რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 16)
-ცოტნე- დილით სასაუზმოდ რომ ჩავედი, ყველა მაგიდასთან დამხვდა, განგას გარდა. თიკოც ბედნიერი სახით მისჯდომოდა მაგიდას და ოჯახის სტუმრებს, ლანას და ქეთის ესაუბრებოდა. ლანამ დამინახა თუ არა, მაშინვე წამოვარდა სკამიდან და შემომეხვია. მეც დავიხარე და თავზე თბილად ვაკოცე. -დილა მშვიდობის პრინცესა, როგორ ხარ?-თმაზე მოვეფერე. -ცუდად, დღეს არ მინდა სკოლაში წასვლა, მაგრამ დედა მაინც მიშვებს...- შემომწუწუნა. -რატომ არ გინდა? -მათემატიკაში საკონტროლო წერა გვაქვს და მეშინია. რომ ვერ დავწერო?-თვალები ცრემლით აევსო. ამ წუთას ისე ჰგავდა განგას... -არ მოიწყინო ლამაზო, რა თქმა უნდა კარგად დაწერ. ხომ გამეცადინე? განგას ხომ გეხმარებოდა. ზუსტად ვიცი არაფერი შეგეშლება.-მშვიდად ვუთხარი. -მართლა?-ცრემლიანი თვალებით შემომხედა და თავი რომ დავუქნიე, გაიღიმა.- მაშინ წავალ... -ჩემი ჭკვიანი პრინცესა.-კიდევ ერთხელ ვაკოცე თავზე და სკამზე დავსვი. ისადილე არ დააგვიანო. მეც მაგიდას მივუჯექი. ქეთიმ მადლობის ნიშნად თავი დამიკრა. მეც გავუღიმე. -თქვენ დამეგობრებულხართ უკვე. დამასწრო ხომ ცოტნემ შენთან დამეგობრება?-ვითომ მოწყენილი ხმით უთხრა თიკომ ლანას. -შენთანაც ვიმეგობრებ...-გულიანად გაუღიმა ლანამ და ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა. თიკოს განგას შესახებ ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი ვინც იყო და ჩვენთან როგორ მოხვდა. მხოლოდ ის დავუმალე, რომ ლადოს მეგობარი და თიკოს საქმის გამომძიებელი ვატო იყო, მისი სანაქებო შეყვარებული. ახლა ამას ვერ ვეტყოდი, არ მინდოდა ენერვიულა. თუმცა ყველასთან დარეკვა ავუკრძალე, შემთხვევით რომ არ გახმაურებულიყო მისი ამბავი. ჯერ-ჯერობით ლადოს და ვატოს თიკო მკვდარი უნდა ჰგონებოდათ.მათ რომ მივხედავდი , მას შემდეგ მოვაგვარებდი ამ ამბავსაც. -განგა რატომ არ საუზმობს?-ვიკითხე. არ მომეწონა მის გარეშე დაწყებული დილა. -თავი მტკივაო და არ ჩამოვიდა. -მიპასუხა ქეთიმ. -ლილი!-ოთახში მოფუსფუსე ლილის გამომხედა.- ეკას უთხარი განგას ოთახში აუტანოს საუზმე. -კარგი შვილო.-სამზარეულოში წავიდა ლილი. რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა, მოწყენილი იყო, ასე კი მხოლოდ მაშინაა, როცა რაღაც აწუხებს. მოსვენება დავკარგე. რამდენიმე წუთით მაგიდასთან გავჩერდი და მერე ფეხზე წამოვდექი. გეზი სამზარეულოოსკენ ავიღე. ლილის საუზმე ლანგარზე დაეწყო უკვე და ეკას აწვდიდა. მანაც გამოართვა და ოთახიდან გავიდა. -რა იყო ჩემო ბიჭო?- გამიღიმა. -რა გჭირს ლილიკო? რაღაც გაწუხებს? -თბილად ვკითხე. -შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი. -გაიცინა ხელის ჩაქნევით.-განგაზე ვდარდობ დედიკო, უკვე მეორე დილაა, რაც თიკომ გაიღვიძა და ის კი ოთახიდან აღარ გამოდის. ვერ ვიგებ რა სჭირს? აქამდე თიკოს საწოლთან ათენებდა და აღამებდა და ახლა ოთახშია შეკეტილი. მეც არაფერს მეუბნება. გუშინ ღამე რომ ავედი, ნამტირალევი იყო. ვნერვიულობ დედიკო... ამდენი ცრემლი სად აქვს ამ გოგოს, არ ვიცი მე... -დარწმუნებული ხარ რომ თიკოს გამოა ოთახში შეკეტილი?-გამაკვირვა ლილის ვარაუდმა. -აბა რა უნდა იყოს? რაც თიკოს ოთახიდან გამოიყვანე გუშინ დილით, იმის მერე თავის ოთახშია და არ გამოსულა. მეშინია, ისევ იმ დღეში არ ჩავარდეს, ძლივს ადამიანს დავამსგავსეთ საბრალო ბავშვი და ისევ არ წავიდეს უკან... -ლალიკო ახლა მე თიკოს პასუხებზე უნდა წავიდე საავადმყოფოში და რომ დავბრუნდები ავალ და დაველაპარაკები. ან თვითონ თიკო რომ დაელაპარაკოს? ავიდეს და დაელაპარაკოს, დაარიგე რა რამე ისეთი არ უთხრას ლილიკო...თვითონ გაარკვიონ, ასე სჯობს. -მართალი ხარ შვილო საუზმის შემდეგ დაველაპარაკები თიკოს.-გამოღიმა ძიძამ. -კარგი ლილიკო არ ინერვიულო შენ.- ლოყაზე მივეფერე და სახლიდან გასულმა საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. -განგა- უკვე მეორე დღე იყო ოთახიდან არ გავდიოდი. არ შემეძლო... შემთხვევით თიკო რომ შემხვედროდა, რა უნდა მექნა? რა უნდა მეთქვა? „გამარჯობა, მე განგა ვარ, ის გოგო ვინც შენს მოკვლას ცდილობდა მეთქი? „ არა, არ შემოძლია... ვერ შევხედავ თვალებში ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ვერ გავუძლებ ვის მზერას, ისე ვერ მოვიქცევი თითქოს არაფერი დამეშავებინოს... არც დღეს გავსულვარ ოთახიდან, ეკამ აქ ამომიტანა საუზმე. ძალიან მშიოდა მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ლუკმის გადაყლაფვა შევძელი და შევეშვი. ცოტა ხანში ფიქრებში წასული, კარზე კაკუნმა შემაშინა. ოთახში თავი თიკომ შემოყო და ჩემო გაფართოვებული თვალების და გაშტერებული მზერის მიუხედავად, მაინც ღიმილიანი სახით მკითხა შეიძლებაო? დებილივით შევყურებდი და მხოლოდ უხმოდ დავუქნიე თავი. საწოლზე ვიჯექი ფეხმორთხმული. თიკოც მომიახლოვდა და ჩამოჯდა. -თიკო.- ღიმილით მითხრა თავისი ხახელი და ხელი გამომიწოდა. პირდაღებული ვუყურებდი. დავიბენი ამას ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ ისიც არ ვიცი რას ველოდი მისგან, ჩხუბს? დადანაშაულებას? არ ვიცი, მაგრამ ამას არა... -აბა?-თვალებით თავის გამოწვდილ ხელზე მანიშნა.-არ გავიცნოთ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთი? -განგა.-ყრუდ წარმოვთქვი ჩემი სახელი. თვალებში ვერ ვუყურებოდი. სატირლად გამზადებულ ცრემლებს, გარეთ გამოსვლის საშვალებას არ ვაძლევდი. ხელი ჩავკიდე. -ძალიან კარგი. შენი გაცნობა მინდოდა, მაგრამ 2 დღეა ოთახში ხარ და გადავწყვიტე მე მოვსულიყავი შენთან. -ისევ გამიცინა. ისევ გაოცებულმა შევათვალიერე. ისე თბილად მიმზერდა, სული გამითბა. ეს ხომ ის გოგოა, მთელი 2 თვე კოშმარებში რომ ვხედავდი? ზუსტად ისეთი სახის და ხმის პატრონი იყო... არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი შეხება მაშინებდა. -რამე გაწუხებს? რატომ ხარ სულ ოთახში?-ისევ თვითომ გააგრძელა. -თავი მტკიოდა და...-გაშტერებულმა ვუპასუხე. -ან უბრალოს ჩემს ნახვას ერიდებოდი... ასეა?-უხმოდ მივშტერებოდი, ხმას ვერ ვიღებდი.-მისმინე, ლალიკო მელაპარაკა შენს შესახებ, შენს ოჯახზე და საერთოდ ყველაფერი მომიყვა. ვიცი რომ დანაშაულის გრძნობა გაწუხებს, მაგრამ დამთავრდა ყველაფერი. ვერ ხედავ? ყველაფერი კარგადაა. მეც ცოცხალი ვარ და შენც. დავივიწყოთ კარგი?-თბილი ხმით მელაპარაკებოდა. -მე... მე... არ მინდოდა...-თვითონაც არ ვიცოდი რის თქმას ვცდილობდი, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. აქამდე ძლივს შეკავებულმა ცრემლებდა დამძლია და ჩემს ლოყებზე დატოვა კვალი. სახეზე ხელებ აფარებული ვქვითინებდი. -ვაიმე... დაწყნარდი რა, გეხვეწები. რა გატირებს? გეფიცები, არ ვარ შენზე ნაწყენი, მართლა? დამშვიდდი გთხოვ... -თიკომ ხელები სახიდან ჩამომაწევინა და სახოდან მომწმინდა ცრემლები.- არ იტირო რა, აქ მოვედი, გავიცნობ, დავუმეგობრდები მეთქი, შენ კი ტირი... -მაპატიე...-ამოვილუღლუღე. -გაპატიებ, ოღონდ ვიმეგობროთ. ცოტნემ, ამ სახლიდან ფეხი არ გაადგაო და აქ მარტო მოვკვდები იცოდე.-საწყალი თვალებით შემომხედა. -კარგი.- მის სახეზე გამეცინა. -ასე რა... როგორ გიხდება სიცილი, სულ გაღიმებულმა უნდა იარო შენ. ასე არ ჯობია? ახლა მეგობარიც მყავს. მართალია ცოტას ლაპარაკობ, მაგრამ სამაგიეროდ, მე არ ვაჩერებ ენას და მოწყენილობასაც ვერ ვიგრძნობთ.-სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა.მეც ხელი ჩემავლო და დამექაჩა ხელზე.- წამოდი, ლილი რამე გემრიელს გვაჭმევს. -კარგი. -მის ნებას დავყევი და ფეხზე ავდექი. სამზარეულოში ჩასულებმა ტორტი მოვითხოვეთ და იქვე სამზარეულოს მაგიდასთან მოვთავსდით. ლილიმ წვენი და შოკოლადის ტირტი დაგვიდო წინ და თვითონაც ჩვენთან ჩამოჯდა. -კარგია რომ გამოხვედი ოთახიდან განგა, შენზე ვდარობდი.- თბილად გამიღიმა ლილიმ. -არ ღირს ლილი დეიდა,კარგად ვარ მე.-დამშვიდება ვცადე. არ მინდოდა უფრო მეტად შემეწუხებინა ისინი, ვისაც უკვე უსაზღვროდ ვაწუხებდი. -შენ არ იდარდო ლილიკო, ამის მერე მე მივხედავ ამ მოწყენილ სმაილს, ნახავ, ჩემს ხელში სულ გაღიმებული ივლის.-სიცილით თქვა თიკომ. -ნეტავ ეს ნამახა გაცინებული და...- ჩუმად ჩაილაპარაკა ლილიმ მაგრამ მეც და თიკომაც გავიგონეთ. -ოო, მემგონი ამ სახლში კონკურენტი გამომიჩნდა. ლილიკო რა იყო? მე აღარ ვარ შენი ერთადერთი გოგო?-ვითომ ნაწყენმა გადახედა ლილის თიკომ. ვიცოდი ხუმრობდა თიკო მაგრამ თავი მაინც უხერხულად ვიგრძენი. ამ დროს სამზარეულოში ლანა შემოვარდა ყიჟინით და ზურგიდამ მომეხვია. -მოხვედი ჩემო გოგო? დაცვამ მოგიყვანა?- ცკითხე ლანას და ხელის მტევანზე ვაკიცე. -კი თან ცოტნემ გამომიარა და წამომიყვანა.-ბედნიერი ღიმილით გვაჯახა. -ხო? ვკითხე ლანას და თან კარში ჩამდგარ ცოტნეს მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.- მათემატიკის საკონტროლომ როგორ ჩაიარა? -კარგად. ყველა დავწერე.-ამაყად განაცხადა ლანამ და ჩემგან კოცნა რომ დაიმსახურა ოთახიდან განარნარდა გამოსაცვლელად. -კარგია აქ რომ ხართ ყველა. ცოტნე მაგიდასთან მოვიდა და ცარიელი ადგილი დაიკავა. დღეს ანალიზის პასუხები იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად გაქვს. მხოლოდ წამლები გამოგიწერა და კიდევ სწორი კვებისკენ მოგიწოდა. ცოტა რომ მომჯობინდება დილით ირბინოსო, სირბილი სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და ტვინს სისხლი კარგა მიეწოდებაო... -აუუ, დილის ვარჯიშიო? ვერ ვიტან რა დილით ადრე ადგომას. -არა უშავს გაჭირვებ ცოტას და ადგები.- შეუბღვირა დას ცოტნემ მერე კი მე მომიბრუნდა.- შენთვის კი ვიტამინები გამომატანა. -რატომ? -გამიკვირდა... -რატომ და გადაღლილია, ვიტამინების ნაკლებობა კი კარგი არააო. დასვენება სჭირდებაო. -თვალებში მიყურებდა. მის მზერას ვერ გავუძელი და თვალი სასწრაფოდ ავარიდე. -კარგი.- ვუთხარი და წამოვდექი.-ლანას მივხედავ მე...-ვთქვი და სამზარეულო დავტოვე. გული გამალებით მიცემდა. ეს რა იყო? ასე რატომ გიჭერდა მარწუხებს გულზე მისი მზერა? კიბეები სასწრაფოდ ავირბინე და ჩემს ფიქრებს ლანას ოთახში დავემალე... *** როგორ ხართ ჩემო კარგებო? მოკლედ სულ წავედი ხელიდან, ვაგვიანებ თავების დამატებას და თან პატარა თავებსაც ვდებ. ამ ისტორიაში უნდა მომიტევოთ და შემდეგ ისტორიას სანამ არ დავწერ ბოლომდე, არ დავიწყებ ატვირთვას. ახლაც ვერ ვახერხებ დიდი თავის დაწერას უდროობის გამო და თანაც ჩემი მუზა ძალიან მაწვალებს... გამიძელით როგორმე რაა... სიყვარულით, თქვენი მარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.