შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( დასასრული )

3-11-2015, 16:12
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 326

მანქანაში მხოლოდ მე და უჩა ვიჯექით.დაძაბულობისაგან და ნერვიულობისაგან სუნთქვა მიჭირდა,მოუსვენრად ვიფშვნეტდი ხელის თითებს და გულდასმით ვუსმენდი მის დარიგებებს.
_ არ ინერვიულო,სიმშვიდე შეინარჩუნე,თვალების ცეცებას ნუ დაიწყებ აქეთ-იქეთ,რომ რამე არ იეჭვოს მაინც….მისმენ?_ ალბათ ჩემმა არეულმა გამომეტყველებამ დააეჭვა.
_ კი,კი გისმენ_ მკვირცხლად ვუპასუხე.
_ თუ რამე გითხრა გასაღიზიანებლად ნუ გამოყვები,როცა ამ დიპლომატს მიაწვდი ეცადე,რომ ეს კარგად გამოჩნდეს აი იმ შენობის მხრიდან,ხომ იცი ფოტოები უნდა გადაიღონ_ ყავისფერი დიპლომატი მომაწოდა_ აქ ყველა ის საბუთი და ნივთია,რომელიც მოითხოვა,ყოველი შემთხვევისათვის,იქნებ შეამოწმოს.
_ კარგი_ დაძაბული მორჩილად ვუქნევდი თავს.
_ მზად ხარ?_ ჩემი თითები მის ძლიერ ხელის მტევნებში მოიმწყვდია და ტუჩებთან მიიტანა,ფრთხილად მაკოცა.
_ მე შენი იმედი მაქვს.
_ გჯეროდეს ,რომ არასოდეს გაგიცრუებ იმედებს_ ხელი გამიშვა და მთელი ძალით მკერდზე მიმიკრა,როგორ მჭირდებოდა ამ წუთას ეს სითბო და მზრუნველობა,ხელები მის მკერდზე მივაწყვე და მივეხუტე,თავს ისე ვგრძნობდი,როგორც ჩვილი დედის მკლავებში.
_ რომელი საათია?_ თავაუღებლად ვკითხე.
_ ჯერ სამის ნახევარია.
_ რომელზე წავიდე?
_ ათი წუთი ,რომ დააკლდება.
_ მანამდე ასე ვიყოთ კარგი?
_ კარგი, ასე ვიყოთ ტკბილო_ თვალდახუჭულმა და მის მკერდზე მიკრულმაც კი ვიგრძენი თუ როგორ გაეხსნა ბაგე ღიმილისაგან,მესმოდა თუ როგორი გამალებით ბაგიბუგობდა მისი გული,მისი სიყვარული და სითბო უსიტყვოდ შეისმინა და მიიღო ჩემმა გულმა ,რადგან ესეც იმავე რითმში ძგერდა მისი სიყვარულით და სითბოთი გაჯერებული.ენით აუწერელი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შემმატა ამ ჩახუტებამ,მთელი არსებით ვგრძნობდი ამ წუთას თუ რატომ მიღირდა სიცოცხლე.
მაჯაზე დავიხედე უკვე სამს ათი წუთი აკლდა,ამ სასიამვნო და თბილ მომენტებში დრო,როგორ სწრაფად მიჰქროდა.უთქმელად ავიღე თავი მისი მკერდიდან,რაღაც წამები მის თაფლისფერ სევდიან თვალებს ჩავაცქერდი,ლოყაზე ნაზად ვაკოცე და მანქანიდან ისე გადმოვედი უკან აღარ მიმიხედავს.
გეზი ისევ იმ სკამისაკენ ავიღე,სადაც წინა კვირას შევხვდი.ჯერ არ მოსულიყო.პირველი ვიყავი.უჩამ გამაფრთხილა კიდეც ამაზე,რომ სავარაუდოდ დაიგვიანებდა,იმის შესამოწმებლად მყავდა თუ არა აკიდებული კუდი.
მშვიდად ჩამოვჯექი და ბავშვებისკენ გავიხედე ბურთით,რომ ერთობოდნენ.თან შეუმჩნევლად გადავისვი ხელი პერანგზე მკერდთან,სადაც მინიატურული მიკროფონი,მქონდა დამონტაჟებული.ამით ჩემსა და მამაჩემის საუბარს მოისმენდნენ და ჩაიწერდნენ.
შორიდანვე მოვკარი თვალი,როგორი მედიდური და კმაყოფილი სახით მოაბიჯებდა.სახეზე ირონიითა და ზიზღით გაჯერებული ღიმილი ჰქონდა გადაკრული.მომიახლოვდა თუ არა მოწყვეტით დაეხეთქა სკამზე,საზურგეს მიაწვა და მკლავები გარდი-გარდმო შაჰივით შემოაწყო,თავი ჩემკენ მოატრიალა და აგდებით მკითხა.
_ როგორ არის საქმე ქალბატონო,მოიტანე ,რაც გითხარი?
_ კი.
_ ყოჩაღ,კარგად გიმუშავია_ მრავლისმეტყველად აქაჩა წარბები_ აბა სადაა?
_ აი აქ მაქვს ,რაც ითხოვე….. ნუ ითხოვე ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია_ თავი მაინც ვერ შევიკავე ირონიისაგან.
_ თავს იმით ვიმშვიდებ,რომ ბოლოჯერ გხედავ,თორემ აქვე გაგიდებდი წიხლქვეშ მაგ ენის ტლიკინისთვის_ სიბრაზისაგან თვალები უელავდა.
_ სად არიან ჩემი ძმები ან ჩემი მამამთილი?_ მისი აგრესი დავაიგნორე.
_ აწი შევხვდები,შენ ეგ არ ინერვიულო უშენოდაც მოვრიგდებით განაწილებაში.
_ კარგი_ ფეხზე წამოვდექი,ისიც მომყვა,ჩემოდანი წინ წამოვწიე,მაგრამ ჯერ არ ვაპირებდი მიცემას,ჯერ კიდევ მწონდა სათქმელი მასთან_ მთელი ცხოვრება იმიტომ გძულდი,რომ დედას ვგავდი,იმიტომ,რომ ჩემს სიცოცხლეს მისი სიცოცხლე შეეწირა,მაგრამ მე არცერთში არ ვარ დამნაშავე,ჩემი წილი ბრალი არცერთ შემთხვევაში არ მიმიძღვის.როგორ ფიქრობ მე არ მაკლდა დედა,როცა მცემდი? როცა მიყვიროდი? როცა მონასავით მამუშავებდი ბოსტანსა თუ ბოსელში? როცა მტკიოდა,მშიოდა,მწყუროდა ან უბრალოდ სითბო და სიყვარული მინდოდა?_ მაქსიმალურად ვცდილობდი,რომ თავი მომეთოკა და ისე მელაპარაკა_შენგან არასოდეს მღირსებია თბილი მოპყრობა ან სიტყვა.ახლა არც კი გიკითხავს სად ვარ ან როგორ ვარ,მაგრამ მე გეტყვი.არაჩვეულებრივად ვარ,მყავს ულამაზესი და უსაყვარლესი ორი ანგელოზი.გვერდით კი მიდგას მამაკაცი,რომელსაც ვაღელვებ,ვადარდებ და ვუყვარვარ. მან მასწავლა სიცოცლის სიყვარული და ფასი,მან დამიბრუნდა ღიმილი სახეზე,სიხარული კი გულში,მან მე ოჯახი მაჩუქა,სითბო და მყუდროება და შენ მოდიხარ და მთხოვ მათ ვუღალატო? შენ გინდა მე,რომელსაც მთელი სამყარო მაჩუქეს ვუღალატო და შენ გიერთგულო,რომელსაც ჩემი სუნთქვაც კი ტვირთად გაწევს?_ გარეგნულად ვცდილობდი,რომ თავი მომეთოკა მაგრამ შინაგანად ვკანკალებდი,შიგნეული მეწვოდა,ჩემდა უკითხავად წამსკდა ცრემლები,აქამდე,რომ უხმოდ მისმენდა მამაჩემი,ახლა გიჟივით მეტაკა მარჯვენაში და ჩემოდანი გამომგლიჯა,იქვე ბორდიულზე შემოდგა ცალი ფეხი,ზედ დაიდო და გადახსნა,ალბათ აინტერესებდა იყო თუ არა შიგნით რამე,მას მერე რაც ახლა ჩემგან მოისმინა,თვალი მოავლო და ისტერიულად გადაიხარხარა,ჩემკენ შემობრუნდა და რაღაცის თქმა
დააპირა მაგრამ სწორედ ამ დროს იგრძნო კეფაზე ცივი იარაღის შეხედა და მის ზურგს უკან მოესმა უჩას სიტყვები.
_ თქვენ ეჭვმიტანილი და დაკავებული ხართ შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტზე,თქვენ გაქვთ დუმილისა და ადვოკატის აყვანის უფლებალ,დანარჩენს განყოფილებაში გაიგებთ.
უკან არც კი მიუხედავს მკვლელი მზერა მე დამასო და კბილებში გამოცრა
_ შენი დედა…… შე ჩა…..ო,.....
ორი ნაბიჯით მისკენ მივიწიე და ხელში ჩაბღაუჭებული ჩემოდანი გამოვგლიჯე.
_ მე არასოდეს ვუღალატებ მათ ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს,როგორ იფიქრე,რომ შენ დაგაყენებდი ჩემს ოჯახზე წინ?არასოდეს,მშვიდობიანი მგზავრობა შენც,შენს ბიჭებსაც და ჩემს მამამთილსაც,თქვენნაირებს განსაკუთრებულ დახვედრას უწყობენ ციხეში_ გამარჯვებული და თავდაჯერებული გავეცალე გზიდან,რომ ორ პოლიციელს,რომელთაც უკვე ხელბორკილი დაედოთ მისთვის
გზა დამეთმო და გამეტარებინა.მე გავიმარჯვე,ღმად ჩავისუნთქე,ვიგრძენი,როგორ შემომეხვია წელზე ხელი,ეს უჩა იყო,უკვე აღარ მესმოდა მამაჩემის გინება და წყევლა,რომელიც მე მეკუთვნოდა,ჩემთვის მთავარი აი ეს თვალები იყო,რომელსაც ბედნიერი ჩავცქეროდი და ჩემს ნათელ მომავალს ვხედავდი მასთან ერთად.
……..
ის და მეორე დღე ყველაზე მძიმე იყო ჩვენს ცხოვრებაში,განსაკუთრებით კი უჩას ცხოვრებაში.მე მეტნაკლებად შეგუებული ვიყავი ოჯახის ღალატს და გარიყვას,მაგრამ ჩემი ქმრისათვის ეს უდიდესი დარტყმა იყო და ცდილობდა ეს ყველაფერი მედგრად გადაეტანა.
მეორე დილით დაურეკა ლაშამ ,რომ მამამისიც და ჩემი ძმებიც დაკავებულები იყვნენ.ამ ოპერაციაში უჩას არ მიუღია მონაწილეობა,უბრალოდ არ შეეძლო.მაგრამ განყოფილებაში უნდა წასულუყო.
_ გინდა წამოხვიდე?_ განადგურებული სახე და ხმა ჰქონდა.
_ არა_ მტკიცედ გავაქნიე თავი_ იქნებ შენც არ წახვიდე_ შევევედრე და ხელები შემოვხვიე.
_ არ შეიძლება,მე იქ უნდა ვიყო.
_ შენ თუ გინდა და გჭირდება წამოვალ.
_ არა,არა,კარგად ვარ,არ იდარდო_ გამიღიმა თავზე ფრთხილად გადამისვა ხელი და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
ვიცოდი,უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობდი საიმისოდ,რომ მიმხვდარიყავი,ეს მხოლოდ სიტყვები იყო ჩემს დასამშვიდებლად.ვხედავდი,ვგრძნობდი თუ რა ცეცხლი ტრიალებდა მის გულში,მაგრამ ამას მხოლოდ თავად უნდა გამკლავებოდა,რომ თავი უკეთ ეგრძნო და დამშვიდებულიყო.

…….
დღეს განსაკუთრებული დღე გამითენდა.უცნაურად აჟიტირებული ვიყავი,გულში და სულში ზეიმი მქონდა მაგრამ გარეგნულად ვღელავდი,დაბდურასავით ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა.სიხარულისათვის ორი მიზეზი მქონდა:
ერთი_ ყველა ვისაც ჩვენთვის ცუდი სურდა ციხეში იჯდა და სასამართლოს განაჩენს ელოდა,უჩას თქმით ჯაბას 10 წელი ელოდა,ხოლო ჩემს ძმებს და მამამთილს 7-7.
მეორე_ დღეს ოპერაციას ვიკეთებდი.
ბავშვები ბაღში თენგომ წაიყვანა.ნელი საავადმყოფოსათვის საჭირო ნივთებს მიგროვებდა ჩანთაში,მე კი უკვე გამზადებული და მოწესრიგებული მისაღებ ოთახში დივანზე მოკალათებული ვიჯექი და ნერვიულად ვირწეოდი,თუმცა ეს სასიამოვნო,კარგის მოლოდინით განპირობებული მღელვარება იყო.საათი დილის ცხრას უჩვენებდა.ტელეფონმა გამომარკვია ფიქრებიდან.
_ ჰო ლიკუ_ გამიხარდა მისი ზარი.
_ როგორ ხარ მეგობარო,ხომ არ ნერვიულობ?_ მის ცქრიალა ხმაში ულევი პოზიტივი იგრძნობოდა.
_ ცოტას ბევრს არა_ გადმომედო მისი დადებითი ემოციები.
_ ჩვენ უკვე საავადმყოფოში ვართ,ხუთივენი და გელოდებით.
_ ჰოო? რა კარგები ხართ,როგორ გამახარეთ.
_ აბა რა გეგონა ასეთ დროს მიგატოვებდით? მისაღებში ვზივართ.
_ ოკ.მეც მალე მოვალ_ სავსე ვიყავი ამდენი ყურადღებისა და სიყვარულისაგან.ბედნიერების კურცხალი გადმომიგორდა თვალებიდან.
_ ყველაფერი მზადაა ტკბილო , წავიდეთ_ შემოსასვლელიდან გამომძახა უჩამ.
ღრმად ჩავისუნთქე,უმისამართოდ გავუღიმე ჩემს ტკბილ ცხოვრებას და ნათელ მომავალს,ფეხზე მხნედ წამოვდექი და კარისკენ წავედი.
გოგოების დანახვამ უზომოდ გამახარა,წინასაოპერაციო სამზადისს ნახევარი საათი დასჭირდა.ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ მალე უკეთ ვიქნებოდი მამხნევებდა და რაც მთავარია უჩას მზრუნველობა და სიყვარული ყველაზე ძლიერი სტიმული იყო ჩემთვის.გორგოლაჭებიან საწოლზე მოკალათებულს მინდოდა წასვლამდე მხოლოდ მისი სახე დამენახს,მისი ნათელი თვალები და თბილი ღიმილი.
_ მე აი აქ კართან დაგელოდები ტკბილო,არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება_ მზრუნველად მისმევდა თმასა და ყელზე თითებს და მიალერსებდა.
_ არ მეშინია,შენ როცა მყავხარ მაშინ არაფრის მეშინია_ მისი ხელები მჭიდროდ მქონდა მომუჭული და მკერდში ჩაკრული.
_ მიყვარხარ_ ტუჩებში მთელი გრძნობით და ვნებით მაკოცა,ეს ყველა ტკივილგამაყუჩებელს სჯობდა.ჩემი საწოლი ექთანმა საოპერაციო ბლოკისკენ გააგორა,ჩემი გონება,თვალები და გული კი მეტრეველთან დარჩა,რომელიც ცრემლიანი თვალებით კედელზე მიყრდნობილი მზერით მაცილებდა.
……
ერთი კვირის თავზე უკვე სრულიად ჯამრთელი და საღ-სალამათი გამომწერეს საავადმყოფოდან.ამდენი სიხარული და ბედნიერება უკვე თავბრუს მახვევდა,თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სიხარული და ბედნიერება წინ მელოდა,ზუსტად ორი თვის შემდეგ.
……
_ საყვარელო დღეს ,რომელ საათზე მოხვალ?_ მოულოდნელი სიახლისაგან ადგილს ვეღარ ვპოულობდი და ხმაზეც მეტყობოდა მღელვარება.
_ მოხდა რამე ტკბილო?_ ჩემმა მოუთმენლობამ დააეჭვა.
_ რომ მოხვალ გეტყვი_ მაშინვე გავთიშე და იმაზე ფიქრი დავიწყე რა ფორმით მეთქვა მისთვის ახალი ამბავი.ამისათვის კი ჩემი პატარა ანგელოზების დაჩისა და სოფოს დახმარება დამჭირდებოდა.გეზი მათი საძინებლისკენ ავიღე.
……
დაახლოებით 1 საათში უჩამ უკვე სახლის კარი შემოაღო,როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა ინტერესში ჩააგდო.
_ აბა რა უნდა მითხრა?_ შემოყო თუ არა სახლში თავი მაშინვე გამომძახა სამზარეულოში.
_ ასე მალე მოხვედი საყვარელო? _ მისმა მოსვლამ და მითუმეტეს ასეთმა ცნობისმოყვარეობად ძალიან გამახალისა.
_ ისეთი ხმა გქონდა,რომ ინტერესმა მომკლა_ გამიღიმა და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
_ მამიკო მოსულაა_ მის ხმას ჩვენი გიჟებიც შემოყვნენ,ალყაში მოიქციეს მამამისი და ბზიკებივით შემოესივნენ,ისეთი ჟრიამული ატყდა ოთახში ,რომ ერთი სიამოვნება იყო ამ სანახაობის ხილვა.
_ მამიკო იცი დედამ დიდი ალბომი გვიყიდა მე და სოფოს,გინდა განახო?_ პასუხს არც დალოდებია მკვირცხლად ჩამოხტა მამის კალთიდან და მისაღებ ოთახში თავქუდმოგლეჯილი გავარდა,წამში მობრუნდა უკან დიდი წითელ ყდიანი ალბომით,ჩემსა და მამას შუაში ჩაეკვეხა და მაგიდაზე მძიმედ დადო და გადაშალა.მე,უჩა და სოფო,რომელსაც ჩემს კალთაში მოეკალათებინა ინტერესით ვადევნებდით თვალს თუ როგორ შლიდა სათითაოდ ფურცლებს და გვაჩვენებდა მისსა და სოფოს ერთობლივ ფოტოებს.
_ ეს მე და სოფო საქანელაზე,ეს მე ბურთით,ეს მამიკო სურამში,რომ ვისრიალეთ გახსოვს?,ეს დედიკო ფა სოფო ნაყინებს ,რომ ჭამენ_ ენას არ აჩერებდა დაჩი.
ბოლო გვერდზეც გადავშალეთ სადაც მხოლოდ ლამაზად გაფორმებული ჩარჩო იყო სურათის გარეშე.
_ მხოლოდ ეს ადგილი რატომაა ცარიელი?,აღარ გქონდა ფოტო? _ გაკვირვებული შემოგვხედა.
_ არა მამიკო ეს სპეციალურად დავტოვეთ_ ეშმალურად აათამაშა წარბები სოფომ.
_ რატო?_ გაიკვირვა
_ პატარა ძამიკოსთვის ან დაიკოსთვის_ ახარა დაჩიმ.
_ რაა?_ გაოგნებისაგან ყბა ჩამოუვარდა_ რა თქვა მაიკო დაჩიმ?_ ჩემკენ შემობრუნდა მთელი სხეულით,სახეზე თან აღფრთოვანება და თან გაოგნება ეწერა.
მე ემოციებს ვეღარ ვერეოდი,მხოლოდ ვიღიმოდი და ცრემლები მისდა უნებურად მეღვრებოდა ღაწვებზე.თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.მერე? მერე იყო ემოციების ზღვა,ჩახუტება,ცრემლები,ჩემს სხეულზე შემოჭდობილი პატარა და დიდი ხელები,ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით,ერთიანობა,მამა,დედა,ორი შვილი და მალე მესამეც….დიახ ჩემი და უჩას შვილი….
❤❤❤❤❤❤
P.s.
ესეც დასასრული :(
დაახლოებით ერთ კვირაში დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით სათაურით
❤არ შემიძლია,ვერ გელევი❤

№1  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონდა ეს ისტორია. ყოველითვის პოზიტივით მავსებდა. გული დამწყდა რომ დამთავრა, მაგრამ იმედია მომდევნო ისტორიაც ასეთივე კარგი იქნება და ისევე მომეწონება, როგორც ეს მომწონდა. ძალიან მაგარი ხარ რა

№2  offline მოდერი ლილიანა

milangirl
ძალიან მომწონდა ეს ისტორია. ყოველითვის პოზიტივით მავსებდა. გული დამწყდა რომ დამთავრა, მაგრამ იმედია მომდევნო ისტორიაც ასეთივე კარგი იქნება და ისევე მომეწონება, როგორც ეს მომწონდა. ძალიან მაგარი ხარ რა

მეც იმედი მაქვს,რომ არანაკლებ ტკბილი და თბილი იქნება მომდევნო დს თქვენ გულებს მოიგებს❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3 სტუმარი darina

Iseti tbili da tkbili dasasruli qonda rogoris es istoria iyo, shen umagresi gogo xar da velodebi shens axal istorias.

№4  offline მოდერი ლილიანა

darina
Iseti tbili da tkbili dasasruli qonda rogoris es istoria iyo, shen umagresi gogo xar da velodebi shens axal istorias.

მადლობა საყვარელო❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№5  offline წევრი Zuma

Umagresi istoriaa ,umagresi dasasrulit :*

№6 სტუმარი Marusia_maro

Vaime sityvebi ar myofnis agar vici rogor gamobxato shens mimart dadebiti emociebi :* <3 arachveulebrivi xar tbili tkbili da siyvarulit savse sxvanairad sheudzlebelia aseti motxrobis dawera emociebit savse ar gicnob magram shoridan miyvarxar aseti kargi rom xar :* <3 didi madloba amdeni xani ro gvabednierebdi da dadebiti emociebit gvavsebdi :* bevri ramis tqma minda da sityvebi agar myofnis :* shokoladivit tavi iyo vgijdebi am wyvilze ucha xom idealuria samwuxaroa realobashi eseti kacebi rom ar arseboben :* <3 bedierebas da gvtis wyalobas gisurveb :***

№7  offline მოდერი ლილიანა

Zuma
Umagresi istoriaa ,umagresi dasasrulit :*

მადლობა ტკბილო❤❤❤
Marusia_maro

შენც უამრავ სიტკბოებას გისურვებ ცხოვრებაში და ისეთი მამაკაცის პოვნას რომელიც 98% მაინც ემგვანება უჩას❤❤❤❤მეც მიყვარხარ მარუ გაკოცე❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№8 სტუმარი Marusia_maro

Sabednierod myavs chemtvis idialuri mamakaci napovni da is chemi meoglea<3 gmerts madlobas vuxdi sul rom chemtvis aseti arachveulebrivi adamiani gaimeta :* dedamisis sul madlobeli viqnebi aseti kargi rom gazarda shenc bednierebas gisurvebshens meoglestan ertad <3

№9  offline მოდერი ლილიანა

მიხარია ამის მოსმენა გაბედნიეროს უფალმა❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№11  offline წევრი kora

ლილიანა, ტკბილი და საყვარელი ხარ შენ, მთელი ამ ისტორიის მანძილზე დადებითი ემოციების კორიანტელს ვგრძნობდი, ძალიან შემაყვარე თავი და შენი თბილზე თბილი პერსონაჟები.
ბევრი ისტორია მომწონებია და მომწონს ამ საიტზე, მაგრამ ეს ერთადერთია რომლის დამთავრება მეწყინა, ჯერ სამსახურში თავისუფალი დრო რომ გამომიჩნდა და სათაური რომ ვნახე თვალები გამიბრწყინდა სიხარულისგან, მაგრამ სიტყვა დასასრული რომ ვნახე მოვიწყინე, ცხადია დასასრული ყველაფერს აქვს და მითუმეტეს ასეთი ემოციური დასასრული კარგია მაგრამ დამაკლდება მე ეს სიტკბოება, დაველოდები ახალ ისტორიას.
პ.ს. აი წინა ისტორიასაც თუ გაარძელებ ხომ იცი როგორ ძალიანაც ველოდები და გამახარებ ძალიან <3
--------------------
kira.G

№12 სტუმარი NINO K.D.

კარგია ძალიან დიდი პოზიტივის მატარებელი იყობეს ისტორია და არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები. ემოციების გამოხატვის უნარი არ გამაჩნია და არ გეგონოს თუ მშრალ კომენტარს დავწერ არ მომწონს. ძალიან კარგი და განსხვავებული იყო იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. ტკბილო :p

№13  offline მოდერი ლილიანა

kora

მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისათვის,წინა ისტორიის მუზა ჯერ არ მომიბრუნდა და საბოლოოდ აუცილებლად დავამთავრებ იმასაც❤❤❤

NINO K.D.
კარგია ძალიან დიდი პოზიტივის მატარებელი იყობეს ისტორია და არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები. ემოციების გამოხატვის უნარი არ გამაჩნია და არ გეგონოს თუ მშრალ კომენტარს დავწერ არ მომწონს. ძალიან კარგი და განსხვავებული იყო იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. ტკბილო :p

მადლობა nino აუცილებლად დაგობრუნდებით უფრო ტკბილი ისტორიით❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline წევრი Diosa Dela Tristeza

გული რაღაცნაირად დამწყდა რომ დასრულდა და ისე გამალებით აღარ მომიწევს ლოდინი საუკეთესოა შემიყვარდა საშინლად შემიყვარდა ეს ისტორია ძალიან დიდი მაგალითი მივიღე ამ მოთხრობიდან ისეთი რომელიც მომავალში გამომადგება არ ვიცი რა ვთქვა მეც კი ბედნიერი ვარ ბოლოში ცრემლები წამომივიდა ახლაც მომდის ემოციებში ვარ იმდენი სიყვარული ტკბილი და თბილი გრძნობები იყო გაერთიანებული რომ მეც კი ვფრინავ შესანიშნავი დასასრული იყო მადლობა რომ ასე ლამაზად წერ შეუდარებელი ხარ ლილიანა love love

ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დაიწყებ აქედანვე ვხვდები რომ ისიც ასეთი მაგარი იქნება wink love

№15  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia

ჩემი გვანციკო ❤❤❤❤❤მიხარია,რპმ გაბედნიერებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ტკბილო რა გააკეთე ეს ასე მალე როგორ დაამთავრე? არ მინდოდა ასე უცებ დამთავრებულიყო ნამდვილად... უფ რა კარგად ვისიამოვნე ბატონი ჯაბას დაპატიმრების სცენით შენ ვერც წარმოიდგენ... ეს ბავშვებიც რა საყვარლები არიან როგორი სიურპრიზი მოუწყვეს უჩას... მოკლედ ახალ ისტორიას ველოდები დაუყოვნებლივ

№17  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ტკბილო რა გააკეთე ეს ასე მალე როგორ დაამთავრე? არ მინდოდა ასე უცებ დამთავრებულიყო ნამდვილად... უფ რა კარგად ვისიამოვნე ბატონი ჯაბას დაპატიმრების სცენით შენ ვერც წარმოიდგენ... ეს ბავშვებიც რა საყვარლები არიან როგორი სიურპრიზი მოუწყვეს უჩას... მოკლედ ახალ ისტორიას ველოდები დაუყოვნებლივ

მადლობა ტკბილოოო❤❤❤ დამელოდე არანაკლები ტკბილი ისტორიით დაგიბრუნდები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№18  offline წევრი eni

შენ ხარ ჩემი ტკბილი ეს ისტორია კიდევ სასწაულიააა შემპირდი და აი ზუსტად მე რომ მიყვარს ისეთი მურაბა თავი დამიწერე და მიყვარხარ შენ ამიტომ ძალიან მადლობა იმისთვის რომ დღე არ გავიდოდა ეს ისტორია სიახლეებში რომ არ მენახა ეხლა არვიცი ამის გარეშე რა მეშველებაა იმდენად შევეჩვიე ამმისტორიას და შენ რომ არ ვიცი რავქნა უკვე ეს თავი
აი ისეთი ისეთი ბედნიერება იყოო მაიკო როგორი კარგი მყავს უჩაც მთლიანი ოჯახი ეს ბავშვები
როგორი საყვარლები
არიან თან მესამე დარწმუნებული ვარ უფრო საყვარლობა იქნება სამართლიანობამ იზეიმა და გამიხარდა ჯაბას და დანარჩენების ამბავი აუ იციი რა ტკბილობა დასასრული იყო ვერ ავგწერ მომენატრები და გელოდები ახალი ისტორით იცოდე დროზე დაგვიბრუნდი <3 <3 <3

№19  offline მოდერი ლილიანა

eni

მადლობა საყვარელო ენი❤ აუცილებლად დაგივრუნდები მურაბა და ტკბილი ისტორიით❤❤❤ მადლობააააა❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№20  offline წევრი Tiiko ^.^

იუჰააა მაგადი, ნუ იყო <3 დამწყდა გული რომ დამთავრდა :( მაგრამ დაველოდები შენს ასეთ გემრიელს სხვა ისტორიას

№21  offline მოდერი ლილიანა

Tiiko ^.^
იუჰააა მაგადი, ნუ იყო <3 დამწყდა გული რომ დამთავრდა :( მაგრამ დაველოდები შენს ასეთ გემრიელს სხვა ისტორიას

მადლობა გენაცვალეეე❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№22  offline წევრი მეამეა

რა კარგიააა <3 მიყვრას ისტორიები ტკბილი დასასრულით და მიხარია აუღელვებლად რომ ჩავიკითხე, არც გვრიტები დაიტანჯნენ და რაც მთავარია- ყვავები ჩასვევს გალიაში :)))

№23  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
რა კარგიააა <3 მიყვრას ისტორიები ტკბილი დასასრულით და მიხარია აუღელვებლად რომ ჩავიკითხე, არც გვრიტები დაიტანჯნენ და რაც მთავარია- ყვავები ჩასვევს გალიაში :)))

სადაა ყვავების სსყლოყინო :):):):) მადლობა საყვარრლო❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№24  offline წევრი tatiko.1995

Chemo gulo ra tbili da sayvareli istoria iyo agprtovanebuli var sheni nawarmoebit dzalian kargad wer erti amosuntkvit wavikitxe da dadebitat da pozitivit avivse dzalian kargad wer :*

№25  offline მოდერი ლილიანა

tatiko.1995
Chemo gulo ra tbili da sayvareli istoria iyo agprtovanebuli var sheni nawarmoebit dzalian kargad wer erti amosuntkvit wavikitxe da dadebitat da pozitivit avivse dzalian kargad wer :*

უღრმესი მადლობა საყვარელო მიხარია თუ ცოტა ხნით გავაბედნიერე და გავალამაზე მკითველის დღე <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№26  offline წევრი Mariam Shengelia_3

ამწუთას დავასრულე, გამათემებინა პრაქტიკულად. ისტორიის დადების თატიღს რო შევხედე ჩემი თავი გავლანძღე აქამდე სავიყავითქო.
არვიცი რა ვთქვა, საოცრება იყო, თითოეული თავი ისეეეთი კარგი, თბილი და დახვეწილი იყო სიტყვებით ვერ გადმივცემ!
მართლა საოცრება იყო, ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა!
უჩაზე ვარ შეყვარებული❤ მაიას სახით უფრო ნათლად დავინახე რამხელა ძალა აქვს სიყვარულს❤
მოკლედ საოცარი ისტორია იყო და საოცრება ხარ შენ!❤ ძალიან ძალიან კარგად წერ❤❤❤

№27  offline მოდერი ლილიანა

Mariam Shengelia_3
ამწუთას დავასრულე, გამათემებინა პრაქტიკულად. ისტორიის დადების თატიღს რო შევხედე ჩემი თავი გავლანძღე აქამდე სავიყავითქო.
არვიცი რა ვთქვა, საოცრება იყო, თითოეული თავი ისეეეთი კარგი, თბილი და დახვეწილი იყო სიტყვებით ვერ გადმივცემ!
მართლა საოცრება იყო, ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა!
უჩაზე ვარ შეყვარებული❤ მაიას სახით უფრო ნათლად დავინახე რამხელა ძალა აქვს სიყვარულს❤
მოკლედ საოცარი ისტორია იყო და საოცრება ხარ შენ!❤ ძალიან ძალიან კარგად წერ❤❤❤

გაიხარე ამ სითბოსა და სიყვარულისთვის,<3 დიდი მადლობა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent