რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 15)
-ცოტნე- შუადღე იყო. გარეთ ისევ ციოდა. გაზაფხულის მზე მხურვალების გარეშე გვჭრიდა თვალს. სახლის კარი შევაღე თუ არა განგა დავინახე, კიბეზე ჩამორბოდა. სახეზე ერთდროულად იმდენი ემოცია ეწერა, სანამ რამე გავიგე შიშმა გადამკრა, მაგრამ მის სახეზე ღიმილი რომ დავინახე, მოვეშვი. კიბის საფეხურები სწრაფად ჩამოირბინადა ჩემსკენ ღიმილიანი სახით გამოიქცა. გააზწრებაც ვერ მოვასწარი, რომ განგა მთელი ძალით მომეჯახა და ხელები კისერზე ჩემომხვია. გაოცებისგან პირი დავაღე. ეს რა იყო? ხელი ინსტიქტურად წელზე მოვხვიე. ის რა სახლში მოსვლისას მომეგება ასე, თუ რა სჭირს? მოსი სხეული ჩემს სხეულზე აკრული რომ ვიგრძენი, მთელი არსება გამითბა. ადუღებული სისხლი , სისხლძარღვებში აჩქეფდა და მთელი სხეული დაიარა, შემაჟრჟოლა. -განგა. -ფრთხილად წარმოვთქვი მისი სახელი. ერთი ხელი მის წელზე მქონდა მოხვეული, მეორე კი თავზე გადავუსვი. ვიგრძენი, როგორ გაუშეშდა სხეული ჩემი ხმის გაგონებისთანავე. ხელები სწრაფად შემიშვა კისრიდან და აქამდე ფეხისწვერებზე მდგარი, ისევ ტერფებს დაუბრუნდა. თუმცა ისევ ახლოს იდგა ჩემთან და არც მე გამიშვია მის წელზე მოთავსებული ხელი. თავი დახარა. სახეზე სიწითლემ გადაუარა. შესცხვა თავისი საქციელის? აშკარად... -რა მოხდა?-ისევ მე გავაგრძელე. აქამდე თავდახრილმა ისევ შემომხედა და ისევ დავინახე მის თვალებში ბედნიერებისგან აგიზგიზებული ცეცხლი. -მგონი თიკო იღვიზებს, ხელი გაანძრია, შუბლიც შეკრა...- მომაყარა ისევ განგამ და ლილის გახედა, რომელიც აქოშინებული გამოვარდა სამზარეულოდან. -რა მოგივიდა დედიკო, რას გაჰკიოდი ასე? გამიხეთქე გული.-აქოთქოთდა ლილი, როგორც კი ერთად საღ-სალამათები დაგვინახა და შემდეგ განგას წელზე მოთავსებულ ჩემს ხელს შეუბღვირა, რომელსაც სულაც არ სურდა ათვისებული ტერიტორიის დატოვება. ლილიმ თვალებში შემომხედა და ერთი ისეთი გადამიბრიალა თვალები, ხელი მაშინვე შევუშვი და განგა ჩემსკენ მოვაბრუნე. -გაიღვიძა?- არ მეჯერა მისი სიტყვები. ჩემი გული სიხარულისგან გასკდომას ლამობდა, გონება კი მხოლოდ „ ჯერ წესიერად გაარკვიე“-ს მიჩიჩინებდა და სრული ბედნიერების უფლებას არ მაძლევდა. -მგონი... ის შეირხა და მე ლილი დეიდას დასაძახებლად გამოვიქეცი.- უკვე ეჭვით ჩაილაპარაკა. -წამოდი ვნახოთ.- ხელი ჩავკიდე და სწრაფად გავემართე კიბეებისკენ. განგას სწრაფად მომყვებოდა. ხელჩაკიდულმა ავიყვანე ბოლო კიბემდე და ვიგრძენი, როგორ იშმუშნებოდა და როგორი დაძაბული იყო , ხელი გავუშვი. სწრაფად შევაღე კარი და თიკოს ოთახში შევედი . განგაც და ლილიც უკან შემომყვნენ. ოთახის სივრცე, კარიდან საწოლამდე , ორი ნაბიჯით გადავჭერი და საწოლთან მივედი. თიკოს თავს შორენა (ექთანი) წამოსდგომოდა და თვალის ქუთუთოებს უმოწმებდა. -რა მოხდა? -ჩურჩულით ვკითხე ექთანს. -როგორც ჩანს კომიდან გამოდის. რამდენიმე წუთში ექიმიც მოვა და გასინჯავს. -მითხრა შორენამ და თიკოსთან ახლოს მიმიშვა. ხელი ხელზე მოვუჭირე... -ჩემო პატარავ, მიდი გაახილე თვალები. შემომხედე. მიდი... ვიცი ჩემი დანახვა გინდა... მიდი, მანახე შენი ლამაზი თვალები... შემომხედე პატარავ... ოღონდ გაიღვიძე და ყველაფერს შეგისრულებ... -სიტყვაზე... გიჭერ...- თიკოს სუსტი ხმა მომესმა და გულმა რეჩხი მიყო. -პორშე მიყიდე... ისე წარმოსთქვა თვალები არ გაუხელია. -თიკო, ჩემო გოგო, ჩემო ლამაზო... -მისი ხმის გაგონებამ ისეთი სიხარული მომგვარა, ამხელა კაცი, პატარა ბავშვივით გახარებული ვცქმუტავდი მის საწოლთან. -თიკო, შვილო, ღმერთს მადლობა რომ დაგვიბრუნდი.-საწოლთან გაჩნდა ლილი და ლოყებიდან ცრემლის წმენდით აკოცა თიკოს შუბლზე. -რა ხდება?-კიდევ ერთხელ გავიგე თიკოს ნანატრი ხმა და ვიგრძენი სიამოვნებისგან როგორ დამბურძგლა. -ყველაფერი კარგადაა ჩემო გოგო, ჩემო ლამაზო...-ვეფერებოდი თმაზე. უკნიდან რაღაცის დავარფნის ხმა მომესმა და შევბრუნდი. იატაჯზე განგა იწვა გონდაკარჰული, რომელიც აქამდე ჩუმად იყო. სახეზე ფერი არ ედო. გული გადამიქანდა. მაშინვე ვეცი და თავი წამოვაწევინე. -განგა.-დავძახე თავზე და ოდნავ შევანჯღრიე. რა დაემართა? ხელში ავიყვანე. -რა სჭირს? -ლილიც მეცა ხელებში. -არ ვიცი ლილი, გამატარე დივანზე დავაწვინო.- განგა ოთახში არცებულ დივანზე დავაწვინე.- შორენა! -მეორე ოთახში გასულ ექთანს ხმამაღლა დავუძახე. -რა მოხდა?- თავი შემოყო კარებში და განგას დანახვაზე გაოცებულმა წამოიყვირა. -ნიშადური მალე.-ნერვები ვეღარ მოვთოკე და ვუღრიალე. ეს ექთანი გოგო რაღამ დააბნია? გავარდა თუ არა ოთახიდან, 10 წამში უკან შემოირბინა და ნიშადურუანი ბამბა გამომიწოდა. გამოვართვი და თიკოს მიხედე მეთქი თვალით ვანიშნე, ისიც წამში მასთან გაჩნდა. ბამბა მაშინვე ცხვირთან მივუტანე განგას და ორ ჩასუნთქვაში ხველებით წამოვარდა. თვალებიდან ცრემლები სცვიოდა სიმწრით. -როგორ ხარ?-მოვახედე ჩემსკენ. -რა მომივიდა?-გაოცებული თვალებს ახამხამებდა და ყველას გვათვალიერებდა. -გული წაგივიდა შვილო.- ლილისაც მოუვიდა სახეზე ფერი.-როგორ ხარ? -კარგად. ბოდიში რომ განერვიულეთ. თავი დახარა და სახეზე გაწითლდა, ისევ დაიმორცხვა. სხვა სიტუაციაში გამეცინებოდა მის მორცხვობაზე, მაგრამ ახლა უფრო გაბრაზება ვიგრძენი ჩემს თავზე, რადგან მივხვდი რომ განგას ყოველი ემოცია, ჩემში რაღაც გრძნიბას იწვევდა. მისი ცრემლი სიბრაზეს იწვევდა, ღიმილი კი ბედნიერებას. მისი ტკივილი მტკენდა და სიხარული მიხაროდა. „ის გათხოვილი ქალია, იდიოტო“ ვეცი ჩემს თავს და ფეხზე წამოვდექი.თიკოს საწოლისკენ წავედი. უკნიდან კი მაინც მესმოდა განგას ჩურჩული. -გაიღვიძა ხომ ლილი დეიდა, ხომ მართლა გაიღვიძა?-ისევ ფორიაქობდა განგა. -კი დედიკო, შეხედე კარგადაა, დაწყნარდი შენ.- ლილიმაც პასუხი არ დააყოვნა. -რა ხდება? ეს გოგო ვინაა?-თიკომ თავი ბალიშზე დააბრუნა და მე შემომხედა. -მერე აგიხსნი. შენ რამე ხომ არ გტკივა?- თემა შევცვალე.ახლა განგაზე ლაპარაკის დრო არ იყო, გადავწყვიტე მოგვიანებით დაველაპარაკებოდი მის შესახებ. -რას მომესიეთ რა არის? ან რა ხდება რა მჭირს? მოიცა, ავარია...- თვალები ისე მოჭუტა თიკომ თითქოს წარსულში იყურებოდა. -იყო ავარია, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. სამი თვე კომაში იყავი, მაგრამ მადლობა ღმერთს დაგვიბრუნდი. - ბავშვობის მერე პირველად ვიგრძენი ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი. დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. -სამი თვე?-სუსტი ხმით წამოიძახა გაკვირვებულმა. კარებზე დააკაკუნეს და ოთახში თავი ეკამ შემოყო. ექიმი მოვიდაო მოთხრა და კარებში შემოატარა. ხელის ჩამოვთმევით მივესალმე და თიკოსთან მივუშვი. -თუ შეიძლება პაციენტთან მარტო დამტოვეთ. უნდა გავსინჯო.-განაცხადა ექიმმა. მე განგასკენ წავედი და ადგომაში დავეხმარე. ყველა გარეთ გავიდა მე კი ექიმს ვთხოვე ჩემს უნახავად არ წასულიყო და გარეთ გავედი. განგა თავის ოთახში წავიდა. ნახევარი საათი ველოდე მეორე ოთახში და როგორც იქნა გამოვიდა. ჩემს კაბინეთში ჩასვლამდე, განგას ოთახშიც შევუშვი და გავასინჯე, მიუხედავად იმისა, რომ უარზე იყო ეს ჯიუტი გოგო. კაბინეტში მოვთავსდით და ეკას შემოტანილი ყავა მოვსვით. -რას მეტყვით ექიმო?-ვეღარ მოვითმინე და დავარღვიე სიჩუმე. -ჯერ რომელზე მოგახსენოთ? თქვენს დაზე თუ მეუღლეზე? -გამიღიმა ექიმმა. მისი სიტყვები გულზე დამესო. ჩემი მეუღლე, ვინ იცის სადაა? გავბრაზდი ხელებზე ძარღვები ამომაჯდა მუშტების შეკვრისას, მაგრამ ამავდროულად, სადღაც, მალამოდ მოხვდა ეს სიტყვები ჩემს გულს, „ჩემი მეუღლე, განგა“. -თქვენ გადაწყვიტეთ, -გაუგებარ ემოციებში ჩავარდნილმა მივუგე. -მოკლედ, თქვენს მეუღლეს არაფერი სჭირს საგანგაშო, როგორც სჩანს წნევა დაეცა და გონება დაკარგა, თუ დაისვენებს ყველაფერი მოგვარდება. რაც შეეხება თქვენს დას, ასე ერთბაშად ვერაფერს გეტყვით. ზედაპირული დათვალიერებით ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს, დღესვე უნდა მოიყვანოთ საავადმყოფოში. ტომოგრაფია უნდა გადავუღოთ და კიდევ რამდენიმე ანალიზია საჭირო. მთავარია რომ ზურგის ტვინი არაა დაზიანებული და კიდურებსაც გრძნობს. ანალიზის პასუხების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.- დაასრულა ექიმმა და ყავა ისევ მოსვა. -ძალიან კარგი,- თავი დავუკარი. 2 საათში უკვე საავადმყოფოში ვიყავით. საკაცით დაატარებდნენ თიკოს აქეთ-იქით. ანალიზებიც გაუკეთეს და ტომოგრაფიაც გადაუღეს. პასუხები მეორე დღეს, დილით იქნებოდა, მანამდე კი თიკოს ერთი დღით დარჩენა შესთავაზეს, მაინც აქ იყოს უკეთესი იქნებაო, მაგრამ უარი განვაცხადე. შორენას იმედად ვიყავი და თიკო ისევ სახლში დავაბრუნე. საღამოს 6 საათზე უკვე ბაჩანასთან ვიყავი და ზარს ველოდებოდი. რა თქმა უნდა ჯონი და ბაჩანაც ჩემთან ერთად იყვნენ. ზუსტად 6 საათზე ზარიც შემოვიდა. მაშინვე ტელეფონს ვეცი და ვუპასუხე: -პუნქტუალური ხარ, ყოჩაღ.- შევაქე ჩემი მტერი. -აბა, იტყვი ვინ ხარ და რა გინდა?- მშვიდად მკითხა ლადომ. -ვინ ვარ მალე გაიგებ, რაც მინდა უკვე გითხარი... მანდ მეორე პირი არაა? მარტო ხარ? -არა ვატოც აქაა.-მომიგო თავმობეზრებულმა. -ძალიან კარგი. მოკითხვა გადაეცი. მაგისთვის ცალკე მოვიცლი. ახლა ერთი კითხვა მაქვს შენთან და პასუხს ველოდები. ვიდეოში ჩანს მსხვერპლის გარდა კიდევ ერთი გოგო. ვინაობის გაგება არ გამჭირვებია. ის განგა დოლიძეა შენი მეუღლე. ასე არაა? -............... -პასუხს არავინ მიბრუნებს. -კითხვა დავსვი!-ვიღრიალე ბოლო ხმაზე. -კი ასეა,- ლადოს ჩამწყდარი ხმა მომესმა. -ძალიან კარგი. სადაა ახლა შენი ცოლი, სახლში?- ჩემმა სიტყვებმა მე თვითონ მატკინა გული. -კი სახლშია. -უტიფრად მომატყუა. -აჰა, მართლა?-მის ბავშვივით საქციელზე სიცილი ვერ შევიკავე.-მომისმინე შენ ნაბ***არო, ვინ გგონივარ? -დავასერიოზულე ხმა. -კარგად ვიცი შენი ცოლი სადაცაა, -შენგან განსხვავებთ. -სადაა?- სწრაფად მკითხა. მაგრამ მისი კითხვა არ შევიმჩნიე და ვატოს გადავწვდი. -ვატო, იგივე ვახტანგ... შენ რა მოგიხერხო? მიდი მომიყევი იმ მსხვერპლ გოგოზე, ვინ იყო? -თიკო კორინთელი, რა იყო არ იცი?- ვითომ აგდებით მკითხა. -როგორ არ ვიცი, ვახტანგ, როგორ არ ვიცი... მაგრამ ასე უბრალოდ მორჩი მისი ვინაობის თხრობას? არ მეტყვი კიდევ იმას, რომ ის შენი ნაცნობი იყო, და თანაც არა უბრალოდ ნაცნობი? მიდი მომიყევი... -ჩემივე სიტყვები მანადგურებდნენ და გულში ლახვარს მცემდნენ, მაგრამ ასე იყო საჭირო. -შენ რა იცი?-კბილებში გამოსცრა. იკადრა როგორღაც და ტონის შეეცვალა ვატოს. -რაზე მეკითხები? იმაზე საიდან ვიცი, რომ თიკო შენი შეყვარებული იყო, თუ იმაზე, რომ შენ წაშალე ქუჩის კამერების ჩაწერილი ვიდეოები და ძმაკაცის ტრ**ი გადაარჩინე? -ორივე... -ჯერ შენ არც კი იცი, მე კიდევ რა ვიცი... დღეიდან 24 საათს გაძლევთ, რომ ეს ვიდეო სამართალდამცავებს გადასცეთ. ზუსტად ხვალ დამირეკავთ, ისევ ექვს საათზე. დრო კი ხვალ შვიდის 15 წუთამდე გაქვთ, ვიდეოს გადასაგზავნად. გასაგებია?- გამაფრთხილებელი ტონი გავუშვი.-ხვალამდე.-დავემშვიდობე და გავუთიშე. ბაჩანამ სწრაფად დაშალა ტელეფონი. -გჟერა რომ ამას გააკეთებენ?-მკითხა ჩაფიქრებულმა ჯონიმ. -რა თქმა უნდა არა...- ჩავიცინე. *** ჩემო ძვირფასებო, ესეც ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ. ველი შეფასებებს როგორც ყოველთვის, მაინტერესებს რას ფიქრობთ. სიყვარულით, თქვენი მარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.