ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 6 თავი.
ზურას ვუყურებდი და ღმერთს ვთხოვდი, სინამდვილეშიც ისეთი ყოფილიყო, როგორსაც მე ვხედავდი, როცა სადღეგრძელოს ამბობდა, თვალებში მიყურებდა და იმდენს სითბოს დებდა თითოეულ სიტყვაში, რომ გული სიყვარულით მევსებოდა. უცბად ვიღაც, საკმაოდ ლამაზი გოგო შემოეხვია ზურას და ყელში აკოცა. ეს საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მზერა ავარიდე ვითომ ვერც დავინახე. თუმცა ხმა მესმოდა თავისთავად - რა ჯანდაბას აკეთებ? - ჩემი კურსელის და უბნელის დაბადების დღე ხომ არაა შემთხვევით? საჩუქარი მოვუტანე. მომენატრე იციი? - გოგო ხოარ უბერავ? (მკლავში ხელი უხედად მოკიდა და გარეთ გაიყვანა, ვცადე არ შემემჩნია, მაგრამ ყველა მე მიყურბდა, მე თავი დავიწყნარე და ამ დამცირებაზე არ ვიფიქრე, თავისთავად ვიღაც ეყოლებოდა, მაგრამ ეს სიტუაცია დამამცირებელი იყო ჩემთვის, სოსო მომიჯდა გვერდით და მითხრა) - ყურადღება არ მიაქციო რაა, ადრე ყავდა ეგ გოგო და რახან მიატოვა აკრეფილშია. - არაა საჭირო ახსნა, ყველაფერი რიგზეა, (ნაძალადევად გავუღიმე და მშვიდი სახე შევინარჩუნე) - შენ რო გაგიცნო, მაგის მესამე დღესვე დაშორდა, მეორე დღესვე უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, მთელი დღე შენს გარშემო ტრიალებდა დააა (არ ჩუმდებოდა სოსო) - მართლა ყველაფერი რიგზეა სოსო, მე მჯერა ზურასი და ვენდობი მას, ასე რომ... (ჩემი გამომეტყველებით დავანახე, რომ ტყუილად იღლიდა თავს) - არა რაა, ზურა მართალია, გოგო კი არა ღვთაება ხარ (მეც გავიღიმე სიტუაციის გასანეიტრალებლად, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი, მხრებზე შეხება მალევე ვიგრძენი და ზურას ხმა გავიგე) - მაპატიე... ცოტახნით გავიდეთ წამო რაა - არაა საჭირო ზურა, ყველაფერი რიგზეა, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, ეხლა სირცხვილია ყველა ჩვენ გვიყურებს - ყველაფრს აგიხსნი, იცოდე რომ უზომოდ.... (აღარ დაამთავრა სიტყვები და გაბოსკენ წავიდა, მერე სცენისკენ, იქ ვიღაცეებს ელაპარაკებოდა, მე კი ვცდილობდი ყურადღება არ გამემახვილებინა არაფერზე. მერე მიკროფონში დაიწყო ლაპარაკი) - მოკლედ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელობან ხალხს მივმართავ, იგივე ჩემს ოჯახს, მათ შორის კი ერთს გამოვაჩევ. მარიამ მაპატიე ის არასასიამოვნო ფაქტი, რაც წამების უკან მოხდა და (დამცხა, შემრცხვა, მივხვდი რას აპირებდა, ბურთი მომაწვა ყელში და ვეღარ ვსუნთქავდი, გაქრობა მინდოდა, მაგრამ ვერ გავქრი და ჩემს სმენას მიწვდა ის რამაც უზომოდ გამაწითლა) - მინდა ყვალამ გაიგოს რომ, უზომოდ შემიყვარდი, ხო მიყვარხარ და გპირდები რომ ეს სიყვარული უფრო გაძლიერდება, დღითი დღე. არასოდეს არ მივცემ უფლებას არავის რომ ოდნავ მაინც გაწყენინოს. ჩემს თავს კი კაცურ სიტყვას ვაძლევ რომ, არასოდეს გაგიცრუებ იმედებს. მიყვარხარ უზომოდ. დარბაზში მხურვალე ტაში ისმოდა, მე კი ვერ ვფიქრობდი, კი ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ამის თქმაა? თან ასე? ამდენი ადამიანის თვალწინ? მერე სიმღერა გავიგე, ისევ დაიანა როსი მღეროდა და ცრემლები მომადგა, ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ თავი შევიკავე და აქედან არ გავიქეცი. ასევე იმაზე ვუხდიდი მადლობას რომ ზურამ უკვე გამიმართლა მოლოდინი, ამ ფიქრებში ვიყავი და თავს ზევით ვერ ვწევდი, ხალხის ხმა ისევ მესმოდა, ამ დროს ჩემსკენ გამოწვდილი ხელი დავინახე - შეიძლება? ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ ავდექი და გავყევი, ხმას ვერ ვიღებდი ისე ვცეკვავდით, ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, წუთების უკან დამცირება მივიღე, ახლა კი, ყველას თვალში ამამაღლა, მარტო რამოდენიმე სიტყვა ვითხარი, თან ის რაც პირველად მომადგა ენაზე, - მოგკლავ აქედან რომ წავალთ - მაშინ არ წავალთ (მითხრა და შუბლზე მაკოცა, თავი სიზმარში მეგონა, ის კი ლაპარაკს აგრძელებდა) იცი რამდენი ხანია მინდა რომ გითხრა? გპირდები ყველა დღე ულამაზესი გექნება და გულს არასოდეს გატკენ, არ ვიცი შენს ცხოვრებაში რა მოხდა ადრე, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ რომ, ვიღაცამ ვერ დაგაფასა, იმიტომ რომ ღმერთმა ჩემთვის შემოგინახა. (თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და მივხვდი როგორ დაიხარა ოდნავ საკოცნელად, ძალიან ახლოს იყო უკვე, მეც თანახმა ვიყავი, მაგრამ გამახსენდა სად ვიყავით და რამდენი ვინმე გვიყურებდა, მორცხვად თავი დავხარე და გულთან მივეხუტე, მან ისევ თავზე მაკოცა და მითხრა ღიმილით) - მიყვარხარ, ჩემო სიამაყე და სიმორცხვის წყარო (მაგრად ჩამიკრა გულში და სიმღერაც მორჩა) მთელმა საღამომ კარგად ჩაიარა taxs-ით წამოვედით, ზურაც ნასვამი იყო და ამიტომ, მანქანაში არ გვისაუბრია, უბრალოდ მასზე ჩახუტებული ვიყავი, მანქანა მოშორებით გააჩერა და გადავედით, გამიკვირდა, მაგრამ მივხვდი ალბათ ლაპარაკი უნდათქო - მარ, ის გოგო ნინა იყო - არ მაინტერესებს ზურა, მე მჯრა შენი და გენდობი - არა გთხოვ, უნდა გითხრა - კარგი - მოკლედ ნინასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა, მაგრამ არასოდეს არ შევპირებულვარ არაფერს, ის რიგითი ქალი იყო, იქამდე სანამ შეგხვდებოდი, მერე დავშორდით (თან ჩემი ხელი ეჭირა და კოცნიდა, ამ მომენტში შემეშინდა ვიფიქრე მეტყოდა რომ... არაა ვერ ვიტყვი ეს ხომ სისულელეა? ისევ მოსმენა გადავწყვიტე) მაგრამ ეს მისი გამოხტომა იყო, რაც გაგიცანი აღარცკი გამხსენებია, არამცთუ შეხვედაზე მეფიქრა, მართალია მყავდნენ შენამდე, მაგრამ ეს შენამდე იყო, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს გაიფიქრო რომ, თუ ვერ მოგწერე ან სადმე წავედი რამე ისე არაა, შენ ახლა ჩემი მთელი ცხოვრება ხარ - ჩუუ. მე უკვე გითხარი რომ, მჯერა შენი და გენდობი, ყველაზე მეტად მეშინოდა შენთან ურთიერთობის დაწყების, მაგრამ გავრისკე და მივხვდი რომ შენ სხვა ხარ, თქვენ ორს არაფერი გაქვთ საერთო - ვის ჩვენ ორს? (ვიფიქრე მეც მოვუყვები ცოტას ზურაზეთქო, მაგრამ აკო გაჩერდა ჩვენთან) - ვა მარიამმ? რავახარ ზურა? - აკო? აქ რა გინდა? - მარიამმმ, სახლთან ვართ დაიკო, რა გჭირს? - ააა ხოო - კარგად აკო, შენ რავახარ ძმა? - მეც კარგად ვარ, იშლებით? - კი რაარი? - კაი ერთად ავიდეთ მაშინ, თუ მერე ამოხვალ? - არა დაგეწევი ეხლავე (აკო დაემშვიდობა ზურას და წავიდა, მე კი ისევ მივურრუნდი ზურას) - სხვა დროს გავაგრძელოთ. დღეს კიდევ ერთი განსხვავებული და ბედნიერი დღე მაჩუქე, რისთვისაც მადლობა - სათვალავს რომ აგირევ, მერე ვნახოთ მადლობას რა სახით გადამიხდი, მიდი ეხლა გელოდება აკო. დავემშვიდობე და კიარ წავედი, სიხარულით გავფრინდი. რაღაცნაირად ვიყავი, თან გახარებული, თან გაბრუებული, საშინელ დაღლას ვგრძნობდი, თაბრუსხვევასთან და სისუსტესთან ერთად, ეს ყველაფერი სასმელს დავაბრალე. სახლში ავედით, აბაზანაში უნდა შევსულიყავი უარესად რომ გავხდი. ვიფიქრე არ გადავივლებ წყალს, ისე მოვწესრიგდებითქო, გამოსვლას ვაპირებდი უცებ თვალს რომ დამიბნელდა და მოწყვეტით დავეცი... ****************************** როგორცკი ვიგრძენი შეხება მივბრუნდი, ნინა შემრჩა ხელში, ვიგრძენი მარიამმა თვალი აგვარიდა, ხელი მოვკიდე და გავათრიე, - შენ ხოარ უბერავ გოგო რა გინდა? მოგკლა? მართლა მოგკლავ იცოდე, ერთხელ ხო გაგაფრთხილე უკვე? (ხელებს ისე ვუჭერდი, უკვე იკრუნჩხებოდა და ტირილი დაიწყო) - მენატრები, დაბადების დღე მოვიმიზეზე, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი. - შენი მონატრება გოგოოოოო, შენ უფრო მეტად , ნაშასა და საყვარელ ქალს შორის იცი რამხელა სხვაობაააა? გაეთრიე, არ მაინტერესებს გაბოს დაბადების დღე, აღარ დამენახო თორე ბ... შ... ვიყო მოგკლავ (ვატყობდი რომ უაზროდ ვყვიროდი, ხელებს ვუჭერდი და ვაჯანჯღარებდი) უთქმელად წავიდა ატირებული. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა, პირველ რიგში მარიამის დაკარგვის შემეშინდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავლაპარაკებოდი, მასთან მივედი, მაგრამ იმდენად მშვიდად ეჭირა თავი, უფრო დავრწმუნდი რომ ღირსეული გოგო იყო და უზომოდ მიყვარდა. ყურში მინდოდა მეთქვა,მიყვარხართქო, მაგრამ სხვა რამემ დამარტყა თავში, გამოსთან მივედი და ვუთხარი - ძმურად, ბოდიში შენს დაბადების დღეზე ეს რო უნდა გავაკეთო, მაგრამ რამეს თუარ ვიღონებ, იმდენად მშვიდად ზის მეშინია მისი დაკარგვის, ხო წარმოგიდგენია რა დამცირებულად გრძნობს თავს? - მე რაში დაგეხმარო ეგ მითხარი - უბრალოდ არ გაგიტყდეს რასაც ვიზავ. სცენისკენ წავედი, სიმღერა მოვაძებნინე და სიტყვით გამოვედი, დავინახე ყველა მისი ემოცია, თვალი არ მომიშორებია ისე ვლაპარაკობდი, დავინახე როგორ შერცხვა და როგორ გაწითლდა, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მერე ის სიმღერა რომელიც ვთხოვე ჩართეს და საცეკვაოდ გამოვიყვანე. საშინლად მომინდა მეკოცნა მისთვის, მაგრამ უხერხულში არ ჩავაყენე, ვიფიქრე, სანამ სახლში ავა, იქ დავემშვიდობები კოცნითთქო, მაგრამ აკო გამოჩნდა... მისმა სიტყვებმა დამაბნია, კი ვიცოდი რომ, ვიღაც იყო მის ცხოვრებაში ადრე, მაგრამ ისე ლაპარაკობდა მინდოდა მომესმინა მისთვის. ის მენდობა და ჩემი სჯერავს, ანუ ვუყვარვარ კიდეც... ჩემზე ბედნიერი ახლა მარიამიც კი არ არის... სახლში მივედი და დავურეკე ძილინებისა მინდოდა მესურვებინა მაგრამ გათიშული ქონდა... დილითაც იგივე, ცოტა დავიბენი, მაგრამ დაველოდე მის ზარს ვიფიქრე ისევ სძინავსთქო. ********************************** - მარიამ რა ხმაურია კარგად ხარ შვილო? - ... - მარიამმმმმ - ... - აკომმ. აკო ჩქარა მოდი - რა ხდება? - რაღაც ხმაური იყო და ხმას არ მცემს, ხოარ დაეცა - მარიამმმმ (აკომ უფრო უმატა კარებზე რტყმას და ბოლოს შემტვრევა გადაწყვიტა) - ქეთი სასწრაფოში დარეკე მალე (კარის შემტვრევა უნდოდა, მაგრამ შეეშინდა ახლოს არ ყოფილიყო და რამე არ ეტკინა დისთვის, ისევ ბრახუნი გადაწყვიტა, მაგრამ მარიამს რეაქცია როარ ქონდა წიხლი დააერტა კარს და შეამტვრია, მართალიც იყო კარი ზემოდან დაეცა , სწრაფად აიღო კარი და მარიამი ხელში აიტაცა თან ეძახდა) - მარიამმ, თვალები გაახილე რა გჭირს? - დავრეკე, მარიამ შვილოოო, ნიშადურის მოვიტან დააწვინე შენ - ცხვირიდან სისხლი მოსდის, პირსახოციც მომიტანე (გასძახა აკომ და დას ხვეწნა დაუწყო თვალი გაახილეო, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფო მალე მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს რადგან გონზე ვერ მოყავდათ) - დამშვიდდი დედა, ყველაფერი კარგად იქნება, მარიამი ძლიერია, აი ნახავ (გულში იხუტებდა დედას აკო და ცდილობდა დაეწყნარებინა, მაგრამ უშედეგოდ, ექიმი გამოვიდა და უთხრა) - მარიამი გონებაზე მოვიდა, უკეთაა, მისი ანალიზების პასუხები მინდა, მითხრა რომ 1 თვეა ბევრ ანალიზებს უღებენ - დიახ, გერმანიიდან ველოდებით პასუხ,ს დღე-დღეზე ჩამოვაო მისმა ექიმმა, რა მოუვიდა? - არ ვიცი, მაგრამ სიმპტომები არ მომწონს, ამიტომ პასუხები მინდა, მიახლოებითაც არაფერი უთქვამთ ექიმებს? - საშიში არაფერიაო, მარტო ამას გვიმეორებდნენ - კარგით გასაგებია, მკურნალი ექიმი ვინაა? უნდა დავუკავშირდეთ ახლავე, თქვენ შეგიძლიათ მარიამთან შეხვიდეთ ნელის ნომერი და გვარი უთხრა ქეთიმ და მარიამთან შევიდნენ. - მარიამ როგორ შეგვაშინე, რა მოგივიდა? (დედა) - არვიცი, მე ღვინოს ვაბრალებდი გაბრუებული რომ ვიყავი, მერე აბაზანაში მინდოდა შესვლა, მაგრამ უარესად გავხდი, გამოვდიოდი და მას მერე აღარაფერი მახსოვს. ცხვირი რატო მეწვის? - ნიშადურიანი ბამბა გედი დიდი ხნით (აკომ ამოიღო ხმა და ისეთი სერიოზული სახით იდგა შემეცოდა) - მოდი ჩემთან (მე) - როგორ შემაშინე ვერ წარმოიდგენ რა აღარ ვიფიქრე (მითხრა აკომ, საწოლზე ჩამომიჯდა და გულში ჩამიხუტა) - ნუ გეშინია, სანამ ძმიშვილის შვილს არ ჩავეხუტები, არაფერს არ ვაპირებ... როდის გამიშვებენ? - ალბათ ხვალ(დედა) - არაა გამორიცხულია, აქ ვერ დავრჩები ღამე, რამე ქენით რააა, გადასხმა მორჩეს და წავიდეთ - ვნახოთ, ექიმი როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე იქნება (აკო) - ოოო ექიმებმა რა იციან ნეტა? დამატარებენ 1 თვეა და ვენა არ დამიტოვეს რომელიც არ გაუხვრეტიათ. - კაი დამშვიდდი ეხლა დაისვენე (დედამ მითხრა და კარიც გაიღო) - გამარჯობა მარიამ, მე მორიგე ექიმი ვარ, დავურეკეთ მკურნაკ ექიმს და გავაცანით სიტუაცია, ხვალ ჩამოვა პასუხები, დღეს აქ რომ დარჩე რას იტყვი? - არაა გამორიცხულია, ვერ დავრჩები, გთხოვთ რაა - კარგი მაშინ გადასხმა დამთავრდეს და წადით, - უფფფ. მადლობა. სახლში წამომიყვანეს, გემოგლობინი მქონია ძალიან დაბალი და მაგის ბრალია ყველაფერიო, ამიტომ გზაში ჩემმა ძმამ რაღაცეები იყიდა, წამლებთან ერთად და სახლში მივედით, ძალიან ვიყავი დაღლილი და ლაპარაკის თავი არ მქონდა, ამიტომ ზურას არ შევეხმიანე თან ღამის 3 ხდებოდა. დიდხანს მეძინა 1 საათზე გამეღვიძა. ტელეფონი ავიღე და გათიშული ყოფილა. მერე ზურასთან უნდა დამერეკა, დედა რომ შემოვიდა ატირებული თვალებით - გაიღვიძე მარიამ? - რა ხდება? - არაფერი დედ,ი შემაშინე გუშინ. ნელი ექიმმა დარეკა, სასწრაფოდ გვიბარებს, მაგრამ არ გაგაღვიძეთ, წავიდეთ ხო? - რამე სერიოზულია? - არ ვიცი დედიკო, პასუხები მოსულა - აკო სადაა? - იქითაა, შენ გელოდება რომ წაგვიყვანოს - კაი ჩავიცვამ და გამოვალ უნდა დამერეკა ზურასთან მაგრამ გადავიფიქრე, ავდექი ჩავიცვი და ექიმთან მივედით, თავს კარგად ვგრძნობდი, უბრალოდ ისევ ის სისუსტე მქონდა, რის გამოც სულ ვწუწუნებდი და მიჩვეული ვიყავი უკვე. კაბინეტში შევედის და ნელიმ დაჯექიო მანიშნა - მოკლედ. ყველაფერი მითხრეს რაც მოგივიდა, მაგრამ მე ის მაინტერესებს მანადე რა მოხდა? (მოვუყევი როგორც ვიყავი და მკითხა) - რამეზე ინერვიულე? დაიძაბე ან რამე ეგეთი? - ცოტა დავლიე, დაბადების დღეზე ვიყავი, მერე ემოციურად დავიძაბე ცოტა, მაგრამ არ მინერვიულია და ბოლოს ეგ იყო. - მარიამ დიდი გოგო ხარ, ალბათ ხვდები რომ, ამდენი ანალიზები რაღაცაში გვჭირდებოდა. სანამ ეჭვის დონეზე ვიყავით იქამდე ვერ გეტყოდით - რა ხდება? (დედა) - ქალბატონო, მარიამს ახლა თქვენი გვერდში დგომა სჭირდება, გერმანიიდან ის პასუხები მივიღეთ რისიც გვეშინოდა - რას გულისხმობ პირდაპირ თქვი! (გაისმა აკოს მჭექარე ხმა, მე უკვე აღარ მესმოდა აღარაფერი, სულ გავიყინე , სუნთქვაცკი გავაჩერე სანამ ექიმი სიტყვებს დაასრულებდა) - მარიამს ერთ ერთი სახის ლეიკემია აქვს. მაგრამ ძალიან მძიმე არააა. იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მკურნალობას დაექვემდებარება დაავადება. ლეიკემია.... მარტო ეს ტრიალებდა ჩემს გონებაში, მერე მივხვდი რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, დედა და აკო შემეცოდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. კარის ჯახუნმა შემახტუნა, გავიხედე და აკო აღარ იყო კაბინეტში. დედას გავხედე და გაშტერებული იჯდა. - ყველაფერი კარგად იქნება დე. მე ძლირი გოგო ვარ ხოიცი (ვაკოცე და ავდექი) აკოს ვჭირდები უნდა მოვძებნო. კაბინეტიდან გამოვედი და თავი ხელში ავიყვანე. გარეთ გამოვედი და მანქანისკენ წავედი ვიფიქრე იქ დამხვდებოდა არც შევმცდარვარ, სიგარეტს გამწარებული ეწეოდა და უაზროდ დადიოდა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი, რა უნდა მეთქვა, ვხედავდი ცრემლები როგორ ახრჩობდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ტყდებოდა. ახლა ორივეს გვჭირდებოდა გულის მოოხება რომ, მერე დედა გაგვემხნევებინა და ერთად გვებრძოლა, ამიტომ გადავწყვიტე გულში არ ჩაედო ეს განცდა აკოს და ისევ მეე გამეტეხა რომ, ისევ მე დამეწყნარებინა და მას მე დავეწყნარებინე) - აკო - მარიამ ყველაფერს კარგად იქნება, ხომ გჯერა? - სიმართლე გითხრა მეშინია, მეშინია რომ.. - ჩუუუ, არ თქვა მარ, არ თქვა გთხოვ. ჩვენ ამას გავუმკლავდებით (ხელები ისე მომხვია, ვიფიქრე გადავტყდებითქო, ცრემლებმა გზა გაკვალეს და ტირილი დავიწყე) - რაღა ეხლა აკო, რაღა ეხლა როცა შემიყვარდა? მეშინია სიკვდილის, მშიშარა ვყოფილვარ (აკოზე მიხუტებული უკვე ვქვითინებდი და ვგრძნობდი აკოც როგორ ტიროდა, თან ცდილობდა დავეწყნარებინე, მიხუტებდა გულში და ორივე ხმით ვტიროდით, ორივემ მივეცით შინაგან ტკივილს გარეთ გამოსვლის საშუალება) - შენ უზომოდ ძლიერი გოგო ხარ მარ, მაგრამ შენ რო რამე მოგივიდეს... რამე რომ დაგემართოს... მაგრამ არა ჩვენ გავუმკლავდებით ამას ( მერე ცოტა დავწყნარდით და აკომ გადაწყვიტა ხმის ამოღება) - შენ ჩემი სიამაყე ხარ, სიამაყე გესმის? და არა მარტო ჩემი, დედას სიამაყეც ხარ. ზურა? ზურაზე იფიქრე მარ, მას უზომოდ შეუყვარდი. ამიტომ არ გაქვს უფლება. ამ ყველაფერზე ცუდად იფიქრო... ვსო, გვეყოფა ვიმკურნალებთ და გადავიტანთ - ხო, მართალი ხარ, წამო დედა ცოდოა.... (ხელი გადამხვია და ისევ საავადმყოფოსკენ წავედით, მერე უცებ გავაჩერე და ვუთხარი) მოიცა აკო. ზურამ ეს არ უნდა გაიგოს... სანამ გვიანი არაა, ვერ გავიმეტებ ზურას იმისთვის, რაც რეალურად შეიძლება დამემართოს - არ აპირებ თქმას? (გაოცებულმა მკითხა) - არა და შენგანაც მოვითხოვ პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას. არაა ვალდებული მომაკვდავს შეალიოს სიყვარული. - მომაკვდავს არა მარი - რაც არის. ვერ მივცემ თავს უფლებას სიბრალულით შემომხედოს, ამას ვერ ავიტან. გთხოვ პატივი ეცი ჩემ გადაწყვეტილებას და არაფერი დაგცდეს - არ ხარ მართალი მარ... მაგრამ შენ როგორც გინდა. ჯერ ჯერობით ხმას არ ამოვიღებ. მერე ვნახოთ სიტუაციის მსვლელობა - არა არც მერე. ამას თუ ვინმე ეტყვის მას, ეს მარტო მე ვიქნები, სხვას უფლება არ აქვს გესმის? - წამო დედასთან (ხელი ისევ გადამხვია და წავედით, დედასაც უტირია, გული დამეწვა ამდენ ადამიანს როგორ ვტკენ სულს. მერე ისევ ექიმთან შევბრუნდით, რათა გაგვეგო რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა) - ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ლეიკემიის ეს სახე დაუმარცხებიათ... ბევრი ილაპარაკა და ქიმიაც ახსენა, რაზეც გულში საშინელი რეაქცია მქინდა, მაგრამ არ გამოვხატე, მკურნალობას დღესვე ვიწყებდი, სახლში მოვედით და კომპიუტერს მივუჯექი, ინტერნეტი რასაც ქვია ავაწრიალე რომ, ყველა დეტალი გამეგო ჩემს დაავადებაზე. ბევრი რამე გავიგე და გული დამიწყნარდა ცოტა, მერე ექიმთან გადავამოწმე რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია, ისიც დამეთანხმა და აკოს და ქეთის გავუზიარე, ისინიც ცოტათი დამშვიდდნენ. მერე ჩემ ოთახში ჩავიკეტე და ქიმიაზე მოვიძიე ინფორმაცია. აქ ეწერა რომ, ის არ აჯანმრთელებს ის უბრალოდ ცოტათი ახანგძლივებს სიცოცხლეს, თუმცა კლავს უამრავ საჭირო უჯრედს. მერე სურათები ვნახე და გადავწყვიტე რომ ქიმიას არ გავიკარებდი... თან ისე გადავწყვიტე, რომ ვერავინ გადამაფიქრებინებდა. თუ მაინც მოვკვდებოდი, ლამაზი მაინც მოვკვდებოდი. ქუჩაშიც არავინ შემომხედავდა საცოდავი თვალებით. მორჩა ეს გადაწყვეტილი იყო. დაღამდა. ტელეფონი ჩავრთე 15 გამოტოვებული ზარი და 5 მესიჯი მოვიდა. 2 მესიჯი და 15 ზარი ზურას ეკუთვნოდა 3 მესიჯი გოგოებს. მკითხულობდნენ. მერე ზურას მესიჯი გავხსენი ,,ჩემო ფერია როგორ ხარ?” ეს დილით გამოგზავნილი იყო. მერე მეორე მესიჯი გავხსენი, რომელიც ნახევარი საათის უკან იყო გამოგზავნილი ,,რომ გირეკავ რატო არ მპასუხობ? რა ხდება?” ამოვიოხრე და მივწერე ,,სალამი ზურა. ხვალ როცა მოახერხებ დამირეკე, სალაპარაკო მაქვს შენთან“ 1 წუთში გადმომირეკა. - მე გითხარი, ხვალ გადმორეკეთქო. - რა ხდება? მოხდა რამე? - არა, უბრალოდ უნდა დაგელაპარაკო - ეხლავე გამოვალ გინდა? - არა არ მცალია, ხვალ გნახავ, ეხლა უნდა დავიძინო. ძილინებისა. ********************************************* დილით მესიჯი მივწერე, არ მიპასუხა, მერე მთელი დღე ველოდებოდი როდის მიპასუხებდა, მაგრამ უშედეგოდ. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. სურათებს ვათვალიერებდი, წინა დღეს ერთად რომ გადავიღეთ და სიყვარულით ვივსებოდი. მერე გადავწყვიტე, ლამაზი ჩარჩო მეყოდა და ერთი სურთი, რომელიც უზომოდ მომეწონა დამებეჭდა 2 ცალი. თით-თითო მე და მარიამს. საღამოს სოსოსთან ვიყავით ბიჭები, მესიჯი მომივიდა, გავხსენი თუ არა, არ მომეწონა რაღაც და ეგრევე გადავურეკე. ისე ცივად მელაპარაკა ვერ მივხვდი რა ხდებოდა. - რა ფერი გაქ ბიჭო, ცუდად ხარ? (სოსო) - რაღაც მოხდა - სად? (მიშო) - მარიამთან. ძაან ცივად მელაპარაკა. თან გუშინდელს მერე არ შემხმიანებია. ნინა ამაში ოდნავ მაინც რომ ფიგურირებდეს, ბ... შ... ვიყო მოვკლავ. - კაი გოგოების ამბავი არ იციი? დალაგდება მალე, ალბათ დაბნეულია, მარა ნინა აღარ მგონია რამეში იყოს გარეული, ისე ელაპარაკე (ლეო) - არა, ეს ის მარიამი არ იყო, რაღაც მოხდა. უნდა ვნახო ეხლავე - ხოარ უბერავ? 12 ია უკვე ამ შუაღამე სად უნდა მიადგე? თან მარიამის ნაირ გოგოს? (სოსო) - ხო სოსო მართალია, ტეხავს, რა პონტია? (მხარი აუბეს ბიჭებმაც) - კაი გავედი მე - სად? (სოსო) - სახლში შ... სად წავალ? მართლა ხოარ მივადგები სახლში? (დავიღრიალე და კარი გამოვიჯახუნე. არც მიფიქრია რომ ცუდად გამომივიდა. მანქანაში ჩავჯექი და ფიქრი დავიწყე რა შეიძლება მომხდარიყო. რა გაათენებდა ეხლა?) ******************************************* მთელი ღამე ვფიქრობდი როგორ დავშორებულიყავი, დავშორდებოდი კიი? არ ვიცოდი რომელი ტკივილი უფრო იოლი იქნებოდა ზურასთვის, ის რომ მეთქვა არაფერი გამომდის და შემეშვითქო, თუ ის რომ შეიძლება მოვკვდე? მთელი ღამე გავათენე. დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, დედამ მითხრა ნელის დაურეკია სხვა ექიმს გადამაბარა, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ამ საქმეშიო. იმ ექიმმა კი 1 ზე დამიბარა საავადმყოფოში ძვლის ტვინის ანალიზი უნდა ავიღოთო და მარტო არ გამოუშვათო. ეგ რაღა სათქმელი იყო ნეტა გავბრაზდი ამაზე... ზურამ სმს მომწერა ჯერ 8 საათი იყო ,, გგღვიძავს?“ მივწერე ,,კი“ მან უცბად გადმომირეკა - როგორ ხარ? - კარგად, თავად? - ცუდად. რომელზე გნახო? (გული მომიკვდა მის ხმაზე და მის პასუხზე. მაგრამ დაშორება მქონდა გადაწყვეტილი ამიტომ არ შევიმჩნიე) - 10ზე. - კაი სად? მანდ გამოვიდე? - არა მე გამოვალ. მისამართს მოგწერ. კაფეში გავიდეთ - როგორც მეტყვი... მისამართი მივწერე და ავდექი. ვჭამე. 6 სახის წამალი დავლიე და წამოვწექი. 9ზე გამზადება დავიწყე. ყველანაირად ვეცადე, სულ სხვა სტილზე ვყოფილიყავი, რაღაც გამაღიზიანებელ და მოულოდნელზე, იმიტომ რომ გული ძალიან არ დაწყვეტოდა, როცა დავშორდებოდი და ეფიქრა, არ ღირს მარიამი ჩემ ფიქრებადო. გული მიკვდებოდა ამ ყველაფერზე, მაგრამ არ შემეძლო მისთვის ეს სატანჯველი გამეყო. - აკოო, საით ხარ? - რა არი მარ? - რამდენ ხანში გადიხარ? - დღეს შენ მოგყვები სიხარულო 1 ზე მანამდე სახლში ვარ. - არაა საჭირო აკო - მე ასე მინდა და ვსო. რა გინდოდა შენ? - შეგიძლია გამიყვანო კაფეში? - კი რა პრობლემაა. ეხლავე? - კი. - კაი წამო - დეეე გავდივარ და მოვალ 1 ის ნახევრისთვის. - კაი დედი - ვის უნდა შეხვდე? - ზურას - მერე რა გადაწყვიტე? - უნდა დავშორდე. - ასე ჩაცმული და მაგ გამომეტყველებით რომ დაგინახე მივხვდი, მარ, იქნებ ჯობდეს სიმართლე უთხრა? ჩვენ კი ვართ შენს გვერდით, მაგრამ ის სხვანაირად დაგიდგება - არა აკო. ვერ გამოვიყენებ. მიყვარს, გესმის? და ყველაზე ცუდი ისაა რომ, იმ საღამოს თვითონ სცენიდან ამიხსნა სიყვარული - მითუმეტეს მარ, ასე მას გაანადგურებ - გვეყო ამაზე გთხოვ, გადაწყვეტილია. უბრალოდ დამელოდე გთხოვ, არ ვიცი იქიდან როგორ წამოვალ - კაი რაზეა ლაპარაკი, რამდენი ხანიც გინდა დაგელოდები, მაგრამ არ მომწონს შენი გადაწყვეტილება ამასობაში მივედით კიდეც. ზურას მანქანა უკვე იქ იყო. ამოვიოხრე და გადავედი. მერე ღრმად ჩავისუნთქე და ნაგლურად შევაბიჯე კაფეში. დავინახე და მისკენ წავედი. ისიც ფეხზე წამოდგა და უნდა გადავეკოცნე რო გავაჩერე. - პირდაპირ საქმეზე გადავალ. დაჯექი - რა გჭირს მარ? - მარ არა მარიამი. მოკლედ არაფერი გამომდის. - რაა? რას გულისხმობ? (ისეთი ტკივილი დავინახე მის გამომეტყველებაში, გული მომიკვდა) - თუ დამაცდი გეტყვი. (თან კევს ვღეჭავდი გამწარებული, მინდოდა ტკივიკი შემემსუბუქებინა მისთვის) ბევრი ვეცადე მარა დავიღალე - რას გულისხმობ? თუ ნინას - ნინა არაფერ შუაშია მაცადეეე. მე ისეთი არ ვარ, ვისაც აქამდე იცნობდი, მე ესეთი ვარ, კაი ბიჭი ხარ, ვეცადე შევცვლილიყავი მარა არ გამომივიდა - არ აქ მნიშვნელობა როგორი ხარ მარიამ, მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ - გეყოფა რაააა. მე არ მიყვარხარ სამაგიეროდ. და ბევრი მცდელობის მერე მოწონებაც კი აღარ მაქ შენს მიმართ - რაააა? რა სისულელეებს ამბობ. რა ხდება პირდაპი თქვი - ზუსტად ეგ ვქენი ეხლა. უნდა წავიდე. მიხედე შენ ცხოვრებას, კიდე დიდი ხანი გავქაჩე შენთან - არაა. აქ რაღაც სხვა ხდება მარიამ. არ მოგცემ უფლებას ასე მომექცე, რა მოხდა? ვინმემ რამე გითხრა? - რა არის აქ გაუგებარი? საზიზღარი გოგო ვარ და ბიჭების გრძნობები, სულ ესაა. გაშტერებული დავტოვე. ერთი სული მქონდა გამოვქცეულიყავი იქიდან, ხელი დამიჭირა და ამღვრეული თვალებით შემომხედა. - ეს გამომართვი და კარგად დაფიქრდი რას აკეთებ - ეს რაარის? (თავი ვეღარ გავაკონტროლე და ნიღბის გარეშე ვკითხე. მან ეს აშკარად დაიჭირა, თვალებში შემომხედა და მეგონა დავიწვი) - თავად ნახე. კარგად... კაფედან ისე გავიდა არც მოუხედავს. გული ჩამწყდა, ტირილი მახრჩობდა, ხმამაღლა მინდოდა ღრიალი, მაგრამ რომ შემოსულიყო? უცბად გავედი მანქანაში ჩავჯექი და აკოს ვუთხარი - წადი. - სად? - სადაც გინდა, ოღონდ აქედან წადი, აღარ მინდა დამინახოს - მაინც დაშორდი? - არ მინდა ლაპარაკი ეხლა გთხოვ ხმა აღარ ამიუღია. უბრალოდ გაზს მიაწვა და წავიდა მე კიდე ფეეხებს ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. აკო ხმა არ მცემდა. მერე გააჩერა. თავი ავწიე, მაგრამ გარშემო არაფერი არ იყო. - მოდი ჩემთან (მითხრა აკომ და გულში ჩამიხუტა) იტირე, თუ ფიქრობ რომ გულზე მოგეშვება. ამაზე უარესად ავტირდი და მარტო თავს ვლანძღავდი - ჩემი თავი მეზიზღება, ასე როგორ მოვექეცი. ვერ ვიტან ჩემ თავს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა აკო, ხო გესმის ჩემი? (თავი ძლივს ავწიე ისე მიჭერდა ხელებს და შევხედე თვალებში) - მომენტში მესმის კიდეც შენი. მაგრამ მე მის ადგილზე სიმართლის ცოდნა უფრო დამეხმარებოდა. მარ, შენ სერიოზული პრობლემა გაქ სიხარულო. ამის აღიარება არ გვინდა მაგრამ აბა დაფიქრდი, რამე რომ მოგივიდეს ხომ გაიგებს? მერე უარეს დღეში ჩავარდება, შეიძლენა სიკვდილამდეც მივიდეს - არა აკო შეუძლებელია 1 თვეში ეგრე ვერ შემიყვარებდა - შენ? შენ რას იზავდი მის ადგილზე იგივე სიტუაციაში? - გავაფრენდი, თავს მოვიკლავდი, ვერ ვიცოცხლებდი - 1 თვეში შეუძლებელი რო იყო ასე შეყვარება? მითუმეტეს კაცებმა სხვანაირი სიყვარული ვიცით მარ. გულში ისე იდებს ბინას სიყვარული რომ, იქიდან აღარაფრით ამოდის. მე ვიც რომ მას იმაზე ძლიერ უყვარხარ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია ვინმეს. ის კაცია. კაცები სააშკარაოზე გრძნობებს არ ვალაგებთ. ელემენტარულით შემოვიფარგლებით. თუ სიმართლეს არ ეტყვი მასაც გაანადგურებ მარ - აღარ ვიცი რა ვქნა. მეცოდება აკო, რამის ხორცები დავიჭამო ისე მტკვივა სული. მისი სახე და თვალები რომ გენახა... - ეგ რა არის? (დამანახა ის პარკი რაც ზურამ მომცა, გავხსენი და თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა) - არააა. ამას უკვე ვეღარ ავიტან - მანახე (ტირილს ვიმატე, როცა სურათი ვნახე სადაც მე და ზურა ვცეკვავდით ვალსს, მას მერე რაც სიყვარულში გამომიტყდა, ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა სული გამეყინდა და უარესად შემზიზღდა თავი) - მაგ დროს ამიხსნა სიყვარული და ჩვენ სიმღერაზე ვცეკვავდით - ეს რაღაა? პარკიდან ფლეშკა ამოიო, გამოვართვი და შევაერთე, მხოლოდ ერთი სიმღერა იყო ჩაწერილი როგორცკი პირველი ნოტები გავიგე, ფლეშკა გამოვგლიჯე, გარეთ გადავედი და მთელი ძალით დავიყვირე, რომ დავცლილიყავი და არ გავმსკდარიყავი, აკოც გადმოვიდა ჩამეხუტა და მკითხა - დაიანა როსი? მე უარესად ვუმატე ტირილს და თავი დავუქნიე. - ვსო. ეხლა მივდივართ ზურასთან და სიმართლეს ეუბნევი, თუ არადა მე ვეტყვი. არ მოგცემ უფლებას კიდევ დაიმატო ტანჯვა. უზომოდ რომ გიყვარს ვერ ატყობ? არ მოგცემ უფლებას ან საკუთარ თავს მოექცე ასე, ან მას. კარგი დამშვიდდი ეხლა გთხოვ, ამდენი ნერვიულობა უარესს გიზავს. ცოტა დამამშვიდა და მანქანაში ჩავჯექით. აკოს ტელეფონი თურმე სკდებოდა იმდენს რეკავდა, ნომერს დახედა და გამომხედა. - ზურაა (მითხრა აკომ) - უპასუხე - ხო ზურა - მითხარი რა ხდება აკო, რა დაემართა მარიამს? რამ შეცვალა? მითხარი თორე გავგიჟდები, ვიცი რომ გეცოდინება რაც გააკეთა, გთხოვ მიშველე აკო, ვერ გავძლებ მარის გარეშე, უზომოდ მიყვარს, მხოლოდ მისთვის ფეთქვს ეს გული, გთხოვ დამეხმარე, მოვკვედბი მის გარეშე ___________________________ სახლში უზომოდ დაღლილი მოვედი სამსახურიდან 10 საათზე. ბუძელნიკი დავაყენე 12 საათზე და დავიძინე, ისეთი დაღლილი ვარ არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ იცით რატომ გავიტეხე ძილი? იმიტომ რომ უზომოდ შემაყვარეთ თავი თქვენი კომენტარებით და ვაფასებ თქვენს თითოეულ სიტყვას. მადლობა რომ არ იზარებთ და მამხნევებთ, მგონი საკმაოდ საინტერესო თავი გამოვიდა, არ მინდა ერთგვაროვანი ისტორია დავწერო, ამიტომ ცოტა უნდა დამეძაბა სიტუაცია. ეხლა კი ძილინებისა... ველოდები თქვენს კომენტარებს :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.