ლეა და კახა (თავი 4)
ლეას როგორცკი სიცხემ დაუწია გავედი ჩემს ოთახში არ მინდოდა გაღვიძებულს მე დაგენახე დილით ოფისში ისე წავედი არავინ მინახავს ლეას თავს ვარიდებდი კაბინეტში ჩავიკეტე რომ არავის შევეწუხებინე.ირაკლი გამწარებული შემოვარდა -ეს გოგო მე გადამრევს. -რა ხდება ირაკლი? -დეა რა უნდა ხდებოდეს ის შენი ბიზნეს პარტნიორი ნიკა დეას ეფლირტავებოდა მინდა დავახრჩო. -კაი დამშვიდდი. -ახლა შენ ვერ დამშვიდდები რაღაცას რომ გეტყვი ლეაც იქ იყო და ის თემოც ნიკას ლაქია.გაბრაზებული გამოცრა კბილებიდან ირაკლიმ ამის გაგონებაზე კახას ელდა ეცა ლეა და თემო მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს.გამწარებული გავარდა კაბინეტიდან.კოლიდორში მდგომი ლეა და თემო დალანდა ლეა თბილად უღიმოდა თემოს და თან მასთან ძალიან ახლოს იდგა.ღრმად ჩაისუნთქა ცოტა დამშვიდდა არ უნდოდა ლეას შეემჩნია რომ მისმა თემოსთან ლაპარაკმა გააბრაზა.მიუახლოვდა ლეას და თემოს და მშვიდად უთხრა: -ლეა შენთან სალაპარაკო მაქვს გთხოვ წამოდი კაბინეტში. -ბატონო კახა თქვენ რატომ შეწუხდით სოფო გამოგეგზავნათ და მოვიდოდი. -ჩემს კაბინეტში არა შენს კაბინეტში ვილაპარაკოთ.მითხრა ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა კაბინეტში კიარ შემიყვანა შემაგდო. -გოგო რა გინდა მითხარი გინდა გამაგიჟო? -რა? შენ გადაირიე? თავი დამანებე რა შენი ჭირიმეე. -წესიერად მელაპარაკე მაგ ნაბიჭვართან მიახლოებული არგნახო თორემ მოვკლავ მარტო მაგას კი არა ამ ოფისის არცერთ მამაკაცს არ დაელაპარაკები. -მსოფლიოს ყველა მამაკაცთან დამიშლი ლაპარაკს? -კი თუ საჭირო გახდება სახლში გამოგკეტავ. -და რა სტატუსით დამამწყვდევ სახში? -ჩემი ცოლის ეგ გინდა?კარგი გამომყევი ცოლად? -არ მინდა შენი ცოლობა არ მჭირდები არ მჭირდება მამაკაცი რომელიც მხოლოდ მამისთვის მიცემული პირობის გამო მომიყვანს ცოლად მე სიყვარული მჭირდება შენ კი მხოლოდ უხეშად მოქცევა იცი სხვა არაფერი.ვისაც მინდა იმას დაველაპარაკები და იმასთან ვიქნები. -კარგი სიყვარული გჭირდება ხომ.ხო და გექნება სიყვარული.კახა ლეას ეძგერა და აკოცა. ……….….……….……. სხეულში სითბო ჩამეღვარა კახას შეხებისას მისმა კოცნამ ყველაფერი დამავიწყა ყველა სიბრაზე ახლა აღარავინ და აღარაფერი იყო მხოლოდ მე და კახა ვიდექით მის ძლიერ ხელებს ვგრძნობდი სხეულზე უფრო ახლოს მიმიზიდა მიმიკრო მეც ხელები ზურგზე მოვხვიე და მოფერება დავუწყე კახამ კოცნას თავი დაანება და თვალებში ჩამხედა.ახლა ვიმუშაოთ და მერე საღამოს ერთად წავიდეთ კარგი?თავი დავუქნიე არ მინდოდა წასულიყო მისი გაშვება არ მინდოდა მაგრამ გაიქცა. -დეა შემოდი და ჩემთან. -რა ხდება მითხარი დროზე. -კახააა... -რა კახა?ირკლისავით ისტერიკა გაგიმართა? -ჯერ შენ მითხარი რა ირკლი და მერე მე მოგიყვები კახაზე. -დღეს ირაკლი შემომივარდა კაბინეტში და ყვირილი დამიწყო მითხრა რომ თუ კიდევ შენიშნავდა ვინმე მეფლირტავებოდა მოკლავდა და მეც ზედ მიმაყოლებდა.მერე მე ვეჩხუბე და ვკითხე რა უფლება ქონდა ასე რომ იქცეოდა მან კი მითხრა გაანძრიე ეგ პტარა ტვინი და მიხვდებიო.მე გაკვირვებულმა შევხედე ის კი მომვარდა და მაკოცა სულ მთლად ავირიე რა ხდება ვეღარ გავიგე. -მართლა სულელი ხარ თუ თავსისულელებ? -რა ხდება ვერ გავიგე? -რა ხდება და ირაკლის უყვარხარ ჯერ კიდევ იმ დღიდან ჩვენს სკოლაში რომ გადმოხვედი საჩუქრები რომლებსაც ამდენი წელია ყველა დღესასწაულზე იღებ ის ვარდების თაიგული რომელსაც 11 წელია ყოველთვის 5 სექტემბერს იღებ ირაკლისგანაა ეს თქვენი პირველი შეხვედრის დღეა მან დაიფიცა რომ ასი წელიც რომ გავიდეს მისი ცოლი გახდები.გესმის რამხელა უყვარხარ რატომ არ გინდა დაინახო პატივი ეცი მის გრძნობებს და წესიერად მოიქეცი. დეა ატირდა და გაიქცა მე კი მუშაობა გავაგრძელე.ისე შემომაღამდა ვერც კი გავიგე კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.თავი ავიღე და თემო დავინახე. -გისმენ თემო რა გინდა? -ისეთი არაფერი რაც არ მოგეწონება...ცინიკურად მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. -რა გინდა მითხარი...გამოვცარი კბილებიდან. -რა და თუ გინდა შენი ლამაზი დედიკო ცოცხალი იყოს ამ კომპანიიდან გაქრი და ის შენი კახაც დაარწმუნე რომ კოკპანია გაყიდოს.გაშტერებული ვუყურებდი მოვიდა ცხვირზე თითი გამკრა გაიცინა და წავიდაა.კიდე დიდხანს ვიდექი ასე კახა მოვიდა. -ყოჩაღ რომ დამელოდე. -ვმუშაობდი და მაგიტომ შემოვრჩი ამდენხანს.თორემ შენ საერთოდ არ გელოდი.ვცადე არაფერი შეემჩნია ჩემთვის. -მართლა მაშინ ამ ყვავილებს სხვას ვაჩუქებ.ზურგს უკან დამალული ვარდები მაჩვენა. -ეეეე ეს ჩემია მომეცი.ჩქარა წავართვი ვარდები.კახააა გთხოვ სახლში წავიდეთ დავიღალე კარგი? კახას არ მოეწონა მაგრამ დამთანხმდა და სახში წამიყვანა.დასაძინებლად ადრე დავწექი მაგრამ ძილი არ მეკარებოდა ვერ ვისვენებდი სულ თემოს ნათქვამზე ვფიქრობდი......დილით კახას სიცილმა გამაღვიძა დილის პროცედურები ჩავიტარე და ქვევით ჩავედი კახა დედაჩემს ელაპარაკებოდა -მართლა არ იცის ლალი დეიდაა? -არა შვილო არ იცის ეშინია. -ჩემზე ჭორაობთ?კახა ეს რა გაცვია კომპანიაში არ მივდივართ? -არა მე და შენ სადღაც მივდივართ რაღაც უნდა ვისწავლოთ.კომპანიას დეა და ირაკლი მიხედავენ. კახას დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი.მანქანა წყნეთში კახას აგარაკთან გაჩერდა.კახამ სახლში შემიყვანა და პატარა პაკეტი გამომიწოდა. -მოემზადე აქ გელოდები. ოთახში შევედი პაკეტი გავხსენი და ნანახმა გამაოცა.ჩავიცვი და აუზთან გავედი კახა უკვე აუზში იყო -გაიხადე ეგ ხალათი და ჩამოდი. -არა ვერ ჩამოვალ ცურვა არ ვიცი და წყლის მეშინია. -მიდი მომენდე მაგისთვის ვართ აქ რომ შენი შიში დავძლიოთ. წყალი ცივი იყო არ ვიცი წყალმა უფრო შემაცივა თუ კახას შეხებამ ხელები ყელში მოვხვიე მეშინოდა. -წყალში დადექი ნუ გეშინია.ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც ის მეუბნებოდა წყალს მალე შევეჩვიე და კახას წყლის შესხმა დავუწყე თამაშით ისიც ამყვა წყალში დიდი დრო გავატარეთ ამჯერად მე ვერ შევიკავე თავი და კახას ვაკოცე არ მინდოდა ეს დამთავრებულიყო მის მკლავებში არც თემო მახსოვდა და არც მისი ნათქვამი ახლა მხოლოდ მე და კახა ვიყავით.კახას თბილი სხეული და მისი სურნელი მათრობდა და მაბნევდა.მინდოდა რაღაც უფრო მეტი მაგრამ კახა მხოლოდ კოცნას დაჯერდა მეორეთ კოცნის უფლება აღარ მომცა ამან გამაბრაზა მაგრამ მისმა თბილმა ღიმილმა ბრაზი დამავიწყა. -კახა ჩემზე რატომ ზრუნავ?იმიტომ რომ გუგას პირობა მიეცი? -შენ სულ გარეკე ხომ? -რომელი კაცი კოცნის ქალს იმიტომ რომ ვიღაცას პირობა მისცა? -აბა რატომ ხარ ახლა აქ ჩემს გვერდით? -იმიტომ რომ მიყვარხარ მართალია სულ სამი დღეა გიცნობ მაგრამ პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდი თავბრუ დამახვიე გონება გამეთიშა და გულს ემორჩილება.შენთან ახლოს ყოფნა მაგიჟებს,ჩემს თავს არ ვგავვარ ირაკლის დავცინოდი ვარდებისა და საჩუქრების გამო მაგრამ ახლა მისიმესმის თან კარგად მესმის მინდა ჩემი გერქვას და ჩემი იყო სამუდამოდ.მამა მართალი იყო როცა მითხრა ეს გოგო შენში ცვლილებებს მოახდენსო. -კახა მე....მე არ ვიცი რა ვთქვა რა გითხრა საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვარ ვერ ვხვდები რა მინდა არც შენი დაკარგვა მინდა და არც შენთან ძაან ახლოს ყოფნა.მგონია რომ რაღაცას გავნებ,ვინც მიყვარდა ყველა დავკარგე არც შენთვის მინდა ზიანის მოყენება. -ნუ სულელობ მხოლოდ ის მითხარი რომ უბრალოდ შანსს მაძლევ გაგაბედნიერო მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო შენი ბედნიერებისთვის... -მინდა რომ გამაბედნიერო,მინდა შენი მერქვას და შენით ვსუნთქავდე შენით იყოს აღსავსე ჩემი ცხოვრება. -მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად. -მეც მიყვარხარ....... გავბედე და გამოვუტყდი სიყვარულში მისმა პასუხმა შემაშინა მაგრამ როცა მითხრა რომ უნდოდა ჩემით ესუნთქა და მის ცხოვრებაში ვყოფილიყავი ამან სიხარულით ამავსო თავი დავკარგე გავგიჟდი და გადავირიე ჩემს თავს ვერ ვცნობდი.ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი. სახლში დავბრუნდით მთხოვა რომ არაფერი შემემჩნია და ცოტახანი მოგვეცადა მე კიდე მინდოდა ახლა გუგა ჩემთან ყოფილიყო და რჩევა მოეცა მხარში დამდგომოდა ლეა სახლში დავტოვე და ირაკლისთან წავედი...... ოთახში ვიჯექი და მომხდარს ვაანალიზებდი როცა ნიკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა მითხრა რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა ეს კახას და ნიაკოს ეხებოდა ამან ამაფორიაქა და სახლიდან ჩქარა გავვარდი და ნიკას შეხვედრაზე დავთანხმდი. ნიკას კარგი რესტორანი შეერჩია მის პირდაპირ ჩამოვჯექი და მივაჩერდი მძულდა რადგან თემო მოაგზავნა ჩემთან. -გისმენ ნიკა მალე მითხარი რა გაქვს სათქმელეი. -კახას და ნიას სიცოცხლე საფრთხეშია.კახა მე არ მისმენს მტერი ვგონივარ გონია რომ მისი ჩაძირვა მინდა მაგრამ ასე არაა -აბა თემო რატომ მომიგზავნეეე? -რა თემო იყო შენთან? არ ვიცოდი მერე რაო? -კარგი რა არ მჯერა თემო ხომ შენი ლაქიაა. -გთხოვ ბოლომდე მომისმინე და ყველაფერს გაიგებ. -კარგი მოგისმენ. -მართალია კახასი მშურდა რადგან საუკეთესო მამა ყავდა მინდოდა ისიც დატანჯულიყო როგორც მე მტანჯავდა მამაჩემი,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი რომელმაც ყველაფერზე უარი მათქმევინა ეს ქალი ნიაა,მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მინდა სულ მასთან ვიყო.ამ თემაზე გუგა ბიძიასაც ველაპარაკე.ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა მოვისმინე მამა და გურამ ბიძია როგორ გეგმავდნენ გუგას ჩაძირვას მე უკვე ნია მიყვარდა და მამას შევეწინააღმდეგე სასამართლოშიც კი ვუჩივლე და ქონების ჩემი წილი ავართვი ამიტომ მხოლოდ კახას კომპანიის აქციების 8% მაქვს აგარაკი და ბინა მეტი არაფერი.გუგას გარდაცვალების შემდეგ ნიამ მითხრა რომ კახას დახმარება სჭირდებოდა მივხვდი რომ გურამი და მამა ყველა ხერხს მიმართავდნენ მათ გასანადგურებლად ამიტომ ვმუშაობ კახას კომპანიაში ამიტომ ვტრიალებ მასთან ახლოს,მაგრამ კახა არ მაცდის ლაპარაკს და არ მისმენს,შენ უნდა ელაპარაკო მას და დაარწმუნო რაც შეეხება თემოს ის ჩემი კიარა გურამის კაცია ალბათ მან მოგიგზავნა რომ ეჭვი ჩემზე მიგეტანა ეს მეც ახლა გავიგე მაგრამ თემოს მოშორებას მისი ახლოს ყოფნა ვარჩიე. -ნიკა შენ სიმართლეს ამბობ? -კი და ამას ნიაც დაგიდასტურებს ამიტომ თხოვა გუგამ კახას შენზე ზრუნვა. -არა გუშინ გურამს ვერაფერი შევატყვე თბილად მელაპარაკა და მომილოცა.-თვითონ არ ჩნდება და ამიტომ კახა ყველაფერს მე მაბრალებს. -კარგი გპირდები კახას დაველაპარაკები. -გთხოვ სახლში მე მიგიყვან მეშინია რამე არ დაგიშავონ. -კარგი თანახმა ვარ.უკვე მეც შემეშინდა..... ..…………………… ესეც მეოთხე თავი ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.