შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (ნაწ2)(9)


6-11-2015, 13:28
ნანახია 3 177

****


პატარა ვატოს დაბადების დღე იყო. სადღესასწაულო ცენტრში გადაუხადეს მშობლებმა დაბადების დღე. ვატოს ყველა ბაღის მეგობარი, თანამშრომლების შვილები, ნუ როგორც ვიცით ქართველებმა ყვავი-ჩხიკვის მამიდის შვილის შვილის შვილები იყვნენ დაპატიჟებულები. ძალიან ბედნიერი იყო ვატო, თამაშობდა ბავშვებთან ერთად და ერთობოდა. ტორტის ჩაქრობის დროს პატარამ მოითხოვა, დედაც და მამაც მის გვერდზე ყოფილიყვნენ და ერთად ჩაექროთ ტორტი. რაღაცნაირი განცდა იყო, თითქოს სრულფასოვანი ოჯახი, ბედნიერების მწვერვალზე იყვნენ ასულები და ილუზიას ბოლომდე იგრძელებდნენ.
-ელენე, შენს მშოლებთან დატოვე ვატო. რესტორანი მაქვს დაჯავშნილი საღამოს,ჩვენ და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი ვიქნებით..-უთხრა ვატომ ელენეს როდესაც მანქანაში დებდნენ საჩუქრებს. ელენეც დათანხმდა და მაშინვე დედამის დაურეკა ვატოს დაგიტოვებო. ქალბატონი ლია როგორ იტყოდა უარს საყვარელი შვილიშვილის დატოვებაზე.
-ბებოს ბიჭო! გილოცავ, ბე-შეეგება შვილიშვილს ლია
-ბე, იცი რამდენი საჩუქარია? აი, ძაან ბევრი! ვნახოთ, ვნახოთ,-დაიწყო ვატომ ტიტინი და ოთხიდან გამოსულ ბაბუას მივარდა,-ბაბუ, მამამ იცი რა მაჩუქა? მანქანა!
-გილოცავ, ჩემო სიამაყევ დაბადების დღეს!,-გაიღიმა ბატონმა ირაკლიმ და შვილს შეხედა, რომელიც მორცხვად თვალს არიდებდა.
-ელენ, მოდი ჩემთან მოგილოცო შენი ბარტყის დაბადების დღე,-უთხრა ირაკლიმ შვილს და გაშალა ხელები. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი არასოდეს ყოფილა მკაცრი მამა და არასოდეს არაფერს უშლიდა ელენეს, პირიქით ერთ-ერთი კარგი მეგობარი იყო. მაინც, რიდი ჰქონდა მამამისისი. ერიდებოდა ვატოზე ლაპარაკს, რადგან ორსულობის ამბავის გაგების დროს ისე გაოცდა ირაკლი და ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ ფაქტია შვილმა გული დასწყვიტა. ამის შემდეგ დიდი რიდითა და მოწიწებით ელაპარაკებოდა ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ის მამა-შვილობა არ დაკარგულა, რაც აქამდე ჰქონდათ.
-ელენე, სად მიდიხართ?-ჰკითხა ლიამ ინტერესით და ჩამოჯდა მისაღებში
-ვა..ვატომ რესტორანი დავჯავშნეო,-თქვა ელენემ და თვალები აარიდა მშობლებს
-ვა, მართლა? რა კარგი ბიჭია ვატო,-შეიცხადა ლიამ. ეს სიტყვები ელენესთვის მეხის გავარდნასავით გაისმა. მაშინვე ჯერ დედამისს შეხედა, მერე კი-მამამის რომელიც მშვიდი სახით უყურებდა.
-კი.. მართლაც..-ძლივს ამოიდგა ენა. ლიამ მეუღლეს გადახედა ღიმილით, მოჰკიდა პატარა ვატოს ხელი წამოდი საჩუქრები ვნახოთო და გაიყვანა სხვა ოთახში. დადგა სამარისებური სიჩუმე. ელენე იჯდა თავდახრილი და ძირს დაფენილ ხალიჩას ინტერესით უყურებდა, თითქოს პირველად ნახა და სწავლობდა მის ყველა მოყვანილობასა და ნახატს.
-ელენე, მამა რას ფიქრობ?-დაიწყო ირაკლიმ,-ხომ იცი შენი ბედნიერება მინდა მე..
-ვიცი, მამა ვიცი.. გულახდილად?-შეპარვით ჰკითხა ირაკლის ელენემ
-როგორც ადრე,-გაუღიმა ირაკლიმ
-მიყვარს მამა, ძალიან მიყვარს. რომ არ მიყვარდეს ამას არ გავაკეთებდი რაც წლების წინ გავაკეთე, არ ვნანობ რაც მოხდა, რადგან მიყვარს. ის ისეთი სხვანაირია... ისე ცდილობს, რომ შევრიგდეთ და გვქონდეს ოჯახი. იცი? ბავშვიც თითქოს ცდილობს, რომ ყველგან ერთად ვიყოთ. აი, იცი როგორი მამაა? შენ როგორიც ხარ.. ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, შენნაირი მეორე ნახევარი მყოლოდა. ჩემთვის მამის იდეალი იყავი და ხარ.. მაგრამ.. ვატო..ვატო აბსოლუტურად სხვაა! მამა, აი ვერ დაიჯერებ ამდენი კარგი თვისებაა მასში მოყრილი, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის რაც გააკეთა მას არ გაუკეთებია. მის გვერდზე რომ ვარ უბედნიერესი ვარ დედამიწაზე. უბრალოდ, მინდა რომ შენთვისაც ისეთივე მისაღები იყოს, როგორიც ჩემთვისაა და ბევრს ვფიქრობ, აი, ძალიან ბევრს..
-რა არის საფიქრალი, მა? ჯერ ერთი,შენ ხომ იცი შენს არჩევანს პატივს ვცემდი მთელი ცხოვრება. მე შენ ისე გაგზარდე, რომ ვიცი შეცდომას არ დაუშვებ და პატარა ვატო კიდევ შეცდომა ნამდვილად არ არის ეს იცოდე და არც უნდა ინანო. მეორე რიგში, სანამ გეტყოდა ვატო რომ უყვარხარ მანამდე ჩემთან იყო მოსული ეს პატარა ბიჭი და მითხრა ყველაფერი. დავაფასე და მივხვდი, რა ადამიანიც არის. როდესაც გამოჩნდა ვატო შინაგანი პროტესტი მქონდა, იმდენად განიცადე ჩემმა ერთადერთმა შვილმა რომ შემეშინდა თავიდან არ განმეორებულიყო ეს ყველაფერი. მაგრამ გულის სიღრმეში გამიხარდა და მესიამოვნა მისი დაბრუნება. არ ვერეოდი და არ გეკითხებოდი არაფერს, რადგან არ მინდოდა ჩავრეულიყავი თქვენს ურთიერთობაში. ახლა კი იმიტომ გელაპარაკები, რომ გხედავ როგორი სხვანაირი ხარ..როგორ ლაპარაკობ მასზე, როგორი ბედნიერება გეფინება სახეზე, როცა შენი შვილი მამას ახსენებს.. აღარ გინდა ფიქრი, გული რასაც გეუბნება ის გააკეთე..-თქვა ირაკლიმ და გაუღიმა შვილს. ელენე გაოცებული ისმენდა და ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა. თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდან და იგრძნო დიდი სულიერი აფორიაქება. ბედნიერი იყო! ნამდვიალდ ბედნიერი იყო, რომ მამამისმა მიიღო ვატო და არ იყო წინააღმდეგი მათი შერიგების.
-ვაიმე, მამიკო! როგორ მიყვარხარ!-ატირდა უფრო მეტად ელენე, ჩაუჯდა კალთაში მამას და ჩაეხუტა.
-კაი, ელენე ნუ ტირი თორემ დაგისივდება სახე და ჩემი ლამაზი შვილი დღეს ხომ ულამაზესი უნდა იყოს?-ღიმილით თუმცა აღელვებული ხმით უთხრა ირაკლიმ შვილს.-წადი ეხლა დროზე! შენს შვილზე ერთი დღე მაინც არ იფიქრო და იფიქრე შენს თავზე. მოემზადე და გამოიპრანჭე ისე, როგორც შენ იცი..-ამ ყველაფერს ლია უსმენდა და ტიროდა. უხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მისმა ორმა საყვარელმა ადამიანმა ილაპარაკეს და ის კედელი, რაც მათ შორის იყო დაანგრიეს.



***

შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყო ვატო, წვერი და თმა დაბალზე ჰქონდა. ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა და ნერვიულად დადიოდა სახლში. ღერს-ღერზე ეწეოდა და ფანჯარას არ შორდებოდა. უცებ გავარდა კარებთან და გიჟივით გააღო კარი.
-კიდევ კარგი! სად ხარ ტო, ამდენ ხანს..!-დაიყვირა ვატომ
-აუ, რა შემინთე შენ კიდე ვერ გავიგე!საცობია და რა გავაკეთო როგორ გადმოვაფრინდებოდი მანქანებს?-დაიწუწუნა დაღლიმა კოტემ და ჯიბიდან მიაწოდა კოლოფი,-აჰა, შენ ბედნიერებაში და თანხმობაში,-გაეხუმრა კოტე. ვატომ გამოართვა სწრაფად და გახსნა კოლოფი. ზუსტად ისეთი ბეჭედი იდო, როგორიც ელენეს უნდოდა. ოქროსი, შუაში დიდი ბრილიანტის თვალი და გვერდებზე 5 პატარა ბრიალიანტები ერთმანეთზე ჩაწყობილი.
-ე, რა ლამაზია!-კმაყოფილებისგან აღმოხდა ვატოს
-ძალიან! დამშვიდდი ეხლა?-უპასუხა კოტემ, რომელიც სავარძელში უმოძრაოდ იყო ჩაგდებული.
-კი, ღირდა ხო იცი შენ ლოდინად,-გაიღიმა ვატომ
-გააჩნია რის ლოდინად,-წაკბინა კოტემ
-ეს კბენები ვისგან აიგე ნატაშკა, ლიდა, ვიკა თუ..??- გაბრაზდა ვატო
-კაი, რას იბღვირები. დაგთანხმდება უეჭველი ხომ იცი!
-პატარა ბიჭივით ვარ, გოგოს რომ პირველად უხსნის სიყვარულს,-გაიცინა ვატომ და მიუჯდა დეიდაშვილს გვერდზე.
-პატარა ხარ აბა რა! ცოლი ეხლა მოგყავს,-უთხრა კოტემ და მუჯლუგუნი გაკრა მენაბდეს.



***

საოცრად ლამაზი იყო ელენე. ბორდოსფერი კაბა ეცვა, ტანზე მომდგარი, მუხლს ქვემოთ, შავი მაღალ-ქუსლიანი ფეხსაცმელი,თმები ბოლოები დახვეული ჰქონდა და უკან ნაწილობრივ შეკრული, ბორდოსფერივე ტუჩსაცხი ესვა. დიდხანს იტრიალა სარკესთან. ნერვიულობდა ძალიან, როგორ გამოიყურებოდა, დღევანდელ დღეზე და იმაზე, რაც მამამისმა უთხრა. ბედნიერებისგან და ემოციებისგან გული საგულიდან ამომხტარიყო. კოტემ რომ გამოუარა პირი ღია დარჩა.
-კაი, ტო.. მართლა ელენე ნემსაძე ხარ შენ?-პირდაღებული უყურებდა კოტე ელენეს
-კარგი ეხლა კოტე! ნუ დაიწყე მაიმუნობა!-გაბრაზდა ელენე
-რა მაიმუნობა, ტო! იმენა შოკი-მოკი გოგო ხარ ჩვეულებრივი. შენ გინდა, რომ დღეს სასწრაფო გამოვიძახოთ რესტორანში?
-რა სასწრაფო?- შეეშინდა ელენეს
-რავიცი, ჩემი დეიდაშვილი არამგონია შენს დანახვაზე გადარჩეს,-გაიცინა კოტემ და მანქანა დაძრა.

***
რესტორანში შესვლისთანავე მიიქცია ნახევარზე მეტის ყურადღება. ვატო აღფრთოვანდა და სახეზე სიამოვნები ნერვები შეუტოკდნენ. ელენე ღიმილით გაემართა მეგობრებისკენ. ბევრი უცხო ადამიანი იყო, სავარაუდოდ ბიჭების თანამშრომლები. ყველა სათითაოდ გააცნეს, მაგრამ ზოგის სახელი დაიმახსოვრა, ზოგის-ვერა. ვატო თვალს ვერ წყვეტდა საყვარელ ადამიანს.
-ისეთი, ლამაზი ხარ თავს ძლივს ვიკავებ არ გაკოცო..!-ყურში ჩაჩურჩულა ვატომ ელენეს. ელენეს გაეღიმა და უპასუხა:
-მაგის დროც მოვა..-ელენეს პასუხმა უფრო მეტად გააგიჟა ვატო და ის იმედი რაც გულში ჰქონდა, უფრო მეტად გააღვივა, რომ დღეს ელენეს ვატოს სა-ცოლე დაერქმეოდა. დაიწყო მამა-პაპური ქეიფი. მართლაც, კარგი კოლექტივი იყო. არ მოიწყენდი მათთან. ამ დროს კოტეს და დათუნას სახე აელეწათ. მათი სუფრისკენ არც მეტი, არც ნაკლები თამთა მოდიოდა. მოკლედ გეტყვით, რომ ეს თამთა ვატოს და ბიჭების თანამშრომელი იყო. რაც ვატო ჩამოვიდა და დაიწყო ბიჭებთან ერთად მუშაობა ეს გოგო მოსვენებას არ აძლევდა, სულ თან დაჰყვებოდა და მომენტს არ უშვებდა ხელიდან ფლირტის.
-ვატიკო, გილოცავ შვილის დაბადების დღეს! ჯანმრთელი და საამაყო ბიჭი გყოლოდეს,-უთხრა თამთამ და გადაკოცნა ვატო. ვატომ გაოცებულმა ახედა თამთას და ძარღვები დაებერა. წამოდგა, ბოდიში მოუხადა ყველას და თამთას ხელი მოჰკიდა გარეთ გაიყვანა.
-ახლა, კარგად მომისმინე! აქ არ დამიპატიჟებიხარ მგონი, რადგან მოხვედი სტუმარი ღვთისაა და აქ იყავი და ყველაზე მთავარი! ჩემგან თავი შორს დაიჭირე, აქ ჩემი ცოლია და წესიერად მოიქეცი ზედმეტები არ დავინახო..!-უპასუხა ვატომ და რესტორანში შევიდა. თამთა ჯუჯღუნით შევიდა საპირფარეშოში და თავის მოწესრიგება დაიწყო. ამ დროს ერთ-ერთი კაბინეტიდან ელენე გამოვიდა და ანალოგიურად დაიწყო მანაც.
-აი, როგორია კაცი რომ გინდა და გიყვარს და არ გეძლევა?-თქვა თამთამ
-ბატონო?-გაოცებულმა შეხედა ელენემ თამთას.
-ხო, აი მიყვარს და იმას კიდევ არ ვუყვარვარ. ცოლი ჰყავს, ნუ მე კი ვიცი რომ ჯერ არაა ცოლი, მაგრამ მაინც..
-თუ ცოლი ჰყავს ჩემი აზრით სხვა უნდა მოძებნოთ თქვენ და საყვარელ ადამიანს ბედნიერების უფლებას მისცეთ,-გულწრფელად ურჩია ელენემ
-კი, მაგას ვაპირებ მაგრამ იცი რაა? ძალიან მაინტერესებს იმ გოგოს რეაქცია, რომ გაიგებს ჩემთან როგორ უღალატა რამდენიმე დღის წინ!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თამთამ და გავიდა საპირფარეშოდან. ელენემ ყურადღება არ მიაქცია,. პომადა გადაისვა, თმები გაისწორა და ისიც გავიდა. მაგიდას, როდესაც მიუახლოვდა ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა. თამთა ვატოს გვერდზე ედგა და ელაპარაკებოდა, უცინოდა, უღიმოდა და თვალებს უციმციმებდა. თავზარი დაეცა! თამთა ხომ მის ვატოზე ლაპარაკობდა და ხასიათი წაუხდა.
-თამთა, გაიცანი ეს არის ელენე..-უთხრა ნიკუშამ და გაახედა ელენესკენ მოლაპარაკე თანამშრომლები. თამთა თავიდან გაოცდა, მაგრამ მალე კმაყოფილების ღიმილმა გადაკრა სახეზე.
-სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ უკვე გავიცანით საპირფარეშოში ერთმანეთი,-ნიშნის მოგებით უპასუხა თამთამ და გაუღიმა ცინიკურად ელენეს. ელენემ დააწყო სახე და ნაძალადევად გაუღიმა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა, თამთა..-მშვიდად უპასუხა და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა. გაგრძელდა საღამო. თამთა არ ჩერდებოდა მაინც ეფლირტავებოდა ვატოს შორიდან, მაგრამ შესამჩნევად. ვატოს ყოველ გამოჩენილ ინიციატივას ელენე ნაძალადევი ღიმილით პასუხობდა. ბოლოს ვატომ საცეკვაოდ გაიწვია საყვარელი ადამიანი. ხელი წელზე შეუცურა და გულზე მიიკრა.
-ელენე, მიყვარხარ..-ჩასჩურჩულა ყურში
-მე თუ თამთა?
-თამთა რა შუაშია?-თავზარი დაეცა ვატოს
-მე გავერთე თამთასთან რამდენიმე დღის წინ?-ცინიკურად და ისევ ნაძალადევი ღიმილით შეუბრუნა კითხვა ელენემ
-საიდან გაიგე?-ცივად უთხრა ვატომ
-რა მნიშვნელობა აქვს.. დღევანდელი დღე რაღაც ახლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აზრი არ აქვს..- მშვიდად უპასუხა ელენემ და მოსცილდა ვატოს. სუფრას, როგორც კი მიუახლოვდა უთხრა საზოგადოებას:
-დიდი ბოდიშით, უნდა წავიდე. ვატო ტირის და უნდა მივაკითხო. თქვენ გაერთეთ! თამთა, წარმატებას გისურვებ,-ცინიკურად ჩაილაპარაკა და გაუღიმა ყველას.



№1  offline მოდერი bibo

უხ როგორ მომწონს ეს ისტორიააა

 


№2 სტუმარი nino k.d.

კომენტარითამთა უნდოდათ ამათ. მალე დადე

 


№3  offline წევრი Dikunadiko

ვგიჟდები ამ ისტორიაზე :) ერთი სული მქონდა ხელი ეთხოვა ვატოს, თათიამ კიდევ ყევლაფერი გააფუჭა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent