შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაქმანა (8-9 ნაწილი)


7-11-2015, 18:12
ავტორი Aunt B.
ნანახია 2 004

არასდროს მოჩვენებია ასეთი არაკომფორტული მანამდე მისთვის ყოველთვის საყვარელი მანქანის უკანა სავარძელი, ერთ ადგილას ცქმუტავდა და თითქოს მძღოლიც განგებ არ ამბობდა არაფერს.. ძალიან გვიან მიხვდა გააზრებულად რომ გაიხედა ფანჯრიდან და ქუჩა სრულიად უცხო რომ აღმოჩნდა, წამიერად თითქოს შეეშინდა კიდეც მაგრამ მალევე მოკრა სარკეში თვალი მოხუცის კეთილ მზერას და სწრაფადვე დამშვიდდა. კითხვების დასმა რომ დააპირა ზუსტად მაშინ გაჩერდა მანქანა და მისდა გასაკვირად კარი ბედნიერი ღიმილით გაუღო ბექამ.. უცებ გადაუხადა დავითს მადლობა და ისე სწრაფად აიტაცა ხელში უფრო მეტად დაიბნა..

ბექამ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა ასე და სასაცილოდ დაბნეული ნია პატარა ჭიშკართან ჩამოსვა. ლამაზად გაფორმებულ დაბალ ღობეს და ჭიშკარს აშკარად ეტყობოდა რამდენიმე დღის წინ რომ შეეღებათ.. საეჭვო დამთხვევა იყო ნიას გემოვნებასა და დანახუს შორის..
- გააღე და შედი! - თბილად მიუთითა როცა ნიამ საწყლად ამოხედა, ძალიან საყვარელი იყო მისი კითხვით სავსე, არეული მზერა. რატომღაც ეგონა მის ნებას დაჰყვებოდა მაგრამ გოგონამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და პირდაპირ ცხვირწინ დაუდგა.
- ჯერ მითხარი, სად ვართ? - არაფრით აშორებდა მზერას და ხელებიც სასაცილოდ დაეკრიფა გულზე. სიცილით გადააქნია თავი ბექამ, ნაზად მიატრიალა ჭიშკრისკენ, გულზე ზურგით მიიხუტა და ფრთხილად ჩასჩურჩულა:
- ჩვენს ახალ სახლში, აქ უნდა ვიცხოვროთ ქორწილის შემდეგ.. -ცოტა ხნით აცადა სანამ ბოლომდე გაიაზრებდა ნათქვამს და მერე ფრთხილად უბიძგა კარის გასაღებად. ამჯერად წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც რაიმეს გარკვევის სურვილი გამოუთქვამს და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე მოათვალიერა მოზრდილი, ძალიან სადა მაგრამ მაინც ულამაზესი ეზო.
- ანუ ქორწილის შემდეგ? - ეშმაკური ღიმილით დააზუსტა და ნაზად მოავლო თითები დეკორატიულ საფოსტო ყუთს.
- რამე არ მოგეწონა? - თვითონაც აჰყვა მაგრამ მაინც საგრძნობლად გამორიცხავდა. რა თქმა უნდა როცა ეს ყველაფერი ჩაიფიქრა არასდროს განუხილავს ნიას მხრიდან უარი მაგრამ გოგონა ყოველთვის ისე არასტანდარტულად იქცეოდა მიხვდა, რომ რაიმე რადიკალურისთვისაც უნდა ყოფილიყო მზად.
- პირიქით, ასეთი კარგი ჯერ არაფერი გითქვამს! - მაშინვე მოეშვა და ერთიანად მოიცვა ძალიან სასიამოვნო, თბილმა ემოციამ ნიამ ასე ლაღად და საყვარლად რომ გაუღიმა. ვეღარაფრით გაუძლო, მაგრად მოიქცია მკლავებში და ძლიერად ჩაიხუტა. არ სურდა მეტისმეტი ემოციებით გადაეღალა, სწრაფად დაუკოცნა სახე, ისევ ხელში აიტაცა და ასე მიიყვანა სახლის კარამდე.
მთლიანად შემინული კედლებიდან, რომელსაც უზარმაზარი თეთრი ჟალუზები ფარავდა ვერაფერი გაარჩია, ინტერესით კვდებოდა როგორი იყო სახლი, რომელსაც უკვე „მათი“ ერქვა.
ზღურბლს რომ გადააბიჯა იმდენად მოხიბლა მყუდრო, თბილმა გარემომ, რომ თითქოს ყველანაირი შეგრძნების უნარი ერთიანად დაეკარგა და სულ სხვა, არაამქვეყნიურ სამყაროში გადავიდა. გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და უკვე თვალცრემლიანი ზვერავდა ირგვლივ ყველაფერს. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს მარჯვენა ხელზე ჯერ ნაცნობი ცხელი თითების, მერე კი თითზე რაღაც ცივის შეხება იგრძნო. მისი ყურადღება ახლა მის თითზე მბრყინავ ობიექტზე გადავიდა, ბექა აქაც იდეალური იყო და ბეჭედიც ზუსტად ისეთი ნიას რომ ხშირად არა მაგრამ მაინც უოცნებია.
- ასე უფრო სრულყოფილია! - ღიმილით აუხსნა ბექამ და ახლა უფრო დიდი ხნით დააგემოვნა მისი ტუჩები..

--

მოუთმენლად ელოდნენ ნიკას ძლივს ნაპოვნ სიყვარულთან შეხვედრას. ნიას ისე უხაროდა ბექა უკვე სერიოზულად განიცდიდა მის ფორიაქვს და უაზრო ნერვიულობას ..
- ნია შენ თავს ვფიცავარ თუ ვხვდებოდე რა განერვიულებს ასე ერთ ადგილზე რომ ვერ გაგაჩერე - უსაყვედურა ბოლოს და სასწრაფოდ გაუღიმა რომ არ სწყენოდა.
- ვეღარ ვითმენ უკვე.. ნეტა როგორია? - ვერაფრით გამოდიოდა მოლოდინით გამოწვეული ეიფორიიდან, უკვე მეათედ შეუცვალა მაგიდაზე ჭურჭელს ადგილი და მაინც ვერ მიიღო სასურველი შედეგი, შეწუხებულმა გახედა ვერანდაზე გამოსულ ბექას, რომელსაც ხელში თითქმის ერთნაირი პრინტის ხელსახოცები ეჭირა და შუბლშეკრული ცდილობდა განსხვავების პოვნას. თავი ძლივს შეიკავა რომ ხმამაღლა არ დაეცინა, მე მივხედავო ღიმილით უთხრა და ბოლო შტრიხები ღიმილით შეასწორა. მყუდრო საღამოს მოწყობა თავიანთ ახალ სახლში ნიას იდეა იყო, ისეთი ბედნიერი დადიოდა ოთახიდან ოთახში ბექას თითს არაფერზე აკარებინებდა..
- ბოლო დროს ისედაც მეტისმეტად დაგღალე, თუ გიყვარვარ ცოტა ხნით დაიძინე მართლა არაფერი მჭირდება.. - მთელი გულით თხოვა მაგრამ ბექა ვერაფრით შეიყვანა ოთახში.. მოფუსფუსე, სიცოცხლით სავსე ნია ისეთი საყვარელი იყო ბექას დაძინება არც განუხილავს..
- რა კარგად მოწყობილხართ ეე .. - ვერანდაზე ნიკას ღიმილმა შემოანათა და ნიასაც კიდევ უფრო მეტად გაუბრწყინდა თვალები, ბექამ კინაღამ გადაიხარხარა გოგონამ გადამეტებული ცნობისმოყვარეობისგან ფეხისწვერებზე რომ აიწია და მეგობრის ზურგს უკან მოფუზული სილუეტი უტიფრად რომ შეათვალიერა.
- ნია მართლა ძალიან ლამაზი ყოფილხარ .. - აღფრთოვანება ვერ დამალა ტასომ და თან მის შეფერადებულ სახეზე ლაღად გაიცინა. ყველაფრით მოხიბლა ტასომ ნია, ისეთი უბრალო, კონტაქტური და უშუალო იყო არასდროს არავისთან არ იგრძვნია ასე მყუდროდ თავი. ბევრი საერთო ინტერესი, შეხედულებები, გემოვნებაც კი იმდენად აზარტული აღმოჩნდა გოგონებს სულ გადაავიწყდათ მათი ცქერით და ლუდის სმით გართული ბექა და ნიკა.
- იდეალური გოგო გყავს! - არჩევანი მოუწონა მეგობარს და ლუდის ჯიქა ფრთხილად მიუჭახუნა მისას.
- იცი რა საყვარელია ბიჭო, აი მაგიჟებს - ვერაფრით დამალა აღფრთოვანება, თბილი მზერა მოავლო ტასოს და მერე ბექას მიუბრუნდა, არ გამოპარვია მისი ნერვიული ჟესტები და დაუფარავი ნერვიულობა. - ნია კარგად გამოიყურება .. ბედნიერია - დაამატა და მეგობარს ფრთხილად გახედა. შიგნიდან, ძალიან ღრმად თითქოს რაღაც მძიმედ ჩაწყდა ბედნიერება მის თვალებში რომ ვერ იპოვა.- კარგად იქნება! - ცადა გაემხნევებინა და თითქოს ბექაც ამას ელოდა, თითქოს მისი სიტყვები იყო გადამწყვეტი და ნიკა შეძლებდა მისთვის დაუჯერებელი დაეჯერებინა.
- არ ვიცი ნიკა ზოგჯერ ისეთი მოწყენილია.. ვგრძნობ რომ რაღაცაზე ნერვიულობს და არაფრით მეუბნება.. ძალიან გთხოვ შენც არ მითხრა გეჩვენებაო - ბექა ისეთი დაღლილი ჩანდა ემოციებით ნიკა სერიოზულად დაიძაბა.
- მოდი ტასოს ვეტყვი კითხოს.. იქნებ რამე გავარკვიოთ ხო იცი ეს ქალური საუბრები და ამბები.. - კვლავ თავის თავს დაუბრუნდა და მხარი გაკრა ძლივსგაღიმებულ ბექას
- წამო წამო მივიდეთ ამათთან თორე დღეს ტასოს რა წაიყვანს აქედან .. - სერიოზულობა წამებში მოიშორა ხმამაღლა მოკისკისე გოგონებს შეუერთდა.

--
ქორწილის სამზადისი, ფოტოსესიები, ინტერვიუები და წვეულებები ბექას წყალობით ნიას ყოველდღიურობად ექცა.. ნიკას უკვე მეასედ უხდიდა მადლობას, ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ ტასო რომ გამაცანიო, ნიკაც თავისებურად იფერებდა და ბექასთან ერთად უკვე ისიც ღამეებს ათენებდა ქორწილისთვის ყველაფერი რომ მოესწროთ. ახლა ყველაზე კარგად ესმოდა მისი, ბექას თითქოს ცხოვრებისეულ კრედოდ ექცია ნიას ბედნიერებაზე ზრუნვა..

--
სარკეში თავის ანარეკლს უყურებდა და თითქოს პირველად აღიქვამდა, რომ ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა რეალური იყო. აქამდე სულელურად არწმუნებდა თავს, რომ რაღაც მოხდებოდა, რამე შეიცვლებოდა მაგრამ როცა თეთრი კაბა მოირგო და საკუთარ თავს პირველად შეხედა სარკესი მიხვდა, რომ რაღაც ძალიან დიდს აშავებდა. არ ჰქონდა არც ძალა, არც მიზეზი ახლა ცრემლები შეეკავებინა, იდგა გაუნძრევლად და სარკეზე თვალმოუშორელად ტიროდა. იცოდა, რომ არასდროს მისცემდა საკუთარი მდგომარეობა ბექასთვის იმის მეოთხედი მაინც მიეცა რასაც მომავალ ქმარი ყოველ წამს უკეთებდა, იცოდა, რომ მის გამო ყოველთვის იქნებოდა შიშიც, იმედგაცრულებაც... ყველაფერს ერთბაშად იაზრებდა და მაინც ვერასდროს იპოვნიდა ძალას, რომელიც მასზე უარს ათქმევინებდა და ეს კიდევ უფრო მეტად ამწარებდა...
- ღმერთო ნია.. - ნაჩქარევად მოიწმინდა მსხვილი ცრემლები ზურგს უკან ტასოს შეშფოთებული ხმა რომ გაიგო, ეგონა თითქოს მთელი ძალა და ენერგია მისკენ შესაბრუნებლად დაეხარჯა, უკანასკნელი ძალაც მოიკრიბა და მეგობარს ნაღვლიანად გაუღიმა მაგრამ ვეღარ შეძლო, არ იყო ასეთი ძლიერი ახლა რამე დაემალა, სახე ხელებში ჩარგო და ხმამაღლა ატირდა...
საშინელი სანახავი იყო მუდამ მოცინარი, ხალისიანი ნიას რადიკალური გარდაქმნა, მაგრამ თითქოს ქვეცნობიერმა უკარნახა რომ გოგონას აუცილებლად სჭირდებოდა ემოციებისგან დაცლა და ამაში ხელი არ უნდა შეეშალა. ფრთხილად მიუახლოვდა და სავარძლისკენ უბიძგა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და თმაზე მიეფერა უბრალოდ ნიას თავი მარტოდ რომ არ ეგრძნო. შვებით ამოისუნთქა თანდათან რომ დამშვიდდა გოგონას მოცახცახე მხრები, ნიამ ფრთხილად მოიწმინდა მთელ სახეზე გაბნეული ცრემლები და ისეთი მოწყენილი თვალებით ამოიხედა ტასომ ხელმეორედ შეწყვიტა სუნთქვა...
- მაპატიე რა.. ალბათ ..როგორ განერვიულე... - საცოდავად მოიბოდიშა და ნაზად გაუღიმა - მორჩა, უკვე კარგად .. ვარ .. - ტასო ისეთი განერვიულებული ეჩვენა სასწრაფოდ დაამატა და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუცინა.
- რა ხდება ნია? კაბა არ მოწონს? - მთელი გულით ინატრა ტასომ ახლა მეგობრის განცდები მხოლოდ კაბასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
- არა, ჩემი კაბა იდეალურია.. - ისევ მოიწყინა ნიამ და მაქმანებს დაუწყო წვალბა.
- გინდა ამაზე დამელაპარაკო? - ძალიან ფრთხილად შეაპარა და პასუხის მოლოდინში მომენტალურად თავიც კი ატკივდა.
- უბრალოდ.. მე .. უბრალოდ მეშინია.. - გულწრფელობა ძალიან უჭირდა ნიას და ესეც ვერაფით გაერკვია რატომ.. არაფერი უკითხავს, ისევ დაელოდა როდის ალაპარაკდებოდა..
- ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. მაგრამ ხომ იცი ავად რომ ვარ? - დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია და გამამხნევებლად ხელზე მაგრად მოუჭირა თითები.
- რამე რომ მომივიდეს? მეშინია რომ ყველაფერს გავაფუჭებ.. - ეტყობოდა აზრების დალაგება ჭირდა და ვერაფრით უხსნიდა ტასოს სინამდვილეში რა აწუხებდა.
- შეგიძლია სულ ოდნავ გასაგებად რომ ამიხსნა? - ნიამ თავი დაუქნია, რღმად ჩაისუნთქა და განაგრძო.
- ბექა ისეთი ბედნიერია, ქორწილით, მომავალი თაფლობის თვით.. არ მინდა რამე გავაფუჭო.. - მაინც ბუნდოვანი იყო ყველაფერი.
- მთავარია ქორწილიდან არ გაიპარო! - ხუმრობამ გაჭრა და ნიასაც გულწრფელად გაეცინა.
- უბრალოდ არც კი ვიცი ქორწილის შემდეგ რა იქნება, ჩვენი პირველი ღამე.. ხომ გესმის? - ტასო ყველაფერს ელოდა მაგრამ არა ამას. გულის სიღრმეში მაინც ძალიან გაეხარდა მეგობრის ტკივილი ასეთ ადამიანურ განცდებთან რომ იყო დაკავშირებული.
- ნია.. საყვარელო ამაზე ხომ ყველა ნერვიულობს.. საქმე მხოლოდ პირველ ღამეშია? - მაინც ვერ დაიჯერა მოსმენილი.
- უბრალოდ, ექიმისთვის არც მიკითხავს.. რამე რომ დამემართოს და ყველაფერი გავაფუჭო ? - ტასო მიხვდა, რომ ნაადრევად გაეხარდა. გააცნობიერა, რომ მართლა არსებობდა რეალური საფრთხე და გული ძალიან მაგრად ეტკინა. ახლა რამე რომ არ ეთქვა და მისთვის აბეზარი ფიქრები არ მოეშორებინა თავს ვერასდროს აპატიებდა.
- არასდროს გააკეთებს ბექა ისეთ რამეს, რაც გავნებს! ეს დაიმახსოვრე და იცოდე არ გაქვს უფლება ცუდად იყო. ყველაზე უსამართლოდ მოექცევი და ეს შენც ძალიან კარგად იცი. სწრაფად წამოხტი ახლა და მეჯვარესაც მიეცი კაბის არჩევის საშუალება! - სასაცილო იყო მისი მოჩვენებითი გაბრაზება მაგრამ ნიამ იცოდა, რომ მისი სიტყვები სრული ჭეშმარიტება იყო. უფლება არ ჰქონდა სუსტი ყოფილიყო ადამიანის გვერდით, რომელიც მისთვის შეუძლებელსაც კი არაფრად აგდებდა. კიდევ ერთხელ მოუხადა ტასოს ბოდიში მომხდარისთვის და სწრაფად შევიდა გასახდელში მეგობარს ისევ რომ არ შეემჩნია მის თვალზე მომდგარი ცრემლი.
თავის თავში იპოვა ძალა, მიზეზი, მიზანიც, რომ მხოლოდ ბექასთვის, მათი სიყვარულისთვის ეცხოვრა, ყოფილიყო ბედნიერი და დაეფასებინა თითოეული მასთან ერთად გატარებული წამი. მომდევნო დღე, მათი ქორწილი და ახალი ცხოვრება, რომელიც მათ ბედნირრებას გააერთიანებდა და განამტკიცებდა სამუდამოდ გაყვებოდა იმედის სხივად.
**
თავის გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა საკუთარი ბედნიერება ბექას თვალებში რომ დაინახა საკურთხეველთან.. საღამო იმდენად არაჩვეულებრივი გამოვიდა ვერაფრით მიხვდა ბექამ როგორ აღმოაჩინა მისი ამდენი ძველი მეგობარი, სიგიჟემდე სიამოვნებდა მომლოცველი ახლობლების ჩახუტება, მათთან ერთად ცეკვა , ადამიანები რომლებიც მშობლების სიკვდილის შემდეგ არ ენახა ისე მონატრებოდა მათთან განშორება აღარ უნდოდა.
ბექა თითქმის ყველას თავიანთ ახალ სახლში ეპატიჟებოდა და არაფრით აშორებდა მის ნატიფ წელს მხურვალე ხელს.. მოსალოდნელზე ემოციური აღმოჩნდა მათი პირველი ცეკვაც, ცრემლები ვერაფრით შეიკავა ტრადიციული ქართული მუსიკის მაგივრად მისი საყვარელი მელოდია, საოცარი ჯაზური კომპოზიცია რომ გაისმა და ბექას სხეულზე აკრულს ირგვლივ ყველა და ყველაფერი რომ დაავიწყა. არანაკლებ ამაღელვებელი იყო
აცრემლებული რეზოს დანახვა, რომელმაც ორივე მაგრად ჩაიკრა გულში, ბექას მხარზე ხელი მოუჭირა და ჩემს პატარა გოგოს გაბარებო უჩურჩულა.
შემდეგ იყო იმდენად მოსიყვარულე ქმარი, რომ ნიას ფანტაზია ალბათ არც ეყოფოდა ვინმესთვის აღეწერა მათი პირველი უსაზღვრო სიყვარულითა და ვნებით აღსავსე ღამე. ბექას კოცნა, მისი უნაზესი შეხება მთელ სხეულზე ცეცხლს რომ უკიდებდა სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში. საკუთარი ავადმყოფობა პირველად მაშინ შეზიზღდა როცა დილით გაღვიძებულს ბექამ შიშით კითხა ხომ კარგად ხარო..
კარგად არ იყო .. გულის არეში საშინლად ეწვოდა პატარა წერტილი მაგრამ როგორღაც შეძლო ბუნებრივად გაღიმება და როცა მისი სიმშვიდეჩამდგარი თვალები დაინახა თითქოს ტკივილიც შედარებით გაუნელდა. მის დაკუნთულ მკერდზე თითები ფრთხილად აათამაშა და თავი დაადო, ბექა კი მაშინვე ზემოდან მოექცა და მთელი სხეული დაუკოცნა.. ვერაფრით შორდებოდა მისი გლუვი კანის სურნელს, სითბოსა და ნაზ ტუჩებს, რომლებიც რატომღაც უჩვეულოდ გაციებულიყვნენ და ფერიც ავისმომასწავებლად შეცვლოდათ.
კარგად ხარ? ხომ არ გცივა? - ისეთი მზრუნველი იყო მისი ხმა ნიამ ვერაფრით მოითმინა რომ არ ეკოცნა, მაგრამ ბექამ რამდენიმე წამში ფრთხილად მოიშორა და ზემოდან ინტერესით დააცქერდა..
- თუ ოდნავ მაინც გაწუხებს რამე უნდა მითხრა ნი .. არ დამიმალო ! - თხოვა და და ფაქიზად გადაუწია გულზე მიმობნეული თმა. გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც სუნთქვასაც კი უკრავდა ვერაფრით მოიშორა, ფრთხილად დაუქნია თავი და მაქსიმალყრად ეცადა მშვიდად ეთქვა.
- სულ ცოტათი მტკივა.. აი აქ.. - თვალები აუცრემლიანდა, სიფრიფანა თითი პატარა ნაიარევზე მიიდო გულთან და დამნაშავესათვის ახედა ბექას, რომელმაც ჯერ ნაჩვენებ ადგილას აკოცა, მერე კი სასწრაფოდ წამოდგა და აბაზანიდან რამდენიმე წამში პატარა თეთრი ყუთით გამოიტანა.
- ვიცი რომ მატყუებ და ძალიან გტკივა! არ შეგეშინდეს კარგი? - დააიმედა და ყუთი საქმიანად გახსნა, ოთხკუთხედი პლასტიდი ამოიღო და მტკიჩან ადგილას დააკრო. მისი გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საქმიანად ხსნიდა პლასტიდებს და სანამ საჭირო ადგილას მოათავსებდა ინსტრუქციაში მაინც ყველაფერს აზუსტებდა.
- გთხოვ, არაფერი დამიმალო და თუ არ გაგივლის მითხარი კარგი ? - ნაზად შეუმშრალა ცრემლები, და მოუთმენლად დაელოდა შედეგს.
- ნია, გინდა ექიმს დავურეკოთ ? - ხმა ჩაუწყდა გოგონას თვალებში საგრძნობლად რომ მოიმატა ცრემლებმა. - სულ ცოტათი მაინც არ გაგიარა? - ვერაფრით ეგუებოდა როცა მისი დახმარება არ შეეძლო.
- არ დარეკო რა მართლა აღარ მტკივა.. - ძლივს ამოთქვა და ტირილს უფრო უმატა.
- აბა რატო ტირი? - ვერაფრით შეიკავა ღიმილი მისი პატარა , აპრეხილი ცხვირის დანახვისას სასაცილოდ რომ გასწითლებოდა.
- ყველაფერი გავაფუჭე.. - სახეზე ხელები აიფარა და საცოდავად ჩუმად განაგრძო ქვითინი.. ბექამ ისე ჩაიხუტა ყველაფერი ამჯერად სასიამოვნოდ ატკივდა.
- შეუძლებელია ჩვენი საოცარი ღამე რამეს გაეფუჭებინა ნია! - რა თქმა უნდა, ის ხომ ბექა იყო! ყოველთვის იდეალური, მკაცრი და საშინლად თბილი.
- ახლა ამიხსენი რა მჭირს? ან ეს რეები გამიკეთე? - სიცილით მიუთითა ნაიარევზე და უსიამოვნოდ შეიჭმუხნა შუბლი.
- არაფერი გჭირს .. ზედმეტად ბედნიერი ხარ და შენი გულიც უფრო მეტად მგრძნობიარეა როცა გეფერები .. - ეშმაკურად ჩაიფხუკუნა ბექამ და სიგიჟემდე ესიამოვნა მისი რამდენიმე წუთის წინ გაფითრებული სახე ერთიანად რომ მოიცვა სიწითლემ. დაუფიქრებლად მოექცა ზემოდან და ვნებიანად დააშტერდა სიწითლეშეპარულ მომრგვალებულ ტუჩებს.
- საიდან გაქვს ეს რაღაცეები? - არეულმა ძლივს ამოთქვა და პლასტიდებზე დაიხედა ნიამ.
- რა.. მნიშვნელობა.. აქვს .. - დროდადრო წყვეტდა კოცნას და არაფრით ტყდებოდა ბექა.
- უბრალოდ.. მაინტერესებს..- მთელ სხეულზე სასიამოვნოდ მწველ ცეცხლს უკიდებდა მისი ალერსი და სრულიად უქრობდა უადგილო კითხვების დასმის სურვილს.
- ახლაც გაინტერესებს? - ბექას ტუჩებმა მის მუცელზე რომ გადაინაცვლეს საბოლოოდ დანებდა და უამრავი კითხვა გონების რომელიღაც შორეულ ნაწილში გამოკეტა.. ახლა მთავარი მისი შეხება , მისი მოფერება და ვნებიანი კოცნა იყო, კითხვების დასასმელად მერეც გამონახავდა უამრავი დროს…
მაგარი ყავა და კროასანები.. ბექას რა თქმა უნდა არც ეს დავიწყებოდა. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ მრგვალ მაგიდასთან და უხმოდ შეექცეოდნენ ნიას საყვარელ ყავას.. ხმას არცერთი იღებდა მაგრამ ვერაფრით თმობდნენ ერთმანეთის თვალებს, ადვილად რომ იკითხებოდა მკვეთრად შესამჩნევი უსაზღვრო ბედნიერება. სასიამოვნო სიჩუმე ნიას ხმამ დაარღვია მაგრამ ბექას ეს უფრო ესიამოვნა.
- მომიყვები? - ფრთხილად შეაპარა, ისე თითქოს დიდი ხნით ფიქრობდა როგორ დაესვა ეს კითხვა. ადვილად მიხვდა რასაც გულისხმობდა, ფინჯანი ფრთხილად დადო მაგიდაზე და ისევ გოგონას უსაზღვრო თვალებს ჩააშტერდა.
- შენს კლინიკაში დარეკა შენმა ექიმმა და პლასტიდები გამოაგზავნინა.. როგორ მოქმედებს შენ თავს ვფიცავარ არ ვიცი, მარტო გამოყენება ვისწავლე.
- რომ მითხარი ვიცი ძალიან გტკივაო... როგორ მიხვდი? - ძლივს დაალაგა სიტყვები აღელვებულმა.
- შენმა ექიმმა დაახლოებით მითხრა როგორ იქნებოდი.. ნია არასდროს იფიქრო რომ შენს სიცოცხლეს ოდნავ მაინც გავრისკავ და ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე - ვერაფრით მიხვდა რატომ გაუმკაცრდა ბექას ტონი და რატომ გაეყინა გზერა.. ცრემლები რომ შეეკავებინა სასწრაფოდ მოსვა ყავა, მადლობის მაგვარი რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდით გაიხედა. რატომღაც იფიქრა უხეშობისთვის მომიბოდიშებსო მაგრამ ბექა ჯიუტად დუმდა და ცარიელ ჭიქას აწვალებდა. ფრთხილად წამოდგა და რაც შეეძლო ნელა გადაკვეთა ვერანდა მაგრამ ბექა არ გაყოლია... არ იცოდა რა ეფიქრა, სწრაფად მოიწმინდა სახეზე ჩამოგორებული ცრემლები, თავიანთ ოთახში მდგარ ძველებურ სავარძელზე ჩამოჯდა, სახე მოკეცილ ფეხზე ჩამოდო და ბექას მოლოდინში გაიტრუნა. იცოდა რომ აუცილებლად მოვიდოდა, ვერაფრით დაუშვა რომ ბექას შეიძლებოდა რამე შეშლოდა. სიხარულით კინაღამ ტაში შემოჰკრა კარი რომ გაიღო და ბექა შემოვიდა. ისე თბილად გაუღიმა ბექამ გადაიხარხარა..
- რა საყვარელი და პატაღა ბუტია ბავშვი ხარ - თვითონაც სავარძელზე ჩამოჯდა და გოგონა კალთაში ჩაისვა.
- არ გავბუტულვარ - თავი იმართლა და ცხვირი ამჯერად მის ყელში ჩარგო.
- ნიაუნდა გამიგო .. ამ ღამეს ვერ გაგიფუჭებდი და ვერ გეტყოდი ცუდად გახდები თქო. ზუსტად ვიცი ჩემ ადგილას შენც ასე მოიქცეოდი - მნიშვნელობა არ ქონდა ახლა რას იტყოდა ბექა, მთავარი იყო, რომ მის ხმას ჩვეული სითბო დაბრუნებოდა.
- თუ ის გეწყინა რომ გაგიფრთხილდი მაშინ ესეც მაპატიე ოღონდ არ იტირო რა - თავის დადანაშაულებას აგრძელებდა ბექა.
- ნუ მაგიჟებ ბექა საიდან მოიტანე რომ საპატიებელი გაქვს რამე? - გაკვირვებულმა ამოხედა არანაკლებ დაბნეულ ქმარს.
- არა? აბა რატო იტირე? - ნიას საკუთარი მოუნდა ყველაფერი ასე არასწორად რომ გაიგო ბექამ.
- არა .. უბრალოდ.. მეგონა შენ იყავი პირიქით გაბრაზებული. - ცადა შედარებით გარკვევით აეხსნა.
- ვერაფერი გავიგე .. - მცდელობა ჩაუშალა ბექამ.
- კარგი დავივიწყოთ რა.. სისულელეა - საეჭვოდ გაიტრუნა და სუნთქვა ისევ აუჩქარდა.
- ნია!! - რამდენიმე წუთის წინ გამქრალი სიმკაცრე წამში დაიბრუნა ბექამ და იძულებული გახდა ყველაფერი ეღიარებინა
- მეგონა.. რომ გაბრაზდი ჩემზე... ბექა ჩვენს პირველ დილას მაინც არ უნდა გიწევდეს ჩემი მოვლა, უსამართლობაა სულ რომ განერვიულებ - მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს და სახე ხელებში ჩარგო. ბექას მოსმენილის დასაჯერებლად წუთები დასჭირდა. ფრთხილად მოაშორებინა სახიდან ხელები და მთელი გულით გაეცინა გოგონამ ცალი თვალით ეშმაკურად რომ ამოხედა.
- სულელო რამ გაფიქრებინა ეგ ? - მოჩვენებით უსაყვედურა და ისევ მის ტუჩებს დაწვდა.
- ხომ.. გითხარი.. სისულელეა.. მეთქი - ძლივს ამოთქვა დამშვიდებულმა და თითები ქმრის თხელ თმაში აათამაშა.
- ჩვენი საწოლი ძალიან გაცივდა - მოულოდნელად გამოუცხადა ბექამ და ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა..
გათამამებული დასწვდა ნია მისი პერანგის ღილებს და სიცილით შეახსენა ხვალ ადრე უნდა ავდგეთ აეროპორტში დაგვაგვიანდებაო.
- ძილს თვითმფრინავშიც მოასწრებ - გამოსავალი იპოვა ბექამ და ცოლი წამეშნი გაათავისუფლა ტანსაცმლისგან.
**
რამდენიმე დღის წინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა შესაძლებელი თუ იყო თავი ეგრძნო ათასჯერ უფრო უკეთესად ვიდრე მაშინ ბექასთან ერთად პირველად რომ გაიღვიძა როგორც მისმა ცოლმა, მაგრამ ტროპიკული სანაპიროს თბილი ჰაერი და მისი მძიმე, ძლიერი ხელები პატარა წელს გამეტებით რომ იხუტებდა ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე დიდ ბედნიერებას ანიჭებდა. მონუსხული უყურებდა ლაჟვარდისფერ წყალში ღრმად შემდგარ ბამბუკის კოტეჯებს და სახიდან ვერაფრით იშორებდა აღფრთოვანების ღიმილს. რომ გეკითხათ რამდენი ხანი იყო რაც ასე იდგნენ ალბათ ვერცერთი გიპასუხებდათ. მთელი ამ დროის განმავლობაში ბექაც კი დადუმებულიყო და არ სვამდა ჩვეულ შეკითხვებს „ხომ კარგად ხარ?“ „რამე ხომ არ გინდა?“ „ხომ არ დაიღალე?“ , რადგან მასაც გაეთიშა ტვინის რომელიღაც მხარე, რომელიც აიძულებდა მუდამ ნიას კომფორტზე ეფიქრა, ხელს მთელი ძალით უჭერდა მის წვრილ წელს და ცდილობდა მასთან ყოფნით გამოწვეული ბედნიერება და პატარა კუნძულზე გაბატონებული სიგიჟემდე სასიამოვნო სიმყუდროვე მთელი არსებით შეეგრძნო.
- არ გინდა ჩვენი ოთახი ვნახოთ? ბარგიც ამოსალაგებელია - ვნებიანად უჩურჩულა და ფრიალა კაბის ჭრილში გოგონას კანს საჩვენებელი თითი დაუსვა. ლოყებშეფერადებული ნია ფრთხილად შემობრუნდა მისკენ და ნაზად წაეტანა რამდენიმე წუთით მონატრებულ ტუჩებს. მისი გლუვი კანი ჩამავალი მზით შეფერადებულიყო და გასაოცარ სანახაობას ქმნიდა მის მოფრიალე თმასთან ერთად. ვეღარაფრით მოითმინა.. საოცარი სისწრაფით აიტაცა ხელში და წყალში მიმავალ ბილიკს ისე დაადგა რომ მისი კოცნა არ შეუწყვეტია. კოტეჯში შესულებს არც ინტერიერი და არც კუთხეში მიდებული ჩემოდნები არ გახსენებიათ.. წამებში გადაიძრო მაისური და ნიას კაბის ღილებს დაწვდა, ღრმად შეისუნთქა მისი კანის სურნელი მაგრამ ვერაფრით მოიშორა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.. ერთიანად დაუკოცნა მთელი სხეული და პირველად გააცნოებიერა : რომ არა ნიას მდგომარეობა ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებდა მისი ფერების სურვილს. ტვინში გამოკეტილი „უსაფრთხოების განგაში“ კვლავ ამოქმედდა და შეახსენა რომ მასზე უნდა ეზრუნა.. ახლა მთელი არსებით სურდა გოგონა მაგრამ თუ ნია ვერ შეძლებდა ზუსტად იცოდა რომ შეძლებდა გაჩერებას,
მზრუნველად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა და გახევებულმა ძლივს ამოთქვა :
- კარგად ხარ? - წამებში მოეშვა მხუთავი უხილავი ძალა, რომელიც თითქოს კისერზე უჭერდა და სუნთქვის ნებას არ აძლევდა თანხმობის ნიშნად ნიამ ოდნავ რომ დააქნია თავი და თითები მის ძლიერ მკერდძე აასრიალა.. ფრთხილად დააწვინა საწოლზე, რამდენიმე წამით მის უსაზღვრო, ოკეანესავით საჟვარდისფერ თვალებში ჩაიკარგა, მერე კი კვლავ მოუთმენლად დაწვდა მის ტუჩებს და კიდევ ერთხელ მიისაკუთრა საყვარელი სხეული...

**
ვიცი მომკლავთ ოღონდ მართლა ვიცი.. ცუდზე ცუდი გოგო ვარ ასეთი უპასუხისმგებლობისთვის მაგრამ ძალიან ძალიან ობიექტური მიზეზი მქონდა.. მივდივართ მგონი ბოლოსკენ და მადლობა კიდევ ერთხელ გუშინ ამდენი შეტყობინება რომ დამახვედრეთ (ბევრი საყვედურის მიუხედავად :D)



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

აი, ამიტომ არ ვწუწუნებ ხოლმე თითქმის არასდროს დაგვიანებაზე. თბილი, ტკბილი და შენებური თავი იყო.

 


№2 სტუმარი darina

Iseti tbili tkbili da sayvareli tavi iyo sasayvvedurod sad mcalia, iseti sayvareli wyvilia verc vfiqrob rogor unda damtavrded

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent