რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 18)
-განგა- ოთახში შესული ერთ ადგილს მივეჯაჭვე და ცოტნეს არ ვაშორებდი თვალს, რომელიც დაჟინებით შემომცქეროდა. ისე მომშტერებოდა ლამის უკან გავიქეცი. რა დაემართა? მომინდა დავპატარავებულიყავი, რამეს ამოვფარებოდი, მის მზერას დავმალვოდი... სიამოვნებით გავიქცეოდი ოთახიდან, მაგრამ ფეხებს ვერ ვადგამდი. ან რატომ უნდა გავქცეულიყავი, დავაშავე რამე? „რა უნდა?“ მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. -განგა, მოხვედი?-ლანას ხმა მომესმა და წელზეც წამში მომაჭდო ხელები. -ხო, ჩემო პატარავ...- ხმადაბლა ისე ვთქვი ცოტნესთვის თვალი არ მომიშორებია. მისი მზერას ვერ ვაღწევდი თავს. როგორც იქნა ცოტნემ მზერა ლანაზე გადაიტანა და მეც სასწრაფოდ დავხარე თვალები. გული ამოვარდნას მქონდა. რა ჯანდაბა დამემართა? -გტკივა კიდევ თავი? -ახლა თიკომ მკითხა, რომელიც ჩემსა და ცოტნეს შორის გაოცებული აცეცებდა თვალებს. -მე... გამიარა...-ძლივს ამოვილუღლუღე. თვალი მაინც გამექცა ცოტნესკენ, ისევ მიყურებდა... ტუჩის კუთხეში ღიმილი დასთამაშებდა... ნეტავ რამ გაამხიარულა ასე? შუბლი შევკარი. -ხო?-სხვათაშორის იკითხა ირონიული ტონით თიკომ. სწორედ ამ ტონმა მაიძულა მისკენ მიმეხედა. აშკარად სიცილის შეკავებას ცდილობდა. რა სჭირს ამ და-ძმას? მხოლოდ თავი დავუქნიე და ლანასთან ერთად დივანზე ჩამოვჯექი. -დედა მოვიდა?- თემის შესაცვლელად ვკითხე ლანას. -კი, სამზარეულოშია და ლილი ბებოს ეხმარება.-მიპასუხა. -ცოტნე, იცი განგა და მე პატარები რომ ვიყავით, დედას სულ ვეხმარებოდით ხოლმე სამზარეულოში. ერთხელ მე პატარა რომ ვიყავი და ჯერ ვერ დავდიოდი, დედა მაღაზიაში ჩავიდა და ჩემი თავი განგას დაუტოვა. ის ცომში ურევდა ხელებს, მე კი გაუჩერებლად ვტიროდი. ხოდა, თურმე განგამ მოიტანა ცომის გუნდა და ტუჩებზე დამაკრო, რომ გავჩუმებულიყავი... დედა მოვიდა თურმე მალე, თორემ განგა მიყვებოდა ხოლმე შენს გუნდასთან ერთად გამოცხობას ვაპირებდიო. მოყოლა რომ დაამთავრა ლანამ, თიკომ სიცილი დაიწყო. ცოტნეს ისევ ჩაეღიმა და ისევ მომაბჯინა მზერა... თითქოს ვიწვოდი, ცეცხლი მომედი. მეტს ვეღარ გავძლებდი. სუნთქვა იმდენ ხანს მქონდა შეკავებული, სანამ ფილტვები არ ამეწვა, მერე კი უცებ წამოვვარდი ფეხზე. ოთახში მყოფთ მივეძახე, ლილის მეც დავეხმარები მეთქი და უკანმოუხედავად გავვარდი. ჯერ ოთახში ავედი და სააბაზანოსკენ გავქანდი. სახეზე ცივი წყალი რამდენჯერმე შევისხი და ღრმად დავიწყე სუნთქვა დასამშვიდებლად.ასეთი გრძნობა პირველად მომედი, წესიერად არც ვიცოდი რა იყო ეს. მორიდება, სირცხვილი, პატივისცემა, სითბო, მადლიერება ყველაფერი ერთმანეთში შერეულა და რაღაც უსახელო გრძნობად ქცეულიყო... ჩემს მთელ არსებას მოსდებოდა და ჩემს გონებას დაპატრონებოდა. რა იყო ეს? ვერ ვხვდებოდი, თუმცა მოუსვენრობას და ენერგიის ზრდას ვგრძნობდი. კიდევ ერთხელ შევისხი ცივი წყალი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, რადგან თავს თითქოს სხვა ადამიანად ვგრძნობდი. თითქოს ჩემს წინ ჩემი ანარეკლი იყო, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა ჩემგან. თითქოს თვალებში რაღაც მიციმციმებდა, თითქოს რაღაცას იმედიანად ვუმზერდი... ბოლო თვეების განმავლობაში პირველად დავინახე ჩემი ფერმკრთალი ლოყები, ვარდისფრად შეფაკლულიყო. რა შეიცვალა ამ საღამოს? რამ ამაფორიაქა ასე? გაყინული თითები ლოყებზე მივიკარი და დასამშვიდებლად ისევ ღრმად დავიწყე სუნთქვა. კარზე მოაკაკუნეს და ვიღაც ოთახში შემოვიდა. აპორიაქებულმა გავყავი თავი სააბაზანოდან. ეკა დავინახე და გავუღიმე. -განგა ვახშმის დროა, შენ გელოდებიან.-მახარა სახეწაშლილს. რა ვქნა? არ ჩავიდე? რა ვუთხრა რომ მკითხავენ მიზეზს? -ჩამოვალ, დაიწყონ და...-ისევ ასე გადავწყვიტე. ჩემი უაზრო აფორიაქება, არავის არ უნდა შეემჩნია. „დღეს ვარ არეული, ხვალ ყველაფერი მოწესრიგდება“ ვარწმუნებდი საკუთარ თავს. -კარგად ხარ?-ეჭვის თვალით ამათვალიერა ეკამ. -კი, კი. არაფერი მიჭირს. მალე ჩამოვალ.-ფაქტიურად ოთახიდან გავაგდე ეკა და კარი მოვხურე. ცოტა უნდა დავმშვიდებულიყავი სანამ ჩავიდოდი. კიბეებს უკვე სახეზე „ნავარჯიშები“ სახე დავიყენე და მაგიდას უემოციო სახით ისე მივუახლოვდი, ცოტნესთვის არც გამიხედავს. ასეც მქონდა ჩაფიქრებული. არ შევხედავდი და არც ავღელდებოდი. ვგრძნობდი მის მზერას მაგრამ ცოცხალი თავით არ ვწევდი თავს მაღლა. ხელში ჩანგალს ვათამაშებდი და ჩემს თეფშზე დადებულ სალათის ფურცელს ვაწვალებდი. -არ გშია? -თიკო მხარზე შემეხო. -აა, არა...- ფიქრებიდან გამოსულმა ძლივს მოვაბი პასუხს თავი. ჩემს წინ მჯდომ დედას გავხედე. დაკვირვებით მათვალიერებდა. გავუღიმე დასამშვიდებლად, მაგრამ მის სახეზე სიმშვიდე ვერ დავინახე. მხოლოდ ოდნავ დააწვრილა თვალები, რაც ჩემთვის ჟღერდა როგორც „მოგვიანებით ვილაპარაკებთ“... მას შემდეგ რაც დედა ცოტნეს სახლში გადმოვიდა, ჩვენი ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. ვიცი რომ ეს ჩემი ბრალი იყო, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად. აღარ ვიყავი ის განგა ვინც მან გაზარდა. შევიცვალე, გავცივდი... აღარც ხშირი საუბარი და გულის გადაშლის სურვილი მქონდა... პირიქით ვცდილობდი მარტო არ დავრჩენილიყავი მასთან. მეშინოდა იმ კითხვების რომლის დასმაც მას შეეძლო. ვიცოდი ლადოზე ოდესმე უნდა გველაპარაკა, მაგრამ ახლა არა... ახლა ვერ შევძლებდი... ვხედავდი როგორ განიცდიდა ჩემს მდგომარეობას, როგორ ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფნას, მაგრამ მე არ ვიკარებდი არავის ლანას გარდა. მხოლოდ მასთან ვიყავი გახსნილი და ძველებური განგა, ალბათ იმიტომ რომ მან არაფერი იცოდა. რამდენჯერმე იკითხა ლადო და უკვირდა რატომ ვცხოვრობდით ცოტნეს სახლში, მაგრამ რაც ცოტნეს დაუმეგობრდა, მას შემდეგ აღარ ჭირვეულობდა. ლადოს გახსენებამ ისედაც უმადოდ მყოფი მთლად მომშალა და სკამიდან წამოვდექი. -უკაცრავად.- მხოლოდ ეს ვთქვი და გასასვლელისკენ შევბრუნდი. -რა მოხდა?-ქეთიმ დამაწია კითხვა. გავხედე ხმაში არა მაგრამ სახეზე შეშფოთება ეწერა. -არაფერი დედა. თავი ისევ ამტკივდა. ოთახში ავალ.-ვეცადე მშვიდად მეთქვა , მაგრამ როგორც სჩანს ახლაც ჩავვარდი. აღარაფერი უთქვამს მხოლოდ თავი დამიქნია და მეც ოთახს მივაშურე. ოთახში შესული საწოლზე გავწწექი და ცოტა მოვეშვი. მთელი ვახშამი ცოტნე თვალს არ მაშორებდა. ალბათ ეს იყო მიზეზი ჩემი დაძაბულობის. გადამღალა ამ სიტუაციამ. მხრები და კისერი მტკიოდა. საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ შინაგანი მღელვარება არ მაძლევდა დაძინების საშუალებას. ნერვიულობას აყოლილი საწოლში ვცახცახედი. ტველა კუნთი მითრთოდა დაძაბულობისგან. კარზე ისევ მომიკაკუნეს და ოთახში თიკომ შემოყო თავი. -შეიძლება? უი, ხომ არ გაგაღვიზე?-უხერხულად გამიღიმა. -არ მეძინა. შემოდი.- საწოლში წამოვჯექი. -მეთქი ვინახულებ სანამ გაიძინებს თქო. გტკივა თავი კიდევ? თუ გინდა შორენას ვეტყვი და მოგიტანს გამაყუჩებელს.-მიუხედავად იმისა რომ თიკო თავს კარგად გრძნობდა, მისი ექთანი მაინც აქ რჩებოდა... -არა გადამივლის. აღარ მინდა ამდენი წამალი. -ჩავილაპარაკე. -კარგი როგორც გინდა.- ტუჩები ერთმანეთს დააჭირა. ერთ არგილად ვერ ისვენებდა, ცქმუტავდა და თვალებს აცეცებდა. გამეცინა. ზუსტად ასე იქცეოდა ხოლმე ნანკა როცა რამე ჰქონდა მოსაყოლი. არა რა ეს ორი გოგო საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. აუცილებლად გავაცნობდი ერთმანეთს. -რა ხდება თიკო?-ახლა მე შევუბრუნე კითხვა. -რა ვიცი აბა რა ხდება. მე ვიყავი სამი თვე კომაში და ამ კითხვას მე უნდა ვსვამდე. შენ მომიყევი თუ გინდა რამე.- მითხრა და ესმაკურად გაიცინა. შუბლი შევკარი. აშკარად რაღაცაზე მიმითითებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რაზე. -შენ და ცოტნე... თქვენ?-ისევ მან დაიწყო. მაგრამ ეს თქმას არ ნიშნავდა. თითქოს მიმახვედრა, ამ თემაზე მელაპარაკეო. გავშრი. რა, მე და ცოტნე? რა ჩვენ? ეს რა იყო?სიმწრით შუბლზე ოპლმა დამასხა. ყელი გამიშრა. ვიგრძენი როგორ წამივიდა ფერი. ხმის ამოღება ვერ შევძელი. -ოო, კარგი რა, რა იყო რა სახე გაქვს... მერე რა მოხდა. უბრალოდ მივხვდი რა. შენ კი არ გიცნობ წესიერად, ცოტნე მე რამეს გამომაპარებს? დავინახე თუ არა როგორ გიყურებდა, ეგრევე მოვწვი რა ყველაფერი...სწორედაც რომ მართალს მეუბნენა ცოტნე, ეშმაკზე სამი დღით ადრე დაიბადეო... -მოიცადე ერთ წუთს, რას ამბობ ხვდები?-თითმის წამოვიყვირე. გავჩუმდი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. თავის მართლება, ეს ის იყო, რაც არასოდეს გამომდიოდა. ენა დამება. თიკო კი გაკვირვებული მიყურებდა. -თიკო გამოდი ერთი წუთით.- ნახევრად შეღებული კარიდან ცოტნეს სხეული გამოჩნდა. ისეთი ხმით გაიწვია თავისი და გარეთ, გამაცია. სირცხვილით სად გავქცეულიყავი აღარ ვიცოდი. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. სახეზე მხურვალება ვიგრძენი. ემოციები სახეზე ისეთი ძალით მომაწვა, მეგონა თვალები გამომცვივდებოდა. -ახლავე.- თიკომ თვალები გადააბრუნა და წამოდგა. წარმოუდგენელია ასე მშვიდად როგორაა, როცა იცის რომ კარს მიღმა გაცოპებული ცოტნე იდგა? კართან მივიდა თუ არა თიკო. ცოტნემ ხელი მკლავზე მოკიდა და ოთახიდან უხმოდ გაიყვანა. უკაცრავადო მომაძახა და კარიც ხმაურით გაიხურა. საწოლში გახევებული ვიჯექი და კარს მივშტერებოდი. თავში ფიქრები ქარბორბალასავით მიტრიალებდა. ღმერთო, ნუთუ ამ სახლში კიდევ ვინმე ფიქრობს ისე, როგორც თიკო? ყოჩაღ რა, განგა! ზუსტად ისე დაფარე შენი შინაგანი სამყარო, როგორც ფიქრობდი. მისია შესრულებულია. ბრავო, ჩემო იდიოტო თავო, ბრავო! -ცოტნე- მისაღებში შემოსულ განგას უნახავივით მივაშტერდი. ისე ურცხვად შევცქეროდი, თითქოს 10 წუთის წინ მე არ მიმეღოს გადაწყვეტილება, რომ თუ სიტუაცია არ მოითხოვდა, არც კი გამოველაპარაკებოდი. აბა ახლა რატომ ვუყურებ პირდაღებული?თვითონაც მიყურებდა და მის თვალებში შიშს ვხედავდი. რატომ ეშინოდა? ვიცი? ჩემი? საკუთარი თავის? განგა მანამდე იდგა დაძაბული, სანამ მზერა არ მოვაშორე. მოვწყვიტე თუ არა თვალი მეც დამიბრუნდა აზროვნების უნარი, თითქოს აქამდე ტვინს ჰაერი არ მიეწოდებოდა და ფუნქციონირება შეეწყვიტა. ლანა მეტიტინებოდა, მას ვუსმენდი, მაგრამ თვალი ისევ აღელვებული განგასკენ გამირბოდა. რატომ ღელავდა ასე? ვიცი ჩემი მზერა ანერვიულებდა, მაგრამ ასე? ოთახიდან გავარდა, პირდაპირი მნიშვნელობით. ვახშამზეც მოგვიანებით მოვიდა. პირი არაფრისთვის დაუკარებია. არც მე გადამდიოდა ლუკმა ყელში. „ის შენი არაა ცოტნე, შენი არაა“ ვუჩიჩინებდა საკუთარ თავს. მალე წავიდა ოთახში. თვალი გავაყოლე. რაღაცაზე ძალიან ღელავდა, რაღაც აფიქრებდა, რადგან თავი არ აუწევია ვახშმისას, ჩაფიქრებული იჯდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მე დავძაბე ასე? მოგვიანებით თიკო გავუშვი დასასვენებლად ოთახში. მთელი დღეა ფეხზეა და დასვენება არ აწყენდა. მალე მეც ავიარე კიბეები. განგას ოთახის კარი შეღებული დამხვდა და იქიდან თკოს ხმა გამოდიოდა. „ მე ეს სად გავუშვი?“ ნერვები მომეშალა და კართან მისულმა თიკოს სიტყვები რომ გავარჩიე. სიბრაზის ტალღამ ერთიანად დამიარა ტანში. ეს გოგო სულ გაგიჟდა? განგას ხმა კი ისეთი შეშფოთებული და ისეთი დაბნეული ჰქონდა შემეცოდა. კარი უპრო ფართოდ გავაღე და გაცეცხლებულმა თიკო გარეთ გამოვიხმე. ჩემს ოთახში გავუშვი მხოლოდ ხელი. -გოგო გაგიჟდი შენ?- ხმის გაკონტროლება ვცადე. -რა გინდა ცოტნე? ახლა განგასთან სალაპარაკო თემაც შენ უნდა შეგითანხმო? -თვითონაც წამოენთო. -თუ ასეთი სისულელეები უნდა ილაპარაკო, უნდა შემითანხმო.-უფრო გამომკაცრდა ხმა. კიდევ რომ ხმას იღებს. -რა ვთქვი ასეთი ახლა? რა იყო არაა სიმართლე? ისე უყურებდი დღეს, თითქმის თავფეხიანად გადაყლაპე და ახლა მე მიყვირიხარ აქ. ისედაც აღარ ვიცი რა ვქნა. გამოკეტილი ვარ ამ სახლში, გარეთ ვერ გავდივარ, ვატოსაც კი ვერ ვუკავშირდები შენი უაზრო აკრძალვების გამო, ახლა ლაპარაკსაც ამიკრძალავ ხომ?- თავი ჩაღუნა როცა ყვირილს მორჩა. ნერვიულობისგან და სიბრაზისგან ავცახცახდი. ხელები მოვმუშტე. -იმ ნაბიჭვარს კიდევ ერთხელ თუ ახსენებ, გეფიცები იმ წამსვე მოვკლავ. გაიგე?-დავუყვირე. ცრემლიანი თვალებით შემომხედა. ჩემს დაყვირებას მისი შიში მოჰყვა. ლოყები ცრემლებმა დაუსველა. ასეთი თიკოს ყურებას სიკვდილი მერჩივნა. მაშინვე თავშეკავებას მოვუხმე და მისკენ გადავდგი ნაბიჯი. მხრებზე ხელები მოვხვიე და გულზე მივიკარი. -მაპატიე თიკო.-ჩურჩულით ვუთხარი და თავზე ვაკოცე. -შემაშინე -მხოლოდ ეს ამოიტირა. -ვიცი პატარავ, მაპატიე. უბრალოდ განგასთან ასეთ თემაზე არ უნდა ილაპარაკო ახლა გესმის? ნუ მოიგონე რაღაცეები. ხომ იცი რა გადაიტანა და დაფიქრდი რაზე ელაპარაკები კარგი?- თბილად ვუთხარი და თავზეზე ვაკოცე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. -მაპატიე?-ჩავეკითხე. -პორშეს მიყიდი?- თვითონაც შემომიბრუნა კითხვა. -გიყიდი. -გამეცინა. -მართლა? -თავი აწია და შემომხედა გაოცებულმა. თავი რომ დავუქნიე, გახარებული კისერზე ჩამომეკიდა.-ყველაზე მაგარი ხარ. წავალ ლილიკოს ვეტყვი.-წამოიძახა და კართან მისული ისევ შემობრუნდა ჩემსკენ. -მე მაინც ვფიქრობ რომ განგა მოგწონს.-ენა გამომიყო და ოთახიდან სწრაფად გავარდა ისევ რამე რომ არ მეთქვა. „ხო მომწონს, მომწონს“ გავიფიქრე გულში და ღიმილიანი სახით საწოლზე ჩამოვჯექი. *** ჩემო კარგებო. ახალი თავით მოვედი არც ისე დიდით მაგრამ მაინც... უდროობის გამო ვერ ვამატებ დთავს და ბოდიშს ვიხდი ამისთვის. ვერ ვასწრებ გადახედვას და შეცდომები აუცილებლად იქნება. კედევ ერთი ბოდიში ამისთვის. მიყვარხართ ძალიან. თქვენი მარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.