შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (7 თავი)


2-11-2015, 10:21
ავტორი murachashvili
ნანახია 3 124

მეშვიდე თავი
- თამრო! თამრო! – მესმოდა მისი ხმა. კიბეებზე სირბილით დავეშვი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა თვალებიდან – თამრო, არ დამტოვო! გეხვეწები! – მესმოდა უკან დადევნებული გიორგის ხმა. გავჩერდი, მისკენ შევბრუნდი - არ დამტოვო! - მეხვეწებოდა იგი, არაფერი მითქვამს, ერთხელ კიდევ, ამჯერად საბოლოოდ შევავლე თვალი მის სახეს, ტკივილი, სიმწარე, ყველაფერი ერთად ჩანდა მის თვალებში.
- დამივიწყე და აღარასოდეს მნახო! შენ უკვე ცოლიც გყავს და შვილიც!!!!!!!!!!! – მთელი ხმით ვიყვირე და გავიქეცი. აღარ გამომკიდებია. თავჩაქინდრული იდგა ქუჩაში.
ძნელია იმ ემოციისა და ტკივილის გადმოცემა რაც იმ დღეებში გადავიტანე, ყველა მძულდა, ჩემი ოჯახის წევრები ცდილობდნენ დავემშვიდებინე, კახა ყველაზე მეტად აქტიურობდა: - თიკოს ნუ უჯერებო! - მეჩიჩინებოდა. რამდენიმეჯერ გიორგიც მოვიდა, მაგრამ მისი დანახვაც კი არ მინდოდა. ახლოს აღარ ვიკარებდი. ყველაფერი მაღიზიანებდა რაც მის თავს მახსენებდა, მაგრამ უარესი კიდევ უფრო წინ მქონდა, რამდენიმე კვირაში აღმოვაჩინე, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ორსულადაც ვიყავი. ამ ამბავმა თავზარი დამცა, რა უნდა მექნა? ბავშვის მოცილება არც კი მიფიქრია, მაგრამ მარტოხელა დედობაც ძალიან მაშინებდა. ეს ამბავი ჩემებისთვის არ დამიმალია. მამაჩემი გადაირია, მაძალებდა გიორგის დაელაპარაკე და შეურგიდიო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე.
- თუ გიორგის გააგებინებთ, ცოლად მაინც არ გავყვებიო და სახლიდანაც წავალ მეთქი - დავემუქრე.
ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მიხვდნენ, რომ მუქარას მართლა შევასრულებდი და თავი დამანებეს. მალე გიორგის და თიკოს დაქორწინების ამბავიც გავიგე, ვერ ვიტყვი გამიკვირდა მეთქი, შეიძლება ითქვას, რომ გიორგისთან დაშორებით, მე როგორც შევძელი ხელი შევუწყე რომ ეს ქორწინება შემდგარიყო. ბედის ირონიით თიკო გიორგის ცოლი იყო და მე მარტოხელა დედობიისთვის ვემზადებოდი. დედაჩემი დარდით აღარ იყო, ამას რას მოვესწარიო, ტიროდა საწყალი.
როგორც გავიგე, გიორგი მისი მეუღლით სოფელში ცხოვრობდა. თბილისის ბინა დაეკეტა და იქ წასულიყო. ჩემები რამდენიმეჯერ ჩავიდნენ სოფელში, მაგრამ მე არ გავყევი, არ მინდოდა შემთხვევით გიორგის ან თიკოს შევხვედროდი.
უკვე საკმაოდ დიდი მუცელი მქონდა, 7-8 თვის ორსული ვიქნებოდი, როცა ჩვენთან კახა მოვიდა, მამაჩამთან რაღაცაზე დიდხანს სუბრობდნენ.
- უბედურია! თავს დაიღუპავს! ფსიქიატრიულში უპირებენ დაწვენას! - მესმოდა კახას სიტყვები. ვისზე საუბრობდნენ ვერ გავიგე, რადგან ოთახში შევედი თუ არა გაჩუმდნენ.
- რა ხდება? ვიკითხე, რადგან მივხვდი, რომ საუბარი მე მეხებოდა.
- არაფერი ! – სიტყვა ბანზე ამიგდო კახამ.
- ფსიქიტრიულში ვის აწვენენ? – ჩევეძიე მე.
- არავის.
- უთხარი რაც ხდება! იქნება გონს მოეგოს! - გაცხარდა მამაჩემი. მისი სიტყვები გულში მომხვდა.
- რამე დავაშავე ?!
- არაფერი! - კიდევ უფრო გაცხარდა იგი - თავსაც იღუპავ და სხვასაც ღუპავ! ან შენს თავს რას ერჩი და ან მაგ ბავშვს!
- ვერ ვხვდები, რა ხდება?
- არაფერი, სოფელში უნდა წავიდეთ და შენც უნდა წამოხვიდე.
- გადაირიეთ?! ამხელა მუცლით სად უნდა წამოვიდე?! ან იქ რა დამრჩენია?!
- არ მაინტერესებს! - გაცხარდა მამაჩემი - სულ რომ გზაში იმშობიარო მაინც წამოხვალ!
დავას აზრი აღარ ქონდა, მამაჩემი ასეთი გაცხარებული და გაჯიუტებული არასდროს მენახა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ვფიქრობდი, რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ ასე ნაჩქარევად წამომიყვანეს სახლიდან.
სოფელში ჩასულს სახლში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა დამხვდა, დედა სამზარეულოში ტრიალებდა და საქეიფო სუფრას შლიდნენ.
- რა ხდება? –ვიკითხე მე – რამე გამომრჩა? მამა ისეთი გაცხარებული იყო მეგონა, მეორედ მოსვლა დაიწყო. თქვენ კი თურმე საქეიფოდ ემზადებით?
- არაფერი, ვიცოდით რომ არ წამოხვიდოდი, და ამიტომ დაგაძალეთ, სულ ხომ არ უნდა მოიძულო საკუთარი სახლი?! – დედას ისეთი სახე ქონდა, მივხვდი რომ რაღაცას მატყუებდა, მაგრამ აღარ ჩავეძიე. როდემდე დამალავდა? ადრე თუ გვიან მაინც ხომ გამოჩნდებოდა ყველაფერი. კახას რამდენიმე მისი მეგობარიც ყავდა წამოყვანილი, ბიჭები საქეიფო სამზადისში იყვნან.
- გიორგისაც დავუძახოთ! - ზუსტად ვერ გავიგე რომლის აზრი იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად კახას არ გაუპროტესტებია და დაეთანხმა მოპატიჟებას. საოცრად გავღიზიანდი, მაგრამ ჩემი სიბრაზე თითქოს ვერავინ შენიშნა. გაბუტული ჩემ ოთახში ავედი და ჩავიკეტე, თუმცა ფანჯრიდან ყველაფერს თვალს ვადევნებდი.
ცოტა ხანში კარებთან ვიღაც ჭაღარა მამაკაცი მოვიდა, გრძელი დაუვარცხნელი თმებით (ალბათ რამდენიმე თვის დაუბანელიც), - სოფლის ლოთიღა გვაკლდა!- უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ამ მოხუცმა, “ბომჟმა” ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმით _ კახაო! - დაიძახა.
გავშრი, გავოგნდი, შეუძლებელი იყო ეს მოხუცი ლოთი გიორგი ყოფილიყო, რამდენიმე თვეში ადამიანის ასეთი შეცვლა პირველად ვნახე. გიორგი სულ გათეთრებულიყო, მაგრამ გათეთრებას კიდევ ყურადღებას არ მივაცქცევდი, ეხლანდელ გიორგის არაფერი კავშირი არ ქონდა ჩემს გიორგისთან, მისგან მხოლოდ ლურჯი თვალები და ხმაღა დარჩენილიყო. ხელები მთლად უკანკალებდა, ეტყობა ფეხზე დგომაც უჭირდა, მისკენ მიმავალმა კახამ თვალები ჩემი ფანჯრებისკენ გამოაპარა, მივხვდი ჩემი აქ წამოყვანის მიზეზს, სურდათ რომ გიორგი ასეთ მდგომარეობაში მენახა, როგორი სისასტიკე იყო მათი მხრიდან ჩემთან ასეთი მოპყრობა, ასე როგორ გამიმეტეს?! თვალებიდან ცრემლები ღვარად მომდიოდა, სად იყო ჩემი გიორგი?! ნუთუ აღარ არსებობდა?! გიორგი კახას ჩაეხუტა, მთვრალი რაღაცას უხსნიდა და შემდეგ ისევ ბარბაცით წავიდა. დავინახე, იქვე ახლოს ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და როგორც მხრების კანკალით მივხვდი, ატირდა. გული შემეკუმშა, მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა არ შემეძლო, ვერ მოვითმინე და დაბლა ჩავედი - სად მიდიხარ? – მკითხა დედამ.
- რადგან აქ ჩამომიყვანეთ, მოხდეს რაც მოსახდენია! - მისთვის არ შემიხედავს ისე მივაძახე და ჭიშკრისკენ გავემართე. გარეთ გასულმა დავინახე, როგორ იწვა მიწაზე გიორგი, იქვე კუთხეში დიდი ხის კუნძი იყო და მას ეყუდებოდა, წონასწორობის შესაკავებლად. კახა იქვე ახლომახლოს გაჩერდა.
- ნასვამია და აგრესია არ გამოხატოსო!
- ვერ გავიგე, აგრესიულიცაა?!
- ასე ამბობენ... - მაგრამ მე მისთვის არ მომისმენია, გიორგის მივუახლოვდი, დაბინდული უაზრო თვალებით შემომხედა, დიდხანს მიყურებდა ასე, შემდეგ თითქოს მიცნო, უაზრო გამოხედვაში გაოცება და სიხარული გამოესახა.
- მეჩვენები?!- უაზრო ღიმილით მკითხა მე. მის წინ ჩავიცუცქე, ცოტა კი გამიჭირდა მუცლით დახრა. სახეზე მივეფერე – გიორგი! ჩემო გიორგი! - უაზრო თვალებით მომჩერებოდა.
- სულ ვამბობდი, როცა ვსვამ თამროს ვხედავ მეთქი, არ მიჯერებდნენ, არადა რა მაგარია.... აი აქ ხარ. ცოტა მოგიმატია? მაგარია... ორსულად ხარ! გიხდება! მაგრამ ცოლად რომ არ გამომყევი ორსულად როგორ ხარ?!
გამეცინა მის შენიშვნაზე: - გგონია მხოლოდ გათხოვილი ქალები ორსულდებიან?!
- ჩემი თამრო! – მიღიმოდა იგი და გულში მიკრავდა. – კიდევ მეტყვიან არ დალიოო, გამოვხიზლდები და ისევ გაქრები. –ტიროდა იგი, გული მეწურებოდა მისი საცოდაობის ყურებით.
- ადექი გიორგი, ძირს ნუ ზიხარ! წამოდი სახლში შევიდეთ! ცოტას დაიძინებ, მე არსად არ გავქრები, შენთან ვიქნები. არ დაგტოვებ, დანარჩენი რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ.
- მერე?! მერე არ იქნება, მერე შენ წახვალ... მე კი ეს არ მინდა, დავიღალე მარტოობით და უშენობით! დავიღალე, და მომწყინდა, ეს უნამუსო სიკვდილიც აღარ მოდის, არადა რამდენჯერ ვცადე....- მან დასერილი მაჯები დამანახა, გამაჟრჟოლა მისი იარების დანახვაზე, ვენებზე სქელი მოვარდისფრო ნაიარევები მეტყველებდა, რომ სულ რამოდენიმე თვის მიყენებული იქნებოდა.
- გადაირიე?! ეს რამ გაგაკეთებინა?! მერე მე რას მიპირებდი? უშენოდ მე რა უნდა მექნა?
- უჩემოდ? შენ ხომ დამტოვე, მიმატოვე! ოჯახის შექმნაში დამეხმარე! - ცინიკურად იცინოდა იგი.
- წამოდი, ჩვენთან შევიდეთ! – ვეხვეწებოდი მე – შემოდი და მომიყევი ყველაფერი.
- შემოვიდე?! იქ რა მინდა? ვისთან შემოვიდე?!- ხმაში ყოყმანი შეერია.
- წამოდი, შევიდეთ, გამოფხიზლდები და მერე ვილაპარაკოთ! – დაყოლიებაში მომეხმარა კახაც. მას წინააღმდეგობა აღარ გაუწია და გიორგი ბარბაც-ბარბაცით სახლში შემოგვყვა.
ძნელია იმის აღწერა, თუ რა ძალისხმევა დაგვჭირდა გიორგის ოთახში შესაყვანად, მომენტებში გვეურჩებოდა, ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, თითქოს ვერ გვცნობდა, შემდეგ გონება უნათდებოდა, დრო და დრო წონასწორობას კარგავდა, რის ვაი-ვაგლახით ავიყვანეთ კიბეებზე და ლოგინზე დავსვით. ჩემი მშობლები არაფერს ამბობდნენ, თუმცა დედაჩემს სახეზე ეტყობოდა, რომ დიდად კმაყოფილი არ იყო გიორგის იქ ყოფნით.
- რაც დათესა, იმას იმკის! – ჩამესმა მისი ირონიული კომენტარი.
- ხმას დაუწიე! – გავიგონე მამაჩემის ხმა.
- შვილს ამ ლოთს როგორ უგდებ ისევ ხელში?– მესმოდა დედაჩემის სიტყვები.
აღარაფერი მითქვამს, გიორგი ძალიან მეცოდებოდა, ჩემს წინ სრულიად უცხო ადამიანი იყო, ტანჯვისა და დარდისაგან მოტეხილი და ნაადრევად დაბერებული.
- თამრო, რა კარგია სიმთვრალე. – მეუბნებოდა ის - ჩემთან ხარ, მე არ გამოვფხიზლდები და ჩემთან დარჩები, ხომ დარჩები?!
- კი, დავრჩები. – ვეთანხმებოდი მე. ჩემი ხელი გულში ქონდა ჩახუტებული, და უფროდაუფრო მიჭერდა, ხელს არ მიშვებდა, თითქოს ეშინოდა არ წავსულიყავი. როგორც იქნა დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ ჩაეძინა, თუმცა ჩემთვის ხელი მაინც არ გაუშვია. ვიჯექი და შევცქეროდი მის სახეს, ზოგჯერ ღიმილი უნათებდა სახეს, ზოგჯერ კი შუბლი ეჭმუხნებოდა, ძილში ბორგავდა, ტრიალებდა. კახა გვერდიდან არ მშორდებოდა, ჩემთან ერთად იჯდა და ორივენი ჩუმად შევყურებდით.
- ამის შემდეგ რა ვქნათ? – ჩურჩულით ვკითხე მე – დილით გამოფხიზლდება და რეალობასაც დაუბრუნდება, რას ფიქრობ? აზრი ქონდა ჩვენს დღევანდელ ჩამოსვლას?
კახამ გაოცებულმა შემომხედა: - ამას მე მეკითხები? – ისეთი სახით შემომხედა, თითქოს კითხვითაც კი დიდი შეურაცყოფა მივაყენე - გიორგის დახმარება ჭირდება!.. ეს თვითმკვლელობაა. არ გეცოდება?!
- მერე მე რა შემიძლია? ვინ ვარ მისთვის? არავინ... – ამოვიოხრე და ცრემლების დასამალად თავი დავხარე.
- თანადგომა. – ისე მითხრა, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს - როცა დაინახავს რომ მასთან ხარ, ისევ დაუბრუნდება სიცოცხლის ხალისი, სმასაც თავს დაანებეს და ისევ ჩვენი გიორგი იქნება... – ეს სიტყვები ისეთი აღტკინებით წარმოსთქვა, რომ გამეღიმა.
- მის ცოლ-შვილს რა პასუხს გასცემ?! – გამიკვირდა მე.
- ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და პასუხს კიდევ ჩემგან ელიან?! – გაცხარდა კახა.
- მივხვდი მასთან კამათს აზრი არ ქონდა და გავჩუმდი. – ეხლა, რომ გიორგი მიატოვო, საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებ! რა მნიშვნელობა აქვს ვისი ქმარია?! სხვა თუ არაფერი, შენი მომავალი შვილის მამაც ხომ არის?!... – მეუბნებოდა იგი.
ჩუმად ვიყავი, მივჩერებოდი გიორგის სმისგან შეშუპებულ სახეს და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, დამნაშავეს ვეძებდი და ვერავის ვპოულობდი, გონება მეუბნებოდა, რომ გიორგისთან არანაირი შეხება არ უნდა მქონოდა, მისი ცოლ-შვილისთვის უნდა დამეთმო. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ მოვიქეცი, უნდა წავსულიყავი და მისთვის ცხოვრების საშუალება მიმეცა, თვითონ გადაეწყიტა რა ექნა მომავალში. გული კი ამის ნებას არ მაძლევდა.
- უშენოდ იღუპება, კვდება! - მეუბნებოდა კახა. სამწუხაროდ მისი სიტყვების დამამტკიცებელი საბუთიც წინ იყო. ბორგავდა, ცქმუტავდა, ნერვიულად კანკალებდა. – დაივიწყე, რომ ცოლი ყავს, დაივიწყე მისი შვილიც და თქვენ ორზე იფიქრე, თქვენ ორზე და იმ ბავშვზე, მუცლით რომ ატარებ, მასაც ხომ აქვს უფლება ყავდეს მამა?! მამა მაინც გადაურჩინე შენს შვილს. დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება! – მეუბნებოდა გული და მეც გულის ხმას მივყვებოდი, ხომ შეიძლებოდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მეც ვყოფილიყავი ეგოისტი და მხოლოდ ჩემს თავსა და ჩემს შვილზე მეფიქრა. კახას აღარ ვუსმენდი, თუმცა ისიც იგივეს მეუბნებოდა, რასაც ვფიქრობდი.
- კარგი ნუ ღელავ! - შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენ გაიმარჯვეთ. ამ მდგომარეობაში გიორგის მაინც ვერ დავტოვებ. თიკოს თუ არ მოეწონება ეს ამბავი, ეგეც ნაკლებად მაინტერესებს. დანარჩენი მერე ვნახოთ, გიორგი რომ განიკურნება. არა მგონია, ჩემმა “დედა ტერეზობამ” დიდი შედეგი გამოიღოს!...
კახა გახარებული მეთანხმებოდა: - ნახავ თუ არ გამოიღებს, აი ნახავ... გიორგი ძლიერია, როცა დაინახავს, რომ ისევ გვერდში უდგეხარ, თვითონვე მოინდომებს და დაძლევს ამ ყველაფერს, ვიცი... მჯერა, რომ ასე იქნება...
გიორგი ჩვენთან დავიტოვეთ, ის ღამე იყო ნერვიულობის, შფოთვის, სულიერი ტანჯვით აღსავსე, ტკივილით დატვირთული ემოციებით. ჩემს წინ ვიღაც უცნობი ადამიანი იწვა, გიორგის ხმით. ჭაღარა თმითა და შეშუპებული სახით. ვუმზერდი მას და ვფიქრობდი: - მეც ასე შევიცვალე? თითქოს გიორგის შემხედვარე ნათლად ვხედავდი იმ სიმძიმეს რაც ჩვენ გადაგვხდა. უაზრო თვალებით მომჩერებოდა, აშკარად ვერ მხედავდა, მიმზერდა, მაგრამ ვერ მამჩნევდა, მისი მზერით ვხვდებოდი, რომ ვერ მხედავდა, თითქოს ჩემს ადგილზე სიცარიელე იყო. უაზრო გამომეტყველებით მისჩერებოდა კედლებს, ეს სიმთვრალე აღარ იყო, ამდენ ხანში წესით უნდა გამოფხიზლებულიყო, აქ უკვე სხვა სახის პრობლემები ჩანდა.
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ რამეს არ დაუშავებს? – შეშფოთებული ეკითხებოდა დედა მამას – ძალიან მეცოდება, მაგრამ ჩემი შვილი უფრო მაფიქრებს, მის მდგომარეობაში ამდენი ნერვიულობა საშიშია, გიორგის თამარის დახმარება კი არა, ფსიქოლოგი ან საერთოდაც ფსიქიატრი უფრო ჭირდება.
- სამწუხაროდ იძულებული ვარ დაგეთანხმო. - ეუბნება მამა.
- მისი პატრონი რას ფიქრობს? ვერ ამჩნევენ რა დღეშია?!
- მისი პატრონი? მისი პატრონი შენი შვილია და წინ უზის! - ირონიულად აღნიშნავს მამა.
სამზარეულოში შევდივარ და ისინიც ჩუმდებიან. მაგიდასთან ვჯდები, თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ვფიქრობ. თავი მისკდება, ვატყობ ცოტაც და შეიძლება გრძნობა დავკარგო. მშობლების შეშინება არ მინდა, მაგრამ წამოდგომისაც მეშინია. ვაიდა დავვარდე?
- კარგად ხარ? - თითქოს შორიდან მესმის კახას ხმა, ვიღაც ცივ წყალს მაწვდის, ალბათ დედა. წყალი მსიამოვნებს, ცოტა გამომიყვანა მდგომარეობიდან. გარედან ქალის ხმა მესმის. დედა ელაპარაკება.
- თქვენიც მესმის. - თითქმის ემუდარება ქალი - მეც შემიცოდეთ. ჩემი შვილია. მისი საცოდაობით ვიწვი. სთხოვეთ, მუხლის ჩოქზე დავუდგები, ოღონდაც აპატიოს, გადამირჩინოს.
- თქვენ თქვენ შვილზე ფიქრობთ, მე კი ჩემი მადარდებს. ადამიანს აღარ გავს. ფეხზე ძლივს დგას. რომ მცოდნოდა აქ რა ელოდა, არაფრით წამოვიყვანდი.
მძიმედ ვდგები. ნელ-ნელა კახას დახმარებით მეც გარეთ გავდივარ. გიორგის დედას და იქვე შორიახლოს თიკასაც ვხედავ ჩვილი ბავშვით ხელში. რაღაცნაირი დაბეჩავებული მეჩვენება. სოფლის ქალს დამსგავსებია. იმ პრანჭიკელა თავის თავში დარწმუნებული თიკასგან აღარაფერია დარჩენილი. პატარას ვუმზერ. თითქოს ამდენი უცხოს დანახვის ეშინია და დედას ეკვრის.
- შვილო თამარ. - აცრემლებული მეხვევა ქალი - ხომ ხედავ რა დღეშია ჩემი გიორგი. გემუდარები, გეხვეწები რამე იღონე. ეგ ასე დიდხანს ვერ იცოცხლებს. ვერ იქნება. სვამდა, ძალიან ბერს სვამდა, თითქმის არ ფხიზლდებოდა. რამდენიმეჯერ ექიმებმა ძლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან. გადასხმებით, სისხლის წმენდით ძლივს აფხიზლებდნენ. ეხლა კი დალევაც აღარ ჭირდება, თითქოს თავისი სამყარო შექმნა და იქ ჩაიკეტა.
- მესმის რასაც ამბობთ. ვნახე მისი მდგომარეობა, მაგრამ მე რით გიშველოთ?! - გამიკვირდა მე- მას ხომ ოჯახი ყავს. ცოლი-შვილი, თქვენ. მე ვინ ვარ? გული მეწვის ასე რომ ვხედავ. მაგრამ....
- ჩემზე ნაწყენი, მასზე იყრი ჯავრს?! - ირონიულად მეკითხება თიკა.
- ვხედავ მწარე ენა მაინც შეგრჩა! - ცხარობს კახა.
- ჩემთან სახლში როგორ გაბედე მოსვლა? - ღიზიანდება დედაც.
- გაჩერდით! გაჩუმდით! - დასუსტებული, მაგრამ მტკიცე ხმით ვაჩერებ მე - ოჯახი თქვენ ხართ. კლინიკაში რომც დავაწვინოთ, მაინც თქვენი თანხმობები დამჭირდება. ჩვენ ჩვენი ვცადოთ. იქნებ გამოგვივიდეს რამე... დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.
- გიორგი თუ მდგომარებოდან გამოვა, მე თქვენს შორის აღარ ჩავდგები. - ყრუდ მეუბნება თიკა.
- აღარ კი არა, ვეღარ ... - უსწორებს კახა.
- კახა გაჩერდი!
სიმართლე გითხრათ ყველაზე ნაკლებად სწორედ მათი კინკლაობის მოსმენა მინდოდა, კახას ხელი ჩავჭიდე წონასწორობის შესანარჩუნებლად, ვატყობდი, რომ ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა:
- სახლში შესვლაში დამეხმარე. არ მინდა ამ ადამიანის ნახვა, არ მაინტერესებს. რაც უნდა ის გააკეთოს და ისე მოიქცეს. სადაც უნდა იქ წავიდეს, ოღონდ ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს.
ის თუ რა დიალოგი იყო ჩვენს შორის ნაკლებად საინტერესოა, იმ დღეს გიორგი ჩვენთან დავტოვეთ, მეორე დღეს კი დედამისის თანხლებით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადავიყვანეთ.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორანადგურებს სიყვარული ადამიანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent