შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო ორისთვის 4


5-11-2015, 10:51
ავტორი EmyLee
ნანახია 2 043

თითის ანაბეჭდები,რომლითაც ცხოვრებას ვეხებით ქრება..მაგრამ არ ქრება გრძნობები,ადამიანები მხოლოდ გარეგნობით ვიცვლებით,როგორც ხეები....
ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც,როგორც ჩანს იმ გაცვეთილმა და ბანალურმა ფრაზამ ”დრო ყველაფრის მკურნალია” ჩემზე არ იმოქმედა.
2 წელი გავიდა მას შემდეგ,მაგრამ ხომ ხედავთ მე მხოლოდ გავიზარდე და შევიცვალე ჩემი შინაგანი სამყარო,ჩემი სულის და გონების მდგომარეობა უცვლელი დარჩა,ისევ იმას ვგრძნობ რასაც ყოველთვის..
უახლეს მოვლენებამდე ნახევარი წლით ადრე 19:25 საათი
ამაყად მივაბიჯებ ფართოდ გაშლილ ქუჩაზე,რომელზეც თოვლის ფიფქები ცეკვა-ცეკვით მოფარფატებდნენ,კი არ ენარცხებოდნენ არამედ ნაზად ეხებოდნენ მას.მივაბიჯებდი თქო შევცდი,გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას და ინტერესით შევცქეროდი ცას,რომელიც ისეთი უსასრულო იყო თვალსაც კი ვერ ვაწვდენდი ადგილს საიდანაც ფიფქები ეშვებოდნენ.უცნაურია და მე მხოლოდ თოვის დროს შემიძლია იმის შეგრძნება,რომ დედამიწა ბრუნავს და ეს ყველაფერი ისე..
-უკაცრავად
მხარზე ძლიერმა შეჯახებამ გამომაფხიზლა
-მაპატიეთ ჩაფიქრებული ვიყავი
-არა უშ.. ელი..
ღმერთო მგონი მომეჩვენა,გზა გავაგრძელე,მაგარმ..
-ელი ეს შენ ხარ
არ მომჩვენებია,მისი ხმის გაგონებაზე სხეულის ქვედა ნაწილიდან კერძოდ,ფეხებიდან წამოსულმა სიცივის ტალღამ თმის ღერებიც კი გამიყინა,სულში კი საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი..
-თომა იცი ძალიან მეჩქარება
-სახლამდე მაინც მიგაცილებ ცოტას ვისაუბრებთ
-არა მარტო მირჩევნია
-აა შენი ქმარი.. კარგი მაშინ ნახვამდის
გზა განვაგრძე,მივდიოდი და ვგრძნობდი ქუჩაზე მეორე სილუეტის სიახლოვეს,ვიცოდი რომ თომა იყო,მაგრამ არ შევიმჩნიე
სახლში მივედი ლეო უკვე მოსულა,ვივახშმეთ. ფილმის ყურების დროს კი ჩამეძინა.

3თვის შემდეგ
დღეს ჩემი მეგობრის გამოფენაზე მივდივარ..
-ანა გილოცავ ყველაფერი შესანიშნავია
--მადლობა ელი გამიხარდა,რომ მოხვედი,აი აქეთ დაჯექი და მეც ახლავე მოვალ
-ელი როგორ ხარ?
-ქეით.. რამდენი წელი გავიდა (ქეითი ჩემი მეგობარი და თომას დეიდაშვილია)
-ელ თომაც აქ არის ცოლთან ერთად
-ესღა მაკლდა
და აი ისინიც,ჩვენს გვერდით მაგიდასთან დასხდნენ,თავს ცუდად ვგრძნობდი თითქოს ვიღაც ჩემი ნაწილის დაკავებას ცდილობდა,ესღა მაკლდა.. გარეთ გამოვედი,თომაც გამომყვა
-ცოლთან დაბრუნდი
-შენც ხომ გაიქეცი იმ დღეს შენს ქმართან
-აი თურმე რა გქონდა გულში,ახლა ხომ დაისვენე
-მხოლოდ გონებაში მქონდა შავად ჩალექილი.გულში შენ მყავხარ ელ
-თომა ახლავე შეწყვიტე
გავიქეცი.. სულში მაწვიმდა,ფეხებს კი წვიმისგან გაჩენილი ”პატარა გუბეები” მისველებდა,რომელშიც რიტმულად მიწევდა ცურვა,ისე წვიმდა თითქოს ციდან ვედრებით ასხავენ წყალსო.თომა წამომეწია,უკნიდან მისი ხელების ძლიერი მოჭიდება ვიგრძენი,რომელიც ჩემს დაჭერას ცდილობდა,როგორც მგელი ცდილობს ხოლმე კრავის დაჭერას და შემდეგ შეჭმას,მასაც ჩემი შეჭმა უნდოდა იმიტომ კიარა,რომ შიოდა,მგლებისგან განსხვავებით მას ჩემი სამუდამოდ თავის სხეულში ჩატოვება უნდოდა.
-ელი მე შენ მიყვარხარ(მთელი ხმით ღრიალებდა)
-თომა გაჩერდი გთხოვ.. თომა
-ელი ერთხელ გაგიშვი,ბედისწერამ ისევ შეგვახვედრა და ახლა აღარ შემიძლია შენი გაშვება გესმის?
-თომა ქმარი მყავს შენ კი ცოლი
ყვირილით ვუმტკიცებდით ერთმანეთს,თავის გამართლებას ვცდილობდით წარსულში დაშვებულ შეცდომაზე..
შემდეგ ორივე გავჩუმდით,მისკენ გავიქეცი ხელში ამიტაცა როგორც პატარა ბავშვი,როგორც ადრე აი მაშინ იმ საღამოს.. მე მისი სხეულის შეხებას ვერ ვგრძნობდი,მხოლოდ ჩემი და მისი სულების გაერთიანებას,სულების სითბოს,სხეული მხოლოდ ხორციელი გრძნობებია,რომელიც ჩვენ არ გვესმოდა.
ნახევარი წლის შემდეგ
-ელი ჩემ ცოლთან ურთიერთობა დიდიხანია დამეძაბა,მხოლოდ იმსი გამო რომ იცის ისევ შენ მიყვარხარ,ჩვენ დაშორება გადავწყვიტეთ
-თომა ჩემს გამო ოჯახს ნუ დაანგრევ,გავიწყდება რომ შვილი გყავს
-ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება არც ყურედღება და არც მზრუნველობა ელი
-მე ლეოს ვერ მივატოვებ,მას ძალიან ვუყვარვარ
-თუ გინდა მე დაველაპარაკები
-არც იფიქრო
უკან დავბრუნდი,ანასთან
-ანა მე წავალ
-წამოდი სტუმრებიც შეცოტავდნენ,ჩემთან ავიდეთ
-არა ქეით,დარჩი და გაერთე
-არაუშავს,ყავა მომინდა,წამო დავლიოთ
-კარგი,წავიდეთ
სახლში შესვლისთანავე კარზე ზარის ხმა გაისმა..
-თომა,როგორ მიხვდი,რომ აქ ვიყავით,ყავის სუნმა მოგიზიდა ხო?
-ხოო.. დავლევ მეც.. ელი აქ არის?(ჩურჩულით ეკითხებოდა დეიდაშვილს)
-კი აქ არის
-შეგიძლია რამე მოიმიზეზო და მაღაზიაში ჩახვიდე,სალაპარაკო მაქვს
-თომა არ გინდა რაღაცას იეჭვებს
-გთხოვ..
-კარგი
ელი თომა,ყავა აღაარ ყოფილა,ახლავე ჩავალ და ამოვიტან,თქვენ დამელოდეთ
-არგინდა ქეით,ნუ იწვალებ
-არა ელი,ორ წუთში აქ ვარ,დროებიით..
სწრაფად გაიხურა კარი.. ტელევიზორი ჩავრთე დროის გასაყვანად,არმინდოდა თომასთან საუბარი,მაგრამ დაიწყო..
-ელი,ხედავ კიდე შევხვდით,ეს დამთხვევა აღარაა..
-შვილი როგორ გყავს?
-რა უჭირს,შენ როგორ ხარ?
-მშვენივრად
-ელი
გვერდით მომიჯდა,მე კი შეშინებული კურდღელივით გავეცალე
-რა გემართება?
ისიც წამოდგა და ფრთხილი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა,მეც უკან ვიხევდი და ჩემდა საუბედუროდ კედელთან აღმოვჩნდი..
-ელი,ჩემო ანგელოზო
-არ გინდა თომა
-სიყვარულო..
-თომა წავალ თუარ მომეშვები
-არაფერს დაგიშავებ ლამაზო
-მორჩა მივდივარ
ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვახერხე,უკვე მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული
-თომა შემეშვი გესმის
-ჩემი ოცნება ხარ ელი
-გასაგებია თომა,ახლა წასასვლელი ვარ,გამიშვი
-მინდა ჩემი გახდე
-არც გაიფიქრო თომა
-მინდიხარ
-შეწყვიტე გთხოვ
თვალებზე მკოცნიდა.. ძლიერად მიმიზიდა მისკენ,შემდეგ ვნებამორეული გაგიჟებით დაეწაფა ჩემს ტუჩებს.. არ შემეძლო მისგან დაღწევა,უფროსწორად არც მიცდია ეს,მე ხომ სიგიჯემდე ვიყავი შეყვარებული ამ ბიჭზე.. კაბის ღილებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა,და.. ისევ ის დღე დამიდგა თვალწინ,ის დაწყევლილი დღე ფილმის კადრივით მირბენდა,მოსვენებას არ მაძლევდა იმ ტკივილის გახსენება.. ძალა მოვიკრიბე და როგორც იქნა დავეღწიე მის ცხელ სხეულს და ტუჩებს..
-რა მოხდა ელი,სად მიდიხარ
-ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა ჩემსკენ
-ელ მე ხომ არაფერი დამიშავებია,რამ შეგაშინა ასე უეცრად
-შეწყვიტე და არ მომიახლოვდე,გესმის?ნუ მოდიხარ..(გიჟივით ვყვიროდი)
-ფუ ამის.. .. არ მითხრა რომ ეს სიმართლეა ელი
ცრემლების შეკავება უშედეგოთ ვცადე,ყველაფერი ტრიალებდა,დღეს დავრწმუნდი ჩემი წარსული მომავლის საშუალებას არასდროს მომცემდა,ვერაფერი დამავიწყებდა იმ საღამოს
-მან .. შენზე.. ელი ეს სიმართლეა?
-მე..
-ელი სიმართლეა თუ არა მიპასუხე!
-კი სიმართლეა
-ფუ,.. ცხოველი,მოვკლავ გესმის?რატო აქამდე არ მითხარი?
-მეშინოდა
-ელი ნეტავ გეთქვა,მასთან ერთ დღესაც არ გაჩერდები,მორჩა,ყველაფრისთვის აგებს პასუხს გპირდები
-გთხოვ არ გინდა,ეს მხოლოდ ერთხელ..
-მოვკლავ!
-თომა
-სიყვარულო,ჩემო ლამაზო,ჩემო ანგელოზო,ნურაფირის შეგეშინდება,მე აღარასდროს დაგტოვებ მარტოს,დღეიდან მოახლოვებასაც ვერ გაბედავს,მოვკლავ!
-ამას ნუ ამბობ,შენ არავის მოკლავ
-არ ვაპატიებ მაგ ნაბიჭვარს,ნუ ტირი გთხოვ,არ დამანახო შენს სახეზე ცრემლი
-მიყვარხარ თომა
-მეც სიგიჟემდე ანგელოზო
-ბავშვებო მეც მოვედი,ცოტა შემაგვიანდა,სხვა მაღაზიაში მომიხდა წასვლა
-არაუშავს ქეით,წასვლას ვაპირებ
-მაი,შემო თომაც აქაა
-მთელი საღამოა გეძებ საყვარელო(თომას ჩაეხუტა)
-წავედი,დროებით ქეით
-მე გაგაცილებ,ამ ღამეში მარტოს არ გაგიშვებ
-კარგი რა თომა,მე შენი ცოლი ვარ და ვეღარ გამეპარები,არაფერი დაუშავდება ტაქსით წავიდეს სახლში
-მართალს ამბობს შენი ცოლი თომა,მარტო წავალ
უკვე სული მეხუთებოდა იმ სახლში და.. ესეც გაზაფხულის ღამე,სუსხიანი და თბილი.. ფეხით წასვლა არ მაწყენდა..



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა საშინლად ტრაგიკულია :(((((( მართლა... ცრემლებს ვერ ვიკავებ თვალიდან უნებურად მომდიოდა.
თომას მსგავსი რეაქცია მექნებოდა მეც და მქონდა ზუსტად ეს რომ წავიკითხე ! :(
კომენტარსაც კი ვერ ვწერ, შემაზანზარა პირდაპირ...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი EmyLee

ErckeMydass25
რა საშინლად ტრაგიკულია :(((((( მართლა... ცრემლებს ვერ ვიკავებ თვალიდან უნებურად მომდიოდა.
თომას მსგავსი რეაქცია მექნებოდა მეც და მქონდა ზუსტად ეს რომ წავიკითხე ! :(
კომენტარსაც კი ვერ ვწერ, შემაზანზარა პირდაპირ...

მტკივნეულია ნამდვილად.. წარმოსადგენად და ასმაგად როცა ამის გადატანა გიწევს .. :(
--------------------
Rain Of Native Girl

 


№3 სტუმარი Charlotte

Sad..((..but..everything will be perfectly.. I promise.. you..ヅ♥♥

 


№4  offline წევრი EmyLee

Charlotte
Sad..((..but..everything will be perfectly.. I promise.. you..ヅ♥♥

Thank you, love will endure, the power of love to life <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


№5 სტუმარი Charlotte

Not at all.Of course will endure..:* *-*

 


№6  offline წევრი EmyLee

Charlotte
Not at all.Of course will endure..:* *-*

<3 <3 <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე, შენ ერთი ციდამ
ადამიანსაც დაემსგავსე, ჩამოფრენილო ციდან, <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline წევრი EmyLee

Ercke .. <3 <3 perfect
--------------------
Rain Of Native Girl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent