ცხენს ხელს ვურტყამდი. მეგონა გავაჩერებდი, იმას კი ვერ ვხვდებოდი რომ მით უფრო უმატებდა სიჩქარეს.
-ნინე! ნუ გეშინია! მე შენ გვერდით ვარ!-უკეთესად გავიგე მისი ხმა და ცოტათი გულს მომეშვა. მისი ''მუსტანგი'' უკვე ჩემთან ძალიან ახლოს იყო. არველაძეს ცალი ხელით სადავე ეჭირა, მარჯვენათი კი თავისთან გადამსვა და ძლიერად შემომხვია მკლავები.
-აი, უკვე ჩემთან ხარ!-მშვიდად ჩაილაპარაკა და დასაწყნარებლად ლოყაზე ხელი მომისვა.

მოსაღამოვდა. მომხდარის გამო მეთაურმა ბრძანა რომ ყველანი ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევკეტილიყავით და იქიდან ცხვირიც არ გამოგვეყო. მგონი იმაზე უფრო დარდობდა, რომ რამე რომ მომსვლოდა, პასუხს მას მოსთხოვდნენ. გარისკა და ახლა ყველაფრის თავის თავზე აღება არ უნდოდა. მათემ კი შეუმჩნევლად გამომაპარა კოტეჯიდან და ამაში ლელკაც დაიხმარა. ძვლივსძვლივობით ამაცოცა ხეზე არველაძემ და თვითონაც ზემოთ ამოვიდა.
-ოოო, რას არ მოიგონებ ხოლმე რა...-სიცილით ვუთხარი მე და მისკენ მივჩოჩდი.
-ასეთი არაორდინალური ქმარი რომ გყავდეს, არ გაწყობს?-სერიოზული სახით მკითხა და თვალებში ჩამაჩერდა.
-სულ შტერი და გამოჩერჩეტებული რომ იყო, მაინც არ ვიტყოდი შენზე უარს!-მეგონა ხუმრობდა და არც მე მიმიცია ამისთვის დიდი მნიშვნელობა.
-მაშინ დავქორწინდეთ!
მის სიტყვებზე გავცხელდი, გავცივდი, გავბრუვდი, თავბრუ დამეხვა, ლამის დაბლა გადავვარდი და მათეს ჩემი ცოლად მოყვანა არ ვაცადე. არადა მკვდარი ვის რაში ვჭირდებოდი... მაგრამ მერე... მერე მლაშე სითხე ვიგრძენი ტუჩებზე და მივხვდი რომ ცრემლებად ვიღვრებოდი. მათემ გაოგნებულმა გამომხედა და გულში ჩამიკრა.
-არ გაგიხარდა? რატომ ტირი სულელო?-მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი ყელზე და პასუხის გასაცემად სული ძვლივს მოვითქვი.
-ეგ ლამაზი თვალები გასწიე იქით, თორემ ვერაფერს გეტყვი!-ავკისკისდი და მისი ნატიფი თითები ხელებში მოვიქციე.-ეს სიხარულის ცრემლებია მათე! დავქორწინდეთ!
ბედნიერება მაშინ შევიგრძნე სრულყოფილად, როცა მისი ბაგეები ჩემსას შეეხო... როცა ეკლესიას ვეძებდით და ხალხს ვაწუხებდით ერთი და იგივე კითხვით. ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა მოხუცმა გაგვიღო კარები და შეშინებული მოგვაჩერდა.
-შეგიძლიათ გვითხრათ, აქ სადმე ეკლესია თუ არის?-ერთ ხმაში შევყვირეთ მე და მათემ. ქალი მაშინვე მიგვიხვდა და პირზე ხელაფარებულმა ჩაიქირქილა.
-ე შვილო, ამ გზას გაუყევით და გუმბათსაც მალე დაინახავთ.-მიგვასწავლა დაწვრილებით და ჩვენც დიდი მადლობის მოხდით დავემშვიდობეთ.
საკურთხეველთან ვიდექი წვიმისგან დასველებული და თმაგაშლილი, მხარს არველაძე მიმშვენებდა. მოძღვარმა დაგვლოცა და თავზე ხელი გადაგვისვა.
-ღმერთმა ერთმანეთს შეგაბეროთ შვილებო!
მე მჯერა რომ ასეც იქნება! ჩვენ გვეყოლება უამრავი ჯარისქალი და ჯარისკაცი... თან ყოველთვის გვდევს უფლის მფარველობა. ...და თუ ოდესმე შეგხვდებათ ქუჩაში მიმავალი ქალი მამაკაცთან ერთად, მათ შორის კი პატარა გოგონა, რომელიც მუდამ მხიარულად ტიკტიკებს დედიკოს მსგავსად, აუცილებლდად გაიხსენეთ ჩემი ისტორია და მიხვდებით რომ ცხოვრება სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე.

.................................................
დასასრული!
დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედექით და თქვენ აზრს მიზიარებდით. ცდილობდით გაგეხარებინეთ და ჩემთვის სტიმული მოგეცათ. იმედია მოხიბლულები დარჩით და ამჯერადაც შემიფასებთ რიგით მეცხრე რომანს...
ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ და ახალი ისტორიებით გაგანებივროთ...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

საყვარელიიი ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Firefly

ძალიან თბილი დასარული იყო ყოჩაღ!მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით♥
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Li Zi

ძაან მაგარი იყო ყოცაგ ^^

 


№4  offline მოდერი sopiko

♡EPICLOVE♡
საყვარელიიი ♡♡♡

Li Zi
ძაან მაგარი იყო ყოცაგ ^^

დიდი მადლობა ♥
♥მარიამი♥
ძალიან თბილი დასარული იყო ყოჩაღ!მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით♥

გმადლობ მარიამ ♥ ახალი ისტორიის რამდენიმე თავი უკვე დაწერილი მაქვს და მალე დაგიბრუნდებით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent