-15 წამი... -მიყვარხარ.
- კოლეჯიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გუშინ არ მისულხარ, დღეს კი ლექციების დაწყებამდე წამოხვედი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -რომ დავბრუნდები ყველაფერს აგიხსნი. -იმედია სერიოზული მიზეზი გაქვს. გოგონამ მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები, თუმცა უეცრად გაშეშდა. -მოგვიანებით დაგირეკავ. სასწრაფოდ მიაყარა სიტყვები ბიცოლას და ტელეფონი გათიშა. საწოლს მიუახლოვდა და რაღაცის ასაღებად დაიხარა. საწოლის ქვეშიდან ვარდისფერი წიგნაკი გამოიღო და გადაშალა. პირველ გვერდზე ლამაზი გამოყვანილი ასოებით ეწერა: "ლილიანა გეჯაძე - პირადი ჩანაწერები" მილენამ ჩანთა გახსნა, წიგნაკი შიგნით მოათავსა, სასწრაფოდ დახურა და ოთახიდან გავიდა. -ლანა დეიდა! -მილენა იპოვე რამე? ნერვიულად შეხვდა წინ ქალი. -ვერა ლანა დეიდა, ნუ ნერვიულობთ ლილის აუცილებლად ვიპოვნით. -გუშინ პოლიციიდან დამირეკეს, მითხრეს რომ დღეს საღამოს ისინიც დაათვალიერებენ ოთახს. -არ უთხრათ, რომ მე დავასწარი, შეიძლება ზერელედ დაათვალიერონ, იფიქრებენ საუკეთესო მეგობარმა ვერაფერი იპოვა და ჩვენ რას ვიპოვითო. მილენამ მშვენივრად იცოდა, რომ მას დაკითხავდნენ რამე ხომ არ უპოვნია ან პრობლემები შეექმნებოდა რადგანაც პოლიციის წინ წავიდა. -მეც ასე ვფიქრობ. -კარგით ლანა დეიდა მე წავალ, ბიცოლა მელოდება. -კარგი შვილო. -ნუ ღელავთ ლილის ვიპოვნი. -ღმერთმაც ქნას. -თქვა ქალმა და თვალები აუწყლიანდა. * * * მილენა ჩაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას, ყველა სიტყვა, რაც კი დარაჯიდან მოისმინა ცხადად ჩაესმოდა ყურში. სახლს მიუახლოვდა და დაინახა მისი ბაღიდან ორი უცნობი მამაკაცი გამოვიდა, ვერც ერთის სახე ვერ გაარჩია, ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა ამაოდ, მამაკაცები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ახლა სახლისკენ გაიქცა, კარები ნახევრად ღია დახვდა, სახლში ყვირილით შევარდა. -ბიცოლა! ბიძია! თუმცა პასუხს არავინ უბრუნებდა. მეორე სართულის კიბეები აირბინა, ასვლისთანავე შეამჩნია ბიცოლამისის ოთახის ღია კარი, იატაკზე, კარის ზღურბლზე ვიღაცის ხელი ნახევრად ჩანდა. სასოწარკვეთილი მივარდა გოგონა კარებთან, რომ მთლიანად დაენახა ვის ეკუთვნოდა ხელი. მწარე ფიქრები გამართლდა, ქალბატონი ნინო (ბიცოლა) პირქვე ეგდო იატაკზე. თავზე დიდი ჭრილობა ჰქონდა, როგორც ჩანდა მძიმე საგანი ჩაარტყეს, მილამ ოთახს თვალი მოავლო, იქვე საწოლთან ბიძამისის გვამიც დაინახა. საკვირველია, მაგრამ არც ერთი ცრემლი არ მოსწყვეტია მის თვალებს. სახლის ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ ტელეფონს უპასუხა. -ალო! ხმა გაბზარულმა უპასუხა ტელეფონს მან. -გამარჯობა მილენა. არაბუნებრივი ბოხი ხმა გაისმა ტელეფონის მეორე მხრიდან. -გისმენთ. ახლა უკვე სიმტკიცე შეემატა მის ხმას. პოლიციის მანქანები, ჟურნალისტები, სასწრაფო დახმარება, ყველანი მილენას სახლის წინ იდგნენ, თუმცა გოგონა არსად ჩანდა. ის გარბოდა მეთელი ძალით, უკუნეთ ღამეში, ამას კოკისპირული წვიმაც ემატებოდა, სრულიად სველი გარბოდა და ჩანთას მთელი ძალით იკრავდა გულში. იქ ლილის დღიური ეგულებოდა და ყველანაირად სცდილობდა არ დაესველებინა. მილამ კარგად იცოდა თუ პოლიცია იპოვიდა, არასრულწლოვანთა დაცვის ცენტრში გადაიყვანდა საცხოვრებლად, იქ კი ვერც ლილის ძებნას მოახერხებდა და ვერც უცნობთან ბრძოლას, ამიტომ რაღაც უნდა მოეფიქრებინა და სადმე უსაფრთხო ადგილი ეპოვნა. ერთ-ერთი საცხოვრბელი კორპუსის სადარბაზოს შეაფარა თავი, სული მოითქვა და ტელეფონი ამოიღო. მისი შინა მოსამსახურის ნომერი აკრიბა. ნანის საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა, 25 წლის გოგონამ ყველაფერი იცოდა მილას შესახებ და მის საიდუმლოებებს ყოველთვის ერთგულად ინახავდა. -ალო მილა სად ხარ ? გაისმა ქალის ნამტირალევი და სასოწარკვეთილი ხმა, ტელეფონის მეორე მხრიდან. -ნანი თუ მარტო არ ხარ ყველას უთხარი რომ მილა არ ვარ და ჩემი სახელი ნერვიულობისგან ავტომატურად წამოგცდა. სწრაფად მიაყარა მილენამ. -ერთი წუთით. ჩასძახა ნანიმ ტელეფონში. ნანიმ პოლიციას აუხსნა რომ მილა არ იყო და რახან მასზე ძალიან ნერვიულობს ყველა ზარს მას უკავშირებს. შემდეგ ცალკე გავიდა. -ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება და სად ხარ. სიბრაზე და გაუგებრობა ერთდროულად იგრძნობოდა ქალის ხმაში. -ყველაფერს მოგიყვები, მანამდე შენი სახლის მისამართი მომეცი. -აღმაშენებლის 9 ნომერი, მეორე კორპუსი, მესამე სართული, მარჯვენა კარი, გასაღები ტილოს ქვეშ დევს. -სახლში არის ვინმე? -არა. ხომ იცი რომ მარტო ვცხოვრობ. -კარგი, იქ მივდივარ და დაგელოდები. არსად არაფერი წამოგცდეს. -კარგი ვეცდები მალე მოვიდე. დაჰპირდა ნანი და დელეფონი გათიშა. მილამ კარგად იცოდა, რომ მალე არ მოვიდოდა და რომ ყველა პასუხისმგებლობა ნანის დააწვა, პოლიციისთვის ჩვენება უნდა მიეცა, ამავე დროს ოჯახის ნათესავებისთვის უნდა შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ. გოგონამ ლიFტით სარგებლობას ფეხით ასვლა არჩია, კიბეები აირბინა და კარები გააღო. შესვლისთანავე დაათვალიერა ოთახები და ყველგან შუქები აანთო. დანა მოძებნა და როცა დარწმუნდა, რომ სახლში არავინ იყო, სააბაზანოში შევიდა, სველი ტანსაცმელი გაიხადა და ცხელი შხაპი კარებ ღიაში მიიღო, ცალ ხელში კი დანა ეჭირა. პოლიციის მანქანები, ჟურნალისტები, სასწრაფო დახმარება, ყველანი მილენას სახლის წინ იდგნენ, თუმცა გოგონა არსად ჩანდა. ის გარბოდა მეთელი ძალით, უკუნეთ ღამეში, ამას კოკისპირული წვიმაც ემატებოდა, სრულიად სველი გარბოდა და ჩანთას მთელი ძალით იკრავდა გულში. იქ ლილის დღიური ეგულებოდა და ყველანაირად სცდილობდა არ დაესველებინა. მილამ კარგად იცოდა თუ პოლიცია იპოვიდა, არასრულწლოვანთა დაცვის ცენტრში გადაიყვანდა საცხოვრებლად, იქ კი ვერც ლილის ძებნას მოახერხებდა და ვერც უცნობთან ბრძოლას, ამიტომ რაღაც უნდა მოეფიქრებინა და სადმე უსაფრთხო ადგილი ეპოვნა. ერთ-ერთი საცხოვრბელი კორპუსის სადარბაზოს შეაფარა თავი, სული მოითქვა და ტელეფონი ამოიღო. მისი შინა მოსამსახურის ნომერი აკრიბა. ნანის საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა, 25 წლის გოგონამ ყველაფერი იცოდა მილას შესახებ და მის საიდუმლოებებს ყოველთვის ერთგულად ინახავდა. -ალო მილა სად ხარ ? გაისმა ქალის ნამტირალევი და სასოწარკვეთილი ხმა, ტელეფონის მეორე მხრიდან. -ნანი თუ მარტო არ ხარ ყველას უთხარი რომ მილა არ ვარ და ჩემი სახელი ნერვიულობისგან ავტომატურად წამოგცდა. სწრაფად მიაყარა მილენამ. -ერთი წუთით. ჩასძახა ნანიმ ტელეფონში. ნანიმ პოლიციას აუხსნა რომ მილა არ იყო და რახან მასზე ძალიან ნერვიულობს ყველა ზარს მას უკავშირებს. შემდეგ ცალკე გავიდა. -ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება და სად ხარ. სიბრაზე და გაუგებრობა ერთდროულად იგრძნობოდა ქალის ხმაში. -ყველაფერს მოგიყვები, მანამდე შენი სახლის მისამართი მომეცი. -აღმაშენებლის 9 ნომერი, მეორე კორპუსი, მესამე სართული, მარჯვენა კარი, გასაღები ტილოს ქვეშ დევს. -სახლში არის ვინმე? -არა. ხომ იცი რომ მარტო ვცხოვრობ. -კარგი, იქ მივდივარ და დაგელოდები. არსად არაფერი წამოგცდეს. -კარგი ვეცდები მალე მოვიდე. დაჰპირდა ნანი და დელეფონი გათიშა. მილამ კარგად იცოდა, რომ მალე არ მოვიდოდა და რომ ყველა პასუხისმგებლობა ნანის დააწვა, პოლიციისთვის ჩვენება უნდა მიეცა, ამავე დროს ოჯახის ნათესავებისთვის უნდა შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ. გოგონამ ლიFტით სარგებლობას ფეხით ასვლა არჩია, კიბეები აირბინა და კარები გააღო. შესვლისთანავე დაათვალიერა ოთახები და ყველგან შუქები აანთო. დანა მოძებნა და როცა დარწმუნდა, რომ სახლში არავინ იყო, სააბაზანოში შევიდა, სველი ტანსაცმელი გაიხადა და ცხელი შხაპი კარებ ღიაში მიიღო, ცალ ხელში კი დანა ეჭირა. შხაპის მიღება დაასრულა, პირსახოცი მოიხვია და სააბაზანოდან გამოვიდა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა. დააცემინა. -ჯანმრთელობა. მოესმა უცნობი ბარიტონი ზურგს უკან. -ტელეფონში უფრო ბოხი ხმა გქოდა. თქვა გოგონამ, დანას ხელი მაგრად ჩასჭიდა, ცალი ხელით პირსახოცი კარგად დაიმაგრა და ფრთხილად შემობრუნდა. მის წინ მაღალი, ქერათმიანი, მწვანე თვალება 24-25 წლის ბიჭი იდგა. -მოხვედი. თქვა მილენამ და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა. კი ის ნამდვილად ლევანი იყო. მილენა ახლა მის წინ იდგა, მაღალი, სველი, წელამდე ხვეული თმით, არაამქვეყნიურად ლამაზი ლურჯი თვალებით, რომელსაც დაღლილობა უფრო მეტ სილამაზეს ჰმატებდა, სრულყოფილი ტანით რომელზეც წყლის წვეთები ურცხვად ეხებოდნენ და ირონიული ღიმილით. -მშურს. თქვა ლევანმა. -რისი? ან ვისი? -წყლის წვეთების. თითით მიანიშნა ბიჭმა გოგონას მხრისკენ. -დანაპირების შესასრულებლად მოხვედი არა? -მაინტერესებდა ჩემი მეტოქე როგორი იყო. -მერე? -ახლა უფრო გამიჩნდა სურვილი ასეთი სიმახინჯე დედამიწას მოვაშორო. ამბობდა ბიჭი, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ მილენა აგიჟებდა. -სახლის წინ მელოდებოდი, როდესაც გამოვედი გამომყევი, ჩემს ტელეფონს უსმენდი, სანამ მე მოვედი სახლში შენ მანამდე მოხვედი, ტილოს ქვეშ გასაღები აიღე, კარები გააღე მერე ისევ დააბრუნე, კარები შიგნიდან ეგრედ წოდებული "ატმეჩკით" ჩაკეტე, აივანზე დაიმალე და დამელოდე. ლევანი მშვიდად უსმენდა და გულის სიღრმეში აღრფთოვანებული იყო გოგონას ლოგიკური მსჯელობის უნარით. -გონება გახსნილი ბავშვი ხარ, თუმცა საიდან იცი რომ აივანზე ვიმალებოდი? -მხოლოდ აივანი არ შემიმოწმებია, უბრალოდ კარები გადავკეტე. საოცრად მშვიდად ლაპარაკობდა მილენა. -როგორ ფიქრობ გადარჩები? სრულიად უადგილო კითხვა დასვა ლევანმა. -ყოველ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. -შანსს გაძლევ, დიდი ხანია ჭკვიანი მეტოქე არ მყოლია, მაინტერესებს პირველ დარტყმას სად ან როგორ მომაყენებ. -არაგონივრულად მოიქეცი სახე რომ არ დამალე. გოგონამ სახეზე მიანიშნა და დანა იქვე ტუმბოზე დადო. -უკვე ისე მენდობი რომ დანა დადე ? -არ მომკლავ. ამ წუთას არა. -რატომ ფიქრობ ასე? -იმიტომ რომ ჩემი მოქმედება გაინტერესებ. ბიჭს ჩაეცინა. -სახის დამალვას რაც შეეხება, პოლიციას არ მიმართავ, იცი რაც მოგელის. -მე შემიძლია პოლიციას მივმართო ისინი მოგაგნებენ, შემდეგ ავტომატურად დაადგენენ ლილის ადგილსამყოფელს. -მაგრამ ამ შემთხვევაში შენ ვერ მომკლავ. თანაც ერთი გარემოება დაგავიწყდა, "თუ" დამიჭირეს. სიტყვა თუ-ს ბიჭა მახვილი დაარტყა. კარისკენ შებრუნდა და წავიდა. მისდა გასაოცრად მილენამ ამ ადამიანის მიმართ ზიზღი ვერ იგრძნო, არც შეშინებია, მეტიც უნდოდა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო და მისი საუბარის მანერა კარგად შეესწავლა. მისი წასვლისთანავე ყველა კარი და ფანჯარა საიმედოდ გადაკეტა, თუმცა იცოდა რომ ეს ვერ დაიცავდა. ნანის ტანსაცმლიდან სასურველი აირჩია, ჩაიცვა და ლილის დღიური მოძებნა. Fენით გაშრობა სცადა, გამოუვიდა კიდეც, ტყავის გარეკანმა თავისი მოახერხა და ფუეცლები ძალიან არ დასველებულა. იმედი მაქვს დაგაინტერესებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.