შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 6]


2-11-2015, 17:34
ავტორი Nude
ნანახია 3 786

ზუსტი მეცნიერება.
ნაწილი 6.
– მარიამ, უნდა მიშველო! – არც აცია, არც აცხელა, ისე მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.
– რა მოხდა? რამე ხომ არ დაგემართა? – ხმაში, ისეთი შიში ჩაუდგა მარიამს, წამით ინანანა ასე რომ შეაშინა თათამ თავისი დაქალი, საკუთარი სიტყვებით.
– დამშვიდდი, რა უნდა მომხდარიყო?! არაფერია ისეთი, უბრალოდ სახლში მარტო ვარ და ხომ ხვდები...
– უჰ! გამისკდა კინაღამ გული, რა იყო თათა? – უსაყვედურა შეშინებულმა მარიამმა, – როდომდე იქნები ასეთი ქაჯი? – ბოლოს მაინც შეეპარა ხმაში ღიმილი. – გამოვალ. წამოგიღო რამე? – ინტერესით დაეკითხა გოგონა.
– მხოლოდ მზა საჭმელები წამოიღე და ერთჯერადი ჭურჭელიც გამოაყოლე. არაფერი არ არის აქ. – უკმაყოფილად დაპრუწა ტუჩები და ცარიელ–ტარიელ ოთახებს დანანებით მოავლო თვალი.
როგორ ენატრება თავისი მყუდრო ოთახი!
– შენ მიხედავ ყველაფერს, თან ხომ იცი, როგორ გეხერხება ეგეთები! – დასცინა დაქალმა და ჩუმად ჩაიფხუკუნა.
– ვაიმე, ახლა მართლა რა უსამართლობა ტრიალებს ჩემს თავს. სახლს შენ მილაგებდი ხოლმე და საჭმელს შენ ამზადებდი? – გაკაპასდა გოგონა.
– ჰო, კარგი, რა იყო. არ მცემო! ყველაზე, ყველაზე კარგი ხარ, შენ! – დაუყვავა და სწრაფადვე გათიშა ყურმილი.
– ოჰ, მარიამ, ოჰ! ნეტავ, აქ მოსული, სადღა გამექცევი? – დაუსვა კითხვა სივრცეს, სადაც სავარაუდოდ ,,მარიამი’’ უნდა ყოფილიყო.
აღარ იცოდა რა ექნა მანამ, სანამ მარიამი მოვიდოდა მასთან. პრაქტიკულად ოთახები უკვე დათვალიერებული ჰქონდა, მაგრამ რაღაც აკლდა ამ ოთახებს. ვერ ისვენებდა. საწერ კალამი მოქექა თავის ხელ ჩანთაში და ერთ–ერთ ოთახში შევიდა. ისე ჩუმად მოქმედებდა, თითქოს ვინმე ყოფილიყოს სახლშიო.
,,შპალერის’’ ერთ–ერთ კუთხესთან მივიდა და მისი პატარა ნაწილი ნახევრად ჩამოხია. რაც პირველი მოვიდა გონებაში, ის დაწერა, უპატარავესი ასოებით.

,,Forever is a long, long time, but I woldn’t mind spending it my your side. Tell me every day, I get to wake up to that smile. I woldn’t mind it at all.’’

ფრთხილად ააფარა ისევ ის ნახევრად ჩამოხეული ადგილი. მაქსიმალურად შეეცადა, ძალიან არ დასტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია ლაზარე ამ ოთახში არასდროს არ შემოვა, მაინც მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინა და ისე იმოქმედა.
– ამ ოთახს ,,საფიქრელა’’ ჰქვია დღეიდან! – ღიმილით მოავლო ბოლოჯერ ,,ბავშვის’’ ოთახას თვალი და კარების გასაღებად წავიდა.
სანამ ბავშვს იშვილებენ, მანამდე ფრთხილად იმოქმედებს, მერე კიდევ უფრო ფრთხილად.
წინა სახლშიც ჰქონდა ასეთი ,,საფიქრელა’’ ოთახი, რომლითაც ყოველ დღე სარგებლობდა, თანაც დიდი სიამოვნებით.
ყოველ დღე შედიოდა და ფრაზებს წერდა. ზოგს თვითონ იგონებს, ზოგს – არა. უცნაურია, მაგრამ თათასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ ოთახის არსებობის შესახებ, არც იმ სახლში იცოდნენ და მითუმეტეს აქაც არ ეცოდინებათ.
– მოვდივარ, ჰო. ნუ ჩამომიღე კარი. – სიცილით წავიდა კარებისკენ და პარკებ მომარჯვებულ გაბრაზებულ მარიამს გადააწყდა. – რა გაკრუსუნებს?
– გამომართვი პარკები, ძალიან მძიმეა. თითები, როგორ მტკივა, – დაიზილა ხელის მტევნები, როგორც კი თითებმა თავისუფლება იგრძნეს.
– იცი, აქ ვინ უნდა მოვიდეს?
– არა, აბა, საიდან?
– ლაზარეს ბიძაშვილი. იცი, რა ლამაზი გოგონაა? რაღაც სასწაულია! ჩვენი დახმარება სჭირდება.
– ჩვენი? ჩემი და შენი? – გაკვირვებულმა მარიამმა იკითხა, თან სალათის დაგემოვნებას შეუდგა.
– აჰამ. მოკლედ, ძალიან დიდი ამბავია. არც მე ვიცი წესიერად. მოვა და თვითონ გვეტყვის.
– არ ექნება პრობლემა მეც რომ დავხვდები? კარგი, შენ ლაზარეს ცოლი ხარ და კიდევ ჰო, მაგრამ მე რა შუაში ვარ. – სიცილით აიჩეჩა გოგონამ მხრები.
– ვუთხარი უკვე შენზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. ძალიან თავისუფალი გოგონაა, არ გაგიჭირდება ურთიერთობის აწყობა მასთან. სადაც ერთ საათში მოახერხა ჩემი კეთილ განწყობა, ხომ ხვდები რა ,,მოზგია’’ – ხმამაღლა გაიცინა თათამ და თვალი ჩაუკრა.
– კი, ,,მოზგი’’ ნამდვილად არის! ის ,,მოზგია’’ და შენ ერთ უჯრედიანი! – ნიშნის მოგებით გადახედა მომღიმარ თათას და ოდნავ მისცხო ხელი მკლავზე.
– აღარ შეგეკამათები.
– აღარ კი არა, ვეღარ! – ბოლო სიტყვა გამოკვეთილად წარმოთქვა და ცინიკურად გაუღიმა.
– კარგი, ერთი!

– ჰო, ლაზარე. – უპასუხა ქმარს ღიმილით ტელეფონზე და გაისუსა.
– თათა, სახლში მოვდივართ მე და ბიჭები, ირაკლიც მოდის. წამოვიღოთ რამე? – ჰკითხა უაღრესად თბილად მანაც გაიღიმა.
დღეს ღიმილის დღეა, ხალხნო!
– რაც თქვენ გინდათ, მაგრამ იცოდე, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, არაფერი არ არის ამ სახლში. ისეთი რამეები წამოიღე, რასაც, არც მაცივარი დასჭირდება და არც გაზი.
– ანუ, მზა საჭმელები? – გაიცინა კაცმა.
– აჰამ. – საყვარლად დააკანტურა თავი და მარიამს მუშტი მოუღერა, რომელიც უაზროდ ფხუკუნებდა.
– კარგი.

დიდი ოვაციებით შეხვდა ახალ რძალს ყველა ლაზარეს ძმაკაცი. მამაკაცს 3 ბავშვობის ძმაკაცი ჰყავს. ირაკლი, ლიზი, მარიამი და ჩვენი ცოლ–ქმარი, ზედახორაა სახლში და ამ პატარა მისაღებში ვერ დაეტივნენ ყველა. ნუ, თავისუფლად ვერ იყვნენ, მაგრამ უკვე მთვრალებს ეგ არც ანაღვლებდათ.
– ლაზარე, იცი, გუკამ ცოლობა მთხოვა, – სვენებ–სვენებით წარმოთქვა თითოეული სიტყვა ლიზიმ და მამაკაცს ჩაუჯდა კალთაში.
– მერე? – სიცილით ჰკითხა ლაზარემ, რომელსაც ერთი წვეთი სასმელიც კი არ ჰქონდა დალეული ისევე, როგორც თათას.
– მერე, არ ვიცი, რა ვქნა. – მხრები ჩვეულებრივად აიჩეჩა გოგონამ და ლაზარეს კალთიდან ახტა.
თათამაც და ლაზარემაც ნათლად დაინახეს, როგორ შეეყინა საბას ღიმილი სახეზე, როგორც კი გოგონამ ახალი ინფორმაცია თქვა საჯაროდ.
– გუკამ, ხელი გთხოვა? – საშინლად ცივი ხმით იკითხა საბამ და პირამდე მიტანილი არყის ჭიქა, უკან, მაგიდაზე დააბრუნა.
– ჰო.
– მერე, რა უთხარი შენ?
– დავთანხმდი.
– ნუ მატყუებ.
– არ გატყუებ.
– იმაზე ბევრად უკეთ გიცნობ, ვიდრე შენ იცნობ შენს თავს.
– მძულხარ, საბა წერეთელო! მძულხარ! ლაჩარი ხარ! – უცბად იფეთქა გოგონამ და ფეხზე წამოიჭრა, თუმცა მაინც უაღრესად მშვიდად საუბრობდა. – შენც და ლაზარეც. არა, ლაზარე უფრო. მხედავდით ამ ათი წლის განმავლობაში, როგორ ვიტანჯებოდი, როგორ მიჭირდა და ორივეს ფეხებზე გეკიდათ ჩემი მდგომარეობა. შენ, – ლაზარესკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი, – ძმობას რომ მეფიცები დღემდე და ამბობ რომ ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებ, რას აკეთებ ამ დროს? საპირისპიროს. ერთხელ მაინც, როცა ცუდად ვიყავი ხოლმე, თუ მოსულხარ და გითქვამს, რა მტკიოდა? რა მანგრევდა შიგნიდან და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა? ერთხელ მაინც, მითხარი, რომ ერთხელ მაინც მოსულხარ და შეწუხებულხარ ჩემი ამბით, დაინტერესებულხარ. მითხარი და ისე გავჩუმდები, მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარ დავძრავ სიტყვას ამ თემაზე. გამახსენე ერთი შემთხვევა მაინც და დედას გეფიცები, თუ ხმა ამოვიღო. ნუთუ, ერთხელ მაინც არ გაგჩენია კითხვა, რა სჭირს ლიზის? რატომ ლაზარე? დავიმსახურე მე ეს შენგან? მითხარი! იქნებ დავიმსახურე ასე რომ მექცევით ორივე.
– ლიზი, დაჯექი და გაჩუმდი! – მკაცრად წარმოთქვა სიტყვები ლაზარემ და თვალები საშინლად დაუბრიალა.
სხეულში საშინლად გასცრა ლიზის, მაგრამ მაინც განაგრძო.
– მძულხართ, იმის გამო რომ ასე მაწამეთ ათი წლის განმავლობაში. ვერც შენ და ვერც საბა ვერ ეღირსებით ჩემ ყურადღებას.
– დაჯექი და გაჩუმდი, ლიზი! – მკაცრად დასჭექა საბამ და მკლავში ხელი წაავლო.
– აღარ შემიძლია საბა ეს სიჩუმე. ათი წელია ჩუმად ვარ, უპატრონო ბავშვივით. არ გეცოდებით მაინც? დავიღალე სულ რომ არაფერი. გესმის? დავიღალე! – ბოლო სიტყვები დაუმარცვლა და თან ცრემლიც დააყოლა ამ წინადადებას.
ყველა გაჩუმებული ისმენდა დიალოგს. ან კი, ვინ გაბედავდა ჩარევას.
– რაც არ უნდა მოხდეს იცოდეთ რომ თქვენი ბრალი იქნება. – მშვიდად ამოთქვა სიტყვები და სახლი უცერემონიოდ დატოვა.
– ამის დედას შევე*ი. მოვკლავ, ლაზარე! სადაც გადავაწყდები, იქვე მოვკლავ მაგ ლაწირაკს! – აბობოქრდა საბა და სახლიდან ისეთი სისწრაფით გავარდა, თვალი ვერ გააყოლეს იქ მსხდომებმა.
არ იცის თათამ, ეს რატომ გააკეთა, მაგრამ მამაკაცისკენ მიჩოჩდა, წელზე შემოხვია ხელები და თავი მკერდზე დაადო.
ეს რა იყო, მხარდაჭერა? რაც იყო, ორივესთვის სასიამოვნო ნამდვილად გამოვიდა.
მხოლოდ ჩუმად, მაგრამ საოცრად ტკივილიანი ხმით დაიგმინა ლაზარემ და თათას ძალიან სევდიანი თვალებით დახედა.
– ჩვენ წავალთ... – ჩუმად თქვეს სტუმრებმა და ერთმანეთის მიყოლებით გაიკრიფნენ.
თათამ გააცილა მეგობრები, უხმოდ ჩამოჯდა ლაზარეს წინ პუფში.
– მართლა, რატომ ექცევი ასე ლიზის?
მანაც არანაკლებ დადარდიანებულმა დაუსვა შეკითხვა, მაგრამ ისეთი ტკივილი ჩაუდგა მამაკაცს თვალებში, წამით ინანა ასე ულმობელად რომ მოექცა თავისდა უნებურად. მაგრამ რა ექნა? არ არის მისი საქმე ბიძაშვილების და საბას ურთიერთობა, მაგრამ ლიზა ძალიან ეცოდება. და ზოგადად, ყველა ის ადამიანი ეცოდება, ვინც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. თუმცა, ისიც ნათელია, რომ ლიზას გრძნობა ცალმხრივი არ არის, უბრალოდ ლაზარეს ხასიათის სახით და ზოგადად ლაზარეს პიროვნებით იმხელა წინააღმდეგობა ეღობებათ წინ მათ ურთიერთობას, რომ ფიზიკურად ვერ გადააბიჯებენ მას.
– შენ, ხომ იცი მათი გრძნობების შესახებ? – არაფერი უპასუხა მამაკაცმა, მაგრამ მთელი არსებით იყო დარწმუნებული თათა, რომ ლაზარე უსმენდა. – ლაზო, – მიმართა თბილად და საოცრად ამაღლებული ტონით.
არ ვიცი, შეიძლება მე მომეჩვენა ასე, მაგრამ რეალურად, ამ სიტყვას ჩვეულებრივი ტონით ვერავინ შეაფასებს. ამაზე პასუხისმგებელი ვარ.
– გისმენ... – ამოიოხრა მამაკაცმა და აწყლიანებული თვალები შეანათა ცოლს.
აი, ზუსტად მაშინ დაინახა თათამ და შეამჩნია, რომ იმ, ერთი შეხედვით ცივი და უდრეკი ხასიათის, პიროვნების უკან, იმალება ისეთი ლაზარე, რომელიც საოცრად მგრძნობიარე და თბილი იყო. იგრძნო, თათამ, რომ კაცს მისი დახმარება სჭირდებოდა და ის მზად იყო გაეღო ყველაფერი, რაც შეეძლო, ოღონდ ლაზარე ასეთი განადგურებული არ დაენახა. არა, ყველა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ასე ფიქრობს, ასე უნდა დახმარება, მაგრამ ქმარი მაინც სხვა ფენომენია. არ აქვს იმას არსებითი მნიშვნელობა, უყვართ თუ არა ერთმანეთი, მთავარია ესმით ერთმანეთის.
– ვიცი, რომ გრძნობ მათ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ, – მშიდად უთხრა ლაზარეს სათქმელი და თავი დამნაშავესავით ჩახარა.
ძალიან ეუხერხულებოდა ამ თემის გარჩევა, მაგრამ ლიზას საცოდაობას რომ უყურებს გული უკვდება.
– სულელები არიან ორივე, – დარდიანმა, მაგრამ მაინც ღიმილით მოიხსენია ორივე.
– რატომ? – გაკაპასდა გოგონა, – იმიტომ რომ ერთმანეთი უყვართ და რაღაც სულელური და ბოროტული სტერეოტიპის გამო ბედნიერები არ არიან. განა რა არის ეს ცხოვრება, რომ ასეთ უაზრობებზე გავამახვილოთ ყურადღება და ამავე მიზეზის გამო ბედნიერება წავართვათ ერთმანეთს?
– მე, არასდროს მითქვამს, რომ იმიტომ არ იქნებიან ერთად, ჩემი და რომ შეუყვარდაო. ვგავარ ასეთ უტვინოს?
– მაშინ, უთხარი ლაზარე ლიზის რომ მათი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. გული გაუსკდება მალე, ძალიან ტკივა ყველაფერი ეს... – ცრემლმორეული მიუჯდა გვერდზე და მის მხარს, თავისი მხრით მიეყრდნო.
– რაღაც, ძალიან გამიცუღლუტდი შენ! – ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და პატარა ცხვირზე საჩვენებელი თითი ნაზად დაჰკრა.
– მე? შანსი არაა! – სიცილით გაიმეორა მამაკაცის ქმედება და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.

,,სიყვარულო არ არის ის ფენომენი, ხშირ შემთხვევაში, ღიად გააღოს შენი გულის კარი და დაუფარავად გამოგიცხადოს, რომ ,,გაები.'' ის, შეუმჩნევლად იპარება და შენ არ ძალგიძს წინააღმდეგობის გაწევა. ვერ და არა, არ. გიწევს დაემორჩილო, გიმონებს და გასაქანს არ გაძლევს.'' – ღამურა.

•11•
საოცრად შემაყვარეთ თავი! მატკბობთ და მათბობთ თქვენი სიტყვებით!
ძალიან დიდი მადლობა...
შენიშვნები არ ჩანს, რაღაც. გთხოვთ, უკლებლივ ყველამ დაწერეთ, თუ რა არ მოგწონთ და რის გამოსწორებას ისურვებდით. აუცილებლად გავითვალისწინებ!
იმედია ისიამოვნებთ...
სიყვარულით,
ღამურა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე ძალიან მომეწონა ლაზარეს ასე შეცვლა და ნელ-ნელა მისი შინაგანი სამყარო რომ გაიცნო თათამ... დიდხანს არ დააგვიანო და ასე გააგრძელე რა... მაინტერესებს რა მოხდება ამის მერე... თითქოს ყველაფერი კარგად მიდის მაგრამ რატომღაც მგონია რომ აქ რაღაცაშია საქმე მოკლედ საბას და ლიზის მიმიხედე თორემ დამეტანჯა "რომეო და ჯულიეტა"... ველოდები სემდეგ თავს ასეთივე ტკბილს...

 


№2 სტუმარი NINO K.D.

მე რატომღაც ძალიან მინდა რომ ბავშვი იშვილონ ესე განსხვავებულიც იქნება და უფრო ტკბილი თათა და ლაზოც დაახლოვდებიან ბსვშვის დახმარებით და რა ვიცი მემგონი კარგი იქნება უფრო. ინგლისურად რომ წერ რაღაცეებს ფრჩხილებში ქართულად ნათარგმნიც მიაწერე ხოლმე რაა დანარჩენი კარგია მალე დადე და თავები გაზარდე

 


№3  offline მოდერი Nude

უცნობი ქ
მე ძალიან მომეწონა ლაზარეს ასე შეცვლა და ნელ-ნელა მისი შინაგანი სამყარო რომ გაიცნო თათამ... დიდხანს არ დააგვიანო და ასე გააგრძელე რა... მაინტერესებს რა მოხდება ამის მერე... თითქოს ყველაფერი კარგად მიდის მაგრამ რატომღაც მგონია რომ აქ რაღაცაშია საქმე მოკლედ საბას და ლიზის მიმიხედე თორემ დამეტანჯა "რომეო და ჯულიეტა"... ველოდები სემდეგ თავს ასეთივე ტკბილს...

NINO K.D.
მე რატომღაც ძალიან მინდა რომ ბავშვი იშვილონ ესე განსხვავებულიც იქნება და უფრო ტკბილი თათა და ლაზოც დაახლოვდებიან ბსვშვის დახმარებით და რა ვიცი მემგონი კარგი იქნება უფრო. ინგლისურად რომ წერ რაღაცეებს ფრჩხილებში ქართულად ნათარგმნიც მიაწერე ხოლმე რაა დანარჩენი კარგია მალე დადე და თავები გაზარდე

ძალიან დიდი მადლობა, ორთავეს ♥
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

საყვარლებიი რა კარგები არიან ერთად♡♡♡შენ ყოჩაღ რა მაგარი ხაარ♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline მოდერი Nude

♡EPICLOVE♡
საყვარლებიი რა კარგები არიან ერთად♡♡♡შენ ყოჩაღ რა მაგარი ხაარ♡

უღრმესი მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№6  offline წევრი -tiko))

Aam istorias vkitxulobdi da ar vtovebdi komentars... dzaan magariaaa... male dade xolme raa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№7 სტუმარი ლიზაზუ

ისე ერთი პატარა ფუმფულა ცისფერთვალება გოგო კი დაამშვენებდა მაგათ. აუ აიყვანონ პაწუ რაა გთხოვ. მალე დადე და ცოცა დიდი თავი

 


№8  offline მოდერი Nude

-tiko))
Aam istorias vkitxulobdi da ar vtovebdi komentars... dzaan magariaaa... male dade xolme raa

მადლობა ♥
ლიზაზუ
ისე ერთი პატარა ფუმფულა ცისფერთვალება გოგო კი დაამშვენებდა მაგათ. აუ აიყვანონ პაწუ რაა გთხოვ. მალე დადე და ცოცა დიდი თავი

აიყვანენ, აბა, რას იზამენ ♥ მოთმინება, ლიზუ, მოთმინება ^___^
--------------------
bailey

 


№9 სტუმარი black

Xai gamuuuuraaa kaeee taviih iyoooooh mmmpua Da male dade axali tavi ra

 


№10 სტუმარი ლიზაზუ

ღამურა
-tiko))
Aam istorias vkitxulobdi da ar vtovebdi komentars... dzaan magariaaa... male dade xolme raa

მადლობა ♥
ლიზაზუ
ისე ერთი პატარა ფუმფულა ცისფერთვალება გოგო კი დაამშვენებდა მაგათ. აუ აიყვანონ პაწუ რაა გთხოვ. მალე დადე და ცოცა დიდი თავი

აიყვანენ, აბა, რას იზამენ ♥ მოთმინება, ლიზუ, მოთმინება ^___^

რომ ვეღარ ვითმენ ეგაა პრობლემა თორე.... მალე დადე რა თორე ჩემს ნერვებს დედა ეტირება

 


№11  offline მოდერი Nude

black
Xai gamuuuuraaa kaeee taviih iyoooooh mmmpua Da male dade axali tavi ra

ხაიიი ბლექ ♥ თენქსუნიები ^___^
ლიზაზუ
ღამურა
-tiko))
Aam istorias vkitxulobdi da ar vtovebdi komentars... dzaan magariaaa... male dade xolme raa

მადლობა ♥
ლიზაზუ
ისე ერთი პატარა ფუმფულა ცისფერთვალება გოგო კი დაამშვენებდა მაგათ. აუ აიყვანონ პაწუ რაა გთხოვ. მალე დადე და ცოცა დიდი თავი

აიყვანენ, აბა, რას იზამენ ♥ მოთმინება, ლიზუ, მოთმინება ^___^

რომ ვეღარ ვითმენ ეგაა პრობლემა თორე.... მალე დადე რა თორე ჩემს ნერვებს დედა ეტირება

ერთად მოვუფრთხილდეთ შენს ნერვებს :დ ^_^
--------------------
bailey

 


№12  offline წევრი dadeshqeliani

როგორი კარგია love ძალიან ძალიან მომწონს მე ეს ისტორია და ეს წყვილი,ბავშვი აიყვანონ რააა :* და ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდეთ და განსხვავებული იტსორია დაწერე გთხოვ, ასე გააგრძელე <3

 


№13  offline მოდერი Nude

dadeshqeliani
როგორი კარგია love ძალიან ძალიან მომწონს მე ეს ისტორია და ეს წყვილი,ბავშვი აიყვანონ რააა :* და ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდეთ და განსხვავებული იტსორია დაწერე გთხოვ, ასე გააგრძელე <3

უჰჰ, რა კარგი მყავხარ ♥
--------------------
bailey

 


№14 სტუმარი M

Kaiaa))) Rodia dadeb shemdeg tavss ?

 


№15  offline მოდერი Nude

M
Kaiaa))) Rodia dadeb shemdeg tavss ?

დღეს. მადლობა.
--------------------
bailey

 


№16  offline წევრი teddy))

Lazare ra sayvarelia <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოპააა ^_^ გამიცუღლუტდიო :დ ამაზე გამეცინა
ყველაფერი დოზირებულად გაქვს რა. ირონია, სარკასტულობა, იუმორი და რავიცი ბრძნული აზრებიც :დდ <3
ძალიან შემიყვარდა უკვე ეს ისტორია!
ყოჩაღ ღამურავ...
ძალიან საყვარელი ხარ.
არა, წინა თავებში კი მქონდა შენიშვნები, მაგრამ აქ ნამდვილად არა. ამ თავებში, თითქოს გამოასწორე, ან ისე ჩამითრია ვეღარ ვხედავ მე ამ შენს შეცდომებს. არა, უმნიშვნელო რამდენიმე გქონდა, მაგრამ იგივენაირები, რაც წინ და აღარ მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება.
ძალიან მაგარი იყო.. საოცრად ამაღელვებელი. მუცელში პეპლებიც კი დამიფრინავენ უკვე.
ულამაზესი ისტორიაა.
მიუხედავად იმისა, რომ თათა არ არის ბედნიერი,
მაინც რაღაც თბილი იყო ეს თავი
და ბედნიერი ჩანდა.
სიყვარული, აი ბოლოს რომ აღნიშნე
აუ მაგ სიტყვების წაკითხვამ
გამაჟრუაააააააააააააააააალაააა feel love love
ვინ ამბობდა უნიჭო ვარო?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№18  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორ შემეცოდა ლიზი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent