ღამის ზმანება (15 ნაწილი)
-მოასწარი ლაპარაკი? - მკითხა ლიკამ ღიმილით და მომიახლოვდა. -კი, ძალიან დიდი მადლობა - ვუპასუხე გულწრფელი სიხარულით. მართლა ძალიან მიხაროდა, რადგან არ მეგონა ექთანი თუ უფრო მეტად მიიტანდა გულთან ჩემს სატკივარს, ვიდრე ჩემი მშობლები. ნეტავ დედაჩემმა დემეზე რატომ არაფერი მითხრა? ვითომ მამამ არ უთხრა? არ ვიცი... -რა მადლობა... მიხარია რომ რაღაცით მაინც შევძელი შენი დახმარება - მითხრა თბილად და ტელეფონი გამომართვა. -დედაჩემი აქ არის ისევ? - ვკითხე ინტერესით. -კი, რამე მოხდა? -არაფერი ისეთი, უბრალოდ თუ მამაჩემი აქ არ წევს და დედაჩემიც სულ აქაა ანუ მამაჩემს არაფერი მოსვლია? ის ხომ საჭესთან იჯდა, წესით უფრო მეტად უნდა დაშვებულიყო... - ვთქვი ჩაფიქრებულმა. -ზედმეტად თავს ნუ დაიტვირთავ. საღამოს შემოგივლი -კარგი, მადლობა... - ვუპასუხე და თვალი გავაყოლე. მომერიდა მეთხოვა, რომ დემესთან ფარულად შეხვედრაში დამხმარებოდა. ალბათ საღამოსთვის მაინც მოვიკრებდი გამბედაობას, მანამდე კი ოთახში დედაჩემი შემოვიდა. -რაო ექთანმა - მკითხა მკვახე ტონით. -არაფერი ისეთი... მამა სადაა? - ვთქვი და თვალებში გამომცდელად მივაშტერდი. -სადაც საჭიროა იქ - მიპასუხა მაშინვე ოდნავ აღელვებულმა. -ეგ რას ნიშნავს?! -რას და იმას, რომ როცა საჭირო იქნება გაიგებ - სწრაფად მომაყარა სათქმელი. მივხვდი... ის გარდაიცვალა. ამიტომ ეცვა დედას სულ შავები, ამიტომ ჰქონდა ჩაშავებული თვალები, და რაც მთავარია, ამიტომ არ იწვა მამა არც ამ და არც სხვა საავადმყოფოში. -გარდაიცვალა ხომ... - ვკითხე ხმადაბალი ტონით და ცრემლები გადმომცვივდა. მიუხედავად ბოლო ხანების ურთიერთობისა, ის მაინც ძალიან მიყვარდა. ბოლო-ბოლო მამაჩემი იყო. დედაჩემმაც აცრემლებული თვალებით გამომხედა. -შენი ბრალია... - თქვა აკანკალებული ხმით და მტრული მზერა მომაპყრო - შენი ბრალია!.. რომ არ გაპარულიყავი და მამაშენი შენს წამოსაყვანად არ წამოსულიყო არაფერიც არ მოხდებოდა! - უეცრად ისტერიული ყვირილი და ხელების ჰაერში ქნევა დაიწყო. -ჩემი ბრალი არაა, თქვენი ბრალია! სულ არ გადარდებთ მე რა მინდა და რას ვგრძნობ! აი ამის შედეგია ის, რაც მოხდა! - ვუყვირე გამწარებულმა და ცრემლების ნაკადმაც იმატა. -ნუ ცდილობ შენი დანაშაული სხვას გადააბრალო. მამაშენის სიკვდილი შენი ბრალია! შენი ბრალია, რომ მე ახლა შავებში ვარ ჩაცმული! შენი ბრალია, რომ ახლა უბედური ქვრივი ვარ! შენი ბრალია, რომ იმ საქმეს უნდა მოვკიდო ხელი, რაც არ ვიცი რათა ოჯახის ბიზნესი გადავარჩინო! - მიყვირა და ოთახიდან გავარდა. ბალიში სახეზე ავიფარე და ბოლო ხმაზე ვიკივლე ემოციებისგან რომ დავცლილიყავი. მამა მომიკვდა, დედა კი ამ ყველაფერს მე მაბრალებდა! მშვენიერია! არც დემე მყავს გვერდით! ისეთი ბედნიერი ვიყავი... რატომ გავუბედურდი ასე მალე და ასე ძალიან არ ვიცი... რა დავაშავე ასეთი? მშობლებს რომ არ დავუჯერე? სულ არ მაინტერესებს სწორი საქციელი იყო თუ არა გაპარვა. ამ რამდენიმე დღეში მე მივხვდი, რომ ისეთი ადამიანი ვიპოვე, როგორსაც სხვები მთელი ცხოვრება ვერ პოულობენ! მაგრამ... იქნებ მართლა ჩემი ბრალია? რომ არ გავქცეულიყავი მართლა არ მოხდებოდა ეს ყველაფერი... ჯანდაბა! მამა მაპატიე, გთხოვ... ტირილი ისტერიაში გადამეზარდა და აპარატიც გამაყრუებლად აწრიპინდა. ოთახში ვიღაც ექთნები შემოვარდნენ. -დაიჭირეთ! -დამამშვიდებელი დროზე! - იძახდნენ დაძაბულები. მე კიდევ მამაჩემის სახელს გავიძახოდი. შემდეგ დემეს სახელის ძახილი დავიწყე... შემდეგ კი მოვდუნდი და გავითიშე... როდესაც გამოვფხიზლდი თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს. სახეზე შემშრალი ცრემლები ისევ ტირილის განწყობაზე მაყენებდნენ. ფეხზე წამოვდექი და დერეფანში გავედი... ამ წყეული საავადმყოფოდან უნდა გამეღწია. ყველაფერი ცუდი ხომ აქ მოხდა. მეზიზღებოდა ეს ადგილი... ჩემდა საუბედუროდ დერეფანში ლიკას შევეფეთე. -სად მიდიხარ პატარა ქალბატონო? - მკითხა და წარბი აზიდა. -უნდა წავიდე... - ჩავიჩურჩულე და გვერდის ავლა ვცადე, თუმცა ხელი მკლავში წამავლო. -საავადმყოფოს კაბით იმდენ ადგილას წახვალ რა მოსთვლის!.. - მითხრა მოჩვენებითი სერიოზულობით - წამოდი შენს ოთახში... - ძალით წამათრია პალატაში და საწოლზე დამსვა. -არ მინდა აქ - ვუპასუხე გაბუსხულმა და თავი დავხარე. -კი მაგრამ, სად მიდიოდი - ღრმად ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა. -არ ვიცი... სადმე - ვუპასუხე მხრების აჩეჩვით. -დედაშენზე რატომ არ ფიქრობ? დღედაღამ აქაა - მითხრა დამტუქსავად. -თვითონ ფიქრობს ჩემზე? რაში მჭირდება მისი აქ ყოფნა, თუ ოთახში ყოველი შემოსვლისას ისტერიკის სცენებს გამიმართავს! -კი მაგრამ, მასაც გაუგე... - მიპასუხა ოდნავ მომლბალი ტონით. -თვითონ რატომ ვერ მიგებს. მარტო მას კი არ მოუკვდა ქმარი! მე მამა მომიკვდა! არც ესაა პატარა ტკივილი! ამაზე კიდევ იმას მიმატებს, რომ მის სიკვდილს მე მაბრალებს! და როგორც დავადგინე დემეს შესახებ არაფერი იცის, რადგან არ უხსენებია და ალბათ მამამაც ვერ უთხრა... - ამხელა სათქმელის გადმოლაგებამ თითქოს მთელი ძალ-ღონე წამართვა. -მესმის შენი. მოდი ახლა დაისვენე კარგი? - მითხრა და საბანში ჩამფუთნა. -აღარ მინდა დაძინება - უკმეხად ვიუარე. - დემეს ნახვა მინდა რა... - მუდარის თვალებით შევხედე. -კი მაგრამ... - მითხრა ყოყმანით. -აქედან გავიქცევი იცოდე. მაინც ვერ შეძლებთ ჩემს დაკავებას, ბოლოს მაინც გაგეპარებით - ვუპასუხე დიდ გულზე მყოფმა. -როგორც ვხვდები ფარულად უნდა შეგახვედროთ ხომ? - მითხრა და მობეზრებულად ამოუხვნეშა. -აჰაამ... - ვუპასუხე და ეშმაკური მზერა გავუსწორე. -პატარა ჭინკა ავიკიდე რა! - მითხრა სიცილით - კარგი, მოდი მოვიფიქროთ რამე - უცბად ჩაფიქრდა და ხელი ნიკაპის ქვეშ ამოიდო. -აუ ძაან დიდი მადლობა რა... არ მეგონა შენნაირი ადამიანები თუ არსებობდნენ - ვუთხარი და მადლიერებისგან სავსე თვალებით შევხედე. -შუაღამით მოუწევს მოსვლა მაგ შენს სატრფოს - ჩემი ნათქვამი დააიგნორა და პირდაპირ მითხა. -როცა ვეტყვი მაშინ მოვა - ვუპასუხე დარწმუნებით. -კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ... ყოველ საღამოს დედაშენს ვიღაც მძღოლი აკითხავს და სახლში მიყავს, ხანდახან მგონი კომპანიაშიც... ეს საღამოს 9 საათზე ხდება. თუ დემეს ეტყვი რომ 10-ის ნახევარზე მოვიდეს, უპრობლემოდ შემოვა. -მართლა? - თითქოს ვერ ვიჯერებდი. იმდენად გამიხარდა, რომ ცრემლებიც კი წამომივიდა. ნუთუ დემეს ამდენი დღის შემდეგ ვნახავდი? -კი, კი მართლა - სიცილით დამეთანხმა. -კიდევ ერთი რაღაც მინდა გთხოვო - ვუთხარი შეფარვით. -რა აბა... -დედაჩემს უთხარი რომ ახალი მობილური მინდა. თუ გკითხავს რათ უნდაო, უთხარი რომ მასთან დასარეკად საჭიროების შემთხვევაში. -კარგი, ვეტყვი ბარემ... და დაისვენე იცოდე - გამაფრთხილებელი მზერა მტყორცნა და ოთახიდან გავიდა. მარტოდ მყოფმა ისევ დემეზე ფიქრი დავიწყე. თუ საღამომდე დედაჩემი მობილურს არ მიყიდდა, მაშინვე ლიკას ვთხოვდი დემესთან დარეკვის უფლება მოეცა. მეტს ვეღარ გავძლებდი უმისოდ. უკვე მოსაღამოვებული იყო. ვაპირებდი, რომ ლიკასთვის დამეძახა, თუმცა ზუსტად იმწამს კარი ერთ-ერთმა მცველმა შემოაღო. -ეს თქვენი მობილურია - მითხრა მოკლედ და გვერდზე ტუმბოზე დამიდო. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. სწრაფად ამოვიღე ყუთიდან iPhone 6, ნომერი ჩავდე და ჩავრთე. ჩაირთო თუ არა მაშინვე დემეს ნომერი ავკრიფე და ყურზე მივიდე. -გისმენთ - მალევე მიპასუხა.. ცოტა არ იყოს გამიკვირდა... -დემე, მე ვარ - ვუთხარი გახარებულმა. -ნიტა! რა ქენი? - მკითხა ბედნიერად ინტერესიანი ტონით. -დღეს ათისნახევარზე შეგიძლია მოხვიდე. უფრო ადრე არც გაბედო - კისკისით გავაფრთხილე. -კარგი, როგორც შენ მეტყვი ჩემო პატარა - მითხრა თბილი ტონით. -უი მართლა, ეს ჩემი ახალი ნომერია და შეგიძლია ჩაიწერო. ამის მერე აქედან დაგირეკავ ხოლმე -კარგი. მენატრები... -მალე მნახავ - ვუთხარი და ჩავიღიმე. -ცხრამდე რა მოიცდის - მძიმედ ამოიოხრა. -ათის ნახევრამდე! - მაშინვე ჩავუსწორე. -კაი ჯანდაბას. იყოს ათის ნახევარი... მაინც ვერ ვითმენ - მითხრა მოუთმენლად. -მოგიწევს მოითმინო -შენ არ მოგენატრე? - მკითხა თბილად. -რავი... - ვუპასუხე მორცხვად და თავი ჩავხარე, თითქოს ჩემს აწითლებულ ლოყებს დაინახავდა. იქეთ მხარეს მისი ჩაცინების ხმა გავიგე. -ვიცი რომ გენატრები, ისე ძალიან როგორც მე - მითხრა თავდაჯერებულად. -იმ დღეს იმათმა რომ დაგარტყეს რამე სერიოზულად დაგიშავეს? - ვკითხე დადარდიანებულმა. -არა, ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო... -კარგი - ვუპასუხე და გავჩუმდი. ხმას არც თვითონ არ იღებდა. ორივე გაჩუმებულები ვიყავით ერთმანეთის ხმის გაგების მოლოდინში. -რომ მოვალ მაგ ტკბილ ტუჩებს კოცნით აგიწითლებ - მითხრა მოულოდნელად. ისე შემრცხვა სიცილი ამიტყდა. -ნუ ხარ იდიოტი! - ვუპასუხე კისკისით. -შენც ხომ მომეფერები? - ისეთი ტონი ჰქონდა, ეტყობოდა სიცილს ძლივს იკავებდა. -აუ რა საზიზღარი ხარ! - ვუთხარი და ატკივებულ მუცელზე ხელი მივიჭირე. -აუ ახლა რომ მოვიდე არა? - მკითხა ინტერესით. -არა!! - ვუპასუხე დაფეთებულმა. -კარგი, კარგი - მიპასუხა სიცილით - რა დროც მითხარი იმ დროს მოვალ... -მართლა მოგენატრე? - ვკითხე და ღიმილიანი სახით დაველოდე მის პასუხს. -კი ძალიან -მაინც როგორ ძალიან? - პატარა ბავშვივით ვაგრძელებდი უაზრო კითხვების დასმას. -აი როგორც ნარკომანი ვერ ძლებს ნარკოტიკის გარეშე და გარეკვები ეწყება, ეგრე ძალიან მომენატრე. დღეს რომ არ მოვდიოდე შენს სანახავად ჭკუიდან გადავიდოდი. -ოჰჰ, უკეთესი შედარება ვერ მოიფიქრე? - ვკითხე სიცილით, თუმცა გულის სიღრმეში სითბო ჩამეღვარა. -მთავარია მიგახვედრე - მითხრა მშვიდი, ბოხი ხმით. საპასუხოდ მხოლოდ ჩავიცინე და მობილურის ყუთის წვალება დავიწყე. - ახლა უნდა წავიდე პრინცესა. საღამომდე... -კარგი -მიყვარხარ -მეც... - ტელეფონი გავთიშე და ტუმბოზე დავდე... ......... აიიი შემდეგი თავიი^^ ბავშვებო, ძალიან გთხოვთ ყველამ დააკომენტარეთ რა. იმედია არ დაიზარებთ... ძალიან ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.