შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (6)


7-11-2015, 17:08
ავტორი zak
ნანახია 3 070

ცოტაც და გონებას დაკარგავდა,მაგრამ მამაკაცმა დროულად მოახერხა მისი დაჭერა,სააბაზანოს კედელს ძლიერად ააკრო.ამაზე ოდნავ ამოიგმინა კესომ და გაბრიელის თმებში ახლართა თითები.რამოდენიმე წამში მამაკაცმა კესანე საწოლზე ფრთხილად დააწვინა და თვითონაც ზემოდან მოექცა,ახლაც იგივე გაიმეორა გაბრიელმა,გოგონას თვალებში შეხედა და როდესაც გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა მისი ბაგეების დაგემოვნება განაგრძო...
უყურებდა გაბრიელი მძინარე გოგონას და ეღიმებოდა,მამაკაცის მკლავებში მოქცეული მშვიდად სუნთქავს,კაცის ხელს ძლიერად ჩაბღაუჭებია,თითქოს ვინმე მის წართმევას უპირებდეს,წეღან კი მისი სიახლოვე აშინებდა.სწორედ ამან აიძულა რომ ვნებები მოეთოკა.ვერასოდეს აპატიებდა თავს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას მაშინ,როდესაც დარწმუნებულია იმაში,რომ კესო ამისთვის მზად არ არის.
უკვე მოსაღამოვდა,წყვილი კი ისევ საწოლში იწვა.შემდეგ კესანემ ამდენი წოლისაგან გვერდები მეტკინაო და მისაღებში ჩავიდა,ცოტა ხანში მას გაბოც უკან მიჰყვა.
-რას შეჭამ?...ინტერესით ჰკითხა გაბომ გოგონას.
-რასაც შენ,გაბო ერთ წამს გავალ ქალბატონ ნატალიას დავურეკავ და მოვალ...გვერდითა ოთახში გავიდა და უფროსის სახლის ნომერი აკრიფა,ზარი გავიდა,კესოც მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
-გისმენთ...მამაკაცის ხმა გაისმა მობილურში,თავიდან დაიბნა მაგრამ ბატონი ნოდარის არსებობა რომ გაახსენდა,მიხვდა ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ბატონო ირაკლი,თქვენ ხართ?
-დიახ,ვინ ბრძანდებით?
-მე თქვენი მოახლე ვარ,კესანე,გუშინ გავიცანით ერთმანეთი,
-დიახ მახსოვხართ,დიდი მოუხელთებელი ვიღაც ბრძანდებით...პატივს რომ არ სცემდეს ნატალიას ერთი კარგად გამოლანძღავდა ამ ხეპრე მამაკაცს,მაგრამ ახლა თავის შეკავება მოუწევს.
-კარგით,გთხოვთ,ქალბატონ ნატალიას უთხარით რომ გაურკვეველი ვადით მოსვლას ვერ შვძლებ.
-რა მოხდა,ხომ ყველაფერი რიგზეა?
-დიახ,გმადლობთ რომ ჩემზე ღელავთ.ახლა კი უკაცრავად,მაგრამ უნდა გაგითიშოთ...სწრაფად დაამთავრა საუბარლი კაცთან და გაბრიელთან გავიდა,რომელიც მიმტანს რაღაცას უხსნიდა.კესანე რომ დაინახა მის გვერდით ადგილზე ანიშნა და დაჯდომისას მხურვალედ აკოცა გოგოს...კერძებიც მოიტანეს და კესოს ისევ დაავიწყდა გაბრიელის არსებობა,რა ქნას უყვარს ჭამა.
-კესო,ხვალ გავაგრძელოთ გზა,კარგი?
-მოიცა კიდევ სადმე მივდივართ?...ინტერესით ჰკითხა გოგონამ გაბოს.
-ჯერ სად ხარ,ლამაზო...იდუმალი ღიმილით ჩაიცინა კაცმა და კიდევ ერთხელ დაეპატრონა კესანეს ბაგეებს...ისე ამაღამაც ჩემთან აპირებ დაძინებას?
-წინააღმდეგი ხარ?...ეშმაკურად ჩაეკითხა კესო კაცს და ხაჭაპურის ჭამა ორივე ხელით დაიწყო.მის ამ საქციელს გაბრიელის სიცილი და კესოს გაბრაზებული მზერა მოჰყვა.გემრიელად ივახშმეს და ოთახისკენ გაუყვნენ გზას.ამჯერად დასაძინებლად არ დაწოლილან ბუხრის წინ დაფენილ ხალიჩაზე მოკალათდნენ და ერთმანეთთან საუბარში გალიეს მთელი ღამე.იმდენად სასიამოვნო იყო კაცის მკერდზე მიყრდნობილი,მის სურნელს რომ ისუნთქავდა,დიდხან ვერ გაძლო და იქვე ჩაეძინა.ძილის წინ კი უკვე სასიამოვნო რუტინად ქცეული სიტყვები გაიგო,რომელმაც ღიმილი მოჰგვარა
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ფრთხილად აიყვანა გაბრიელმა კესო და საწოლში ჩააწვინა,მის გვერდით კომფორტულად მოეწყო და ვიდრე თვალებს დახუჭავდა გოგონას საფეთქელზე ტკბილად აკოცა.გაბრიელის სიტყვები გამართლდა,მართლაც გაბრიელი ესიზმრა,თან ისე ტკბილად!!!სიზმარშიც კი იღიმოდა.
დილით მამაკაცის შეხებამ გააღვიძა.რომელიც მის მხრებზე ხელს აშკარად დიდი სიამოვნებით დაასრიალებდა.
-კესოოო,ადექი წასვლის დროა...პასუხად მხოლოდ გოგონას ზმუილი მოისმა...იცოდე შემომეჭმევი და მერე საერთოდ აღარ გაჩვენებ სიურპრიზს...სიურპრიზის ხსენებაზე კესო დაინტრიგდა,სწრაფად წამოჯდა საწოლზე,ჯერ დაამთქნარა,შემდეგ კი თვალები ხელის მუშტებით მოისრისა.
-ჰა,ადექი ეხლა...გულმოსულმა მიმართა გაბრიელს,რომელიც ირონიული ღიმილით წამოწოლილიყო მხართეძოზე და გოგონას მოშიშვლებულ ზურგს ვნებამორეული თვალებით შეჰყურებდა...რას იცინი ადექი...კიდევ ერთხელ შემოსძახა კაცს და ანიშნა ოთახიდან გასულიყო.
-კარგი ჰო,გავდივარ...წასვლისას გოგონასკენ ფრთხილად დაიხარა და ბაგეებზე ისევ ძველებური გაშმაგებით დაეძგერა გოგოს...და ხო,შემდეგში ჩემი არ უნდა შეგრცხვეს,სრულყოფილი სხეული გაქვს.გაბრიელი რომ გავიდა სწრაფად წამოვარდა ფეხზე და ტანსაცმელი მოირგო.სწრაფად ისაუზმეს,ბევრიც იცინეს და მალე მანქანაში იჯდნენ და კესოსთვის გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდნენ.გზაში ჩაეძინა,აშკარად ძალიან დიდი ხანი ეძინა რადგან როცა გაიღვიძა,უფრო სწორედ გაბრიელმა გააღვიძა მის საკუთარ სოფელში ამოყო თავი,მის ბავშვობასა და ზღაპრულ წლებში.საკუთარი ეზო რომ დაინახა და დაჟანგებული ჭიშკარი შეახო სხეულში ძველებურად დაუარა რაღაც ენერგიამ.ეზოში ისევ ისე დგას გულაბი მსხლის ხე,რომელზეც მთელი თავისი ბავშვობა აქვს გატარებული.ყველაფერი მის თვალწინ გარბის მოკლე-მოკლე კადრებად და ეს ყველაფერი გაბრიელის დამსახურებაა.ისეთი ძალით ჩაეხუტა მისთვის სასურველ პიროვნებას,რომ ამხელა მუტრუკს სათითაოდ ყველა ნეკნი გაუბზარა.თან ცრემლებით უსველებდა მაისურს.გაბრიელმაც ძლიერად შემოხვია გოგოს ხელები აკანკალებულ მხრებზე და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში...სახლის დათვალიერებით გული რომ იჯერა და ბებიის,მისი ლამაზი დალი ბებიას საფლავი რომ მოინახულა,მხოლოდ მაშინ წავიდა სახლისაკენ.ამ დროის მანძილზე გაბრიელი ჩუმად,ხმის ამოუღებლად მიჰყვებოდა გოგონას.
-აქ გავიყინებით თუ ბუხარი არ ავანთეთ...მიმართა გოგონას გაბრიელმა და ეზოდან შემოტანილი ხის ნაჭრები ბუხარში შეუძახა.სულ მალე ოთახში სასიამოვნო სიჩუმე და სიმყუდროვე იყო გამეფებული.
-გაბრიელ ნახე რა ვიპოვე...ცქმუტვით მიმართა გოგონამ გაბრიელს...ტეკილა,არც კი ვიცი აქ საიდან გაჩნდა,ალბათ ბაბუასია...ღიმილით დაუდო ალკოჰოლური სასმლით სავე ბოთლი კაცს წინ...ვიცი რომ გიყვარს.
-მართალი ხარ მიყვარს თან აშკარად ხარისხიანია,ბაბუაშენი ნამდვილად გემოვნებიანი კაცი ყოფილა...გაოცებულმა მიუგო კესოს მამაკაცმა და იქვე მაგიდაზე დადებულ ჭიქებს დასწვდა,კესოსაც ჩამოუსხა,მაგრამ გოგომ თავი გაიგიჟა მე ვერ დავლევო.ბოლოს შეთანხმდნენ რომ მხოლოდ ერთ ჭიქას დალევდნენ.ცოტა აამსუბუქა სასმელმა,თავს უფრო კარგად გრძნობდა და სულელივიტ იღიმოდა.
-შენ ჩემზე ყველაფერი იცი,მე კი არაფერი,მომიყევი შენზე რამე...ცოტა ნაწყენმა მიმართა გაბრიელს გოგომ და სასმლისაგან აცრემლებული ტვალებით შეანათა კაცს.
-მოსაყოლი არაფერი,ლამაზო,მამა და ბიძა მზრდიდნენ,დედა ადრე გარდამეცვლა.დედმამიშვილები არ მყავს,ვიზრდებოდი თბილისში,ამჟამად საკუთარი ბიზნესი მაქვს და კიდევ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო მიზი გვერდით,რომელსაც ყველაზე მეტად უხდება სიმთვრალე და რომელიც დარწმუნებული ვარ ახლა ადგება და ძალიან ვნებიანად მაკოცებს...ბოლო სიტყვები ღიმილით წარმოსთქვა გაბრიელმა და კესოს ხელები გაუშალა.გოგონაც სწრაფად დაიძრა კაცისაკენ და მის კალთაში კომფორტულად მოკალათდა,შემდეგ კი მამაკაცის ბაგეები მოძებნა და მთელი გრძნობით აკოცა.გაბრიელი კესოს თმებში ისევ და ისევ ხლართავდა ტავის თითებს.კესო კი გატრუნულიყო და ყველანაირად ცდილობდა არ ჩასძინებოდა,არ სურდა ეს სასიამოვნო მომენტი ოდესმე დასრულებულიყო,სურდა რომ წუთები გაყინულიყო და წყვილისთვის ამ წუთებით ტკბობა ეცლია.დილამდე მაინც ჩაეძინა კესოს.დილით რომ გაირვიძა გაბრიელი სახლში არ დახვდა,ეზოშიც მოძებნა მაგრამ ვერსად იპოვა,ბუხარი დანთებული იყო,ამიტომ შორს წასული არ იქნებოდა,ავტომობილიც იქვე ღობესთან ეყენა...ცოტა ხანს ელოდა მამაკაცს და მალე ისიც გამოჩნდა,ხელში პროდუქტებით სავსე პარკები ეკავა და სახლისაკენ მიდიოდა.ღიმილით შეეგება კესო მამაკაცს და ჭიშკარი გაუხსნა,რათა დატვირთულ მამაკაცს შემოსვლა არ გასჭირვებოდა.
-უჩემოდ,თანაც ასე ადრე რატომ წახვედი მაღაზიაში,გაგეღვიძებინე და მეც წამოვიდოდი...უკმაყოფილოდ უთხრა გოგონამ გაბრიელს და ტუჩები ოდნა გაბუსხა,გუშინდელის მერე ჯერ კიდევ ცოტა გაბრუებულია,ალბთ იმის ბრალია,რომ პირველად დალია.
-თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ გუშინ აშკარად პირველად დათვერი,დილით ძილი გჭირდებოდა.თან გავითვალისწინე რა შენი მადა,მივხვდი რომ თუ დილით რაიმე საჭმელს არ დაგახვედრებდი,მე შემჭამდი.ამ ფაქტმა მაიძულა დილით ავმდგარიყავი და მაღაზიაში წავსულიყავი...შეფარული ღიმილით მიუგო მამაკაცმა კესოს,და მისი ბაგეები ვნებიანად დააგემოვნა.საკვები სახლში შეიტანეს და ის ის იყო კესოს საუზმე უნდა მოემზადებინა,გაბრიელმა რომ გვერდით გაწია და თითი ჰაერში გაასავსავა.
-დღეს მე ვიქნები მზარეული,არც კი შემეწინააღმდეგო...გამაფრთხილებელი მზერით შეხედა გოგონას გაოცებულ თვალებში და შემდეგ ოთახიდან გასასვლელად მსუბუქად უბიძგა.გაოცებული გავიდა მისაღებისაკენ და ბუხარს მიეფიცხა.გაბრიელი და სამზარეულოში,რაღაც ახალია,ერთი სული აქვს მის მომზადებულ კერძებს როდის დააგემოვნებს.დიდხან ლოდინი არ დასჭირვებია,მალე გამოვიდა კაცი სამზარეულოდან ფრიად ნასიამოვნები სახით და როგორც ჯელტმენს შეჰფერის ისე შეუძღვა თავის ქალბატონს სამზარეულოში.კესოს გაოცება დაიმსახურა იმ ფაქტმაც რომ სამზარეულოს ლპობაშეპარულ,ხის მაგიდაზე ულამაზესი,უბრალო და მყუდრო სუფრა გაეშალა.მაგიდაზე სალათი და ერბოკვერცხი იდო.მათ გვერდით კი ერთი ფინჯანი ყავა და ცხელი კაკაო იდო.კიდევ ერთხელ აკოცა ტრფობის ობიექტს და სუფრას მიუჯდა.გემრიელად ისაუზმეს და იმ ფაქტისთვის ყურადღება არც ერთს არ მიუქცევია რომ სალათს ზედმეტი მაიონზე,ერბოკვერცხს კი საჭიროზე მეტი მარილი ჰქონდა.სამზარეულოს მოწესრიგების შემდეგ ორივემ ერთად გადაინაცვლა მისაღებში და ახლახანს აღმოჩენილი ჭადრაკით დაიწყეს თავის შეყოლიება.აშკარად არ მოელოდა გაბრიელი ასეთ წინააღმდეგობას თავიდან აშკარად უთმობდა,მაგრამ საბოლოოდ როგორც იქნა მიხვდა რომ კესოს ეს არ სჭირდებოდა.საღამოს თბილად ჩაწვნენ საწოლში და ერთმანეთზე მიკრულებს ტკბილად ჩაეძინათ.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ჩვეული სიტყვები ჩაესმა ძილის წინ კესოს და ბურანში წასულმა ჯერ სასიამოვნოდ გაიღიმა და შემდეგ მამაკაცის მკერდზე უფრო კომფორტულად მოათავსა თავი.



№1 სტუმარი darina

Uh rogor miyvars me es wyvili, iseti tbili tavi iyoooo.

 


№2  offline წევრი nestanuka13

ძალიან მომწონა კარგი ისტორია და იმედია კარგად მთავრდება

 


№3 სტუმარი nino k.d

კარგია ძააალიან. მალე დადე ველოდები

 


№4  offline წევრი zak

nestanuka13
ძალიან მომწონა კარგი ისტორია და იმედია კარგად მთავრდება

კი გადავწყვიტე რომ კარგად დამთავრდება smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent