შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 12 თავი. (დასასრული)


6-11-2015, 00:03
ავტორი MLM
ნანახია 8 880

ასე გადიოდა დრო, მე ვმკურნალობდი, ჩემი ძვირფასი ხალხი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მე და ზურას სიყვარული დღითი-დღე გვიღრმავდებოდა. მალე 1 თვე გავა რაც ზურამ ცოლობა მთხოვა, რადგან ვიცოდი რომ გამოვძვერი და საშიში აღარაფერი იყო, ნიშნობაზე დავთანხმდი რომ 1 თვეში დავქორწინდებოდით, მაგრამ რადგან თმა აღარ მქონდა დავიცადეთ, მერე გადავწყვიტე ყველაფერი ძალიან უბრალოდ უნდა ყოფილიყო, არც მე ჩავიცვავდი გაბერილ კაბას, ამაზე ვიკამათეთ, ვერ ვიგებდი კაბა ჩემი ჩასაცმელი იყო თუ ზურასი. მილიონჯერ ავუხსენი რომ თმა ასე დაბალზე და გაბერილი კაბა ლამაზი არ იქნებოდა, ბოლოს მაინც დავითანხმე, რაც გინდა ქენი, ჩემთვის მთავარი ისაა რომ ჩემი საკუთრება გახდებიო. ამ ხნის განმავლობაში ზურას მშობლებიც გავიცანი პირისპირ, სარძლოს უნდა ვიცნობდეთო და ჩემს გამო ჩამოვიდნენ, ჩემს ჯანმრთელობაზე არაფერი უთქვიათ, არადა ზუსტად ვიცი ყველაფერი იცოდნენ, ალბათ ზურამ გააფრთხილა რომ ხმა არ ამოეღოთ.
რადგან ძალიან მოკრძალებული მინდოდა ყოფილიყო ჩემი ქორწილი, ზურამ ერთი ძალიან მაგარი იდეა მომაწოდა, ამისთვის საჭირო იყო ქობულეთში წასვლა და ჩვენი საკმაო შრომა, თუმცა იდეა იმდენად მომეწონა. არც მიფირქია სიხარულით დავთანხმდი...
ივნისია, ჩემი საყვარელი თვე. ზურამ და სოსომ მომაკითხეს, სახლში მარტო მე და სოფი ვიყავით. ჩვენები წასულები იყვნენ ქობულეთში, წინა დღეს წავიდნენ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაეკეთებინათ,
- სადაა ჩემი ცოლი? (იკითხა ზურამ რომელიც მოუთმენელი თვალებით მეძებდა, რომ დამინახა გაეღიმა) ჩემი ანგელოზი ხარ და ულამაზესი მყავხარ (მითხრა და შუბლზე მაკოცა)
- ეხლა მაინც ხო აზვიადებ არაა? ჯინსი კეტები და მაიკა მაცვია ცხოვრება, ეგრე მისახვედრადაც ნუ მეაფერისტები თორე მოგხვდება (ამაზე მის გარდა ყველამ გავიცინეთ, ზურამ კი მითხრა)
- შენ რომ ჩემი თვალით დაგანახა შენი თავი, მიხვდებოდი რომ არ გეაფერისტები, დღეს ჩემი ცოლი, ჩემი კუთვნილება უნდა გახდე და ულამაზესი მაგიტო ხარ. მერე რა რო ყოველგღიურ ფორმაში ვართ? ყველაფერი წინაა
მითხრა და ჩამიხუტა, მეც მოვხვიე ხელები და დავეთანხმე, იუსტიციის სახლში წავედით რომ ქორწინება დაგვეკანონებინა, ანუ ხელი მოგვეწერა, ცოტა ლოდინი მოგვიწია რიგის გამო, მაგრამ ჩვენი დროც დადგა
- მოგესალმებით, თქვენი პირადობები მჭირდება, (რომ მივაწოდეთ კომპიუტერს მიუბრუნდა, გული ამოვარდნას მქონდა, ზურა წამითაც არ მიშვებდა ხელს) მარიამ, ზურას გვარზე გადადიხართ? (ამ კითხვაზე ზურას შევხედე, მაინტერესებდა რას მეტყოდა, მან კი უბრალოდ გამიღიმა და თქვა)
- მარტო ეგ უნდა დარჩეს მის საკუთრებაში, ამიტომ მე არ მაქ პრობლემა თუ არ გადმოხვალ
- კი გადავდივარ, (ვუთხარი ქალბატონს და ვიგრძენი ზურამ ხელი ნელა რომ მომიჭირა, არ აღიარებდა მაგრამ აშკარად უნდოდა გადავსულიყავი,)
- აქ მოაწერეთ ხელი (გვანიშნა და მხოლოდ ახლაღა გამიშვა ხელი, მოაწერა თუ არა მე მომაწოდა კალამი, მეც მოვაწერე და ისევ ხელი ჩამკიდა,)
- ახლა თქვენი ჯერია, (სოსოს და სოფის უთხრა, მე და ზურამ ცალ ცალკე ველაპარაკეთ სოსოს და სოფის, რომ თუ ერთმანეთი მოწონდათ სხვას დავიყენებდით გვერდში, მაგრამ სოფიმ გამიმხილა თავის თანამშრომლის მოწონებაზე, ხოლო სოსომ ჩემი დაა ეგ გოგო და სხვა თვალით არასოდეს შევხედავო, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ორი ადამიანი ყოფილიყო ჩვენს გვერდით)
- გილოცავთ, კანონის წინაშე ცოლ-ქმარი ხართ.
ამ სიტვების მოსმენა და მოლოცვები ერთი იყო, ახლა ქობულეთში უნდა წავსულიყავით, სოსო დაჯდა საჭესთან, გვერდით სოფი დასკუპდა, ჩვენ კი უკან მოვკალათდით
- ხომ გითხარი რომ ჩემი ცოლი გახდებოდი?
- ხოდა შენსას მიაღწიე, უზომოდ მიყვარხარ და მუდამ ასე მეყვარები
- ასე არ მინდა, უფრო და უფრო მეტად უნდა გიყვარდებოდე, იმიტომ რომ მე მასე ვარ და ვიქნები მუდამ, ცოლო.
ასე მიხუტებულები ხან რაზე ვიცინოდით ხან რაზე, როგორც იქნა ქობულეთში ჩავედით, 5 საათი იყო უკვე, სასტუმროში წავედით სადაც უნდა შევკრებილიყავით, ჩემი გოგოები თავის ქმრებთან ერთად და ზურას ბიჭები თავიანთ ცოლებთან ერთად, ზურას მშობლებიც უკვე იქ დაგვხვდნენ, მათ აკო და სალიც შემოუერთდნენ დედასთან ერთად, ყველაზე ბოლოს კი მირო და გიო მოვიდნენ. პატარები დედამთილებს დაუტოვეს... სულ 20 ნი ვიყავით, ყველა გოგოს გრძელი დავარდნილი ვარდისფერი კაბა ეცვა, ყველა ბიჭს კი შარვალი ვარდისფერი ,,საროჩკა“ და შავი ჟილეტი ეცვა. მარტო ჩვენ ვიყავით მოსამზადებელი, მე თეთრი გრძელი დავარდნილი ლამაზი კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და ჩემს აბურდულ თმებზე გვირილების გვირგვინი გავიკეთე, მინდვრის ყვავილებისგან გაკეთებული თაიგული ავიღე და გარეთ გამოვედი, ზურა კარებთან მელოდებოდა, ისიც ბჭების მსგავს ფორმაში იყო, მხოლოდ ვარდისფერის ნაცვლად თეთრი ეცვა.
- რომ გითხრა ულამაზესი ხარ მეთქი, ეხლა მაინც ხო ვერ მეტყვი აზვიადებო?
- ნუ ეხლა ნამდვილად შემეფერება ეგ სიტყვები, ამიტომ ჩუმად ვიქნები (ორივეს გაგვეცინა, თავზე მაკოცა და ხალხისკენ წავედით, 6 საათზე უნდა გავსულიყავით სანაპიროზე სადაც ყველაფერი ორგანიზატორებს მივანდეთ, სანაპიროს რომ მივუახლოვდით მე და ზურა წინ გაგვიშვეს უკან კი დანარჩენები მოგვყვებოდნენ, როგორცკი ზღვა დავინახე გაოცება ვერ დავმალე და ზურას ვუთხარი)
- ყველაფერი ბევრად ლამაზი და შესანიშნავია, ვიდრე წარმოვიდგინე
- ჯერ სად ხარ? მთელი ცხოვრება ასე გაგაოცებ.
ვარდისფერი ნაჭერი იყო დაფენილი ბილიკის სახით, რაზეც ვარდის ფურცლები ეყარა, ზღვასთან ახლოს ყვავილებით გაფორმებული არკა იდგა, სადაც მე და ზურას ფიცი უნდა დაგვედო, ფიქტიურად ხელი მოგვეწერა და ეს ყოველივე სურათებსა და ვიდეოში უნდა ჩაბეჭდილიყო, არკის გვერდით იქვე ერთი ბუნგალო იყო ლამაზად მორთული 4 მრგვალი მაგოდა იდგა ასევე ლამაზად გაფორმებული, მაგიდების შუაში ისეთი თაიგულები იდო რაც მე მეჭირა, 4 სკამი ქონდა შემოდგმული თითო მაგიდას, ხოლო ერთი მაგიდა ზღვის მხარეს იდგა რაც აშკარად ჩვენ გვეკუთნოდა, იმდენად ლამაზი იყო გაფორმეეება, რომ დავრწმუნდი მართლა ღირდა დიზაინერებისთვის მიგვენდო ეს ყოველივე, საცეკვაოდ სცენაც იყო დათმობილი, ენით ვერ ავღწერ რა სილამაზე იყო, მოვიდა ფიცის დადების დრო და ზურამ დაიწყო, რომელსაც ჩემი ხელები ეჭირა და თვალებში მიყურებდა
- მარიამ, პირველად რომ დაგინახე იმ წამიდან ჩამივარდი გულში, შენ ყველა გზის მოჭრა ცადე ჩემთვის მაგრამ არ გამოგივიდა, იმიტომ რომ მე შენი გაცნობის მესამე დღეს გადავწყვიტე, ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყავი, ახლა როცა ჩემს წინ დგახარ და ვხედავ ქორწინების მოწმობას სადაც ჩემს მეუღლედ ხარ მოხსენიებული, გპირდები რომ მუდამ სიყვარულით ვიზრუნებ შენზე, ყოველდღე უფრო მეტად შეგაყვარებ თავს და მხოლოდ შენით ვისუნთქებ, ისვე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი, ვიქნები არა მარტო შენი ქმარი, არამედ უახლოესი მეგობარიც, მიყვარხარ უსასრულოდ და ჩემთვის ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი ხარ
ვუსმენდი და ცრემლები მგუდავდა, ბედნიერების ცრემლები, რომელიც ზურას მოსმენამ და იმის გააზრებამ გამოიწვია რაც გამოვიარეთ, ახლა აშკარად მე უნდა დამედო ფიცი, მაგრამ გამიჭირდა ხმის დალაგება, ამიტომ ამღვრეული ხმით ვთქვი
- შენ ხარ ადამიანი, ვის გამოც მინდა ყოველი დღის გათენება, ვის გამოც ფეთქავს ჩემი გული და ვის გამოც სამყაროსაც კი დავუპირისპირდები, გპირდები რომ მეყვარები იქამდე სანამ არ გადამიყვარებ, რაც ვიცი რომ არასოდეს იქნება, მეყვარები ბოლო ამოსუნთქვამდე და ვიზრუნებ შენზე, მეამაყები და მაბედნიერებ, გპირდები რომ შენთვის არა მარტო შენი ცოლი არამედ შენი უახლოესი გეგობარი ვიქნები. მიყვარხარ უსოსრულოდ.
როგორცკი ლაპარაკი დავასრულე, იმ წამს დაეწაფა ჩემს ტუჩებს, მივიღეთ უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, სითბო და სიყვარული, ძალიან მაგარი იყო ჩემი უბრალო ქორწილი, მზის ჩასვლა იმდენად ლამაზი იყო თითქოს ისიც გვილოცავდა ამ ბედნიერებას, ბევრი ვიცეკვეთ, ვიმღერეთ კიდეც, ტორტი გავჭერი და თაიგულიც ვისროლე, 12 საათზე ზურა უკნიდან მომეხვია და ჩამჩურჩულა
- არაა დრო რომ გავეპაროთ ამ გიჟებს?
- უკვეე?
- ხო და უარს არ მივიღებ, მეც კი დავიღალე
- სუ ცოტა ხნითაც რომ დავრჩეთ?
- კაი რააა?
- კაი ხო წამო (მივუბრუნდი, ტუჩებში ვაკოცე და წავედით, აშკარად შეგვამჩნევდნენ, მაგრამ არავის დაუძახია, ჩვენ ცალკე სასტუმროში გვქონდა ნომერი აღებული, სადაც საჭირო ნივთები უკვე მიტანილი იყო, ოთახში რომ შევედით მითხრა)
- მიდი სიცოცხლე აბაზანაში შედი და დავისვენოთ
- კაი ცხოვრება (ტუჩებში ვაკოცე და აბაზანისკენ გავემართე)
ფიქრი დავიწყე იმაზე რომ შეიძლებოდა ის ჩემთვის პირველი არ ყოფილიყო, ვხვდებოდი რომ მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ მინდოდა ის ჩემი პირველი და უკანასკნელი კაცი ყოფილიყო, დაბნეული გამოვედი და ახლა ზურა შევიდა, მე სკამზე ვიჯექი და ზღვის ხმას ვისმენდი, ზურას ხელები ვიგრძენი მზრებზე და დაიხარა, მერე ჩემი კანის სუნი შეისუნთქა როგორც ყოველთვის და მითხრა
- წამო ცხოვრება დაისვენე
მეც უთქმელად ავდექი და წავედი, დავწექი და უბრალოდ ჩამეხუტა, ვგიჟდები ამ ადამიანზე, ის იმდენად მიხვედრილი და მზრუნველია, მაოცებს,
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ანგელოზო (მითხრა თვალებ დახუჭულმა და მე ყელში ვაკოცე)
- ტყუილად მიწვევთ ქალბატონო, წინ ბევრი დრო მაქვს, ამიტომ ეხლა დასვენება გჭირდება და უნდა დაისვენო (მითხრა და უფრო მეტად ჩამეხუტა, წამით წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული მექნებოდა ასეთი მამაკაცის მიმართ, მოვკალათდი და გემრიელად დავიძინე,)
დილით თვალები გავახილე და გამახსენდა წუხანდელი დღე, კმაყოფილი სახით ავხედე ჩემ ქმარს რომელიც მიღიმოდა და ისე მიყურებდა
- დილამშვიდობისა ულამაზეზო
- როგორ გეძინა?
- მაგას კითხვა უნდა?
დაიხარა და მაკოცა, მერე განვიხილეთ წინა დღე და ასე ვკოტრიალობდით კარგა ხანს.
- კაი ავდგეთ ეხლა სიცოცხლე რაა
- არსად არ მეჩქარება, ამიტომ არა.
მითხრა და თავისკენ მიმქაჩა, მაკოცა მაგრამ ეს კოცნა აშკარად ძალიან განსხვავდებოდა სხვა კოცნისგან, ეხლა თითქოს სხვა რამეებიც იყო ამ კოცნაში ჩადებული, მკოცნიდა მომთხოვნად და თან მეფერებოდა, ამასაც კი სიფრთხილით აკეთებდა. მივხვდი რომ ვერ დავუძვრებოდი, თუმცა არც ვაპირებდი, მეც ავყევი კოცნაში, რამაც უფრო გაათამამა, იმდენად ფრთხილად და სასიამოვნოდ მეხებოდა, მკოცნიდა და მეფერებოდა, ქვეყნიერებას მოწყვეტილი ვიყავი, ცოტა დავფრთხი რაღაც პერიოდში რაზეც თვითონაც გაჩერდა, ზემოდან დამხედა და მითხრა
- არ გაძალებ ცხოვრება, თუ არ ხარ მზად დაგ...
ლაპარაკი აღარ დავამთავრებინე და ჩემსკენ მოვქაჩე, გამიღიმა და ისე მითხრა თან ფერება გააგრძელა
- უბრალოდ მენდე, არასოდეს გავნებ.
ეს სიტყვები საკმარისი იყო რომ ბოლომდე მივნდობოდი, ასეც ვქენი და არც ვინანე, უბრალოდ მე ყველაზე მეტად ახლა ის მინდოდა გამეგო, რა მოხდა წლების უკან, ჩამეხუტა და მითხრა.
- ხო ვიძახდი რომ, მხოლოდ ჩემი საკუთრება ხარ? მიყვარხარ ჩემო ანგელოზო, ჩემო სრულყოფილო სიყვარულო.
ამით მიმახვედრა რომ ყოფილმა მაშინ თავისი საქმე არ დაასრულა და დამინდო, ამან იმდენად გამაბედნიერა ვერც წარმოიდგენთ. დამორცხვილმა თავი დავადე გულზე და გავისუსე.

1 კვირა გავჩერდით ცალკე, მერე ჩვენები მოგვენატრნენ და დავბრუნდით თბილისსში, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბევრი სტუმარი გვყავდა, სულ ერთად ვიყავით ყველა, და ასე მხიარულებაში და სტუმრიამობაში ქორწილიდან 1 თვე გავიდა. ყოველდღე მაგრძნობინებდა ზურა რომ ჩემზე გიჟდებოდა, წამლებსაც ისევ ვსვავდი, უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ ძლიერი წამლები იყო, ბოლო 1 კვირაა საშინლად ვგრძნობ თავს, ისევ სისუსტე მაქვს, სულ მეძინება, ისევ გაღიზიანებული ვარ და ისევ თავბრუს ხვევები მაქვს, არ ვაპირებდი ზურასთვის მეთქვა, ინერვიულებსთქო, მაგრამ მერე შემეშინდა რომ აღარ მომეშვა და ამ ყველაფერს შუაღამით ღებინება დაემატა, ოთახში ფერ წასული შემოვედი და სანამ შუქს ჩავაქრობდი ზურასაც გაეღვიძა
- რა გჭირს ცხოვრება?
- არვიცი, რაღაც ვერ ვარ ეს ბოლო პერიოდია, ისევ სისუსტეს ვგრძნობ, და სულ მეძინება, ისევ ისეთი სიმპტომები მაქ, ეხლა კიდე გული ამერია
- რამდენი ხანია?
- ესე 1 კვირაა
- მერე აქამდე ჩუმად ხარ მარი?
- არ მინდოდა გენერვიულა
- დილითვე წავალთ ექიმთან, ხო ყველა წამალს ისე სვავ როგორც დაგინიშნეს?
- კი, არცერთი დღე გამიცდენია და არცერთი წუთი გადამიცილებია
- კარგი მოდი ეხლა ჩამეხუტე და დავიძინოთ, ხვალ ეგრევე წავალთ.
მეც ჩავეხუტე და ისევ ფიქრი დავიწყე, ორსულობა გამორიცხული იყო, მხოლოდ პირველად ვერ დავიცავით თავი რადგან არ გამოდიოდა, მაგრამ მას მერე თავს ყოველთვის ვიცავთ, სანამ წამლებს ვსვავ არ შეიძლება დაორსულება, ნაყოფის განვითარებას შეუშლის ხელს და საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ ყურადღებით ვიყავით, ისევ შიშმა ამიტანა, იქნებ წამლები აღარ რეაგირებდა და დაავადება თავისას აკეთებდა. ასე ფიქრებში ჩამეძინა და დილით ზურას კოცნამ გამაღვიძა
- 10 საათია უკვე ძვირფასო, წამო ექიმთან, დავურეკე უკვე და გველოდება.
- რომელზე დაგვიბარა?
- ეხლავე წამოდით და მარიამმა არაფერი შეჭამოს ანალიზებს გავაკეთებთო
- კაი ეხლავე ავდგები.
მოვემზადე და სახლიდან გამოვედით, ხელი გადამხვია და მანქანისკენ წავედით, ალბათ სახეზე შემეტყო რომ ვნერვიულობდი და დამამშვიდა, საშიში არაფერი იქნებაო. რომ მივედით ყველაფერი დეტალებში მოვუყევი ექიმს, ანალიზებიც ამიღეს და რადგან სასწრაფო იყო ხვალ უკვე მზად იქნბოდა პასუხები. ქეთის და აკოს გავუარეთ, ექიმზე არაფერი გვითქვია რომ არ ენერვიულად იქნებ არაფერი არ ხდებოდა და უბრალოდ გადავიღალე. მთელი დღე ჩემებთან ვიყავი. ზურა სამსახურში იყო, ტელეფონს დავხედე და ექიმის ნომერი დავინახე, დამცხა, თან გამაცია, შემაშინა მისმა ზარმა, აივანზე გავედი და ვუპასუხე
- გისმენთ ნინო ექიმო
- მარიამ, ანალიზები დღეს მომაწოდეს, შეგიძლია გამოხვიდე?
- საშიშია რამე?
- მოდი და აქ ვილაპარაკოდ
- კარგით.
არც მიფიქრია მარტო წასვლაზე. ზურა 6 მდე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ახლა 4 ხდებოდა. მაინც დავურეკე
- ხო ცხოვრება
- ზურრ ნინომ დამირეკა
- ექიმმა? (დაასერიოზულა უცბად ტონი)
- კი
- რაო მერე?
- პასუხები დღეს მომაწოდეს და უნდა მოხვიდეო
- ეხლავე წამოვალ და გავიდეთ
- რო მუშაობ?
- რა დროს მუშაობაა მარ? გაემზადე 15 წუთში მანდ ვარ
- კაი, ფრთხილად იარე.
გავუთიშე და სახე დავიმშვიდე, არ მინდოდა რამე ეეჭვათ ჩემებს. 15 წუთში ზურამაც დამირეკა, ჩამოდი აღარ ამოვალო და ჩავედი, ხმა არცერთს ამოგვიღია, აშკარა იყო ისიც ნერვიულობდა. ნინოს კაბინეტში შევედით და დაიწყო საუბარიც
- საჩქარო რო არ ყოფილიყო არ მოგიყვანდით
- რა ხდება? ისევ რამეა? (ზურამ ბოხი და გაყინული ხმა ამოიღო)
- არა, ლეიკემია არაფერ შუაშია, მარიამ მგონი ორსულად ხარ (ეს სიტყვები მეხს გავდა, ხმა ვერ ამოვიღე, ზურამ კი იუარა)
- გამორიცხულია, თავს ვიცავთ
- ხოდა ამიტომ ექოსკოპია უნდა გავიკეთოთ
- რომელ კაბინეტში?
მე ხმას ვერ ვიღებდი, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო რა მეშველებოდა? ბავშვს არ მოვიშორებდი ეს ზუსტად ვიცოდი, ალბათ წამლების სმას შევწყვეტდი. ალბათ კიარა აუცილებლად, ამ წამიდან ერთ აბსაც კი არ გავიკარებდი. ოთახში ზურაც შემომყვა, ორსულების დასადგენად გავიკეთე ექოსკოპია, მუცელზე ცივი გელი დამასხეს, ამაზე შევისუნთქე, მერე ექიმი თავის საქმეს შეუდგა და გამომკითხა რაღაცეები... ზურას ჩემი ხელი ეჭირა და ეკრანს ვუყურებდით. ექიმის ხმამ დაარღვია სიჩუმე

- თქვენ მეუღლე ხართ?
- დიახ
- გილოცავთ, ორსულობა აღინიშნება. აი ნახეთ ეს პაწაწინა შავი წერტილი თქვენი შვილია.
სიხარული მომაწყა მაგრამ ამ დროს ტკივილიც, ზურა ხმას არ იღებდა და ამღვრეული თვალებით უყურებდა მონიტორს, ექიმი კი აგრძელებდა
- სავარაუდოდ 1 თვის ორსული ხართ მარიამ, უსმინეთ (ეს თქვა და მოწყობილობამ ხმა გამოსცა... დუგ-დუგ-დუგ, ისეთი ჩქარი იყო ეს ხმა ცოტა შევშინდი,) ეს თქვენი პაწაწუნას გულის ფეთქვაა (ცრემლები გადმომცვიცდა სიხარულისგან, ზურას გავხედე და მომღიმარი უყურებდა მონიტორს, თან ხელზე მიჭერდა, მერე სალფეთქი დამადო მუცელზე და სურათი მოგვაწოდა, სანამ მე მოვწესრიგდი ზურამ გამოართვა სურათი და უყურებდა, ერთი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან და უცბად მოიწმინდა)
- ეს თქვენი პირველი შვილია?
- დიახ (ვუპასუხე)
- ამიტომაც გაქვთ ასეთი რეაქცია?
- ასე ჩქარა რატო უცემდა გული? (ზურამ მოულოდნელად იკითხა, რაზეც ექიმს გაეღიმა)
- ყველა ასეა, სანერვიულო არაფერია, როცა დაიბადება მერე შეეცვლება გულის ცემა, მანამდე კი ასე უნდა იყოს
- აააა (დავემშვიდობეთ და გამოვედით, ახლა ისევ ნინოსკენ წავედით, ზურამ გამაჩერა და ჩამიხუტა, მანაც იცოდა ახლა ჩემი ორსულობა რომ არ შეიძლებოდა)
- ყველაფერი კარგად იქნება (მითხრა და ისე მიკრავდა გულში)
- სხვანაირად არც შეიძლება რომ მოხდეს (ახლა მე ვუთხარი და ვაკოცე, მერე კაბინეტში შევედით და ნინოს გავაცანით ინფორმაცია)
- ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს? (ნინო)
- რა შეგვიძლია გავაკეთოთ (ზურა)
- ერთადერთი გამოსავალია. ამ ბავშვის დაბადება არ შეიძლება (ნინო)
- ეგ გამორიცხეთ (მარიამი)
- მესმის ახლა შენი, მაგრამ ამან შეიძლება ორივეს მოგიღოთ ბოლო (ნინო)
- წამლებს აღარ დავლევ
- რაა? (ზურა უცბად მომიბრუნდა)
- ჩემს შვილს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ
- გამორიცხულია მარიამ, იცი რა შეიძლება მოყვეს მაგას? ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება (ნინო)
- არაუშავს, სამაგიეროდ შემს შვილს გადავარჩენ
- შეიძლება მშობიარობამდე ვერც მიაღწიო, ამ დროს ისედაც ვარდება იმუნიტეტი მარიამ, ასე ორივე დაიღუპებით (ნინო)
- სამაგიეროდ მეცოდინება რომ, იმ გულის ფეთქვის პატრონის დაბადებისთვის ყველაფერი გავაკეთე რაც წეღან მოვისმინე.
ზურა ჩუმად იჯდა, თავი ქონდა დახრილი და ხმას არ იღებდა, მერე კაბინეტიდან გაბრაზებული გამოვვარდი, როგორ შეუძლია, ქალმა მითხრას რომ უნდა მოიშორო საკუთარი შვილიო, ტირილი დავიწყე და ზურას მოხვევა ვიგრძენი
- შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ მარ, თუ საქმე თქვენ შორის არჩევნის გაკეთებაზე მიდგენა, მე ყოველთვის შენ აგირჩევ, მიუხედავად იმისა, რომ აი აქ ჩემი სისხლი და ხორცი გიზის, (უკნიდან მეხვეოდა და მუცელზე მისვამდა ხელს.)
- არა ზურა, შენც იგივე არ მითხრა თორე არასოდეს გაპატიებ (უცბად შემოვტრიალდი და მკაცრი ტონით ვუთხარი, რაზეც მან ისევ მომხვია ხელები და ჩამიხუტა)
- მარ, ჩემო გოგო, ვერ გავრისკავ შენს სიცოცხლეს, მე შენ მჭირდები ჯერ და მერე შვილები, რომც არასოდეს გვეყოლოს, შენ ხარ ჩემი სრულყოფილი ოჯახი
- არა ზურა გთხოვ არაა. ამას არ გავაკეთებ ის ხომ ჩემს იმედზეა? (მის ხელს ხელი მოვკიდე და მუცელზე დავადებინე) აი აქ ზის და რამოდენიმე თვეში გამოძრავდება, შენც იგრძნობ მის მოძრაობას, მაგრამ მე მას უკვე ვგრძნობ, გამორიცხე, წამლებს აღარ გავეკარები, ისიც ეყო რაც აქამდე ვსვი, აქამდე არ გაგვწირა ღმერთმა და არც ეხლა გაგვწირავს, თავს საუკეთესოდ გავუფრთხილდები, არაფერი მომივა გპირდები, მხოლოდ ვიტამინებით ვიკვებები რომ იმუნიტეტი არ დაეცეს და გემოგლობინი ნორმაში მქონდეს. გადავიტანთ ამასაც სიცოცხლე, მაგრამ ახლა, გვერდში მჭირდები, რომ შენ დაგეყრდნო
- მეშინა მარ, ერთხელ უკვე მეგონა რომ დაგკარგე, მაგრამ მართლა რომ დაგკარგო ეგეთი არც შვილი მინდა და არც სიცოცხლე (ისევ ჩამეხუტა და გული დამწყდა მის ფიქრებზე, მეც მოვხვიე ხელები და ვუთხარი)
- არ დამკარგავ ძვირფასო, აი ნახავ, უბრალოდ ხელს შევუწყობთ ყველანაირად. ჩვენს პატარას საფრთხეს ვერ შევუქმნი, მე დედა ვარ, რა წამსაც გავიგე რომ ჩემში ზის ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, იმის მერე უკვე დედა ვარ და რომც მოვკვდე მას მაინც მოვავლენ...
ჩამეხუტა და ისე გამოვდით საავადმყოფოდან.

*******************************************

ღამით რაც მარიამმა მითხრა, იმან შემაშინა, ზუსტად ვიცოდი ეს ყველაფერი ორსულობის ბრალი არ იყო, საღამოსკენ რომ დამირეკა და მითხრა ნინომ დამიბარაო, უარესი მომივიდა, არ ვიცოდი რა მეფიქრა, ყველაფერს მოვიფიქრებდი მაგრამ იმას არა რაც ნინომ თქვა, მერე ექოსკოპიაზე შევყევი და ისეთ რამეს ვნატრობდი, თავი არაადამიანი მეგონა, არ მინდოდა ორსულად რომ ყოფილიყო, ასე ორივეს შეექმნებოდათ საფრთხე, რომ დამანახა ექიმმა მონიტორზე პატარა წერტილი, რაღაც აუხსნელი დამემართა, მერე გულის ცემა მომასმენინეს, რამაც უარესი დამმართა, გავიაზრე რომ ჩვენი შვილი ცოცხალი არსება იყო, წამებში რა აღარ ვიფიქრე, ვიცოდი რომ წამლები ბავშვს განვითარების საშუალებას არ მისცემდა, მერე მარიამმა ისე მტკიცედ თქვა წამლებზე უარი, ამან უფრო შემაშინა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მარიამში დედობის ინსტიქტმა გაიღვიძა და გააფრთრებული ლომივით იცავდა იმ უსუსურ არსებას, რაც მასში ბინადრობდა, ვერ გავამტყუნე, გადავწყვიტე რომ ყველაფერი გამეკეთებინა, ეს პერიოდი რომ გადაგველახა. სახლში წავედით და დავალაგეთ აზრები.
- გარეთ ხშირად არ გავალ, რომ ვინმემ რამე არ გადმომდოს,
- საღამოობით მე და შენ გავივლით ხოლმე სადმე, სუფთა ჰაერი აუცილებელია
- ხო ეგეც, ჭამის რეჟიმს დავადგენ, გამოძინებითაც კარგად გამოვიძინებ ხოლმე, არაფერზე ვინერვიულებ და გადავიტანთ, ხომ გჯერა?
- ისევე როგორც შენი გამოჯანმრთელება იყო (ვაკოცე და ლაპარაკი გავაგრძელეთ. მერე ვივახშმეთ და დავიძინეთ,)
2 დღეში ყველას განვუცხადეთ რაც ხდებოდა, არავინ არ იცოდა რა რეაქცია უნდა ქონოდათ და ვერც გავამტყუნებდი, ყველამ დაიწყო ჩემზე ზრუნვა. რაშიც კი ვიტამინი იყო ყველაფერს პირში მტენიდნენ, ხელებს ყოველ წამს იბანდნენ და მეც მაბანინებდნენ, პირბადის გარეშე არცერთი მოდიოდა ჩემთან, თუ რომელიმეს სურდო შეხვდებოდა არც კი მეკარებოდა, 3 კვირა ასეთ რეჟიმში ვიყავი და ვატყობდი ასევე გაგრძელდებოდა, მე და ზურას ერთმანეთზე აკრულებს გვეძინა რომ გამეღვიძა
- აუუუ ზუუურ გაიღვიძე რააა,
- რა ხდება?
- ხოარ შეგაშინე? უბრალოდ ძალიან დიდი ხანია ვცდილობ დავიძინო მაგრამ არ გამომდის
- რატოო? რამე გაწუხებს?
- რო გითხრა მცხვენია
- რა გრცხვენია გოგო გადაირიე? რა ხდება
- მანდარინი მინდა უზომოდ, და ვერ ვიძინებ, (საწოლში წამოვჯექი და ხელებით გავაგრძელე ახსნა) აი ისე ძალიან მინდა პირი სულ მისველდება.
- აჰაჰაჰაჰაჰაჰაა (გადაიხარხარა ზურამ რაზეც გამებრაზა)ამოქმედდა ჩემი შთამომავალი?
- ოოო კაი რააა, სად ვიშოვო ამ შუა აგვისტოში მანდარინი?
- ვიშოვი (თავზე ვაკოცე და გახარებული წამოვხტი საათს დავხდე და 3 საათი ხდებოდა, კიდე გამეცინა და ჩაცმა დავიწყე)
- გამოგყვე?
- არა, მალე მოვალ, ვიცი სადაც ვიყიდო
- მართლააა?
- ნუ იმედი მაქ მაინც. კიდე რამე ხოარ გინდა?
- არაა. მარტო მანდარინი მინდა.
გავიცინე და წამოვედი, პირდაპირ დიდ სუპერ მარკეტებში წავედი იქნებ სადმე მენახა, თან მეცინებოდა, დავინახე 24 საათიანი მაღაზია და შევედი როგორცკი მანდარინი ვიკითხე მოლარეს გაეცინა
- ორსული ცოლი გყავს?
- კი და არ ვიცი სად ვუყიდო
- აქედან რომ გახვალ, მარჯვნივ წადი, დიდი სუპერმარკეტია თურქულები აქვთ მარა ქართულს ისედაც ვერ იშოვი ეხლა
- აი ძაან დიდი მადლობა რაა გაიხარე.
დავემშვიდობე და წამოვედი, როგორც კი მივედი და ვიკითხე აქაც იგივე კითხვა იყო, რასაც ჩემი სიცილი მოყვა, 1 კილო ვიყიდე და წამოვედი, არ მინდოდა ბევრი ეჭამა, სახლში ავედი და მარიამი ჭოტივით იჯდა ტელევიზორთან, როგორც კი დამინახა ფეხზე წამოხტა
- იშოვეეე?
- აჰა ცხოვრება, ეცადე ბევრი არ ჭამო.
გამომართვა პარკი და გარეცხა, მერე ჩქარა გაფრცქვნა და როგორც კი სუნი იგრძნო დაიჯღანა
- რა არ მოგეწონაა?
- ფუუ სუნი აქქ
- უსუნო მანდარინი სად არსებობს სიცოცხლე?
- ოოო ვერ შევჭამ.
თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან და როგორც კი დამინახა ასე, გაიქანა პირში, გადაყლაპული არ ქონდა რომ სააბაზანოში გავარდა, მეც მივყევი უკან, კარი ჩამიკეტა და არ შემიშვა, გარედან გავაღე და მაინც შევედი, თავი დავუჭირე და წყალი მივაწოდე
- რაღატო ჭამე რო არ გესიამოვნა?
- აბა ამ შუაღამეს გარბენინე და ცოდო იყავი
- გაგიჟდი? მერე რაა? თუ გინდა მთელ ქალაქს შემოვივლი თქვენი გულისთვის, მარა რო არ გესიამოვნა არ უნდა გეჭამა სულელო.
საძინებელში შევიყვანე და დავწექით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა რაღაც მოუნდა და ისიც ვერ შეირგო, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი ორივეს, მეც და თავად მარიამიც. 4 თვეს გადაცილებული იყო უკვე სამზარეულოში ტრიალებდა და მეც ვეხმარებოდი, უცბად იკივლა
- ვაიმეეე
- რა მოგივიდა?
- გამოძრავდა ცხოვრება, აი ნახეე
- მართლაა? მამას სიამაყემ თავი შეგვახსენა?
- აი კიდე, ვერ გრძნობ? რა მაგარი შეგრძნებაა იციი?
- მე რატო ვერ ვგრძნობ (გულმოსულმა ვკითხე, ხელს და თავს ვადებდი მუცელზე)
- ჯერ შეუმჩნევლად მოძრაობს და იმიტო, ჯერ მარტო დედიკოს აჩვევს თავს
- მერე მაგან არ იცის რომ დედიკო და მამიკო ერთნი არიან?
- ჯერ პატარაა სიცოცხლე, გაიზრდება და მიხვდება
(აშკარად დამცინა მარიამმა, ყოველ საღამოს გავდიოდით გარეთ, მაგრამ ოქტომბრის ბოლოა უკვე და ისე ცივა გარეთ აღარ გამყავს).
ანალიზებს თვალყურს ვადევნებთ და უმნიშვნელოდ დაბალი გემოგლობინი აქვს მარტო, რაზეც ჭარხალი და რაღაცეები დაგვინიშნეს და მეც დიდი რაოდენობით მიმქონდა სახლსი, ყოველივე რაც საჭირო იყო. ექოსკოპიამ ბიჭიაო გვითხრა, თუმცა არცერთზე არ მექნებოდა პრობლემა, ის ხომ ჩემი სიამაყე უნდა ყოფილიყო? მარტის შუა რიცხვებში უნდა დაბადებულიყო. სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, რასაც მარიამი გადაწყვეტდა, ყველაფერზე თანახმა ვიქნებოდი, 7 თვის ვიყავი უკვე, მუცელი საკმაოდ მეტყობოდა, ყველა მეუბნეოდა რომ უზომოდ ლამაზი ორსული ვიყავი, ანალიზების პასუხები ავიღეთ და საავადმყოფოდან წამოვედით, პასუხები კარგი იყო, ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ გაჩენა გადავწყვიტე და არავის დავუჯერე, პატარა ანდრეას დაბადებას ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, აკოს და სალის ქორწილი ხვალ იყო, ამიტომ ჩემებთან ავედით. რაღაცეებში ვაპირებდი მიხმარებას მაგრამ ყველამ დამტუქცა, მეც გავისუსე და დივანზე დავჯექი, ერთადერთი რაშიც მონაწილეობას ვიღებდი ეს ლაპარაკი და სიცილი იყო. პატარა ვაჟბატონი, დიდი ეგოისტი ვინმე ჩანდა, მარტო დედიკოს აგრძნობინებდა ხოლმე თავის მოძრაობას, როგორცკი სხვა მუცელს შეეხებოდა ეგრევე ჩერდებოდა. არც ზურას შეხებაზე რეაგირებდა, ღამით ზურა დამაწვედა, მუცელზე ამაწევინებდა ხოლმე ისე უყურებდა ხოლმე. როგორ დადიოდა მისი შვილი ჩემს მუცელში და ელაპარაკებოდა, მოძრაობებს რომ ხედავდა გიჟდებოდა როგორ არ გტკივაო. ზურა ჩემს გვერდით იჯდა დივანზე და ერთი ხელი მუცელზე ედო, როგორც ყოველთვის. უცბად შეხტა და წამოხტა მე კი სიცილი ამიტყდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა რა ხდებაო მე კი ისე ვიცინოდი ვერ ვჩერდებოდი, ზურას გაფითრებული სახე ქონდა და შეშინებული მიყურებდა
- ეგ იყოო?
- აბა მე ხოარ ვიქნებოდი (ისევ სიცილი დავიწყე, ყველამ იცოდა ანდრეას ეგოისტობაზე, და ყველა მიხვდა რა მოხდა)
- მოგესალმა ბიჭო ბავშვი როგორც იქნა? (აკო)
- ეს რაიყოო? (ისევ გაშეშებული იდგა, რაზეც ყველა ვიცინოდით)
- აუ ძმობას გეფიცები ცუდადაა შენი საქმე, იეჭვიანა, ხელი გაუშვი დედიკოსოო? (ახლა აკომ დაუმატა სიცილი და რამის გავიგუდე, იმდენი ვიცინე, თან მუცელს ვეფერებოდი, გააცანი თავი მამიკოსთქო?)
- რა გააკეთა ბიჭი გავგიჟდი, მეგონა ამოვიდა, არ გკტივა?
- არაა, იცის დედიკოს როგორ სიამოვნებს მისი თითოეული მოძრაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო გამაკვირვა, არავის შეხებაზე არ მოძრაობს და პირველად გაინძრა ახლა
- გოგო მაინც იყოს ვიფიქრებდი პრანჭიაათქო (ისევ აგრძელებდა ზურა გაოცებული ლაპარაკს, ვერ დაალაგა ემოციები, კაი ხანი ვიცინეთ და ჩვენ წამოვედით, ხვალ დილიდან მქონდა საქმეები, მანქანაში ჩავჯექით და მუცელთან დაიხარა)
- როგორც იქნა მარტოები დავრჩით, რას მერჩოდი მა, იცი დედა როგორ მიყვარს? როგორმე უნდა შევთანხმდეთ აქედანვე და იცოდე რომ, შენც მიყვარხარ მაგრამ დედა სხვაა, დედა მთელი ჩემი სხეულია
- ბავშვი არ გააგიჟო შეეშვი (სიცილით მითხრა და თავზე ხელი გადამისვა მარიამმა, მე კი თავი ავწიე და ვაკოცე)
- ამან მართლა რო ეგოისტობა დამიწყოს მერე რა ვქნა?
- მთავარია რომ მე არ დამავიწყდები, მას თავისი ადგილი ექნება, შენ შენი ძვირფასო, ეხლა კიდე წავიდეთ (როგორ მიყვარს ეს ქალი არავინ იცის, ვაბოდებს მასზე, და უკვე ჩვენს შვილზეც, მაგრამ ვატყობ ხშირად ვიჩხუბებთ მე და ჩემი ვაჟკაცი,)


*************************************
დილით ზურამ გამაღვიძა, სალონში უნდა გაგიყვანო თორე მერე დაგაგვიანდება და ინერვიულებო, მეც ავდექი მივალაგე ოთახი და წავედით, თმა გავიკეთე და მაკიაჟიც მივაყოლე, მერე სახლში წამოვედით და კაბა გადმოვიღე, შუა ზამთარია, ამიტომ ისე უნდა ჩამეცვა არ გავციებულიყავი, კაბა გრძელი იყო, დავარდნილი ნაჭრის, მალინისფერი, უკან შავი გიპიური ჰქონდ ჩადგმული, მუცელზე ლამაზად დაშვებული, მუცლის ზემოდან სილამაზისთვის მოქარგულები ქონდა თითქოს ქამარიაო, ეს მიცელს უფრო ლამაზად მიჩენდა, შავი კოსტუმი შემოვიცვი და სამკაულებიც გავიკეთე, ყელზე დიდი შავი ყელსაბამი გავიკეთე, მაღლებზე შევდექი და ზურას დავენახე
- ჩემი ცოლი რომ არ იყო, ცოლად მოგიყვანდი, უნაკლო ხარ როგორც ყოველთვის
- მადლობა ძვირფასო, მოდი კოსტუმს გაგისწორებ და შენც უნაკლო იქნები (ღიმილით ვუთხარი)
- მაღლებით არ წამოხვალ
- დაბლებზეც მომაქ სიცოცხლე ნუ ღელავ, წამო თორე დაგვაგვიანდება.
ქორწილი საკმაოდ კარგი იყო, მეამაყებოდა ასეთი ბედნიერი რომ იყო ჩემი ძმა, სალი ძალიან მომწონდა, ჩემს დად მიმაჩნდა, ძალიან ლამაზი წყვილი იყო, გავისეირნეთ რომ სურათები გადაგვეღო. დარბაზშიც კარგად გავერთეთ, 11 ზე ზურამ მკითხა
- ხოარ დაიღალე?
- არა ცხოვრება
- აბა გათიშული სახე რატო გაქ? წავიდეთ გინდა?
- არა. სანამ აკო არ წავა აქედან არსად წავალ
- რა ჯიური რამე ხარ მარიამ რაა
- შენ ზუსტად ეგ ჯიუტი მარიამი გიყვარს ჭკუის დაკარგვამდე, რა არაა?
- ტაქტიანად მომაკეტინე? წამო ვიცეკოთ ვალსი გინდა?
- წამო.
როგორც კი ავდექით, მუსიკაც დამთავრდა და გაგვეცინა, მერე ზურა სცენისკენ წავიდა და ჩვენი სიმღერა შეუკვეთა, გამეღიმა მის საქციელზე, ისევ ახსოვს, ვთქვი ჩემთვის და დავინახე აკომ როგორ გაიყვანა სალო საცეკვაოდ, თან თითებით კოცნა გაიგზავნა ზურას რომელიც ჩემსკენ მოდიოდა,
- შეიძლება?
გავუღიმე და უთქმელად გავყევი, წელზე მომხვია ხელები და ნელა ავყევით მუსიკას
- გახსოვს პირველი ცეკვა?
- მაგას რა დამავიწყებს? ან მაძლევ საშუალებას რომ დავივიწყო?
- არც მოგცემ, თან არასოდეს, იცი რა მეამაყება ყველაზე მეტად?
- აბა მითხარი?
- ის რომ აი ამ პაწაწუნას მოსიყვარულე ოჯახი ექნება, სადას სიყვარულით პატივისცემით და სითბოთი სავსე კედლები იქნება
- ეგეც აისრულე ხოო?
- რაა?
- პირველად რომ გამოგყევი პაემანზე, მაშინ მითხარი ეგ სიტყვები, ჩემს შვილს აუცილებლად ექნება ასეთი ოჯახიო
- აა, გამახსენდა, ხო მე რასაც ვამბობ იმას მუდამ ვასრულებ, ასე რომ არ დაგავიწყდეს ნათქვამი მაქვს შენთვის რომ მუდამ მეყვარები და მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ, ნუ ახლა უკვე თქვენთვის.
სიმღერის დასასრულს დამატრიალა და მოვრჩით ცეკვას. 12 საათისთვის აკო მოვიდა სალისთან ერთად და მითხრა
- მარ ჩვენ მივდივართ, წადი შენც სახლში ცოდო ხარ
- შენ ჩემთვის ჭკუის დარიგებას იცოდე ეს გოგო არ გამიბრაზო, იცოდე დამცველი ვყავარ, შენ კიდე სალო, ეს ბიჭი არ გამიბრაზო თორე დამცველი ვყავარ (ამაზე ყველას გაგვეცინა)
- როგორ მიყვარხარ იციი? (აკომ მითხრა და თბილად ჩამეხუტა)
- აბა თქვენ იცით, მუდამ დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი.
- მაგ სიტყვების, იმდენად დიდი მაგალითი გვყევხართ მე და სალოს წინ, შენ და ზურა რომ არასოდეს მომცემს სხვანაირად მოქცევის საშუალებას.
ორივე გადავკოცნე და წავიდნენ, ზურამ კოსტუმი მომიტანა და გაშალა რომ ჩამეცვა. ჩვენც წამოვედით. იმდენად თბილი ხალხი მყავდა გარემოცვაში რომ სიამაყე ღიმილის მოშორების საშუალებას არ მაძლევდა.

უკვე ვეღარ დავდივარ და სულ ვწევარ, დღე დღეზე ველოდებით როდის დაიბადება ანდრეა. დილი ზურა გავაცილე და სახლში შემოვბრუნდი, წამიერად მუცელმა დამიარა და ძირს სულ დასველდა ყველაფერი. ჩქარა ავიღე ტელეფონი და დავრეკე.
- ზურა არ წახვიდე ამოდი, დამეწყო მგონი
- რაა? მოვდივარ.
კარში გიჟივით შემოვარდა, ალბათ ეგონა რამე მტკიოდა მე კი იატაკს ვწმენდდი
- მეკაიფები?
- არა სიცოცხლე, წ....ბი დავღვარე და წავიდეთ ექიმთან
- და ტკივილი?
- ჯერ არ მტკივა, და ნუ გაქ პანიკური სახე (გავიცინე და გამზადებულ ჩანთაზე მივუთითე წამოიღეთქო, მანქანაში ჩავჯექით და ისე დამიარა მუცელმა, კივილი ავტეხე, ზურა უარესად დაიბნა, მარტო ეხლავეს გაიძახდა და მიქროდა, სამშობიაროში მალე მივედით, ბლოკში შემიყვანეს და ზურას კარი მოუკეტეს).

*************************************
- სოსოო შენი ნათლული იბადება, მალე გამო იმედის კლინიკაში
- ნაღდად?
- რა მეტყობა კაიფის მალეე.
მერე ყველას დაურეკე ასე და ნახევარ საათში სამშობიარო ავსებული იყო, მე აქეთ იქით დავდიოდი, ვერაფერს ვფიქრობდი, სოსო მოვიდა აკოსთან ერთად და მითხრა
- 1 შეკვრა შამპანიური გვეყოფა ხო?
- რა დროს ეგაა მოიცა რაა
- კაი ნუ ნერვიულობ,
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო აკომ გოგოს განწირული კივილის ხმა რომ გავიგე
- მარიამია, როგორ ტკივა და ვერ ვშველი, რამე უყობნ ექიმებმა რაა (აქეთ იქით დავდიოდი დაბნეული)
- იქნებ არაა მარიამი? (სოსო)
- მაგის ხმა არასოდეს ამერევა არავიში (თავზე მქონდა ხელები მოკიდებული და 4 საათი დავდიოდი, წამით არ დავმჯდარვარ, მერე ვიღაც ქალი გამოვიდა და გამოგვიცხადა რომ ვაჟკაცი დაიბადა და ორივე კარგად არიანო, მხრებიდან იმხელა რაღაც მომეშვა ვერ ავღწერ , წავედი და დავჯექი, მილოცავდნენ მარა არაფერი შედიოდა შემ თავში, მარტო მარიამის ნახვაზე ვფიქრობდი, მერე გამვლელ ექიმს ვკითხე)
- როდის შემიძლია მარიამი ვნახო?
- ნახევარი საათი ჯერ კიდე ბლოკში ეყოლებათ
- რატო? რამე გართულდა? (გაეცინა ექიმს)
- მამა შენ ხარ?
- კიი
- ყველა მშობიარე ქალი მინიმუმ ნახევარი საათი ისევ ბლოკში რჩება, არაფერი გართულებია, დედაც ძლიერი გოგოა, დაგვეხმარა ძალიან და პატარა კაცი კიდე მასზე ძლიერია, ისე ცდილობდა დაბადებას რომ დედიკო დიდხან არ აწვალა
გამიღიმა და წავიდა მე კიდე გაოცებული სოფის მიუბრუნდი, ყველაზე ახლოს ეგ მედგა
- დიდი ხანი არ აწვალაოო? დამცინა თუ რა ქნა? (ამაზე სოფიმ გადაიხარხარა)
- ეს იცი რა იოლ მშობიარობად ითვლება? ზოგს 24 საათამდე ტკივა მუცელი და ვერ მშობიარობს
- ნუ გამაგიჟე გოგო, კიდე კაი კაცი ვარ.
დაბლა ჩავედით და შამპანიურები დავლიეთ, ბევრი დავლოცეთ დედა-შვილი. მერე საათს დავხედე და მარიამისკენ წავედი, რომელიც წესით პალატაში იყო, ვიკითხე და მიმასწავლეს, შევედი თუარა გული დამიმშვიდდა
- როგორ გაწვალა იმ ვირიშვილმა?
- იმედია ვირში მე არ მგულისხმობ სიცოცხლე
- ჩემი გმირი ქალი ხარ შენ, არ მოიყვანენ? მინდა რო ვნახო,
- კი მითხრეს უკვე მოვიყვანთო
- უზომოდ ბედნიერი ვარ, მეგონა მხოლოდ შენ მეყოფოდი სრულყოფილი ბედნიერებისთვის, მაგრამ ეხლა როცა ვიცი რომ ჩემი შვილის დედა ჩემი საყვარელი ქალია, უფრო მეტად ვგრძნობ თქვენს მიმართ სიყვარულს.
ამის თქმა იყო და ჭყავილით შემოიყვანეს პატარა, მარიამმა მკითხა
- აიყვან მამიკო?
მე მარტო თავი დავუქნიე და სიყვარულით სავსე თვალები მივანათე ჩემ პატარა კაცს, ხელში რომ ავიყვანე ეხლა მივხვდი, მარიამმა რატომ იბრძოლა მის გასაჩენად ამდენი, ისე ტიროდა ყურებში წუილი მქონდა,მერე მარიამს მივუყვანე და მარიმ მოფერება დაუწყო
- ჩუუ დედას ცხოვრება, არ იტირო დე, შენ ხო ჩემი ვაჟკაცი ხარ?
ასე ელაპარაკებოდა და წამებში გაჩუმდა ბავშვი, ისეთი დასანახები იყვნენ მეგონა ცაში ვიყავი აფრენილი, ეს ორი ადამიანი, საკუთარ სიცოცხლეს მერჩივნა, არასოდეს მივცემდი უფლებას არავის რომ მათთვის ზედმეტი ეკადრებინათ.
3 დღეში სახლში გამოვიყვანეთ, სუფრაც გვქონდა მაგრამ გვიანობამდე არ დარჩენილნან, იცოდნენ ჩემი ხასიათი და სანამ მე დავშლიდი თვითონ დაიშალნენ, ანდრეა თავის საწოლში ჩააწვინა მარიმ და როგორცკი ვიგრძენი ჩემს გვერდში მონატრებული სხეული, ზედ ავიკარი, მისი კანის სუნი შევისუნთქე რაც მაცოცხლებდა და ტკბილად გადავეშვით ძილში. შუაღამისას ანდრიას ტირილმა გაგვაღვიძა, მარი უნდა ამდგარიყო მაგრამ არ გავუშვი, მინდოდა დაესვენა, ანდრია ხელში ავიყვანე მაგრამ ვერაფრით გავაჩუმე, მერე მარი ადგა, ჭამის დრო აქვსო და როგორც კი ანდრეამ დედის ხელები იგრძნო, იმ წამსვე გაჩუმდა და დაელოდა როდის აჭმევდა დედიკო საჭმელს. გაოცება ვერ დავმალე მის ქმედებაზე, და სიამოვნებით ვუყურებდი იმ ლამაზ მომენტს რაც ჩემს თვალწინ გადაიშალა... მარიამი საწოლზე ჩამომჯდარი, თმა აბურდული, ნამძინარევი სახით და თვალებში უზომოდ დიდი სითბოთი სავსე, დაჰყურებდა თავისი სხეულის ნაწილს რომელიც ხმით შეექცეოდა რძეს და გატრუნული იყო დედის მკლავებში. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს დედამიწის ზურგზე, მეც გვერდით მივუჯექი, ხელი მოვხვიე და მარიამმა თავი მომადო, ასე ვიჯექით სანამ სახლის ბატონმა არ დაიძინა. მერე ისევ ჩავიკარი საყვარელი სხეული და დავიძინეთ.

სიყვარული ბევრი სახის არსებობს, ზოგი სიყვარულს მხოლოდ მიჩვევას ეძახის, ზოგისთვის უბრალოდ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაა სიყვარული, მაგრამ მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ნამდვილი გრძნობა არ გამოუცდიათ და ისე კვდებიან რომ ვერ იგებენ სიყვარული რა არის, ის არასოდეს მთავრდება, პირიქით უფრო იზრდება და ძლიერდება, მადლობელი ვარ ღმერთის რომ მომანიჭა იმის უპირატესობა რომ გამეგო რას ნიშნავს სიყვარული და მისით სავსე მეცხოვრა...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
________________________________________
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი მოლოდინი გავამართლე და მოგეწონათ, აზრი აღარ ჰქონდა გაგრძელებას, აზრიანი აღარ იქნებოდა, სოსოზე და სოფიზე მეც ვიფიქრე მაგრამ ბოლოს ასე გადავწყვიტე, ეხლა თქვენ გისმენთ რა მოგეწონათ და რა არაა? ან საერთოდ ჯამში როგორი გამომივიდა პირველი ისტორია??



№1 სტუმარი მკითხველი

ძალიან მაგარი ისტორია იყო. დამენანა დასასრულისთვის. უზომოდ კმაყოფილი ვარ. ასეთს არ ველოდი. უმაგრესი ხარ :*:*

 


№2 სტუმარი nana

uf ra kargi iyoo......

dzaaan magariii iyooo <3 da guli damwyda ro daasrule :-) iqnebb scadoo da shemogvtavazoo kidevv raimee eseti saintereso istoriaa :-) dzaalian kargii gogo xar ! yochagg :-*

 


№3 სტუმარი lana

privett sixaruloo dzaliann momewona dzalian ajitirebulii varr dzaliann sayvarlebii araiann auff mecc minda asetii siyvarulii da aseyii ojaxii chemstvis es sitoria dzalian magaria chemii imediebii vamartle shenn umagresii xarr prostoo enitt ver agugwer isetii ajitirebulii da emociebitt datviturilii xarr zutad dzalian sayvarelii da lamazii bednieri dasasruli hqonda rogoruc warmomedgina umagresii xar shen chemoo gogo meamayebii ugrmesii madloba imedia arr damekargebii awi xoo miyvarxarrv warmatebebi

 


№4 სტუმარი Mari

Dzaaan magariaa ar velodi eset dasasruls )) dzaan magari xar ❤ise ar mindoda ro dasrulebuliko moked dzaan magarii xar da dzaan magari iatoriac gamogivida ❤))

 


№5 სტუმარი irma jojua

Vaime arvici rogor gamovxato emociebii ,, ❤❤gavbednierdiii dzalian dzalian magari iyoo ,, Ai siyvarulic amas qviaaa,yochagg ❤❤❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი dadeshqeliani

იდეალური ისტორიაა ეს,მარტო ჩემია<3 როგორ მიყვარს ზურა და მარიამი <3 რა კარგი წყვილია love შესანიშნავი ხარ ავტორ,გთხოვ მალე დაგვიბრუნდი რაა ასეთი კარგი ისტორიით love

 


№7  offline წევრი MLM

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. მინდა გითხრათ რომ ახალი ისტორიის დაწერა დაწყებული მაქვს. ძალიან საინტერესო განახვავებული და ცხოვრწბისეული გამოდის, როგორცკი დავამთავრებ დადებას დავიწყებ რომ არ გალოდინოთ ხოლმე. ძალიან შემიყვარდით ყველა :*:*

 


№8 სტუმარი alisaa

gasaocarii xar shen!:*dzalian dzalian magari :*

 


№9  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვააუუუუ ძაან მაგრი იყოოო♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№10 სტუმარი nino k.d.

ძაალიან ძალიან კარგი იყო მომენატრება ეს ისტორია მაგრამ იმედია მალე ახალ ისტორიას დადებ. წარმატებები

 


№11 სტუმარი nino

არ ვიცი რითი შეგამკოოო რაა გითხრა ძლიან მაგარიი ისტორია იყოოამ ისტორიას რომ ვკიტხულობდი რაგაცნაირად მეც სიყვარულით ვივსებოდი love კიდე დაგვიწერე ესეთი ისტორიებიი ძალიან დიდი მადლობაა მიყვახარრ აი უზომოდდ მაგარი გოგო ხარ love

 


№12  offline წევრი nukiiiiii

საოცრება<3 ვამაყობ შენით უზომოდ ნიჭიეროო<3

 


№13 სტუმარი tatuka

Saocari istoriaa bravoo dzalian momecona

 


№14  offline წევრი malikuna

მმმ..რაგემრიელი ისტორია იყოო♥♥♥..ყოჩაღ ძალიან მომეწონა♥...ძალიან კარგი იყო ვისიამოვნეე... ♥♥

 


№15 სტუმარი alisaa

axali istoriis daweras ar gegmav?:(

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ინტერნეტი მქონდა გათიშული და ვერ წავიკითხე ეხლა წავიკითხე დარჩენილი თავები და იმხელა ემოციით ვარ სავსე აღარ ვიცი როგორ გადმოვცე love თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ავტორი და ეს ისტორია არის უმაგრესი ველოდები მომდევნო ისტორიას

 


№17  offline წევრი MLM

alisaa
axali istoriis daweras ar gegmav?:(

კი ვწერ უკვე ახალ ისტორიას :)

sameone crazy girl
ინტერნეტი მქონდა გათიშული და ვერ წავიკითხე ეხლა წავიკითხე დარჩენილი თავები და იმხელა ემოციით ვარ სავსე აღარ ვიცი როგორ გადმოვცე love თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ავტორი და ეს ისტორია არის უმაგრესი ველოდები მომდევნო ისტორიას

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო :* დაელოდე ახალ ისტორიას ძალიან საინტერესო გამოდის :*

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan kargi istoria iyoo ❤️ axla wavikitxe yvela yochag

 


№19  offline წევრი giorgi12377

თავიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ინტერესს არ კარგავს "დასასრულამდე". კარგი ნამუშევარია, მიხარია რომ ახალი თაობის მწერლები ასე კარგად გადმოსცემთ თქვენს ნაპიქრალს და ნააზრევს, იგრძნობა რო სავსე ხარ სიყვარულით და კიდევ უფრო მაგარია როცა ჩვენამდე ასე კარგად მოგაქვს. წარმატებებს გისურვებ, მუზების კიდევ უფრო მოძალებას და ბევრ მელანს შენი კალმისთვის!

 


№20  offline წევრი MLM

giorgi12377
თავიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ინტერესს არ კარგავს "დასასრულამდე". კარგი ნამუშევარია, მიხარია რომ ახალი თაობის მწერლები ასე კარგად გადმოსცემთ თქვენს ნაპიქრალს და ნააზრევს, იგრძნობა რო სავსე ხარ სიყვარულით და კიდევ უფრო მაგარია როცა ჩვენამდე ასე კარგად მოგაქვს. წარმატებებს გისურვებ, მუზების კიდევ უფრო მოძალებას და ბევრ მელანს შენი კალმისთვის!

უზომოდ დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. უზომოდ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

 


№21  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Dzalian magati iyo avtorr :*** didi siamovnebitt vkitxulobdii :*** enit sicxeeereli siyvaruli :** kargiaa kargi dzalaiann :* madlobaa asetii siamovnebistviss avtorr :****

 


№22  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ამ ისოტირაზე ვაბოდებ რასაც ქვია ვგიჟდები სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent