ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 8, დასასრული]
ზუსტი მეცნიერება. ნაწილი 8. დასასრული. ,,გაიღიმე, გაიღიმე, გაიღიმე'' – უმეორებდა თავს თათა და აიძულებდა ამ დაწყევლილ დღეს, გაეღიმა. იცით, როგორ იყო? თან უხაროდა ეს დღე, თან არა. მხოლოდ იმიტომ უხაროდა, რომ ლაზარემ უთხრა, როგორც კი ხელს მოვაწერთ, ბავშვს ვიშვილებთო. წამებს ითვლიდა სახლში წასვლამდე, რომ მეორე დღეს დაეწყოთ უკვე საბუთების მოგვარება. ლაზარეს სულ სხვანაირად უხაროდა ეს დღე. სხვა მიზეზით, მიუხედავად იმისა რომ მასაც საოცრად ახარებდა მას და თათას შვილი რომ ეყოლებოდათ. თანაც არა ერთი! •11• ისე აჩვენებდნენ თავს ქორწილის მეორე დღეს ერთმანეთს, თითქოს არ აინტერესებდათ რომ მათი პირველი ღამე არ არსებობდა და თათას ღრმად სწამდა რომ, არც იარსებებდა. თუმცა ცხოვრებას სჩვევია მოულოდნელობები, ესაა სწორედ მისი ხიბლიც. მხოლოდ საჭიროა დრო, მოთმინება და დაკვირვება. °11° – მოაგვარე? – გულ აფართხალებულმა ჰკითხა კარებში შემოსულ ქმარს და იმედით აღსავსე თვალებით მიაშტერდა. – მოვაგვარე, – ღიმილით აკოცა თავზე და პიჯაკი თავის ადგილას ჩამოკიდა. – ჩემი სუპერ ქმარი ხარ! – ბედნიერმა აკოცა ლოყაზე და საძინებელში მიმავალს დააწია სიტყვა, – ვახშამი მოგიმზადე, მოდი. ისე უხაროდა ქმრისთვის რაიმე რომ გააკეთა, დაღლილობაც კი ვერ იგრძნო, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ნახევარი დღე სამზარეულოში მოფუსფუსემ გაატარა. სამაგიეროდ, როცა წარმოიდგინა რომ ამით ლაზარეს ასიამოვნებდა და გაახარებდა ორმაგი ენთუზიაზმით უდგებოდა თავის საქმეს. ქორწილიდან ერთი თვე და კიდევ ცოტა მეტი გავიდა. ისე შეეჩვივდნენ ერთმანეთს წყვილი რომ უკვე გამჯდარი ჰქონდა ლაზარეს სამსახურიდან 1–2 საათით ადრე მოსვლა. სულ სხვა გრხძნობა წარმოიქმნა მათ შორის, ხვდებოდა ამას ორივე და მორჩილი ბავშვებივით ხვდებოდნენ ყოველივე ამას. ელოდნენ მოვლენების განვითარებას. – აბა, ვნახოთ, შენს საუკეთესო ქმარს რა მოუმზადე ამჯერად? – ღიმილით შეაბიჯა სამზარეულო ოთახში სახლის ტანსაცმელებში გამოწყობილმა ლაზარემ და ცოლს ზურგიდან აეკრო. – ნუ ცუღლუტობ! – დატუქსა ღიმილით გოგონამ და მაშინვე მოშორდა. უკმაყოფილოდ დამანჭა სახე ლაზარემ და ჯიქურ მიაჩერდა თვალებში. ბოლოს, ხელი ჩაიქნია, ამოიფრუტუნა და მაგიდას მიუჯდა. როგორც კი დაინახა ოხშივარ ავარდნილი ნაირ–ნაირი საჭმელი, მაშინვე გაუცისკროვნდა სახე და თათა უფრო ღრმად დარწმუნდა იმაში რომ ყველა მამაკაცის გზა კუჭზე გადის! – მოდი ჩემთან! – კალთაზე დაიტყაპუნა ხელი ლაზარემ, როცა თათა მორჩა სუფრის გაშლას. უსიტყვოდ ჩაუჯდა კალთაში გოგონა, თავი მკერდზე მიადო და ოდნავ შეეხო ტუჩებით მის მკერდს. არ აინტერესებდა, თუ რას იფიქრებდა მამაკაცი, თუმცა რა უნდა ეფიქრა, როდესაც თვითონ უარესს განიცდიდა თათას მიმართ?! – ყველაფერი შეიცვალა არა? – ჰკითხა გოგონამ. – ყველაფერი. – ღიმილით დაეთანხმა. – რა იქნება ხვალ, ზეგ ან თუნდაც მაზეგ? – არ ვიცი რა იქნება მერე, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რაც იქნება. გაკვირვებულმა შეხედა ფეხზე ,,მისიანად'' წამომდგარ ლაზარეს. ცოტა ხანი თვალებში ჩააშტერდა მამაკაცი, შემდეგ კი ნაზად წაეპოტინა გოგონას ბაგეებს, რომელიც უეჩვეულოდ ახურებულიყო, უფრო გაწითლებული, რაც მეტად სექსუალურს აჩენდა. ნაზად ჩააცურა მის თეძომდე ხელი მამაკაცმა და ოდნავ, თითებით მოუჭირა. ისე მივიდნენ საძინებლამდე, ერთმანეთის ტუჩებს არ მოშორებულან. ოდნავ გასწია გვერდზე ბაგეები თათამ, თორემ აშკარა იყო მალე გაიგუდებოდა. ერთხელ ჩაისუნთქ–ამოისუნთქა და ახლა თვითონ წაეტანა საყვარელი მამაკაცის ბაგეებს. – მჭირდები... მინდიხარ... ჩემი ხარ, ჩემში ხარ! – ნაწყვეტ–ნაწყვეტ ამოილაპარაკა სიტყვები ლაზარემ და ლოგინზე გადააწვინა სასურველი. – მგონი შემიყვარდი, – სიტყვებს ამოაყოლა სიამოვნებისგან წამოსული გმინვა თათამ და ლაზარეს გრძელ თმაში თითები შეაცურა, ოდნავ მოქაჩა თავისკენ და ამღვრეული თვალებით შეხედა მის ზემოდან მოქცეულ კაცს. მხოლოდ ჩაიცინა მამაკაცმა და ისევ დაიხარა მისი ტუჩებისკენ. რიტმულად, ნაზად და ამავდროულად სპეციფიური სიველურით დაატარებდა მის თლილ თითებს, თათას შიშველ სხეულზე. ყველაფერს ისე ფრთხილად აკეთებდა, თვითონაც კი ვერ სცნობდა საკუთარ თავს. ისე ფრთხილობდა, თითქოს შუშის თოჯინასთან ჰქონდა ფიზიკური კავშირი. ყოველი თათას დაკვნესება, რომლის ხმაშიც თავიდან იგრძნობოდა ტკივილიც და სიამოვნებაც, გულზე საშინლად ხვდებოდა. გოგონას ტკივილი თვითონ ორმაგად, ასმაგად და ათასმაგად სტკიოდა. °11° დილით რომ გაიღვიძა, წვიმა ცრიდა, ძვალ–რბილი გაერთიანებული ჰქონდა. ეგონა, მთელს ტანში სტეხდა და საშინლად აჟრიალებდა. ძლივს აითრია წელი და წალასლასდა, ოღონდ საით, – თვითონაც არ იცოდა. ჰო, ახლა აუცილებლად უშველიდა ნელ–თბილი აბაზანა. ჯაკუზი წყლით აავსო და შიგნით ჩაწვა. ისე უბჟუოდა მთლიანი სხეული, რომ მალევე მოეშვა წყლის ქვემოთ. ღიმილით გაიხსენა გასული ღამე და ბედნიერმა გადაიტარა სხეულზე თითები. ყველგან მისი კვალი იყო. ყველგან ლაზარეს ტუჩების კვალი ეტყობოდა. როგორ სპონტანურად მოხდა არა, ყოველივე ეს?! მაგრამ ისინი გრძნობდნენ რომ ერთმანეთით იყვნენ და სულაც არ იყო საჭირო ეს ბანალური სიტყვები. ჩარჩოებში ჩასმულ ურთიერთობას ვერც ერთი შეეგუება და ვერც მეორე. თანაც ახლა შვილი ეყოლებათ და ორმაგად ბედნიერები იქნებიან. ჯერ ერთი ფეხი გადმოყო ჯაკუზიდან, შემდეგ – მეორე. თხელი ხალათი შემოიხვია და თმების მშრალებით გავიდა სამზარეულოსკენ. – რა მოვამზადო? – ღიმილით ჰკითხა საკუთარ თავს და ხელის მტევნებით დაეყრდნო მაგიდას. – ჯერ ჩავიცვამ. – გადაწყვიტა უმალ. სწრაფად წავიდა საძინებლისაკენ, ფეხაკრეფით შევიდა შიგნით და ძალიან ფრთხილი მოძრაობით შეეცადა თავისი ნივთების თავ მოყრას. – სად მიიპარები? – მოესმა ზურგს უკან უკმაყოფილებით აღსავსე ხმა. ბედნიერი, ღიმილიანი და გაცისკროვნებული შეტრიალდა მისკენ. – მოდი ჩემთან! – დაიბუბუნა მამაკაცმა და ავაზასავით დაკრიჭა კბილები. გვერდით მიუწვა თათა, თავი მკერდზე მიადო და გადაბმულად აკოცა მოშიშვლებულ მკერდზე. – ჩემი პატარა სპლიყვი ხარ! – უჩურჩულა ლაზარემ სიცილით და სხეულზე უფრო მეტად მიიკრო. – რა ვარ? – გაკვირვებულმა ახედა და ჩუმად გადაიკისკისა. – სპლიყვი. – ღიმილით აუჩეჩა თმები მამაკაცმა და ყელში ხმაურით აკოცა. – ჩემი ნაზოც ხარ, – გადაიხარხარა და პატარა ცხვირზე ნაზად აკოცა. – აუ, მტკივა, – ამოიკნავლა თათამ, როცა ქმრის დიდი წვერები შეეხო ყელზე. – ვაიმე, ჩემი ნაზო! – დაცინვას არ წყვეტდა მამაკაცი და თითებს უმისამართოთ დაასრიალებდა ცოლის სხეულზე. °11° – მზად ხარ? – უკვე მესამეჯერ ჰკითხა ლაზარემ, თავიანთ საძინებელში შესულ ცოლს. – რა მოუთმენელი ხარ, გიჟოო! – სიცილით გამოვიდა კლასიკურ სტილში ,,შეფუთული'' გოგონა და სიცილით აიღო ხელ ჩანთა. – ახლა, თუ მოგცხე მაგ მაგარ და მრგვალ საჯდომზე, მერე ნახავ შენ! – სიცილით გააგდო სახლიდან. კარები თვითონ ჩაკეტა და ფეხით ჩაუყვნენ კიბეებს. ორივე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ამხელა პასუხისმგებლობის აღება მარტივი არაა. ბევრ ბედნიერ დღეს მოუტანს ერთად გატარებულს, მაგრამ ბევრ რამეს შეცვლის. °11° 6 თვის სესილი იშვილეს. ყველაზე საყვარელი იყო ეს ბავშვი, თანაც ძალიან თბილი. როგორც კი დირექტორმა აჩვენა ბავშვი პატარაც ახვანცალდა და ბუთქუნა ხელები გამოიშვირა ლაზარესკენ. – ჰმ! ამას უყურეთ რა! აქედანვე ეჭვიანობა დამაწყებინა! – სიცილით აკოცა ბავშვს თავზე თათამ და დირექტორს და ქმარს ყოვლის მთქმელი თვალებით შეხედა. °11° – რესტორანში წავიდეთ? – ჰკითხა ქმარმა, როცა ბავშვიანად ჩასხდნენ მანქანაში. – თქვენ, როგორც გინდათ, მაგრამ მგონი სჯობს რომ რესტორანში წავიდეთ. ბევრნი ვიქნებით ხომ? – ჰკითხა ისე რომ მძინარე შვილისთვის თვალი არ მოუშორებია. – კი, მშობლები, ნათესავები... შენთვის 2 სიურპრიზი მაქვს. – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, მისკენ გადაიხარა და გემრიელად აკოცა ბაგეებზე. – არ მჯერა... – ჩაილაპარაკა, ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა გოგონამ და თვალებით ანიშნა ბავშვზე. – არც მე, მაგრამ მივეჩვევით. უკვე სიგიჟემდე მიყვარს. – სითბოთი გაჟღენთილი თვალებით დახედა შვილს, შემდეგ, ცოლს გახედა. – მიყვარხართ სიგიჟემდე. ლაზარე, ჩემი ხარ და ჩემში ხარ. – ჩემი ხარ და ჩემში ხარ. – ღიმილით გაიმეორა მისი სიტყვები და საფეთქელზე მიაწება ტუჩები. °11° ძალიან ბევრ ხალხს მოეყარა თავი რესტორანში. ყველას სესილისთან უნდოდა. არავის არ გასჩენია იმის უკმაყოფილება რომ ბავშვი ბიოლოგიურად მათი არ იყო, თუმცა არავის არ უფიქრია წამითაც კი, რომ სესილი ლაზარეს და თათას შვილი არ იყო. ხან ერთი მიდიოდა მძინარე ბავშვთან, ხანაც – მეორე, თუმცაღა მაინც ისე ტკბილად ეძინა ბავშვს, საერთოდ ვერ გრძნობდა და არ აწუხებდა მისკენ მიმართული ამდენი ადამიანის მზერა. – ახლა სიურპრიზის დროა! – გამოაცხადა სიამაყით ლაზარემ და ცოლი რესტორნის მთავარი შემოსასვლელისაკენ წაიყვანა. კარები გაიღო და რესტორანში გოგონას დედ–მამა და ლიზი შემოვიდნენ, რომლებიც ყურებამდე იღიმოდნენ. °11° – სასწაული მყავხარ! სასწაული! – უმეორებდა ყოველ წამს თათა გაღიმებულ ქმარს და მთელ სახეს უკოცნიდა. ერთ რამედ ღირდა მშობლებისთვის ბედიერი შვილის ნახვა, რომელსაც შესანიშნავი ქმარი და უმშვენიერესი ბავშვი ჰყავდა. – სულ ჩემთან იყავით ხომ? – ასრუტუნებულმა ჩაყო თავი მამაკაცის ყელში და ბედნიერმა მოხვია კისერზე ხელები. – რა თქმა უნდა, სულ. – მანაც მოხვია ხელი და გაიტრუნა – ისე, წარმოგედგინა ჩვენი ასეთი მომავალი? – ჰკითხა სიცილით თათამ. – რა თქმა უნდა. – როგორ? – თვალები გაუფართოვდა გოგონას. – როგორ და ასე. რამდენი ხანია იცი, რაც მიყვარხარ? – რამდენი? – ბევრი. – ხელები გაშალა და ასე ანახა ,,ბევრიო.'' – რას ჰქვია ბევრი? – მაინც ვერ ხვდებოდა ვერაფერს გოგონა. – როგორ და ერთმანეთი რომ გაგვაცნეს, მაშინ შენ იყავი პატარა, თორემ მე ისეთ ასაკში ვიყავი, ვხვდებოდი და ვააანალიზებდი ყველაფერს. იმის მერე სხვა გოგოსკენ სერიოზულად არ გამიხედავს. სულ კუდში დაგსდევდი ჩუმად, მე თუ საქართველოში არ ვიყავი, ჩემი დაცვა შენთან იყო ყოველთვის. მერე მახსოვს ერთ–ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ძალიან ცუდად იყავი იმის გამო რომ შეყვარებულს დაგაშორეს, იმ ამბის მერე კი დედა სულ გიჩიჩინებდა რომ შენთვის მხოლოდ მე ვვარსებობდი. იმის გათვალისწინებით რომ დედაშენთან და მამაშენთან უშუალო კავშირი მქონდა, თანაც ძალიან ხშირი, ვუთხარი რომ თავი დაენებებინათ შენთვის და აღარ ელაპარაკათ ამ თემაზე და ჩემსა და შენს მომავალზე. ბოლო კვირეების განმავლობაში შესამჩნევად გითვალთვალებდი პირადად მე, ყველგან დაგყვებოდი. მერე გავიგე რომ გეშინოდა და ისევ ჩრდილს ამოვეფარე. – ღიმილი საუბრობდა ლაზარე და სულ არ აღელვებდა ის ფაქტი რომ თითქმის ყველა უსმენდა. თუმცა ისე გადაკრულად საუბრობდა ამას მხოლოდ თათა, თუ გაიგებდა. გაიგო, და მერე როგორ! ქვითინით ჩაეხუტა და ყურს ქვემოთ აკოცა. – ჩემი ბედნიერების გამოძახილი და ერთად ერთი სხივი ხარ. – უჩურჩულა ჩუმად. ცერა თითით მოწმინდა ცრემლები მამაკაცმა და მკერდზე ძლიერად მიიხუტა. უკვე ნათელია ყველაფერი. უკვე აეხადა ყველაფერს ფარდა. დაიმახსოვრეთ, გაითვალისწინეთ, ცხოვრება არაა ზუსტი მეცნიერება! დასასრული. ავტორი: ღამურა ^^^ და დამმ..! ესეც დასასრული. არ ვიცი რა გითხრათ და როგორ გითხრათ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენთ თითოეული თქვენგანი ჩემზე. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ დამზარებია დაწერა, მაგრამ რომ მახსენდება, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია ბევრი თქვენთაგანის წინაშე, ჯანდაბაში ვუშვებ სიზარმაცეს და დიდი მონდომებით ვიწყებ წერას. საერთოდ არ მიმაჩნია რომ კარგად მაინც ვწერ და არც რამეზე მაქვს პრეტენზია. მე ასე ვწერ და რა ვქნა :დ სხვაგვარად არ ძალმიძს. ძალიან მიყვარხართ, მაბედნიერებთ. დავესესხები ლაზარეს სიტყვებს და გეტყვით: ,,ჩემი ხართ და ჩემში ხართ!'' ლიზის და საბას ისტორია საერთოდ სულ სხვაა. ამას არ განვავრცობდი არანაირ შემთხვევაში ამ ისტორიაში იმიტომ რომ სრულიად სხვა თემაა. არ ვიცი, როგორ განვითარდება მათთან მოვლენები, მაგრამ... პ.ს გემშვიდობებით რამდენიმე კვირით შეიძლება, შეიძლება უფრო მალე მოვიდე. პ.ს.ს გელით. იმედია არ დაიზარებთ და გამიზიარებთ თქვენს აზრზს, შეხედულებებს და ზოგადად ყველაფერს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.