შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 17


31-10-2015, 18:55
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 725

ჩემს დაკაკუნებას კარის იქიდან პასუხი მოჰყვა
-შემოდით ღიაა.- მეც სახელური ჩამოვწიე და კარი შევაღე, რაღაცნაირად შეცვლილი იყო შავები ეცვა, წვერი მამაოსავით ჩმოზრდოდა და თავჩაღუნული რაღაცას უყურებდა, მალევე ამომხედა და თითქოს მოჩვენება დაენახოს შეშინებულლი ფეხზე წამოდგა
-გამარჯობა თორნიკე
-მონიკა, აქ რა გინდა ?
-შენს სანახავად მოვედი
-ახლა თუ ისევ საჩხუბრად ხარ, მაგის ხასიათზე სულ არ ვარ, ან შეგიძლია მითხრა რასაც ფიქრობ და წახვიდე.- თითქოს გამოიცნო ჩემი მისვლის მიზეზი მაგრამ მე მაშინვე გადავაკეთე
-არა ჩხუბს არ ვაპირებ, რამე მოხდა?-წვერზე და შავებზე ვანიშნე
- ჩემი და დაიღუპა.- მისმა სიტყვებმა ადგილზე გამყინა, ასეთი პატარა გოგო დაიღუპა ნეტა რა დაემართა, კითხვა მინდოდა მაგრამ შევეცადე მომეკეტა
-გათხოვებიდან 1 თვეში გაიგო რომ სიმსივნე ჰქონდა, პატარა იყო, სუსტი და ვერ შესძლო ებრძოლა გადარჩენისთვის, ერთი თვის წინ დავასაფლავეთ
-ვწუხვარ არ ვიცოდი.- ცრემლები მომადგა და მაშინვე გარეთ გამოვედი, მანქანა მოვძებნე და ჩავჯექი, ღმერთო ჩემო რა ცოდოა, რა დღეში იყო ახლა თორნიკე და მე კიდე საჩხუბრად მივედი უსინდისო ვარ!
-რამე მოხდა? რა გატირებს? კიდე რამე გითხრა ხო?.- ეგრევე ჩხუბზე გადავიდა ნატა
-არა ნატა, არც გვილაპარაკია
-აბა რა მოხდა?
-ვნახე მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ შევძლეი, განადგურებულია, და დაეღუპა 17 წლის და დაეღუპა, სიმსივნით რა საშინელებაა, როგორ ვწუხვარ და მეცოდება
-რა? და? ეგ ხო გათხოვდა?
-ჰო და ერთ თვეში გაუგია რომ სმსივნე ჰქონდა, გთხოვ სახლში წამიყვანე. აღარასდროს აღარ ვნახავ თორნიკეს.
***
საღამოს კარზე ზარი იყო რადგან ახლოს ვიყავი, მე გავედი და ლადო შემრჩა ხელში
-აბა როგორაა ჩვენი პაციენტი?.- გახარებულმა გამოწია ტუჩები გადასაკოცნად
-მოდი, ცუდად ვარ შენ?
-მე კარგად, მაგრამ ასე მგონია ცუდი რამე უნდა გავიგო შენგან
-კი, ჩემ ოთახში წამოხვალ?
-კი.- უკან გამომყვა შესვლისას დაჯექი მეთქი ვუთხარი და ისიც დასკუპდა
-მომიყვები რა ხდება?
-მოკლედ, გუშინ ყველაფერი გამახსენდა, და დღეს თორნიკეს სანახავად ვიყავი
-მერე? რამე გითხრა? რამე მოხდა?
-არა არაფერი, ვერაფერი ვერ ვუთხარი ვერც მე, საშინელ ხასიათზე ვარ არ ვიცი რა ვქნა
-გინდა სადმე გავისეირნთ?
-ამ სიცივეში
-ჰო მერე რა.- გაიღიმა და ცდილობდა მეც გავეღიმებინე
-კარგი ჩავიცვამ.-კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე და სააბაზანოშ გავედი ჩასაცმელად. მთელი საღამო ხან სად ვიბოდიალეთ ხან სად, ბოლოს თავში დამარტყა ერთმა აზრმა, აზრმა რა მე რა დავარ დაბადების დღეც არ მიმილოცია
-ლადო, ალხა გამახსენდა დღეს ნატას დაბადების დრეა არც მიმილოცია ისე ვარ გამოშტერებული, გთხოვ მაღაზიაში წამიყვანე საჩურის ასარჩევად.
-კარგი, გიცივა შენ?
-არა.- თავი გავუქნიე და მკლავზე ჩამოვეკიდე, მალევე მოძებნა "ბუწიკი" და იქ შემიყვანა, რაც გინდა აიღე, მე ვიხდიო, ბევრი ვიკამათეთ ამაზე მაგრამ მაინც არ დამნებდა, ბოლოს დავიწყე სასურველი ნივთის არჩევა და ერთი კაბა ვნახე, მახსოვს მთხოვა იტალიიდან თუ ჩმოხვალ ოდესმე ჩამომიტანეო, მწვანე სადა კაბა იყო მთლიან ზურგზე ამოღებული, და ოქროსფერი ქამარი ჰქონდა შემოვლებული
-კარგი ჩანს ხო?- ლადოს დავანახე
-კი მგონი მოეწონება, ახლა მეც შემარჩევინე რამე
-აი ეს ყელსაბამი მოუხდება.- მარგალიტების ასხმა დავინახე და ხელით ვაჩვენე
-ოო კაი.- ისიც აიღო და ცალ-ცალკე შეაფუთინა, მერე ნატას დავურეკე ადგილსამყოფელის გაგება მინდოდა და ჩვენ რესტორანში ვარ, კურსელებთა ერთადო, მეც იქ წავედი, მეც რა ლადომ წამიყვანა.
- გაუხარდება, დილას სულ გადამავიწყდა ნერვიულობით
-შენ როგორ ხარ? ისევ ისე?- სერიოზული სახით გამომხედა და ბოლოში გაიღიმა
-ცოტა გადამიარა
-არაუშავს, ნახე მალე სულ დაივიწყებ
-ჰო, მეც ეგ მინდა
-კაი ახლა,მივალთ მალე და ეგ სახე მოიშრე.- ხელით ლოყაზე პატარა ბავსვივით გამეთამაშ და ისევ გზას გახედა
-კარგი.- გამეღიმა მის საქციელზე და მეც იგივე გავაკეთე გზას გავხედე, 20 წუთში რესტორნის კარებთან ვიდექი, ჩუმად შევიპარეთ და ჯერ მამაჩემთან გავედი, მალევე უკან გამოვბრუნდი და ნატას უკნიდან მივეპარე, მთელი ძალით ვცდილობდი სახე არ
ჩამომტირებულიყო
-ჩემს ყველაზე მაგარ დას ვულოცავ დაბადების დღეს, მოდი გაკოცოო.- ჯერ მაგრად მოვეხვიე და მერე ყელში ვაკოცე
-მეც გილოცავ ნატა, ესენი შენ.- საჩუქრები მიაწოდა და გადაკოცნა
-ნატა ნინა არ არის აქ?
-ცოტა გვიან მოვა და იმღერებს
-ვაა მაგარია, პირველად გავიგებ მის "ჯადოსნურ" ხამს.- სიცილით ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე
-უი ჰო, გაიცანი ეს ნინი ანა ლაშა გიო საბა ანასტასია და ლიკა არიან
-აჰ სასიამოვნოა ბავშვებო.- ხელი ავწიე და ისე მივესალმე
-ეს ჩემი ყველაზე მაგარი და მონიკა, ეს კი მისი...- ლადოზე ანიშნა ნატამ მაგრამ ანასტასიამ სიტყვა არ დაამთავრებინა
-მოიცა გამოვიცნობ, ქმარი ხო, ძაან უხდებიან ერთმანეთს.- ამაზე უხერხულად გამეღიმა ჯერ ლადოს გავხედე მერე ნატას, ნატა მაშინვე იერიშზე გადავიდა
-რამხელა ენას ატლიკინებ გოგო, გადამრჩენია ეს ჩემი დის და არა ქმარი, მოდი ახლა თქვენც დაჯექით, დარწმუნებული ვარ დღევანდელის მერე მოკოს არაფერი ექნება ნაჭამი
-არა იყოს თქვენ გაერთეთ ჩვენ იქით დავსხდებით.- ლადომ ხელი ჩამკიდა და მოშორებით მაგიდაზე დამსვა
-უფ კიდე კაი თორე თავი ამხადეს უკვე.- თავის ქნევით ვუთხარი და მიმტანს დავუძახე
-მე ქათმის სალათი მომიტანე ლადო შენ რას შეჭამ?
-მეც იგივე და და წითელი ღვინო
-ღვინო?
-ჰო შენი და არ უნდა დალოცო
-მე ვერ ვსვამ
-მაშინ მონიკას ბროწეულის წვენი მოუტანეთ.- ოფიციანტმაც თავი დაგვიკრა და წავიდა შეკვეთილის მოსატანად, რესტორანში დიდხანს ვიყავი, უფრო იმიტომ გავჩერდი რომ ნინას ველოდებოდი მაინტერესებდა მისი ხამ, მალე ისიც მოვიდა და ჯერ ნატასკენ მივიდა მერე ჩვენთან, ორივე გადაგვკოცნა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა
-ძალიან მშია, დავიღალე საცობებმა უფრო დამღალეზ ზუსტად 1 საათია მოვდივარ.- ქოთქოთებდა თან მენიუს ათვარიელებდა
-ე.ი უნდა იმღერო ხო ქალბატონო
-ვჭამო დამოისმენ.
დაჯდა თუ არა სამღერად თვალები დავქაჩე, ო ღმერთო რა ხმა ჰქონია, Adele-ის One and Only -ის მღეროდა, გაოცებული ვუყურებდი, არ მეგონა ამდენი თუ შეეძლო, უფრო სწორედ არასდროს არ ამბობდა, ამის შესახებ, ერთი მონაკვეთიც არ ჰქონია ნამღერი
-მონიკა ვიცეკვოთ?.-ლადოს ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდა და მაშინვე დავთანხმდი, გასვლისთანავე ზედ მიმიკრო, მაგრად მომხვია ხელები და ტრიალი დაიწყო, მეც აზარტში შევედი და სხვა სამყაროში გადასული გავხდი, ყველაფერი დამავიწყდა ყველაფერს მოვწყდი, მან დაასრულა სიმღერა და ჩვენც დავასრულეთ ცეკვა, დარბაზი განათდა და ტაშმა მტელ ტანში დამიარა, შეძახილებით, მეც ნინასკენ შევბრუნდი და ტაშის დაკვრას შევუერთდი
-მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ნატა მოკო გინდათ მოისმინოთ თქვენი და როგორ რეპავს?.- თან ეცინებოდა, ოო ამ დროს ყველამ ერთხმად "კიიო" მერე ლადოს გავხედე
-იმედია ამაზე ცეკვას არ მომთხოვ
-არა, მადლობა საკმარისია უკვე, ამაზე მეც ვერ ვიცეკვებ.- ისევ ჩვენ ჩვენ ადგილას დავბრუნდით და ნინამაც დაიწყო ისევ სიმღერა, ისე აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს მინდოდა დამეყვირა ამოისუნთქე მქეთი.
12 საათზე ყველაფრით ნასიამოვნები დავბრუნდი უკან, ო ღმერთო რა მაგარი იყო, ორი უმაგრესი და მყავს, ორივე უნიჭიერესი, ბედნიერი ოჯახი მაქვს, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა?! არც არაფერი, უბრალოდ დედა რომ ჩვენთან იყოს... ნატას მანქანაში ჩაეძინა ნინას ჩაუდო თავი კალთაში, მე წინ ვიჯექი და ლამპიონებს მიჩერებული... ნატა მანქანიდან ლადომ გადმოიყვანა ისე რომ არ გაღვიძებოდა, მის ოთახში შეიყვანა და უკან გამობრუნდა
-ლადო მადლობა ყველაფრისთვის, შენ რომ არ იყო
-რისი მადლობა, მეც კარგად გავერთე
-ჰო არა.
-ჰო, კაი წავედი ახლა, დაისვენე შენ, ხვალ გნახავთ
-კარგად.- მომეხვია და უცბად მოსწყდა იმ ადგილს, მე კარგახანს გარეთ ვიდექი და იმ გზას გავცქეროდი სადაც ლადო გაუჩინარდა, ღარაცნაირად მივეჩვიე ამ ადამიანს. უმისოდ ერთი დღეც კი დაკარგული მეჩვენებოდა...


-ესეეც ახალი თავიიი <3



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს უფრო დიდი თავი იყო კაია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent