ვ/ე (ნაწ2)(3)
**** მეორე დღესაც წვიმიანი ამინდი იყო და, რადგან ამინდის პროგნოზი მომავალ ერთ კვირასაც წვიმიან ამინდს იუწყებოდა წამოვიდნენ. ვატომ აიჩემა ბიძიებთან მინდა ჩაჯდომა მანქანაში, დამღალეს გოგოებმაო. ცოტა სასაცილოდ კი გამოუვიდათ გოგონები ერთად ისხდნენ, ბიჭები ერთად. -აუ, ეს მანქანა ნერვებს მიშლის რა,- თქვა ელენემ და გაიხედა სარკეში -რომელი?-იკითხა ნიამ და ანას გახედა -აი,ის უკან რომ მოგყვება. იმენა აკიდებულია! გავასწრებ-გამასწრებს, შევანელებ სიჩქარეს ისიც შეანელებს! შოკშია მგონი,-სიცილით თქვა ელენემ. ანას და ნიას გაეღიმათ, მაგრამ არაფერი უპასუხეს. იცოდნენ, რომ ვატო უკან მოჰყვებოდა. როგორც კი თბილისში შემოვიდნენ, მაშინვე გაქრა ის მანქანა და ელენეც დამშვიდდა. ყველა სახლებში დარიგდა, პატარა ვატო, ვატოს დედასთან,ბებიასთან მიიყვანა ელენემ დასალეგებელი ვარ და დღეს დაიტოვეთ მონატრებული შვილიშვილიო. ცოტა უჩვეულოდ შეეგება ვატოს დედა, ქალბატონი ნანა ელენეს. ერთი-ორი ცრემლი და ბევრი ჩახუტებით გამოაცილა საყვარელი შვილიშვილის საყვარელი დედა. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ნანა ელენეს მიმართ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ძალიან გაუკვირდა ელენეს. -დღეს დედაშენთანა არის ბავშვი,-დაურეკა კოტემ ვატოს -ხო, ვიცი ეხლა დამირეკა ნანამ. კოტუშ, გცალია ეხლა?,-ჰკითხა ვატომ -კი, მცალია რა ხდება?,-უპასუხა კითხვითვე კოტემ -დაურეკე და უთხარი, რომ საქმე გაქვს -კარგი, მოიცა.,-უპასუხა კოტემ და აიღო ტელეფონი,-ელ, რას შვები? გცალია ცოტახანით, რომ ამოგიარო? კაი ამოვალ. რა?შენ რატო ტო, წამოგიღებ მე არ ჩახვიდე. რომელი? კაი, ხო წამოგიღებ,-გათიშა კოტემ ტელეფონი და ვატოს მიუბრუნდა,- წადი, სახლშია უკვე და ფხვნილი აიყოლე თან ფერადი ტანსაცმლის. ****** -კი დე სახლში ვარ უკვე. ნანასთან დავტოვე ბავშვი, თქვენთან ხვალ ამოვიყვან და დაიტოვეთ თუ გინდა რამდენიმე დღე. ბავშვები ხომ არიან? ხოდა ძალიან კარგი გაერთობა,- ტელეფონზე ლაპარაკობდა ელენე ზარის ხმა , რომ გაიგო. ლაპარაკ-ლაპარაკით წავიდა კარის გასაღებად,კარი გააღო და ფერები გადაუვიდა. კარში ვატო იდგა, სერიოზული სახითა და ფხვნილით ხელში. -შემოდი,-ცივად უთხრა ელენემ და ტელეფონს მიუბრუნდა,-დე, დაგირეკავ ცოტახანში კოტე მოვიდა. საოცარი იყო! საოცარი შეგრძნება დიდი ხნის მონატრებულის! გული რომ ამოვარდნას გაქვს, ვერ გრძნობ საით ფეთქავს, სახეზე რომ აწითლდები და ამავდროულად, რომ გცივა! გრძნობ, რომ ფეხები დაგეყინა და უმოძრაოდ ხარ! -გამომართვი,-მიაწოდა ვატომ ფხვნილი -მოვალ ახლავე,-ჩუმად უპასუხა ელენემ და გაიქცა სააბაზანოსკენ. სარკეში ჩაიხედა და ვერ იცნო საკუთარი თავი! აფორიაქება სახეზე ეტყობოდა! ხედავდა როგორ ეცვლებოდა სახეზე ფერები, გულის ცემას ხედავდა, როგორ უფეთქავდა გული. თავის დამშვიდება დაიწყო.“ ელენე, მშვიდად იყავი. ის აქ არის..ის ცოცხალია..ცოცხალია..“ ვატო კი-უბრალოდ იდგა და კარადაზე დადებულ სურათებს ათვალიერებდა. პატარა ვატო თვეების, ვატოს პირველი კბილი, ვატოს სიცილი, ვატოს ჭამა, ვატო ჩაცმული პატარა ჩოხაში- ინანა, ინანა და ინატრა ამ დროს ყოფილიყო, რომ ენახა შვილის პირველი ნაბიჯები. -ესეიგი, შენ ხარ ის უცნობი მეგობარი ბავშვების და ბიჭების უცნაურობის მიზეზი?-ფიქრები გააწყვეტინა ოთახში შემოსულმა ელენემ. -ეგრე გამოდის,-უპასუხა ვატომ და შეხედა. შეათვალიერა და მიხვდა დანაშაულს! იმაზე მეტად ინანა ის ჩადენილი საქციელი, ვიდრე იმ 4 წლის განმავლობაში. უყურებდა და მის წინ იდგა ქალი, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული იყო, ქალი, რომელიც მისი შვილის დედა იყო და ქალი, რომელსაც ძალიან მაგრად ატკინა. -მგონი ფხვნილის მოსატანად არ უნდა იყო მოსული,-მშვიდად უთხრა ელენემ და ამჯერადაც გააწყვეტინა ფიქრები. -არ ვიცი საიდან დავიწყო,-დაიწყო ბლუყუნი ვატომ -საიდანაც დაასრულე,-ცივად მიუგო ელენემ -არ მინდა იმ ღამის გახსენება და არც იმ დღის. უბრალოდ გეტყვი, რომ ვიცი არაკაცი ვარ და ცუდად მოვიქეცი. მაშინ, როდესაც პირველად გნახე, დაგინახე და დაგიმახსოვრე. ასეთი რაღაც არ დამმართნია. მეორედ, რომ გნახე გოგონებთან ერთად გაუხარდა გულს, მაგრამ გონება სხვა რამეს ფიქრობდა. მერე უკვე გონებაც მიჰყვა გულს..მომწონდა შენთან თამაში, შენი წვალება თავი სკოლის მოსწავლე მეგონა, გოგოს რომ აწვალებს და ასე გამოხატავს სიყვარულს,- მძიმედ ამოისუნთქა და გააგრძელა,- როცა დავიფიცე, რომ შენთან აღარ მოვიდოდი, დაგივიწყებდი, შეგეშვებოდი ვერ შევძელი! ერთი,ორი,სამი,ოთხი დღე და ისევ დამეწყო „ელენეს სენი“, რომელიც ჩემს ნებისყოფაზე ძლიერი აღმოჩნდა. შენ რომ გეგონა შეგეშვი გხედავდი როგორ მეძებდი თვალებით, მაგრამ თავს იმას ვეუბნებოდი ელენეს უნდა ჩემგან შორს ყოფნათქო.. ქორწილი.. ანასთან რომ მოვედით ჩათვალე იქ არ ვყოფილვარ. ფეხზე არ ვიდექი, შენი გულისცემა მესმოდა,მინდოდა მოვსულიყავი და გასული თვეების მონატრება ერთიანად ერთ ჩახუტებაში გამომეხატა, მაგრამ თავი შევიკავე.. -ბოლოს ხომ მაინც მოხვედი,-უთხრა ელენემ -უბრალოდ ვერ გავძელი იცი? შენი ხმა, რომ არ გამეგო ალბათ გავგიჟდები და თან ცოტა.. ცოტა ნასვამი ვიყავი და ალბათ უფრო გავთამამდი. შენგანაც წამოვიდა დადებითი ემოცია, მაგრამ ვერასოდეს ვიქირებდი თუ ანალოგიურად იქნებოდი განწყობილი ჩემს მიმართ, როგორც მე. მერე კი, მერე უბრალოდ მივყვებოდი დინებას და ამ დინებამაც შენ ჩემს მიმართ დაგათბო. ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველაფერზე, ძაღლებზეც კი რომლებსაც ეფერებოდი, ეგოისტური მომენტი მქონდა რატომ-თქო. ვერასოდეს ვუშვებდი შენს გვერდზე ვინმე ყოფილიყო. იმ დღესაც რატი რომ დაგეხმარა გადავედი ჭკუიდან. რატომ ჩემთან არ დარეკათქო ან ბიჭებთან, მაგრამ შენი უაზრო ხასიათის გამო მევე გავეცი პასუხი ჩემს თავს. მაგიჟებდა ის რომ რატი გიღიმოდა, თბილად საუბრობდა შენზე, შენც ანალოგიურად.. -შენ ხომ არც აცადე ადამიანს გაგერკვია ვინ იყო, ისიც კი არ დააცადე თავის ოჯახზე ეთქვა რამე,-წყენით უპასუხა ელენემ -ვიცი, შენ გგონია არ ვიცი?ყველაფერი ვიცი და ვაღიარებ. უბრალოდ მე არ ვიცი იმ ღამეს რა დამემართა. გიყურებდი, რომ გეძინა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო დედამიწაზე ალბათ იმ წუთებში. მაგრამ ავირიე-დავირიე. შენზე, ჩემზე, აწმყოზე, მომავალზე ვიფიქრე. დაგტანჯავდი შენც ამ ჩემი ხასიათის გამო და შენი რთული ხასიათის გამო ბევრი უთანხმოება იქნებოდა -მე რატომ არ მკითხე არაფერი?იქნებ მინდოდი ეგეთი ხასიათით? იქნებ მივდიოდი დათმობაზე შენს გამო ყველაფერზე?-დაიყვირა ელენემ და ცრემლები წამოუვიდა -დაიჯერებ ელენე?დღემდე არ მაქვს პასუხი ამ ყველაფერზე დღემდე არ მაქვს ამის დედაც!-ასევე დაიყვირა ვატომ,- ყველასფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს ყველასთან შენს გარდა! მიყვარხარ, უფრო მეტად ვიდრე 4 წლის წინ, უფრო მეტად მინდა შენთან ყოფნა ვიდრე 4 წლის წინ მინდოდა, მით უმეტეს ვატო არსებობს..-უთხრა ვატომ და შეხედა აწითლებულ თვალებში. ელენემ არაფერი უპასუხა, წამოდგა და ფანჯარასთან ვატოსთან ზურგშექცევით დადგა. ჩუმად იყო. ტიროდა და ტიროდა. არც ერიდებოდა ცრემლების, ვატო კი ვერ ბედავდა მასთან ახლოს მისვლას. -უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან ვნანობ. ჩემს საქციელს ახსნა არ აქვს. მინდა ბოდიში მოგიხადო და როგორმე გამოვასწორო ის ტკივილი რაც მოგაყენე.. მიყვარხარ ისევ, თუმცა სისულელეა მე შენ ამ გრძონაზე, რომ გელაპარაკები..-უთხრა ვატომ და წამოდგა, კარებთან მისული არ იყო გაიგონა: -ვატო, მე შენ დიდიხანია ყველაფერი გაპატიე.. ******* თავზარდაცემული შედგა ვატო კარებთან. ეგონა, მოესმა. ყურებს არ უჯერებდა. -შენ თუ ყველაფერი მაპატიე..?-დაიწყო ვატომ -არაფერი შეიცვლება,-მშვიდად უპასუხა ელენემ და ცრემლები მოიწმინდა,-ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. არ მინდა რამე შეიცვალოს, არ მინდა. მოვედი აქამდე, ცხოვრება დავალაგე და ისევ ამერია. არ მინდა ამ ყველაფერმა დამინგრიოს სიმწრით აშენებული. უბრალოდ ერთი ის შეიცვლება, რომ ჩემს შვილს ეყოლება მამა, რომელიც აქამდე საზღვარგარეთ ეგონა და ბავშვს ექნება მამამისთან ურთიერთობა. -რატომ გგონია რომ აგერევა ყველაფერი? და პირიქით არ დაგილაგდება? ყველაფერი წარსულში დარჩა!-სიმწრით თქვა ვატომ და ის იმედის ნაპერწკალი რაც ელენეს სიტყვებმა გაუჩინა მანვე ჩაუქრო. -იმიტომ არ მინდა, რომ მეშინია. ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება შიშთან ასოცირდება.. მეშინია, რომ მე ან შენ დავიტანჯებით, ან ორივე ერთად და ეს ჩემს..ჩვენს შვილზე აისახება. არ მინდა ბავშვი დაიტანჯოს და დაიღალოს მშობლების „შეუთავსებლობით“. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთად და ისიც კი არ ვიცით გამოგვდის თუ არა ერთად ყოფნა.. -იმიტომ, რომ არც გვიცდია. ელენე, თუ არ ვცადეთ არაფერი გამოგვივა არასოდეს.. -არ მინდა! არ გესმის? არ მინდა, არ შემიძლია!- დაიყვირა ელენემ,-უბრალოდ ერთი ის იცოდე, რომ არასოდეს აგიკრძალავ ვატატოს ნახვას ან მასთან ურთიერთობას როცა გინდა, რამდენი ხნითაც გინდა.მაგრამ იცოდე, რომ შენს საქციელს რაღაც გამართლება ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის. -მერე ელენე? რა გინდა ვერ გავიგე?-გაცოფდა ვატო,-გამაგებინე! დრო გინდა მაინც და მაინც? -დრო მინდა!-მოულოდნელად უთხრა ელენე,-მოულოდნელად მოხვედი, გამოჩნდი, ამირიე ცხოვრება. ცოტა დალაგება, დაფიქრება მინდა . უნდა გავაანალიზო ყველაფერი..-უთხრა მშვიდად ელენემ. ვატომ აღარაფერი უპასუხა, კარი გააღო და გასვლისას უთხრა: -როგორც გინდა, რამდენიც გინდა. იცი რომ დაგელოდები და კიდევ, ხვალ ბავშვს ჩემთან დავიტოვებ.! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.